შოკოლადისფერი “ნაწილი მეოთხე“
-რა ბზიკმა უკბინა?-მომიბრუნდა დაჩი,როდესაც ანეტამ კარი გაიხურა-ჩემზეა ნაწყენი,რომ არ ვუთხარი ჩამოსვლის ამბავი? -არ ვიცი-მივუგე-არამგონია-გავუღიმე და გვერდით მივუჯექი-შეეშვი ანეტაზე ფიქრს და შენს დას ურჩიე რა ქნას. -რასთან დაკავშირებით?-ალმაცერად ამომხედა-დემეტრეს ხომ არ გულისხმობ?-სახელის გაგონებაზე წამოვწითლდი და დაბნეული მივაშტერდი ძმას.-რაიყო?-იკვირვებს იგი და იცინის-სადარბაზოში მესმოდა თქვენი ხმა,მაგრამ ახლა გავჩუმდები და მოგისმენ,ძალიან მაინტერესებს რა უნდა გირჩიო. -აღარც კი ვიცი,რამის თხოვნას,ან რჩევის კითხვას თუ აქვს აზრი-დავიწუწუნე და დივნიდან წამოვდექი-წავალ დავიძინებ,თორემ ძალიან დავიქანცე.-გავფრატუნდი ოთახში და საწოლზე წამოვწექი,თვლაები დავხუჭე და დაძინება ვსცადე,მაგრამ ჩემს ყურამდე მალევე მოვიდა ჩემი ძმის ფეხების ფრატუნის ხმა და სანაქებო ძმა უკვე ჩემს ოთახში,ჩემს საწოლზე იყო წამოსკუპული და მიცდიდა,როდის ვიტყოდი რამეს.-არ ვარ საუბრის განწყობაზე-ამოვილუღლუღე და საბანში გავეხვიე,დაჩი არ განძრეულა,საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი,რუდუნებით მელოდა. -გისმენ!-მითხრა დაღლილი ხმით-აუცილებლად უნდა ვიცოდე რა გაწუხებს-ხმაში მბრძანებლური კილო გამოერია-შენს დაჩაგვრას არავის ვაპატიებ-დის დაცვის ინსტიქტებმა გაიღვიძეს მასში-მისმენ?-მეკითხება და ახლოს იწევა,მე კი თვალებს უფრო მაგრად ვხუჭავ-ნუ მატყუებ,წამწამები გიხამხამებს-მეუბნება სიცილით და საბანს მხდის,მე უმალ ვეჭიდები,რომ არ გადამხადოს-იცოდე მომიყევი რა ხდება,თორემ უსაბნოდ დაიძინებ. -მყინავ ძამიკო?-თავს ვისაწ....ბ-ხომ გითხარი მეძინება,წადი შენც დაიძინე-ბალიში დავიმხე თავზე. -წეღან რა არხეინად იყავი და ასე უცბად რამ შეგიცვალა ხასიათი -ხვალ მოგიყვები-მივუგე მოგუდული ხმით,მან კი ნახევარიც ვერ გაარჩია. -ნუ ბურდღუნებ მოიცილე ეგ ბალიში-ვითომ გაბრაზებულმა მითხრა-იცოდე დემეტრესთან დავრეკავ ფაბრიკაში და ვაკანსიაზე ჩაგწერ. -მაგას არ იზამ-წამოვხტი საწოლიდან-იცოდე მიფრთხილდი-ყელში ვწვდი-დაგახრჩობ,მოღალატევ! -გამიშვი გოგო!-ხრიწინებს დაჩი-არსად არ ვრეკავ,მაგრამ რატომ გაბრაზდი,განა მასზე არ გინდოდა საუბარი? იმის თხოვნა,რომ მუშაობას დაიწყებ-ცინიკურად მიღიმის- ყველაფერს ვხვდები დაიკო-ლოყაზე მჩმეტს და საწოლიდან დგება-წადი და იმუშავე,ოღონდ მისგან თავი შორს დაიჭირე,თუ გაატრაკებს მე მოვუვლი-თვალს მიკრავს და გადის.მე ფრუტუნით ვეშვები ისევ საწოლში და გულზე ხელებდაკეფილი ვიყურები ჭერში. * * * -ალო,გამარჯობათ,ისა უკაცრავად,გესმით?დაგაყრუათ გამჩენმა-გაბრაზებული კიდებს ყურმილს და მე მაწვდის-არ ისმის-ამბობს გულდაწყვეტილი და დაჩისთან მიდის,რომ ამცნოს. -მე ვცდი-დავაწიე სიტყვები ოთახიდან გასულს და ნომერი გავამეორე-გამარჯობათ!დიახ,მაგის თაობაზე გაწუხებთ,გამოცდილება არ მაქვს,თუ მიმიღებთ მექნება-ვიცინი ყურმილში და მითიშავენ,უნამუსოდ.დაჩი და ანეტა ჯარისკაცებივით გამოდიან და ერთხმად მეკითხებიან რა ვქენი. -არაფერი,გამითიშეს-ვაცხადებ დანანებით,ანეტა კი ატომური ბომბივით სკდება-აღარ მინდა,დავიღალე-დავიწუწუნე და უმალ თავში ბალიში მომხვდა. -რა არ გინდა გოგო?-მეკითხება გაბრაზებული-ნუ გადამრიე,ტელეფონზე არ გპასუხობენ?,მიაკითხე იქ-დაეთანხმა დაჩიც-წამო,ახლავე წავიდეთ. -არა,მას ეგონება,რომ სპეციალურად ვიქცევი ასე -არავის არაფერი არ ეგონება,შენ დაწყნარდი, გინდაც მას ეგონოს,სრულებითაც არ უნდა დარდობდე მაგაზე პუპს-თვალი ჩამიკრა და ოთახში შემიყვანა-მიდი, ლამაზო, ჩაიცვი და წავიდეთ-თვითონ კი ოთახიდან გავიდა.სწრაფად დავიწყე მომზადება,მაგრამ ცუდი ფიქრები თავს არ მანებებდა,ცოტახანს კიდევ დავყე ოთახში,როდესაც გავემზადე და მერე გავედი. -გეღირს?-სიცილით მკითხა ანეტამ -კი-გავუღიმე და შემოსასვლელში,კართან მივედი-წამოდით-დავუძახე მათაც. * * * რომ შევედით ,ისეთი შიში ვიგრძენი,ლამის უკან გავიქეცი,გაბრუებული მივყვები ანეტას და დაჩის უკან.როგორც იქნა მივაღწით სადღაც,მგონი ადმინისტრაციაა.კარი შეაღო დაჩიმ,მიესალმა და შეგვიყოლა ჩვენც,მრგვალ მაგიდასთან ვიღაც ქალი იჯდა და სათვალის ზემოდან გვაკვირდებოდა. -რა გნებავთ?-ჰკითხა დაჩის,მან კი ჩაახველა და დაიწყო. -სამსახურის თაობაზე ვართ-ქალმა გაოცებით აათვალიერა. -ჩვენ ქალები გვჭირდება-და ცინიკურად გაეცინა. -მე მინდა-მივუგე და დაჩის გვერდით დავდექი,ახლა მე მომასო თვალები და თვალიერება დამიწყო. -ასე გიჭირთ?-თქვა ცოტახნის მერე და უჯრა გამოაღო,სადაც რაღაცების ქექვას მოჰყვა,მერე ფურცელი და კალამი მომაწოდა და მანიშნა დავმჯდარიყავი.-ეს შეავსე და მომეცი-მითხრა მან. -კარგით-დავჯექი და კალამი მოვიმარჯვე,ყურადღებით ვწერდი ყველა კითხვას და,რომ დავასრულე მივეცი,მანაც გადაიკითხა,გაიღიმა და ბეჭედი დასვა. -ეს ჩემს გვერდით კაბინეტში მიიტანე-ისევ მომაწოდა.-თავისუფალი ხარ.-ღიმილით გამოგვიშვა. -რა ჩაწერე?-მკითხა ანეტამ და ფარატინა ფურცელი გამომსტაცა. -რასაც მეკითხებოდნენ-გამეცინა და მეორე კაბინეტის კარი შევაღე,ვიღაც სავარძელში იჯდა,ზურგით,მარჯვენა ხელი ჩანდა მხოლოდ და სიგარა,რომელსაც ბოლი აზდიოდა. -უკაცრავად-ჩავახველე-შეიძლება?-ვკითხულობ,რომ შემოტრიალდეს,მაგრამ ძვრა არაა-გვერდით ოთახიდან გამომგზავნეს-ვაგრძელებ საუბარს,მაგრამ აშკარაა არ ინძრევა.გულში გავიფიქრე დემეტრე ხოარაა მეთქი და კარი მოვიჯახუნე. -რა მოხდა?-მკითხა ანეტამ-არ ესმის? -ყრუა,მხედველობა აქვს დაქვეითებული და პარალიზებულია-ვუთხარი მას. -ამდენი ასე უცებ როგორ გაარკვიე-გაკვირვებული მიყურებს და ურცელს აფრიალებს.-მოდი მე ვცდი-ამბობს და კარს აღებს.-გამარჯობათ! -გამარჯობათ-მესმის საშინლად ბოხი,მაგრამ ნაცნობი ხმა. -თქვენ გესმით?-სიცილით ეკითხება-თუმცა აქამდე გესმოდათ და,როგორ გიკითხოთ? -პირდაპირ საქმეზე-მკაცრად მიუგო მან-ამდენი დრო არ მაქვს. -აი ეს-ფურცელი დადო მაგიდაზე,-მარიამმა შეავსო-ჩემი სახელის ხსენება აშკარად არ ესიამოვნა,ფურცელი დაკუჭა და მოისროლა,ანეტა გაოცდა,ხმას ვეღარ იღებდა. -მარიამს დაუძახე-უთხრა-და სხვა არავინ შემოვიდეს,თუ შეიძლება. -კარგი-თქვა და გამოვარდა ოთახიდან.ხელი მომკიდა და შემიყვანა.-დაწყნარდი და წესიერად ელაპარაკე-მიჩურჩულა და გავიდა. -ესეიგი მუშაობა გინდა-სავარძელი მოტრიალდა და “შოკოლადისფერი“ ურჩხული გამოჩნდა-შენი დანახვა აქ ყველაზე ნაკლებად მინდა-კბილებში გამოსცრა და წამოდგა,მომუშტული ხელებით მაგიდას დაეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.-მატყუარა და მლიქვნელი პერსონალი არ მიიღება-აგრძელებდა იგი-ნუ ელოდები რომ მუშაობას დაიწყებ,სხვა საქმე ნახე-მუშტები მოაცილა მაგიდას და მომიახლოვდა.ჩემთან ძალიან ახლოს იყო,თვალებში ჩამაცქერდა დაჟინებით.შევკრთი და უკან გაადავდგი ნაბიჯი,მან კი ხელი ჩამავლო მკლავში და გამაჩერა-ფეხს ვერ მოიცვლი ადგილიდან-თითქმის მბრძანებლური კილო გაისმა. პ.ს ბავშვებო. რა გითხრათ არ ვიცი. არ მეგონა სუდენტობის პერიოდში თუ უფრო ვერ მოვიცლიდი,იმედია კიდევ წაიკითხავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.