მწერლის ღამეები(თავი3)
მირანდამ უკმაყოფილოდ დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა. -ლექცია მაქვს მოსამზადებელი..-კარისკენ აიღო გეზი და გოგონებს თვალი ჩაუკრა-გვიან გამოგივლი..-თავისუფლად გავიდა კარებიდან. -კარგი,ჰო..-ამოიხვნეშა თათიამ. საკუთარი ოთახის დანახვისას სახეზე ღიმილმა გადაურბინა.დიდმა საწოლმა სახე გაუნათა და ჩანთა მაშინვე სადღაც მოისროლა.კომფორტულად მოკალათდა ლოგინზე და ჭერს ახედა,შემდეგ გვერდით მდგარი ტუმბოდან ტელეფონი აიღო და აჩიკოს მიწერა,თანახმა ვარო.შემდეგ ისევ გაიტრუნა და მოსალოდნელი შეხვედრა წარმოიდგინა.ვერონიკა აუღებელი ციხესიმაგრეაო,წარბი აზიდა და ოდნავ წამოიწია. -უნდა ადგე და საქმეს მიხედო..ყველაფერიკარგად იქნება..-გაამხნევა საკუთარი თავი და იქვე მიგდებულ ჩანთას ხელი დასტაცა. -ჩემი გოგონა წელს სკოლაში შედის..-ბავშვის გახსენებაზ სახე გაუნათდა ანას-ის ადრე გათხოვდა და უკვე ხუთი წლის შვილი ჰყავს-ისე უხარია ჩემს ლიზიკოს..-ემოციებში გადასულიყო ქალი . -ვის არ ჰყოლია შვილი..-თათია ირონიით წამოდგა და გვერდით მჯდომ დაქალს გადახედა.. -ნუ ხარ შურიანი..-თიკომ ანას მხარი აუბა..-მეც მინდა პატარა. -მაგას კაცი უნდა..-თათიამ ჩაიღიმა. -საყვარელი კაცი..-ჩაუსწორა ანა,რომელიც ექვსი წლის გათხოვილი გახლავთ. -რა უნდა ჩააცვა?-ინტერესით მიუჯდა დაქალს თათია.. -ჯერ მხოლოდ ივლისია..-გადაიხარხარა ანამ და ფეხზე წამოდგა..-ახლა უნდა წავიდე.ერთად უნდა ვივახშმოთ მე და ჩემმა სიცოცხლემ..-თვალი ჩაუკრა დაქალებს..-ჩანთა მომაწოდე,თათ..-სთხოვა თათიას და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. -ხვალ გამოგვიყვანე შენი ლიზიკო..-სთხოვა თათიამ დაოჯახებულ დაქალს და თიკოს გადახედა..-რა თქმა უნდა,თუ ვერონიკას რისხვას გაუძლო. თორმეტ საათზე გაშტერებული სახით იდგა მირანდა და რაღაც წერტილს მიშტერებოდა.ათას რამეე ფიქრობდა,მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითობა იყო..“ვერონიკა ჩამოდის..“-ანერბიულებული ჩანდა და საათის ისრებს ისტერეიულად ადევნებდა თვალს.. -მირანდა,გამომიარე დროა..-„ამდენი დრო გასულა“-დახედა საათს და სახე შეეცვალა. -ახლავე,აუცილებლად..-ფეხზე წამოხტა და სარკეში ჩაიხედა.თმა არ მოეწონა,ამეწეწაო და გადაწყვიტა გაესწორებინა.დამცავი სპრეი შეისხა,ნაწილი თმა აიწია და უთო თმის ღერების გარშემო მოათავსა.ერთი მხარის გასწორებას რომ მორჩა,გვერდით გასწია და უეცრად ყურთან მიედო..“ესღა აკლდა“-უთო გაორთო და სარკესთან თავი მისწია.“ყური დამეწვა..კანიც მომძვრა და თეთრად მაქვს..“-უკმაყოფილოდ გაიფიქრა და საქმე განაგრძო. -თმა მიფარავს..-გაუღიმა საკუთარ ანარეკლს და კარებისკენ წავიდა. აეროპორტში ბოლოს როდის იყო ისიც კი არ ახსოვს.ყველაფერი შეცვლილი მოეჩვენა.სკამებიც კი სხვაგვარი მოეჩვენა. -არ დაჯდები?-ჰკითხა თათიამ-ჯერ დროა იდე..-დაამატა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ასე უკეთ ვახერხებ ნერვიულობას-ირონით გაუღიმა დაქალს..-ვერონიკა,ვერონიკა...-განაგრძო რიტმულად და საათს დახედა. -აი,მგონი,ისაა..-ფეხზე წამოიწია თათია და მირანდას თვალი ჩაუკრა. -აუ,ჰო,ისაა..-ქალი ძალის მოკრებას შეეცადა. -მირა..-ბოლომდე არ დაასრულა შვილიშვილის სახელი..-როგორ დაქალებულხარ...-გადაეხვია ქალს და შემდეგ სახეზე დააკვირდა,ცოტა ხნის მერე გადაკოცნა და თათიას მიუბრუნდა...-მოდი ჩემთან.. -როგორ ხარ? არ შეცვლილხარ..-ძლიერი ამოსუნთქვის შემდეგ ჰკითხა მირანდამ.. -არამიშავს..ისევ არავის ხვდები?-ინტერესიანი თვალები შეანათა შვილიშვილს და საშუალო ზომის ჩემოდანი ახლოს მიიგორა. -მე არავის..-ერთს მივუატოთ ერთივით უპასუხა ქალმა და ბებიას ჩემოდანი გამოართვა..-წავედით-გაუღიმა ქალს და წინ წაიწია. -შენი რომანის ერთგული მკითხველი რომ ვარ ხომ იცი? იმდენი ხანია გაგრძელებას ველოდები და..“ესეც რომანზე“-გაიფიქრა ქალმა და სახე შეეცვალა.ეს ხომ მტკივნეული თემა იყო...და თან მაშინ,როცა ამის მიზეზი იცოდა. -გააგრძელებს..ახლა უბრალოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა..-მოკლედ უპასუხა თათიამ და მირანდას გახედა,რომელმაც თვალებით მადლობა გადაუხადა და მანქანის კარი გააღო. -უკან დაჯექი,ბებია..-გახედა ქალს და მისი ჩემოდანი საბარგულში მოათავსა..-ესეც ასე-კარი გააღო და ადგილზე თავისუფლად დაეშვა. -ლევან,მირანდა შეხვედრაზე დამთანხმდა..-მთაწმინდაზე კაგრი რესტორანი ვიცი,იქ ავიყვან და შემდეგ ვისეირნებთ..კარგი აზრია,არა?-ისე ჰკითხა ძმაკაცს გეგონებოდა,რაღაც ზოგადსაკაცობრიო საქმე უნდა გადაჭრანო. -ჰო..-გაუღიმა აჩიკოს და შემდეგ მის სახეს დააკვირდა..-გადაგრია მაგ გოგომ. -მივწერ,რომ დღეს საღამოს გავუვლი 6 საათზე..-ტელეფონი მოიმარჯვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.. -ამას მაინც ვერ გადაეჩვია..-ჩვეულად აღნიშნა ლევანმა. -გათენდა?-საკუთარ თავთან საუბარს შეჩვეულია.სულ დაავიწყდა სახლში ბებია რმ ჰყავდა.სწრაფად წამოდგა და ხმაურიანად მიიხურა აბაზანის კარები. -სამსახურში მაგვიანდება..-დაუბარა ბებიას,რომელიც დილის საინფორმაციოს უყურებდა და თბილად აკოცა. -ზეგ ისევ მივფრინავ.აქ რაღაც საქმეები მქონდა...-ვერონიკამ სწრაფად უთხრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „აბა,ჩემს სანახავად კი არ ჩამოსულა..“-გაიფიქრა და თან გაუხარდა,რომ მალე ისევ მარტო იქნებოდა.ვერონიკასთან მაინც და მაინც ახლოს არაა,თუმცა რა სიახლოეზეა საუბარუ,წელიწადში ერთხელ თუ ნახულობს,ეგაა და ეგ. -ლიზიკო მოვიდა..-სახლის კარი გააღოო თუ არა თათია აესვეტა წინ და ანასკენ ანიშნა. -ამომასუნთქე..-დაღლილი ხმით თქვა და ჩანთა ჩვეულად მიაგდო..-ვერონიკა სადაა? -ცოტა ხნის წინ წავიდა..-უპასუხა ანამ და ლიზიკოს დაუძახა,მირნადა დეიდა მოიკითხეო. -დეიდა ვარ უკვე?-თვალები დააბრიალა ქალმა და ჩაიმუხლა-რამხელა გაზრდილხარ..-გულში ჩაიკრა ბავშვი და შემდეგ ხელში აიყვანა. -აბა,რა იქნებოდა-გაეღიმა თიკოს,რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და რაღაცას კითხულობდა.. -აუ,როგორ დავიღალე..-ამოიხვნეშა მირანდამ და თათიას გადახედა,ხომ იცი რა უნდა გააკეთოო. -აბა,რა.. -ექვსზე გამომივლის და ეს ყველაფერი შენი ბრალია..-ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და შავი იუბკა ზემოთ აიწია-გამახსნვინეთ ვინმემ. -ბავშვს რა მაგალითს აძლევ?-ანა წაიწია მირანდასკენ და ელვა ფრთხილად შეუხსნა.. -აი,ყავაც..-თათია შემოვიდა ოთახში და ფინჯანი დაქალს გაუწოდა. ხუთი საათი იყო,როცა სამზადისში მყოფს უცხო ნომერსმა მიწერა.გადაამოწმა და ისევ ის იყო,ვინც „მალე გააგრძელეს“ არ წერდა.“რა უნდა ახლა...ვერ შეიგნო ამ ხალხმა,რომ რომანის გარეთაც მაქვს ცხოვრება...“-თვალები ბრაზით დააკვესა და შეიშმუშნა. „გელოდებით მოუთმენლად,მაგრამ გაცდით..მხოლოდ იმ პირობით თუ შემხვდებით..“-მოწერილმა გააოგნა..-„ეს ხალხი ვერ ხდება,რომ მკითხველებს არ ვხდედები..“-გაეღიმა მოსალოდნელ თამაშზე.რისკი ხომ მუდამ უყვარდა. „უცნაური ხარ ძალიან...“-გაგზავნა შეტყობინება.“ჩემი ნომერი რომ არ წერილიყო..მაინც ხომ ..“-აზრს სანამ თავს მოუყრიდა,მანამდე ისევ მიიღო შეტყობინება. „ხვალ საღამოს,8-ზე გამოგივლით.მისამართი მომწერეთ.“-გადაიკისკისა ქალმა.“თამაშში ავყვე?“-ჰკითხა საკუთარ თავს და ფანჯრიდან გაიხედა.შემდეგ სარკეში დააკვრიდა საკუთარ თავს,რამე ხომ არ მაკლიაო,საათს დახედა და ისევ ჩამოჯდა.ყოყმანის შემდეგ მისამართი მიწერა უცნობს,რომელიც მამაკაცი უნდა ყოფილიყო,მისი ვარაუდით და ისევ ჩაიღიმა/ასეთი რამეები ჯერ არ უკეთებია,არც ჰქონია შანსი.“რუტინას მრავალფეროვნებას მივცემ..მერე „საღადაო“ თემად მაინც გვექნება მე და ჩემ თათიას“-საკუთარი თავით კმაყოფილი ფეხზე წამოდგა. ცოტა ხანში ისევ ლეპტოპი ჩართო.გადახედა ბოლო საწყალ თავს და საკუთარ თავზე საშინლად გაბრაზდა. -მოგივლი,პატარა..-საუბარი დაუწყო „გაგრძელება იქნება“ დასასრულს და ამ დროს კარზე ზარიც გაისმა. -ულამაზესად გამოიყურები..-აჩიკომ ყვავილების ლამაზი თაიგული გაუწოდა ქალს და სახლში შემოვიდა.. -მადლობ..-გაუღიმა მირანდამ და დაჯექიო,ანიშნა. -წავიდეთ,თორემ დაგვაგვიანდება..-აჩქარდა მამაკაცი და ქალის ისევ შეათვალიერა.მადინად გახედა მის დეკოლტეს და ნერწყვი ძლივს გადააგორა..-კარგი მოწყობაა..-რაღაც წამოროშა და ქალის ღიმილს თვალი აარიდა.მირანდამ ჩანთა აიღო და გაჰყვა. -სად მივდივართ?-ინტერესით ჰკითხა მირანდამ. -ერთი კარგი ადგილი ვიცი..მთაწმინდაზე..ლამაზი ხედია.. მანქანა მიიწევდა წინ და ქალის ფიქრებიც მასთან ერთად მიდიოდა.“უცნაურია,არა?-ეკითხებოდა საკუთარ თავს უცნობის შესახებ. -ყოველთვის ასე ნელა ატარებ?-სიჩუმე დაარღვია ქალმა და მამაკაცისკენ უინტერესოდ გაიხედა.“ოხ,ჩემი“-გაიფიქრა და ზურგით სავარძელს უფრო ძლიერად მიეყრდნო.აჩიკომ მხოლოდ გაუღიმა და წამსვე ჰორიზონტს გახედა. -ეს ბიჭი..-მირანდამ ცოტა ხნის წინ შემჩნეული ველოსიპედისტის ავარდნა დაინახა.ქალის პირდაპირ,ფანჯარასთან უცხო სხეული კი არა სხეულები ტორტმანებდნენ.. -ეს რა ხდება?-აჩიკომ უხეშად წამოიძახა და კარები გააღო. -აჩიკო,მგონი,დაარტყი-ჭოჭმანით ასწია წარბები,ცოტა ხნის წინ რა ვუთხარიო. -სწრაფად რომ მევლო..-თავის მართლება სცადა მამაკაცმა,მაგრამ მალევე გაჩუმდა.“იქნებ ეს იყო ჩვენი ბედი? იქნებ სულაც არ იყო ამ პაემნის რეალობად ქცევა?“-მანქანიდან გადმოვიდა და უემოციოდ მიაშტერდა ბიჭს,რომელიც მეორე მხარეს თავზეხელმოკიდებული იდგა და აჩიკოს თვალებს უბრიალებდა. -ამის დედაც..-მამაკაცმა ველოსიპედი ჩამოიღო მანქანიდან და მირანდას აწითლებულ სახეს შეხედა. -როგორ ხარ?-ბიჭისკენ წაიწია ქალი და ხელში ტელეფონი შეათამაშა. -ბოდიშის მოხდა არასდროს მჩვეოდა...-აჩიკომ თოთხმეტიოდე წლის ქერა ბიჭს შეხედა და თვალის შეამოწმა,ხომ არ დაშავებულაო. -თავი მტკივა,მაგრამ ძალიან არა..-ბიჭმა დამწუხრებული სახით წარმოთქვა..-არ მოდიოდით სწრაფად..-გადახედა შეშინებულ მირანდას და ძალით გაიღიმა. -გამოკვლევებზე უნდა წაიყვანო..-მირანდამ კიდევ ერთხელ აათვალიერა ბიჭი და განზე გადგა..-მე წავედი..-აჩიკოს მზერა გაუსწორა.მამაკაცს არაფერი უპასუხია,მხოლოდ სახე დაძაბა და ასევე დაზაბული მზერა ასფალტს გაუსწორა.ეტყობოდა,რომ გეგმებს აწყობდა. სახლში მისულს ლიზის წივილ-კივილი დახვდა. -რა ხდება აქ?-ჩანთა მიაგდო დივანზე და მხოლოდ მაშინ შენიშნა დაქალებთან მოჭორავე ვერონიკა-აქ არ გელოდი..-მხოლოდ ესღა მოიფიქრა და ბებიას მიუჯდა.. -აქ არა? აბა სად?-ქალმა თვალები ბრაზით დააკვესა და შვილიშვილი ჩვეულად შეათვალიერა. -არ ვიცი რას ვბოდავ..-მირანდამ თავი თიკოს მხარზე ჩამოდო და საათს დახედა..-რომ იცოდეთ რა გადამხდა თავს..ხომ გეუბნებოდით არ უნდა წავიდეო?-თათიას თვალები დაუბრიალა.ისიც ხვდებოდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. -რა მოხდა ახლა?-ფეხზე წამოდგა ქალი. -ჩემი გოგონა...-ვერონიკამ ხარხარით გადახედა შვილიშვილს და ანას თვალებით ანიშნა,ყავა მომიტანეო. -მაგარი გიყვარს,არა?-ვერონიკა თქვენობით საუბრის ნებას არ აძლევს შვილიშვილის დაქალებს,განა ბებერი ვარო. -წადი მალე..ჰო..-ნერვიულად მიაყარა ერთმანეთს და შვილიშვილს ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა. -შენი დასწრებაა საჭირო.დედამისი მიჩივის..-გაგიჟებული ხმით დაურეკა აჩიკომ მირანდას,რომელიც მუზის მოლოდინში ლოგინზე ფეხებზე ზემოდან ქვემოთ ამოძრავებდა. -აუ,რა ხდება?-გაკვირვებისგან შეკივლა და ფეხზე წამოხტა. -მირანდა...-მამაკაცმა კატეგორიულად წარმოთქვა. -კარგი,ჰო..-უკმაყოფილოდ გათიშა ტელეფონი და სარკეში ჩაიხედა..“არა,მიდანდა..შენს რომანს არ დაადგა საშველი..“ გასვლისას საათს დახედა,რვის ნახევარი იყო..მხოლოდ გასარების გადატრიალების დროს გაახსენდა,რომ სტუმარს ელოდა.სტუმარს თუ იდუმალ თაყვანისმცემელს? „მწერლობის არსებითი მახასიათებელი ხომ იდუმალების შეგრძნება..“-ჩაიღიმა და გასარები ჩანთაში ჩააგდო. ___ გამიზიარეთ აზრები. მიყვარხართ და გკოცნით,ჩემო ლამაზებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.