ცხოვრების ახალი ეტაპი (5)
ყველა კარგად ვიყავთ უკვე, ნებისმიერ რამეზე გვეცინებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი იქეთ არ გამეხედა სადაც ნიკა იჯდა. უნდოდა იგნორი? კი ბატონო მიიღოს. -ბიჭებო...ვიცი , რომ არ ხართ მთვრალი ,მაგრამ არ ვიშლებით-უფ,იცოცხლე ისე გამიჭირდა ამ წინადადების თქმა გამართულად. -ჰაჰაჰა აუ არც შენ ხარ საერთოდ ნასვამი(დათო) -წავიდეთ?(ლევანი) -ჰო რა, აუ დემე წავიდეთ რა -კი ბატონო წავედით.-როგორღაც მოვახერხეთ და დავტოვეთ იქაურობა.მანქანების დატოვება იქ მოგვიწია და სახლებში ტაქსით წავედით. როგორც კი მარტო დავრჩი ჩემს თავთან მხოლოდ მაშინ მომაწვა ისევ ნიკაზე ფიქრები. ალკოჰოლმა იმოქმედა მგონი და უფრო გულჩვილი გამხადა,უნებურად ერთ ცრემლს მეორე მოყვა, მეც ვერ გამეგო მიზეზი,უბრალოდ ვიჯექი და ცრემლები მისით მოდიოდა.თუმცა გულის კუნჭულში ვხვდებოდი ,რომ ეს ნიკას გამო იყო. არმინდოდა იმის აღიარება ,რომ მისმა იგნორმა ასე დამწყვიტა გული. ისევ დაძინება ვარჩიე ,როგორც იქნა ჩამეძინა მაგრამ კიდევ ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს,ასეთ მდგომარეობაში მაქსიმუმ ოთხ საათში მეღვიძება და დილამდე მიწევს ისე ყოფნა.აუტანელი იყო ასე გაჩერება, ჯერ აბაზანას მივაშურე,იქედან გამოსულმა ტანსაცმელების კარადას, რაც შეიძლება თავისულაფი სტილი ავარჩიე ,მეორე დღეს პირდაპირ სკოლაში ,რომ წავსულიყავი.კიდევ კაი ბიჭების მანქანით ვიყავი და ჩემი სახლში იყო. ამიტომ გასაღებს ხელი მოვკიდე და დილამდე ასე უმისამართოთ დავდიოდი ქუჩებში. საათს ,რომ დავხედე უკვე სკოლისაში წასვლის დრო იყო.დემეს მივწერე "სკოლაშივარ"თქო. მანქანა გავაჩერე და თავ აუწევლად წავედი კლასისკენ. ნამდვილად არ ვიყავი მასწავლებლების მოსმენის ხასიათზე,ამიტომ ნაუშნიკები ამოვიღე და მთელი დღე ვიყავი ჩემთვის ,ჩემს სამყაროში. ბოლო გაკვეთილზე მარის შეტყობინება მივიღე "შკოლნიკო,რომ გამოაღწევ მაქედან ანასტასიათან ამოდი." უარს ხომ არ ვეტყოდი, რათქმაუნდა არა. ზარი დაირეკა თუ არა მგონი ყველაზე პირველი მე გავედი სკოლიდან.რამინდოდა,რომ გავრბოდი პირველი მეცლია ჯერ სანდროსთვის გასვლა და არ მომიწევდა ნიკას და თორნიკეს ნახვა. ნიკასგან განსხვავებით თორნიკე ჩემსკენ წამოვიდა -ეე ნიც ,როგორ ხარ გოგო მომენატრე ხო იცი-რაცშემეძლო ისე გავუღიმე ,არა ბიჭოს მაგას ვანახებდი ,რომ მისი იგნორების გამო ცუდ ხასიათზე ვარ. -ჰაჰ კარგად შენ როგორ ხარ, მეც მომენატრეთ.გაბრიელი და ალექსანდრეც რამდენი ხანია არ მინახავს. -წამო ჩვენთან ერთად ბარში მივდივართ ბიჭები იქ არიან და ბარემ შენ ნახავდი. -აუ,სხვა დროს რომ იყოს არა? ახლა მართლა არ მცალია -კაი რაპრობლემაა, თან ამის გადამკიდე თითქმის ყოველ დღე აქ ვართ და გნახავთ შენც -სანდროსკენ მანიშნა ,რომელიც ჩვენკენ მოდიოდა - ჰო აბა ამათმა , რომ არ მომაკითხონ ისე დავიკარგები ,ძიძებად მყავს რა ესენი -მანქანაში მალე თორემ განახებ მართლა როგორ უნდა ძიძობა -ჰო კაი რას მიბღვერ-ორი წლის ბავშვებივით კინკლაობდნენ , თან მიმიკებიც ზუსტად ისეთი ქონდათ, სიცილს ვერ ვიკავებდი.არც ესენი არიან ნაკლებები ჩემს ბიჭებთან შედარებით , ზუსტად ერთი ჭკუა აქვთ. -ისე შენ კაი მარა ,ის რატო იბღვირება ისე შორიდან?(სანდრო)-შეუმჩნევლად ნიკასკენ გვანიშნა. -აუფ არ იცოდე ვითომ-გაიგე ახლა რა იგულისხმა ამან. -აჰ გასაგებია (სანდრო)-აჰა მე თუ არა ,ამან ხო გაიგო. -კაი ბიჭები წავედი მე. -აბა ჰე ხვალამდე(სანდრო)-პასუხად გავუღიმე, ჩემს მანქანაში მოვთავსდი და გეზი ანასტასიას სახლისკენ ავიღე. -როგორც იქნა (მარი) -რაიყო სადმე გეჩქარებათ? (მე) -თუ არ გეჩქარება ისე არ გაბედო შენ და მოხვიდე მის დროზე -რაჭირს ამას?-ტასოს და ელენეს გავხედე და მარიზე მივანიშნე. პასუხად მხრების აჩეჩვა მივიღე -არვიციც ნიშნად. -შენ რაგჭირს მოყევი რახდება აბა? როდის იყო ამათ რამეს ვუმალავდი?არც არასდროს ჰოდა არც ახლა დამიმალია არაფერი და ყველაფერი მოვუყევი. -ვერ ხარ რა შენ, აჰა ხოუთხარი არ დამენახოო და ასრულებს რაგინდა -ჰოდა აღარ მინდა ,რომ ასრულებდეს -ჰა ახლა ,რომ მჩვევია ისეთი დასკვნა "დავაბრეხვო?"(ანასტასია) -იტყვის ახლა რაღაც საოცრებას(მარი) -სუ გოგო შენ, მოკლედ ტიპმა იმდენი იჩალიჩა თავი შეგაყვარა რა, ჰოდა ახლა მისი სიშორით უნდა ,რომ შენით მიხვიდე მაგ დასკვნამდე(ანასტასია) -რას ერჩი მარის , კი თქვა სიმართლე საოცრებას,რომ იტყოდი.(მე) -არა არა , ჰოიცი შენ და ვეთანხმები, აბა როდის იყო ეგრე ვინმეს გამო გინერვიულია?(მარი) -მეც ვეთანხმდები (ელენე) -შემოგზავნილები ხართ რა თქვენ...წავედი მე -ჰოჰო მიდი გაიქეცი, ასე მალე არა, მაგრამ დამიჯერე მოვისმენ მე შენს აღიარებს. გზაში გოგოების "დასკვნაზე" ვფიქრობდი. ერთი მე იძახდა ,რომ მართალი იყვნენ , მეორე კი აპროტესტება ამ ყველაფერს.პირველი მე ვერ ჩერდებოდა-მაშინ რატომ დარდობ თუ არაფერს გრძნობ?-ჰო კაი შეიძლება მომწონს მაგრამ...-ჰო ეგ ჯერ. არვიცი რა, ამდენი ფიქრით და მსჯელობით უკვე თავი ამტკივდა საუკეთესო წამალი კი ჩემთვის ამ დროს ძილი იყო. საღამოს როცა გამეღვიძა ჯერ გაკვეთილები მოვამზადე-რას ვიზამთ აბიტურიენტი ვარ მეც. ამის გახსენებაზე უცებ წამოვხტი ფეხზე და დემეტრეს ძებნა დავიწყე, მისაღებ ოთახში იყო , ლეპტოპით აკეთებდა რაღაცას. -დემეეე- გავექანე და პირდაპირ კალთაში ჩავუჯეექი -რაიყო გადარეულო? ახლა რამ წამოგიარა -რამ და რაქენი ნახე მასწავლებლები? -კი და იქითა კვირიდან დაიწყებ -ჯიგარი ხარ რა -შენკიდე აფერისტი, მისმინე მითხარი აბა სიმართლე დღეს მართლა სკოლაში იყავი? -ეე კაი რა , როდის იყო მომეტყუებინე -მაინც აფერისტი ხარ -კაი ჯანდაბას ვიყო. აუ მისამართები და დრო მინდა მერე და ეჰ...გამოცდები-რაც შემეძლო დრამატიზებურად ვთქვი -შენ არ იყავი ჩავაბარებ არ მეშინაო? -ოჰ, ვინთქვა ,რომ მეშინია..ჩავაბარებ აბა რას ვიზამ-მისი კალთიდან,მის გვერდით გადავინაცვლე -ვითამაშოთ?-ჯეოსტიკი გამომიწოდა და მაცდურად ამითამაშა წარბები -კაი და რაზე ვითამაშოთ? -რავი რაზეც გინდა -ოქეი ნო ფრობლემ.-გვიანობამდე ვთამაშობდით, ბოლოს მაინც მე წავაგე. -წადი ახლა დაიძინე და ხვალ სკოლაში -მოკლედ რა... კაიწავედი. ამ კვირამ უაზროდ გაიარა.სკოლა-სახლი ეს იყო ჩემი განრიგი, ბიჭები და გოგოებიც ჩვენთან ამოდიოდნენ ხოლმე. -ძმურად ცივი კოლა მომიტანე რა (დუდა) -ძმურად მოგიტან სამზარეულოში გავედი უკან ანასტასია ,რომ ამედევნა -ჰა რასიტყვი ქალბატონო აბა,კიდე ვერ გააარკვიე რატომ გწყდება ნიკას იგნორების გამო გული? -ვერა ვერ გავარკვიე-უდარდელად ავიჩეჩე მხრები,თუმცა ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები,რომ ტასოს დასკვნა სიმართლეს ექვემდებარება.მგრამ არმინდა ჯერ ,რომ ვუთხრა გოგოებს,იქამდე მაინც სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები. -გავგიჟდი რა ვინ ხარ გოგო ასეთი ჯიუტი -იქნება რამ,წამო გავიდეთ, ისიც მეყოფა საფიქრელად ორშაბათიდან მასწავლებლებს ,რომ ვიწყებ და საღამომდე სახლში არ ვიქნები-თან ველაპარაკებოდი თან მისაღებ ოთახში გავდიოდით. -ისე ცოტაც და მერე შენ ბანკეტში ვიგრიალებ (გიორგი) -ნეტა შენ ვინ გეპატიჟება-მხრები ავიჩეჩე თან დავეჭყანე -ამოგაძრობ ენას, თუ არავინ მაშინ შენც დარჩები სახლში. -მოკვდა ბაზარი. მე ვიგრიალებ თქვენ მიყურეთ შორიდან(დემეტრე) -არც შენ, ვაფშე მარტო მივდივარ -მაგ იმედით იარე შენ(დემეტრე)-გიორგის მაგივრად გადამიხადა სამაგიერო და როგორც მე ვიცი ,ზუსტად ისე დამეჭყანა -კაი ჯანდაბას-დავნებდი და სავარძელში ჩავესვენე. ცოტა ხანი კიდე ასე ვიყავით ბოლოს ტყუპებმა ერთდროუად თქვეს წავედითო -ჰო მეც წავედი, შენ პატარა ბავშვო-მე გადმომხედა, შენს გამო მთელი ეს კვირა ვამბობ გართობაზე უარს და შაბათ-კვირას ავანაზღაუროთ -კაი და როგორმე გაძელი ახლა. -გოგოები თქვენ მოდიხართ? გაგიყვანთ თუ გინდათ -ჰოწავედით-ერთხმად თქვეს. იქაურობა მივალაგე და ისევ მისაღებში გავედი დემეს მხარზე თავი ჩამოვადე -აუ როდის დამთავრდება რა სკოლა -ადრიანად მოგიწყენია საყვარელო -საყვარელო და ჯანდაბა რა შენ - ამ სიტყვამ ისევ ნიკა გამახსენა და მის მაგივრად დემეზე ვიყავრე ჯავრი. -რაა აგრესიული ხარ გოგო -თან იცინოდა. წადი მიდი დაიძინე,ხვალ მასწავლებლეთან მისვლა არ დაგავიწყდეს -რადამავიწყებს. დასაწოლად ავედი მაგრამ რა დამაძინებდა. თავის გასასამართლებელი არგუმენტები მომყავდა, ისეთი არაფერი არ მითქვია ,რომ ასე დაკარგულიყო. ეს მინდოდა ახლა მე ? გაკვეთილებზე და გამოცდებზე დარდის მაგივრად ნიკაზე ვდარდობდი.რამინდოდა საერთოდ რა მალაპარაკებდა. მომდევნო ერთი კვირა გავიდა ისე ,რომ საერთოდ არ მინახია. ბიჭებს ვნახულობდი ხოლმე ,ისიც შემთხვევით. ნელ-ნელა რეჟიმში ჩავდექი და აღარ მიძნელდეოდა მთელი დღე გარეთ ყოფნა. გიორგის მონდომების მიუხედავად ვერც შაბათ-კვირას მოვიცალე.არმინდოდა ჩემს გამო სახლში მჯდარიყვნენ ამიტომ ბიჭები წავიდნენ მე კი გვიანობამდე ვმეცადინეობდი. ქიმიის მასწავლებლიდან გამოვედი გოგოებმა ,რომ დამირეკეს სანამ ბიოლოგიაზე ახვალ ბარში გამოდიო. -რას ვიფიქრებდი შენ თუ მომენატრებოდი(მარი) -აუ ჰო ეეე, რაპონტია აი საერთოდ ვეღარ გნახულობთ(ტასო) -ცოტაც და მერე სუუ თქვენი ვარ -ხელები გავშალე თან მეცინებოდა და სამივეს ერთად ჩავეხუტე -რამდენი ხანი გცალია ახლა?(ტასო) -ნახევარი საათი -ნახე ვინები მოვიდნენ, ისე თუ დააკვირდი მართალია ისე ხშირად ვეღარ ვიკრიბებით, მაგრამ საეჭვოდ იმ ადგილას მოდიან ესენიც სადაც ჩვენ. -ვაიმე ნიკა(მე) -რაგაგიკვირდა გოგო?(ელენე) -საუკუნეა აღარ მინახია,თან მომნატრებია მგონი-სახეზეც შემეტყო მოწყენა. -აჰა ხო ვამბობდი, გაები ჩიტო მახეში? -რა სახე ჩამოგტირის გაიღიმე მაინც თორე ძალიან დაგეტყო (მარი) -გავები ჰო გავები და ახლა რა ჯანდაბა ვქნა? -მოვიფიქრებთ რამეს(ტასო) -ჰოკაი ,წავედი ახლა მე. გვიან ბიჭები აპირებენ ამოსვლას და ამოდით რა თვენც. -კაი მიდი და ჭკვიანად (მარი) ავდექი და ჩაფიქრებული სახით გავემართე გასასვლელისკენ.არა მართლა ვფიქრობდი როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. ბიოლოგიის გაკვეთილზე ნახევრად გათიშული ვიყავი და ადრე გამომიშვა. სახლში ,რომ მივედი ბიჭები ადგილზე დამხვდნენ. -ვა ასე ადრე ? -ჰო და რახდება ახლა , რბოლაზე არ წამოხვალ?(ლევანი) -დღესაა(დათო) -კაი მოიცა გამოვიცვლი და წავიდეთ. ადგილზე მისულს როგორც მოველოდი ნიკა იქ დამხვდა. მისი ბიჭებიც იქ იყვნენ,როგორც კი შემამჩნიეს ჩემს სანახავად წამოვიდნენ. -ნიც იცნობ იმათ?-გიორგიმ ჩვენსკენ მომავალ ბიჭებზე მანიშნა -კი ,ზუსტად თქვენი ჭკუისანი არიან,გაგაცნობ მოგეწონებათ. როგორც ვივარაუდე გაუგეს ერთმანეთს. -აუჰ ნახე რა გოგოა...(დათო)-მიგვანიშნა ერთ-ერთ მონაწილე გოგოზე -ვნახოთ აბა ნიცა მოუგებს თუ ეგ-გამომაჯავრა გიორგიმ. -ვნახოთ ვნახოთ-დაფიქრებულმა ვთქვი მე და გეზი მანქანისკენ ავიღე. სტარტზე დავდექი.მონაწილეებს გავახედე.ის გოგო, ორივე ტყუპები,გაბრიელი , ნიკა და კიდევ ვიღაც ორი ბიჭი.ტყუპებმა ორივემ თვალი ჩამიკრეს,მანიშნეს ,რომ ისევ ჩემს მხარეს არიან. ამჯერად ნამდივალდ არ ვაპირებდი თუნდაც ნიკას ან ტყუპების დახმარებით მომეგო,ბოლო-ბოლო მაინტერესებდა ჩემი ნამდვილი შესაძლებლობები თავი უარის ნიშნად გავუქნიე.ვანიშნე ,რომ ჩემით ვიზამდი რამეს. სტარტის ხმაც გავიგე და ადგილს მოვწყდი.სარკიდან გავიხედე უკან ლევანი მომყვებოდა ,თუმცა ზუსტად იმ გოგომ გადმოუწსრო. ამასობაში კი ნიკამ გამასწრო. სადაც იყო ის გოგო მეც უნდა დამწეოდა,მაგრამ იმხელა ადრენალინმა მოიყარი ჩემში თავი არვიცი, შეიძლება იმ სურვილმაც ,რომ ნიკასთვის მომეგო თან იმანაც ,რომ საერთოდ არ მსურდა გოგოს მოეგო ჩემთვის. ფინიშს ვხედავდი.ნიკას მანქანას გავუთანაბრდი ის იყო ისევ უნდა გაესწრო ჩემთვის სწრაფი მანევრირება ,რომ მოვახდინე წინ გადავუდექი და არის ჩემით შევძელი და პირველი ადგილი დავიკავე. თურმე შემძლებია.მანქანიდან გაღიმებული გადმოვედი,ნიკას მზერა დავიჭირე ,რომლიც თითქოს ამაყად მიმზერდა და საშინლად გაუხარდა ჩემი მოგება. ამფაქტმა უფრო გამახარა და რაც ძალი და ღონე მქონდა დემეს და ბიჭებს ჩავეხუტე. -აჰა ნახეთ რამაგარი ვარ ჰჰაჰჰ -ვსო წავედით უნდა ავღნიშნოთ.(გიორგი)-ამას ოღონდ დაალევინედა. -კაი წავიდეთ-უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -აუ მოიცა იმათთაც უთხრათ ,კაი ტიპები ჩანან-დემემ , გაბრიელზე და ბიჭებზე მიგვითითა. -კაი მე ვეტყვი და თქვენ მანამდე მიდით.(ლევანი) დავუჯერეთ ლევანს და სანამ ისინი მოვიდნენ უკვე ყველაფერი მოტანილი ქონდა მიმტანს.ბიჭებიც მოვიდნენ ოვაციებით მომილოცეს. -აუ საღოლ რა რძალ...ვეღარ დაამთვრა წინადადება,რადგან ნიკაასგან მხარზე გაკვრა მიიღო პასუხად. -ა , ჰო ეს ნიკაა,მაშინ არ იყო "იტოკში" ეს ჩემი ტყუპისცალია, ეს გიორგი, ეს დუდა ეს დემე და ეს დემეს და ნიცაა.ნუ პრინციპში ჩვენთვის ყველასთვის დასავითაა. გაცნობის ცერემონიალზე მასთან პირველი საუბარი გამახსენდა და ჩემთვის ჩამეღიმა. ---- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.