შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგვეშალე 3


28-09-2015, 15:27
ავტორი Lydia
ნანახია 2 512

მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როცა მანქანის დატორმუზების ხმა გავიგე.ვეღარ ვსუნთქვადი ნერვიულობისგან,ხელები მიკანკალებდა და მუხლებში მამტვრევდა
-(შონზო) მიდი გადმოიყვანე!!!
ამ ერთს როგორი ბოხი და მკაცრი ხმა ჰქონდა
ვიღაცამ ხელი მომკიდა და მანქანიდან გადამათრია,დრო ვიხელთე და ხელ-ფეხის ქნევა დავიწყე.უკნიდან ხელები შემიბოჭეს და ვიგრძენი როგორ დამსვევს სადღაც და თავზე ჩამოფარებული ნაჭერი მომაშორეს
ძლივს ვიგრძენი ჰაერი! აქეთ-იქით ვიხედებოდი და უცნობ ბიჭებს ვაკვირდებოდი
-(მე) რამდენი გინდათ?
-(დაჩი) რააა?
გაიკვირვა ბიჭმა და დაგრუზულმა შემომხედა
-(მე) ფული რამდენი გინდათ თქო?
-(შონზო) ბევრი!!
სიცილი აუტყდათ ბიჭებს,მერე ცოტა პუტკუნა ბიჭმა გაკრა მეორეს მხარი და ისიც მეორე ოთახისკენ შეტრიალდა
-(დაჩი) ეეე ბიჭო სად ხარ ტოო!
ბიჭმა უკვე ოთახის კარზე მიაკაკუნა და იქიდანაც უცნაური სახით გამოვიდა გამხდარი ბიჭი
-(ლუკა) ვაა მოიყვანეთ უკვე?
ბიჭს აქეთ არ გამოუხედია ისე მოიჯახუნა ოთახის კარი და სიცილით შემომხედა,მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა
-(ლუკა) ეს ვინააა ტო?
-(შონზო) რას ქვიაა ვინაა? ლიკაა რა
-(ლუკა) რა ლიკა,შენ ცუდად ხო არ ხარ?
ბიჭი შეუტრიალდა ორივეს და ლანძღვა დაუწყო
-(დაჩი) აუ გვეღადავები თუ რა არის?
-(ლუკა) ბიჭო გითხარი რომ ეს არ არის მეთქი და ეხლა საიდანაც გინდათ იქიდან გააჩინეთ ლიკა
-(შონზო) აუ მაგარი დაგვერხა რააა!
-(მე) ერთი წუთით! აქ რა ხდება?
სამივე დუმდა და ხელებს ისრესავდნენ ნერვიულობისგან
-(დაჩი) აუ ეს როგორ მოგვივიდა? ბაზარი არააა,მაგრამ წითელი ჩანთა აქვს ლიკასო და ეს გვეგონა რააა
-(ლუკა) ფუ ამისსს...................
ბიჭმა სკამს ფეხი ჰკრა და ჩემსკენ გადმოაგდო
-(მე) არასებობს!!!
გაკვირვებულმა წარმოვთქვი და თვალები ავაბრიალე
- რა იყო?
ყველამ ერთბაშად მკითხა
-(მე) შენ ლიკას შეყვარებული ლუკა ხარ?
-(ლუკა) შენ საიდან იცი?
-(მე) მე ლიკას მეგობარი ვარ და დღეს მისი ჩანთა მჰქონდა წამოღებული
-(დაჩი) ანუ შეგვეშალე!!!
-(ლუკა) შენ კიდე პრემიერის შვილი დეა ხარ ლიკა რომ სულ ლაპარაკობს?
-(მე) ზუსტად!
-(შონზო) პრემიერი? აუ დავიღუპეთ და ეგააა ტო
-(ლუკა) სანამ დროა წაიყვანეთ ეს გოგო თავის სახლში
-(დაჩი) ხოდა ზუსტად მაგიტომ დაგვერხა! ძლივს ამოვედით აქამდე ისეთი თოვლია,ლამის მანქანა გადაგვიბრუნდა,ეხლა ვერ წავიყვანთ
-(ლუკა) აუ გავგიჟდები ეხლა ტოო
ბიჭი აქეთ-იქით დადიოდა და თავში ხელს იშენდა
-(ლუკა) კარგი დაველოდოთ მაშინ და იქნებ თოვაც შეწყვიტოს
-(მე) არააა,უნდა წავიდე,აქ ვერ გავჩერდები
-(შონზო) ვერ წახვალ და მორჩა ეხლა ბაზარი
ლუკამ რაღაც ანიშნა თითით,კარადიდან გასაღები გამოიღო და გარედან ჩამკეტეს.საშინლად ბნელოდა ოთახში,მე კი სიბნელის გამო ბავშობიდანვე ჩემი წიკები მქონდა.მოვიკუნტე და საწოლზე წამოვჯექი.
.............................................................................................................................................................................
თვალი გავახილე,მაგრამ სინათლის ნატამალიც კი არ ჩანდა,თურმე ჩამძინებია,საშინლად ვგრძნობდი თავს,სულ ცხელი ვიყავი და მაკანკალებდა,ვეღარც ვინძრეოდი და ვლაპარაკობდი. მიგდებული ვიყავი საწოლზე.
ოთახში ერთ-ერთი გამხდარი ბიჭი შემოვიდა ლანგრით ხელში.
-(დაჩი) დეა,დღეს ვეღარ წაგიყვანეთ და ბოდიში,მოდი ადექი და ცოტა ისადილე
ხმა რომ არავინ გასცა,შუქს ეტაკა და აანთო
დაინახა როგორ ვკანკალებდი და ხელი შუბლზე შემახო. ისეთი ცხელი ვიაყვი ლამის ხელები დაეწვა.სწრაფად გავარდა ოთახიდან და ლუკას ძახილი დაიწყო.
ლუკაც გიჟივით შემოვარდა ოთახში და ჩემსკენ მოირბინა
-(დაჩი) ძალიან ცხელია და სულ კანკალებს.ამ სიცივეში ასე არ უნდა დაგვეტოვა
-(ლუკა) წადი გვერძე ოთახიდან ადიელა მოიტანე!
ბიჭი გავარდა და მოიტანე დიდი მწვანე ადიელა.ლუკამ გაშალა და გადამაფარა,მაგრამ არ ვწყვეტდდი კანკალს
-(ლუკა) ცხელი ჩაი მოიტანე დავალევინოთ
ლუკა თბილ ხელს მისმევდა და მათბობდა
-(ლუკა) მაპატიე,არ მინდოდა
ბიჭი სინანულმა მოიცვა და აღელვებული კვლავ ადიელას მისწორებდა
ცოტახანში ჩაი მოიტანეს და ლუკამ ჩემი წამოყენება სცადა
-(ლუკა) დეა წამოდექი ცხელი ჩაი დალიე
ძლივს წამოვდექი,მაგრამ ხელები ისევ მიკანკალებდა და ჭიქას ვერ ვიჭერდი. ლუკამ გამომართვა წიქა და თვითონ მასმევდა.
ბოლომდე რომ დავლიე,ცოტა შემიწყდა კანკალი და აზრზეც მოვედი
-(ლუკა) რა მცივანა ყოფილხარ
ბიჭმა ჩაიღიმა და საწოლის ბოლოსკენ ჩაიჩოჩა
-(მე) არა,მცივანა არ ვარ,ეს ყველაფერი სიბნელის გამო მოხდა.ბავშობიდან მეშინია
-(ლუკა) კიდევ ერთხელ ბოდიში
-(მე) ჩემები ალბათ ნერვიულობენ უნდა დავრეკო
-(ლუკა) დაგარეკინებ,ოღონდ უნდა დამპირდე რომ ამ ამბავზე არაფერს იტყვი,ძალიან გთხოვ არ მინდა ციხეში
თავი დავუქნია და ლუკამ დიდი შავი ტელეფონი გადმომცა
სახლის ნომერი ავკრიფე და პასუხს დაველოდე
-(მე) ლელა მე ვარ! სად არიან დედა და მამა?
-(ლელა) რაღაც წვეულებაზე არიან,შენ სად ხარ?
-(მე) გასაგებია,მე ლიკასთან ვარ სიცხე აქვს და დღეს მასთან დავრჩები
-(ლელა) კარგი,თავს გაუფრთხილდი
ჩავიღიმე და ტელეფონი გავთიშე
-(ლუკა) დიდი მადლობა დეა
-(მე) არაფრის,მაგრამ ხვალ უნდა წავიდე
-(ლუკა) კარგი,როგორც კი გათენდება წაგიყვანენ ბიჭები.ეხლა დაიძინე
-(მე) ვერ დავიძინებ,სხვის სახლში სულ მეშინია
-(ლუკა) ნუ გეშინია,მე აქ ვიქნები,არ წავალ, ჩემი შეცდომის გამო შენ არ უნდა დაიჩაგრო
-(მე) არაა! არაა საჭირო ერთი ღამე გავძლებ
-(ლუკა) გითხარი აქ ვიქნები თქო,ეხლა მიდი და დაწექი
ლუკამ ადიელა ისევ გადამაფარა,ოთახის კარი მიხურა და თვითონ სავარძელში მოთავსდა



№1  offline წევრი Eka Eka

Au dzaluan magariaaa

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

"შეცდომით მოტაცებული"-ს მიხედვით წერ?

 


№3  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№4  offline წევრი Lydia

ტომაჩკა
"შეცდომით მოტაცებული"-ს მიხედვით წერ?


eg ar wamikitxia ar vici :)

 


№5  offline წევრი zoi

Lydia
ტომაჩკა
"შეცდომით მოტაცებული"-ს მიხედვით წერ?


eg ar wamikitxia ar vici :)

წამიკითხავს არის სწორი ფორმა,ბოდიში შენიშვნისთვის.წაიკითხო ჯობს იმიტომ რომ ისე წერ თითქოს მისი ასლია...შეცდომით მოტაცებულს ძალიან გავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent