შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა(7)


28-09-2015, 08:22
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 420

-ჩემო ძვირფასო, როცა შენ ცოლობა მთხოვე მაგ დღის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში გული საშინლად მტკიოდა. ბოლოს ექიმთან წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ უკვე გვიან იყო. ექიმმა მითხრა, რომ ბოლო სტატიის კიბო მაქვს და 2 თვეში მოკვდებიო. ამ სიტტყვების გაგონებაზე მეხი დამეცა, ნუთუ არაფერი მეშველებათქო, მაგრამ უკვე ყველა იმედი გადაწურული იყო. ვერც დონორი იშოვეს ექიმებმა, ამიტომ მომიწია ამ აზრთან შეგუება. არ მინდოდა ეს ამბავი გაგეგო, რადგან ვიცოდი, რომ ცუდად გახდებოდი და შეიძლება რამე სისულელეც ჩაგედინა, ამიტომ გიმალავდი. ბოლოს ქალაქში დარჩენა აღარ მინდოდა, არ მინდოდა ჩემი სიკვდილისთვის გეყურებინა, ეხლა კი მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, როცა მოვკვდები მაშინაც ჩემს გულში იქნები. არასოდეს დაგივიწყებ, მაგრამ გთხოვ შემპირდი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ განაგრძე ცხოვრება, იყავი ბედნიერი და დამივიწყე.
-არა ლიზი მე ამის გაკეთება არ შემიძლია. შენ თუ დაიღუპები არც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი, მაგრამ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. მე შენთან ვარ. არასოდეს მიგატოვებ. ვიშოვით დონორს.
-ზურა შენ ვერ შეძლებ ჩემს დახმაარებას ალბათ. მაგრამ გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი.
-კარგი დავრჩები, მაგრამ გახსოვდეს ყველაფერი მოგვარდება.
მეორე დღეს ზურა დილით ადრე წავიდა ლიზიდან. ცოტა აღელვებული იყო. გიგასთან მივიდა და სთხოვა: შენი დახმარება მჭირდება და სასწრაფოდ წამომყევიო. გიგა ნელ-ნელა ადგა, ჩიცვა და წავიდნენ საავადმყოფოში. ერთი კვირის განმავლობაშ ეძებდნენ დონორს, მაგრამ არავინ ჩანდა. ერთ დღეს ზურა ლიზისთან გახარებული მივიდა, როგორც კი ლიზიმ ზურა დაინახა მაშნვე ჩაეხუტა. ძალიან ენატრებოდა.
-ლიზი მოდი დაჯექი რაღაც უნდა გითხრა
-რა ხდება ზურა. ხომ შვიდობაა?
-კი, როგორ არა კარგი ამბავი მაქვს.
-რა ამბავი?
-იცი? მე ერთი კვირა საავადმყოფოში დავდიოდი.
-ვაიმე ზურა რა გჭირს? ხომ კარგადხარ?
-კი ლიზი დამამთავრებინე. ერთი კვირის განმავლობაში ვეძებდი დონორს, რათა შენთვის გული მოეცა. თავიდან ვერავინ ვიპოვე. ექიმებთან შეთნხმებული ვიყავი, თუ ვინმე გამოჩნდებოდა უნდა დაერეკათ და მინდა გითხრა, რომ ვიპოვე დონორი. ხვალ ექიმთან წავიდეთ და ვკითხოთ, როდის ჩაატარებენ ოპერაციას.
-ვაიმე ზურა მართლა? მართლა იპოვნე? ღმერთო ჩემო რა კარგია. ჩემი ყოჩაღი ბიჭი. ძალიან მიყვარხარ ზურა. როგორ შეძელი ამდენი?
-მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ ძვირფასო.
-ვაიმე როგორ მიხარია. რა კარგია. ზურა საჭმელს ვაკეთებ და დარჩი და ერთად ვივახშმოთ.
-კარგი აუცილებლად გავსინჯავ შენს გაკეთებულ საჭმელს.
-აპა რა აუცილებლად უნდა გასინჯო.
-იმედი მაქვს არ მომკლავს
-კარგი რა. რა საზიზღარი ხარ.
-ხო კარგი გეხუმრე, რა იყო გოგო?
მეორე დღეს ლიზი დილაადრიან ადგა. ზურას დახედა და ეძინა. გადაწყვიტა სადილის გამზადება. ადგა ჩიცვა და სამზარეულოში გავიდა.
-გაიღვიძე ძვირფასო?
-კი გავიღვიძე. რა შესანიშნავი სადილი გაგიმზადებია
-მოდი დაჯექი ვისადილოთ
-კარგი და ექიმთანაც მალე წავიდეთ.
მათ მალე ისადილეს და ექიმთან წავიდნენ. ცოტა ხნით ლოდინი მოუწიათ, რადგან ექიმი მოსული არ იყო. ექიმიც მალე მოვიდა. ლიზის ხელი მოაწერინეს მართლა სურდა თუ არა ოპერაციის გაკეთება. რა თქმა უნდა ის დათანხმდა. ოპერაციას ერთ კვირაშ ჩაატარებდნენ, რადგან ექიმი, რომელიც ამ ოპერაციას აკეთებს ამ ქალაქში ერთ კვირაში იქნება. ლიზი და ზურა გახარებული დაბრუნდნენ შინ. ლიზიმ ანის დაურეკა და ყველაფერი უამბო. ანის ძალიან გაუხარდა.
-ვაიმე ლიზი რა მაგარია. შენ ცოცხალი იქნები. ღმერთო ჩემო სასწაულია.
-აპა რა მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ყვალფერი ზურას დამსახურებაა.
-მე ავად ვიყავი. ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ხვალ კი აუცილებლად ჩამოვალ.
-კარგი ხვალისთვის გელოდებიი.
ლიზი მეორე დილით კარზე ზარმა გააღვიძა. ადგომა ეზარებოდა, მაგრამ გაახსენდა რომ ანი უნდა ჩამოსულიყო და უცცებ წამოხტა. ხალათი მოიცვა და გავიდა. ძალიან გაუხრდა ანის დანახვა.
-ჰეი ლიზი როგორ ხარ?
-მე კარგად. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად შემო დაისვენე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent