მომავლის იმედი (3)
10 წუთით ადრე მოვედი აქოშინებული ვდგავარ შესასვლელთან და ღრმად ვსუნთქავ.კარებთან ვდგავარ და ისიც იმწამსვე იღება და პირდაპირ გასახდელში მივდივარ.სადაც მარიამი უჯმური სახით დგას და მიყურებს.. მაინც აზრზე ვერ მოვდივარ რა დავუშავე ასეთი მარიამს?!. ჩემს საქმეს ვიწყებ და აი ამდროს ვხედავ როგორ ლაპარაკობენ სასტუმროში ნინა და ის სიმპატიური მამაკაცი სამსახურში რო მიმიღო დაღაცას განიხილავდნენ და გამოსვლა დავაპირე როდესაც გვერდით ოთახიდან ბექა გამოდის და დიალოგს უერთდება.. ბექას აქ რაუნდა? ყველაგნ ეგ როგორ უნდა იყოს?! კითხვებით მაწუხებს მეორე მე . ალბად მეგობარია ან რამე ასეთი. რავქნა? სამზარეულოში რო გავიდე მათ უნდა ჩავუარო მე კი არ მმინდა იმ იდიოტს დავენახო, ვეცდები არ შემამჩნიონ.. თითქმის ოთახიდან გავედი როდესაც ნინამ დამიძახა -ანა! ჯანდაბა! არმინდა რო დამინახოს მაგრამ აწი აღარანაირი აზრი არ აქვს. თამამად ვტრიალდები ნინასკენ -დიახ! ამ დროს ვცდილობ ბექას არ შევხედო მაგრამ თვალი მაინც მეპარება და ვამჩნევ როგორ გაუფართოვდა თვალები -შეგიძლია სკოლის ჩანთა ჩამომიტანო? -რათქმაუნდა! - და თორნიკესაც უთხარი რო დღეს ჩემს ძმებს მივყავარ სკოლაში! ჩემს ძმებს მივყავარ? ეს ფრაზა მომესმა? არარსებობს ბექა ამათი ოჯახის წევრი ვერ იქნება! რა სულელი ვარ! როგორ ვერ მივხვდი ამათ ხომ ერთი გვარი აქვთ, მეგონა ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.. მათ წინ ვდგავარ ვცდილობ ეს სიახლე გადავხარშო -ანაა სკოლაში მაგვიანდება და ჩანთა მჭირდება! გამომაფხიზლა ნინამ.. -ახლავე! ჩანთა ჩამოვუტანე მაგრამ ოთახში არავინ დამხვდა, თვალებით ნინას ძებნა დავიწყე მაგრამ არსად ჩანს.. უცებ უკნიდან ვიღაცა ოთახში მაგდებს -რასაკეთებ სუულ გააფრინე? გზიდან გამეცალე! დავუყვირე ბექას.. ხოო ბექამ შემაგდო ცარიელ ოთახში -მისმინე ჩვენ რაღაც უნდა გავარკვიოთ! ანერვიულებული ჩუმად მიჩურჩელებს -შენთან გასარკვევი არაფერი მაქვს -აქ რაჯანდაბას აკეთებ? -ვმუშაობ! აი შენ კი ხელს მიშლი ამაში -მე დამდევ ხოო? გინდა ფული გამომძალო, აღიარე ! -რაა? შენ სულ გააფრინე? -აღიარე მეთქი! ( დაიყვირა) -შენი ფული არ მჭირდება და საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რო აქ ცხოვრობდი ახლა კიდე გზიდან გამეცალე ! ( მეც ხმამაღალი ტონით ველაპარაკები) ის გზიდან იწევა და გაუკვორვლობაში ჩავარდილ იდიოტს ემსგავსება.. ოთახიდან აკანკალებული გამოვვარდი ნინას ჩანთა მაგიდაზე დავდე და სააბაზანოში გავიქეცი ცივი წყალი სახეზე შევისხი თავი მოვიწესრიგე და ჩემი საქმის გაგრძელებას შევუდექი. დაუთოებული პერანგები მეორე სართულზე ასატანად ამაქვს, კიბეებზე ავედი და თითქოს ტირილის ხმა მესმის ყურადღება არ მივაქციე და პერანგები საძინებლებში დავარიგე, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდები და ეს ხმა უფრო და უფრო ხშირდება, ყურადღებით ვაკვირდები და ხმას მივყვები.ბაღში გამოვედი და კიბეებზე დამჯდარ ნინას ვხედავ - ნინა აქ რას აკეთებთ თქვენ სკოლაში არუნდა იყოთ? ის ჩემს ხმაზე კრთება, თვალებ გაწითლებული და ნაწყენი მეუბნება -უნდა ვიყო მაგრამ არვარ! -რამე მოხდა ნინა? -კი საშინელება მოხდა, ჩემმა მეგობრებმა გამოუალ სიტუაციაში მარტო დამტოვეს! ამას ისეთი სერიოზულობით მეუბნება ვინტერესდები და ნინას გვერდით მეც ვჯდები -მეგონა ჩემი მეგობრები ჩემი მეგობრები იყვნენ როგორც ჩანს მწარედ შევცდი, ახლა კიდე არ ვიცი რავქნა, არვიცი თავი როგორ გადავირჩინო და როგორ გამოვძრე ამ სიუაციიდან.. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ნინა რამოდენიმე წუთი მიყურებს შემდეგ თვალებ ანათებული თავს მაღლა წევს და თვალებში მიყურებს -შეგიძლია! -კარგით.. მაგრამ როგორ? მე თქვენს მეგობრეს არ ვიცნობ! -საქმეც მაგაშია, მათ არიციან ვინ ხარ შენ! სწორედ ისაა რა მჭირდება -ნინა ვერაფერი გავიგე -ანა მისმინეე, მე და ჩემს მეგობრებს დაგეგმილი გვქონდა ჩვენი კოლექციის გატანა პოდიუმზე და მყიდველებისთვის ჩვენება.. ამისთვის გვყავდა მოდელები დაქირავებული მაგრამ ნახევარი საათის წინ ჩემმა მორალატე მეგობრებმა ჩემი ნამუშევარი და ნაწვალების მოპარვა სცადეს მადლობა ღმერთს რო დედაჩემმა კოლექციის მოტანა სახლში მაიძულა. -მოიცა მოიცა ვერაფერი გავიგე! თუ კოლექცია უვნებლადაა და მოდელები გყავსთ მაშინ მე რითი დაგეხმარებით? სულ დავიბენი.. არ მეგონა თუ ამ პატარა 17 წლის გოგოს საკუთარი ბიზნესი ქონდა, ძაან მაგარიაა! მაგრამ მე მაინც ვერ ხვდები რაში ვჭირდები.. ნინა მოთმინება დალეული ფეხზე დგება და ხმამაღლა მელაპარაკება - სულ სამი მოდელი გვყავდა მაგრამ მათ შორის ორი მოღალატე აღმოჩნდა და ახლა მხოლოდ ერთი მყავ რაც ძალიან ცოტაა და შენ დამეხმარები ამაში! -კარგით შემიძლია მოდელს ჩაცმაში დავეხმარო არა რი პრობლემა. ნინამ ეშმაკური გამომეტყველებით გამომხედა და საყვარლად ჩამიცინა შემდეგ ხელი წამავლო და თავის ოთახში წამაჩარჩალა. ნინას ძალიან ლამაზი ოთახი აქვს სულ ვარდის ფერია საწოლი მაგიდა კედლები ყველაფერი ვარდისფრადა და პოზიტიურობა იგრძნობა შესვლის თანავე. მან თავისი ჯადოსნური კარადა გამოაღო და კარადიდან დაახლოებით 15-20 კაბა გამოიღო. ერთერთი კაბა ავიღე და დავათვალიერე.. ღმერთო ის ისეთი ლამაზი და საოცარია დაჯერებაც კი მიჭირს რო ეს ნინას ნამუშევარია -ღმერთო ნინა ძალიანა ლამაზიაა! ეს ნამდვილად შენ შეკერე? -არა მე დავხატე და ქსოვილი შევურჩიე დანარჩენზე ჩემმა დამხმარეებმა იზრუნეს, მაგრამ ხო ჩემი ნამუშევარია მოგწონს? -ძალიან! -მიდი ჩაიცვი! აჰაჰ მგონი მომესმა. თავი ავწიე და ნინას თვალებში ჩავხედე -რას ამბობთ! -რას და უნდა ჩაიცვა! -არა, რასისულელეა! უცებ კაბას საწოლზე ვდებ და რამოდენიმე ნაბიჯს ვდგავ უკან.. ნინა კაბას იღებს და სახეზე მახუტებს -უბრალოდ ჩაიცვი! სააბაზანოში შევდივარ და ფრთხილად ვიცმევ ვცდილობ არაფერი გავაფუჭო შემდეგ გამოვდივარ და ნინას ვენახები..ნინა იდუმალი ღიმილით მიყურებს და თვალები უფართოვდება -შენც შეამჩნიე ხო საშინლად ვარ! ნინა ხელს მკიდებს და სარკისკენ მატრიალებს.. უცებ ენა მივარდება ღმერთო ძალიან მიხდება მომწონს ჩემი თავი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ნინას ჩემგან რაუნდა -ნინა შენს ნამიოკებს ვერ ვხვდები თუ შეიძლება უფრო გარკვევით -მოკლედ მე მყავს სამი მოდელი და მათ შორის შენც ხარ! რააააა თვალები შუბლზე ამდის და გემრიელად ვხარხალებ -გაგიჯდი! მე და მოდელი სიცილს ვერ ვიკავებ -ანა სერიოზულად! შენი იმედი მაქვს ორჯერ მეტს გადაგიხდი ვიდრე აქ გიხდიან წვალებაც არ მოგიწევს უბრალოდ პოდიუმზე გამოხვალ და ფოტოსესიებზე ივლი, არ მოგიწევს ჭურჭლის რეცხვა და დიდ თაგვთან მუშაობა (თაგვთან მუშაობაში პი რაღაცა იგულისხმა) -მე მომწონს ჩემი სამსახური და ამით კმაყოფილი ვარ! შევაწყვეტინე ლაპარაკი -ვიცი რო მოგწონს მაგრამ შენი დახმარება მჭირდება შენ კარგი სწორი და სუსტი ტანი გაქვს , ლამაზი სახე აი სულ ესა რაც მჭირდება -მაგრამ მე არვიცი როგორ გამოვიდე და საერთოდ რა გავაკეთო მაღლებზე არასდროს მდგავრვარ -ყველაფერს მე გასწავლი! გახსნა ხვალ 15.30 წუთზე იწყება და წინ მთელი ღამე გვაქვს. თანახმა ხარ? ტვინი სანამ არ გადმომიტრიალა არ მოისვენა ბოლოს შეღონებული თვალებს ვაბრიალებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. გახარებული ტაშს მიკრავს და კარადიდან მაღალ ქუსლიანები გამოიღო -ჩაიცვი -მოიცა, ამაზე ვერ დავდგები შეიძლება ფეხები მოვიმტვრიო თვალებზე ეტყობოდა რო ჩემთვის უნდა ეყვირა არ დავაცადე და უცე ჩავიცვი.. ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი მაშინვე ფეხები მომეგრიხა, მაგრამ ნინა დანებების საშუალებას არ მაძლევს..ამასობაში 10 საათი გახდა ზუსტად 5 საათი და 30 წუთი ვსწავლობდი მაღლებზე დგომას რაც არცთუ ისე ძნელი და მტკინვეული ყოფილა თუ არ ჩავთვლით მინიმუმ 50ჯერ ფეხის გადაბრუნებას.. როგორც იქნა ჩემით ნინა დაიღალა და თავის უზარმაზარი კარადიდან დაბლები გამოიღო მაგრამ ვინ მაცლის დასვენებას!?!.. უცებ ჩემდა საბედნიეროდ ნინას დედა შემოდის ოთახში და გაფართოებული თვალებით მაკვირდება.....( ნინას დედა მოსამართლეა, გარეგნობით შავგრემანი თაფლისფერი თვალებით და ყოველთვის ელეგანტურად აცვია როგორც თავის უფროს ვაჯს) -ნინა აქ რახდება? გაკვირვებული ეკითხება ნინას და ირგვლივ ხედავს ტანსცმელებს რომლებიც სავარძელში სარკეზე, კარებზე, იატაკზე, საწოლზე სადაც ყველგანაა მოფანტული.. ნინა საყვარლად მიყურებს და მიღიმის -დედა მოხვედი?ეს ანაა მირჩევს რა ჩავიცვა ხვალ გამოსვლაზე ქალბატონი დარინა ნელა ბრუნდება და გადის ოთახიდან -რატო არ უთხხარი სიმართლე? -რამნიშვნელობა აქვს? მხრებს ვიჩეჩავ და მე და ნინა ქვემოთ ჩავდივართ სამზარეულოში წვენის დასალევად. ოთახში მარიამი თორნიკე და მათი მშობლები სადილობდნენ. წინ ნინა მიდის და რაღაცეებს მელაპარაკება უკან მე მივყვები -გემრიელათ მიირთვით ( მე და ნინა ერთხმად) -მადლობა რამეს შეჭამ? ( მარიამის და თორნიკეს დედა) -არაა, ჩვენ დიეტაზე ვართ! უბრალოდ წვენის დასალევად ჩამოვედით ( ნინა მიყურებს და მიცინის) -მარიამ ადექი ნინას და ანას წვენი დაუსხი ( დედამისი) მარიამს სახეზე ეტყობოდა რო არ მოეწონა ჩვენი შემოსვლა და ადგომას არ აპირებდა -თქვენ მიირთვით! მე დავისხავ! ( ვთქვი და თორნიკემ ჩუმად გამიღიმა მეც გავუღიმე) წვენს ჭიქაში ვისხავთ და ნინას საძინებელში ვბრუნდებით. მე ვერ ვითბენ და ნინას ვეკითხები -ნინა მარიამი ყოველთვის ასეთია თუ უბრალოდ ცუდ განწყობაზეა? -ცუდ განწყობაზეა მუდამ! ( მიცინის) -თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ? -არც თუ ისე -შეიძლება რაღაცა გკითხოთ? -ჯერეცერთი მროვლობითში ნუ მელაპარაკები თავი დედაბერი მგონია და მეორე მხოლოდ ერთი კითხვა! ( ისევ საყვარლად მეჭიმება და მიცინის) -მოდელობა მას რატო არ შესთავაზე? -მარი ერთერთი მიზეზია როტომაც მიმატოვეს მეგობრებმა. ენა ჩამაგდებინა კიდევ იმდენი კითხვები მაქვს მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგები რაცარუნდა იყოს ის ჩემი უფროსია...ოთახში ვბრუნდებით და 10 წუთიანი შესვენების შემდეგ ნინას ოთახის დალაგება დავიწყეთ..დალაგება რო დავასრულე ნინას ვეუბნები -ნინა მე წავალ! - რაა? გაგიჯდი? არსადაც არ წახვალ! დღეს ჩემთან დაიძინებ და დილით ისევ ვივარჯიშებთ -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ! უკვე მეორედ ჩამაგდებინა ენა ამ პატარა გოგომ. ნინამ საწოლი გაამზადა და თავის საღამურებში გამოვეწყვეთ, დასაძინებლად დავწექით და ამ დროს კარს ბექა აღებს -ნინა! (ბექა) ბექა კარებს აღებს და უცებ ენა უარდება ჩემს დანახვაზე, არც მე მესიამომნა მისი ძილისწინ დანახვა ახლა მთელი ღამე კოშმარები დამესიზრმება.. -რაიყო? (ნინა) - ეს აქ რას აკეთებს? ( ბექა) -აი ამას ( ხელს ჩემსკენ იშვერს) ანა ჰქვია და ჩემთან იძინებს ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და მისი დახმარება მჭირდება. -რაში უნდა გჭირდებოდეს მოსამსახურის დახმარება? ამის გაგონებაზე გული ძალიან მეტკინა და სახეზე გავწითლდი -ეს მოსამსახურე ჩემი მხსნელია გასაგებია? ახლა კარი გაიხურე მომწონს ნია თავის ადგილას მოსვა. პრინციპში არ მიკვირს რატო დამიცვა მე ხომ მას ვჭირდები! როგორც კი მიიღებს იმას რაც სჭირდება დავავიწყდები ეს უეჭველია.. ბექამ კარი გაიხურა და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან. ნინამ შუქები ჩააქრო და დავიძინეთ. დილით 06.30 წუთზე მაღვიძებს ნია, მაღვიძებს რაა თავში ბალიშებს მიხათქუნბებს და ამით ერთობა. მე უცებ შეშინებული ვხტები -რამოხდა? (მე) -ადგომის დროა! არ ვეწინააღმდეგები ვდგები და სააბაზანოსკენ მივემართები უცებ ვჩერდები და ნინას ვეკითხები -შეიძლება ხო? -რათქმაუნდა შხაპი მივიღე, სააბაზანოდან გამოვედი და ჩემი ადგილი ნინამ დაიკავა, მე თმები დავივარცხნე ჩემი შავი ჯინსი და წითელი სვიტრი ჩავიცვი მოკლედ მოვემზადე. ამასობაში ნინა გამოდის და ისიც ემზადება. -ანა რას ელოდები ჩაიცვი ვიცინი და წარბს მაღლა ვწევ -ნინა მაცვია! -შენ რა მაგით აპირებ წამოსვლას? -კი -არაა მიდი აარჩიე ჩემი ტანსაცმლიდან და მალე ჩაიცვი -არა (კატეგორიული ვარი განვუცხადე) ნინა გინდა შენი კაბები პოდიუმზე გავიტანო, გინდა მთელი დღე შენს განკარგულებაში ვიყო, არარი პრობლემა დაგეთანხმე ხო. მაგრამ წამოვალ საკუთარი ნივთებით! -კარგი კარგი თორნიკემ ორ სართულიან გრძელ შენობასთან დაგვტოვა, მანქანიდან ჩამოვედით -ეს არის ის ადგილი სადაც კაბებს ქმნით? -კი, პირველ სართულზე ვკერავთ, მეორეზე დარბაზია და დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ასე რომ არც იფიქრო ჩემი შერცხვენა! ნინამ შენობა დამათვალიერებინა და დანარჩენ პროფესიონალურ მოდელებს გამაცნო იმათმაც მავარჯიშა, მაგრამ აქ ბევრად ძნელია ირგვლივ იმდენი სკამებია ჯერ არ გავსულვარ და უკვე გული მისკდება,პოდიუმიც ისეთი გრძელია. -ნინა სულ 15 კაბაა ასეა? -კი -15 კაბა სამმა უნდა გავიტანოთ? როგორ უნდა მოვასწროთ? -ეგაა პრობლემა არვიცი რაგავაკეთო, ისევ ლევანს უნდა ვთხოვო დახმარება, რაც ძალიან გამიჭირდება, მინდოდა ყველაფერი სხვისი დახმარების გარეშე გამეკეთებინა, ჯანდაბა ნინა ანერვიულდა -ლევანი ვინ არის? -ჩემი უფროსი ძმა! იმ სიმპატიურ მამაკაცს ლევანი ქვიებია,რასაინეტერესოა ლევანმა როგორ უნდა დაეხმაროს -არა უნდა დავურეკო სხვა გზა არ მაქვს! ნინა ლევანს ურეკავს, საუბარს მალე ამთავრებს და ისევ სადღაც რეკავს.რამოდენიმე წუთში შენობას დიდი მანქანა მოუახლოვდა. მე და ნინა ფანჯრიდან ვიყურებით და ნინას სახეზე სიხარულს ვხედავ -რა გიხარია? თუ დაგავიწყდა რა შარში ხარ? (მე ) -ვიყავი, ახლა აღარ ვარ ნინა ფანჯარას თვალს არ აშორებს. ვხედავ როგორ გადმოდიან მანქანიდან დაახლოებით 10 სუსტი და მაღალი გოგოები -ეს მოდელებია? -კი ( გახარებული მპასუხობს და ქვემოთ მირბის) შოკში ვარ! ეს გოგონები ისეთი დახვეწილები და ლამაზები არიან მათ არც კი შევედრები, ვერ ვხვდები ნინას რაში მოვეწონე.. გახსნამდე ორი საათია დარჩენილი და ნელ ნელა მომზადებას ვიწყებთ. ყველაზე ბოლო მომიწია ვარცხნილობის და მაკიაჯის გაკეთება. ნინამ და კიდევ ერთმა გოგონამ კაბა ჩამაცვეს რომელიც პოდიუმზე უნდა გამეტანა, ღმერთო ის გრძელი და წითელი ფერისაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან მიხდება.მაკიაჯი ვარცხნილობა და კაბაც ძალიან მომწონს და თავი დედოფალი მგონია პირველად ვხედავ სარკეში ასეთ სილამაზეს მაგრამ ჩემი ბედნიერება მაშინ სრულდება როდესაც გამახსენდება რამდენხალხში უნდა გავიარო. კიდევ კარგი ნინამ ყველაზე ბოლოს ჩამსვა ეს იმას ნიშნავს რო პოდიუმზე ყველაზე ბოლოს გავალ... კულისებიდან ჩუმად ვიჭყიტები და ხალხით სავსე დარბაზს ვამჩნევ და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გული სადაცაა საგულედან ამოვარდეს. ამდროს ნინა მიახლოვდება -როგორ ხარ? ხო არ ნერვიულობ? -ვაიმე ნინა სადაცაა გული ამომივარდეს, ძალიან ვნერვიულობ! ნინამ თმა გამისწორა და ცდილობს დამამშვიდოს -უბრალოდ გაიღიმე და რამე კარგზე იფიქრე! ამდროს გამახსენდა ეს, ძალიან ადრე ბავშობაში როდესაც ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი კბილი ამტკივდა და ექთანთან შევედი, ექთანს ტელევიზორი ქონდა ჩართული და მოდელების გამოსვლას უყურებდა მე იმდენად დამაინტერესა დავჯექი და მეც მასთან ერთად ვუყურე სულ გადამავიწყდა ჩემი კბილი. :დ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ მაგრამ მახსოვს მათი გამოსვლა და ყველანაირად შევეცდები სწორედ ისეთი ვიყო როგორებიც ისინი იყვნენ. -ანა! მზად ხარ? შენი დროა! გაისმა კულისებში და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მუხლები,ნელა ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ, პოდიუმიდან ერთი ნაბიჯი მაშორებს პიჯვარს ვიწერ და თამამად მივემართები წინ, ვერ წარმოიდგენთ მაგრამ პოდიუმზე გასვლის თანავე ჩემი ნერვიულობა და შებოჭილება უეცრად გაქრა თავი ბედნიერად ვიგრძენი და ვიღიმი, უფრო და უფრო ვბედნიერდები როდესაც ადამიანების ტაშის დაკვრის ხმა მესმის მაგრამ ვაღიარებ ეს კამერების შემონათება მიშლიდა ნერვებს. ღმერთო ისეთი ბედნიერი ვარ ვერც კი წარმოიდგენთ!პოდიუმიდან უკან ვბრუნდები და ყველა გოგონები ჩემსკენ მორბიან და მეხუტებიან, დღეს ისეთი ბედნიერი ვარ როგორც არასდროს.რამოდენიმე წამში ყველა მოდელი ერთად გადის პოდიუმზე დასამშვიდობებლად მათ შორის მეც. პირველ გამოსვლაზე შუქები იყო ჩამქვრალი და არავინ და არაფერი ჩანდა გრძელი პოდიუმის გარდა, მეორე საერთო გამოსვლაზე შუქები აანთეს, როგორც ყოველთვის ჩემს ბედნიერებას ღიმილით ვაფქვევ ირვლივ.. გამოსვლა დავამთავრე ეს ულამაზესი კაბა გავიხადე და სახლში წასასვლელად ვემზადები როდესაც უკნიდან ბექას ხმა მესმის -დღეს ისეთი ლამაზი იყავი! უეცრად ვბრუნდები და ბექას სახეზე ისევ იმ საყვარელ ღიმილს ვამჩნევ მეღიმება და როგორც ყოველთვის სახეზე გავწითლდი. ბექას ძალიან უხდება ჩაჩაჩული ჯინსის შარვალი და ლურჯი პერანგი -მადლობა, შენც! ის იცინის და მიღიმის -ბოდიში! იმ სცენისთვის ჩემს სახლში რო გავმართე! ჩემი ბედნიერება დასრულდა როდესაც ეს საშინელი მომენტი გამახსენა და სახეზე ღიმილი შემაშრა, მაგრამ არ მინდა ეს ბედნიერი დღე ჩამშხამდეს და ვცდილობ არ ვეკამათო -ეს აღარც მახსოვდა! ბექა ისევ მიცინის და ხელს ხელზე მკიდებს და სადღაც მეპატიჯება -სად მიგყავარ? -მინდა რაღაც განახო! მან ხელი მაგრად ჩამავლო და 12 სართულიან შენობის სახურავზე ამიყვანა -აქ რაგვინა? მან პიჯაკი გაიხადა ასვალტზე დააგო და წამოწვა -მოდი! გაკვირვებული მეც ბექას გვერდით ვწვები სახით ცისკენ და ვგრძნობ როგორ მიბერავს ქარი სახეზე. -აჰაჰაჰა ძალიან მაგარია! -მოგწონს? -ძალიან! -მოდი ამ ადგილს რამე სახელი დავარქვათ და მხოლოდ ჩვენ ვიაროთ ამ შემოთავაზებამ დამაფიქრა და გაუკვერვლობაში ჩამაგდო -კარგი და მაინც რა? -აი რამე კარგი და ორიგინალური! -მაშინ მოდი ამ ადგილს „ჩვენი ადგილი“ დავარქვათ! (მე) -აჰაჰაჰაჰა ჩვენი ადგილი? მომწონს! (ბექა) ასვალტზე ვიწექით და ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებდით ეს ისეთი რომანტიკულია! არასდროს წავუყვანივარ ვინმეს ასეთ ადგილას მითუმეტეს ბიჭს რომელიც ასე ძალიან მომწონს.მე და ბექა ზურგით ქვემოდ ვიწექით დაახლოებით ნახევარი საათი სანამ ტელეფონმა ბზუილი არ დაიწყო, მე როგორც ყოველთვის ვხტები მოულოდნელობისგან.ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე და ეკრანს დავხედე, ეს გვანცაა -ალო -პრივეტ ანა რაშვები როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც.. გოგო სად ხარ? -მეე..მ (დავიბენი) გარედ ვარ! რაიყო? -გცალია? -რავი,კი -მე ეხა გამოვედი საავადმყოფოდან ჩემი მორიგეობა დასრულდა,ხვალ არ ვმუშაობ! და მეთქი დაქალს ვნახავთქო გავისეირნებთქო რასიტყვი? -კარგი! -მმმ კარგი, მე იმ კაფეში დაგელოდები პირველად რო ვიყავით! -კარგი მოვალ! ტელეფონი გავთიშე და ფეხზე წამოვდექი, ბექა ისევ წევს და მიყურებს! -უნდა წავიდე! ბექა ფეხზე დგება -მეც! წამოდი გაგაცილებ ( ხელს ზურგზე მკიდებს და კიბეებზე ჩავდივართ) შენობიდან გამოვედით და მარცხნივ წამოვედი, ბექა ნინას სააგენტოსკენ მიდის უცებ დენდარტყმულივით ჩერდება და მეძახის -ანა! მე ვბრუნდები სახით ბექასკენ -რაა? -იქნებ როგორმე ერთად გაგვესეირნა და ყავა დაგველია! მე და ბექა ერთმანეთისგან მოშორებით ვდგავართ ირგვლივ მანქანები ხმაურობენ და ბექა ყვირის რო რამე გამაგონოს.მე ბექას მიმიკებზე მეცინება -ვნახოთ იქნებ ოდესმე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.