მთელი ცხოვრება (თავი პირველი)
რომ დავიბადე მაშინ დაიწყო ოჯახსა და სანათესაოში დიდი გაწამაწია. დედა 37 წლის იყო რომ გამაჩინა და ვინაიდან არ იცოდნენ ასაკის გამო კიდევ შეძლებდა თუ არა მეორე შვილის გაჩენას, განსაკუთრებდით აღნიშნეს გოგოს დაბადება,- დედისთვის გოგო სულ სხვააო. იმის მერე გამათამამეს და მერე როგორ. გავჩნდი სანატრელი შვილი დედისათვის, სანატრელი შვილიშვილი ბებიისათვის, სანატრელი დისშვილი დეიდისა და ბიძისათვის და კიდევ მილიონი სხვა... მშობლებს სახლში სულ 2 საათი ვხედავდი, დილით 15 წუთი (მათ სამსახურში წასვლამდე და დანარჩენი 1 საათი და 45 წუთი საღამოს (მათი სახლში მოსვლიდან ჩემ დაძინებამდე) ბებიამ გამზარდა, მკაცრად. მიუხედავად ამისა ურჩი შვილიშვილი გამოვდექი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და თაყვანისმცემლებს სულ გავურბოდი არ მინდოდა ზედმეტი თავის ტკივილი და სულ შორიდან მივლიდნენ. იმ ზაფსულს მე-8 კლასი დავამთავრე და დასასვენებლად რომ წავედი იქ გავიცანი კახი ჩერქეზიშვილი, ასაკით უფროსი იყო, ამომიჩემა, სულ მაწვალებდა პატარა ბავშვივით და მეც პატარა ბავშვივით ვბრაზდებოდი. მერე ვიღაცამ მითხრა გავიგე ბიჭებს ეუბნებოდა შენზე რაღაცას და მგონი მოწონხარო. იმის მერე სულ ვერიდებოდი, ჩემი ბავშვური ჭკუით გავურბოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მსიამოვნებდა ეს ფაქტი. ისე წამოვედი თბილისში არ დავმშვიდობებივარ და იმ ზაფხულის მერე აღარ მინახავს კახი. ცოტა გული დამწყდა, მაგრამ მერე გადამიარა და გადამავიწყდა, ალბათ მასაც. შესამჩნევად გაქრნენ ბიჭები ჩემ გარშემო, მე არა, ჩემმა მეგობრებმა შეამჩნიეს. პირველად ელენე ნებიერიძემ მითხრა, ამ ზაფხულის მერე სამუზეუმო ექსპონატივით გიყურებენო. მერე დათუნა წერეთელმა შეამჩნია, წელს აღარ მიბღვერენ შენი თაყვანისმცემლებიო, ვიფიქრე დაიღალნენ ჩემი უხეშობით და მომეშვნენთქო. ასე გაგრძელდა ჩემ აბიტურიენტობამდე. არავისგან არაფერი ზედმეტი, არც კახისგან. ყველა რეპეტიტორთან ერთად დავდიოდით მე და ელენე, ერთის გარდა, ზუსტად იქ დადიოდა ლევან გიორგაძე, ჭკვიანი ბიჭი იყო და მომწონდა, მასაც. მე ნაკლებად გამოვხატავდი ამ მოწონებას, ის უფრო მეტად. ლამაზად ეწეოდა ხოლმე სიგარეტს შესვენებაზე. რომ ვუყურებდი მეღიმებოდა. სულ ვფიქრობდი, რომ რეპეტიტორთან ერთად სიარულს არ გასცდებოდა ჩვენი მოწონება, ალბათ მეტი არც მინდოდა. დედა მეუბნებოდა ხოლმე გულს ტვინიც დააყოლეო და იმდენჯერ გამიმეორა ალბათ ჩვევაში გადამივიდა და ვფიქრობდი აბიტურიენტობის დაძაბულ პერიოდს სასიამოვნო შეგრძნება გამიხალისებდა, მაგრამ მერე გადამივლიდა და მეც გადავეშვებოდი სტუდენტობის ახალ ეტაპზე, ლევანის გარეშე. შევცდი... ჯერ ჩემი ბანკეტი იყო, მერე ლევანისი, მერე ლევანის ბანკეტის მეორე დღე. მე ელენე ნებიერიძესთან ერთად აგარაკზე ვიყავი, თბილისში გაუსაძლისად ცხელოდა და ისტორიის გამოცდისთვის ვემზადებოდით, ყველაზე მეტად მაღელვებდა. ჩემები თბილისში დარჩნენ, სრული სიმშვიდე და მობილიზება მინდოდა. ღამის 2 საათი იყო ლევანმა რომ დამირეკა 2 კვირა იყო გასული რაც მასწავლებელთან სიარული დავამთავრეთ და ნანახი არ მყავდა, არც ვაპირებდი ჩემიი ჭკუით. დაულევიათ და გაგიჟდა უნდა გნახოო, მაგ ღამეს ჩამომაკითხა და მითხრა მიყვარხარ და ერთად ვიყოთო. აქამდე არ მყვარებია და არც ლევანი მიყვარდა, პირველი შეყვარებული კი ნამდვილი სიყვარულით მინდოდა. ძალიან დავიბენი, ალბათ ისეთი გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი სასიამოვნო, მაგრამ იმ მომენტში აღმოჩენილ არასაურველ შემთხვევას რომ ლევანმა მითხრა შენი პასუხი არ მინდა, რომ არ მეთქვა გავგიჟდებოდი, ეცადე ახლოს გამიცნო როგორც ის ბიჭი ვისაც უყვარხარ და შენთან ყოფნა უნდაო. ვცადე... იმ ზაფხულს მე ჩემ ნახევარ ძმასთან და მის ოჯახთან ერთად დავისვენე და ლევანს ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, ის ხშირად, მე ხანდახან. მსიამოვნებდა მისი ყურდღება, მერე ტელეფონი გამიფუჭდა და 1 კვირა არ მილაპარაკია, არ მომენატრა და მეც მაშინ პირველად მივხვდი ,რომ არ ღირდა. მეორედ ჩემი ცდა იმაში გამოიხატა, რომ თავის მეგობრებთან გავყევი რამდენჯერმე. უნივერსიეტში ჩაბარება მშობლებმა მანქანის ყიდვით მიულოცეს და ჩვენც სადაც არ გვეზარებოდა დავსეირნობდით. მეორედ მაშინ მივხვდი რომ არ ღირდა, სახლთან მანქანიდან გადასვლისას კოცნა რომ დამიპირა. მაშინვე ვუთხარი, ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს, შენთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს მაგრამ არაფერი მეტი თქო, ეწყინა დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი. მეგონა ამით მორჩა... იმ ღამით დამირეკა და ბოდიში მომიხადა, ზედმეტი მომივიდა და აღარ შეგაწუხებო, არ მაწუხებ თქო რომ ვუთხარი, მიპასუხა, როგორც ჩანს ყველა ასე არ ფიქრობსო, მაშინ ვერ მივხვდი. კიდევ დიდხანს ვერ მივხვდებოდი რომ არა ერთი შემთხვევა. მე და ელენე სხვადასხვა ფაკულტეტზე მოვხვდით, დათუნა სხვა უნივერსიტეტში. მე საერთაშორისო ურთიერთობებზე, ელენე ხელოვნებათ მცოდნეობაზე და დათუნა წერეთელი ბიზნესზე. ერთ ჩვენს კაფეში ვხვდებოდით ხოლმე სულ ერთმანეთს ბავშვობიდან მოყოლებული. იმ დღეს დათუნამ გვითხრა ვერ მოვალო და მე და ელენე ვისხედით მარტო. მე ირისს ვჭამდი და ლიმონიან ჩაის ვსვამდი, კარისკენ ზურგით ვიჯექი, ელენე კი პირდაპირ შემოსასვლელს უყურებდა და უნივერსიტეტის შთაბეჭდიილებას მიზიარებდა უცებ რომ ირისიანი ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა და სიტყვა ვერ დაამთავრა, მზერა გავაყოლე და ჩვენსკენ მომავალი კარგი აღნაგობის , სიმპატიური მამაკაცი დავინახე. ელენე ფეხზე ადგა და გადაკოცნა, _ გაიცანი ჩემი მეგობარი თინა, თინ ეს სოსოს მომავალი მეჯვარეა,- ჩვენ საერთო მეგობარზე მითხრა. შემდეგ კვირას მივდიოდით მის ქორწილში. _ სასიამოვნოა , კახი, გამომიწოდა ხელი და გამიღიმა.- ცოტახნით თვალი გამიშტერდა და გონს რომ მოვეგე ელენეს კითხვისნიშნიშანი ქონდა გამოსახული სახეზე. გამეღიმა ,კახიმ რაღაცეები შეუკვეთა, სამსახურიდან ლანჩზე ვარ გამოქცეული და უნდა დავბრუნდეო, მზა პაკეტი გამოუწოდა მიმტანმა და დაგვემშვიდბა. ელენეს ვერ ვუთხარი, მაგრამ საიდანღაც ამოტივტივდა ბავშვობის მოგონებები და 90 %-ით ვიყავი დარწმუნებული რომ ის იყო. ელენესთვის გვარი მინდოდა მეკითხა , მაგრამ არ ვკითხე, ვიცოდი უამრავ რამეს მკითხავდა და თავი შევიკავე. ვუთხარი სიმპატიური ბიჭია და თან ვიღაცას მივამსგავსე თქო და დაიკმაოფილა ცნობისმოყვარეობა. ანგარიში რომ მოვითხოვეთ , თქვენი გადაიხადესო და გულში გამეღიმა. სახლში მისვლის პირველივე 5 წუთში ვიცოდი რომ კახი ეს ის კახი იყო, და მივხვდი რომ მან იცოდა რომ მე ის თინა ვიყავი, ამიფრიალდა ემოციები და სულელივით გამეღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.