შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაჭვური რეაქცია


24-09-2015, 16:24
ავტორი სესილია
ნანახია 1 900

წვიმდა, თითქოს ზეცა რამეს დასტიროდა... ქარიც ქროდა და სადღაც ამ დროს ტყის სიღრმეში მანქანის ხმა გაისმა.
-მგონი მეშველა... - საავარიო შუქურები ჩართო და გამბმული სიგნალი მისა. დამტვრეული „ჟიგული“ გაჩერდა და მანქანიდან ღარიბულად ჩაცმული ბიჭი გადმოვიდა.
-რითი დაგეხმაროთ, ქალბატონო? - მორიდებით ჰკითხა ძვირფას სამოსში გამოწყობილ მანდილოსანს და ჩუმად შეათვალიერა ძვირადღირებული ავტომობილი.
-ვაიმე, როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა... იცით, საბურავი დამეშვა, თან მობილურიც არ იჭერს და ვერავის ვუკავშირდები და იქნებ დამეხმაროთ. გთხოვთ... - მუდარით სავსე ტონით წარმოთქვა.
-რას ამბობთ, ქალბატონო, თუ რამე შემიძლია... - ნაჯაფარი ხელები უმწეოდა გაშალა.
-კარგით, ოღონდ ქალბატონოს ნუ მეძახით, უბრალოდ მაიკო დამიძახეთ... - გამხნევების ნიშნად გაუღიმა.
-კარგით, ქალ... იკაცრავად, მაიკო...
- თქვენი სახელი?
-გოგა...
-აი, გოგა საჭირო იარაღები და პატივისცემა ჩემზე იყოს...
გოგა ნახევარ საათში მორჩა ყველაფერს.
-მე მოვრჩი...
-მართკაა? ძალიან დიდი მადლობა ... ერთი წუთით - მანქანიდან საფულე ამოიღი და დოლარების შეკვრა გაუწოდა - აი, ეს ჩემგან გაწეული სიკეთის სანაცვლოდ.
-არა, რას ამბობთ? ამ თანხას ვერ ავიღებ... - გალახული ბავშვივით იღიმოდა.
-აბა სიკეთე სიკეთით როგორ გადაგიხადო? - შეჭუხდა მაია გოგას უარის გამო.
- იცით, მე ერთი პიროვნება დამეხმარა, როდესაც მეც დავაპირე სიკეთე სიკეთით გადამეხადა, მან მითხრა სიკეთე სხვისთვის გამეკეთებინა და აი, მეც თქვენ დაგეხმარეთ და ჩემი სურვილია ეს სიკეთის ჯაჭვი არ შეწყდეს, გაგრძელდეს და თქვენც სხვას დაეხმარეთ ჩემს მაგივრად... აბა მშვიდობიანი მგზავრობა. - დაემშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა.
-კარგით, გოგა შევთანხმდით... - და ხელი ჩამოართვა.
-კარგად - დაემშვიდობნენ.
მაიკოს მანქანაში ჩაჯდა და დიდხანს ფიქრობდა გოგას კეთილშობილებაზე, მას ხომ შეეძლო ფულიც აეღო და სიკეთის გაკეთებაც მოეთხოვა?! მაგრამ ის გულწრფელი, უბოროტო ადამიანი იყო, რომლისთვისაც სიკეთე მთავარია - რასაც დასთეს, იმას მოიმკი...
გადაღლილს თან ძალიან მოშივდა და გზის პირას მდგომ ერთ ძველ, ღარიბულ, სასადილოსთნ გაჩერდა.
სასადილო თითქმის ცარიელი იყო, ოფიციანტმა კლიენტი, რომ დაინახა, მაგიდასთან მივიდა.
-საღამო მშვიდობისა. - თბილად გაუღიმა.
-გამარჯობათ - ახედ-დახედა ორსულ ოფიციანტს.
-რას ინებებთ?
-თქვენ რას შემომთავაზებთ?
-კარტოფილი, კატლეტი, ხაჭაპური...
-კარტოფილი მომიტანეთ საწებლით და რამე გამაგრილებელი სასმელი.
-კარგით.
ოფიციანტმა მზარეულს კლიენტის შეკვეთა გადასცა, თვითონ კი მაგიდების დასუფთავება დაიწყო, პარალელურად შემოსულებს პასუხობდა, შეკვეთებს იღებდა, მიჰქონდა...
მაიკო გაოგნებული იყო ამ ქალის შესაძლებლობით, რომელიც ორსულად იყო, თუმცა ეტყობოდა ძალიან უჭირდა, რადგან დამლაგებლისა და ოფიციანტის ფუნქცია ერთად ჰქონდა შეთვსებული. როდესაც ივახშმა და ფულის გადახდის დრო მოვიდა, მაიკომ, რომლისთვისაც 10 000 აშშ დოლარი მზესუმზირის ფული იყო, ჩეკი ამოწერა, კონვერტში ჩადო, ზედ დააწერა იმ დღეს თავს გადახდენილი ისტორია, იმ ქალსაც სთხოვა ამ სიკეთის ჯაჭვური რეაქციის გაგრძელება და სასადილო უხმაუროდ დატოვა.
ოფიციანტმა, როდესაც კუთვნილი თანხის რაოდენობა ნახა, სიხარულისგან ატირებული სახლში გაიქცა, სადაც ხუთი შვილი და უმუშევარი მეუღლე ელოდა.
-საყვარელო, საყვარელო - სიცილ-ტირილით შევარდა ნახევრად ჩამონგრეულ სახლში.
-რატომ ტირი, მანჩო? - გულში ჩაიხუტა ათრთოლებული ქალი.
-გოგაა, დღეს იცი დღეს რა მოხდაა?
-რა მოხდა საყვარელო? - ცრემლიან თვალებს უწმინდავდა მეუღლეს
-რადა ერთერთმა ჩემმა კლიენტმა აი რა დამიტოვა - კონვერტი გაუწოდა.
გოგამ კონვერტზე დაწერიი ისტორია წაიკითხა და თვალები აუწყლიანდა.
-სიკეთის ჯაჭვური რეაქცია გაგრძელდა... რაც დავთესე ის მოვიმკე... დიდება უფალს...
მართლაც, დავთესოთ სიკეთე და ის არსად დაიკარგება, ჩვენ თუ არა ჩვენს შთამომავლობას მაინც დახვდება წინ, მთავარია სიკეთე გავაკეთოთ ალალად, გულწრფელად, არ ველოდოთ მის ნაყოფს რადგან უფალმა იცის თუ როდის გამოიღოს, ჩვენს მიერ დათესილმა სიკეთემ საჭირო, ნაყოფი ... ამიტომ, ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება ვიყოთ მაგალითი სიკეთის, ეს სიკეთის ჯაჭვი გავამყაროთ, გავამრავლოთ და უფლის მიერ დაფასდება, ეს ქვეყანაც დამსვენდება, ბოროტება შემცირდება, ერთგულება გამრავლდება, სიყვარული გაბევრდება, დედამიწა გამშვენდება, გაბრწყინდება და ............... სიცოცხლე არ მოკვდება....

21.08.2009 წელი.
_______________________
შეიძლება ამ საიტის ფორმატს არ შეეფერაბა, მაგრამ მე ვცადე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent