შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეჟავიუ


30-09-2015, 05:54
ავტორი gogona708
ნანახია 1 843

შუა ღამით, როდესაც თქვენ გძინავთ, მე გადავწყვიტე პირველად დამეწერა რაიმე ისტორია სერიოზულად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გაიღვიძებთ და ნახავთ მოგეწონოთ და გაგახაროთ ჩემი "ახალბედობით", ხოლო თქვენ კი მე გამახაროთ ოდნავ მოგვიანებით გაღვიძებული თქვენი კომენტარებით, იმის აღნიშვნით მოგეწონათ, თუ არა.
მე თქვენი იმედი მაქვს. მე მაქვს ნდობა. გენდობით. გელით. მიყვარხართ. ნუ დამიკარგავთ იმედს.
______________________________________________________________

-აჰაა და მესამე სართულზე მეთოთხმეტე ოთახია - თავის ნომრის გასაღები გამომიწოდა ნათიამ ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, გვიანი დროის მიუხედავად იჯდა და მუშაობას განაგრძობდა, კოპიუტერის კლავიატურაზე რაღაცას კრეფდა, თან აქეთ იქით წრიალებდა. ხან მარჯვნივ შებრუნდებოდა, ხან მარცხნივ, ხანაც უკან. რაღაცას იღებდა, ზოგჯერ დებდა, ზოგჯერ ეძებდა და პარალელურად მეც მელაპარაკებოდა. მე მის მარჯვნივ ვიდექი და ცალი ხელით მის სამუდაო მაგიდას ვეყდნობოდი.
-სად ვწვები? - ვკითხე დაღლილი სახით, ცალი ხელით მაგიდაზე დაყრდნობილმა, მეორე ხელით კი გასაღებიგამოვართვი და ხელი იმავე, გამოსართმევად გაწვდილ პოზაში დამრჩა.
-ჩემს საწოლში. მარცხენა, კედლის მხარესაა.

მესამე სართულზე ფეხით მომიწია ასვლა, რადგანაც ლიფტი არ იყო. დერეფანს ჩავუყევი და მეთოთხმეტე ოთახი მოვძებნე, დაღლილი ხელებით მოვრგე გასაღები გაღებისთანავე შიგ შევედი. ნათიას თქმისამებრ მარხენა, კედელთან არსებულ საწოლზე მუცლით დავწექი. ცოტხანას ასე ვიყავი. ვიწექი საშინლად დაღლილი და არ ვფიქრობდი. არ ვფიქრობდი საერთოდ არაფერზე და არავიზე. არც დდღევანდელ, არც გუშინდელ და არც ხვალინდელ დღეზე. უბრალოდ ვისვენებდი. სიმყუდროვე კარების შემოღების ხმამ დამირღვია. მარი და ანა იყვნენ. რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ. მარი როგორც ყოველთვის ჩვეული გულიანი ხარხარით, ყველა კბილ გადმოყრილი იყო. მე საწოლზე წამოვჟექი. ისინი გვერდითა საწოლზე დაჯდნენ. ისევ საუბრობდნენ და ისევ იცინოდნენ. მე კი კვლავ უცვლელ პოზაში ვიყავი წამომჯდარი საწოლზე ჩემთვის ჩუმად. საშინლად მინდოდა წამოწოლა, მაგრამ მომერიდა მაინც ამ სიტვაციაში არ შემემჩნია ისინი და მე ჩემი გამესწორებინა. ცოტახანში ანა ფეხზე წამოდგა, მარიმ იმ საწოლის გაშლა დაიწყო, ანამ კი მე მომმართა.
-ბოდიში საყვარელო, მაგრამ უნდა ადგე - მივხვდი რაშიც იყო საქმე, როგორც ჩანს ეს მისი ადგილი იყო, ან ყოფილი ადგილი.
-ნათიამ მითხრა რომ დღეს ამ საწოლში ვწვები - გაბედულად და მოურიდებლად ვუთხარი მე, რამაც თვითონ მეც გამავირვა, რადგან ასეთი გამბედაობა და პირდაპირობა არ მჩვეოდა. ყოველთვის მორცხვი ვიყავი. ალბათ რაღაც შეიცვალა. ალბათ წლებმა შეცვალა ჩემი ეს თვისებაც.
-აა, კაი - გაგებით მოეკიდა ჩემს ნათქვამს და მარის ჩაუხტა გვერდითა საწოლში.
ცოტხანში ოთახში ნათიაც ამოვიდა და მალევე მს მოყვნენ თეო და ნანიკოც. გადავირიე. 1 ოთახი, მხოლოდ 2 საწოლი და 6 გოგო. დიდხანს ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ მოვთავსებულიყავით საწოლში. ბოლოს როგორც იქნა ვერ გადაწყვეტილი გადავწვიტეტსავით. ორივე საწოლი ერთმანეთთან მივწიეთ და შევატყუპეთ. ანა და მარი ერთ საწოლში დაიძინებდნენ. ნათია და ნანიკო მეორეში, ხოლო მე და თეო კი შუაში. იმის წარმოდგენაზეც კი უკვე ნეკნები მტკიოდა, თუ როგორ უნდა ვწოლილიყავი მთელი ღამე ჩაჭლეტილი გაუნძრევლად ორ საწოლ შუა.
-მე ცოტახანს გავალ, გავისეირნებ ჰაერზე და მოვალ დაძინებისას - დავუბარე გოგოებს და ოთხაის კარი გამოვიხურე და შემოვტრიალდი თუ ორი ნაბიჯი გადავგი, რომ კარს ოდნავ მაინც მოვშორებოდი და კედელს ავესვეტე, დაველოდე ნაცნობი სახეს, რომელიც დერაფენას ჩემსკენ მოუყვებოდა. გამიკვირდა მისი აქ დანახვა. ყველაზე მეტად მის დანახვას არ მოველოდებოდი და თანაც აქ. გული სულ ამიჩქარდა, ოღონდ დარწმუნებული ვარ ეს მოულოდნელობისგან იყო, ისე ძალიან მშვიდად ვიყავი. მეტისმეტად მშვიდად.
-ვაა თემური?! - მომიახლოვდა თუ არა მაშინვე მე დავიწყე საუბარი ამ ფრაზით, ისევ კედელს ვეყრნობოდი ცალი მხარით, ის კი ჩემს პირისპირ იდგა და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
-როგორ ხარ?
-არამიშავს რა. შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს რა. საით მიდიოდი?
-სასეირნოდ. გავივლი გამოვივლი ცოტას თქო ვიფიქრე, ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი.
-ჩემთან შემოდი, ვისაუბროთ ცოტა - მითხრა და მისი ოტახისკენ გაიშვირდა თითი, რომ დაენახებინა. გავიხედე. ჩვენი ოთახის მოპირდაპირე მხარეს იყო, ჩვენს პირისპირ რომ კარია აი მის გვერდით.
-კარგი - ოდნავი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი და ორივე კარისკენ წავედით. კარზე 17 ეწერა. მაშინვე ჩვენი გაცნობის დღესთან დავაკავშირე. 17 იანვარს გავიცანით ერთმანეთი. ჩამეღიმა და ოთახში შევედი. ავანზე მაგიდასთან დავჯექით ორივე ერთმანეთის პირისპირ. ჩვენს წინ კი ულამზესი ზღვა მოსჩანდა და მისი აღელვებული ტალღების ხმა საკმაოდ ისმოდა. ცოტხანას ამ ლამაზი ხედით ვტკბებოდი, გავყურებდი ზღვას, შემდეგ კი თემურის შევხედე.
-ყავას ხომ დალევ?
-კი.
აივნიდან გავიდ და მობილურთან მივიდა. მივხვდი მომსახურე პერსონალთან რეკავდა.
-იცი რაა, ცოტა უხრხული მგონია აქ რომ დამინახავენ, იციან რომ გოგოებთან ერთად ვარ მეთოთხმეტეში და უცებ აქ ავღმოვჩნდები.
-თუ ასე გეუხერხულება შენ მანდ იყავი და კარი მიიხურე, ფარდაც გასწიე, მე კი კართანვე გამოვართმევ ყავას.
-კარგი.
დარეკა. ცოტახანში კარზე ზარის ხმას იყო, შემდეგ კი აივანზე ხელში რძიანი ყავით დავსე ორი თეთრი ჭიქით ხელში შემოვიდა.
ვსაუბრობდით, თან შემოდდგომის ღამის სიგრილეში ცხელ ყავას ვსვავდდით, ხან ზღვას ვუყურებდი, ხან მას. მოვუყევი რა მინდოდა აქ და რა სიტვაციაში ვიყავი. ისიც მომიყვა. დიდიხნის საუბრის შემდეგ წამოვდექი და დავემშვიდობე, ჩავთვალე რომ საკმარისად ვისაუბრეთ და წასვლის დრო უკვე დამდგარი იყო. თუმცა კი ვგრძნობდი, რომ მასთან საუბარი საკმარისი სულაც არ იყო, არც ამ სასიამოვნო ხედის ყურება იყო საკმარისი.
-დარჩი ამაღამ ჩემთან. ხომ ხედავ იქ რა სიტვაციაა. აქ კიდევ მარტო ვარ. მოსარიდებელი არაფერია. ერთმანეთის გვერდიგვერ ადრეც ვწოლილვართ მე და შენ. ბევრად თავისუფლად დაიძინებ, თან მეც მეშინია მარტო ყოფნის - თქვა ბოლოს და გამიღიმა.
მე რომ დავფიქრდი ცუდი იდეა მართლაც არ იყო და არც ტეხავდა. ყოველშემთხვევში მე არ მიტყდებოდა. რატომ უნდა გამტყდომოდა. ადამიანურ ფაქტორთან გვქონდა ახლა ადგილი და არა უბრალო შემთხვევასთან. არ მინდოდა იმ ტანჯვაში მთელი ღამის გატარება, რაც გოგოების ოთახში მომელოდა. დავთანხმდი.
-ოღონდ ჩემს ნივთებს გამოვიტან, კარგი? - ვუთხარი თანხმობის ნიშნად მხოლოდ ეს, გავუღიმე და გამოვედი.
***
-გოგოებო, აქედან რომ გავედი მეგობარი შემხვდა დერეფანში, ვისაუბრეთ, ოთახში მარტოა და შემომთავაზა დავრჩენილიყავი მასთან. ასე აჯობებს. თქვენც ცოტა თავისუფლად იგრძნობთ თავს შედაებით და მე მითუმეტეს. ნათი, პიჟამოს მომცემ? ვუთხარი ეს რადგან წინასწარვე ვიცოდი, რომ ამაზე მას უნდ აზრუნა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ამ პიჯამოს ჩაცმა თეურისთან მომიწევდა და მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ გამომწვევი არაფერი ყოფილიყო, თუნდაც შორტი მაგალითად, ან ტოპი. ამ შემთხვევაში უეჭველად ტანსაცმლითვე ცავწვებოდი საწოლში და დდარწმუნებით ვიცი თემოც გამიგებდა. ჩემდა საბედნიეროდ გამიმართლა, ასეთი არაფერი აღმოჩენილა. იქვე გამოვიცვალე, ჩანთა ავიღე, გოგოებს დავემშვიდობე და დერეფანში გამზადებულივე, პიჯამოებით გამოვედი. რათქმაუნდა ჩემს გარდა იქ არავინ ყოფილა. თემურის ოთახში ძალიან საყვარელ ნაცრისფერი პიჟამოებში გამოწყობილი შევედი, რომლებსაც ზედ ნახევარ მთვარეები და ვარსკვლავები ეხატა, მხოლოდ შავთეთრი. გავუღიმე და მანაც გამიღიმა. ანელი გამახსენდა... პიჯამოებში რომ დავინახე მისი ოთახიდან გამოსული. მე მასთან ვმუშაობდი. უფროსწორად მის ოჯახთან და მათ სახლში ვიყავი. მე კიბეებზე ავდიოდი პირველიდან მეორეზე, ჩემს ოთახში მივდიოდი დასაძინელბლად, თან მობილურზე ვსაუბრობდი ის კი სააბაზანოში გამოდიოდა თავის ოთახიდან შემთხვევთ რომ შევეჩეხეთ ერთმანეთს. ისეთი საყვარელი იყო პიჟამოებში და ისე საყვარლად გამიღიმა მთელი გულით პირველად, რომ აშკარავე იყო ასე არასოდეს გაეღიმა ჩემთვის, გვერდით ჩამიარა და ამ დღესაც მახსოვს როგორ მიცემდა მაშინ გული. იმ დღეს ვიგრძენი სწორედ ისედაც მისდამი სიპატიები, როგორ გაათმაგდა და გაასმაგდა, თვეების შემდეგ კიდევ ეს ფაქტი წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ. ისეთი საყვარელი იყო.... ალბათ ასეთი საყვარელი ვიყავი ახლა მეც. რაც შეეგვეხება მე და თემურის ერთმანეთის გვერდით კი მართლაც ხშირად ვწოლილვართ, თუმცა პიჟამოებით? ეს მართლაც პირველი ფაქტი იყო. ორივე დავწექით, მე ზურგით მისკენ, ის კი ჩემი ზურგისკენ სახით. წელ ზევით შიშველი იყო რათქმაუნდა. სხვანაირად არც მოველოდებოდი. მახსოვს მობილურზე ძილისწინ რომ ვესაუბრებოდით ხოლმე ერთმანეთს და მე ვამბობდი მცივა თქო ის მეუბენებოდა სად არის სიცივე, ტანზე გახდილი ვწევარო. ასე იყო მუდამ. ზაფხულშიც და ზამთარშიც. მახსოვს შუაღამისას თუ გაეღვძებოდა და რომ ამაწრიალებდა ხოლმე და მეც გამაღვიძებდა მაშინაც მეუბნებოდა საშინლად მცხელაო. პერიოდს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდი რომ მუდამ წელზე შიშველი იძინებდა და ახლაც, წლების შემდეგც ზუსტად იგივეს მოველოდებოდი და ასეც დამხვდა. მხოლოდ ღამის შორტი ეცვა. თვალები დავხუჭე და უემოციოდ, ძალიან გადაღლილმა ძილისთვის მიშურება დავიწყე უცმათ თავისითვე სხეულში რომ გამაკანკალა, მან კი ძალიან ჩვეულებრივად და დაუკითხავად მაისური ოდნავ ზევით ამიწია და ხელები წელზე შემომხვია. გული ამიჩქარდა, პულსი, დავიბენი, არაფერი ვთქვი. მისი ცხელი სხეული და მკლავები ჩემს წელს ეხუტებოდნენ, გათბები ცოტასო მითხრა. მე ისევ ხმა ვერ ამოვიღე. რა უნდა მეთქვა გამიშვი მეთქი? მექაჯა? თუ იდიოტივით უბარლოდ კარგი მეთქვა და გამეღიმა? ყველა ემოციამ უცბად მოიყარა ჩემში ერთიანად თავი. 4 წლის წინ გამახსენდა, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით და მციოდა მაშიაც ასე აკეთებდა ამიწევდა ხოლმე მაისურს წელზე და ხელებს შემომხვდევდა მის შიგნიდან, თან მიხუტებდა, მაგრამ მაშინ, როგორ თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი და ახლაც იგივე ქნა, გამახსენა. დიდიხნის შემდეგ გულ აჩქარებულს და დაბნეულს კვლავაც მის შემოხვეულ მკლავებში ჩამეძინა.



№1  offline წევრი Firefly

კარგია მალე დადე შემდეგი თავი
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent