შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასროლა (4თავი)


26-09-2015, 18:39
ავტორი MyLove
ნანახია 3 349

4თავი
თინათინი

ჩვენი ერთი „გაგულავება“ მძიმედ დამიჯდა.
ყოველ ორ წუთში ერთხელ მაცემინებდა და თვალებს ძლივს ვახელდი. ცრემლები მოქვითინე ქალივით მომდიოდა თვალებიდან. ამას ემატებოდა სამეცადინოს ზენიტული ზომა და საშინელ დღეში ვიყავი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში არც გუგა და არც ზაქრო აღარ გვინახავს გოგონებს.
ნანიკო უფრო ხშირად ეხმიანებოდა ზაქროს, და პირიქით. ეს ორი ისე დაცუქცუქობდნენ ერთად ბჟიტებივით, რომ კარგი შეყვარებული წყვილი გეგონებოდათ.
ზაქრო ნანიკოსთან, ნანიკო კი ზაქროსთან ერთად იცინოდა.
არ ვიცი, რა ერქვა მათ ურთიერთობას, მაგრამ ჩემი გოგო ნამდვილად ბედნიერი იყო.
ნელ-ნელა მე და ქეთი ვამჩნევდით, როგორ მოეხსნა კომპლექსები ნანიკოს. სევდა ღიმილმა შეუცვალა. თვალები უფრო გაუბრწყინდა. მგონი, ეს ის იყო, რასაც ჩვენ ვფიქრობდით.
იგივეს ვიტყვი ზაქროზეც. თვალები უციმციმებდა ნანიკოს დანახვისას და ერთ ადგილას ვერ ეტეოდა. გუგასაც მეტი რა უნდოდა? დასცინოდა და დასცინო, ამხელა კაცს ამის მეტი სადარდებელი (მგონი) არაფერი ჰქონდა.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღიზიანდებოდა მარიამის ხსენებაზე და ბოლოს, საერთოდ აღარც ვამბობდი მის სახელს. გონებაში იმდენად ჩამებეჭდა, რომ ჩემი საქმე არ იყო, მასზე აღარც კი ვფიქრობდი.
მასწავლებლიდან რომ ვბრუნდებოდი სადარბაზოში გუგა დამხვდა. ჩვეულებრივზე უფრო სერიოზული იყო. წესიერად არც მომსალმებია, რამაც გამაკვირვა.
- გამარჯობა, -ვუთხარი გაკვირვებულმა. -რამე მოხდა?
- არაფერი. -მითხრა მკაცრად და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
მოწევა როდის დაიწყო-მეთქი, დავუსვი კითხვა ჩემს თავს.
- რაღაც მოხდა! -არ ვეშვებოდი მეც.
- მარიამს დავშორდი.
იმდენად მოულოდნელი იყო მისი აღიარება, რომ ერთ ადგილს მივეყინე და თვალები გამიფართოვდა.
- კი მაგრამ, რატომ? -ლამის თვალები ხელით დავიჭირე.
- ასე იყო საჭირო. ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა, ეს მასკარადი მანამდე უნდა დამესრულებინა.
მისი ტონი იმდენად მშვიდი იყო, რომ მივხვდი, ამაზე სულაც არ დარდობდა. მისი გულის ტკივილი სულ რაღაც იყო.
თვალები იმდენად უშფოთავდა და იმდენად აღელვებული ჰქონდა, რომ ლამის ცეცხლი აგიზგიზდა მათში.
- კიდევ ავად ხარ? -მკითხა ორწუთიანი დუმილის შემდეგ.
- იმდენად აღარ. -ვუპასუხე გულუბრყვილოდ.
- წამლები მოგიტანე, - მითხრა და პარკი, რომელიც ამდენი წუთი ხელით ეჭირა მე გამომიწოდა.
- გუგა.. -თვალებით გადავუხადე მადლობა. -არ იყო საჭირო, მართლა..
- რა იყო საჭირო და რა - არა , მე გადავწყვეტ-მეთქი,რამდენჯერ გითხრა? -წარბები შეკრა.
- რაღაც მოხდა და არ მეუბნები... -ბოლომდე არ მოვეშვი მაინც.
- კაი გეტყვი, ოღონდ ნანიკოს არ უთხრა რა.. -შემევედრა თვალებით.
მაშინვე მივხვდი, რომ ეს საქმე ზაქროს ეხებოდა. ყელში ბურთულა გამეჩხირა.
- რა მოუვიდა ზაქროს?
- არაფერი არ მოსვლია, ღმერთმა დაიფაროს. ჯარში მიდის.
- რატომ? -დავსვი სრულიად უადგილო და უაზრო შეკითხვა.
- ჯარში რატომ მიდიან, თინა? -წარბები შეკრა.
- შენც?.. -იმის წარმოდგენისას, რომ შეიძლება ორივე ასე უცებ გამქრალიყო ჩვენი ცხოვრებიდან და ნამდვილ სასაკლაოზე წასულიყვნენ თავიანთი ნებით, გულზე ცეცხლი წამეკიდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მაგრად მომიჭირეს თითოეულ სისხლძარღვზე ხელი, რომ ჩემი არსებობა შეწყვეტილიყო.
თვალები ცრემლით ამევსო. იმდენად მწარე იყო თითოეული წვეთის მოწყვეტა თვალიდან, თითქოს გულს გაგლეჯენო მკერდიდან.
- მე ვრჩები.
გულზე მომეშვა. ყველა ემოცია ამჯერად ერთად მომაწვა გულზე. წეღან თუ სიმწრის ცრემლები მდიოდა, ახლა სიამოვნებით ვტიროდი და ვიოხებდი გულს.
- რა გატირებს, თინი? -ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და მკლავები წელზე მომხვია. -კარგი რა, ნუ ტირი, რა ვთქვი სატირალი?
- მე მეგონა, ორივე დაგვტოვებს-მეთქი და..
- ჩემი ბავშვი! -თბილად მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.
ვყოფილიყავი მისი ბავშვი, ოღონდ სულ ასე ჩამხუტებოდა, სულ ასე მომფერებოდა. ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, რომელთანაც ჩახუტება ასე მსიამოვნებდა.
- მარიამს როდის დაშორდი, ან რატომ?
- ისევ და ისევ მარიამი.. თვალები გადაატრიალა. მერე მიხვდა, რომ არ მოვეშვებოდი და განაგრძო: -ეს ჩემი სურვილი იყო, უპირველეს ყოვლისა, და თურმე მასაც ნდომებია!
- მე მეგონა გიყვარდა, -ამოვისრუტუნე.
- მეც მეგონა.
- შენ მაგაზე არ ინერვიულო, მერე გამოჩნდება უკეთესი, ვისაც მართლა ეყვარები, ვისზეც იფიქრებ, რომ ის ერთადერთია და მერე ყველაფერი აეწყობა. ბევრი მოგონება დაგრჩებათ, რომლებსაც შვილებს მოუყვებით.. -ვუთხარი გულუბრყვილოდ. -მეც სულ მაგაზე ვოცნებობ. ყოველ ღამე. მერე შენ შენი ოჯახით ხომ მესტუმრები ხოლმე? მეც გესტუმრები, თუ გინდა ბავშვსაც მოგანათლინებ.
- არა-ა, -გაწელა სიტყვა გუგამ. -მე ერთი ნათლული მეყოლება და ისიც ზაქროს შვილი.
- კარგი, მაშინ მე ნანიკოს შვილს მოვნათლავ.
- ქეთისი მონათლე, გული არ დაწყდეს.
- ორივესას მოვნათლავ. -მოვძებნე გამოსავალი.
- მე მინდა, რომ ქეთისი მონათლო და რატომაც მერე მიხვდები. ახლა სახლში წაცუნცულდი. -გაეღიმა.
წინ წაკუნკულებული უცებ უკან მოვტრიალდი და ვკითხე:
- ზაქრო ხომ ეტყვის ნანიკოს სიმართლეს?!
- რა თქმა უნდა, ხვალ აპირებს.. -გაეღიმა.
- ჭკუით! -ამჯერად მე მივაძახე მისი საფირმო ფრაზა და ეშმაკურად ჩავიფხუკუნე.
„რამდენი მაკლია“-მეთქი, გავიფიქრე და სახლისკენ წავცუნცულდი.
.....
მეორე დღეს ზაქრომ შეგვკრიბა ყველანი სკოლის შემდეგ სკვერში. მე და გუგამ მშვენივრად ვიცოდით რაშიც იყო საქმე.
დევდარიანი იმდენად ნერვიულობდა,რომ ხელებიც კი უკანკალებდა. მისმა ხელების კანკალმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემი ნანიკო საიმედო ხელში იყო და ზაქროს გრძნობებზე ეჭვდატანება შეცდომა იქნებოდა.
მისმა ნერვიულობამ ნანიკოც აანერვიულა და ფუმფულა ლოყები შეებღალა. იმდენად ემოციური სანახავი იყო ეს ყველაფერი, რომ იქ ვერ გავჩერდი და ნაციებივით გამოვვარდი გარეთ.
ნაბიჯების ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, გუგა გამომყვა. ერაძის ნაბიჯების ხმაც კი დაზეპირებული მქონდა.
- ასე რატომ ნერვიულობ? -გაეღიმა მას.
- ნანიკო მეცოდება. -ამოვისრუტუნე, -ისე ბედნიერი იყო, ისეთი მხიარული.. ახლა ძველი ნანიკო დაგვიბრუნდება, მოწყენილი და ცხვირჩამოშვებული. ზაქროს გარეშე ვერ წარმომიდგენია.
- კარგი რა, ვაჟკაცია ეგ სვანი და მალე დაბრუნდება. სრულიად უვნებელი. -მამშვიდებდა გუგა.
- ჩამეხუტე რა! -ეს ვედრება კი არა, ბრძანება უფრო იყო.
მას არც დაუყოვნებია. ორი წუთითაც კი! ისე მალე მომიქცია მკლავებში და ისე გამეტებით ჩამიკრა გულში, რომ დავმშვიდდი. სულიერ სიმშვიდეს მანიჭებდა მისი ჩახუტება. თავს დაცულად კი არა, უზრუნველად ვგრძნობდი.
(ამას ჯერ კიდევ მეგობრობად ვთვლიდი..
მაშინ მეგონა, რომ ეს უბრალოდ მეგობრული ჩახუტება იყო. მეგონა, რომ ამას ყოველი მეორე აკეთებდა და ყველა მსგავსად გრძნობდა თავს.
ვცდებოდი და ამას დიდი ხნის შემდეგ მივხვდი.)
- კიდევ კარგი, შენ რომ არ მიდიხარ, -ვიმშვიდებდი თავს.
მერე ქეთიმაც დატოვა სკვერი და ჩვენკენ წამოვიდა გაკვირვებული სახით.
- თქვენც?
- რა ჩვენც? -ვკითხე გაკვირვებულმა და წარბები შევკარი..
- თქვენც ერთად ხართ?
- არა, რა სისულელეა.. -შევიცხადე მე. -არ შეიძლება მეგობრები ერთმანეთს ეხუტებოდნენ?
- ჯანდაბას თქვენი თავი, -ხელი ჩაიქნია ქეთიმ. -მოკვდება ნანიკო ტირილით.. -სახე მოეღრუბლა.
- გამოიძახეს, თორემ არ იყო წამსვლელი. -მეგობრის გამართლებას ეცადა გუგა.
- მალე დაბრუნდეს, თორემ ჩავაკითხავ და ყურით ჩამოვათრევ. ამდენი ტირილით ჩემი ფუმფულიკა გოგო დამისუსტდება და ვის ვუჩმიტო ხოლმე გვერდებზე მერე?
- მართლა ქერა ხარ, რა..-გამოვაჯავრე „თეთრთავიანი“ დაქალი და დავეჯღანე.

.....
ზაქროს გაცილების თემა საერთოდ ძალიან ემოციური გამოდგა.
ერთი წუთითაც ვერ მოვაცილეთ ნანიკო დევდარიანს. ეს უკანასკნელიც წურბელასავით ეკროდა და არ ცილდებოდა. გამალებით კოცნიდა ლოყაზე და ცრემლიან თვალებს უშრობდა. რაღაც სიტყვებს ეჩურჩულებოდა და თავზე ხელს უსვამდა.
ასეთი ნანიკო ჯერ არ მინახავს.
ნანიკო ჩვენ სამეგობროში ყველაზე განსხვავებული გოგო იყო. მე და ქეთი უფრო გიჟები და მოხერხებულები ვიყავით. ნანიკო კიდევ საოცრად დაბდურა, მოუხერხებელი და გულუბრყვილო იყო. ნებისმიერ წამს შეგეძლოთ მისი მოტყუება. ყველაზე კარგი თვისება (შეიძლება) ისიც კი იყო მისი, რომ არ შეეძლო ბრაზის გულით ტარება დიდხანს. პირიქით, იშვიათად ბრაზობდა და ღიმილით გვპატიობდა ხოლმე დანაშაულს.
საოცრად კომპლექსური იყო ნანიკო. მოკლე კაბა ან ზედმეტად მოტმასნული შარვალი მის ტანზე არავის უნახავს. ყველა დეტალს განიცდიდა, რის გამოც ხშირად ტიროდა და მოთქვამდა.
მაინც სხვანაირად კეთილი და კარგი ადამიანი იყო ნანიკო. თბილი და სათნო ურთიერთობებით გამოირჩეოდა.
ვერ წარმომედგინა უკვე ზაქროს გარეშე. ისეთი ლაღი იყო სულაძეების ასული, ისეთი ხალისიანი..
ძლივს მოვაცილეთ დევდარიანს, თორემ ლამის თვითმფრინავს გაესწრო მისთვის.
შორიდან დავინახე, როგორ მოიწმინდა ზაქრომ თვალებიდან ცრემლები.
ეს იყო ნამდვილი სიყვარული!

....
ვგრძნობდით, როგორ უფერულდებოდა ნანიკოსთვის ცხოვრება. თითქოს ყველა სიკეთე და იმედი თან წაიღო ზაქროს წასვლამ.
თითქოს ქილაში ჩადებული გული გაატანაო სულაძემ დევდარიანს.
სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი მოსწავლე დაბნეული დადიოდა. ნაკლებ ყურადღებას გვაქცევდა და უმეტეს შემთხვევაში მარტო ყოფნა სურდა.
მისი მდგომარეობა გულს მტკენდა.
დღე არ გავიდოდა გუგა არ მენახა და ჩემი გულის ტკივილი არ გამეზიარებინა.
ისიც შემოდიოდა ჩემ მდგომარეობაში და მამშვიდებდა.
- თინი, ხვალ შენ, ქეთი და ნანიკო ჩემთან ვერ ამოხვალთ? -მკითხა უეცრად.
- რა ხდება ხვალ? -ვკითხე გაკვირვებულმა და წარბი მაღლა ავზიდე.
ყოველთვის ეღიმებოდა ჩემს ამ მიმიკაზე და საერთოდ.. ჩემზე ყოველთვის ეღიმებოდა.
- ჩემი და ზაქროს საძმაკაცოს გაგაცნობთ.. იქნება ქეთიმაც გამოკრას ვინმეს ხელი! -ჩაიხითხითა მან.
- ქეთი სამუდამო შინაბრობას უწინასწარმეტყველებს მის თავს და ვინმე ჰერკულესისნაირი თუ გამოჩნდება, ვინც მის გამო ყველას დაბეგვავს, შეიძლება, გადაწყვეტილება შეცვალოს. -ჩავიცინე.
- ეგ რა სადისტი ყოფილა. -დასცინა გულბიანს.
- ჩემთან ჩემ დაქალზე ეგრე ნუ ლაპარაკობ, „დსმაო“! -წავეჭიმე მე.
- ნუ მეჭიმები პაჭიკოს გარმონივით, რაა.. -უემოციოდ მითხრა.
„პაჭიკოს გარმონის“ გაგონებისას ისტერიული სიცილი წამსკდა და მგონი, მთელმა უბანმა გაიგონა ჩემი წიკვინი. მუცელზე ხელს ვიჭერდი და ვცდილობდი,რაც შემეძლო ხმადაბლა გამეცინა,რადგან ვიცოდი, ბოლოს შემრცხვებოდა ჩემი საქციელის გამო.
მერე რომ წარმოვიდგენდი პარალელს ჩემსა და პაჭიკოს გარმონს შორის კიდევ მეცინებოდა.
ჩემ სიცილზე გუგასაც გაეცინა და ასე ვროხროხებდით, დაახლოებით, 10 წუთი.
- კარ..კარგი, -ხელი ჩავიქნიე მე და მუცელზე ხელი მივიჭირე, იმდენად მტკიოდა უკვე.. -რომლისთვის ამოვიდეთ?
- შვიდისთვის... -მკითხა დაფიქრების შემდეგ.
- წავედი, მაგვიანდება ბიოლოგიაზე.

.....

რაც ვიცოდი, ყველა ინფორმაცია მივაწოდე გოგონებს გუგას მოპატიჟების შესახებ.
პირველი შემთხვევა იყო, ამდენი ხნის განმავლობაში, ნანიკო უპრობლემოდ რომ დაგვთანხმდა.
მიზეზის აღიარებისთვის მთელი დღე ვეჯიჯღინებოდით მე და ქეთი, მაგრამ მგონი ესეც გაასვანა იმ სვანმა და მტკიცე უარზე იდგა.
ზოგჯერ როგორი საზიზღარი ასატანია კატეგორიულობა!!
რუსულის გაკვეთილზე მისი ტელეფონი ჩემით ჩავანაცვლე და უდარდელად დავიწყე მესიჯებში ბოდიალი.
ზაქროს უკანასკნელი მესიჯი რომ წავიკითხე , ლამის შუა გაკვეთილზე დავიწყე შინაბერა ქალივით ბღავილი.
„sheni guli mand ki ara ai aq micems.. miyvarxar”
რამხელა სიამოვნებაა მსგავსი სიტყვების საყვარელი ადამიანისგან მოსმენა..
როცა დროსაც და მანძილსაც არ შეუძლიათ თქვენი დაშორება, მაშინ დაიჭირეთ თავი ამაყად.. ამ გრძნობას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი.
- რა საყვარლობააააა! -დავიყვირე შუა გაკვეთილზე და როცა გავაცნობიერე თუ სად ვიყვი და რა მდგომარეობაში, საკუთარი თავი დავწყევლე ასეთი ჩერჩეტობების ჩადენა რომ შემეძლო.
- იზვინიწე, -ვუთხარი გამეხებულ მასწავლებელს ხმადაწვრილებულმა და ლამის მაგიდის ქვეშ შევძვერი.
ნანიკო მიმიხვდა ჩადენილს და ავის მომასწავლებლად გამიღიმა. „დღეს ჩემი დღე ნამდვილად არ არის“..
ჩავიქირქილე გულში და ახლა ნამდვილად ვინატრე სიკვდილი.
ზარი დაირეკა თუ არა, მაშინვე წამოვხტი ფეხზე და თავის მართლება დავიწყე:
-არ მოკლა შენი შტერი დაქალი, არ იცოდა რას იქმოდა.. აუ, არა და რა საყვარლობაა მაინც რა! -ტაში შემოვკარი მე.
-ახლა მაგაზე უნდა დამცინოთ? დღეს მაინც არ გავბრაზდები! -ამოიბუზღუნა და ალბათ მემილიონედ გადაიკითხა ის ერთადერთი მესიჯი და მისთვის ცხოვრების აზრი.

......

ფიზიკიდან პირდაპირ გუგასთან წავცუნცულდით გოგონები, თან გზაში ამ ვიზიტის შესაძლო მიზეზებს ვთვლიდით.
-რაც იქნება - იქნება! ტვინი საკმარისად ვიჭყლიტე უკვე, რაა! -ამოვიბუზღუნე და თავზე ხელი შემოვირტყი. ტვინის აჩანჩხალების ხმა რომ გავიგე, მაშინ მივხვდი, რომ ცოტა ზედმეტად წავუთაქე ჩემს თავს.
-ისე, ქეთო, გუგამ შენთვის ჰერკულესი გამოიწერა ამაზონიდან! -გამოვაჯავრე დაქალი.
-მადლობას ვეტყვი! მერე მაგას რომ მივაბეგვინებ, კი არ იცის! -ამაყად ჩაილაპარაკა და იხტიბარი არ გაიტეხა.
ბინაში ასულებს ჰერკულესი არა და კაი „ჯიჯგვი“ ბიჭები კი დაგვხვდნენ.
რაგბისტების თავყრილობაა? გავიფიქრე გულში და თვალებით გუგას დავუწყე ძებნა.
სამზარეულოდან წინსაფარ აფარებული ერაძე რომ გამოვიდა, სიცილი ძლივს შევიკავე. გოგონები მისაღებში დავტოვე და გუგასთან წავედი მისახმარებლად.
-ახლაც არ მეტყვი რა მოხდა? -წარბები შევკარი მე.
-მილოცავ დაბადების დღეს? -გაიკრიჭა უცებ.
-უზრდელო, მაიმუნო და მატყუარავ, -შევიცხადე პირდაღებულმა, -რატომ არ მითხარი?
-მაპატიე, თინი.. სიურპირიზი მინდოდა გამეკეთებინა!
-რამ აგაცეტა ეს ოცდაორი წლის კაცი? -დავცინე და სავარაუდოდ სალათისთვის გამზადებულ გასაცოდავებულ პომიდოს შევხედე. -არა, სამზარეულო შენი საქმე არ არის, ქეთია გამოუშვი რა!
-ქეთო, შეფი გეძახის! -გასძახა გოგონას.
-მიბრძანდით, თუ შეიძლება, -წარბი ავუწიე.
-ჩუმად, თორემ სამუდამოდ დაგიტოვებ აქ! -დამემუქრა და დამტოვა ქეთიასთან ერთად სამზარეულოში.

..........
30 წუთში დავტოვეთ სამზარეულო და სუფრა გავშალეთ. ნანიკო აშკარად ზაქროზე ესაუბრებოდა გუგას რომელიღაც ძმაკაცს.
მე და ქეთია კიდევ კარუსელივით ვტრიალებდით სუფრის ირგვლივ.
„მაგრები ხართ, გოგოებო!“
„შეგიშვებთ კაცი ოჯახში!“ და უამრავი ასეთი ფრაზა გვესმოდა მე და ქეთოს.
ერთმა ჰერკულესის შვილმა დაასო ჩემს ქეთიას თვალი, ესეც გრძნობდა და არ იმჩნევდა. აქ კიდევ ერთი ალი აგიზგიზდებოდა...

ნახელავებიც მოგვიწონეს. იუბილარის გვერდით მე მომიწია საპატიო ადგილის დაკავება.
გამომხედავდა ხოლმე გუგა და გამიღიმებდა.
უეცრად ნანიკომ Bob Dylan - Make You Feel My Love ჩართო და ბრილიანტი აზრი მომივიდა თავში.
გუგას გავხედე და ვუთხარი:
-ნება მომეცი, ცეკვა გაჩუქო იუბილეზე, უარი არ მიიღება! -ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
-არ ვცეკვავ, -მითხრა გაშტერებულმა.
-არც მე, მაგრამ შენ გამო დათმობაზე მივდივარ.. -თვალებში ჩავაშტერდი.
არ ვიცი, მმგონი მომეჩვენა, მაგრამ დააბნია ჩემმა დაჟინებულმა მზერამ..
-ჯანდაბას, ჯიუტო! -ამოიბუზღუნა და ფეხზე წამოდგა.
.......................................
შემიფასეთ :)))
მადლობა ყველას ვინც აკომენტარებს (არავინ იწუხებს თავს მარა მაინც :დ )
გუგაა ფოტოზეე



№1  offline წევრი nigita

Pirveli var :D dzalian magari tavi iyo :D

 


№2  offline მოდერი MyLove

nigita
Pirveli var :D dzalian magari tavi iyo :D

მადლობაააააა <3
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline მოდერი ელი

აი თურმე რატომ ჩამაცივდი წყნარი საცეკვაო სიმღერა მითხარიო შე ეშმაკის ფეხოო :დ ჩემი გოგო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო. ველი შემდეგ თავს და ჰო...მე შენ მიყვარხარ ! <3

 


№4  offline მოდერი MyLove

ელი
აი თურმე რატომ ჩამაცივდი წყნარი საცეკვაო სიმღერა მითხარიო შე ეშმაკის ფეხოო :დ ჩემი გოგო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო. ველი შემდეგ თავს და ჰო...მე შენ მიყვარხარ ! <3

ჩემი გული ხარ...
აბა მე სხვას ხომ არ ვეცეკვებოდი, მაშ??
მიყვარხარრ
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი eni

ვაუ კარგია ძალიან თბილი ისტორიაა გაგრძელე მომწონს საშინლად <3 <3 <3

 


№6  offline წევრი Firefly

კაიაააა ძაააან
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent