ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი V)
***~ ქორწილი. ყველა შესანიშნავად გამოიყურებოდა. ლაშა ნერვიულად იდგა შესასვლელთან და ჰალსტუხის გასწორებას ცდილობდა თუმცა არაფერი გამოსდიოდა. მარიმი ღიმილით მიუახლოვდა - მე დაგეხმარები - გაუცინა. ლაშამაც თავი დაუქნია და თავი აწია რომ მის დას ყველაფერი ნორმალურად მოეგვარებინა. ის-ის იყო უნდა დაემთავრებინა მარიამს საკუთარი საქმე როდესაც კუთხიდან ნაცნობმა მანქანამ შემოუხვია. მარიამ გაშტერდა. ვერ ხვდებოდა საიდან ეცნობა, თუმცა შემდეგ გაახსენდა რომ ეს მანქანა „სამოდელო სააგენტოსთან“ ნახა. ლაშამ მარიამის რეაქცია დააფიქსირა და თავისთვის ჩაიღიმა. მარიამმა ყურადღება არ მიაქცია მანქანას. ტელეფონი ამოიღო და ლანას დაურეკა - სად ხარ გოგო? - მოვდივარ მოვდივარ. - პუნქტუალურობით არასდროს გამოირჩეოდი მაგრამ საკუთარ ქორწილში მაინც ნუ აგვიანებ - სიცილით უთხრა მარიამმა, ლანასაც გაეცინა და ტელეფონი გაუთიშა. სიცილითვე ჩადო ტელეფონი პატარა ქისაში, მაგრამ მის ხელს ცხელი გავარვარებული ხელი შეეხო. - შენ! - მარიამმა დაძაბულმა წარმოთქვა, ზურამ კი წარბებაწეულმა შეხედა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა, ყველამ პატარძალზე გადაიტანა ყურადღება. ლანა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თეთრი კაბა მის ქათქათა კანს უმშვენებდა. ლაშა ამ სანახაობისგან გაწითლებული თავჩახრილი ღიმილით უყურებდა გოგონას. მარიამი კი როგორც სხვები ტაშს უკრავდა ლანას.ლანა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ლაშასკენ იხედებოდა და მისკენ ღიმილით ნელა მიიწევდა. - ოღონდ ეხლა არაფერს წამოკრა ფეხი! - ჩურჩულით უთხრა მარიამმა ლანას. უკან მიყვებოდა, თუმცა უკვე მეორედ შეეხო გავარვარებული მასა მის მკლავს. ყოველი მისი შეხებისას მარიამს ძველი ჭრილობები ნელნელა ეხსნებოდა. ახლაც როგორც მაშინ 6 წლის წინ ხელი გველნაკბენივით გამოგლიჯა - არ დაწყნარდები?! - მკაცრად უთხრა ზურამ. -შეიძლება ამაზე ქორწილის მერე ვისაუბროთ ?ისედაც დაძაბული ვარ.-შეეხვეწა მარიამი. უნებურად თავი დაუქნია ზურამ რადგან მიხვდა ახლა სცენების გამართვა და ჩხუბი სისულელე იქნებოდა. -კარგი,ქორწილის შემდეგ.-დაეთანხმა .გოგონას ხელი მისაში მოიქცია და ნაზად მოუჭირა. 5. პირველი, ბუნებაში გასეირნება იყო. ლანა და ლაშა უზომოდ ბედნიერები ყვნენ, უამრავ ფოტოს იღებდნენ და ერთდ იცინოდნენ, მარიამს მათზე ეცინებოდა კიდეც, მერე ჯვრისწერა იყო, მარიამს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, ბაკოს მეჯვარეც ისეთი ვინმე გამოდგა ვისაც საერთოდ არ იცნობდა. ცოტა ხანში დანიშნულების ადგილს მიადგნენ. ქუჩები და ეზო მანქანებით იყო სავსე. სუსხიანმა ნიავმა წამოუბერა. ცოტა გააცახცახა გოგონას,თხელი ჟაკეტი დიდ დახმარებას ვერ უწევდა. ზურამ პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მოასხა. გასაოცრად თბილი იყო,თანაც მისი სურნელი ასდიოდა. ეს ხომ მარიამის საყვარელი არომატი იყო. გაეღიმა და გონებაში გაიფიქრა სუნამოც არ შეუცვლიაო.. -ჰმ... ნახე რა ჯენტლმენი ხარ.ამას ვინ იფიქრებდა ? - ცინიკურად უთხრა გოგონამ და ჩაიცინა. ზურასაც გაეღიმა, რაღაც უნდა ეთქვა თუმცა მარიამის ტელეფონმა ორივეს ხელი შეუშალა, გოგონამ ეკრანს დახედა, ნიკი ურეკავდა. სახე აერია ტელეფონის ქისაში დაბრუნება დააპირა თუმცა კვლავ მძლავრმა ხელმა შეაჩერა: -არ მაიძულო ტელეფონი შუაზე გადაგიტეხო. - ამოუღრინა ზურამ, გოგონას გაეცალა და ზარს უპასუხა. არც თუ ისე მოშორებით იდგა მარიამისგან, ასერომ გოგონას თითქმის ყევლაფერი ესმოდა - Well, good good, fuck u. - ზურას ამ სიტყვებზე მარიამმა ჩაიხითხითა თუმცა სრულიად არ მოსწონდა ის ფაქტი რომ ზურა ახლა ნიკს ელაპარაკებოდა. ტელეფონის გამორთმევა არც უცდია, ისედაც იცოდა ტელეფონს ვერ დაიბრუნებდა, ან თუ დიაბრუნებდა დალეწილს. - თუ გაქ ქართულად მელაპარაკე შე სირო. - ჩაილაპარაკა ზურამ და სიცილით გათიშა ტელეფონი. გოგონასკენ დაიძრა და ხელებში მიაჩეჩა. -ამ ჩანთაში თუ რაღაცაში ადგილი გაქვს,რომ ჩემი მობილურიც ჩაიდო? -ამას ქისა ქვია და დიახ,მაქვს.-გაუღიმა მარიამმა და ხელი გაუწოდა. ხელის გულზე თხელი საგანი დაუდო ზურამ. - წავალ ლანას მოვძებნი - უთხრა მარიამმა და წინ წავიდა. ცოტა ხანი მოშორდა ზურას და ამოსუნთქვის საშალებაც მიეცა. - მარიამ ეს შენ ხარ? - მარცხენა ნაწილიდან ბოხი ჩახლეჩილი ხმა გაიგო გოგონამ. გაკვირვებულმა გაიხედა. ბიჭი მისკენ ღიმილით და თვალებგადმოკარლული მიიწევდა. მარიამმა თავი გააქნია როცა თორნიკე იცნო და გაეღიმა. მისკენ ღიმილით ნელი ნაბიჯებით წავიდა, მიუხედავად ყველაფრისა, თორნიკე მაინც ძმასავით უყვარდა. -ღმერთო, შენ ხარ !- შოკისგან ამოიგმინა. ნაცრისფერი პიჯაკი შეისწორა და მარიამს ძლიერ მოეხვია. როდესაც ზურა ფეხზე დგებოდა და თორნიკესკენ მიემართებოდა შესახვედრად,სახეზე მარიამს უამრავმა ფერმა გადაუარა. -თორნიკე -აღმოხდა ზურას. თორნიკემ მაცდურად ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა გოგონას -ვერ ვიჯერებ,რომ ჩემს წინ დგახარ და საკუთარი თვალებით გიცქერ,რამდენი წელია რაც არ მინახიხარ. შეხედე შენ თავს შე სექსუალურო გოგო. - შენ ხო არ იცვლები - სიცილით უპასუხა მარიამმა და ხელი მხარზე დაადო, რაც აშკარად არ ესიამოვნა ზურას. უცებ მათ ვიღაც შუახნის ქალი მიუახლოვდათ, ნახევრად ჭაღარა თმა კოსად აეწია და მინიმალური მაკიაჟი ესვა სახეზე. ქალი ტყუპებისკენ გადაიწი ა და ორივე გადაკოცნა, მარიამი გვერძე გადგა, დროით იხელთა, ტელეფონი ამოიღო და ნიკს მიწერა, ბოდიში მოუხადა ამ გაუგებრობისთვის. - როგორ ხართ?-კითხვით მიუბრუნდა ზურა ქალს. -კარგად ვარ ძვირფასო,ძალიან მომენატრეთ- თბილი ხმით თქვა შუა ხნის ქალმა და არცემლებული თვალები სწრაფად დაახამხამა. -ეს ახალგაზრდა,ლამაზი ქალბატონი ვინ არის ? -ოუ,ბოდიში,ეს მარია.. მარიამი.. ჩემი შეყვარებული.-სწრაფად წვდა ხელით ზურა გოგონას მისკენ ახლოს მიიზიდა. მარიამს შოკისგან პირი რამის ჩამოუვარდა. ისევ იგივე მეორდებოდაო ფიქრობდა და ახლა სულაც არ უნდოდა ეს სიტუაცია -მარიამ,ეს დეიდაჩემია..-სახე ღიმილისგან გამებადრა და ფეხზე წამოდგა -სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა.-ღიმილით უთხარა მარიამმა და ხელი გაუწოდა მაგრამ,როგორც ჩანს ქალს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. სწრაფად მოიქცია მკლავებში , გულში ჩაიკრა და ლოყაზე მაკოცა. - ჩემთვის ასე უფრო სასიამოვნოა მარიამ. -ამოილაპარაკა შუა ხნის ქალმა. შემდეგ კი იქაურობას გაეცალა. მარიამმა ღრმად ამოისუნთქა და ზურას მიუბრუნდა - მეტისმეტია რასაც აკეტებ! გეყოფა - რა გაღრიალებს გოგო! - არც ზურას დაუკლია. თორნიკემ ზურას მხარზე ხელი დაადო მაგრამ უხეშად მოიშორა ძმა. - მაგასაც მიშლი? რაც გააკეთე გეყო. ეს თამაში რეალობაში რო გადაგივიდა კარგი, მთელი 2 წელი მაგაზე ვფიქროდბი და გავიგე. გთხოვე ამაზე ქორწილის მერე გევლაპარაკა მარა შენსას არ იშლი. ვერ ხვდები ალბათ რომ გავიზარდე! აღარ ვარ ის მიამიტი გოგო ვისაც თავს შეაყვარებ! - სწრაფად მიახალა და გაეცალა. მაშინვე სპირფარეშოში შევიდა. საკუთარ თავს უყურებდა სარკეში და ძველი ჭრილობები ნელნელა ეხსნებოდა. - 5 წელი ტყუილად შევახარჯე რომ ახლა ისევ აურიოს ყველაფერი?.. - საკუთარ თავს დაბალ ხმაზე ელაპარაკებოდა როცა ზურას ტელეფონი აზუზუნდა ქისაში, მარიამმა მაშინვე ხელში აიღო და პატრონითვის დაბრუნებას აპირებდა. სულ გადაავიწყდა რომ მისი ტელეოფნი ჰქონდა. მაგრამ ეკრანს დახედა თუარა ერთ ადგილას მიიყინა. „თათია“. მარიამს სიმწრით გაეღიმა და დაიყოვნებლივ უპასუხა ტელეფონს. წამის მეასედიც არ იყო გასული და ტელეფონს იქეთ ტიტინი გაისმა - ზურა სულ დაგავიწყდი? შეტყობინებებზე რატომ არ მპასუხობ? შენი შვილი მაინც არ გაინტერესებს? მალე მოდი ჩემთან და ტკბილეულობაც ამომიყოლე. ტელეფონი გაითიშა. მარიამს ცალი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. ყურადღება არ მიუქცევია მისი გულჩვილობისთვის მაშინვე ზურასკენ აიღო გეზი. ზურგით მდგომი შემოატრიალა და ტელეფონი ხელებში მიაჩეჩა: - დიდი იმედიმაქვს შვილი შენსავით ნაგავი არ იქნება.. გულისამრევიხარ. თუმცა ბედნიერებას გისურვებ. - ხმის ამოღება არ აცადა ბიჭს და ისევ საპირფარეშოში დაბრუნდა. - მარიამ რა დაგემართა.- ლანა დაედევნა - არაფერი ლან, ძაან მიხარია შენი ბედნიერება მართლა, მაგრამ ჯობია სახლში წავიდე.. თორემ ყველაფერს გავაფუჭებ.. - არც გაბედო! - ლანა ვერ შევძლებ. - თუ ზურას ეხება ლაშას ვეტყვი და აქედან წაიყვანს, მაგრამ შენ დარჩები! - კარგიკარგი. არმინდა ეხა ქორწილში აურზაური. დავრჩები ცოტახნით კიდევ მაგრამ ლაშას არაფერი უთხრა. დღეს მაინც წვრილმანი ჩაშლილობის გარეშე იმსახურებთ ბედნიერებას. - გაუღიმა და გადაეხვია. მარიამს მოსვენება მაინც არ ჰქონდა. თათიას ხმა ყურებში უწუოდა და თავს საშინლად ატკიებდა. დაახლოებით ერთ საათში ვერ გაძლო და ახალ შეუღლებულებთან მივიდა. - ძალიან მიხარია თქვენი ერთად ყოფნა.. მაგრამ დაღლილივარ რომ წავიდე ხომ არ გეწყინებათ? - რას ქვია არ გვეწყინება მარიამ.. რატომ მიდიხარ? - განაწყენებულმა უთხრა ლაშამ. - თავს კარგად ვერ ვგრძნობ ალბათ სასმელი ბევრი მომივიდა.. ამ დღეებში გამოგივლით ნუ ნერვიულობთ - ბოლოჯერ გაუღიმა ორივეს, ლანას თვალებით ანიშნა არაფერი თქვაო..მისაღებში გავიდა, საკუთარი თხელი ჟაკეტი მოძებნა, მოიცვა და გარეთ გავიდა. იმედი მაქვს თქვენი მოლოდინები გავამართლე.. ველი თქვენს თბილ კომენტარებს, ჩემი დიდი თხოვნა იქნება ყველამ გამოხატოთ საკუთარი აზრი, უარყოფითიც და დადებითიც.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.