შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(28)


26-09-2015, 17:04
ავტორი lisebeth
ნანახია 3 519

ელენემ წიგნები გამოალაგა მაგიდის ქვემოდან და სირბილით გაიქცა კლასისკენ. უკვე ძალიან აგვიანდებოდა. უკვე კვირაზე მეტი იყო რაც სკოლაში დაბრუნდა , მაგრამ დილით ადრე ადგომას ვერა და ვერ მიეჩვია. სულ იმაზე ფიქრობდა როდის მორჩება ეს ყოველივე და საბოლოოდ როდის მივატოვებ აქაურობასო. მართალია ბავშვებთან განშორება უჭირდა ,მაგრამ სიმართლე ერთი იყო. ეს ადგილი უკვე ყელში ქონდა ამოსული. მით უფრო როცა გარეთ სულ სხვა ინტერესები ელოდნენ. რატი და მის გვერდით წარმოდგენილი ბედნიერი ცხოვრება. ხანდაან გვიანობამდე არ ეძინებოდა და გონებაში ხატავდა როგორი კაბა უნდა ცმოდა ან რა ვარცნილობა გაეკეთებინა მისი ცხოვრების უბედნიერეს დღეზე. ოთახში რომ შევიდა ირაკლი უკვე მისული დაუხვდა. თუმცა გაკვეთილის ახსნა ჯერ არ დაეწყო კაცმა მაინც გაუღიმა ირონიულად და შესვლის ნება დართო.
-სად ხარ ამდენ ხანს?_ შეუბღვირა ნინიმ.
-ჩამეძინა მაპატიე...
-სულ გაზარმაცდი სახლში.
-სახლზე გამახსენდა უნდა დავრეკო და გავიგო რა ხდება. უცნაურია ,რომ დედას ჯერ არ მოუკითხავს.
-ხომ ესაუბრე?
-ჰო ,მაგრამ მაინც უცნაურია.
-დედაჩემი ჰყავს სტუმრად. როგორც წესი მაგ დროს სხვა არავინ და არაფერი ახსოვთ.
-ეგეც მართალია
ირაკლიმ მათ მერხთან ჩაიარა და ხმის ტონს უფრო მაღლა აუწია, რაც იმის მანიშნებელი იყო მათი საუბარი ესმოდა.ორივე გაჩერდა. იმ დღეს დაფასთან არავინ გამოუძახებია. რატომღაც უცნაურ ხასიათზე იყო და მარტო თვითონ ლაპარაკობდა. ზარის დარეკვის მერე მეგობრები გარეთ არ გასულან. მარი უკან მოტრიალდა და ეჭვნარევი ტონით იკითხა.
-ლევანი ასე რატომ გიყურებს? რამე მოხდა რასაც არ გვეუბნები ?
-მე მეუბნები?
-ლევანის შესახებ სხვას ვის უნდა ვკითხო?
-მე არ შემინიშნავს? _გაიკვირვა ელენემ.
-შენ რა ამ ბოლო დროს საერთოდ რამეს აქცევ ყურადღებას? _არ დანებდა მარი
-თუ ვერაფერს ვხედავ მითხარით რა ხდება?
-ერთი კვირის წინ ვიჩხუბეთ. მთლად ჩხუბიც არ ერქვა. სხვენში ვიყავით ერთად და მივატოვე. ისე წამოვედი არაფერი მითქვამს.
-სხვენში რა ჯანდაბას აკეთებდით? _აღმოხდა ელენეს
-ერთმანეთს ...მოკლედ როგორც იყო...მივატოვე და წამოვედი. ჯერ არ მინდა ...და არც ასე მინდა სადღაც ბინძურ ადგილას სხვენში ...
-თუ არ გინდა ნუ მიჰყვები მასეთ ადგილას. ხომ იცი ,რომ მერე სხვა რამეში გადაგეზდრებათ ხოლმე და უხერხულ სიტუაციებს ქმნი. რათქმაუნდა ნაწყენია. _თქვა ელენემ
-მაგას ვეუნბები მეც
-აბა რა ჯანდაბა უნდა ვქნა. სადაც წავალთ ის დეგენერატი ირაკლი ყველგან გვითვალთვალებსთითქოს საქმე არ ქონდეს. ვცდილობთ თვალში არ გავეჩხიროთ. იქეთ კიდევ შენმა შეყვარებულმა ამიკლო. აღარ შემიძლია მაგის ატანა.
-გადაწვდა ისევ რატის_მოიღუშა ელენე
-კარგი წავალ დაველაპარაკები _წამოდგა ნინი და წავიდა. გოგონებმა თავი გადააქნიეს და თვალი გააყოლეს.

ვანდამ თამუნას ყავა მოუტანა და საწოლზე შემოუჯდა. გია იქვე ფანჯარასთან იდგა და ცოლს ეკამათებოდა.
-ორი დღე ცუდად იყავი. სჯობს ახლა დაძაბული ვითარებისგან თავი შევიკავოთ. ჩვიდმეტი წელი ვიცდიდი და კიდევ მოვიცდი.
-საჭირო არაა. ცუდად იმის გამო არ ვყოფილვარ , რომ მარისთვის სიმართლის თქმას აპირებდი. ცუდად იმიტომ ვარ ,რომ ბუნებრივია...
-დაბალი წნევა გაქვს და არ მინდა შენს გარშემო დაძაბული ვითარება იყოს. ისიც გვეყოფა,რომ ელენესთვის ჯერ არაფერი გვითქვამს.
-გია, რადგან ვამბობ რომ ჩემთვის პრობლემა არ არის ესეიგი ასეცაა. მინდა ,რომ ბოლოს და ბოლოს მოვაგვაროთ ეს ამბავი
-ჰო ,მაგრამ შენ ? _საწოლზე ჩამოუჯდა გია და შუბლზე აკოცა.
-ვიცი ,რომ ჩემი ორსულობა მძიმე იქნება. აღარ ვარ პატარა გოგო. ეს ყველაფერი ექიმმაც გარკვევით ამიხსნა.თუ გინდა ,რომ მდგომარეობა შემიმსუბუქო მარის ამბავი მოაგვარე. თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობ. მომბეზრდა, ამომივიდა კისერში ამდენი საიდუმლო. ასე მგონია მახრჩობს ეს ამბავი. მინდა მშვიდად დავიძინო... ხომ მაქვს უფლება ერთხელ სრულიად მშვიდად დავიძინო.
-კარგი , დაწყნარდი ასე ნუ ღელავ. რადგან ასე გსურს დაე იყოს როგორც შენ გინდა. ოღონდ არ ინერვიულო. გპირდები ყველაფერს მოვაგვარებ.
თამუნამ თავი დაუქნია და გიაც გულდამშვიდებული წავიდა თავის საქმეზე.
-ვერ ვიჯერებ თამუ ,რომ ახლა თვითონ ითხოვ სიმართლის თქმას.
-დავიღალე ვანდა...უბრალოდ დავიღალე. ელენეზე ორსულობა კოშმარში გავატარე. არ მინდა ესეც ასე გავატარო. მინდა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ჩემი ფიქრები ამ თემაზე. უკვე თავი მისკდება.
-შეწყვიტე ამ თემაზე ფიქრი და ახლა მხოლოდ შენს მდგომარეობაზე იყავი მობილიზებული.
-ჯერაც ვერ ვიჯერებ ,რომ ამდენი წლის მერე ისევ ორსულად ვარ.
-ალბათ ნორმალურია
-ექიმმა მითხრა ,რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვისაც ასე დაემართა. ღმერთო ისე ვსაუბრობ თითქოს ავად ვიყო ,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ. იმდენად ვერ ვიჯერებდი ,რომ ამხელა ქალმა ორ თვეზე მეტ ხანს ვერ მივხვდი.
-დაივიწყე ყველაფერი და იფიქრე თქვენს მომავალზე. ქალები შენზე დიდი ასაკის არიან ,რომ თხოვდებიან. ჯერ ოცდაჩვიდმეტის ახლა ხდები. ახალგაზრდა და ლამაზი დედიკო ეყოლება შენს შვილს.
-გიას ყოველთვის სწყდებოდა გული ,რომ მეტი შვილი არ გვიჩნდებოდა. ჩემთვის არასდროს უგრძნობინებია ,მაგრამ მე ხომ ვიცოდი? რომელ კაცს არ უნდა? მერე წლები გავიდა და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ორივემ კი ლოდინში ელენე გავაღმერთეთ და მივეჩვიეთ იმ აზრს ,რომ მის გარდა არავინ გვეყოლებოდა. ახლა ჩვენსავე შექმნილ სტერეოტიპს უნდა ვებრძოლოთ და ახალი ფურცელი გადავშალოთ. ელენეს რეაქციის ყველაზე მეტად მეშინია. მაშინ მარის ამბავი ,რომ გაიგო ისე ეჭვიანობდა. იძახდა მამაჩემის სიყვარულს მართმევსო. ახლა რას იზამს. ახლა რას იფიქრებს ჩემი გოგო ? ღმერთო როგორ მრცხვენია ,რომ ამ ასაკში ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ.
-სულელი ხარ გოგო რისი გრცხვენია. ქმრისგან ხარ ორსულად უკანონო შვილს ხომ არ აჩენ?
-არ გესმის ჩემი და არც გამტყუნებ.
-სამაგიეროდ მიყვარხარ და ის ვიცი ,რომ საწუწუნო არაფერი გაქვს. ყოველთვის საუკეთესსო დედა იყავი და ეს პატარაც ბედნიერია ,რომ შენი შვილი იქნება. იცი?
-რა?
-მაშინ გიას ,რომ შეურიგდი გახსოვს? მარი ,რომ დაიბადა... შენი არ მესმოდა. სულ ვფიქრობდი , რომ შენნაირ თავმომწონე და ამაყ გოგოს არ შეჰფეროდა ისე მოქცევა როგორც მოიქეცი ,მაგრამ წლები გავიდა და მივხვდი ეს ელენეს გამოც გააკეთე. შენი შვილის გამო აპატიე გიას ის დამცირება რაც ქორწინების წლისთავზე მოგიწყო.
-დღემდე არ მჯერა როგორ შევძელი, მაგრამ ახლა არ ვნანობ. არ ვნანობ ,რომ ვაპატიე. ალბათ ეს ჩვიდმეტი წელი რაც ერთად გავატარეთ ჩემთვის და ელენესთვის უფრო ბედნიერი ვერ იქნებოდა ვიდრე მის გვერდით იყო. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ხშირად საყვარელ ადამიანს გულს ვტკენთ ,მაგრამ ...
-არ ვიცი როდესმე თუ შევძლებდი ჩემი ქმრისთვის მეპატიებია მსგავსი რამ. ხომ მიცნობ არა? ბავშვობიდან მიცნობ. ისე ,როგორც ჩვენი შვილები. შენ მეტისმეტად მგრძნობიარე ხარ. მე მეტისმეტად ჯიუტი. მის სიყვარულს და მონატრებას ,რომ მოვეკალი არ ვაპატიებდი. არ შემიძლია ასე მარტივად პატიება. ვიცი შენთვისაც არ იყო მარტივი მით უფრო იმ მდგომარეობაში, მაგრამ ... ვიცი ,რომ მე არ მეყოფოდა ძალა მეპატიებინა.
-ვიცი. იქნებ მკიცხავდი კიდეც თავის დროზე ,მაგრამ...
-გკიცხავდი გულის სიღრმეში.
-ელენეს ნახვა მინდა. ისე ვღელავ მასზე.
-ორი დღეა გული მიგდის. რა გინდა შუა ქუჩაში დაეცე? დაწყნარდი და თუ საჭირო გახდება მე წავალ და გოგონებს მოვინახულებ. ისეთ სკოლაში სწავლობენ არასდროს მაქვს რამის შიში.
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო ყველანაირ სიტუაციაში? _თავი გააქნია თამუნამ
-შენ როგორ შეგიძლია მუდამ ასე შფოთავდე? დაისვენე და მე ვინახულებ ბავშვებს.

ნინი სირბილით წამოეწია დერეფანში მიმავალ ლევანს. აშკარად არ იყო ხასიათზე ,მაგრამ გოგონას დანახვა მაინც ძალიან გაუხარდა.
-ლევან დამელოდე. მინდა ,რომ ვისაუბროთ.
-არ არის საჭირო ჩემთვის რამის ახსნა ყველაფერი ისედაც ცხადია.
-არა შენ არასწორად გაიგე. მოდი სადმე გავიდეთ და მშვიდად ვისაუბროთ. აქ ბევრი ხალხია.
ორივე ეზოში გავიდა და კიბეზე ჩამოსხდა.
-მომისმინე_დაიწყო ნინიმ_ ვიცი ,რომ არასწორია რაც მოხდა . იქ მარტო არ უნდა დამეტოვებინე. სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდი ,მაგრამ. არც ვიცი როგორ გითხრა. მე უბრალოდ არ ვარ ჯერ აისთვის მზად და მიმაჩნია ,რომ ჯერ ადრეა. ვიცი მესმის ,რომ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და აღარც ის დროა ქალები კოჭებამდე კაბით ,რომ დადიოდნენ ...მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება ,რომ შენთან ყოფნა არ მინდა ან გაგირბივარ. მე უბრალოდ არ ვარ მზად ამისთვის ხვდები?
-რათქმაუნდა ვხვდები ნინი. ძალიან მიყვარხარ და არაფერს არ დაგაძალებ. მით უფრო ურთიერთობას. ყველაფერი კარგად იქნება. როცა მზად იქნები...
-მჯერა ,რომ როცა მზად ვიქნები ყველაფერი თავისთავად მოხდება. _ გააწყვეტინა ნინიმ.
-რათქმაუნდა. _მოეხვია ლევანი შეყვარებულს და მაგრად აკოცა.
-აქ რა სცენები გაგიმართავთ? გაკვეთილი არ გაქვთ?_გამოჩნდა კარში ირაკლი
-ვსაუბრობთ და თუ შეიძლება მარტო დაგვტოვეთ._ითხოვა ლეანმა
-ვერ დაგტოვებთ რადგან ამ წუთას არასწორად იქცევით.
-და რას ხედავთ არასწორს?_გაოცდა ნინი
-სკოლაშ ყველას დასანახად კოცნით ერთმანეთს
-მერე რა აქ ყველამ იცის ,რომ შეყვარებულები ვართ და არა მარტო აქ ჩვენმა მშობლებმაც იციან. _ არ ჩამორჩა ლევანი.
-სხვათაშორის თუ არ მეჩვენება დედაჩემი უნდა მოდიოდეს._გაიცინა ნინიმ და დაინახა ,როგორ დადგა ეზოში ვანდას მანქანა. ქალმა სწრაფად ამოირბინა კიბეები და შვილს მოეხვია.
-ნინი საყვარელო როგორ მომენატრე. გამარჯობა!_ხელი ჩამოართვა ლევანსაც.
-დედა არ გელოდით
-საშინელი წესია ,რომ ამ სკოლაში მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოსვლა _ ჩაიბურდღუნა ირაკლიმ
-უკაცრავად... _ჩაეძია ვანდაც._ჩემი შვილის ნახვას ვერც ერთი თქვენი წესი ვერ დამიშლის და თუ შეიძლება ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ.
-სხვათაშორის თქვენს ქალიშვილს ახლახანს ვაძლევდი შენიშვნას უზნეო ქცევისთვის.
-რომელი უზნეო ქცევისთვის?_აღშფოთდა ვანდა და ქალიშვილს გადახედა.
-საჯაროდ ,რომ ეკიდება კისერზე ამ ვაჟბატონს.
-ის ჩემი შეყვარებულია და დედაჩემმა ეს ამბავი იცის.
-თუ შეიძლება სისულელეებზე ნუ მომაცდენთ და შვილთან საუბარი მადროვეთ ისედაც ცოტა დრო მაქვს. რატომ გიკვირთ ,რომ შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან. შეყვარებული არასდროს გყოლიათ თუ მისთვის არასდროს გიკოცნიათ? _ქალი ნინის მიუბრნდა და მოფერება დაუწყო. ირაკლი აიმრიზა და იქაურობას მოშორდა.
-ვერ ვიტან ამ კაცს _თქვა ნინიმ
-საყვარელო თქვენც ეცადეთ მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
-და მივახვედროთ ,რომ მაგის გვეშინია? რადგან მასწავლებელია ჩვენს პირად ცხოვრებაში არ უნდა ეჩრებოდეს. _თქვა ლევანმა.
-ნინი რამდენი გაკვეთილი დაგრჩათ?
-ერთი
-სახლში წამოხვალ? ამ შაბათ-კვირას მინდა ჩვენთან წავიდე . კარგა ხანია ჩემს სახლში ღამე აღარ გამითევია
-დედა რატომ გადასახლდი თამუნასთან? ხომ ხართ კარგად?
-კი, ყველაფერი რიგზეა. შენ მაგაზე არ იჯავრო. ელენეს მონახულებაც მინდოდა და...
-კარგი მე წავალ და საუბარში ხელს არ შეგიშლით. _თქვა ლევანმა და წავიდა
-ელენე ღელავს იმის გამო ,რომ დედამისმა არ მოაკითხა. დედა თამუნა ხომ კარგადაა?
-რაღაც პრობლემები აქვს და მერე თვითონ აუხსნის შვილს. შენ ნურაფერს ეტყვი.
-დედა ეს გია ბიძიას მანქანა არ არის?_ ვანდას ზურგს უკან გაიშვირა ხელი ნინიმ
-აქ რას აკეთებს?_გაოცდა გაქლი. გიამ კი სწრაფად ამოირბინა კიბეები და დედა-შვილს მიესალმა.
-ნინი როგორ ხარ შვილო?
-კარგად თქვენ? ელენესთან მოხვედით? მთელი დღე იმას გაიძახის დედამ არ მომაკითხა და ნეტა ხომ არის კარგადო.
-ყველაფერი რიგზეა ,მაგრამ ამჯერად მარისთან მოვედი.
-მარისთან?
-ჰო სად შეიძლება ვნახო?
-ან ოთახსი იქნება ან სამკითხველოში.
-კარგი მე შევალ და ორივეს ვნახავ.

VVV

-დაჩი მე სახლში მივდივარ დღე_თავზე დაადგა დიანა სამკითხველოში მჯდომ დაჩის.
-ხომ თქვი არ მივდივარო?
-მამამ დამირეკა პანსიონში მივდივარ და გამყევიო. ჩემი ძმა არ მიჰყვება და... არც მე მინდა წასვლა ,მაგრამ მამას უარს ვერ ვეტყვი.
-გინდა წამოგყვე?
-არა , იქ არც ისე კარგი სიტუაციაა. ხომ გესმის არა? ყველა აფრენს... დედაჩემივით...
-მაპატიე ,მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ხარ დედაშენის მიმართ ასე აგრესიულად განწყობილი. ვიცი ჩემი საქმე არ არის ,მაგრამ...
-იმიტომ ,რომ ვერ ვიტან. მაგის დამსახურებაა სახლიდან ,რომ მომისროლეს და ამ ციხეში მიკრეს თავი.
-კარგი რა ქვეყნის საუკეთესო სკოლაში სწავლობ. ამაზე ბავშვები ოცნებობენ
-მე არ ვოცნებობდი. ცეკვაზეც დამანებებინეს თავი და ოჯახსაც მომაშორეს. ძალიანაც მიხარია რაც დაეართა
-მაშინებ გოგო ხანდახან...
მე დამაბრალა ის რაც დიმას დაემართა. გეგონება მასზე მეტი ჭკუა მქონდა. მამაჩემს არწმუნებდა ,რომ ჩემი ბრალი იყო დიმას სიკვდილი,მაგრამ არ გამოუვიდა.
-შენ რა შუაში ხარ.
-სულ იმას ამბობდა დიანას ,რომ გაემხილა გაპარვას აპირებდნენ ეს არ მოხდებოდაო. მერე სანამ საბოლოოდ შეიშლებოდა სახლში ვეღარ მიტანდა და მამაჩემი იძულებული გახდა აქ გადმოვეყვანე. დედა პანსიონში გადასაყვანი,რომ გახდა მამას უნდოდა სახლში დავებრუნებინე ,მაგრამ მერე მე თვითონ ვუთხარი უარი. იქ ცხოვრება აღარც მე მინდოდა.
-ვერ ვიჯერებ ,რომ დედაშენმა ასეთი რამ დაგაბრალა ცამეტი წლის ბავშვს.
-ვერც მე მაგრამ დრო გავიდა და ახლა მაგრად მკიიდია მაგის აზრი. მაგრამ არ მინდა მამას ვაწყენინო. ჩემი ძმის და დედაჩემის გამო ისედაც უამრავი რამ გადაიტანა. ვცდილობ ყოველთვის მოვახერხო ,როცა წაყოლას მთხოვს. საერთოდ ვცდილობ უარი არაფერზე ვუთხრა.
-კარგი გადაწყვეტილებაა. სიმართლე გითხრა მშობლებთან მეც მიჩირს. გაშორებულები არიან და ხან ერთთან მიწევს ამბების გარჩევა ხან მეორესთან. ხან ერთი მექაჩება მისკენ ხან მეორე. ძალიან შემაწუხებლები არიან და აქ დარჩენა მირჩევნია ხოლმე. ან მეგობებთან.
-მშობლებთან პრობლემები საშინელებაა. კარგი მე წავედი მამა მელოდება. ორშაბათს გნახავ_საათზე დაიხედა გოგონამ ,შეყვარებულს აკოცა და სწრაფად წავიდა.


vvv
-მამა მარისთვის სიმართლის თქმა გადაწყვიტე?_შეშფოტებული სახით იკითხა ელენემ
-ჰო საყვარელო და დედაც თანახმაა.
-დედაც? რა უცნაურია. ხომ არის კარგად?
-ჰო კარგადაა. შენ სახლში წადი და დედას ესაუბრე. მე მარისთან ერთად წავალ.
-გია ბიძია მეძახდით?_მოვარდა მარი ,რომელსაც უკვე ჩანთა გადაეკიდა
-ჰო გეძებდი. სახლში წაგიყვან
-თქვენ?_გაუკვირდა გოგონას. მიუხედავად იმისა ,რომ ის და ელენე წლებია მეგობრობდნენ ჯერ არ ახსოვდა გიას როდესმე სახლში წაეყვანა
-ელე შენ სახლში წადი კარგი?
გოგონამ თავი დააქნია. გიამ მარი მანქანაში ჩაისვა და მისი სახლისკენ აიღო გეზი. გზაში არ უსაუბრიათ. მარი მორიდებულად იჯდა და ელოდა ნაცნობი ჭიშკრის გამოჩენას. არც ამას დაუგვიანია დიდხანს. კაცმა მანქანის კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა. როგორც კი სახლში შევიდნენ ინგა მათ ერთად დანახვაზე დაფრთხა. მიხვდა რაც ხდებოდა და რის თქმასაც აპირებდა კაცი. თვალები დაუბრიალა ,მაგრამ გიას ყურადაც არ უღია მისი საქციელი.
-დაჯექი მარი შენთან სალაპარაკო მაქვს
-ჩემთან? მოხდა რამე?
-დიახ, მოდი დაჯექი საყვარელო . მე და დედაშენს საქმე გვაქვს.
-დედაჩემს? თქვენ და დედაჩემს?
-ჰო, ინგა მოდი დაჯექი და ვისაუბროთ ,როგორც ცივილიზებულმა ხალხმა.
-ხომ გითხარი ,რომ ამაზე არ ვარ თანახმა?_ქალმა ტილო მაგიდაზე დაახეთქა და გიას შეუბღვირა.
-მე კიდევ გითხარი ,რომ მოცდას აღარ ვაპირებ. უკვე ისედაც დიდხანს ვიცდიდი. მარის უფლება აქვს სრული სიმართლე გაიგოს.
-რომელი სიმართლე? _გაოცდა მარი და ხან გიას გახედავდა ხან დედას.
-არანაირი სიმართლე არ არსებობს _არ დანებდა ინგა.
-არსებობს და უფლებას გაზლევ აირჩიო შენ ეტყვი თუ მე გავაკეთო ეს. მე ამ ამბავს აღარ გადავდებ.
-არა-მეთქი. დასრულდა ყველაფერი. მინდა ყველაფერი ისე იყოს ,როგორც ახლაა
-გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს რა ხდება?_აღმოხდა მარის. რა გაჩხუბებთ? ერთმანეთს მტრებივით რატომ უყურებთ?
-იმიტომ ,რომ ასეცაა_ დაიღრიალა ინგამ
-რომელი მტერი დედა. რა გჭირს.
-ესაა ის კაცი ,რომელმაც ცხოვრება დამინგრია.მეც და შენც
-ნუ ურევ ერთმანეთში ტყუილს და მართალს_დაუყვირა გიამ
-რა არის ტყუილი?
-რომელი ტყუილი ? რაზე საუბრობთ?
-სიმართლის თქმა გინდა? მე ვიტყვი სიმართლეს. სრულ სიმართლეს
-ინგა გეყოფა..._ისევ აუწია ხმას გიამ
-ეს კაცი მამაშენია. კაცი ,რომელმაც ჩვიდმეტი წლის წინ ცოლის გამო მიმატოვა. შენზე ორსულად ვიყავი როცა მიმატოვა. შენი ნამდვილი გვარი ჯავახიშვილია.
-რაა?_ყურებს ვერ დაუჯერა მარიმ. იგრძნო როგორ დაეგუმა სმენა და თავბრუ დაეხვა. ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს. ორივესგან შვებას ელოდა ,მაგრამ არც ერთი უარყოფდა წამის წინ ნათქვამს და არც მეორე. ფეხზე წამოხტა დარაღაცის თქმა დააპირა ,მაგრამ ვერ შეძლო. ხმა არ ქონდა და აღარც აზროვნება. მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში ''ტყუილი ''

___
მოგესალმებით
რადგან საიტს პრობლემები ჰქონდა არ ვდებდი ახალ თავს
მალე ყველაფერი ძველებურად იქნება
მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებას



№1  offline წევრი naomikhad

ძალიან მაგარია *^*

 


№2  offline წევრი cancara

კაირგია კარგი მალე დადე

 


№3  offline წევრი lisebeth

naomikhad
ძალიან მაგარია *^*

cancara
კაირგია კარგი მალე დადე

მადლობა ყველას love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent