შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვარი (სრულად)


29-09-2015, 17:19
ავტორი სესილია
ნანახია 5 808

- რას გირჩევ იცი? გული შენს ახლობელ ადამიანს გადაუშალე, ვისაც ენდობი და უყვები გულის ნადებს...
- ასეთი ადამიანი ვინც იყო, დამეღუპა, ავტოავარიით... - მოწყენილი სმაილი გაუგზავნა
- უი, მაპატიე, არ ვიცოდი... აბა ვის უყვები შენს ამბებს?
- ჩემს მურიას, ისიც მისმენს და მიღიმის ხოლმე...
- არ გიცდია ვინმე გეპოვა, ვისაც ისევე გადაუშლიდი გულს როგორც აწ გარდაცვლილ შენს მეგობარს?
- მეგობრები ბევრი მყავს, თუმცა ისისნი სიბრძნით არ გამოირჩევიან...
- გასაგებია... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა - უნდა გაგითიშო ok? კარებზე არიან და...
- კარგი, წადი. მერე დაგირეკავ...


- წავიდნენ სტუმრები?
- კი და ცოტა დავიღალე, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ბევრი ვიხალისე.
- სხვა რა ხდება შენსკენ, ახალი და საინტერესო?
- ...
- რატომ გაჩუმდი?
- რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ
- იცი, მომენატრე...
- მართლაა? - გაუხარდა, აღფრთოვანება გამოეხატა სახეზე - ხომ არ მატყუებ? მეც სიგიჟემდე მომენატრე...
- რატომ უნდა გატყუებდე? გითხარი ის რასაც ვფიქრობ... - ჩაფიქრდა - თუმცა ვიცი არ მაქვს ამის უფლება!
- რა ამის? - ვითომ ვერ მიხვდა ბიჭი
- მონატრების...
- და რატომ? - ბანალურად იკითხა
- იმიტომ, რომ მეშინია ეს მონატრება უფრო სერიოზულში არ გადაიზარდოს...
- ხოოო, - ისე ჩაილაპარაკა „მაგაში გეთანხმებიო“ იგულისხმებოდა - მაგრამ მეგობრებსაც ხო ენატრებათ ერთმანეთი?
- მაგრამ ასე არა...
- რა ვქნა ახლა მე? - იკითხა ბიჭმა
- არაფერი... - მოწყენით ჩაილაპარაკა გოგომ და საუბრის ხალისი გაუქრა.
- ძალიან მინდა შენთან, მაგრამ ამ ფსიქიკას ვერას ვუხერხებ...
- მე მესმის შენი, ამიტომაც არ გაძალებ არაფერს... მესმის რთულია „ინვალიდი“ ქალის გვერდით ყოფნა, როდესაც შენ თვითონ უნაკლო ხარ...
- გაჩუმდი გთხოვ, ასე ნუ ამბობ !!! გული მტკივა, თან ძალიან ... მეზიზღება საკუტარი თავი, იქნებ დამეხმარო და გადამალახვინო ეს ჩემი უაზრო პრინციპი?
- არა, რას ამბობ?! ეგ შენი ცხოვრებაა, შენი პრინციპი, მე არას დაგაძალებ... შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვინც ჩემი შეზღუდული უნარის გამო უარს იტყვის ჩემზე... - გოგოს ხმა აუთრთოლდა
- გაჩერდი გთხოვ, გა-ჩერ-დი... ეგრე ნუ ამბობ, ყველა ჩემნაირი გიჟი კი არ არის... შენ ისეთი სათნო ხარ, თბილი, გულიანი, საყვარელი, მე უბრალოდ გიჟი ვარ... მე ნუ მიყურებ...
- არ გიყურებ, გელაპარაკები...
- ღმერთო ჩემო, როგორ მაგიჟებ ეთო?!
- რატომ გაგიჟებ?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი... - ბუტბუტებდა ჩუმად
- რომ გაიგებ, გამაგებინე ... - თქვა ეს და მობილური გათიშა.

<< გიჟია რაა, ვუყვარვარ, უჩემოდ ვერ ძლებს და კიდევ მეც ვიტანჯები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? მეც ხომ ცოდო ვარ არაა? მაგრამ მე კიდე ავიტან, რადგან ჩემი ფეხის გამო ბევრს უთქვამს უარი, მაგრამ ისე მეცოდება, თავის პრინცპს, რომ ვერ ღალატობს და ვერც მე, რომ ვერ მელევა...>>

- რატომ გამითიშე?
- ...
- ხო, კაი მაპატიე - უცებ მოლბა ბიჭი - ჩემი ბრალია... მითხრაი რა გავაკეთო?
- გაერკვიე შენში...
- მე უკვე გავერკვიე...
- მერე?
- უბრალოდ შენი...
- ხო, უბრალოდ ჩემი საჯანდაბე პროტეზის ფეხი რომ არა, ამდენხანს სიყვარულს ამიხსნიდი და ა.შ - გაღიზიანებული ხმით დაასრულა გოგომ სათქმელი
- შენ ჩემს აზრებს კითხულო? - არც კი შეუჩერებია გოგო ბიჭს
- არა, მე რეალობას ვამბობ და მეცოდები გესმის? ძალიან მეცოდები, დაიტანჯები და მაგიტომ... გინდა გავქრე შენი ცხოვრებიდან? - უცებ იკითხა გოგომ
- არა, არა და არა...
- აბა რა ვქნათ?
- ვიყოთ უბრალოდ მეგობრები...
- შენ შეძლებ ამას?
- კი... - არამტკიცე ხმით თქვა ბიჭა
- კარგი მაშინ ვიყოთ მეგობრები...
- მიხარია, რომ მიგებ...
- მე ყველას ვუგებ, ბავშვობიდან...
- ეთო...
- ბატონო?
- მომენატრე...
- გიჟი ხარ!
- რატომ?
- არ ვიცი, მაგრამ ხარ!
- ჰე, მითხრაი ხომ ვიცი სხვა რამის თქმა გინდოდა, ჩვენ ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ...
- მეგობრებს შენსავით არ ვენატრები...
- მისმინე, მე მართლა მინდა შენთან ყოფნა და მართლა მენატრები, მაგრამ ესყველაფერი ხომ შეიძლება მეგოარმა განიცადოს?
- უცნაური მეგობრობა გცოდნია - გაეცინა
- რას ვიზამტ? მე ეგეთი ვარ...
- კარგია, მიხარია... წავედი რაღაც საქმეები მაქვს და...
- კაი, მიდი მიხედე საქმეებს, მე მერე დაგირეკავ...

<< მაგიჟებს ეს ქალი, არ შემიძლია მის გარეშე, თითქოს სითბოსაც ვერ ვგრძნობ ეთოს გარეშე, მაგრამ რა ვქნა? არ შემიძლია, არ შემიძია მოვიყვანო ქალი ცოლად, რომელსაც ცალი ფეხი პროტეზის აქვს, დედაჩემი ამას ვერ გადაიტანს... არა და, ოჰ... გასკდი გულო ხომ შეიძება? არადა მიყვარს, თუ მისი ხმა არ მესმის მგონია ვერ ვსუნთქავ, არ შემიძლია მის გარეშე, მაგრამ არც ის შემიძლია ცოლად მოვიყვანო, ოჰ რა ბანძჲ ვარ... ფუიიიიი... >>


- როგორხარ, ეთი?
- კარგად, შენ?
- მე ვარ რა
- რაღაც მოწყენილი მეჩვენები
- ხოო, ცუდად ვარ.
- რა დაგემართა? - შეშფოთდა ეთო
- რასაც ხელს ვკიდებ, ვაშენებ და ვაყვავებ, გადის დრო და მე თვითონ ვანგრევ ამ ყველაფერს და აღარ მინდა, რომ მასე იოს, ამ ყვეაფერს ბოლო უნდა მოეღოს როგორმე... ღმერთმა 6 დღეში შექმნა ყველაფერი, მე კიდე 6 წამში ვანგრევ ყველაფერს...
- და რა დაანგრიე?
- ... ეთი, მაპატიებ?
- რას?
- რაც გუშინ გითხარი?
- საპატიებელი არაფერია, შენ თქვი ის რასაც ფიქრობდი...
- გული გატკინე ხომ?
- არაა, გული მერე მეტკინებოდა, რომ შემყვარებოდი და ეს ყოველივე მერე გეთჷვა...
- რე გემრიელი გული და სული გაქვს... არ ვიცი ეთი, შენი გული რას გრძნობს? რას განიცდის?
- რას გინდა, რომ განიცდიდეს?
- რას ნიშნავს ის გრძNობა, როდესაც ვინმე გენატრება, სულ მასზე ფიქრიბ, სულ გინდა, რომ მასთან იყო, გინდა, რომ აკოცო და ჩაეხუტო? არ გინდა, რომ დაკარგო, რას ნიშნავს ეს გრძნობა, ეთი?
- ეგ სიყვარულია ალბათ...
- ამას მე განვიციდი შენს მიმართ... - ჩაიჩურჩულა ბიჭმა
- ....
- შენ, შენ?
- რა მე? შენ არ მითხარი ინვალიდ ქალს ცოლად ვერ მოვიყვანო? და მე მაინც შეგიყვარო? - სუსხი დაეტყო ხმას.
- ხო, მართალი ხარ. ბოდიში... ბანძი ვარ მაგარი... ჩემი თავი მეზიზღება ახლა, მაპატიე, სულელი ვარ...
- არაუშავს...
- მითხარი ცოტათი მაინც თუ გენატრები?
- ცოტათი არა, მაგრად მენატრები...
- გენაცალე ... - ენა მოუჩლიქა ბიჭმა
- წავედი, მეძახიან...
- კარგი...


სანაპირო შემოდგომის ყვითელ ფოთლებს დაეფარა, სასიამოვნოდ შრიალებდნენ ფეხებქვეშ... მზე უკვე ისეთ სითბოს აღარ გამოცემდა... იგრძნობოდა ზამთრის პირი... ჩუმად მიუყვებოდა გზას, ფიქრები გარს ეხვეოდნენ, სუნთქვა უჭჲრდა, სიგარეტი გააბოლა და მტკვარს გახედ... <<ალბათ ცივია...>> გაიფიქრა და ნამწვავი ისროლა... მობილური ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიბა:
- როგორ ხარ?
- მე კარგად, შენ?
- რა ხდება შენსკენ? - სხვათაშორის იკითხა ვითომ.
- სტუმრებს ველოდებით...
- დღეს მოდის ხომ?
- კი... - ხმა ჩაწყვეტით უპასუხა.
- ბედნიერებას გისურვებ, ხომ იცი როგორ მიყვარხრა? მე შეგიცვალე ბედისწერა...
- ვიცი...
- თავი, რომ მოვიკლა, სამოთხეში მოვხდები ნეტა? - უცებ იკითხა
- არაა, ვერ მოხვდები, ამიტომ არ ღირს...
- კარებზე ზარია მგონი ხო?
- კი
- კაი, მიხედე სტუმრებს და მას..
- დროებით.
- ნახვამდის...
მობილური იქვე მოაჯირზე დადო, დიდხანს გასცქეროდა ადიდებულ მდინარეს, ფიქრებით სადღაც შორს იყო, მოაჯირზე ადვიდა, ხელები გაშალა და გადაფრინდა...
წამში წყალს გადავყლაპავ, თუ 7 წუთში ვერ მიპოვეს, წავალ იქ, სადაც ყველა ბედნიერია...>>
- კარებს მე გავაღებ, ალბათ მოვიდა . - გაიღიმა ეთომ.
- ჩქარა, არ წავიდეს სასიძო - გაიხუმრა ვიღაცამ, ეთომ მას მოხედა, წინ მდგომი სავარძელი ვერ დაინახა, გადაყირავდა, საფეთქელი ლურსმანს ჩამოარტყა და სული იქვე დალია...

7 წუთი გავიდა და ამ 7 წუთში ორი მტრედი ერთად ზეციური ქვეყნის სხვადასხვა მხარეს გაფრინდა...>>


-_________________________________

ესეც ჩემი პატარა ისტორია, იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი tako

მომეცონა მაგრამ დალიან სევდიანი იკო ცოტა გაავრცე კარგი ხარ

 


№2  offline წევრი nuki-nuka

თავიდან კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ისე დამთავრდა მინი ინფაქტი მივიღე.
ძალიან ბანალური გამოგივიდა, ლურსმანი კიდე ხო საერთოს...

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

ლურმსნაზე მოვკვდი სისიცილით lol lol
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

გული გამისკდა

 


№5  offline წევრი milangirl

Imedia ar gewyineba, magram arc ise kargi iyo. Dasasruli xo saertod

 


№6  offline წევრი სესილია

ფორთოხალი
გული გამისკდა



ბოდიში არ მეგონა ნამდივილი ისტორია ასე თუ არავის მოეწონებდა :(

milangirl
Imedia ar gewyineba, magram arc ise kargi iyo. Dasasruli xo saertod



არაა არაფერია საწყენი, რეალური ისტორიები ბევრს არ მოწონს

p♥♥h ^^
ლურმსნაზე მოვკვდი სისიცილით lol lol

კარგია თუ გაგაცინე fellow

nuki-nuka
თავიდან კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ისე დამთავრდა მინი ინფაქტი მივიღე.
ძალიან ბანალური გამოგივიდა, ლურსმანი კიდე ხო საერთოს...



ხო ვიცი რომ ძალიან ბანალური იყო და შეიძლება "ბანძიც" მაგრამ ეს ნამდვილი ისტორიაა, თავისი დიალოგებით. მხოლოდ თვითმკვლელობა არ მომხდარა, ხოლო გაცილება და ტკივილი კი...

tako
მომეცონა მაგრამ დალიან სევდიანი იკო ცოტა გაავრცე კარგი ხარ



მგონი შენ ერთს მოგეწინა მადლობა ამისთვის love

 


№7  offline წევრი სესილია

eremar
mec dzalian momewonna, magram guli damewva mati sacodaobit :(((;(((



მადლობა ჩემო კარგო love ხო სამწუხაროდ, ბიჭი ოჯახის ზეგავლენას და მის პრინციპებს ვერ "გადაახტა" ...

 


№8 სტუმარი მთვარო სვანი

აუ ამ ბიჭს მე მოვკლავ ???????? გული გამისკდა

 


ეს იყო სრული ტკივილი, იმის მიუხედავად რომ გავგიჟდი ისე მომეწონა, ამავე დროს გულიც ძალიან მეტკინა*_*

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

სევდიანი პატარა ტკივილიანი ისტორია, რომლის გმირები მათივე გრძნობის და დოგმების ტყვეობაში იყვნენ, ძალიან კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent