მე შენ შეგხვდი შეაღამისას ( თავი 10)
ოთახში შესულს ელენე არ დამხვდა. აბაზანის კარზე მივაკაკუნე. -ელე, აქ ხარ? - შევძახე დახურულ კარს მიღმა. -კი ბელა. ახლავე გამოვალ. საწოლთან მივედი, ჩამოვჯექი. ნეტავ რა იქნებოდა ამის შემდეგ? რა ბედი გვეწეოდა? ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თითქოს რაღაც მაკლდა... მაგრამ რა? აი, ეს უკვე აღარ ვიცოდი. კეტები გავიხადე და საწოლზე მივწექი. ვარიანტები გადავაწყე. რა მაკლდა? ნდობა? ჩემი თავის თუ ლაშას ნდობა? მისი ჩემდამი სიყვარულის არ მჯეროდა? მაგრამ მე თუ შევძელი ასე მალე მისი შეყვარება, რათომ მეჩვენებოდა მისი ჩემდამი სიყვარული არარეალურად? ჩემს ფიქრებზე ნერვებმოშლილი ფეხძე წამოვვარდი და ოთახში უაძროდ ბოდიალს მოვყევი. -პრობლემებს ეძებ ქალბატონო ბელა? -ჩემს თავს ჩუმად დავუწყე დატუქსვა. ეს ჩვევა ბავშვობიდან მქონდა. - ამდენი ხნის განმავლობაში ბედნიერებისა და გაღიმების მიზეზი მოგეცა და ახლა რაღაც უაზრობებს იგონებ? ნაკლები ცრემლი დაღვარე? არ კმარა? შეირგე რა, რაც გაქვს... -რა გჭირს ბელა? -ელენე სააბაზანოდან გამოსულა და გაოცებული მიყურებდა. -შენს თავს ელაპარაკები? -კი, -უდარდელად ვუთხარი. -გაგიკვირდა? მთვარეულიც რომ ვარ იცოდი? -მართლა? -ისეთი გაოცებული სახით მკითხა, სიცილი ვეღარ შევიკავე. -მეღადავები? ოჰოო... ეს ნახე რა, სიცილოც შესძლებია. ახლა კარგ ხასიათზე არ ვიყო, განახებდი, როგორ უნდა ჩემი დაცინვა.-მითხრა და ცეკვა-ცეკვით წავიდა სარკისკენ. ტილოში გახვეული თმა ჩამოიშალა და გამშრალება დაიწყო. -და რა არის თქვენი ბედნიერების მიზეზი, საქალბატონე ელენე? -ისევ გავუცინე. რაღაც ძალიან ბევრს ვიკრიჭებოდი. ნუთუ ძველი ბელა ბრუნდება? -ისეთ რაღაცას გეტყვი გაგიჟდები. -აღტაცებულმა წამოიძახა. -რა? - მივაჩერდი -მე და დათო ერთად ვართ. -წამოიძახა ელემ და პირზე ხელი აიფარა. -მართლა? მშვენიერი წყვილი ხართ? გილოცავ. -ფეხზე წამოვდექი და გადავეხვიე. -ეს ვიცი და შენ რა გჭირს? -მკლავებზე ხელი მომკიდა, განზე გამწია და ამათვალიერა დაეჭვებულმა. -ვინ ხარ? სადაა ჩემი გაუცინარი ხელმწიფე? რა უყავი? მისი ბოლო სიტყვები დავაიგნორე და პირდაპირ მივაგებე: -ცოტა უცნაური დამთხვევა კია, მაგრამ... მოკლედ, მე და ლაშაც... -რა? შენ და ლაშა ავალიანი? ერთად ხართ ხომ? ვიცოდი, ვიცოდი... - სიტყვა არ დამამთავრებინა, ხმამაღლა გაჰკიოდა და ჩემს ირგვლივ დახტოდა. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ვიცინეთ. ჩემს ყოველ გაცინებაზე გაოცებული მიყურებდა ელენე. მე კი არ ვიმჩნევდი. აშკარად აქამდე ვიღაც უჟმური ვეგონე, ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი. არადა მეც მასავით მხიარული ვარ, როცა არ მაწუხებს ასეთი საშინელი პრობლემები. ელენე აღარ მასვენებდა, კითხვების გუდა დამაცალა თავზე. თავი ძლივს დავიძვრინე, დაღლილობა მოვიმიძეძე და დავწექი. თვალები დავხუჭე და ფიქრებში გადავეშვი. ყველაფრის გადახარშვა დავიწყე ლაშას ნაამბობიდან. .. შიშმა შემიპყრო. რა მოხდებოდა ლაშას გეგმას რომ არ გაემართლებინა? მანამდე ჩემთვის რომ მოეგნოთ? ან ლაშას რომ გაუგონ ყველაფერი? პანიკამდე ცოტა მაკლდა. საწოლსში ვეღარ ვჩერდებდი ავდექი და ოთახში დავიწყე ბოდიალი, შემდეგ აბანოში შევედი. ბოლოს კი ცხელი შხაპის ქვეშ ამოვყავი თავი. ოთახში დაბრუნებულს, ელე გაღვიძებული დამხვდა, საწოლში წამომჯდარიყო და თვალებს პატარა ბავშვივით იფშვნეტდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ისევ გუშინდელივით აწრიალდა.. უხასიათობა რომ შემატყო ცოტა ჩაწყნარდა. როგორც ყოველთვის ოთახიდან ერთად გავედით ლექციაზე წასვლელად. გაკვირვება ვერ დავმალე, როცა ჩემი კარის წინ ლაშა დავინახე აყუდებული. -დილა მშვიდობის. -თვალისმომჭრელად გამიღიმა. -გამარჯობა... -მისი მშვენიერებით მოჯადოვებულმა, ხმა ძლივს ამოვიღე. -აქ რას აკეთებ? -მე წავალ ბელა. -ჩამჩურჩულა ელენემ, რომლის არსებობა აღარც კი მახსოვდა. ხმის ამოღება არ მაცალა, ისე გაიქცა კიბისკენ. ლაშა მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. -ლექციის დაწყებამდე ვერ მოვითმინე, მომენატრე. - თავზე მაკოცა. -მეც. -მის მკერდს ავეკარი მთელი ძალით. -ხოდა, ამიტომ მიეჩვიე, ყველგან ერთად ვიქნებით, მინატრება რომ ავიცილოთ თავიდან. -გაიცინა. -წინააღმდეგი არ ვარ. -დავეჯღანე. აუდიტორიისკენ ერთად მივაბიჯებდით. ოთახის შესასვლელთან ლაშამ შემაყენა, შუბლზე მაკოცა და ისევ ხელი ჩამჭიდა. ალბათ ხვდებიდა, რომ ვნერვიულობდი კურსელების რეაქციაზე. ნიკას შესახებ ხომ უკვე ყველამ იცოდა და ახლა ლაშასთან ერთად რომ დამინახავენ... ჯანდაბა! ნიკა... რამდენიმე დღეა არ დამინახავს, ან უბრალოდ იმდენად არ მინდოდა მისი დანახვა, რომ უკვე ვეღარც კი ვხედავდი. გული ამიფანცქალდა, დავიძაბე. აღარ მინდოდა კიდევ ერთი პრობლემის დამატება. -დამშვიდდი. -ჩამჩურჩულა ლაშამ და ხელი ძლიერად მომიჭირა. უხმოდ დავუქნიე თავი. აუდიტორიაში შესვლისთანავე რამდენიმე ცნიბისმოყვარე თვალი ვიგრძენი. თავი მაღლა არ ამიწევია.ლაშა წინ მიდიოდა და მეც პატარა ბავშვივით ხელ ჩაკიდებული მივყავდი. დამსვა და გვერდით მომიჯდა. მალულად გადავხედე კურსელებს, ნიკა მათ შორის არ იყო. ცოტა ამოვისუნთქე. მთელი დღე დაძაბულობა ვერ მოვიხსენი. გუშინდელი ღამე ხომ ფიქრში გავლიე და ახლაც ვერ მივაგენი კითხვებზე პასუხს. რა იქნებოდა მომავალში? -რამე ხდება? - რამდენჯერმე მკითხა ლაშამ. აშკარად გრძნობდა ჩემს დაძაბულობას. -არა. უბრალოდ დავიღალე -ყოველ ჯერზე ამას ვპასუხობდი. -თვალები ამოღამებული გაქვს ბელა, რა იყო ღამე შენ და ელენე ბანქოს თამაშობთ? საღამოს ჩემი ოთახისკენ მიმავალს მკითხა ლაშამ. -ვერ დავიძინე. -მხრები ავიჩეჩე. -ბელა, არ გძინავს, ნორმალურად არ ჭამ. ვერ ხედავ როგორ გახდი? -პატარა ბავშვივით დამტუქსა. -ასე არ შეიძლება. ხვალიდან შენს კვებაზე მე ვიზრუნებ. -კარგი. გავუღიმე, მაგრამ სახეზე ღიმილი შემეყინა , როცა დერეფანში ნიკა და ელა დავინახე. ერთანეთს კოცნიდნენ... გაუაზრებლად გავჩერდი, ახლა ნიკას დანახვა და მასთან კამათი არ მინდოდა, მაგრამ სანამ მე რამე მოვიფიქრე და გვინძერი, ლაშამ ხელი ჩამავლო. -წამოდი.- მკაცრად მითხრა. როგორც ჩანს ჩემი რეაქცია სულ სხვანაირად შეაფასა. უხმოდ გავყევი უკან. ხელჩაკიდებული კი არ მივყავდი, მიმარბენინებდა. ვგრძნობდი, ისე გააბრაზა ჩემმა რეაქციამ, სადაც იყო აფეთქდებოდა. არც შევმცდარვარ. -ის კიდევ გახსოვს? ვხედავ რომ მისი დანახვა გულს გტკენს.- მიუხედავად მისი ბრაზისა და წყენისა, ხმის გაკონტროლებას ცდილობდა. -არა. -სწრაფად წამოვიძახე. - ის ჩემთვის აღარ არსებობს და შენ ეს იცი. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. -თვალი ავარიდე. -მე კი არ მინდა ჩვენს შორის რაიმე თემა ტაბუდადებული იყოს. -შემომიბღვირა. -ტაბუდადებული არაფერია. უბრალოდ, არ მინდა ხასიათი გავიფუჭოთ. სულ ესაა... - ისედაც მთელი დღეა უხასიათოდ ხარ ბელა. რამე ხდება და არ ვიცი? -დაეჭვებულმა შემომხედა. ჩვენი კამათი ისეთი უაზრო იყო, თავადაც არ მეჯეროდა, რომ მართლა ამაზე ვჩხუბობდით. ღრმად ჩავისუნთქე დასამშვიდებლად და ახლოს მივედი. -ლაშა, გთხოვ რა. ხომ იცი რომ მიყვარხარ? - მკერდზე ავეკარიდა ხელები შემოვხვიე. -ვიცი.- ღრმად ჩაისუნთქა. დაძაბული სხეული ცოტა მოუდუნდა. - ხელი ნიკაპზე მომკიდა თავი ამაწევინა და ტუჩები მომაწება. -ერთი ამათ უყურეთ. -ტაში შემოჰკრა ნიკამ და ჩვენსკენ გამოაბიჯა. მის ხმაზე ლაშას მკლავებში გავშეშდი. - ხელს ხომ არ გიშლით? -ხმაში ირონია გამოურია ნიკამ. -არა. -დაუღრინა ლაშამ. სახეზე შევხედე, ძარღვები დაბერვოდა.ისეთი სახე ჰქონდა, ადვილი მისახვედრი იყო, ნიკას შუაზე გაგლეჯვას რომ ფიქრობდა. -ბელუს, რა ხდება? სულ რამდენიმე დღით დაგტოვე და რა დღეში ხარ? -ვითომ აგდებით ნათქვამ სიტყვებში, ვხედავდი რამხელა ბრაზს მალავდა. - ამასთან რა გინდა? -ლაშასკენ გაიქნია ხელი. სწორედ ამას ვუფრთხოდი მთელი დღე... ამ შეხვედრას... ლაშა ერთი ნაბიჯით წინ წადგა და ისე ამეფარა წინ, თითქოს ნიკას მზერისგანაც კი მიცავდა. -წესიერად. - თავზარდაცემულმა გადავუჩურჩულე ლაშას. -ახლა კარგად მომისმინე. ბელას თავი დაანებე. -გამაფრთხილებელი ტონის უკან, აშკარა მუქარა იმალებოდა ლაშას ხმაში. -მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ. ერთხელ მაინც რომ დაგინახო მის სიახლოვეს, იცოდე, ყველა ძვალს გადაგიმტვრევ. გასაგებია? -ბელუს, ბელუს, პირადი მცველი გყავს? ერთი გაიხსენე, მე ვინ ვარ შემთვის?- ისევ ჩემს დაშინებას განაგრძობდა ნიკა. - გგონია, ამის დახმარება გიშველის და თავიდან მომიშორებ? ხომ იცი. ყელს გამოგჭრ... ლაშამ სიტყვის დამთავრება არ აცალა. ორი გრძელი ნაბიჯი გადადგა, და ისეთი ძალით დაარტყა მუშტი ყბაში, ნიკა მოცელილივით გაიშოტა იატაკზე. შიშისგან ვკანკალებდი... ცრელებმა გადმოლახეს ჯებირები... ხმის ამოღება ვერ გავბედე. -ეს არ შეგრჩება იცოდე. -ლაშას მიმართულებით თქვა ენაარეულმა ნიკამ. ლაშამ კიდევ წაიწია წინ, სასწრაფოდ ჩავეჭიდე ხელხე. ასე ნამდვილად მოკლავდა. -ლაშა, გთხოვ... გთხოვ წავიდეთ. -შევევედრე. ერთი შემომხედა, ამოისუნთქა და თავი დამიქნია. ხელი ჩამჭიდა და კიიბისკენ წავედი. ოთახამდე უხმოდ მიმიყვანა და ხელი გამიშვა. როგორც იქნა შევიჩერე ცრემლები. -მაპატიე, ვიცი ახლა ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება. -ამის თქმა შევძელი მხოლოდ, არადა რამდენი რამე მინდოდა მეთქვა. -შენ არაფერ შუაში ხარ. იცოდე, თუ კიდევ ერთხელ მოგიახლოვდა,... -გაჩუმდა, მაგრამ რთული არ იყო მივმხვდარიყავი რას იზავდა. მღელვარებისგან ხმა უფრო გაუმკაცრდა. -მასთან არანაირი გრძნიბა აღარ მაკავშირებს. -მინდოდა ამაში დარწმუნებული ყოფილიყო. -ვიცი. მასზე აღარ დამელაპარაკო, შეიძლება ვერ მოვითმინო და უკან მივბრუნდე. -გამაფრთხილა. თავი უხმოდ დავუქნიე. -ოთახში შედი, ბელა. -ცივად მითხრა. მისმა ასეთმა ტონმა შემძრა.ოთახისკენ შევბრუნდი. თვალები ცრემლით ამევსო, არ მინდოდა ასე დავმშვიდობებოდით ერთმანეთს. -ბელა. -უკვე მშვიდი ხმით დამიძახა. -გისმენ. -მონდომებული შევბრუნდი მისკენ. იმედიანი თვალები შევანათე. მომიახლოვდა, ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი ცერა თითით მომწმიინდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე გამალებით დამეწაფა. მეც ხელები კისერზე მოვხვიე და ფეხის წვერებზე ავიწიე, კოცნა რომ გამეხანგრძლივებინა. -მაპატიე, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი. -დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან. -აჰაა...- აზრს მოკლებული ბგერები წამოვიძახე, კოცნისგან ჯერ ისევ თავბრუ დახვეულმა. -ოთახში შედი. -ჩაიხითხითა ჩემი დაბნეულობით გახალისებულმა და ოთახის კარი გამიღო. *** ჩემო კარგებო. აი ახალი თავი. ველი თქვენს შეფასებებს სულმოუთქმელად. მიყვარხართ. მარიამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.