შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილი გაბრიელი (3)


25-09-2015, 20:48
ავტორი Na Nuka
ნანახია 1 983

ამ დღის შემდეგ ხშირად ვხედავდი იმ ბიჭს ეკლესიაში... დალაპარაკებას ვერ ვბედავდი... სახელიც არ ვიცოდი მისი. მხოლოდ შორიდან მიღიმოდა ხოლმე... და ამ ღიმილში რამდენი რამ იყო ჩაქსოვილი... მე კი ჩემდაუნებურად თავს ვხრიდი.
ასე გადიოდა დღეები, კვირები.. მოწყენილ ცხოვრებას არც აზრი უჩანდა და არც დასასრული.
მაკას გარეშე ჯოჯოხეთურად გაუსაძლისი იყო ცხოვრება... მენატრებოდა მისი ღიმილი, მისი სუნთქვა, ჩხუბიც კი...
ივლისის 13-ში ნიამაც მიმატოვა. თბილისში წავიდა. ბებო ყავდა ცუდად. მე კი ვიჯექი ოთხ კედელს შუა გამოკეტილი... მეგორობას ერთი მაწანწალა ძაღლი მიწევდა. ჩემსავით მასაც არავინ ჰყავდა.. მოდიოდა, ვაჭმევდი, ვეფერებოდი...
უამრავი დრო მქონდა ფიქრისთვის და გადავწყვიტე მონაზონი გავმხდარიყავი.. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი... ამის შესახებ მამაოს დაველაპარაკე:
-მამაო მონაზვნად აღკვეცა გადავწყვიტე და მინდა თქვენგან კურთხევა მივიღო.
-მშობლებმა იციან ?
-არა... დღეს დაველაპარაკები.
-შვილო ჯერ ამისთვის ძალიან პატარა ხარ.
-ჩემთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს.
-შეგიძლია ცოტახნით იცხოვრო დედაოებთან ერთად, მაგრამ მონაზვნობის უფლებას ვერ მოგცემ.
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მონაზვნობა, მაგრამ გავითვალისწინე მამაოს სიტყვები და ცოტა ხანი წავედი დედაოებთან.
ყოველ დღე ვისმენდი ლოცვებს, დედაოებს ვეხმარებოდი. საღამოს კი დედა შუშანიკთან ერთად ვსეირნობდი და თავის ისტორიებს მიყვებოდა. თურმე საქმრომ მიატოვა და ამის შემდეგ გადაწყვიტა მონაზვნობა. დედა არ ჰყავს, მამამ გაზარდა... საოცრად თბილი ქალი იყო...
ერთ საღამოს დედა და მამა ჩამოვიდნენ და მითხრეს, რომ უნდა წავეყვანე. საზღვარგარეთ მიპირებდნენ სასწავლებლად გაგზავნას..
ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რას გავაწყობდი. დამითანხმეს.
წასვლამდე ერთი დღით ადრე ეკლესიაში ვიყავი. იმ ბიჭს შევხვდი. როგორც იქნა ჩემთან მოვიდა და მითხრა:
-ბოლოს რომ გნახე ძალიან აღელვებული იყავი. მომიყევი რა გჭირს. გულს გადააყოლებ. უი სულ დამავიწყდა, მე გაბრიელი ვარ.
-მე თაკო მქვია. ის მაკა იყო , ჩემი მეგობარი.. ჩემ გამო დაიღუპა.
-დარწმუნებული ვარ არაფერ შუაში ხარ . რატო იდანაშაულებ თავს ?
-ბანკეტი გვქონდა. ის ჩემ წინ მიდიოდა. ვგონკაობდით და ის...- ტირილისგან ვეღარ დავამთავრე. მან ცრემლი მომწმინდა, თმაზე მომეფერა და მითხრა:
-ნუ ადანაშაულებ საკუთარ თავს. რეალობას გვერდს ვერ აუვლი. ღმერთმა გაგაძლიეროს.
-მადლობ. შენ აქ ეკლესიაში ცხოვრობ ?
-კი. მორჩილი ვარ.
-თავიდან ბერი მეგონე მერე მივხვდი რომ არ იყავი.
-ეგ დროც მალე მოვა.
-კი მაგრამ ასეთი ახალგაზრდა ბერობას აპირებ ?
-რატომაც არა ?
-დიდი ხანია ეკლესიაში ცხოვრობ ?
-3 წელია. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. ტიპური კაი ბიჭი. მშობლებს ეშინოდათ, ხვდებოდნენ რომ ცუდ გზაზე ვიდექი, მაგრამ მადლობა ღმერთს შევიცვალე.
-უნდა წავიდე. მშობლები საზღვარგარეთ მგზავნიან და აქ ვეღარ ჩამოვალ...
-და შენ გინდა წასვლა ?
-არა მაგრამ რა ვქნა ?
-იბრძოლე იმისთვის, რაც გინდა.
-ასეთი ადვილია არაა ყველაფერი..
-კაი. აი ეს ჩემგან. იმედია არასდროს დამივიწყებ.
ხელი გამომიწოდა და ვერცხლის მედალიონი მომცა.
მივდიოდი და თან მეტირებოდა...
მე ის გაგიჟებით მიყვარდა.



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს ძაან ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი Na Nuka

მადლობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent