მრავალძალში ჯვარდაწერილნი [4]
ლიზას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კოკასგან მსგავსი შემოთავაზება მიიღო. წამით ისიც იფიქრა, ამას ჩემ დასავით დაუფიქრებელი საქციელების ხომ არ ვგონივარო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. სიჩქარეს თავისთავად უკლებდა და მექანიკურად მართავდა საჭეს. მის გაოცებულ სახეზე კოკას ეღიმებოდა, მაგრამ ბევრად თბილი ღიმილით, ვიდრე აქამდე. –ხვდები, რას ამბობ? – მანქანა გააჩერა და მამაკაცს გადახედა. –ვხვდები, – მოკლედ უპასუხა. –ვგავარ გოგოს, რომელიც დაუფიქრებლად რამეს ამბობს ან აკეთებს? – გულახდილად იკითხა. –მე ვგავარ მაგ აღწერილობის მამაკაცს? –შენი უკანასკნელი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, კი, გავხარ! –ჩემი სიტყვები არ ყოფილა გაუაზრებლად ნათქვამი... რომელი მამაკაცი იტყვის ცოტა სიგიჟესა და ძალიან მაგარ საცოლეზე უარს? – ისევ იღიმოდა. „მგონი გიჟია!“ – გულში გაიფიქრა ლიზამ. –რა გინდა მითხრა, ჩემი ცოლად მოყვანა გააზრებული ქცევაა, შენი მხრიდან? – გაეცინა. –ვერ ხვდები? – სახე შეეცვალა კოკას. –რას უნდა მივხვდე? – შოკირებული ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მამაკაცის პირველი შემოთავაზება არ ყოფილა ცოლობაზე. უბრალოდ, აფსურდად მიაჩნდა. –მინდა, რომ გავგიჟდეთ! ყველაფერი კარგი... რა სჯობს კარიერას, უზრუნველად ცხოვრებას... რას სჯობს იმას, რომ გააზრებულად იქცევი, მაგრამ ყველაფერს უნდა მარილი... დამიჯერე, ჩემს მეგობრებს კითხე, ცოლის მოყვანაზე არასდროს მიფიქრია, შეუცვლელი კარიერისტი ვარ, მაგრამ რაც დაგინახე, მას მერე მინდა შენთან ერთად გაგიჟება... – კოკას ხელი ლიზასას ეხებოდა უკვე და ქალს უნებურად აყრიდა ტაო. –მაშინ, გავგიჟდეთ! – ნახევრად გათიშულმა უპასუხა. მთავარი კი ის იყო, რომ მის ნახევარს მაინც უნდოდა მსგავსი და უკეთესი სიგიჟე... უნდოდა ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და შემდეგ მის წესრიგში მოყვანა ეცადა. ეს მისი ყოფა იყო... მისი შინაგანი სამყარო. და, როცა რაღაც სიახლე სჭირდებოდა, აკანკალებული გადმოატრიალებდა მაგიდას და შემდეგ ალაგებდა. ასე მოანდომა კოკამაც ყველაფრის ამოტრიალება. თანაც უბრალოდ სიგიჟეს ხომ არ სთავაზობდა მამაკაცი... სიყვარულს თუ არა, მცირედ პატივისცემას მაინც პირდებოდა. ^^^^^ –ეე, ტევადობა მითავდება აპარატში! – უკმაყოფილოდ წამოიყვირა ლიკამ. –აუ, რა ცუდია?! – ეწყინა ანას. – ზემოთ ვეღარ გადავიღებთ? –აქ თუ მეტს აღარ გადავიღებთ, გვეყოფა ზემოთ, მგონი... – მხრები აიჩეჩა და უკითხავად ჩახტა მანქანაში. – ახლა მაინც ხომ ვიჯდები წინ! – გახარებულმა ახლართა თითები ერთმანეთში. დაიძრნენ. ტაძრისკენ დაიძრნენ, როგორც იქნა. გზაში პირები არ გაუჩერებიათ, იმდენი ილაპარაკეს. ანკა ხომ აკრობოდა და აკრობოდა გიოს, არ შორდებოდა. თითქოს ამ მზეში აკლდა სითბო. მაგრამ ეს სხვა იყო... ეს ჩახუტება სულ სხვა იყო. ყველაზე თბილი, ისეთი თბილი, მისით რომ არ გცხელა, მისით რომ არ იწვები. ღობესთან ჩაამწკრივეს მანქანები და სანამ ტაძრისკენ აიღებდნენ გეზს, კიდევ მოასწრებს კამერის წინ პოზიორობა. იქვე იდგა კოკას ჯიპი. ჩანდა, რომ დიდი ხანია იხრუკებოდა მზეზე. –ნეტა რას აკეთებენ ამდენ ხანს... – გაეცინა ნინას. –ტაძარში რას გააკეთებენ! – მოჩვენებითად მკაცრად შეუღრინა ანკამ. –რა ვიცი... – დაიბნა. ტაძარში შესულების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გვერდი–გვერდ მდგარი ლიზა და კოკა დაინახეს და მათ წინ მღვდელი, რომელიც ჯვრისწერის ლოცვას კითხულობდა. –ლიზა... – ხმა აუკანკალდა ანკას. ღიმილიანი სახით მოხედა ლიზამ, რომელსაც რაღაცნაირი ბედნიერება უკიაფოდა თვალებში. გაოცებული ბავშვები განძრევას და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდნენ. არ ელოდნენ ასეთ ნაბიჯს... განსაკუთრებით ანა არ ელოდა. როგორია, და ჯვარს იწერდა მამაკაცზე, რომელსაც სულ ორი დღე იცნობდა... ან ვერ იცნობდა. ჩაეხუტნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ამით დააგვირგვინეს ჯვრისწერის ცერემონია. ნინას ცრემლები მოსდგომოდა თვალებზე. ისიც ბედნიერი იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ვერ პატიობდა იმას, რომ მეჯვარედ უცნობი მესანთლე დაიყენა და არა დაქალი, თუმცა მისი რაღაც ნაწილი უგებდა კიდეც... ნინა და ლიზა ერთნაირები იყვნენ და იმიტომ. –ლიზ... – ცრემლმომდგარმა ჩაიხუტა მოახლოვებული და ანკამ. –ჰო, – ყურთან ახლოს უჩურჩულა. –შენ ხომ დიდ ქორწილზე და ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობდი სულ... – ხმა აეჭრა. –რა იცი, რომ არ იქნება? – ღიმილით ჩაილაპარაკა და ყელზე ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა. ცოტა ხანი კიდევ ეხვეოდნენ ერთმანეთს, შემდეგ გიომ გამოგლიჯა ანკა ხელიდან და ყურში რაღაც უჩურჩულა. ლიზა დარწმუნებული იყო რაც და კოკასთან ახლოს მდგარი იღიმოდა. წელზე ხელის შეხება იგრძნო, რომელიც მარჯნივ უფროდაუფრო გაცურდა და თავისი ადგილი მონახა. სიამოვნებისგან გააჟრიალა და ჩაეღიმა. –ჩვენც ვიწერთ ჯვარს! – ახლა ხმამაღლა გამოაცხადა გიომ გადაწყვეტილება. იმხელა ხმაზე გაიცინეს ბავშვებმა, თითქოს სადმე, ქუჩაში ყოფილიყვნენ. –მეჯვარე მე ვარ! – ხელის აწევით აღნიშნა თაკომ, სანამ ვინმე დაასწრებდა. დაიწერეს. გიომ და ანკამაც დაიწერეს ნანატრი ჯვარი. ყველაზე ბედნიერები და გაბერილები წამოვიდნენ მრავალძალიდან, რომელიც თურმე უბრალოდ ტაძარი არ ყოფილა... თურმე მათთვის, ვისაც მისი სასწაულების არ სჯეროდა, თორემ ლიზამ და კოკამ მისი ძალის ბოლომდე იცოდნენ. იქეიფეს, ონში, საუკეთესო რესტორანში დასხდნენ. იდეალურად გატარებული დღე აღნიშნეს. რაღაცნაირი ურთიერთობა ქონდათ ლიზას და კოკას. თითქოს ძალიან ახლოს და ამავდროულად ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისგან. თითქოს ეშინოდათ და თან არ ეშინოდათ, რომ თუ ხელს გაუშვებდნენ ერთმანეთს, დაკარგავდნენ და ვეღარასდროს იპოვნიდნენ... ამიტომ, მთელი ქეიფის მანძილზე, თითები მათთვის საშუალება იყო ბედნიერებისა და ბევრი, ბევრი ბუსუსების. მათთვის ეს იყო დიდი სიყვარულის საწყისი წერტილი, ალბათ. ან მართლაც სიგიჟე იყო ეს ყველაფერი... ის იყო სიგიჟე, რომ ისხდნენ სუფრასთან მეგობრებთან ერთად და აღნიშნავდნენ იმას, რომ ერქვათ ცოლ–ქმარი, ორი დღის გაცნობილებს. ^^^^^ მიუხედავად იმისა, რომ ანკაც და ლიზაც უკვე ვარდაწერილნი იყვნენ, მაინც არ ამხელდნენ,რადგან ჯერ–ჯერობით მათ საიდუმლოს წარმოადგენდა. ანკას უნდოდა, რომ სიურპრიზი გაეკეთებინა ოჯახის წევრებისთვისა და მეგობრებისთვის და ძალიან, ძალიან დიდი ქორწილი გადაეხედა. ლიზა, ამ ყველაფერს, სასაცილოდ თვლიდა და მასზე ფიქრით თავს არ იღლიდა, თუმცა უნდა აღიაროს, საოცრად მოსწონდა კოკასთან სიახლოვე და, როგორც მის შორს ყოფნას ხედავდა, ციოდა, იყინებოდა. თუმცა, როგორც ქალების უმეტესობას, ამ ყველაფრის აღიარება არ სურდა. მათი შვებულება ძალიან მალე მიუახლოვდა კულმინაციურ მომენტს. ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა ლიზას და ახარებდა ანკას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვები ძალიან შეუყვარდა. ყველამ იცოდა, რომ არ დაკარგავდნნ ერთმანეთს, თუმც კოკას დარჩენაში ლიზას ძალიან ეპარებოდა ეჭვი და ეს ეჭვი ღრღნიდა და ჭამდა შიგნიდან. „მერე რა, რომ ჯვარი დავიწერეთ, ცოტას აუყრია?!“ – ფიქრობდა და თითქოს ჭიანჭველისოდენა უხდებოდა გული. იქნებ ეს ის სიყვარული იყო მართლაც, რომელზეც მეტადრე საუბრობდა კოკა? ვინ იცის... იმ საღამოს საბოლოოდ უნდა მოეპარათ იმ წლისთვის სიმინდი, დაენთოთ კოცონი და ძალიან, ძალიან მაგრად გამომშვიდობებოდნენ ერთმანეთს. როგორც აღნიშნეს, სულ ცოტა ხნით. დაანთეს კიდეც, მოიპარეს სიმინდის ტაროები და შეუდგნენ გართობას. საინტერესო არაფერი ხდებოდა, ლიზასთვის, თითქმის. უკვე გაცვეთილი სიტყვები და თამაშები. თითქოს პატარა ბავშვები ყოფილიყვნენ... კოკა კი ხმას არ იღებდა. ხანდახან გადმოხედავდა მის დანაღვლიანებულ თვალებს, ისევ რაღაცნაირად, თავისებურად და ისევ უბრუნდებოდა საერთო მხიარულებას, რომელიც, სინამდვილეში, სულაც არ იყო საერთო. გვიან დაიშალნენ. ანკა და გი ერთად წავიდნენ, ბავშვები სახლში შევიდნენ.. მარიამს და ნინას ეხმარებოდა ლიზა სუფრის ალაგებაში, ასე რომ, ჯერ ვერ მიდიოდა სახლში. კოკა არ ჩანდა, რის გამოც ფიქრობდა, რომ წავიდა და საბოლოოდ გადაიკარგა მისი ცხოვრებიდან. ამ ფიქრებით დადიოდა წინ და უკან, თეფშები რომ დაამტვრია და კინაღამ დანაზე წამოეგო. –კარგად ხარ, ლიზ? – მღელვარება შეატყო ნინამ. –კი, არამიშავს... – შეეცადა წყენა არ დასტყობოდა ხმაში, თუმცა თვალებს რაღას უშვრებოდა, ცრემლით რომ ჰქონდა სავსე?! –მე მაინც ნუ მატყუებ... – საყვედურით მიმართა. –კოკა... – წამოიწყო ოდნავ წართმეული ხმით. –კოკაზე რატომ დარდობ? – ჩაერია მარიამი და გარეცხილ თეფშს მშრალი ტილო გადაუსვა. –არ ვიცი.. –მე ვიცი, – გაეღიმა ნინას. – ამ სულელს ჰგონია, რომ აქედან წავლენ და კოკა მის სახელს დაივიწყებს, იმდენს კი ვერ აცნობიერებს, რომ ჯვარი აქვთ დაწერილი.. –მერე რა, რომ ჯვარი გვაქვს დაწერილი? ერთმანეთს არც კი ვიცნობთ... ეს სიყვარული არაა, ნინა, – მწარედ გაეღიმა. –შენ მაინცდამაინც კოცნა–პროშვნა გგონია სიყვარული? – არ დათმო პოზიცია. –არა, მაგრამ არც ეს მგონია... – დაიბნა. –ლიზა, ესაა სიყვარული სწორედაც. უყურებთ ერთმანეთს თუ არ უყურებთ, მაინც ერთმანეთს ხედავთ... ვერ გრძნობ, როგორ სხვანაირად იღიმის, როცა შენ გიღიმის? ვერ გრძნობ, როგორ უჩქარდება პულსი, როცა შენს სიახლოვესაა? და შენ? შენ პულსი არ გიჩქარდება თუ სულ დაბღვერილი უყურებ? სიყვარული ესაა... სიყვარული, რომელსაც გაზრდა და დაღვინება სჭირდებაა. და გთხოვ, ნუ ფიქრობ სისულელეებს და შეეცადე, რომ უკეთესობისკენ წაიყვანო ურთიერთობა. ხედავ? კოკას არ უნდა, რომ შეტოპოს და გაწყენინოს, რადგან ეშინია, რომ ზედმეტი მოუვა.. ანიშნე, რომ საჭიროა ცოტა მეტიც. –აუ, მეც არ ვიცი რა ტრიალებს ჩემ თავს, ნინა, – ამოიხვნეშა და სახე ხელებში ჩამალა. ^^^^^ ჭორაობით ალაგებაში კარგად შეგვიანდა. ნივთები მოკრიბა ლიზამ, გოგონებს დაემშვიდობა, მშვიდი ძილი უსურვა და სახლისკენ დაიძრა. მეტრეველების სახლს გალავანივით აკრავდა დიდი ღობე, რომლიდან სახლამდე არც თუ შორი მანძილი იყო. იქვე იყო კარიც. ღობიდან სახლამდე პატარა ჩიხივით იყო, რომელშიც იასამანი ყვაოდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა ირგვლივ. საბოლოოდ გაანებივრა, ამ სეზონისთვის, ფილტვები ლიზამ. –ესეიგი, გეშინია? – ხმამ და მუცელზე მოპარულმა ხელებმა იმდენად შეაშინა, რომ კინაღამ გული გაუსკდა. –კოკა, შემაშინე.. – ამოიკვნესა საწყლად და მისი ცხელი ხელებით მოყოლილ სიამოვნებას აჰყვა. –არ ვიცოდი, ქალბატონი ტომარაძე თუ ასე მშიშარა იყავი, – ლიზამ იგრძნო, რომ მამაკაცს გაეღიმა. ისიც იგრძნო, რომ ოდნავ ნასვამი იყო და სასიამოვნოდ ერეოდა სასმლის სურნელი მის ტკბილ, მუდამ მსდევ სურნელს. –თორემ არ შემაშინებდი,ხო? – გაეცინა ლიზას. –დიახ, დიახ! – იცინოდა მამაკაციც და ქანაობდა. –ესეიგი, გვისმენდი? – შეპარვით ჰკითხა ლიზამ. –სულ შემთხვევით, – გრძნობდა, ისევ იღიმოდა. –შემთხვევითობის გჯერა? –შემთხვევითობაა ყველაფერი... ჩვენი შეხვედრაც ხომ შემთხვევითობა იყო. –ბედისწერის გჯერა? – საუბრობდა მარტივად და ადგილიდან არ იძვროდა. –ბედისწერის არა, გითხარი უკვე, შემთხვევითობაა ყველაფერი–მეთქი, – ხელის ერთი მოსმით შემოატრიალა თავისკენ სახით ქალი და თავისი ცხვირი მისას გაუხახუნა. – ბუსუსებმა დაგაყარეს, – შენიშნა. ლიზას ლოყები აეფარკლა. –გინდა გითხრა? – არ წყვეტდა კოკა. –რა? – დაბნეული იყო ლიზა. –მიყვარხარ... ისევ წითლდებოდა ლიზა და ეჭვი ჰქონდა, მალე გადაიწვებოდა. ხმა რომ არა და არ ამოიღო ქალმა, ისევ მამაკაცმა მიმართა. –გავიგე, დიდ ქორწილზე არასდროს ოცნებობდი... – თვალებში უყურებდა და ჩურჩულებდა. – ჰოდა, მინდა შემოგთავაზო... გამომყვები პარიზში? თვალები გაუბრწყინდა ლიზას. ყველაფერს ელოდა, ყველაფერს, მაგრამ ამდენს აღარ. როგორ გაბედნიერდა ასე, სულ ორი სიტყვით... „გამომყვები პარიზში?“ – ექოსავით ჩასძახოდა ყურში მამაკაცის ხმა და ჟრუანტელი არ წყვეტდა მიმოსვლას. ქვევიდან – ზევით და პირიქით. –გამოგყვები! ჯოჯოხეთშიც კი გამოგყვები! – ღიმილით უთხრა. ნელა დაიხარა მამაკაცი ქალის სათუთი, გამობურცული ტუჩებისკენ და ძალიან ნაზად აკოცა. გაიშალნენ პეპლები, უამრავნი და მოედნენ მთელს ქალის გულ–მუცელს. და, მიუხედავად იმისა, რომ კოკასთვის, ისევე, როგორც ლიზასთვის, პირველი არ იყო, მაინც საოცარი შეგრძნება იყო კოცნა ადამიანისთვის, რომელიც ასეთ მოკლე დროში, ასე ძალიან შეგყვარებოდა. ^^^^^ დილით ადრე ადგნენ. ლიზას სამსახური უხმობდა დილაადრიან და ამიტომ უწევდათ მალე წასვლა. ანკამ კი აიტეხა მე გიოს გამოვყვებიო, კიდევ ორი დღე ისვენებდა, მაგრამ ლიზამ სთხოვა, ამხელა გზაზე მარტო ნუ მატარებო და აღარც ამან უთხრა უარი. ხუთზე ადგნენ და ექვსისთვის უკვე მზად იყვნენ. მაო ბებოს ისე არ უნდოდა თავისი გოგონების ხელახლა დამშვიდობება მომავალ წლამდე, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, იცოდა, რომ სამუშაო ჰქონდათ გოგონებს და ვერაფრით მოახერხებდნენ დარჩენას. იცოდა და გვერდში ედგა შვილიშვილებს. ისიც იცოდა, რომ დილით ადრე გადიოდნენ, ამიტომ, შუა ღამიდან მოისაქმიანა და თავისი უგემრიელესი ლობიანები დაახვედრა გოგონებს. –კარგი ბე რა, ამხელა გზაზე ლობიანები იყო?! – სიცილით აკოცა ბებოს ჩამომხმარ ლოყას ლიზამ. –ხო, რა აიტანს ახლა ამ უჯიშოს! – ენა გამოუყო ანკამ, სანამ ის დაასწრებდა თქმას. –გადაგრიეს, ბებია, იმ ბავშვებმა? – ცალი წარბი ზემოთ აზიდა მაომ და ისე შეათვალიერა ფერნაცვალი შვილიშვილები. –მგონი პირიქით, – სიცილით ჩაიბურტყუნა ანკამ და წყლის ონკანისკენ გაიქცა. –ნეტავ იცოდე ბე, როგორ არ მინდა შენი აქ დატოვება... – ხასიათი შეეცვალა ლიზას. – არ მინდა, რომ მარტო იყო ისევ, მაო ბებო... –მარტო არ ვარ, ბე, – თბილად გაუღიმა მოხუცმა. –მართალი ხარ, რაც მთავარია, ქოჩორა გყავს გვერდზე! – შეუბღვირა. –ბებია, ხომ იცი, რომ ვერ დავტოვებ ჩემს კერას? აი, თქვენ ხომ არ ჩამოხვალთ და იცხოვრებთ აქ? ისე არ ჩამოვალ და ვიცხოვრებ მე იმ საოხრე ქალაქში... – მხრები აიჩეჩა და საქმეს მიუბრუნდა. –ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ შენთან, ახლა შენი ჯერია, ბეე! – ყელი გამოუწია ლიზამ. –არ ვიცი, არ ვიცი... – ჩაიბურტყუნა. – ცოტას შევხედავ ქოჩორას თუ ვინმე დაიტოვებს, ვიფიქრებ ცოტა ხნით თქვენს მოხედვაზე... ჩემ შვილს კიდევ გადაეცი, დედა იმისი ვარ და ყველა მოდის მის გარდა ჩემს სანახავად, – ნაწყენი გაუხდა კილო. –იცი როგორ უნდა ნატას ჩამოსვლა? მაგრამ არ უშვებენ სამუშაოდან და... –და გამოგგზავნათ, ეგ უსაქმური მოხუცი მაინც ჩამოათრიეთ აქო, კი ბებია? – სიცილით დაასრულა ლიზას წამოწყებული წინადადება. –კი, ბებია, კი, – გაეცინა ლიზასაც. –ჩემი სიტყვა გითხარით. თუ რამე, ჩამოვალ, – ლოყაზე ხელი დაუსვა საყვარელ შვილიშვილს და შუბლზე აკოცა. – ჭკვიანად იყავი, ბებია. დროა გათხოვდე უკვე, თვარა მერე შვილის გაჩენა და ყოლა გაგიჭირდება! – მოჰყვა ჩვეულ დარიგებებს. ლიზას ეღიმებოდა და გულში ფიქრობდა: „მალე გიხილავ, ბე, ჩემსა და ანკას ქორწილშიო“. ბედნიერი იყო? დიახ, ყველაზე ბედნიერი იყო საყვარელი ხალხის გარემოცვაში. ^^^^^ ჩანთების ჩამოსატანად ავიდნენ ლიზა და ანკა ზემოთ, ლიზას ტელეფონმა რომ დაიბზუილა. შეტყობინება მოუვიდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უცხო ნომრიდან, თუმც ნაცნობი ადამიანისგან. „–გამაყოლებ თბილისამდე?“. გაეღიმა. „–ასეთი რა გაგიჭირდა?“ – მიწერა უმალ. „–ჩემს მანქანაში ძალიან ცივა...“. ისევ ეღიმებოდა. „–ამ სიცხეში კონდენციონერს ვერც მე დაგპირდები!“. „–შენ მეყოლები გვერდზე, რად მინდა კონდენციონერი?!“. „–ხუთ წუთში იყავი ჩემს სახლთან“. „–აქ ვარ, გელოდები“. „–შემოდი, გარეთ ხომ არ დაეყუდები?“. „–არაფერი მომივა.“ „–ოქეი“. დის გიჟურ ღიმილს რომ მოჰკრა ანკამ თვალი, ამრეზით შეხედა და ჰკითხა: „დებილი ხარ თუ რატომ იღიმი შენთვისო?“ –ჯერ კი არ მოგსვლია შენ ასე... – ბღვერვით გახედა და საწოლზე დაეშვა, ემოციებმოზღვავებული. –მე სიყვარულისგან მომდიოდა... ანუ, აღიარებ? – ჩაიფხუკუნა. –როდის რა დავმალე? – წარბებს არ ხსნიდა, თუმც ყველაზე ბედნიერი იყო. –მაგალითად, წუხანდელი ამბავი დამიმალე! – ენა გამოუყო. –რა ამბავი? –შენი პირველი კოცნა... – ტუჩი მოიკვნიტა ანკამ და დაიმალა, რათა მფრინავი ბალიში აეცილებინა. –შეგიძლია დარჩე, შენი ნერვები არ მაქვს! – შეუბღვირა ლიზამ და ჩემოდანს დასტაცა ხელი, –მოუნდა კოკასთან განმარტოვება ქალს! – გააჯავრა ანკამ და მუთაქასაც ააცილა თავი. ^^^^^ იმედია მოგეწონათ და ველი თქვენს აქტიურობას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.