შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (4)


26-09-2015, 01:12
ავტორი тикуне
ნანახია 1 986

მე და ბექა ერთმანეთისგან მოშორებით ვდგავართ ირგვლივ მანქანები ხმაურობენ და ბექა ყვირის რო რამე გამაგონოს.მე ბექას მიმიკებზე მეცინება
-ვნახოთ იქნებ ოდესმე!
ვეუბნები და ჩემს გზას ვაგრძელებ. მოვდივარ და გზაში დებილივით ვიცინი, რამაცინებს არვიცი უბრალოდ ბედნიერი ვარ, დღეს არაჩვეულებრივი დღე მქონდა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ასეთი ბედნიერი დღე ჯერ არ მქონია.ცოტახანში კაფეს მივუახლოვდი და კარები თამამად შევაღე. თვალებით გვანცას ვეძებ და კუთხეში ვამჩნევ, ვუახლოვდები, ვკოცნი და გვანცას წინ ვჯდები
-ძალიან მომენატრე! მოიცა რაგიხარია? ( ეშმაკური ღიმილით მიყურებს)
-არვიცი,თვითონაც არ ვიცი რამახარებს!
-შენ რაშვები როგორაა საქმეები შენსკენ?
-ნაწილობრივ კარგად, ცოტათი ბებია ავადმყოფობს და ეგაა
თავისი ბებიას ხსენებაზე სახის ფერი ეცვლება და იწყენს
-ძალიან ცუდი! მოიცა და შენი ბებო როდის უნდა გამაცნო?
-მართლა გინდა? (მიცინის)
-კი მინდა!
-კარგი , ხვალ ერთკვირიან შვებულებას ავიღებ და წავიდეთ!
-კარგი,მეც დავეთხოვები სამსახურიდან რამოდენიმე დღე.
-მოდი ახლა შენზე ვილაპარაკოთ! (გვანცა)
-ჩემზე?
-ხო აი მაგალითად მოგწონს ვინმე ან გიყვარს ვინმე?
-დაახლოებით!
-დაახლოებით? ეგ როგორ გავიგო?
-დარწმუნებული არ ვარ ჩემს გრძნობებში მაგრამ მგონი მომწონს
-კარგი და ვინ არის?
ეს კითხვა რო გავიგონე სახე გამიხურდა და გავწითლდი
-მას ბექა ჰქვია! და ვერც კი წარმოიდგენ როგორ გავიცანი! (ვუცინი)
-როგორ?
დაინეტერესებული ცისფერი თვალები უბრწყინავს და გულივით ტუჩები ყურებამდე ააქვს
-აიი მაშინ საავადმყოფოში რო მოვხვდი შენთან, ეს მისი დამსახურებაა
-მოიცა ეს ის ბექა ჭკუასელია? (გაფართოებული თვალები მიყურებს)
-აჰაჰაჰა კი
-მერე მერე გააგრძელე!
-მეტი არაფერი,დღეს მეთექვსმეტე სართულზე ვიწექით და ვარსკვლავებს ვითვლიდით
გაფართოებული თვალები უფრო გაუფართოვდა და ლამის გადმოუცვივდეს
-იწექით?
როგორც ჩანს გვანცამ არასწორედ გაიგო და ამ კითხვით დამაბნია
-აა არაა გოგო, ისე მეგობრულად
-ააა
მოკლედ რო ვთქვათ ჩემს მეგობარს ბევრი ჭორიკნობა უყვარს და არც მე ჩამოვრჩები. ერთი საათი ვიჯექით კაფეში და ერთმანეთს ვუყვებოდით სხვადასხვა ჭორებს სანამ ოფიციანტმა არ შეგვახსენა რო წასვლის დრო იყო! ამდენ ჭორიკნობაში ვერ შევამჩნიეთ როგორ გახდა ათი საათი და თერთმეტის ნახევარი. მე და გვანცამ კაფეტერია დავტოვეთ და ცოტათი გავლა გადავწყვიტეთ,მივსეირნობთ და უნებურად ნინას სააგენტოს მივუახლოვდით, ვხედავ თორნიკეს მანქანაში მჯდომს და ნინას რომელიც ტელეფონზე საუბრობს და გახარებული ჩანს. გადავწყვიტე მათვის ყურადღება არ მიმექცია და ჩუმად ჩამევლო მაგრამ ვინ დამაცადა. ნინამ საუბარი რო დაასრულა და ტელეფონი გამორთო შემამჩნია და ჩემსკენ მთელი ძალით გამოიქცა თითქოს ვიღაც უკან მოსდევდა. ნინა ნელნელა მიახლოვდება და ვაცნობიერებ რო არავინ მოსდევს და არც ჩემს უკანაა ვინმე დავიბენი და ერთ ადგილას გავშეშთი
-ანა!
მეძახის გვანცა რომელიც ჩემს გვერდით დგას და მიყურებს... ამასობაში ნინა ყელზე შემომახტა.
-ვაიმეეე ანა!! (მთელი ძალით მეხუტება და ჩამყვირის ყურში)
გაურკვევლობაში ჩავვარდი და მეც შემოვხვიე ხელი წელზე..
ვამჩნევ რო ვეღარ ვსუნთქავ და ყვირილი დავიწყე
-ნინა მახრჩობ!
ნინა ხელს მიშვებს და ემოციებისგან ხტუნვას იწყებს!
-მაპატიე,მეე შოკში ვარ! ესესაა სამოდელო სააგენტო „katrina“_ს დირექტორმა დამირეკა და მათთან თანამშრომლობა შემომთავაზა, ხვდები მას ძალიან მოეწონა ჩემი კაბები!
ნინა ძალიან ბედნიერია, მართალიცაა მეც ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი რაღაც რო გამეგო!. ნინას ბედნიერ სახეს ვუყურებ და მეც ვბედნიერდები მივუახლოვდი და ჩავეხუტე ნინას
-ძალიან მიხარია! გილოცავ!
ჩემი მილოცვა ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა,ვიღაცამ ნინას დაურეკა, ის უცებ დამშვიდდა და თამამად უპასუხა, ლაპარაკს და ნინას რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ რაღაც მნიშვნელოვანი შეატყობინეს.ნინა ტელეფონზე საუბრისას რამოდენიმეჯერ გაკვირვებული და ამადროულად გახარებული თვალებით შემომხედა. საუბარი რო დაასრულა მომიახლოვდა ხელი ხელზე დამადო და მეუბნება
-ვერცკი წარმოიდგენ ახლა ვინ დამირეკა!
-ვინ დაგირეკა?
ნინა პირით ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ცხვირიდან უშვებს
-ისევ სამოდელო სააგენტოდან დარეკეს!
-ნინა გილოცავ! ძალიან მიხარია შენი წარმატება
-მადლობა, მაგრამ მარტო ჩემი წარმატება არ არის ეს!
-ხო მკერავებიც რათქმაუნდა მაგრამ ყველაზე მეტი შენია!
- natalie გსმენია ამის შესახებ?
-არაა!
-ეს ერთერთი უმსხვილესი სააგენტოა ქალაქში, მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი გამოსვლა მითუმეტეს ბოლო, და მზად არიან შენთან ხელ შეკრულობა გააფორმონ!
მგონი მომესმა, ძალიან გაკვირვებული და დაბნეული ვდგავარ ნინას წინ და თვალებს ვაბრიალებ
-რაა? რასისულელეა! ეს შეუძლებელია! მეე მეხომ
-არაფერიც შენ ძალიან ლამაზი ხარ ანა, სცენაზე ბრწყინავდი ჩემი წარმატება შენი დამსახურებაა და ეს შენი შანსია!
-ხო მაგრამ
-არავითარი მაგრამ! (გვანცა საუბარში ერევა და თვალებზე ეტყობა რო ბედნიერია)
-იცოდე ვარის თქმა არ გაბედო! (ნინა)
ღმერთო ღმერთო ეს სიზმარია?! თუ სიზმარია არმინდა გაღვიძება!
ბედნიერებისგან თვალები მიცრემლდება და სახის ფორმა მეცვლება.. გვანცა მოდის და მეხუტება. მეე ისეთი ბედნიერი ვარ ვერც კი წარმოიდგენთ.ნინას ვემშვიდობებით და სახლისკენ მოვდივართ მე და გვანცა, ჩემს სახლს რო მივუახლოვდით გვანცა ჩემთან დარჩენაზე დავიყოლიე რადგან მარტო სახლში ასეთი ამბით დილამდე უეჭველად გავგიჯდებოდი.მალევე ნინამ დამირეკა და შეხვედრის დრო და ადგილი გამაგებინა, ხვალ 14.30 წუთზე უნდა შევხვდე სამოდელო სააგენტო „natalie“_ს დირექტორს და გავესაუბრო.ჯერ არ გათენებულა და უკვე მეშინია ვაითუ სხვა გოგოში შევეშალე ან არ მოვეწონე, მართალია ეს ძალიან დიდი წარმატება და ბედნიერებაა მაგრამ ვარ მე მზად? არვიცი არვარ დარწმუნებული საკუთარ თავში რო მე ეს ნამდვილად შემიძლია და გამომივა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი თუ მე დავთანხმდები ჩემი ცხოვრება შეიცვლება.
მთელი ღამით არ მეძინა მხოლოდ დილით ჩამეძინა რამოდენიმე საათით და სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად, თავი მოვიწესრიგე და ჩემი ერთადერთი ნივთები ჩავიცვი რომელიც თავშესაფრიდან მომყობა არანაირი მაკიაჯი და აქსასუარები (მედალიონის გარდა) უბრალოდ 18 წლის გოგო წითელი სვიტრით და შავი ჯინსით.შეხვედრის ადგილას პირველმა მივედი და მაგიდასთან ჩამოვჯექი, ნახევარი საათი გავიდა და არავინ ჩანს უკვე წასვლას ვაპირებდი როდესაც კარები შავგრემანმა ქალბატონმა შემოაღო ვიღაც ორ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად და ჩემსკენ მოემართებიან.
-მოგესალმებით! ანა ხო ასეა? (მეკითხება შავგრემანი ალბატონი დ ჩემს წინ სკამზე ჯდება)
-დიახ, ეს მე გახლავართ
ვცდილობ შთაბეჭდილება დავტოვო
-სულ სხვანაირი წარმომედინეთ!
ამათვალიერა და სახეზე ეტყობოდა რო იმედები გავუცრუე
-როგორი წარმოგედგინეთ?
-აი ისეთი მხიარული და თავდაჯერებული სცენაზე რო აფრცქვევდი გარშემო!
ამ სიტყვებზე მეცინება და თავს დაბლა ვხვრი
-ჩემი სახელია ნატალი, ესენი ჩემი დამხმარეები და მრჩეველები არიან (ხელით გვერძე მჯდომ გოგონებისკენ მიმიშვირა)
-ძალიან სასიამომნოა! მიხარია რო მოგეწონეთ
რასულელი ვარ საიდან ეს სიტყვები?! ჯანდაბა ეს რავუთხარი ახლა როგორ გამოვასწორო?!
ქალბატონი ნატალი ჩუმად იცინის და მე მომჩერებია
-ჩემთვისაც,
ამდროს ჩანთიდან რაღაც დოკუმენტებს იღებს და მე მაწოდებს
-ეს თვენი კონტრაქტია! გადახედეთ ხელი მოაწერეთ და თქვენ სააგენტოს ერთერთი ლამაზი მოდელი გახდებით, ალბად გაგიგიათ ჩვენთან ბევრი სიურპრიზები და გამოცდებია თუ თქვენ თავს კარგად წარმოაჩენთ ბევრად მეტი გახდებით ვიდრე უბრალოდ რიგითი მოდელი,მოაწერეთ ხელი
-მე არ ვარ დარწმუნებული!
ყველანი გაკვირვებული მიყურებს
-წაროგიდგებიათ მაინც რამხელა შანს უშვებთ ხელიდან? (ერთერთი მრჩეველი)
-ჩვენ ყველას არ ვხვდებით მიყრუეებულ კაფეში და არ ვეპატიჯებით, ისინი იქეთ გვთხოვენ ჩვენს წრეში შემოსვლას! (მეორე მრჩეველი)
-თქვენ გინდათ თქვათ რო მე გამონაკლისი ვარ?
-არა, თქვენ ჩვეულებრივი გოგონა ხართ რომელმაც ჩემში ინტერესი გააღვიძა და სწორედ ამიტომ ზიხართ ახლა ჩემს წინ! (ნატალი)
-თქვენ მართალი ხართ მე ჩვეულებრივი გოგონა ვარ, რომელმაც მეგობრის თხოვნით პოდიუმზე კაბა გაიტანა და ერთიოერჯერ გაიღიმა
-სწორედ ამაშია საქმე, თქვენმა ამ ერთიორმა ღიმილმა და სილამაზემ გამოიწვია ჩემში და ჩემს კონკურენტებში ინტერესი, მე და თქვენ ბევრ რამეს მივაღწევთ ერთად! თუ რათქმაუნდა ამისთვის მზად ხართ და არ გეშინიათ! (ნატალი)
-კალამი გაქვთ?
ვეკითხები მრჩეველებს და ხელს ვაწერ რამოდენიმე საბუთს რომელიც არ წამიკითხავს და წარმოდგენა არ მაქვს რა წერია კონტრაქტში.. ხელი რო მოვაწერე ნატალის სახეზე ჩუმი ღიმილი შევამჩნიე და ხელში საბუთები ჩავუდე.
-რა უნდა გავაკეთო?
ფეხზე წამოვდექი და ნატალის ვეკითხები
-ჯერ ჯერობით უნდა მოითბინოთ, ხვალ ჩვენს ფილიალში მოხვალთ და იქ ყველაფერს აგიხსნიან! დამიჯერეთ თქვენ დიდი მომავალი გაქვთ!
მომაძახა და წავიდა.
დაბნეული ვარ არვიცი როგორ მოვიქცე, ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ და არმინდა მისი დაკარგვა.კაფედან პირდაპირ სამსახურში მივემართები. როგორც ყოველთვის სახლში შესვლისთანავე გასახდელში მივდივარ და ფორმას ვიცმევ.გასახდელში შევდივარ და გზად ბექა მხვდება თორნიკესთან და მარიამთან ერთად, სამივე მე მიყურებდნენ გაფართოებული თვალებით და ცოტა არიყოს შემრცხვა მივესალმე და წასვლა დავაპირე როდესაც ბექა მეკითხება
- სად მიდიხარ?
-გასახდელში!
-შენ რა არიცი?
-დღეს არავინ მუშაობს! (მარიამი)
-რატო?
-სერიოზულად? (მარიამი)
-გუშინ ნინამ დიდ წარმატებას მიაღწია და მთელი ოჯახი ტბის სახლში წავიდა აღსანიშნავად! (ბექა)
-შენ ხომ აქ ხარ?! (მე)
-მე არ მიყვარს ტბის სახში იქ ვერ ვერთობი! (ბექა)
რათქმაუნდა იქ ხომ მანქანები არაა რო ვინმეს დაეჯახოს და შემდეგ ეფლირტავოს!
- ჩვენ კალადბურთის თამაშს ვაპირებთ შემოგვიერთდები? (ბექა)
-მეე (არველოდი ასეთ კითხვას და დავიბენი)
-კარგია თან ოთხნი ვიქნებით და მარიამიც არ იქნება მარტო! (ბექა)
დღეს მარიამი კეთილია ჩემს მიმართებაში რაც ძალიან მიხარია, თორნიკე უბრალოდ იდგა ჩემს წინ და ხმას არ იღებდა....ბექამ წელზე ხელი მოგვკიდა მე და მარიამს და წინ წაგვაჩოჩა ბაღისკენ.
-და ძმა ერთად და მე და ანა! (დაიყვირა ბექამ)
მარიამს ეს ვარიანტი არცთუ ისე მოეწონა და გაბრაზებულმა მკითხა
-მზად ხარ წასაგებად?
- და შენ? ( მე)
თვალი ჩამიკრა და თამაში დავიწყეთ.ბურთი თითქმის ჩემამდე არ მოდის სულ წინ მიხტება მარიამი, სამჯერ ისე დამეჯახა თავით დავეშვი ძირს რაც ძალიან მტკინვეული იყო.გაბრაზებულმა ფეხზე წამოვდექი და შური ვიძიე, მთელი მონდომებით ვთამაშობდი და თითქმის ბურთი მარტო მე მქონდა ვერავინ მართმევდა.. თანაც ობოლთა თავშესაფარში ძალიან ხშირად ვთამაშობდით და სულ მე ვიგებდი... თამაშისას ერთხელ დავეჯახე მარიამს და დაეხეთქა ძირს მე ძალიან გამისწორდა და ჩუმად ვიცინი თან არა მარტო მე ბიჭებიც, მარიამი უფრო მწარდება და ტიტუ რეები ხდება. თამაში 12_თ 16 მთავრდება მე და ბექას სასარგებლოდ.. გარეთ სიცხეა და ყველას ძალიან გვცხელა ძვლივს ვსუნთქავთ, ბექა ვერ ითბენს და შლანგს ეძებს რითაც მებაღე ყვავილებს რწყავს.. მაიკა გადაიძრო და შლანგიდან წყლის სმა დაიწყო ჩვენ ვზივართ მინდორში (მე ვზივარ) დანარჩენები თორნიკე და მარიამი წვანან მინდორზე და თავს იგრილებენ.ბექა გაგრილდა და ჩვენთვის მოიცალა, თორნიკეს მიუახლოვდა და მაიკაში ცივი წყალი ჩაასხა,თორნიკეს რეაქციაზე ყველანი უაზროდ ვიწყებთ სიცილს.
-შენ რაგაცინებს
დამიძახა ბექამ და ვედროთი მოდის ჩემსკენ, შემეშინდა და გავიქეცი მაგრამ მაინც დამიჭირა და თორნიკეს ბედი გავიზიარე.თორნიკეც ბრაზდება და მარიამს ასველებს, მოკლედ წუწაობა დავიწყეთ..ძალიან ვიმხიარულეთ. წუწაობა რო დავასრულეთ დაღამდა და აცივდა თორნიკემ რამოდენიმე პლედი გამოიტანა სახლიდან, მოვიხვიეთ და ბახში დავჯექით სალაპარაკოდ.მე ფიქრებში წავედი
-ანა სად ცხოვრობ?
მოულოდნელად ფირებიდან ბექას ხმა მაფხიზლებს. უცებ თავს ვწევ და ყველას მზერას ვგრძნობ.
-ვარკეთილში (მე)
-რომელ მიკროში? (ბექა)
-მეორეში..კორპუსი და სახლის ნომერიც ხო არ გაინტერესებს?
ირონიულად ვეუბნები დ ჩემი სითამამის მე თვითონ მიკვირს.თოკას ეღიმება.
-რატომაც არა მოგვიანებით როცა კარგად დავახლოვდებით იქნებ ყავაზე დამპატოჯო!.
-ჰოო აბა!
ვეუბნები და ანერვიულობული ვყლაპავ ნერწყვებს.
-ვისთან ერთად ცხოვრობ?
შეკითხვით მომმართავს მარიამი და ყველა მე მიყურებს
-რატო მეკითხები?
ჩემი რეაქციით გაკვირვებული ახლა თოკა მისმევს კითხვას არადა მთელი დღის ანმავლობაში ენა არ ამოუღია.
-აქ მარტო მაგრამ დედ მამიშვილი და ან ძმა გყავს?
ჯანდაბა ამათ რაჭირთ დაკითხვაზე მგონია თავი
-ძმა მყავს
-მოგვიყევი შენზე! (ბექა)
-უცნაური გოგო ხარ ანა! .. იცით ბავშვებო ანამ არიცის პილასოსი რა არის და არცარასდროს უნახავს, უნდა გენახათ რა სახე ქონდა როდესაც პირველად დაინახა.ეს მგონი მეცხრამეტედანაა.. გაკვირვებულები ჯერ მე და მერე მარიამს უყურებენ.ბექა თითქოს სახე ეცვლება და წარბს მაღლა წევს, თოკა უბრალოდ პასუხის მოლოდინშია.
-თქვენ არ იცით მე... (ანერვიულებული ვჩერდები და მერე ისევ ვაგრძელებ) გინდათ ყველაფერი გაიგოთ? კარგით მაგრამ ჩემზე წარმოდგენა სამუდამოდ შეგეცვლლებათ!
აკანკალებული ჩემს ხელებს ერთმანეთში ვხლართავ და ვფიქრობ საიდან და როგორ დავიწყო, ან ამ ყველაფრის მერე იმეგობრებიან ჩემთან? თუ ჩემი მშობლებივით დამივიწყებენ?!
-ასეთი რა წარსული გაქვს?
