შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ახალი ეტაპი (6 დასასრული)


27-09-2015, 18:35
ავტორი sllakhh
ნანახია 3 821

ისევ ისე ვიყავი გაღიმებული, ნიკას გავხედე რომლმაც უპრობლემოდ გაშიფრა ჩემი ღიმილის მიზეზი, მაგრამ სახეზე არანაირი ემოცია ეტყობოდა.
ჩემი გაგიჟება უნდა ამას!
-ბიჭო დემე,ამ ბავშვს ასმევ დღეს?-როგორც ჩვევია დაიწყო გიორგიმ მისებური,თვალები მობეზრებულად გადავატრიალე
-ნწ,ეგ ბავშვი ხვალ დილით უნდა ადგეს სკოლაში წავიდეს და მერე მასწავლებლეთანაც.-დემე თან მე მიყურებდა თან გიორგის ელაპარაკებოდა,მზერით მეუბნებოდა -მე არაფერ შუაში ვარო.
-ვიჩაგრები რა-რაც შემეძლო ნაწყენმა გავეცი პასუხი ორივეს.
-დაურეკე მერე შენს "ძევაჩკებს"-იპოვა გამოსავალი დუდამ.
-ცოტაც -ხელით მანახა რამდენი იყო ცოტა გიორგიმ-გაუძელი და მერე ბანკეტში ვიგულაოთ, აჰ თუ ხო მე მომტეხე მაგ პონტიდან-თითქოს ნაწყენმა გაიხსენა.ჩაფიქრებულის მზერა მიიღო, ვიცი მე ამის ეს მზერა, ახლა რაღაც საოცრებას იტყივის-მოვიფიქრე, ბანკეტზე უკეთესი,გაგათხოვებ და ვიგრიალებ შენს ქორწილში.
-მასე ადვილი ,რომ იყოს ამის გათხოვება ამდენი ხანი ასე არ იქნებოდა-ეგრევე ახარხარდა დათო.-არა რა ამათთან ერთად "უცხოებთან"ყოფნა ნამდვილი სირცხვილია!
-თქვენ ნახეთ პროსტა აწი "ვაფშე" ყველა პონტიდან თუ არ "მოგტეხოთ"-პარალელურად მობილურს დავხედე,გოგოების პასუხი იყო"მალემოვალთ".
გიორგის მგონი გაახსენდა მარტო ჩვენი "სასტავი"რომ არ ვიყავით და ბიჭებს მიუბრუნდა
-არა,საზიზღარი ბავშვი კი არის, მაგრამ მთლად ასეც არა,უბრალოდ ვგიჟდებით ამის გაბრაზებულ სახეს ,რომ ვუყურებთ , თორე ამის გამო ნებისმიერს დავლეწავთ ძვლებში.-მისი მომხიბვლელი ღიმილიც დაამატა მეტი დამაჯერებლობისთვის.
თავი გავაქნიე იმისნიშნად ,რომ არაფერი ეშველებოდათ.არადა ,რომ კითხოთ მე ვარ ბავშვი და თვითონ დიდები.
მეორე "სასტავს"გავხედე და ვანიშნე უბრალოდ ყურადღება არ მიექციათ.ისე კიდე კაი აქამდე ვიცნობდი.თორემ ეს ,რომ ყოფილიყო მათი გაცნობის დღე ნამდვილად არ დავტოვებდი'თ სახარბიელო შთაბეჭდილებას.
-ბავშვი,მოგივიდა "დაქალოჩკები"აღარ იქნები დაჩაგრული
-შენ ისედაც ვერ დამჩაგრავ-როგორც მჩვევია მართლა ბავშვივით დავეჭყანე.
-აჰა ხო ვამბობ ბავშიათქო-და ისევ მისი გამარჯვებული სიცილი.
-ბარო ლოთებო-გოგოები ერთხმად მიესალმენ"ჩემს ბიჭებს",მაგრამ როგორც იქ ნაცნობი სახეები დალანდეს გაკვირვება შეეტყოთ-უი,გამარჯობათ-და მორიდებულად გაუღიმეს.
-გამარჯობა
-უფ, არმიყვარს აი ეს მომენტი,ამიტომ მოდი გაგაცნობ-მოკლედ ერთმანეთისთვის გაცნობა დათომ იკისრა.
ანასტასია გვერდით დამიჯდა და ისეთი მზერით გადმომხედა მივხვდი,როგორც კი მარტო დამიხელთებდა ეგრევე ყველაფრის დაფქვა დამჭირდებოდა,მაგრამ არც არაფერი რომ არ მომხდარა ისეთი...
-თვალებით გჭამს-ანასტასიამ ნიკაზე მანიშნა.
-შენ,რომ არ გეთქვა ისე ვერ ვამჩნევდი ხო იცი.-ღიმილით ვეპასუხებოდი,არა რომ არ გაეხსენებინა რა მოხდებოდა? არადა ძალიან კულტურულად არ ვიმჩნევდი მის მზერას.
-საზოგადოებაში ჩურჩული ,რომ არ შეიძლება არიცით ხო თქვენ-გიორგი რატომ ვერ ისვენებ?მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში-იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ-ცალი თვალი მოჭუტა და ისე გადმოგვხედა
ტასომ,რომ უდარდელად აიჩეჩა მხრები ,მივხვდი ახლა ეს რაღაცას ეტყვისთქო,მაგრამ რას აზრზე არ ვარ, ამიტომ არანაკლებ ინტერესით მივაჩერდი
-ნიცას მოწონს ბიჭი,ის დავინახე და მასაც დავანახე-ვითომც არაფერი ისე გასხცა პასუხი.
-ვაა,ნიც მერე ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ გოგო შენ,რომ ვიღაც მოგწონს?-თითქოს გაბრაზებული მზერა ქონდა დუდას.
დემე და ნიკა რაღაც უცნაურად ჩუმად იყვნენ. გოგოები ჩუმად ფხუკუნებდნენ.
დანარჩენებს კი ინტერესით სავსე მზერა ქონდათ.
-რასაჭირო არის,ქორწილის წინა დღეს გაგაცნობთ,თორემ როგორც სხვებს ამასაც ტრამვატოლოგიურში ამოაყოფინებთ თავს-ოხ ანასტასია რა თამაშს თამაშობ.
გაურკვეველი მზერა ვსტყორცნე პასუხად კი მხოლოდ თვალის ჩაკვრა მივიღე,ანუ უბრალოდ უნდა ავყვე.
საშინლად არ მომწონდა ის სიტუაცია,რომ უმეტეს წილად საუბარი ჩემზე იყო.
-ბოდიშით დიდებო,ვინაიდან ბავშვი ვარ რომელიც ხვალ სკოლაში უნდა იყოს,ამიტომ უნდა წავიდე.-ყველას დავემშვიდობე.როგორ მინდოდა როგორც სხვებს ნიკასთვისაც ისე მეკოცნა თუნდაც ლოყაზე,ჩახუტებაზე უკვე აღარაფერს აღარ ვამბობ.
-გზაში არ დაიკარგები იმედია-სიცილით მომაძახა გიორგიმ,ეს იმდენს იზამს ერთ დღეს თავს მომაკვლევინებს.
მიხვდნენ კიდე კაი გოგოები და გამომყვენ. ჯერ ანასტასიასთან ავედით
-იტყვი ახლა რა ჯანდაბა იყო ის ყველაფერი იქ ?
-ოჰ,რავერ მიხვდი ახლა ნიკა "დავტესტე"
-რაო მერე რა აჩვენა ტესტმა?
-რადა ,გაცდის სანამ იქნები ეგრე,თორემ ტიპს ეგრევე აწერია შენს მიმართ რა გრძნობები აქვს,თან მისი საძმაკაცოც "რაღაცნაირად"გიყურებნენ, აუ ისე გაბრიელი რა კაი ბიჭია ეე...
-ოო,რავუყო მე საერთოდ ვერ შეატყვე ეგეთი ვერაფერი,მერე ჩემზე რო ლაპარაკობდი ამდენს შენთვის ჩაგეწყო საქმე
-მაგას მერეც მოვასწრებ-უდარდელად თქვა-რას შეატყობ გენაცვალე საერთოდ არ უყურებ,ცოტა გამოიწვიე და ეგაა.
-რო უნდოდეს ეგ გამოწვევის გარეშეც მოვიდოდა,არვიცი რა წავედი მე.
სახლში,რომ მივედი დემე არ დამხვდა.ოთახში ავედი ცოტა დრო გავიყვანე ,მაგრამ ვეღარ მოვერიე დაღლილობას და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.
დილით დემეტრე ჩემი გასაღვიძებელი გახდა,როგორც ჩანს ბევრი დალიეს.
-დემეე ადექი რა დაგაგვიანდება
-მიდი რა ყავა გამიმზადე მანამდე
უარს ხომ არ ვეტყოდი?სანამ თვითონ გაემზადა მანამდე მე გავუმზადე ყავა და დაველოდე მის გამოსვლას
-შენ დილით ეგრე ,რომ ხარ ესეიგი ძალიან ბევრი დალიე
-აუ ჰოო -პარალელურად თავზე ხელს იჭერდა,ისე მაგარი ჯიგარი ბიჭები არიან.
-ჰოვიცი, კაიწავედი მაგვიანდება.
სკოლაში ,რომ მივედი სანდრო არ იყო ,ესეიგი ისიც ნაბახუსევზეა და საერთოდ არ იყო სკოლის ხასიათზე.სანამ მასწავლებლეთან ავიდოდი გადავწყვიტე ჩემს საყვარელ კაფეში შევსულიყავი,შეკვეთას ველოდებოდი არც მეტი არც ნაკლები ნიკა,რომ შემოვიდა.უნდა ვაღიარო გამიკვირდა მარტო,რომ იყო.
თუმცა ეს უფრო საინტერესო აღიარებაა,გული ისე ამიჩქარდა მეგონა ისიც გაიგებდა ხმას.არვიცი რა გამიკეთა ამ ბიჭმა ,მაგრამ შედეგი აშკარაა.როგორმე უნდა გამოვასწორო არსებული სიტუაცია,თორემ ასე დიდ ხანს ვეღარ გავძლებ.
გეგმებს ვაწყობდი გონებაში,როდესაც რეალობას სკამის გამოწევის და ჩემს წინ ვიღაცის დაჯდომის ხმამ მომაბრუნა.არც მეტი არც ნაკლები ნიკა.აღარ მინდოდა მასთან ასეთი ურთიერთობა.
ხმის ამოღებას ვარჩიე უბრალოდ გამეღიმა.საურის წამოწყება მის თავზე აიღო
-აბა ახლა როგორ ხარ?
-და ახლაში რას გულისხმობ?-გაკვირვებული მზერა მივაბყარი.
-რას და შენს სურვილს ,რომ ვასრულებ.
-ჩემს სურვილს ახლა ამ წუთში არღვევ-ისევ იგივეს ვიწყებ,არა არა არა..ასე არ გამოვა!
-დარწმუნებული ხარ?
რამოდენიმე წამი ჩაფიქრებული ვიყავი,აღარ ღირდა ასე გაგრძელება,რამე უნდა მეღონა
-არა-ძვლივს ჩურჩულით ვთქვი,თუმცამას კმაყოფილს ჩაეცინა.ახლოს მოიწია და შუბლზე მაკოცა, ჭკვიანი ბავშვიხარ და იცოდე ჭკვიანად იყავი,არაფერი გააფუჭო-კიდევ უფრო ფართოდ გამიღიმა ,ადგა და წასვლა დააპირა
-ახლა კიდე მალე ქენი,მასწავლებელთან არ დააგვიანო-გაბრუნდა და წავიდა.
დამტოვა ასე, ჰო მიდი ახლა და წადი მასწავლებელთან ან ეს ჭკვიანად იყავი რაღა იყო? სათქმელად ადვილია,რომც მივიდე სულ გაკვეთილზე ვიფიქრებ ხოიცი არა?!
რაუნდოდა საერთოდ ,რომ მოდიოდა,ან მისი ეს ქცევა რა იყო?მართალია დიდად არმინდოდა მასწავლებელთან წასვლა, მაგრამ არც წაუსვლელობა გამოვიდოდა.
სახლში გვიან მივედი,ჯერ კიდევ გაბრუებული,პირდაპირ ოთახში ავედი და ეგრევე ჩემს ფუმფულა საწოლზე დავეხეთქე,მერამდენედ ვფიქრობდი მომხდარზე უკვე აღარც ვიცი.მეგონა მეორე დღესაც ვნახავდი და ისევ ისეთი ურთიერთობა მექნებოდა მასთან.მაგრამ,რომელ ურთიერთობაზე და მეორე დღეზეა საუბარი,როცა სამი კვირა ისე გავიდა თვალითაც კი არ მინახავს.
ყველაფერს დაპროგრამებულივით ვაკეთებდი,სკოლა მასწავლებლები ,სახლი.
საერთოდ გადამავიწყდა მოახლოვებული ბანკეტი და ის,რომ მე კაბა ჯერ კიდევ არ მქონდა მზად.გოგოებიც დიდი ხანია არ მინახავს,მარისთან ავედი რადგან ვიცოდი ყველანი იქ იყვნენ.
-აღარ შემიძლია რა შენი ასე ყურება,ხვალ კაბისთვის წავალთ ბოლო-ბოლო რამდენი ხანი ელოდებოდი ამ დღეს,თან გულს გაადააყოლებ-ეგრევე შეტევაზე გადმოვიდა ელენე ,ნუ რას ვერჩი მართალია.
-ვსო,ხვალიდან ახალი ენერგიით ვბრუნდები,თან გამოცდებსაც მოვითავებ და დავსივენებ
-აუ არვიცი,მაგრამ მიანც მგონია,რომ რამე სერიოზული მიზეზია,აბა ისე უბრალოდ მიზეზით შანსი არაა ასე გამქრალიყო,მითუმეტეს როცა აშკარად სერიოზულად ფიქრობს შენზე(ანასტასია)-მაინც ვერ მოითმინა და ისევ ნიკაზე დაიწყო საუბარი.
-რავი, ალბათ გამოჩნდება ოდესმე
სიტუაციის განმუხტვა ელენემ მის თავზე აიღო
-ბანკეტისთვის რას აპირებ?
-ამ დღეებში,თუ გცალიათ კაბაზე გავიდეთ,თმები და მაკიაჟი სადა მინდა
-კაბის სტილი დაახლოებით იცი?
