შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა ოცნებას ახდენა არ უწერიაო?


2-10-2015, 14:15
ავტორი daydreamer^^
ნანახია 2 559

-ნიაკო გაიღვიძე, გვაგვიანდება. ჰეე, გაახილე თვალები თორემ ვეღარ წავალთ ბათუმში, არ ცხრებოდა მარიამი.
- რა დაგიშავე ადამიანო? ძილბურანში ამოიკვნესა ნიამ. 7 საათია , თუ არ აწევ თავს ლოგინიდან მატარებელზე დაგვაგვიანდება და მერე დაემშვიდობე ზღვას, გართობას და დასვენებას. შეჰკივლა მაღვიძარის როლის შემსრულებელმა, - კარგი ხო, უკვე მღვიძავს, წამოიხრუტუნა და თავი ასწია. იქვე ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა და საათს დახედა. - ვაიმეე, აქამდე ვერ გამაღვიძე გოგო? უსაყვედურა დას, რომელიც მთელი 45 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს მის გამოფხიზლებას, მაგრამ ისეთია ეს ჩვენი გადარეული გოგო, მეზობელ სახლში ბობმა, რომ აფეთქდეს არ გაიღვიძებს. დილის ძილი კი ყველაფერზე მეტად უყვარს. რაც შეეძლო სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და წინა დღის გამზადებული ზურგჩანთა მოიკიდა. - მე მზად ვარ. დაეკრიჭა კოპებშეკრულ დაიკოს.- ვერ გადამირჩები ქალბატონო , რომ დაგვაგვიანდეს. შენს გამო არ ჩავიშხამებ არდადეგებს. - კარგი რა მარ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ხელები გაშალა, მოეხვია და ლოყები ჩაუკოცნა მარიამს. - კარგი ხო მეც, გაეღიმა უფროს ახალკაცს. მალე იარე თორე ისევ მახსენდება, რომ შენს გამო შეიძლება შვებულება თბილიში გავატარო.

* * *

ბაქანზე 5 წუთით ადრე მივიდნენ. 8 საათზე დატოვეს თბილისი და 4 საათიანი დამღელი მგზავრობის შემდეგ ჩააღწიეს ოცნების ქალაქში . - თავგადასავლები იწყება. თითქოს იწინასწარმეტყველაო ნიაკომ და დას გადახედა. მისი ბედნიერი სახის დანახვისას უბრალოდ გაეცინა მარიამს. მალე იპოვეს სახლი, რომელიც წინასწარ ქონდათ ნაქირავები. დიასახლისი მოხუცი გახლდათ, სათნო სახითა და უსაყვარლესი ღიმილით. მან დებს კუთვნილი ოთახი აჩვენა და გააცნო ყოველი კუთხე კუნჭული. სახლი ზღვათან ახლოს იყო. სამსართულიანი, ახალგარემონტებული. არც თუ ისე ძვირად იქირავეს. მოხუცმა ქალბატონმა უთხრა ახალკაცებს, რომ მათ გარდა კიდევ ბევრი მდგმური ყავდა. დიდად არ მაინტერესებს რამდენი იქნებიან თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ. მისთვის მთავარი დასვენება იყო. სახლში დიდ დროს ისედაც არ გაატარებდნენ, ძირითადად პლიაჟზე, ბულვარზე ან კლუბში აპირებდნენ ყოფნას. მართლაც და რა უნდა ნორმალურ ადამიანს ოთხკედელში გამომწყვდეულს, როცა შეუძლია ულამაზესი ბათუმით დატკბეს.

* * *

ნიამ კუპალნიკი მოირგო, უცებ გადაიცვა ძგვის სარაფანა, პტარა ზურგჩანთა მოიკიდა და მეორე სართულიდან კიბეებს თითქმის გადმოაფეინდა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა : სცადა, რომ გადმოფრენოდა. სისწრაფეში ფეხი დაუცდა და კიბის ბოლოში მოახდინა ზღლართანი. - ო, ღმერთო. რა უბედური ვარ. წამოიკნავლა. - იტკინეთ რამე? უცებ მამაკაცის ხმა მოესმა. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, ამ უკანასკნელმა ხელში აიტაცა. ნიას ენა ჩაუვარდა.- იცით მე... მე.. მინდოდა..სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი გაუჭირდა. ჭარხალივით გაწითლდა საბრალო. მის დაბნეულობაზე უცნობი იღიმოდა, რაზეც გოგონა უარესად ხდებოდა.- იქნებ დამსვათ, მე უკვე კარგად ვარ. - იქნებ, ჯერ მადლობა გეთქვა. - იატაკზე დამაბრუნე. -კარგი ხოო. - ეხლა კიგეტყვი: ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, თქვენ მართლაც მხსნელად გამომეცხადეთ. გაუღიმა და სცადა იქაურობას გასცლოდა. - მოიცა, სად მიდიხარ პატარა ქალბატონო? სახელიმ მაინც მითხარი. - ძალიან მეჩქარება, ჩემი და გარეთ მელოდება უკვე დიდი ხანია. - მაგხელა წინადადების მაგივრად შეგეძლობ უბრალოდ სახელი გეთქვა. - ნია, ნაზად გაუღიმა და გარეთ გავიდა. მამაკაცი უკა გამოედევნა და გზაში დააწია - მე გეგა. უკვე შორს მყოფი გოგონა შემოტრიალდა და უთხრა: სასიამოვნოა.

* * *

ვინ იყო ის სახეგაბადრული ტიპი? რა უნდოდა? რა სასაცილოდ გიყურებდა. გეგონება გოგო პირველად დაინახა. კითხვებით აავსო მარიამმა და თან სიცილს ვერ იკავებდა. - ალბათ დამსვენებელია. 2 წუთის წინ გავიცანი. კიბეებიდან დავგორდი და მომეშველა. -გაშტერებული გიყურებდა, შენც ხომ არ მოგეწონა ნეტავ ?ჰაა, გამოტყდი. კარგი რა მარი ნუ იცი ეგრე ჩაბჟურება, თვალები დაუბრიალა დას. - კარგი ხო ნუ მიბრაზდები, მაცადე ჩემთვის ვხალისობ. - გახალისებ მე შენ კარგად, ჩაილაპარაკა და წყლისკენ უბიძგა. - ნია რას შვები? ოღონდაც ეგ არა. გამიშვი გოგო ხელი. ჯერ წყალს უნდა შევეჩვიო. გაჰკიოდა მარიამი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. წყლისკენ მიათრევდა ნიაკო. სამაგიეროს უხდიდა დაცინვისთვის.


* * *
სახლში გვიან დაბრუნდნენ. ზღვაში ბანაობის, ზაგრის მეღებისა და ბულვარზე სეირნობის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილებმა სწრაფად აირბინს კიბეები და თავიანთ ოთახს მიაშურეს. ახალი დაწოლილები იყვნენ როცა ნიამ წამოიყვირა - აუ როგორ მშია. არ ტეხავს დაბლა ჩასვლა ამ დროს? საათს დახედა, ისრები 3ის ნახევარს უჩვენებდნენ. მაარ... ხმა ჩაუწყდა, როცა მიხვდა მარიამ გემრიელად, რომ ეძინა და სულაც არ აქცევდა ყურადღებას პატარა ახალკაცს. ამოიფრუტუნა და ოთახიდან გავიდა. გრძელ კიბეებს ჩაუყვა და სამზარეულოში გასასვლელს მიაკვლია. სახლის პატრონმა კი დაათვალიერებინა სახლი, მაგრამ მაშინ ერი სული ქონდა როდის გაძვრებოდა ზღვაზე საბანაოთ. შუქი არ ენთო, სახლშიც სიჩუმე სუფევდა. ბუტერბროტი გაიმზადა და გემრიელად შეექცა, მერე ფორთოხლის წვენი ჩამოისხა და ტავის ოთახისკენ დაიძრა. თუმცა კარებში მაღალმა სილუეტმა გადაუღობა გზა. -ვხედავ ღამე ჭამა გყვარებია.- ხო აბა მაცივარს შუქი ტყუილად კი არ აქვს. ბიჭმა ირონიულად გაიცინა და მათ შორის მანძილი შეამოკლა. -ჰეი, ახალგაზრდავ არაფერი შეგეშალოს. მისი ხმა ვითომ ვერ გაიგო. იმდენაც ახლოს მივიდა ნიასთან. მისი სუნტქვა სახეზე მიელამუნა ახალკაცს. -არ გაბედო თორემ... წინადადების დასრულებაც ვეღარ მოასწრო ისე სწრაფად დაეწაფა გეგა მის ვარდისფერ ტუჩებს. მთელი გრძნობით, უხეშად და ამავე დროს საოცარი სინაზით უკოცნიდა ბაგეებს. როგორც იქნა ჰაერი გამოელია ვაჟბატონს და მოსწყდა სასურველს. ნიაკო გაოგნებული, გაოცებული, პერდაკარგული მისჩერებოდა გეგას შავ თვალებს. ვერც კი მიხვდა რა უნდა ექნა. - არ მითხრა რომ პირველი იყო. ჩაიცინა ჯაჭვლიანმა. მისმა სიტყვებმა გონს მოიყვანა ახალკაცი და გაბრაზებულმა სილა უთავაზა დამცინავად მომზირალს. -ოჰ, შენ რა ხელი გქონია, მტრისას. სიცილს არ წყვეტდა გეგა. -შე დეგენერატო, ეს როგორ გააკეთე. ისტერიკა დაეწყო გოგონას. პირველი კოცნა, ესე მოულოდნელად და თითქმის უცნობთან. მის გონებას არ ასვენებდა მომხდარი. პატარა მუშტებს ურტყავდა მამაკაცს და არ წყვეტდა პანიკას. ბიჭმა ტუჩებზე ხელი ააფარა და მისი გაჩუმება სცადა ხმაურზე ხალხს, რომ არ გაღვიძებოდათ. მერე ერთი ხელის მოზრაობიტ ხელებში მოიქცია და ეზოსკენ აიღო გეზი. -ხელი გამიშვი იდიოტო. არ ჩერდებოდა ნიაკო. როგორც იქნა თავი დაიძვრინა ძლიერი მკლავებიდან. -არც კი გიცნობ წესიერად, ეს რა საქციელია. თქვა და წასვლა დააპირა, მაგრამ მამაკაცა ისევ დაიჭირა. -გამიშვი ზემოთ უნდა ავიდე. - კარგი ადი, მაგრამ იცოდე, არც ვნანობ და არც არასდროს არ ვინანებ ამ კოცნას. -ჰმ. ძალიან , ძალიან ცუდი ბიჭი ხარ შენ. გაბრაზებული მზერა მიაპყრო ნიამ და გაეცალა. - ჯერ არ დამიმტავრებია საუბარი. -რაღა გინდა ადამიანო? - უბრალოდ უნდა მეთქვა რომ კიდევ ბევრჯელ გავიმეორებ და სულაც არ მაინტერესებს შენი პანიკები. მალე შეეჩვევი ლამაზო. თვალი ჩაუკრა და მარცხენა ტუჩი ჩატეხა. - მემგონი შენ ერთი სილა არ გეყო. შეუბღვირა მამაკაცს და უკან გახტა, როცა მისკენ ოდნავ გადმოიხარა გეგა. იფიქრა ისევ კოცნას აპირებსო და სასწრაფოდ მოკურცხლა. ქლოშინით აირბინა კიბეები, აივანზე ავიდა. არ უნდოდა თავის ოთახში შესვლა, მარიამს რომ გაღვიძებოდა ჰკითხავდა სად იყო. ტყულის თქმა კი არ შეუძლია და წამოცდებოდა სიმართლე. გოგონას კი არ უნდოდა ამასთან დაკავშირებიტ ვინმესთან ლაპარაკი. ერთადერთი უახლოესი მეგობარი ეხლა ძალიან შორს იყო მისგან. ჯბდა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შეენახა. მართალია, დებს იდეალური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მისთვის იმდენად ახალი რამ მოხდა, რომ უბრალოდ არ შეეძლო გამხელა. აივანზე მდგარ დივანში ჩაწვა და ფეხების მის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე ჩამოაწყო. ფიქრებს მისცა თავი. გმერთო ჩემო, ეს რა გრძნობა იყო. მისი ტუჩების შეხებისას გულში სასიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი. თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ჯერ არ ნახულში და საოცარში. ტუჩებზე ხელი მოისვა და თვალწინ დაუდგა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მომხდარი.

_______________________
ეს ჩემი პირველი ისტორიაა, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ღიირს გაგრძელებაა? თუ სანამ დროა შევეშვა? :D



№1 სტუმარი takn

Kai dasawyisia,mikvars eseti tipebi ra..

 


№2 სტუმარი Ani

Kaia gagrdzele

 


№3 სტუმარი Ani

Kaia gagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent