შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო (თავი 1)


1-10-2015, 08:16
ავტორი loveblee
ნანახია 1 985

მე ვარ ბეატრისა გაბიანი, 22 წლის. შემოკლებით მიძახიან ბეას. სახელი ბეატრისა ლათინურად ბედნიერებას ნიშნავს. დედამ კი ეს სახელი იმიტომ დამარქვა რომ როდესაც დავიბადე ის ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ სახელს ჩემზე სულაც არ ''უმოქმედია''. როცა დავიბადე დედა16 წლის იყო. ამის გამო მამაჩემმა მიგვატოვა რადგან არ უნდოდა პატარა ასაკში ოჯახი. ამის მერე დედაჩემი, ლანა , ანუ სვეტლანა დანილენკო მარტო მზრდის. დედაჩემი ნახევრად უკრაინელია მამის მხრიდან და განსხვავებული შეხედულების ადამიანია, რითიც მე ძალიან ვამაყობ. გარეთ რომ გავდივართ ყველას დები ვგონივართ. ასევე ძალიან განათლებულიც არის, ამიტომ თავის რჩენა არასდროს გასჭირვებია და ''ნანგრევებში'' არ გვიცხოვრია. მამაჩემის სახელი ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს. არც ვინაობით არ ვარ დაინტერესებული. სხვა გოგოებივით ვერ ვაპატიებ დანაშაულს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩემს თავზეც ხომ უნდა მოვყვე. მოკლედ, დიდი ხნის წინ მე ვიყაი ძალიან ლაღი, ხალისიანი, მემიტი და კეთილი ადამიანი. 15 წლის რომ ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ადამიანი, ლუკა რაზმაძე. ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო. მოკლედ წლოვნებას ვინ უჩიოდა. შემიყვარდა. მართლა შემიყვარდა. არც ამას არ ვიტყვი სხვა გოგოებივით რომ არ მიყვარდადა უბრალოდ მომწონდა. მოკლედ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, თითქმის ერთი წელი. შემდეგ გადავწყვიტე დედისთვის სიმართლე მეთქვა. სიმართლე გითხრათ ცოტათი არ ესიამოვნა ეს ფაქტი და არ უნდოდა ის ბედი გამეზიარებინა რაც თვითონ გამოიარა მაგრამ მერე მიიღო ეს ამბავი. ყველაფერი კარგად მიდიოდა გარდა იმისა რომ ლუკას ყველაფერი ნაადრევად უნდოდა მომხდარიყო. მესმოდა მისი მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს. ხშირად ვკამათობდთ მაგრამ მერე ვრიგდებოდით. ერთხელაც ცოტა არ იყოს სერიოზულად ვიჩხუბეთ. რამდენიმე დღე არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ძალიან მომენატრა. გადავწყვიტე არ დამერეკა და ისე ავსულიყავი, უფრო გაუხარდებათქო. ბინის კარებს რომ მივუახლოვდი, გასაღები საფენის ქვეშიდან გამოვიღე, ჩუმად შევალ მეთქი. ფრთხილად გავაღე კარები. სახლში სიჩუმე იყო. მეცმაშინვე მისი ოთახისკენ გავემართე. კარი ნელა შევაღე და ქვე ''გავქვავდი''. ლუკა და ვიღაც გოგო ლოგინში ნებივრობდნენ. ლუკა მაშინვე წამოხტა ლოგინიდან. სიმართლე გითხრათ ისტერიკებში არ ჩავვარდნილვარ, არც ცრემლი წამომსვლია. გავიქეცი. ლუკაც გამომეკიდა და ახსნები დაიწყო მაგრამ არ გავჩერებულვარ. სახლში რომ მივედი აი მაშინ მოვრთე ბღავილი. დედა რომ მოვიდა ყველაფერი მოვუყევი. მანუგეშებდა და მეუბნებოდა რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ბიჭის გულისთვის ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი. მეორე დღეს გადავწყვიტე საზღვარგარეთ, ამერიკაში წავსულიყავი სასწავლებლად რადგან უკვე 17 და ერთ კვირაში სკოლას საბოლოოდ ვამთავრებდი. მაშინვე მოვშორდებოდი აქაურობას, დავივიწყებდი ყველას დედაჩემის გარდა და მომავალზე ვიზრუნებდი. მართლაც გავემგზავრე საზღვარგარეთ. დავიწყე სწავლა. თან ვმუშაობდი. ამერიკაში გავიცანი ჩემი წლოვანების გოგონა, თეა ნასრაძე. მე და თეამ გადავწყვიტეთ ბინა ერთად გვექირავა რადგან თანხა გაგვეყო და გადასახადი უფრო გაგვეიოლებინა. მე ჩავაბარე ბიზნეს ფაკულტეტზე, თეამ კი მედიცინის ფაკულტეტზე. მოკლედ, აქაურმა ცხოვრებამ ყველაფერი შეცვალა და დამავიწყა. ასევე მეც შევიცალე. აღარ ვარ მემიტი. მაგრამ ერთი თვისება რაც ისევ მახასიათებს ეს არის სიკეთე. ხალისს კი უკვე გააჩნია. ნუ დაბღვერილი არ დავდივარ მაგრამ არც დაკრეჭილი ადრე რომ დავდოდი. მოკლედ გავიდა ეს 5 წელიც. მე და თეამ უნივერსიტეტი დავამთავრეთ და გვინდა ისევ სამშობლოში დავბუნდეთ და დარჩენილი ცხოვრება იქ გავატაროთ.


-მოხვედი თეა? -გავძახე შემოსასვლელში თეას, ლეპტოპი დავხურე და ამზარეულოში გავვარდი.
-ხო მოვედი... რა ქენი ბილეთებზე? -შემოვიდა თეა სამზარეულოში და მაგიდას მიუჯდა.
-შენ გელოდებოდი. უბრალოდ არ ვიცი რომლით წავიდეთ ამსტერდამით თუ სტამბოლით. -ორი ჭიქა გამოვიღე და ცივი ყავის კეთება დავიწყე.
-გოგო ორივე კარგია და რომლითაც გინდა.
-ამსტერდამით მაშინ. -გავხედე და გავუღიმე.
-ბიზნეს კლასით კარგი? -შემომხედა და თვალები ააწიპწიპა.
-კარგი -მეც გამეცინა მის ასეთ ქცევაზე. ცივი ყავა გავაკეთე როგორც იქნა და მეც მივუჯექი მაგიდას. შემდეგ მობილური ავიღე და ორი ბიზნესს კლასის ბილეთი ნიუიორკი-ამსტერდამი, ამსტერდამი-თბილისის რეისზე დავჯავშნე.
მე და თეამ ცოტა ვიჭორავეთ, შემდეგ ჩანთა ჩავალაგეთ. და ველოდით როდის გათენდებოდა ზეგინდელი დღე რომ, ასე ვთქვათ ''დაგვეგაზა'' სამშობლოში.


-თეა ბილეთები აიღე?! -გავკიოდი სახლში და მანქანის გასაღებს ვეძებდი.
-კი!! -მანაც დაიწყო წრიპინი და ჩანთებს იღებდა.
-პასპორტები?!
-კი, კი!! წამოდი დროზე!
როგორც იქნა ვიპოვე გასღები დ აეროპორტისკენ გავეშურეთ. რეგისტრაციაც გავიარეთ, ჩანთებიც ჩავაბარეთ და ჩასხდომას დაველოდეთ. სკაიპზე დედაჩემის ზარი შემოვიდა და მაშინვე ვუპასუხე.
-დეე, როგორ ხარ?
-კარგად დედი შენ?
-კარგად- მეც ღიმილთ ვპასუხე.
-ლანა,როგორ ბრძანდეით? -ახლა თეა ჩაგვერთო საუბარში.
-კარად თეა,შენ როგორ ხარ?
-კარგად.
-მოვლენ აეროპორტში გელა და მაია? - დედაჩემმა თეას მშობლები გაიცნო რაც ჩვენ დავმეგობრდით და დედასაც და თეას დედ-მამასაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ხშირად გადიან მაია და ლანა ერთმანეთთან და ლაპარაკობენ ხოლმე რაც მე მიხარია.
-დედა მოვა ზუსტად ვიცი და მამა არა მგონია მუშაობს.
-კარგი დედი, დაიწყო ჩასხდომა და დაგირეკავთ ამსტერდამიდანაც.
მოკლედ რომ ვთქვა, მე და თეამ კარგად ვიმგზავრეთ. ახლა თვითმფრინავი სადაცაა დჯდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გული სწრაფად მიცემს. ვღელავ თან მიხარია. უკვე დასაჯდომი ბილიკისკენ მიდის და როგორც იქნა დაჯდა. თვითმფრინავში ტაში არ წყდებოდა. მეც მიხაროდა მაგრამ ტაშით არ გმოვხატავდი. როგორც იქნა მე და თეამ ავიღეთ ბარგი და ხალხისკენ გავემართეთ. და აი გამოჩნდა სამი ნაცნობი სილუეტიც.
-დედა!! -შევკივლე და გიჯივით გავექანე. ისე ჩავეუტე კინაღამ გავგუდე ქალი. -რგორ მომენატრე დედი.
-მეც დედა, მეც. -ასე ვეხუტებოდით ერთმანეთს. შემდეგ გელას და მაიას გადავეხიე. მოვიკითხე.
-მამი დღეს გაენთავისუფლე? -სიხარულით თეა ხტოდა
-კი მამი გავენთავისუფლე.
როგორც იქნა მივედი სახლში. როგორ მომნატრებია აქაურობა. იგივე სურნელი ტრიალებდა როგორიც მაშინ სანამ წავიდოდი. ჩემი ოთახი. როგორ მომნატრებია ჩემი ლოგინი. არაფერი შეცვლილა. ნამგზავრმა ტანსაცმელები სწრაფადვე გავიძრე, აბაზანაში შევვარდი და შხაპი მივიღე. რომ გამოვედი სამზარეულოში საოცარი სურნელი ტრისლრბდა. კარტოფილი. ვგიჟდები ლანას შემწვარ კარტოფილზე. მაშინვე შევვარდი სამარეულოში და ისე მშიოდა პირში ვიყრიდი. დედა კი მიყურებდა გაღიმებული. ჭამას რომ მოვრჩი ცოტახანს ტელევიზორი ჩავრთე. მაინტერესებდა რა ხდებოდა ახალი. მაგრამ კარგს რას გაიგებ. მოკლედ სანამ ტელევიზორი გუნებას გამიფუჭებდა საძინებელში შევვარდი, ლოინზე მოწყვეტით გადავეშვი და მაშინვე ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent