შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა(მეორე თავი)


2-10-2015, 15:28
ავტორი april
ნანახია 1 818

დილით ადრიანად ვდგები და თავს ვიწესრიგებ.გუშინდელი ამბები მაფორიაქებს,პირველი დღეა რაც სახლიდან წამოვედი და უკვე მეშინია არ ჩავფლავდე და უკან დაბრუნება არ მომიწიოს.უეცრად მიაც მახსენებს თავს.კარს ვუღებ.გუშინდელთან შედარებით დამშვიდებული და დაწყნარებული ჩანს ეტყობა.თავის თავში გაერკვა.
-ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის.ზედმეტი მომივიდა,ყველაფერი გავაფუჭე,ვიცი.ამიტომ პატიებას გთხოვ,თუ რათქმაუნდა შეგიძლია დაივიწყო ის რაც გითხარი.დაუფიქრებლად ვთქვი,სინამდვილეში ამას ნამდვილად არ ვგულისხმობდი.უბრალოდ როცა შენი სტატაია წავიკითზე იმის შესახებ რომ არ გინდა ოჯახის წევრები არაფრად გთვლიდნენ და შენი შეყვარებული შენში მხოლოდ ნაკლს არ ეძებდეს,მივხვდი რომ შემიძლია გენდო.რადგან ამის თქმა გაბედე,ყველას გააგებინე,ვიც ხარ და რაც გინდა.ჩემგან განსხვავებით ძლიერი,გამბედავი და მეამბოხე ხარ.ზუსტად ამან მიბიძგა შენთან ერთად აქ ჩამოსვლაზე და ახალი ცხოვრების დაწყებაზე.შენში ის დავინახე რასაც მე ვერ ვბედავდი.მოკლედ რომ გამომივიდეს სიტყვა,გავაკეთებ იმას რასაც გადაწყვეტ.შემიძლია წავიდე...
უკან ბრუნდება...მისი სიტყვები ჩემს გულამდე მიდის,რომელიც მკარნახობს რომ შევაჩერო,რადგან მას ჩემი ესმის.გონება კი მკარნახობს რომ არ მჭირდება სენტიმენტალური უსუსური გოგონა.
-მია...
სახით ჩემსკე ტრიალდება.
-დარჩი,შემიძლია გაპატიო.თან შენი საუბრით მართობ.
მიღიმის და ჩემსკენ მოემართება.მეხუტება...ეს ისე გულწრფელად გამოსდის რამის მეც იგივეს ვაკეთებ,ბოლო წამს მახსენდება რომ მეგობრები უნდა გამოცადო.ენდე მაგრამ შეამოწმე..მკარნახობს გონება.
უკან ვიხევ.
-შემოდი.
ოთახში შემყავს..წყლიან ჭიქას ვუწვდი.
-დალიე..
-მადლობა.
მის წინ ვჯდები სკამზე..ვაკვირდები.ვცდილობ ამოვიცნო გულწრფელია თუ თავს მაჩვენებს..უკეთესი იქნება რამდენიმე გამოცდა ჩავუტარო.1 წამით საკუთარ თავს ვუსმენ.რა ჯანდაბა მჭირს,ყველაში მტერს ვხედავ,ის ხომ ასეთი კეთილი გოგონაა,შემიძლია ვენდო.ის ერთადერთია რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა .
თანაც ის ზურგს არ მაქცევს როცა ვეუბნები რომ შეუძლია წავიდეს.ხანდახან უბრალოდ ყველაფრის შეჯამების უნარს ვკარგავ,ვერ ვარჩევ რა მომიტანს კარგს და რა ცუდს,თითქოს მეხეშე მაბამენ,მე კი თავის დაღწევის ძალაც არ მყოფნის.ფიქრებიდან გამოვდივარ და ჩემს იმეილს ვნახულობ,ჯეიკობის უამრავი წერილი,დედას შეტყობინებას პირველს ვხსნი.,,-ქენდის,გთხოვ დაბრუნდი,შეიძლება არასწორად ვიქცეოდით მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება,დამირეკე.,,
,,თავი ვინ გგონია ასეთ რამეს რომ წერ,იცოდე თუ გნახე ვერავინ გამომგლეჯს შენს თავს,ეს კარგად დაიმახსოვრე,,
ესეც ერთერთი წერილი ჯეიკობის შეტყობინებიდან.ლეპტოპს ვთიშავ და ფანჯარას ვაღებ ჰაერი რომ შემოვიდეს,ძალიან მცხელა.ფანჯრის გაღებისას ხელს რაღაცას ვარტყავ და ძირს ვარდება..ყვავილის ქოთანი რომელიც ბიჭისკენ მიემართება მიზანს არ ცდება.სასწრაფოდ გამოვდივარ გარეთ და ბიჭის დანახვაზე რომელსაც ხელში გატეხილი ქოთანი უჭირავს მივემართები.
-მაპატიეთ,ჩემი ბრალი იყო.
-მართლა?და სად იყურებოდი?თუ ვერ ხედავ სათვალეები ატარე.
-მგონი ბოდიში მოგიხადეთ.
-არ მჭირდება შენი უაზრო სიტყვები...
ჩემსკენ მოდის..
-არ გრცხვენია?
ვიღაც ხელს მკლავზე კიდებს და უკან მიათრევეს.
-ქალბატონს ასე უნდა ესაუბრო?
-შენ ვინღა ხარ?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს.
-ერთმანეთზე მეტი გადარეულები ხართ.
-ბოდიში მოუხადე მისისს.
-აჰამ...ბოდიში მე უნდა მოვუხადო?წადი შენი...
რამდენიმე წუთში ხელჩართული ბრძოლა იწყება.დახმარებას ვითხოვ,მათ გასაშველებლად სასტუმროს პერსონალი მოდის..
ბიჭს რომელსაც ჩემი დაცვა არ ვიცი აზრად ატომ მოუვიდა,ჩემს ოთახში ამყავს და სისხლს ვწმედ სახიდან.შესახედაობით ძალიან სიმპატიურია,ღია ფერის კანი,მუქი შავი თმა და მუქი ფერის თვალები.
ყინულს ვადებ შუბლზე....ვიცი რომ ტკივა მაგრამ არ იმჩნევს,არ ვიცი რატომ მაგრამ მეღიმება.
-რა გაცინებს?
-ამტანი და გაბედული ხარ.
-ამას მადლობის გადახდად მივიღებ.
-მაპატიე,ძალიან პირდაპირი ვარ.მადლობა იმისთვის რომ დამეხმარე,მაგრამ ამას თავადაც შევძლებდი.
-არამგონია მარტო გამკლავებოდი.როგორც ჩანს აქ ახლახან დაბინავდი.
-კი,ახლახანს,მაგრამ ეს არაფერს ცვლის თავის დაცვა ყოველთვის შემეძლება.
-კარგი,კამათი არ გვინდა.ჯერ ერთმანეთსაც კი არ ვიცნობთ.მე ჯასპერი ვარ.
-მე ქენდისი მქვია.
-აქ დასასვენებლად არ ჩამოსულხარ როგორც ჩანს.
-საიდან დაასკვენი.
-ტურისტები მთელი დღე სასტუმროში არ რჩებიან.
-ეგ მართალია.სახლიდან წამოვედი.
-რატომ?
-ნუ ამ დროისთვის მაგას მნიშვნელობა აქ აქვს.იმედია ძლიერად არ გტკივა რამე,თუ გინდა სავაადმყოფოში წაგიყვან.
-საჭირო არ არის.ყველაფერი რიგზეა,რამდენიმე საათში ჩიტივით ვიფრენ..
ირონიულად მიღიმის..დიდი ხანია ბიჭს ჩემთვის ასე თბილად არ გაუღიმია.რაღაც ახალია,ალბათ თავის შეყვარებულს ვაგვარ,ან დედამისი წარმოუდგა თვალწინ და გაეცინა,როცა გაანალიზა რას გააკეთებს ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახავს.
-მე სასტუმროს წინ ვცხოვრობ,მეექვსე სართულზე.შენი ფანჯარა ჩემი ბინიდან კარგად ჩანს ასე რომ თუ რამეში დაგჭირდები უბრალოდ დაიყვირე..,,ჯასპერ,მიშველე..,,და მეც შენთან გავჩნდები.
მისს საუბარზე ორივეს გვეცინება.ფეხზე დგება და კარებს აღებს..
-იმედია კიდევ გნახავ,ქენდის.
თვალს თვალში მიყრის,თითქოს ჩემს მოჯადოებას ცდილობს.ოთახს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს,კარს ვკეტავ და უაზროდ მეღიმება.მია ოთახში შემორბის.
-ეს ბიჭი ვინ იყო?
-არავინ.
-კარგი რა შენი სიჩუმით მკლავ.
-ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით.
-როგორც ფილმებში?
-არა როგორც რეალობაში.
-მომიყევი.
-საინტერესო არაფერია.ფანჯრიდან ყვავილის ქოთანი გადამივარდა.ერთ ბიჭს თავში მოხვდა,ჩავედი რომ ბოდიში მომეხადა მან კი ჩხუბი დამიწყო.ისიც გამომესარჩლა.ეს იყო ყველაფერი.
-ასეთი ლაკონური როგორ ხარ,დაწვრილებით მინდოდა გამეგო..უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო,ის კი ძალიან სიმპატიურია.
-მაპატიე,მაგრამ შენი გულწრფელობის ჯერ კიდევ არ მჯერა.არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული,მაგრამ იცოდე ჩემს ცხოვრებაში ჩარევას ერიდე.ამ დროში მეგობრების პოვნა ძნელია,ასე რომ შეგიძლია უბრალოდ მესაუბრო მაგრამ არ მოინდომო ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც შენი ადგილი არ არის,ადრეც გითხარი და ახლაც გეუბნები მე მარტო ვარ,არავინ მჭირდება გვერდით,ხვდები ალბათ რომ ამაში დარწმუნებული ვარ რადგან სახლიდან წამოვედი.ახლავე გაფრთხილებ თუ როდესმე მოინდომებ წახვიდე და ყველაფერი დაამთავრო,დაბრუნდე სახლში და დაივიწყო რომ ოდესმე გინდოდა მეგობრები ვყოფილიყავით,ეს უბრალოდ ახლავე გააკეთე რადგან არ მინდა მეგონოს ადამიანი ჩემს გვერდით,უცებ კი აორთქლდეს და მივხვდე რომ კიდევ ერთხელ გამიცრუეს იმედი.მინდა გენდო,დამიჯერე ეს მართლა ასეა,მაგრამ ნდობას დამსახუარება უნდა,არ ვიცი შენ ასე ადვილად როგორ მენდობი,მაგრამ მე ასე არ შემიძლია.უნდა დავრწმუნდე რომ შენი ნდობა შეიძლება...
აცრემლიანებული თვალებით გარეთ გარბის,მის შეჩერებას არ ვაპირებ.თუ უნდა წავიდეს,არავის ვაძალებ ჩემს გვერდით ყოფნას...საღამომდე ოთახში ვარ,დაახლოებით 10 საათზე გარეთ გავდივარ. ცოტა გულის გადაყოლება მჭირდება,სუფთა ჰაერი და სეირნობა კი მშველის...რამდენიმე საათით გარეთ ვარ და ქალაქს ვათვალიერებ,ცოტა ხანში ვაანალიზებ რომ გზა ამებნა..ამდენმა ფიქრმა აზროვნების უნარი წამართვა..წინ რამდენიმე ბიჭი მიდგება.



№1 სტუმარი kasila

Gaagrdzele ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent