ისტორია N6 (დასასრული)
ყრუ ადგილი იყო, უთუოდ გაიგებდა ძრავის ხმას. ფიქრებით დამძიმებულმა შევაღე სახლის კარი და ძებნა დავუწყე. დემე იქ არ იყო. ენით აუღწერელი იმედგაცრუება დამეუფლა. აღარ მქონდა აღარაფრის ძალა. დიდხანს შეკავებული ცრემლები ისევ წამსკდა. სავარძელზე დავჯექი, მაგრამ როგორც ჩანს ემოციებისგან გადაღლილს უნებურად ჩამეძინა. *** ეს იყო წამი, რომელიც არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან. წამი, როდესაც თვალები გავახილე და მისი სახე დავინახე. ტკივილით სავსე წყლიანი თვალები, ღიმილი ტუჩის კუთხეში, მზერით ნათქვამი, გაზიარებული ფიქრები. გავფითრდი. ხმა ვერ ამოვიღე. ბედნიერი ვიყავი იმ წამს. არ ვიცი რატომ მაგრამ დემეს სიახლოვე ყველა ნეგატიურ ფიქრს მაშორებდა. თითქოს სულ არ გასულიყო ეს დრო. თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით. ის ბავშვები, სიყვარულზე მეტად რომ უყვარდათ ერთმანეთი. -რომელი საათია? სიჩუმე დავარღვიე -გვიანია მოკლედ მიპასუხა. თვალებში მიყურებდა. -გაინტერესებს აქ რატო ვარ? -მაინტერესებს დემემ გამიღიმა და ოდნავ უკან დაიხია. ამოვისუნთქე. არ ვიცოდი რა მეთქვა. -საბას უნდა დავშორდე. მკაცრად ვთქვი და მის რეაქციას დაველოდე. ჩუმად იყო. -რატომ? ძლივს მიპასუხა. -არ მიყვარს -და აქ ამიტომ ხარ? ირონიული ტონი ვიგრძენი. თავი დავხარე. ისე მინდოდა ცრემლები შემეკავებინა. იმდენად ახლოს იყო, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. -რატო წახვედი დემე? რატო არ იბრძოლე ჩემთვის? სიმწრით ვკითხე. ხმა მიკანკალებდა. -ნია არ ღირს ამაზე ლაპარაკი. მალე მოგაკითხავენ, ნერვიულობს შენი ოჯახი. სხვა დროს იყოს. -რა? ვინ მომაკითხავს? ვინმეს რამე უთხარი? ლამის ვიღრიალე -შენ ქმარს -საბა? საბა აქ მოვა? არა, ვაიმე. სახეზე ხელები ავიფარე -რეებს მიკეთებ? ხვდები? ფეხზე წამოვდექი. როგორ მინდოდა ყველაფერი პირში მიმეხალა. არ მჯეროდა რომ თავიდან მიშორებდა -ნია, რას ითხოვ ჩემგან? სხვა კაცის ცოლი, მოდიხარ ჩემს სახლში, ტირი, თვითონ არ იცი რა გინდა. აქ აპირებდი დარჩენას? მე მაბრალებ რამეს? ხმა ვერ ამოვიღე. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. შიგ გულში მომხვდა მისი თითოეული სიტყვა და ისე მეტკინა როგორც არასდროს. -საბასთან ერთად ვერ წავალ დემე მუდარის ტონით ვუთხარი -დღეს... ძალა იხმარა ჩემზე. იმ წამსვე ვინანე. მეშინოდა. აზრიც აღარაფერს ქონდა. სახე შეეცვალა, ყბები მჭიდროდ მოკუმა. ერთიანად დაებერა ძარღვები. ისე მრცხვენოდა მისი, სიკვდილი მომინდა ყველაფერზე მეტად. წამიერად ფანჯარაზე არეკლილმა მანქანის შუქმა მიიპყრო ჩვენი, ორვიეს ყურადღება. ნაცნობი ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა კართან. დემე გარეთ გავარდა, მე ადგილზე გავქვავდი, საშინელების მოლოდინში. მოვლენები იმაზე უარესად განვითარდა, ვიდრე წარმომედგინა. ხმაურზე გარეთ გავედი და ძირს დაგდებული საბა რომ დავინახე უნებურად ვიკივლე. ფეხზე წამოდგა. მერე ხელების ქნევა დაიწყო. ბევრჯერ მინახავს გამწარებული დემე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. ადამიანს არ გავდა. საბა მანქანისკენ "წავიდა". მეგონა გაქცევას აპირებდა, მაგრამ მის უცნაურ მოძრაობაზე ყველაფერი გავიაზრე. იარაღი, რა თქმა უნდა, სათავსოში იარაღი ჰქონდა. დემეს ყვირილით მივვარდი და წინ გადავეფარე. თოვდა, ბნელოდა, ყველაფერი ავისმომასწავლებლად მანიშნებდა. მოლოდინიც გამიმართლდა. საბა ჩვენს წინ დადგა და იარაღი ჰაერში ასწია -ჩემი ცოლი თავს გაწირავს თავისი პირველი სიყვარულისთვის, არა ნია? მთვრალი იყო, რა თქმა უნდა. ლაპარაკზე უფრო შესამჩნევი გახდა. დემეს სახეს ვერ ვხედავდი. მისმა ძლიერმა მკლავმა გვერდით გამწია, არ დავნებდი, მოვბრუნდი და წელზე შემოვეხვიე. -გესვრის დემე, გესვრის. მთვრალია -ნია, გაიწიე ხმადაბლა მითხრა. ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი -მეც გამაგებინეთ რას ლაპარაკობთ დაიყვირა და ხარხარი დააყოლა საბამ მერე მოგვიახლოვდა. -დააგდე საბა ეგ დამპალი იარაღი, წამოგყვები სახლში -წამომყვები? რა ბედნიერებაა -გეხვეწები საბა, ყველაფერს გაფიცებ, დააგდე იარაღი -არადა რა დრამატულია თქვენ რომ ერთ დღეს დაიხოცოთ, თან რომანტიული საბას ცრემლები მოსდიოდა. არ მპატიობდა დემეს სიყვარულს. მაგრამ ვიცოდი, მე ვერაფერს დამიშავებდა და საერთოდ არ შემშინებია იმ წამს. -მაშინ ისროლე საბა, მიდი. მესროლე. დემეს შეეშვი, მე მიყვარს, იმას ხო არა? ვერც ვიგრძენი როდის მომშროდა. დემე წამებში გაჩნდა საბასთან, ხელი გადაუგრიხა და ყელში მოუჭირა. იარაღი ძირს დავარდა. მე ავიღე და უფრო შორს მოვისროლე. საბა ფეხზე წამოდგა, ხელები გააშვებინა. დარტყმა აღარც უცდია. ცრემლები მოიწმინდა და მერე მუხლებზე დაეცა. -ეს ამბავი ესე არ დამთავრდება-ო სიმწრით ჩაილაპარაკა... ვეღარ ვუძლებდი სანახაობას. დაველოდე, როდის ჩაჯდებოდა მანქანაში და წავიდოდა. მეც მანქანისკენ წავედი. ყველაფერი დამთავრდა. მკლავში მომკიდა ხელი და გამაჩერა. სახეზე გვათოვდა ორივეს. თმა გადამიწია, გულზე მიმიკრა. დიდხანს ვიდექით ასე, თოვლში და სიცივეში. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა. წუთი, საათი, თუ საუკუნე, მაგრამ ვიგრძენი ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში არცერთხელ მიგრძვნია. ბედნიერება. აი ეს იყო ბედნიერება. მერე... სახლში შევედით. დიდხანს ვილაპარაკეთ. ბუხრის წინ ვისხედით, ზუსტად ისე, როგორც ადრე. არაფერი არსებობდა ჩემთვის დემეს გარდა. დროს და სივრცეს ვეღარ აღვიქვამდი. სავარძელზე დავიძინებო... მე ლოგინზე დავწექი. არც ერთს არ გვეძინა. მესმოდა მისი ხშირი და ღრმა სუნთქვა. საკუთარი გულის ცემა. ავდექი და მივუახლოვდი. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე მოვიზიდე მისი სახე და ხარბად დავეწაფე ტუჩებს. მთელი სინაზით, სიფრთხილითა და დაკვირვებით ეხებოდა ჩემს უმანკოება დაკარგულ სხეულს. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი წარმოუდგენელი. დემე არასდროს ყოფილა ისეთი სიმპათიური და მიმზიდველი, როგორც მაშინ. გრძელი და გაწელილი ღამეც მიუახლოვდა დასასრულს და მსოფლიოში ყველაზე შეყვარებულ ადამიანს ჩამეძინა. *** აღარაფერი გაგრძელებულა. ბედნიერება კოშმარად გადამექცა. საბას დავშორდი და დემეს აქ ყოფნით გახარებულმა, გავიგე რომ სამუდამოდ აპირებდა საქართველოდან წასვლას. ვერ ავხსენი. ვერც მაშინ, ვერც ახლა. რატომ დამტოვა. ვერაფერი იგრძნო? შეეძლო ეცხოვრა ნია ჯაფარიძის გარეშე? იმის შემდეგ რაც მოხდა. იმ ყველაფრის შემდეგ, უბრალოდ ადგა და წავიდა. გამანადგურა. ასე გადამიხადა სამაგიერო. დამტოვა მის მარადიულ მონატრებასთან. დამიტოვა მოგონებები და გაძლიერებული სიყვარული. დემე წავიდა, და იქ დაიმარხა ჩემი უნარიც ბედნიერების აღქმისა. *** 1 თვე გავიდა თითქმის. 26 დღე, მისი გაქრობიდან. სასიკვდილო დოზა იყო. უნდა ემოქმედა წესით. ტკივილი მახსოვს, და სიტყვები: "თქვენს მდგომარეობაში ეს როგორ ჩაიდინეთ, ბავშვს რაღას ერჩოდით". *** 8 წელი გავიდა. მე კი, ახალ გაღვიძებულს, საყვარელი თვალები მეგებება ყოველთვის. ჭაობისფერი, ღრმა თვალები. მამამისისნაირი, სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთილი. ყველას შეაყვარა თავი, პატარა იმნაძემ. ჩემთვის კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალისია სიცოცხლის. მასში გავაღვივე ჩემს გულში ჩაგუბებული არამიწიერი სიყვარული. ნიკოლოზი დავარქვი. როგორც ვგეგმავდით ადრე. ეს ბავშვი, სიყვარულთან ერთად, ტკივილს ასხივებს. მისი მზერა ხომ მთლ რიგ მოგონებებს აღმიძრავს გონებაში. დემეტრეს გავს ხასიათით, ლაპარაკის მანერით, სიჯიუტით. ყველგან ჩხუბისთავობს, ყველგან ნიკოლოზ იმნაძის სახელი ისმის. დიდი სიყვარულის უსამართლო დაღის, უმამოდ გაზრდილი პატარა იმნაძის... ისეთი ჭკვიანია, ისეთი ღრმა... მასში ჩავდე ჩემი სული, და გავაგრძელე სიცოცხლე, სიცოცხლე სხვაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.