სიცილით მეკითხება ბექა და მაშინვე ეყინება სახეზე სიცილი როდესაც ჩემს მზერას ხედავს
-მიდი მოგვიყევი! (მაჩქარებს მარიამი, ბექა და თოკა უბრალოდ მიყურებენ
-მეე არ მყავს მშობლები..
საუბარი დავიწყე და ტუჩები ამინკალკალდა ვეღარ ვიმორჩილებ, და იმ წინადადებისთვის ვემზადები რომელიც მთელი ცხოვრება დიდ ტკივილს მაყენებს
-მე როცა პატარა ვიყავი (თვალეს ვხუჭავ და სიმწრით ვამბობ) ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს...(უცნაურია მაგრამ თითეულ მადგანს სახეზე ტკივილი აღებეჭდა,.. მწარე ღიმილით თავს ვიმშვიდებ და საუბარს ვაგრძელებ) ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე..როცა 18 წელი შემისრულდა იქედან წამოვედი რადგან იქ ყოფნა ძალიათ რთულია.მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი ოჯახზე, უბრალოდ მოსიყვარულე ოჯახზე რომელიც იზრუნებდა ჩემზე და დამიცავდა.მინდოდა ყოველ ღამით ძილისწინ ჩემთვის დედას წაეკითხა ზღაპრები, მინდოდა ძმა და ან ორივე ერთად მყოლოდა და ერთად გვეთამაშა,მინდოდა ტორტი დბადეის დღეზე სურვილი რო ჩამეფიქრებია, მინდოდა ახალწელს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვედროდი.(მწარედ ვიღიმები და ცრემლებს ვიწმენდ) მე არ მქონია თქვენაირი ბავშვობა! (ამდროს მესმის მარიამის სლუკუნი..)
-შეიძლება წარსულში არავინ გყავდა გვერდით მაგრამ ახლა ჩვენ შენს გვერდით ვართ დ ყოველთვის მხარში დაგიდგებით, ყოველ შემთხვევაში მე შენს გვერდით ვარ.
თბილად მიღიმის თოკა და ჩემსკენ მოდის
თოკო მაგრად მიკრავს გულში და ქვითინი მივარდება მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია რადგან ასეთი ბედნერი არასდროს ვყოფილვარ!...
ვგრძნობ სიბრალულს მათ თვალებში და გული უფრო მტკივდება, მე უბრალოდ მინდოდა მათვის ყველაფერი მომეყოლა, მე მათი მეგობრობა მჭირდება და არა სიბრალული.
ფეხზე ვდგები პლედს მაგიდაზე ვდებ და თვალ ცრემლიანი ამაყად ვამბობ!
-ახლა ყველაფერი იცით ჩემს შესახებ და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა არ შეიცვლება მაგრამ თუ შეიცვლება არ მინდა გებრალებოდეთ მირჩევნია უბრალოდ არ მიგაჩნდეთ თქვენს საფეხურზე.
ყველანი გაშეშებულები მიყურებენ და ენას არ იღებდნენ, მივხვდი რო ჩემი წასვლის დრო იყო და იქედან წამოვედი..თითქოს გულზე მომეშვა, მაგრამ მოულოდნელად ჩემი პატარა ძმა გამახსენდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ჩემს მედალიონს ყელიდან ვიგლიჯავ და გულში მაგრად ვიკრავ. ქუჩაში ლამპიონებით გადანათებულ ბილიკებს მივყვები და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ ჩემს ძმაზე და ჩემს მშობლებზე.მინდა ვიცოდე რატო მიგვატოვეს, რა დავუშავეთ ასეთი?! ან ჩემი ძმა ნეტავ კარგად არის?! მინდა გაბრიელის ნახვა და გულში ჩაკვრა, რას არ გავცემდი ამ ერთი წუთისთვის! ღმერთო მე მჯერა შენი და მჯერა რო სადაც არუნდა იყოს ის კარგადაა.არვიცი როგორ მე მას ვიპოვი! შეიძლება დღეს ან ხვალ ვერა მაგრამ ვიპოვი აი მერე შემიძლია მოვკვდე კიდეც,მაგრამ ახლა მე თავს უნდა შემოვუძახო და ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო რათა ის გუშინდელზე კარგი იყოს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent