შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრამალის აჩრდილი -1-


30-09-2015, 16:42
ავტორი Firefly
ნანახია 2 804

სიბნელეში შთანთქმულ ოთახში მთვარის მკრთალი სხივები სარკმელზე გარდატყდებოდნენ და ისევ სიბნელეში ინთქმებოდნენ ოქროსფერ ძაფებად.კვამლიც იყო...სიგარის ბოლი არულიყო ვისკის სურნელში,აქა-იქ დაკუჭული ქაღალდები მიმოფანტულიყო.საათის წიკწიკი ისმოდა...ოთახში დიდი ოთკუთხედი საწერი მაგიდა იდგა მასზე უამრავი თეთრი ქაღალდი ეყარა დაუდევრად.ზედ ნახავდით ვიღაცის უცნაურ ჩანახატებს,გამონათქვამებს და ასე შდეგ.მაგიდაზე ფეხები შემოეწყო მოუვლელ ჯეელს,ხელში სიგარა გაეჩრა და ნაფაზს ნაფასზე არტყამდა.შავი მეტყველი თვალები კედელზე მიებჯინა...უსასრულობას გაჰყურებდა და ამ უსასრულობაშივე ინთქმებოდა თითქოს.მისი მწველი მზერა არღვევდა თითქოს კედელს...უდარდელად გაშოტილიყო ტყავის გოგროლალაჭებიან სავარძელზე და დროგამოშვებით ნერვიულად ტრიალებდა წრიულად.მაგდიდაზე ქაღალდის ნაფლეთებში იპიოვიდით ქალის მოკრძალებულ პორტრეტს,მწირ ჩანახატს ზედ ნახატს რომის ბოთლი და რომით სავსე ჭიქა ედგა.კაცი შეშლივივით წამოფრინდებოდა ხოლმე სავარძლიდან და ბოლთას სცემდა.ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა რომით სავსე ჭიქა და მწყურვალ კაცივით დაეწაფა ბოთლში დარჩენილ სასმელს.ძალაგამოცლილი მიესვენა კედელს ხელები ყორნისფერ წამოზრდილ თმაში შეიცურა და ბღავილის მსგავსი ხმა ამოუშვა.გაურბოდა იგი სამყაროს,არუსმენდა არავის...სძულდა სამყარო,სძულდა ხალხი,სძულდა შემოქმედი...საკუთარი მეც კი ეჯავრებოდა..სიგარას გაუკიდა ღრმა ნაფაზი დაარტყა და ბოლი რგოლებად გამოუშვა,ნერვები საკუთარ "მე"-ზე მოეშალა ანთებული სიგარა ხელზე მიიწვა.უნდოდა დატანჯულიყო მომკვდარიყო,მაგრამ არ კვდებოდა,უნდოდა ტკენოდა მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სულიერი ტკივილი ხორციელ ტკივილს ვერც კი გრძნობდა.სძაგდა საკუთარი არსება რომ არ შეეძლო ჩახმახზე თითი გამოკრა და აღსრულებულიყო!ლაჩრად თვლიდა საკუთრ თავს.
სავსე მთვარე სარკმლიდან გამომწვევად შლიდა ფაფრებს, ქარიც ზუზუნებდა და არხევდა ხეებთა ჯარს,შავი ღრუბლები კუშტად შეყრილიყნენ და უსათუოდ მოასწავლებდნენ წვიმას და ქარბუქს.სახლში გამფებულ სიმშვიდეს ჩვილი ბავშვის გაბმული ტირილი არღვევდა.
—გააჩუმეთ ვინმემ ის არსრბა თორემ ყველას გარეთ გისვრით!მძვინვარებდა კაცი და ყურებზე ხელებს იფარებდა ხმაური რომ ჩაეხშო.ტირილი კი არ წყდებოდა პირიქით უფრო მატულობდა, იგი ისე აღიზიანებდა კაცს თითქოს თავში ასობით ჩაქუჩი უკაკუნებსო.გამწარებულმა გამოგლიჯა კარები და ტირილის ხმას მიჰყვა სანამ ჰოლში არ მიიყვანა ხმამ.
—გააჩუმეთ ეს წურბელა სანამ მომიხრჩვია!
—ძალიან ჭირვეულობს ბატონო!ვერაფრით დავამშვიდეთ პირიქით ყველა ვეუცხოებით.აღმზრდელი უნდა ვიპოვოთ თორემ მე მოხუცს არშემწევს ძალა ჩვილი ავღზარდო!
—მოძებნეთ ვინმე ვისაც თავი მობეზრდა და სურს ამ პროვინციაში მუშაობა წინააღმდეგი არ ვარ პირიქით გავიხარებ ამ ბაღლინჯოს ვინმე რომ გააჩერებს.
—ასე როგორ ამბობ ნოკოლოზ შენს შვილზე!?ის ხომ 1თვისაც არაა მას მზრუნველობა სჭირდება!ასე აგღზარდე შვილო?
—არ აღელდე ნელი.კაცმა ციკინურად ჩაიცინა ბავშვს ზიზღით შეხედა და ბანცალით ჩაიარა კორიდორი და ისევ მის ბუნაგს შეაფარა თავი.

***
უკანასკნელი გროშებით შევიძინე ბილეთი გარდაცვლილი მამაჩემის მოხუცი დეიდის სტუმრობას ვგეგმავდი,ის ერთადერთი ნათესავია ამ სამყაროში ვინც შემომრჩა და ვისი იმედიც მაქვს.ადრიანად მივედი სადგურში და დაველოდე როდის ჩამოივლიდა ჩემი მატარებელი.შიშით ვაცეცებდი თვალებს სადმე ჩემი მამობილი არ მენახა ვინაიდან სახლიდან გამოვიქეცი...ვეღარ აიტანა ჩემმა სულმა ამდენი ტანჯვა და სიბინძურე...არასოდეს მჯეროდა თუ არსებობდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც სიცოცხლეშივე იწყებდნენ ხრწნას...საკუთარ წაბილეულ სხეულში რომ იხრჩობიან და ლპებიან...მე ვიცი რომ არსებობს ასეთი ხალხი!თუ შეიძლება მას ხალხი უწოდო.ფიქრებში გართულმა ვნახე როგრორ მიახლოვდებოდა შავ ლაბადაში გამოწყობილი კაცი.გონებამ თვით გადარჩენის იტნსტიქტი გამიღვივა და სასწრაფოდ გავიქეცი.მთელი ძალით მივრბოდი და მივიკვლევდი გზას ბრბოში...უკან შიშით ვერ ვიხედებოდი მივრბოდი რელსებს შორის და ის ახლოს იყო...მე მსმოდა მისი ხრინწიანი,ჩემთვის საძულველი ხმა...დაცინვით გაიძახოდა ჩემს სახელს "ქეთრინ" "ქეთრინ".სასოწარკვეთილებამ მომიცვა არ მინდოდა ხელმეორედ ტანჯვა და მისი წიხლების ხელახლა მოხვედრა მთელი ძალით გავიქეცი მივრბოდი სანამ სატვირთო მატარებელი არ დავინახე რომელიც მოდიოდა...მეშინოდა მაგრამ მაინც გადავლახე შიში, ან მატარებელი გამჭ*ლეტდა ან ჩემი მამინაცვალი მომკლავდა.ძალა მოვიკრიბე და მატარებელს ცალი ფეხით შევახტი და წვალებით ავედი მასზე.ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი მოაჯირს ხელი ჩავჭიდე და გავხედე ძალაგამოცლილ ზაზას ხელს შესაშინებლად რომ მიქნევდა.მაგრამ ახლა რაღა შემაშინებდა როცა გავცილდი იმ უღმერთო კაცს.მატარებელი კი მიდიოდა და ვშორდებოდი არარაობას,გული თითქოს გაფრენას ლამობდა. ვგრძნობდი თავისუფლებას მთელი არსებით. ხელები გავშალე და ასე გახევებული ვიდექი,ცივი ქარი სახეს მიყინავდა,მაკანკალებდა მაგრამ არ დავეძებდი შარფი მჭიდროდ შემოვიხვიე ყელზე ქუდი ჩამოვიფხატე და კუთხეში ჩავიცუცქე.არ ვიცოდი სად მივდიოდი მაგრამ მაინც მიხაროდა თავისუფლების შეგრძნება,ეს მალამოდ მედებოდა ყველა ჭრილობაზე რაც გადავიტანე...სიტყვებიც კი უხლურია ჩემი ტკივილის აღსაწერად...
დრომ თითქოს შეწყვიტა სვლა,2დღე იყო რაც ამ მატარებელში ვიყავი ის კი მიდიოდა და მიდიოდა.თენდებოდა თოვლით გადაპენტილ მთებზე ოქროსფერი სხივები ბზინავდნენ,უცხო იყო ეს ადგილი ჩემთვის მაგრამ ლამაზი,აქა-იქ მიმოფენილიყო სახლები. სოფელია ალბად გავიფიქრე გულში და საგულდაგულოდ დავიწყე დეტალურად დათვალიერება.მატარებელი კი მიდიოდა და რელსებს გაჰქონდათ ტკაცუნი.მატარებელმა სვლა შეანელა ირგვლივ ხალხი გამოჩნდა,სახელებიც შორიახლოს მიფენილიყვნენ მაღლობზე.მეც მატარებელის სვლის შენელებით ვისარგებლე და ჩამოვხტი,ცოტა დავზიანდი ხელი გადაქლეტილი მქონდა ფეხიც ნაღრძობი.კოჭლობით დავუყევი გზას...ამ ადგილს ქალაქს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით და ვერც სოფელს,ისე კი ულამაზესი იყო მისი განფენილობა და ბუნება...სახლებს და შენობეს ვაკვირდებოდი ვფიქრობდი სად შეიძლებოდა ღამე გამეთია,სასტუმროს მაგვარ სახლს მივადექი კარში მოხუცი ქალი შემომეგება სანდომიანი ღიმილით.
ოთახი ვიქირავე უფრო სწორად ფულის ნაცვლად ბებიას ნაჩუქარი ოქროს საათი მივეცი და ცოტა ფული უკანაც დამიბრუნა.ცხადია დიდი ხანი ვერ გავძლებდი ასე,მართალია ღამის გასათევი მქონდა მაგრამ თვავი უნდა მერჩნა.სამსახური მჭირდებოდა მანამდე კი ცხელი აბაზანა რომ გათოშილი სხეული მომედუნებინა,ერთი ჭიქა ჩაი და ღუნღულა საწოლი.

ულამაზესია ეს მხარე,ზამთარი დაბუდებულა ირგვლივ, ფერდობებზე განფენილ სახლების სახურავებს თოვლის სუდარა გადაფარებოდა საკვამურებიდანაც გამოდიოდა შავი ბოლი.ერთიანად გათოშილი მივყვებოდი ფილაქანს და ყოველ წვრილმანს ვაკვირდებოდი.ქალაქი ნამდვილად არ ეთქმოდა ამ ადგილს,პროვინცია უფრო იყო..შორი-შორს იყო მიფენილი სახლები,მანქანებიც კი არ ჩანდნენ ირგვლივ.მაღაზიაზე საუბარიც ზედმეტია მაგდაგვარი ვერაფერი ვნახე და დაღონებული ჩავუყვი დაღმართს,გზად მეძველმანე,მოხუცი კაცი შემხვდა გორგოლაჭებიან ურიკას მოაგორებდა და როხროხი გაჰქონდა ფილაქანს.—უკაცრავად აქ მაღაზია არის სადმე?ან ტელეფონი რომ დავრეკო?ვკითხე მოხუცს დაცისფერ წყლიან თვალებში ჩავხედე.მოხუცმა ხელი გზის მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა და წავიდა მადლობა უკან დავაწიე და გზაზე გადავირბინე.
აქაურობა ძალიან მომწონს,ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება აქ რამოსატანია.აქ დილას მამლის ყივილი მაღვიძებს და არა მანქანების პიპინი.ცოტა მიჭირს უდედობა,მაინც მღრღნის გულში ჭია და მეც ავდგები და ვურეკავ მის ხმას ვიგებმერე ვთიშავ და თავს ვინუგეშებ "ასე სჯობდა".სამსახურის ძიების ყოველი ცდა ამაო გამოდგა ამ ადგილას არანაირი სამსახური გამოიძებნა ჩემთვის მითუმეტეს რომ 17 წლის ვხდები და მაიტომ ასაკის მომატებაც მიწევს..
—ქეთრინ ძვირფასო,აქ ცხოვრება რთულია შენნაირი ქალაქელი ახალგაზრდა გოგონასთვის. ოცის ხარ ხომ?
—დიახ.-ვიცრუე მე.
—ჩვენთან ახლოს "ტრამალის აჩრდილში"ძიძას ეძებენ და ვიფიქრე...თუმცა შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ ბავშვის აღსაზრდელად.
—არა!არა მადლისთვის რაღაც გამოჩნდა,იქნებ გამიწიოთ მათთან რეკომენდაცია ან დამაკვალიანოთ როგორ მოვხვდე მათთან.-მოკლედ ჩემმა ერთადერთმა ნაცნობმა ლიანა დედიდამ ჩემმა სასტუმროს მასპინძელმა გამიწია რეკომენდაცია და მეც ჩემი ბარგი ბარხანით მივემართები "ტრამალის აჩრდილში".ასე ჰქვია იმ მამულს სადაც.ჩემი აღსაზრდელი ცხოვრობს.ფეხით მივემართებოდი დანიშნულების ადგილამდე, თვალს მჭრიდა ფერდობებზე განფენილი ხეებთა ჯარი, თოვლის სქელი ფენა რომ დადებოდათ შიშველ ტოტებზე.მე უკვე უკვე მიყვარდა ეს ადგილი და ვგონებ გამიჭირდება მისი დატოვბა და სხვაგან გადასახლება...
დაღმართზე როგრც კი დავეშვი გამოჩნდა დიდი აბრა სახელწოდებით"ტრამალის აჩრდილი" ცოტახანს აბრას დავშტერებოდი და მაინტერესებდა რატომ ერქვა ასეთი სახელწოდება,მერე ისევ განვაგრძე გზა და დიდი წითელი აგურით ნაშენებ სახლს მივადექი,სახლი კიარა ნამდვილი სასახლე ეთქმოდა.ჭიშკართან ზარი დავრეკე და კარებშიც მალე გოჩნდა ჩაპუტკუნებული კარგი აღნაღობის მოხუცი ქალი,თუმცა მთლად მოხუციც არ ერქვა ასე 55 წლის იქნებოდა.თბილად გმიღიმა და სახლში შემიძღვა.
—ერთიანად გათოშილხართ!ჩაილაპარაკა მოხუცმა და ბუხარს შეშა შეუკეთა მერე მოსამსახურე გოგონას ჩაი მოატანინა.
—კარგი გოგონა ჩანხარ და ვიმედოვნებ თავს გაართმევ ჩვენი ჭირვეული პრინცის აღზრდას.-
—დიახ შევეცდები იმედები არ გაგიცრუვოთ..ბავშვი სადაა?-
—ახლა სძინავს.ჯერ ჩაი დავლიოთ ცოტა გათბი და მერე დემეტრესაც გაეღვიძება და შენც შეუდგები შენს საქმეს.-
პაწაწინა დემეტრე ისეთი საყვარელია როგორც კი ვნახე მაშინვე შემიყვარდა...დიდრონი მწვანე თვალები აქვს,ღვინისფერი ყუჩები და ღაჟღაჟა წითელი ლოყები საოცარი ბავშვია ყორნისფერი დახვეული თმები აქვს მასთან სიახლოვე მაგიჟებს ვეღარ ვშორდები მის მშობლებზე არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ მამამისი ამ სახლში ცხოვრობს და მისი ყველას ეშინია.მართალი გითხრათ ეს ერთი კვირა ისე გავიდა თვალი არ მომიხუჭავს პატარა პრინცი სულ ჭირვეულობს, დღე სძინავს ღამე ღვიძავს არაქათ გამოცლილი დავიარები თვალის უპეები ერთიანად ჩაწითლებული მაქვს ერთი ორჯერ ქალბატონ ნელის შევეცოდე და ბავშვი დაიტოვა და მეც გამოვიძინე.საკუთარი შვილი მგონია მის სიახლოვე ჩემში საოცარ გრძნობას აღვიძებს...ეს ეს რთულია გადმოსცე სიტყვებით,რაღაც ზებუნებრივი გრძნობაა აუხსნელი ალბად დედები გამიგებენ,თუმცა მე არ ვარ დემეს დედა და ეს რაღაცნაირად მწყინს თითქოს...
-გააჩერებს ვინმე ამ ბაღლინჯოს?ყვიროდა ვიღაც და ბავსვიც უფრო ფრთხებოდა მის ღრიალზე,არ ვიცი რადაემართა ვერაფრით ვამშვიდებდი.დემერტე ხელში მეჭირა და ვარწევდი როცა ოთახში ვიღაც კაცი შემოვარდა ლანძღვა-გინებით.
-იქნებ გააჩერო ეს პარაზიტი თორემ ორივეს გისვრით აქედან ისედაც ძლივს ვთოკავ ნერვებს ეს არესება ფეხქვეშ არ გავიფინო!-
-როგორ ბედავთ ბავშვზე ამის თქმას?ბავშვია და იტირებს იცინებს და თქვენ ვინ ხართ რომ უცოდველ ბავშვს ასე მოექცეთ?ვუყვიროდი ოთახში შემოსულ კაცს და ბავშვის დამშვიდებას ვცდილობდი.კაცმა ხმამაღლა გაიცინა და ამაზრზენად შემომხედა.
-მამამისი ვარ და ისე მოვექცევი როგორც მინდა აი შენ კი ნამდვილად არ გაქვს ხმის ამოღების უფლება შემომიღრინა კაცმა.მერე ერთი აათვალიერ ჩაათვალიერა შესაშური აღნაღობის ძიძა და ოთახი დატოვა.ქეთრინმა შვებით ამოისუნთქა და მის ხელში ჩაძინებულ ბავსვს შუბლზე აკოცა საწოლი გაუშალა და ფრართხილად ჩააწვინა პაწაწინა ანგელოზი.
-ნელი,ფრთხილად სცადა საუბრის წამოწყება ქეთრინმა და ჩაი მოსვა.რატომ აქვს დემეტრესთან ასეთი ცივი და შეუვალი დამოკიდებულება მამამისს?იკითხა ქეთრინმა.
ქალი ერთხანს დუმდა ალბად ფიქრობდა ღირდა თუ არა მოყოლა.
-ნიკას პატარაობიდან მე ვზრდიდი,ძალიან კარგი ბავშვი იყო მიუხედავად იმისა რომ მთელი ოჯახი ანებივრებდა და არამარტო ოჯახი თავში არასოდეს ავარდნია,მუდამ თავმდაბალი და სანდო ადამიანი იყო...მერე შეუყვარდა ერთი გოგო სიგიჟემდე,გაბრწყინებული თვალებით დაარებოდა სულ ანებივრებდა სალომეს,იმდენად იყო დაბრმავებული სიყვარულით რომ მის ნამდვილ სახეს ვერ ხედავდა..მერე ცოლობა შესთავაზა გოგოს გრანდიოზული ქორწილი უნდოდა...ქორწილი მართლაც არაჩვეულებრი იყო,ნიკას მშობლები მდიდარი თავადისშვილები არიან და ბაგრატიონების შესაფერისი ქორწილი გადაიხადეს...ყველაფერი კარგად იყო ახლად დაქორწინებულები სამოგზაუროდ იყვნენ,იქედან დაბრუნებულები არიყვნენ ისეთი ბედნიერები სალომე სულ ჩაფიქრებული დადიოდა მერე გაირკვა რომ ორსულად იყო,აი აქ შეიქმნა პირველი პრობლემა ქალს არუნდოდა ბავშვის გაჩენა და მოშორება გადაწყვიტა ნიკა გაცოფდა მას უნდოდა შვილი ბოლოს სალომე იძულებული გახდა გაეჩინა დემეტრე.ორსულობის პერიოდში სულ გაუუცხოვდნენ ერთმანეთს და როგორც კი ბავშვი დაიბადა სალომემ გუდანაბადი აიყარა და ვიღაც კაცთან ერთად საბერძნეთში წავიდა შვილი მამამის დაუტოვა განქორწინების საბუთებთან ერთად...მაგის მერე აქ ამ მამულში გადმოვედით და აქ ვცხორობთ.ნიკა კი ტკივილს სასმელით იხშობს და ბოღმას ბავშვზე ანთხევს...არადა როგორი იმედით ელოდა მის დაბადებას...დანანებით ჩაილაპარაკა ნელიმ და ჩაი მოსვა.
გული დამწყვიტა რატომღაც ამ ამბავმა.ძილის წინ დემეტრეს ვარდისფერ ღაჟღაჟა ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში გავაგრძელე ფიქრი.

ყველას სალამი!გადავწყვიტე დავასრულო ეს ისტორია,რატომღაც სულ ვფიქრობ რომ შევეყვიტო წერა მაგრამ იქმადე ყველა ჩემი დაუსრულებელი ისტორია უნდა დავასრულო.ერთართმა მკითხვლმა აღნიშნა ჩემი ეს ცუდი თვისება და სწორედ მისი წყალობით ვაგრძელებ ამ ისტორიას.არვიცი რამდენად მოგეწონებათ ჩემი ნაწერი იმედია გამოხატავთ თქვენს აზრს. წინასწარ მადლობა.



№1 სტუმარი darina

Me shenze sheyvarebuli var, wina istoria xom ise momewona gavgijdi amam ki gadamria, ukve sheyvarebuli var nikolozze da velodebi shemdeg tavs, warmatebebi.

 


№2  offline წევრი Firefly

darina
Me shenze sheyvarebuli var, wina istoria xom ise momewona gavgijdi amam ki gadamria, ukve sheyvarebuli var nikolozze da velodebi shemdeg tavs, warmatebebi.

მადლობა შენ თბილი კომენტარებისათვის ძვირფასო♥
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Salo

Dzalian kargi istoriaa.

 


№4 სტუმარი Guest Lia

Sauketesoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent