მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 5)
სახურავზე მარტო დარჩენილმა, გაოგნებულმა ავახამხამე თვალები... ჯერ კარს მივშტერებოდოდი, თითქოს ველოდი, რომ ლაშა მობრუნდებოდა. მაგრამ სულ ტყუილად. ის არ დაბრუნდა... არ მინდოდა ლაშას ეგრძნო, ჩემი მისდამი სწრაფვა, თუმცა აშკარაა, ვერ შევძელი ამის დამალვა. რა მემართებოდა? ამ კითხვას ვერ ვპასუხობდი... ამას ვერ ვხსნიდი... ან რატომ ვტიროდი ახლა ლაშას და არა ნიკა გამო? ვერც ამ კითხვას ვცემდი პასუხს. ჩემს თავში გაურკვევლობა სუფევდა... პირველივე ორი დღე ასე საშინლად რომ დაიწყო, წარმომიდგენია როგორ გაგრძელდებოდა მომავალში...ან რას წარმოვიდგენდი, აქ ჩამოსულს ამდენი ნერვიულობისა და ტანჯვის გადატანა თუ მომიწევდა? ისეთი სიხარულით ავდიოდი თვითმფრინავში... არა, აქედან სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი... აღარ მინდოდა ამის გაგრძელება... აქ მაინც აღარაფერი და არავინ მაკავებდა... კარგახანს გავჩერდი სახურავზე... ფიქრი და დაწყნარება მჭირდებოდა, რაც ელენეს გვერდით ცოტა გამიძნელდებოდა... მისთვის არ უნდა დამეჯერებინა და აქ არ უნდა წამოვსულიყავი, ამ საუბარსაც თავიდან ავიცილებდი, მაგრამ როდემდე? „ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება... ცოტაც გაუძელი...“-შევუძახე საკუთარ თავს. კიდევ დიდი ხანი დაყავი სახურავზე, ბოლოს სიცივე ვიგრძენი და კიბეებს ჩავუყევი. ტელეფონი მოვიმარჯვე და დედას ნიმერზე გადავრეკე. -დედი როგორ ხარ (დედა) -კარგად დე შენ? (მე) ყელში ბოღმის ბურთულა მკონდა გაჩხერილი და ხმა ძლივს ამოვუშვი ყელიდან. -რაღაც ცუდი ხმა გაქვს, რა გჭირს ბელა? (დედა) ვხვდებოდი როგორ ნერვიულობდა, და მისი დაწყნარება ვცადე... -აუ, დე არაფერი. ცოტა გავცივდი. როგორც ჩანს, ჰავას ჯერ ვერ შევეგუე (მე) -თბილად ჩაიცვი დედი...(დედა) -კარგი. დე, მამას ელაპარაკე? (მე) -კი ველაპარაკე... გაბრაზდა, მაგრამ მერე წამოვიდესო, მაგრამ საბუთებს დაელოდისო.(დედა) -მართლა? რა საბუთებს? მერე რომ გამოგზავნონ ამათ? (მე) -არ ვიცი დედი. დაელოდე რა... ისე ქენი როგორც მამამ თქვა. ისედაც გაბრაზებულია... ჩამოდი ერთი და მომიყევი რა ხდება შენს თავს. მამამ ხვალ დირექტორთან შევიდეს და ის ეტყვის საბუთების შესახებო... (დედა) -კარგი... იმედია მალე იქნება... აქ ყოფნა აღარ მინდა... დედა, წავალ ახლა დავიდინებ, აქ უკვე გვიანაა... (მე) -კარგი. ბელა ჭკვიანად იყავი... (დედა) -კარგი. დეე მიყვარხარ (მე) -მეც მიყვარხარ საყვარელო... მალე შევხვდებით (დედა) ოთახში მისულს, ელენე უკვე დაძინებული დამხვდა. ასე ადრე? გამიკვირდა, მაგრამ საათს რომ შევხედე, ისრები ღამის 12 უჩვენებდა... თურმე სახურავზე 3 საათი ვყოფილვარ და გაყინულიც ამიტომ ვიყავი... არადა რომ გეკითხათ, მხოლოდ ერთი საათი ვიყავი გარეთ. წყალი გადავივლე და ცივ საწოლში შევძვერი. ფიქრი აღარ მინდოდა, ამიტომ ყურსასმენები მოვირგე და ყველაზე ხმაურიანი მუსიკა ჩავრთე, რაც კი რამ მომეპოვებოდა ტელეფონში... დაძინებამდე, ალბათ ბოლოს ის გავიფიქრე, რომ მინდოდა ღამე უსიძმროდ გამეთია, მაგრამ როგორც ყოველთვის, იმედი გამიცრუვდა... სიზმრისგან ისე დაძაბული წამოვხტი, რომ ტელეფონი ძირს გადმომივარდა. ელენეს გავხედე, ისევ ღრმად ეძინა. მობილური ავიღე და ტუმბოზე დავდე. ისევ დაძინება ვცადე, რადგან ღამის 3 საათი იყო, მაგრამ სულ ტყუიდად... ის ღამეც თეთრად გავათენე... დილით ადრე ავდექი, მოვწესრიგდი და გასვლამდე, ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე. აშკარა იყო, რომ დღეს ჩემი შეშუპებული თვალებით ყველას დავაფრთხობდი, ამიტომ აწეული თმა ჩამოვიშალე, იქნებ უძილობის დაფარვა შევძლო მეთქი. დიდი ვერაფერი შედეგი მივიღე... უკვე დირექტორის კართან ვიდექი. მთელი ღამე ფიქრის მიუხედავად, მაინც ვერ მოვიფიქრე, რა მიზეზი უნდა მეთქვა დირექტორისთვის, ასე მალე რომ მოვინდომე უკან დაბრუნება. კოლეჯის დირექტორი, მისის გრეი, სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ეცადა დაეცდევინებინა მიზეზი, ასე ნაჩქარევად რატომ მივდიოდი, მაინც არაფერი გამოუვიდა. ბოლოს გაღიმებულმა მითხრა, რომ იურიდიული მხარეები იყო მოსაწესრიგებელი და ამ ერთი თვის განმავლობაში შევძლებდი წასვლას... თავზარი დამეცა... ერთი თვე? არა... ეს ძალიან დიდი დრო იყო... ამდენ ხანს აქ ვერ გავძლებდი... არ მინდოდა აქ ყოფნა... მიუხედავად ჩემი შინაგანი უარყოფითი რექციისა, გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე და „რაც მალე მით უკეთესი“ მეთქი, მხოლოდ ეს ვთქვი. უკმაყოფილო სახით გამოვიხურე დირექტორის კაბინეტის კარი. მაშინვე მობილურს ვეცი და სახლში დავრეკე. -გისმენთ (მამა) მამას მკაცრი ხმა მაშინვე ვიცანი და მთელი „ახორხლილი“ ბრაზი და მრისხანება, ჩამეფუშა. -მამა, როგორ ხარ? (მე) -ოჰ გადასარევად... ერთი გამაგებინე რა ბზიკმა გიკბინა? რას დამაპამპულავებ ამხელა კაცს? შევაწუხე დათოც, შენი წასვლა-წამოსვლის საქმეებით. როგორ ფიქრობ, სამინისტროში შენს მეტი საქმე არ აქვს იმას? (მამა) მაშინვე საყვედურები მომაყარა მამამ. მე კი მის ლმობიერებას მიჩვეულმა, მაშინვე ცრემლები გადმოვყარე. მამა არასოდეს უწევდა სახლში ხმას და თითქმის არასოდეს გვაძლევდა საყვედურებს, რადგან ჩვენს აღზრდას, დედა იღებდა თავის თავზე. ამიტომ მამას ერთი გადაბრუნებული სიტყვა და მაშინვე ცრემლები მცვიოდა... -აუ, მა მაპატიე რა გთხოვ... დათო ძიასაც ბოდიში მოუხადე შეწუხებისთვის. უთხარი აღარასდროს შევაწუხებ ჩემი პრობლემებით, ოღონდ ახლა რაც შეიძლება მალე წამოვიდე რა... (მე) -კარგი რა ბელა, რა გატირებს? იყავი დირექტორთან? (მამა) როგორც ყოველთვის ჩემს ტირილზე მამაც მოლბა და ტონი შეარბილა. -კი და ალბათ ერთი თვე დაგვჭირდებაო. რაღაც იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელიო... მა, უფრო მალე არ შეიძლება? (მე) -როგორც თქვა ისე ვქნათ, მეტი რა შეგვიძლია? მოგვარდება ეს საბუთები და წამოხვალ ჩემო პრინცესავ, მალე (მამა) -მამა, მე უკვე 19-ის ვარ, რაღა დროს პრინცესაა? ეგ ლინდას დაუძახე, პატარა ქალიშვილი ეგაა სახლში. (მე) - არა, ეს ჩემი ჭინკაა... (მამა) მისი სიცილის გაგონებაზე გულში სითბო ჩამეღვარა და ბოლო სამი დღის მანძილზე, პირველად გავიღიმე... ახლა ჩემი ოჯახის ნახვის მეტი არაფერი მინდოდა. ზარის ხმა გავიგე. ლექცია მეწყებოდა მე კი აუდიტორიისგან ისევ შორს ვიყავი. -აუ, მა ლექცია დაიწყო უნდა გავიქცე.(მე) მივახალე მამას და არაფრის თქმა აღარ დავაცადე, ისე გავუთიშე... უცებ, ჩემს გვერდით სილუეტი შევნიშნე და მისკენ მივბრუნდი. ლაშა იყო. საუბარში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე როდის მომიახლოვდა. -გამარჯობა, დირექტორთან იყავი? - ალბათ სიჩუმის დასარღვევად მკითხა. -კი. უკან დაბრუნებას ვაპირებ და საბუთებზე ვიყავი.- მივაშტერდი, მისი რეაქცია მაინტერესებდა. -რატომ?- აღმოხდა. მე აუდიტორიისკენ წავედი. ისიც მომყვებოდა. -აქ აღარაფერი მაკავებს... -მხრები ავიჩეჩე. ვიგრძენი სევდა როგორ მომაწვა. უხმოდ მივუყვებოდით დერეპანს. ხმას არ ვიღებდით. ვხედავდი როგორი დაძაბული მომყვებოდა გვერდზე. ენას კბილს ვაჭერდი, ხმას არ ვიღებდი, ლაშას ველოდი... -ჯობდა... დარჩენილიყავი... ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა. ხმაში სევდა გარეოდა. -რატომ? -ისევ ავფეთქდი და ავყვირდი... - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთან მეგობრობა ხომ არ შეიძლება? ასე არ მითხარი? ხოდა წავალ, შენთვისაც ასე აჯობებს. -ხო, ასე აჯობებს. ხომ გინდა წასვლა? ხოდა, წადი. მშვენიერია, მშვენიერი. ჯობდა არც ჩამოსულიყავი... - არც ის ჩამომრჩა ყვირილში, გაბრაზებულმა მუშტი კედელს მთელი ძალით დაარტყა და სწრაფი ნაბიჯით მომშორდა. გაოგნებული ვიდექი შუა დერეფანში. ამას რაღა დაემართა? მისმა საქციელმა უარესად დამაბნია. ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა მისი საქციელი. კიბეებისკენ წავედი. ისეთი განერვიულებული ვიყავი ლექციას ვეღარ დავესწრებოდი, უბრალოდ, აზრი არ ქონდა. უკვე კიბესთან მისულმა საფეხურებზე ამომავალი ელა დავინახე, რომელიც მე მიყურებდა. შევბრუნდი და წასვლა დავაპირე. ახლა მისი თავი ნამდვილად არ მქონდა. -მოიცადე, ბელა. -მომესმა ზურგს უკან მისი ხმა. თვალები ავატრიალე, ელას ხასიათზე მართლა არ ვიყავი, მისკენ შევტრიალდი. -შენთან სალაპარაკო მაქვს. -მითხრა და შემათვალიერა. -გისმენ. - ამოვიოხრე. -მაინტერესებს, ნიკასთან რა გაკვს. რა გაკავშირებს? -უტიფრად მკითხა. -იქნებ, თავად ნიკასთვის გეკითხა? -მოვიღუშე. -პასუხი შენგან მჭირდება. ჩვენ თითქმის ერთი წელია ერთად ვართ და უფლებას არ მოგცემ ჩვენს ჩორის ჩადგე, გაიგე? -ცხვირწინ საჩვენებელი თითი დამიტრიალა. -დამიჯერე, არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო. როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მე კი თავი დამანებეთ, კარგი?- მონდოდა, რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო ეს ლაპარაკი. -შენთვისაც ასე აჯობებს დამიჯერე. გირჩევნია თავი დაგვანებო და ახლოს არ გაგვეკარო, პრობლემებს მოერიდე...- დამაშინა, შებრუნდა და კიბეები უკანმოუხედავად ჩაირბინა. ესღა მაკლდა? თითქოს პრობლემები თავზე საყრელად არ მქონოდა, ახლა ელას მუქარა დამემატა... ვეღარ ვუძლებდი... უბრალოდ ამის გადატანა არ შემეძლო. მტკიოდა... სული და სხეული მტკიოდა... კიბეზე ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი და ხელებში თავჩარგული ავქვითინდი... *** ბავშვებოო... ახალ თავს ვამატებ. მეოთხე თავი დიდი წვალების მიუხედავად, როგორც იქნა დავდე. ველი თქვენს შეფასებებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გასწორდა საიტის პრობლემები. მიყვარხართ. თქვენი მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.