-ერთადერთი რაც ვიცი მინდა ,რომ გრძელი იყოს-თან მეცინებოდა
-რაღა გვიჭირს ფაქტიურად ვიცით როგორი კაბა ვეძებოთ(მარი)
-აბა რა-ახლა უკვე ერთხმად ვიცინოდით ყველა.
კიდევ ასეთ უაზრობებზე ვლაპარაკობდით ჩემმა ტელეფონის ხმამ ,რომ შეგვაწყვეტინა
-ჰო დემე
-აუ სახლში მოდი რა, ბიჭები ამოვლენ დღეს და რაღაცეები გაამზადე
-მოკლედ შენ ისე ხომ არ გაგახსენდები რა
-მიდი მიდი მალე და მაგ უსაქმურებსაც უთხარი წამოვიდნენ
-ჰო კაი-გოგოებს მივუბრუნდი,ჩემს სახეზე ეგრევე მიხვდნენ რაც უნდა მეთქვა
-წამო,წამო წავიდეთ
-ჯიგრები ხართ რა.
სანამ ბიჭები მოვიდნენ მანამდე ყველაფერი გავამზადეთ.ზარის ხმამაც არ დააგვიანა და გასაღებად წავედი.კარში მდგომი ჩემს ბიჭებითან ერთად თორნიკე,სანდრო და ერეკლე ,რომ დავინახე წარბები გაკვირვებისგან ზევით ავწკიპე.
-ოჰ, ეს ვის ვხედავ..მოდით
-როგორ ხარ ნიც?
-კარგად ბიჭებო თქვენ?-ახლა უფრო გავიაზრე და ის დასკვნა გამოვიტანე ,რომ გაბრიელი და ნიკა აშკარად აკლდათ!
-ჩვენც კარგად-ამასობაში ოთახში შევედით ,სადაც გოგოებიც შეამჩნიეს,ახლა უკვე მათ მიუბრუნდნენ და ისინიც მოიკითხეს.სუფრაზე კიდევ რაღაცეები დავამატეთ და უკვე გაწყობილ მაგიდას მივუჯექით.
ელენე თვალებ მოჭუტული იყურებოდა და ისე ათვალიერებდა გარემოს
-რაიყო ელენე?-როგორც ყოველითვის გიორგი ვერ ეტევა მის კანში.
-ზუსტად არ მახსოვს ,მაგრამ მგონი თქვენ ორი გაკლიათ კიდე ჰო?-არა რას ამბობთ,საერთოდ არ ახსოვს ზუსტად,ისე რას ვერჩი, რაც მე ვერ ვიკითხე ის იკითხა.
-კი ეგრეა,გაბრიელი და ნიკა-მიუგო ერეკლემ და არც ღიმილიანი მზერა დაუნანებია ელენესთვის.
ვინაიდან არ ისურვეს მიზეზის თქმა არ ჩაეძია ელენე. არადა როგორ მაინტერესებდა...
-ისე როდის ჩამოვლენ?-(დუდა)რაო რაო? ჩამოვლენო? ანუ რაგამოდის აქ არ არიან? ეგრევე დავცქვიტე ყურები და პასუხის მოლოდინში მგონი სუნთქვაც კი შევწყვიტე.
-მაქსიმუმ ერთ კვირაშიო, რაღაც უმნიშვნელო საქმე დარჩათ და ეგაა-არხეინად მიუგო ამჯერად თორნიკემ. თან რაგამოდის,ჩემმა ბიჭებმა ასე კარგად გაიცნეს ესენი უკვე,რომ იციან როდის სად დადიან ?მაგარია...
-ისე თქვენ როდის დაამთვრებთ რა ამ სკოლას,დავაწვეთ მერე ერთად დასასვნებლად(ლევანი)
-მალე... იქითა კვირაში უკვე ბანკეტი,მერე გამოცდებსაც მალე მოვრჩებით და ეგაა -სანდრომ გაცა პასუხი და გამოცდების გახსენებაზე გამამხნევებლად თვალი ჩამიკრა.
-ეჰ გამეზარდა ბავშვი-თეატრალურად ჩაილაპარაკა გიორგიმ და არარსებული ცრემლი მოიწმინდა და ყველას გაცინებაც შეძლო.
ახლა თითქოს უფრო ლაღად ვიყავი,რადგან ვიცოდი ამდენი ხანი, რატომ არ ჩანდა ნიკა.მთელი საღამო მხიარულად ვიყავით,ბევრი არ დაგვილევია გოგოებს"ხვალ წავიდეთ კაბაზეოდაა..." აი ბიჭებმა კი იცოცხლე, ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ გავუშვებდი ვერც ერთს,მაგრამ რად გინდა,რომ დაიჩემეს უნდა წავიდეთო შენ გადააფიქრებინებდი? ერეკლეს კიდე საერთოდ სასწაული არგუმენტი წამოცდა
-ახლა არა, ცოტახანში შენს და ნიკას სახლში დავრჩებით ყველაო, ჰო დემე?-და მხარზე ხელი დაარტყა,რასაც თვალის ჩაკვრა მოყვა,აი დემეც ,რომ თავის დაკვრით დაეთანხმა მაშინ გაკვირვებამ პიკს მიაღწია.
ვერაფერს ვამბობდი უბრალოდ ვიდექი და ამ სიტყვებზე ვფიქრობდი,ხომ არაფერი მთვრალი ადამიანის ნათქვამი,მაგრამ მაინც...სიტუაციაა სანდრომ განმუხტვა, თითი საფეთქელთან მიიტანა იმის ნიშნად,რომ ვერაა ესო. თავს შემოვუძახე ჯობდა ამ სიტყვებზე ასე ძალიან აღარ მეფიქრა და რაც დავრწმუნდი,რომ ყველა მშვიდობით მივიდა სახლებში მხოლოდ მაშინ ავედი ჩემს ოთახში. დაღლილობამ მაინც,მისი ქნა და ეგრევე ჩამეძინა.
დილით ანასტასიას წიკვინმა გამაღვიძა
-ხო იცი,რომ დღეს კაბისთვის უნდა წავსულიყავით რა არისრა...ახლა რა მოვასწროთ,ან ეს რა წესი გაქვს მობილურსხმას ,რომ ურთავ.მალე ადექი გაემზადე და წავედით
რაც არ უნდა მეწუწუნა ვიცოდი ,მასთან შანსი არ მქონდა.ძვლივს ავდექი და გავემზადე. წინასწარ ვგლოვობდი დღევანდელ დღეს რადგან ვიცოდი საღამომდე სახლში მოსვლა ამათ ხელში არ მეწერა.
არც შევმცდარვარ, უვკე იმდენი კაბა დაიწუნეს მზად ვიყავი ჩაზომვის გარეშე ნებისმიერი მეყიდა
-აუ რა არის რა, წესიერი კაბა ვერ ვნახე-თან ისევ კაბებს ეძებდა,არა ისე ვერ დავუკარგავ ამ შრომას,ჩემზე მეტად ის ცდილობს იპოვოს "ის ერთადერთი"კაბა-ამ ფიქრებზე კი სიმწრის სიცილი მეწყება.
-ვიცი-ფეხზე წამოხტა მარი ხელები ერთმანეთს მიარტყა და ისეთი სახე ქონდა უეჭველი რაღაც იდეა უნდა მოსვლოდა.-აქ ვერ ავარჩევთ, ერთი ძაან მაგარი მაღაზია ვიცი წამოდით მალე იქ მივიდეთ.
ხომ ვთქვი, ჩვენც გავყევით უკან.არა მაღაზიას აშკარად ეტყობოდა,რომ აქ ნამდვილად ნახავდი კარგ კაბას,მაგრამ იმ დონემდე ვიყავი არც ეს მაჯავრებდა,იქვე პუფი დავინახე და გეზი პირდაპირ იქეთ ავიღე,ვიცოდი მაინც გოგოები აარჩევდნენ კაბას და სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა მანამდე დასვენება გადავწვყიტე.
-ვიპოვეეეეეეე-იმხელაზე დაიკივლა ელენემ თითქმის ყველას ყურადღება მიიპყრო-უი,ხელი პირზე მიიფარა და მორცხვად ჩაიცინა-გოგოებო მოდით
-ეგაა,გაბრწყინებული სახით უპასუხა ანასტასიამ.
როდესაც სამივე ჩემსკენ მომავალი დავინახე ერთი კაბით აი მაშინ დავრწმუნდი,რომ იპოვეს ისეთი კაბა რომელიც აუცილებლად მომეწონებოდა.
გრძელი,ტანზე მომჯდარი და ბოლოში გაშლილი.რასაც ქვია"დამაკვდა"ტანზე და როგორ იტყვიან ზუსტად ჩემს ტანზე იყო შეკერელი.ერთხმად გადაწყდა ,რომ ამ კაბას ვიღებდით.
სახლში ისე მივედი საერთოდ არ მახსოვს. არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება მისაღებში "ვიღაცეები",რომ იყვნენ.პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და მკვდარივით ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა ,თუმცა ის ზუსტად მახსოვს ,რომ ჩემს ოთახში მარტო მეძინა..მაგრამ აბა ეს ვისი ხელია?
გონება დავძაბე,არაფერი ისეთი არ მახსენდება ...საინტერესოა.ვცდილობ ხელის მფლობელისკენ გადავტრიალდე და ვნახო ვინ არის.ისე აქვს მოხვეული ხელი გეგონება გაქცევას ვცდილობდი და რომ არ გავექცე მიჭერსო.ძვლივს გადავტრიალდი და ისე ახლოს აღმოვჩნდი ნიკას სახესთან ახლოს, რომ ხმის ამოღება და მის ტუჩებს შევეხებოდი.
გონება ჯერ კიდევ შოკში იყო, ჯერ იმით,რომ ჩემს ოთახში ჩემსავე საწოლზე გვერდით ნიკა მეწვა,მერე იმიტომ ,რომ ის ხომ აქ არიყო? თან გუშინ არ თქვა თორნიკემ, ერთ კვირაში ჩამოვაო? ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც მანაც ინება და თვალები გაახილა.ჯიუტად მიყურებდა თვალებში და სიჩუმის დარღვევას არცერთი ვაპირებდით,ბოლოს მთელ სახეზე ღიმილი გამოესახა,უფრო მაგრად მიმიხუტა,ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო და ძალიან ხმა დაბალზე ყურთან მიჩურჩულა:
-დაიღალა ჩემი ბავშვი?
-ნიკაა-ძვლივს ამოვილუღლუღე
-ჰოო-ისეთი ტკვიბილი ხმით გამცა პასუხი თან ,რომ არ ვხედავდე ნამდვილად ვერ დავიჯერებდი ,რომ ეს ნიკა იყო
-აქ რაგინდა?
-აბა სად მინდა ნიც?დამიჯერე სადაც საჭირო ვარ ზუსტად იქ ვარ.მგონი ღირდა ეს დრო უშენოდ გასატარებლად, რომ მიხვედრილიყავი და შენი სიჯიუტე დაგევიწყებინა და ყველაფერში გარკვეულიყავი,შენი ხასიათიც ვიცოდი ,რომ პირველ ნაბიჯს არ გადმოდგამდი და ზუსტად ამიტომ ვარ საჭირო ადგილას.
-არმჯერა..
-რა არ გჯერა სულელო?რომ შემიყვარდი? ჰო აი ასე,არვიცი როდის მაგრამ დაუკითხავად შემოიჭერი ჩემში-თან მელაპარაკებოდა თან კისერში სველ კოცნებს მიტოვებდა.-საერთოდ არ ვარ რომანტიკოსი, არც გამომდის მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპრაკი,მაგას მირჩევნია საქმით დაგიმტკიცო ნებისმიერი რამ-აქ უკვე მისი ჩაცინების ხმა მიწვდა ჩემს ყურთასმენას,პასუხად მუჯლუგუნი მიიღო-ეე კაი მეტკინა, ისე მაგარი ჯიგარი ძმა გყავს,მაგრამ რატომაც არა,რა მჭირს ერთი დასაწუნი-მიხვდა მის გამოლანძღვას,რომ ვაპირებდი და ჩემთვის უკვე ძალიან საყვარელი ხერხით გამაჩუმა,როგორ მომნტარებია მისი კოცნა, ჩახუტება,მისი სურნელის ასე ახლოდან შეგრძნება.ამჯერად მეც ავყვევი მანამ ვკოცნიდი სანამ ჰაერი მეყო.
-ჩემი ჯიუტიგოგო, ასე არ ჯობია?-ისევ აგრძელებდა ჩემს კოცნას.-ქვემოთ არიან სხვებიც ჩავიდეთ?
-ჰო-ძვლივს ამოვილუღლუღე, ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი მისი კოცნისგან.
-როგორც იქნა...ესენი ახლა არ გვკადრულობენ და მერე საერთოდ რას იზამენ-სიცილით წამოვიდა ჩემსკენ გაბრიელი თან გადამკოცნა და მომიკითხა.
სხვებიც ვნახე ის იყო სავარძელში უნდა დავმჯდარიყავი,ნიკამ ხელი რომ მომკიდა და მის კალთაში ავღმოჩნდი,დემესკენ გავიხედე მისი რეაქცია მაინტერესებდა თუმცა არც არაფერი,უბრალოდ თვალი ჩამიკრა...ნეტა რა უთხრა ასეთი, ადრე ვინც ოდნავ მომიახლოვდებოდა მეორედ ვეღარ ვნახულობდი და ახლა...ჰმ,რას ვიზამთ,ვერც ვერაფერს.
-მეტის ღირსი ხარ რა, აეგრე გეკუთვნის,ჯერ ხომ ჩემი გაზრდილია მაგრამ მაინც მომტეხა ბანკეტიდან და ახლა შენც დარჩი ხახა მშრალი-ჩვენი მასხარაც ფორმაშია-ჯიგარი ხარ ნიკუშ,ჩემს მაგივრად იძიე შური, აეგრე.
საშინლად კარგ ხასიათზე დავდექი მათ შემხედვარე. გვიანი იყო,რომ წავიდნენ.ერეკლე მომიბრუნდა კარებში და ნიშნისმოგებით გადმომხედა
-აჰა,ხომ გითხარი,საერთოდ არ მიბოდიალა გუშინ-ყველაფერი გამახსენდა და ბედნიერებისგან გამეღიმა.ბოლოს ნიკა გავაცილე,არმინდოდა წასულიყო-ცოტაც და სულ ჩემთან მეყოლებიო.
მეორე დღესვე მოვუყევი ჩემს გოგოებს ყველაფერი. აჟიტირებულები იყვნენ,აჰა ხომ ვამბობდითო,ყველაზე მაგარი სიძე გვყავსო.
რორც იქნა ბანკეტის დღეც დადგა, თმები უბრალოდ ბუნებრივად გავიშალე,მკრთალი მაკიაჟი და ჩვენი "ძვლივს"ნაპოვნი კაბა.საღამოსთვის უკვე მზად ვიყავი,ჩემი მეწყვილე კი ნიკა იყო. გიორგი მაინც აგრძელებდა მისას და იმას გაიძახოდა "მე უნდა ვიყო ახლა მანდო".
გოგოების მზერას როგორც კი გადავაწყდი ეგოისტურად მესიამოვნა ,რომ ის მხოლოდ ჩემი ბიჭი იყო და არავისი სხვისი.
დარბაზში მკრთალი განათება იყო,რამოდენიმე ჭიქა დავლიე და საკმაოდ მქონდა გრადუსი მოკიდებული თუმცა ეს არაფერში მიშლიდა ხელს. წყნარი მელოდიის ხმა გაისმა,ნიკამ ცეკვა მთხოვა მეც გავყევი,ხელები მის კისერზე დავაწყვე,სხეულით მთლიაანდ მივეკარი და გარინდული ვაყოლებდი მელოდიას ტანს.თვითონ კი მის ხელებს ჩემს ტანზე დაასრიალებდა,ტუჩებს კი სახეზე.რამოდენიმე წამი მომშორდა,თვალებში მიყურებდა არ ვიცი რისი დანახვა უნდოდა იქ.ამასობაში კი უკვე მე დავეწაფე მის ტუჩებს ადრინდელზე უფრო მომთხოვნად.ჩემმა ქმედებმა უფრო გაახელა.ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წავედით,დაპროგრამებული მივყვებოდი,ისევ ასეთ მდგომარეობაში ჩავჯექი მანქანაში და მის სახლამდე ხმა არ ამომიღია,მართალია ცოტა ალკოჰოლი მქონდა მიღებული თუმცა საღი გონებით ვაზროვნებდი.თვითონ კი მთელი გზა მისი მარჯვენათი ჩემი მარცხენა ეჭირა.მანქანიდან გადმოვედით თუ არა, ვიდრე მე, იმაზე უფრო მომთხოვნად მაკოცა,რათქმაუნდა ავყევი,ამასობაში მის ოთახში ამოვაყავით თავი.კარი ფეხით დაკეტა,კედელთან მიმიწყვდია ისევ ისე როგორც მაშინ, თვალებში მიყურებდაპასუხად თავი დავუქნიე,ორივე ხელი კისერზე მოვკიდე და ჩემსკენ მოვქაჩე,ხელით ნელ-ნელა გამიხსნა კაბა და ეგრევე მოაშორა ჩემს სხეულს, მე მის პერანგის ღილებს დავეჯაჯგურე და გახსნაც მოვახერხე,ნელა გადამაწვინა საწოლზე თვითონ კი ზემოდან მომექცა, ჯერ აუჩქარებლად და ნელა მიკოცნიდა ტუჩებს, იქიდან ყელზე გადაინაცვლა, მკერდამდეც მიაღწია.საერთოდ არ ვცდილობდი ხმა დამეოკებინა,მაინც არ გამომივიდოდა.სიფრთხილით მაგრამ ამავე დროს უდიდესი ვნებით დააცოცებდა მთელ სხეულზე მის ტუჩებს და ხელებს.ყველანაირად ვცდილობდი ავყოლოდი,რამდენად გამომდიოდა ეს არ ვიცი.
დილით მასზე აკრულს გამეღვიძა, დამეფიცება ასეთი კარგი დილა არასდროს მქონია,თვითონ როგორც ჩანს უკვე ეღვიძა და ჩემი სახის ნაკვთების შესწავლით იყო დაკავებული.
-როგორ ეძინა ჩემს ბავშს?-ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე ხმით მკითხა,რომ "დამადნო"
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ-არვაპირებდი მისთვის რამეს დამალვას.
-ჩემი პატარა-ზედ ტუჩებზე დამჩურჩულა.
-მოიცა,მოიცა-მისი მოშორება ვცადე, უკმაყოფილოდ ამომხედა, საწყალი თვალები მივაბყარი და ჩუმად დავიწუწუნე-მშია.
-ოხ ნიცაა, მიდი ეს მოიცვი და ჩამო-გასვლის წინ კიდევ მაკოცა და ოთახიდან გავიდა.ეგრევე წამოვდექი საწოლიდან. ჯერ აბაზანაში გავედი,მერე ქვემოთ ჩავედი.რომ შევედი ყავას ასხამდა ვერ მოვითმინე და უკნიდან მივეხუტე.
გვიანობამდე ვიყავი,მერე სახლში გამიყვანა,მაგრამ ვინ გაცადა დასვენება გოგოები შემომივარდნენ ოთახში.
ახალი სადარდებელი გამოცდები,მთელი ეს დრო წიგნებში ვიყავი ჩარგული,ნიკა წუწუნებდა მეც მინდა ყურადღებაო, ვინაიდან ვერსად გავდიოდი, ამიტომ უკვე ყველა ჩემთან ვიკრიბებოდით და მაინც არ ვიკლებდით გართობას.
როგორც იქნა დამთავრდა,ახლა იქამდე უნდა მენერვიულა სანამ პასუხებს გავიგებდი
-აუ როდის დაიდება პასუხები, მერე ბათუმში დავაწვეთ რა ვიმსახურებთ მგონი დასვენებას.(დუდა)
-შენ კი ძაან დაგვეღალე(გიორგი)
-არ დაგინახო შენ ჩემს კლუბში მოსული-გამარჯვებული ღიმილით გადახედა
-ჰო კაი რაიყო ბიჭო-ესეც უცებ, რომ ავარდა.
მართალია სახლში ვიჯექით და ამ სიცხეში ქალაქში ვიხრუკებოდით,მაგრამ ამათ ხელში ნამდვილად არ ვიწყენდი.
დილით დემეტრე შემომივარდა ოთახში "ადექი,მალე დაიდო პასუხებიო"
სუ წვალებით ჩავიცვი ის რაც პიველი მომხვდა ხელში, ძვლივს შევიყვანე პაროლი და როცა პასუხი ვნახე ერთიანად მოვეშვი და სავარძელში "ჩავეხეთქე",დემეტრე მომლოდინე თვალებით მიყურებდა კარები ნიკამ ,რომ შემოგლიჯა, არც სხვებმაა დააგვიანეს და უკან მოყვნენ.
-ჰე ახლა გვაღირსე პასუხი-ჯერ ყველას გადავხედე, მერე უცებ წამოვხტი "ჩავაბარეეეეეეეეეე" და ნიკას ისე მაგრად ჩავეხუტე თავი ძვლივს შეიკავა.
-ვსო, როგორც იქნა გვეღირსა, დავიშალეთ ახლა და ხვალ დილით გავდივართ ბათუმის მიმართულებით.ო, როგორ ველოდი ამ დღეეს (დათო)
-მოიცა კაცო მაგას კი მოვასწრებთ არ ავღნიშნოთ?-მაცდურად გადმოგვხედა გაბრიელმა.
ბარში წავედით, ბევრი არც ერთს დაგვილევია,მთელი ეს დრო ნიკა ეშმაკურად მიყურებდა და შიგადაშიგ კოცნებს მიტოვებდა ხან ყელის ხან კი სახის მიდამოებში.
მალევე დავიშალეთ. ჩემი და დემეს ბარგი გავამზადე, ნიკა იმაზე წუწუნებდა მე ვინ გამიმზადებსო მაგრამ მაინც ვერ შემაცოდა თავი.
დილით ყველა მანქანებში გადავნაწილდით. მხოლოდ მე და ნიკა ვიყავით მარტო მისი მანქანით, მთელი გზა ვერ მოვისვენე ხან რას ვაკეთებდი ხან რას.უამრავ ადგილას გავაჩერებინე,როგორც იქნა დასავლეთ საქართველოში შევედით თუ აქამდე პირველები ვიყავით ახლა ყველას გადააასწრებინა.
გაოცებული ვუყურებდი წინ მიმავალ ბიჭების მანქანებს,რომლებიც სულ სხვა მიმართულებით მიდიოდნენ ჩვენ კი სხვათი, ისევ ასეთი გაოცებული სახით გავხედე ნიკას,რომელიც იღიმოდა
-ნიკაა აქეთ სად მივდივართ?
-სვანეთში-აუღელვებლად მიპასუხა.
-სვანეთში რაგვინდა?-ჩემსკენ გადმოიწია,მოწყვეტით მაკოცა მერე ისევ მის ადგილს დაუბრუნდა და ისევ იგივე ტონით მითხრა
-მოგიტაცე.

-----
ძალიან ვეცადე დიდი და კარგი თავი დამეწერა ახლა კი შეფასება თქვენზეა ♥♥



№1  offline წევრი kora

მართლაც დიდი თბილი და ძალიან მაგარი თავი იყო, მთლიანობაში ისტორია იყო საოცრება, შენ კი ძალიან მაგარი ხარ <3
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი sllakhh

kora
მართლაც დიდი თბილი და ძალიან მაგარი თავი იყო, მთლიანობაში ისტორია იყო საოცრება, შენ კი ძალიან მაგარი ხარ <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა love <3

 


№3 სტუმარი nino

აუუფ მაგარია მე მეორე ნაწილიც მინდააა

 


№4  offline წევრი sllakhh

nino
აუუფ მაგარია მე მეორე ნაწილიც მინდააა

ახალ ისტორიას დავასრულებ თუ არა შევეცდები მალევე დავწერო♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent