იყავი აზარტული! 5
განა ვინ იყო ასეთი ერეკლე დადიანი , მოთმინება რომ მღალატობდა. აქამდე იგნორი ჩემი განუყრელი ატრიბუტი იყო, მოსწრებული სიტყვა-პასუხიც არ მეშლებოდა, მაგრამ ეს გაუზრდელი ბიჭი მაბნევდა და საკუთარი თავის რწმენას მაკარგვინებდა. მისკენ შევტრიალდი და თვალებით მუქარა გავუგზავნე. -არ ვიცი ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე! ჩემი შეშინება შეუძლებელია. რის თქმას ცდილობ ასეთი ქცევით?-ინტერესით მივაპყრე თვალები. -მე? მე ვცდილობ შენს შეშინებას?-შეიცხადა ერეკლემ და ცინიკურად გაიცინა. -წამოდი ბაია, კლიენტებთან ჩხუბი პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს.-მკლავზე დამექაჩა თათა, თუმცა სულ ტყუილად! ადგილიდან დაძვრასაც არ ვაპირებდი. -ახლა კარგად მომისმინეთ ბატონო ერეკლე. ვინ ხართ და როგორ ხართ, ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა. ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ გადააცილებთ ზღვარს.-ჩემი გრძელი ცერა თითი ''გავუმარიაჟე'' და მეგობარს გავხედე. -ნუ ღელავ თათა, თაყვანისმცემელი, რომელიც თავისი უხეშობით ცდილობს ჩემს მოხიბვლას და უნდა თამაშში ჩამითრიოს, არაფერს დაგიშავებს. ასე არ არის ერეკლე?-ირონია არ დამიკლია მეც და ნიშნისმოგებით გადავხედე ჩემს გვერდით დგომს. ამ სიტყვებზე სახე მოეჟღამა და კბილები გააღრჭიალა. -სპეკტაკლი დასრულდა! შეგიძლიათ თამაში გააგრძელოთ.-ტაში დავუკარი ცნობისმოყვარეების გონზე მოსაყვანად და ახლა ჩემი თეთრი კბილები გამოვამზეურე. მერე თათას ჩავჭიდე ხელი და კარისკენ წავიყვანე. -შენ ის მოგწონს!-მტკიცედ განაცხადა თათამ და გულიანად გაიცინა. -ჩემი მეგობარი ისევ ცაში დაფრინავს...-ხუმრობაში გავატარე მისი მოსაზრება და თავში წავცხე. რომ ეთქვა შენი მეზობელი ზურია მოგწონსო, ეგ უფრო სარწმუნო იქნებოდა ვიდრე ის, რომ მე რაიმე სიმპათია გამაჩნდეს იმ ველურის მიმართ. მე და დემეტრე! ეს ხომ წარმოუდგენელია! არა! შარმს ვერ დავუკარგავ, თუმცა სად ის და სად დიკაპრიო. ანდაც მე რა მალაპარაკებს! თავად არ ავღნიშნე მათი მსგავსება პირველივე დანახვისას? სახე შემეცვალა, თუმცა მაინც არ დამიყრია ფარ-ხმალი. -ეს შენ დაფრინავ და ფიქრობ, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეიძლება მოეწონო, შენ ხომ უღმერთოდ ლამახი ხარ, მაგრამ... -რა? ასე არ არის?-ხომ გაგიგიათ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმა არისო. მეც მაშინვე შეტევაზე გადავედი და თვალი ავარიდე. -ნამდვილად! ... მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ შენი მოსაწონი არავინ არ არის?-მაშინვე შეასწორა მან. -ნიშნავს! სერიოზულად ზუსტად ვიცი არავინ არ მომეწონება, დღემდე უამრავი სიმპათიური ბიჭი მინახავს და არავის არ გამოუწვევია ჩემი აღფრთოვანება და ერეკლეც არ არის ახალი ხილი.-ხელებით დავიწყე რაღაც სისულელეების მტკიცება. სისულელეების? რას ნიშნავს სისულელეების? აქამდე მეც ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სიყვარული და მოწონება ვიღაც მეზღაპრის გამოგონილი იყო. ახლა კი... მეტი აღარ მიფიქრია. თითქოს იმ დასკვნის მეშინოდა, რომლის მიღების საფრთხეც მემუქრებოდა. შიში? მუქარა? ''მგონი მეძინება''-გავიფიქრე და დაღლილობის მოსახსენელად, კისერზე ხელი მოვისვი. -გადახარშე ჩემი ნათქვამი?-დაეჭვებით მკითხა თათამ და გაბრაზებული მზერა მომაპყრო. -თათა! სახლში მიდიხარ?-გვერდით ამოუდგა ბრგე ვაჟკაცი, რომელსაც ეტყობოდა, რომ დიკაპრიოზე ბევრად ზრდილობიანი იყო და ერეკლესგან განსხვავებით ქალის პატივისცემის სწავლა არ სჭირდებოდა. ...და საიდან ვიცოდი ეს ყველაფერი მე? თათასგან! სწორედ თათა მაწვდიდა ინფორმაციას ლევანის შესახებ. დიახ, მისი სახელიც ვიცოდი. ჩემს დაქალს ხომ ის ძალიან მოსწონდა და როგორც ჩანს ''იმასაც''. -კი, სახლში მიდის.-მის მაგივრად ვუპასუხე მე და ყურებამდე გავიკრიჭე, გვერდიდან შევნიშნე ერეკლეს ეჭვიანი მზერა და ორი კურდღლის ერთად დაჭერა გადავწყვიტე. მას ჩვენი ლაპარაკი არ ესმოდა, სამაგიეროდ გვხედავდა. -ბაია!-მკაცრი მზერა შემავლო თათამ-ლევან, ეს ჩემი მეგობარია, ბაია. ახლა სწორედ ტაქსის დაჭერას ვაპირებდი. თვალებში იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა და ბიჭს მორიდებით ახედა. -გაგიყვანთ!-დაუფიქრებლად წამოიძახა ლევანმა. -არა! მე... მე ნამდვილად არ მინდოდა... იცით... მოკლედ მე არ მოვდივარ.-დავასრულე როგორც იქნა წინადადება და არც კი მიდარდია იმაზე, თუ როგორ წავიდოდი სახლში. -იქნებ დაფიქრდე ბაია...-ჩაილუღლუღა თათამ, თუმცა ვიცოდი როგორ უნდოდა საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩენა, ამიტომ სწრაფად გადავკოცნე და ხელი დავუქნიე. -აბა, კარგად! გვრიტებსაც ხვეწნა არ დაუწყიათ. სიხარულით ჩახტნენ ავტომობილში და მტვრის კორიანტელში დამტოვეს. -უმადურები!-ხველება ამიტყდა და თან აწეწილი თმის დალაგებას შევეცადე. ისევ გავხედე იმ პირველყოფილ ერეკლეს და კინაღამ სირბილით გავიქეცი მისკენ. მანქანაში ჩაჯდა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. ''ნუთუ აქ დამტოვებს?''-გავიფიქრე გულში და ყველა ემოცია ერთად გამომესახა სხეზე.-''არა! არა! ეს არ გააკეთო!'' როცა მივხვდი რომ სულაც არ აპირებდა ჩემთვის შემოთავაზების წამოყენებას, ფეხსაცმელების კაკუნით გავემართა ''გელენდვაგენისკენ'' და ჩაწეულ ფანჯარაში თავი შევყავი. -წესით ნამდვილმა ჯენტლმენმა ქალს სახლში მანქანით მიბრძანება უნდა შესთავაზოს.-თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი მე. -ეს აუცილებელია?-ღრმად ამოიხვნეშა მან. -აქამდე არ გსმენია ამის შესახებ?-შევწუხდი და უკან დავიხიე. -არა! არც ვაპირებ შენგან რაიმეს სწავლას.-სარკაზმით გაჟღენთილი ხმით მიპასუხა და მანქანა ადგილიდან დაძრა. -ეს სრულ ჭკუაზე არაა ხომ?-ხელები ჰაერში გაწვდილი დამრჩა და აბობოქრებული შინაგანი ხმის დაშოშმინებას ვეღარ ვახერხებდი. არ გაგიკვირდეთ! ამ ველურის უზნეობაზე სიცოცხლე დაუბრუნდა. ცალი ფეხსაცმელი გავიხადე და გამწარებულმა იქითკენ ვისროლე, საითაც ის იდიოტი წავიდა. მერე ასკინკილით მივუახლოვდი დაბლა დაგდებულ ''წკაპუნას'' და ფეხზე ძვლივსძვლივობით ამოვიცვი. -ამჯერად მან მაჯობა, მაგრამ მე მას ვანახებ...-დავიწყე, მაგრამ მივხვდი რომ ტყუილად ვიმუქრებოდი, ნამდვილად ჩემზე ძლიერი იყო და უნდა დავნებებოდი. -არასოდეს!-არც ახლა გააჩუმა ენა ჩემს სულში ჩაბუდებულმა მეორემ მემ და მეც აღარ მიცდია მასთან ბრძოლა. ფეხით გავუდექი გზას სახლისკენ, სულ 15 წუთი მჭირდებოდა და თანაც გრილი ჰაერი გულზე მალამოდ მედებოდა. ''რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ვიღაც მითვალთვალებს?''-გავიფიქრე შემკრთალმა და უკან მივიხედე. არავინ არ ჩანდა! ეს სულისშემძვრელი გრძნობა კი ზურგს მიწვავდა და მეც ფეხს ავუჩქარე. -ერთი! ორი! სამი!-ჩავიჩურჩულე და უმალ უკან შევტრიალდი. დავინახე როგორ შეუხვია ვიღაცამ მეორე მხარეს. შევცბი. ვინ მადევნებდა თვალს? ვინ მიმოწმებდა თითოეულ ნაბიჯს? ......................................................... თქვენმა თბილმა კომენტარებმა ისე გამათბო, რომ პირობა ვერ დავარღვიე. ხო... თუ უფრო გამახარებთ შემდეგში უფრო დიდ თავს მიიღებთ, თანაც ისეთები მაქვს დაგეგმილი რომ... ველოდები თქვენს შეფასებებს... სიყვარულით სოფიკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.