მრავალძალში ჯვარდაწერილნი [5 დასასრული]
მიუყვებოდნენ გზას. უცხოებივით ხმას არც ერთი არ იღებდა. ეს სიჩუმე კლავდა ლიზას, მაგრამ არანაკლებ აწამებდა კოკას ხმა, რომლის ძალიან, ძალიან ახლოს შეგრძნებაც სურდა. –შენს მანქანას რა დაემართა? – წამოიწყო ბოლოს, როცა აუტანელი გახდა სამარისებრი სიჩუმე. –არაფერი, კოტე და ლექსო წამოიყვანენ, – მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა. –ყოველთვის, როცა შენს ძმას ახსენებ, ზიზღი მაწვება ყელში და მინდა იცოდე... – თქვა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. –მესმის შენი... თავიდან მეც მასე მიყურებდი, – გაეღიმა კოკას. –შენ სხვა ხარ, კოკა... შენ და შენი ძმა, ერთმანეთთან ხართ როგორც ცა და მიწა, – ჩაახველა. ბოლმა ყელი აუწვა. –მესმის, რომ რთულია, მაგრამ შენი და ნარკოტიკს აღარ მიეკარება, დამიჯერე... – ხმა აეჭრა მამაკაცსაც. –და რომ მიეკაროს? – თრთოდა. –მას სხვა ნარკოტიკი ყავს, არანაირად არ სჭირდება უმოქმედო მორფინი. –ახლა, მომაწევინებ? – სასხვათაშორისოდ უთხრა, სინამდვილეში არ უნდოდა, უბრალოდ პასუხი აინტერესებდა. რადიკალური პასუხი. –ჩემი აზრი გითხარი უკვე სიგარეტთან დაკავშირებით და თავს თუ ვერ თოკავ, მოგაწევინებ. გული ეტკინა. რატომღაც, უკეთეს პასუხს ელოდა. კოკასთვის დამახასიათებელს. ცოტა რომანტიკულს, ისეთს, მუცელში რომ პეპლებს გაუშლიდა. შარზე იყო? – მგონი, იყო. –კარგად ხარ? – შეატყო ხასიათის უცაბედი ცვლილება მამაკაცმა. –კი, არამიშავს, – სასხვათაშორისოდ ჩაიბურტყუნა და გზას თვალი არ მოაშორა. –რატომ იქცევი ასე? – ვეღარ მოითმინა. –ასე, როგორ? – გულწრფელად ვერ მიხვდა. –ასე, ეჭვიანი ქალივით... გაეცინა. –ეჭვიანი ვარ და იმიტომ. –მინდა, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს, რასაც შენ სრულებით არ ცდილობ... – ახლა კოკა განაწყენდა. –როგორ არ ვცდილობ... –ანკა და გიო რას აპირებენ? – შეცვალა თემა. –ზუსტად არ ვიცი. ანა ამბობდა იმ დღეს, მინდა სიურპრიზი მოვაწყო და ქორწილის დღეს გავაგებინო ჩემებსო, რომ ვთხოვდებიო... ჩემი აზრით, სისულელეა. –რატო? რა დაუწუნე? – გაეცინა. –რა დავუწუნე და, ყველაფერს აქვს თავისი სახე და ელფერი. შეიძლება სიურპრიზად გაეკეთებინათ ჯვრისწერა, მაგრამ, როცა ქორწილს იხდიან, მოუწევთ, რომ იდუმალება გვერდზე გადადონ. მე რომ დედა ვიყო, გამაბრაზებდა და გამანაწყენებდა ის, რომ საქმის კურსში არ მამყოფა შვილმა. –ხო, მაგრამ შენ დედა არ ხარ, ასე რომ, წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, – თვალი ჩაუკრა. ^^^^^ დილიდან იმაზე დაობდნენ ანკა და გიო, როგორი ქორწილი სურდათ; დიდი თუ პატარა, რესტორანში თუ სადმე, მინდორზე, ბუნებაში, მეჯვარედ ვინ უნდოდათ და ა.შ. ბავშვებმაც მალე გაიღვიძეს და შემოურთდნენ დისკუსიას. თემოს რეპლიკები, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალზედ სასაცილო იყო. ლიკა ისევ აპარებდა ცეცხლმოკიდებული გაის თვალებისკენ თავისას და შემდეგ დამორცხვებული ხრიდა მიწისკენ. მარიამი ძალიან გახარებული იყო, ვინაიდან რამდენიმე დღეში საყვარელ მეუღლეს ჩაიხუტებდა და ძალიან, ძალიან ბევრს აკოცებდა. –მინდორი თუ რესტორანი? – იკითხა დასერიოზულებულმა თემომ. – მგონი ყველაფერი კარგი, მაგრამ საძოვარი სჯობს! ახარხარებულ ბავშვებს ინტერესით გადახედა და სრული სერიოზულობითა და გრაციოზულობით იკითხა. –მოიცა, ძროხებს არ უნდათ ვითომ გართობა? სული ძლივს მოითქვეს, იმდენი იცინეს. რეპლიკებში, და მითუმეტეს ძალიან სასაცილო, თემო იყო ნამდვილი ჯენტლმენი. –აუ, კაით, მართლა დაგვეხმარეთ რა! – დასერიოზულდა ანკა. –გოგო, გააჩნია ამინდს, – სიტყვით მარიამი გამოვიდა. სტაჟიანი ქალბატონი. – მაგალითად, მე და კახის ღია ცის ქვეშ გვინდოდა, მაგრამ ისეთი თავსხმა მოვიდა, ძაღლს არ გააგდებდა კაცი გარეთ, ასე რომ, მოგვიწია რესტორანში გადაგვენაცვლა. –მე კიდე, სულ არ მომწონს ამ რესტორნებში უაზრო „გართობები“, – ტუჩები უკმაყოფილებისგან დაებრიცა. –რას ქვია უაზრო, შენი ქორწილია და, როგორც არ უნდა მოინდომო, იმხელა ნერვიულობა იქნება, გართობისთვის საფიქრელი დრო არ დაგრჩება, – გაეცინა მარიამს. –მასე თუა, სულ არ მინდა ქორწილი! – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები. –გოგო, შენ ყველაფრით უკმაყოფილო როგორ ხარ? – ალმაცერად გადმოხედა გაკვირვებულმა გიომ. – ფრთხილად იყავი, ხელის მოსაწერად რომ მივალთ, უარი არ გითხრა, – თვალი ჩაუკრა. რეალურად, გაიხუმრა, ანკამ კი სერიოზულად მიიღო და ნაწყენი წამოხტა ფეხზე. ^^^^^ რომ შეგეხედათ ლიზასა და კოკას წყვილისთვის, გაგეცინებოდათ. ამათზე შეუფერებელი წყვილი, (ხასიათებით, თორემ გარეგნობით აკვდებიან) მთელს მსოფლიოში არ დადიოდა. სულ სხვადასხვანაირი აზროვნების სამზარეულო ჰქონდათ გონებაში, თუმცა მათი აზრები რომ შეგეერთებინათ, მიიღებდით მსგავს თეორიას: „მერე რა თუ ცხოვრება ოცნებების ამხდენი ქარხანა არაა, ჩვენ მაინც განვაგრძობთ ოცნებას!“. ორივე, სულით ოპტიმისტი, ცდილობდა პესიმისტის ნიღბის მორგებას, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ გამოსდიოდათ, თუმცა ეს ერთადერთი რამ იყო, სამყაროსგან თავდასაცავად. –საით, აბა? – გადმოხედა ლიზამ, უბნის დასახელების იმედით. –მარტო ცხოვრობ? – კითხვა შეუბრუნა მამაკაცმა. –ზოგადად, ანკასთან ერთად. ახლა, ლოგიკურად და ფიზიკურად, მარტო ვარ, – გაიცინა. –მაშინ, შენთან! – გაუღიმა და სიჩქარეების გადამრთველზე მოთავსებულ თითებზე ოდნავ დაუსვა თავისი. ლიზას სხეული სასიამოვნო ჟრუანტელმა მოიცვა, რაც, კოკას შეხებისას, პირველი არ იყო. გაკვირვება ვერ დამალა, მამაკაცის თამამი განცხადების შემხედვარემ, მაგრამ არ უკითხავს რატომ და რისთვისო, უბრალოდ მარჯვნივ შეუხვია და სასიამოვნო ფიქრებით გააგრძელა გზა. კორპუსთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. ბარგისთვის ხელი არ დააკარებინა მამაკაცმა, თვითონ მიიტანა სადარბაზომდე და მესამე სართულზე წვალებით, მაგრამ მაინც აზიდა, ვაჟკაცურად, გამძლედ. განა ჯან–ღონე აკლდა? – არა. უბრალოდ, სამი დიდი ჩემოდანი ჰქონდა სათრევი. ძლივს იპოვნა ჩანთაში გასაღები ლიზამ, საკეტს მოარგო და დღის შუქს მოკლებულ, ბნელ მისაღებში შევიდა. ხმაურიანად დაალაგა კოკამაც ჩანთები და სანამ ლიზა შუქის ჩამრთველს მოძებნიდა, კოკამ დაასწრო, მკლავებში მოიქცია და კედელს ააკრო. –სიამოვნებით მოვძებნიდი უკუნით სიბნელეში შენს წითელ, გამომწვევ ტუჩებს და ათასჯერ მეტი სიამოვნებით შევჭამდი! – პათეტიკური ტონით ჩაილაპარაკა მის ყელთან და ძალიან, ძალიან ბევრი პეპლით აავსო ლიზას მუცელი. –ჰოდა, მოძებნე! – დაიჩურჩულა არანაკლებ პათეტიკურად და რამდენიმე წამში გაასმაგებული და გაათასმაგებული პეპლები იგრძნო მუცელში და უძალობა მუხლებში. ^^^^^ თმაზე ფერებამ გამოიყვანა ბურანიდან. ყველაზე მეტად უყვარდა, როცა თავზე ეფერებოდნენ და შუბლზე კოცნიდნენ. –დილა მშვიდობის, – ოდნავ ჩახლეჩილი, თუმც ასე ნაცნობი და საყვარელი ხმა გაიგო და მისმა პეპლებმაც გაიღვიძეს. –დილა მშვიდობისა! – ნელა ააპარა მზერა მოშიშვლებული გულ–მუცლიდან ზემოთკენ და მამაკაცის ნიკაპთან ძალიან ახლოს შეჩერდა. აკოცა. ნიკაპზე ძალიან ნაზად აკოცა და იგრძნო, როგორ ჩაეღვარა ყველა თბილი გრძნობა მუცელში. –მაშინაც კი, როცა ასე ახლოს ხარ და ასეთი თბილი ხარ... მაშინაც კი ყველაფერზე მეტად მენატრები! – დაიჩურჩულა კოკამ და ისე მიიკრო ქალის სიფრიფანა სხეული, კინაღამ სუნთქვა შეეკრა ლიზას. –კოკა... მადლობ, რომ არსებობ, – ბედნიერების ცრემლმომდგარმა ამოიჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა ნიკაპზე. – მადლობ, რომ გამოჩნდი ჩემს უფერადო ცხოვრებაში! –როდის ამდენი სენტიმენტი, ლიზ? – სიცილით ჰკითხა და თავზე აკოცა. –რაც შენ გაგიცანი, ბიჭო! – სიცილითვე უპასუხა და კოცნა დაუბრუნა. ^^^^^ ივლისის ბოლოს აიკლეს სამუშაოები, აიკლეს და ააწიოკეს და, მიუხედავად იმისა, ერთთვიანი შვებულება უკვე გამოლიეს, მაინც მოახერხეს კიდევ ერთი დაემატებინათ. ტომარაძეებს ამაში აჯობებდით? და გადაიხადეს ერთიანი, ყველაზე დაგეგმილი და ამავდროულად დაუგეგმავი ქორწილი. იცით, რომ ლიზას ქორწილი არ სურდა, მაგრამ რაღაც ძალიან სპონტანურად გამოვიდა ყველაფერი. ანკამ, გიომ და, რაც მთავარია, კოკამ იყიდეს კაბა, მოასინჯეს და გადაუწყვიტეს, რომ ისიც მოირგებდა დედოფლის როლს, რადგან მართლაც იყო დედოფალი. ჰოდა ასე, დაუგეგმავად გადაიხადეს ისეთი ორგანიზებული, დიდებული ქორწილი, თბილისი კი არა, მთელი საქართველო საუბრობდა მათზე. ასე და ამგვარად, მრავალძალში ჯვარდაწერილებმა, მოახერხეს, რომ საბოლოოდ დაერქვათ ერთმანეთისთვის ცოლ–ქმარი. ^^^^^ –მაკოცე! – მომთხოვნი იყო ოდნავ შეზარხოშებული კოკას ტონი. –ბევრი გაკოცე, გეყოს! – გაიცინა ასევე მცირედად შეზარხოშებულმა ლიზამ. –ახლა ისეთ ადგილას ვართ, რომ არ მაკოცო, არ გაპატიებ! – მარჯვნივ გაატრიალა თავი და შემდეგ მოატრიალა ისევ. რესტორანში ისხდნენ, მეხუთე სართულზე, რომლის მოშიშვლებული ფანჯარა ასევე მოშიშვლებულ ეიფელს გაჰყურებდა. –ადექი და მაკოცე! – ტუჩები გაბუტულმა გამობურცა. გაბუტულმა ბრჭყალებში. –კიდევ ერთი ვისკი და იქნებ გაკოცო კიდეც! – თვალი ჩაუკრა და ჭიქა შეავსო. – ვისი იყოს? – იკითხა სასხვათაშორისოდ. –რავიკის, – მხრები აიჩეჩა. –იყოს რავიკის! – ზემოთ ასწია ჭიქა. –იცი? ძალიან გავხარ... – ჭიქა გამოცალა და ნიკაპით მაჯებს დაეყრდნო. – მასსავით ასეთი არარომანტიკული და ამავდროულად ყველაზე რომანტიკული ხარ! კოკას გაეცინა. –ესეიგი, რომანტიკით ვარ სავსე, არა? – წინ გადმოიხარა და ძალიან ახლოს შეაჩერა თავისი ცხვირი ქალისასთან. –თან კი, თან არა, – გაეცინა ლიზას და სანამ მამაკაცი მოასწრებდა, დაასწრო და სიცილით დაეწაფა საყვარელ ბაგეებს. –ახლა იტყვის, მე გაკოცევო, – გაბუსხული მოშორდა ლიზას ტუჩებს და სავარძელს დაუბრუნდა. –და მერე, არა, რომ? – სიცილით გაიქნია თავი. –არა! ^^^^^ ალბათ, ყველასთვის საყვარელი თარიღია მისი დაბადების დღე, მაგრამ ლიზა ამ ყველას კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. თუმცაღა, რადგან ერთი წლის თავს უახლოვდებოდა მისი ქორწინება, გადაწყვიტა მოწონებები გვერდზე გადაედო და საქმეებისგან გადაღლილი მეუღლისთვის ორი სიურპრიზი დაეხვედრებინა. არავის ელოდა, რადგან უკვე მიულოცეს თავისმა ბავშვებმა და, რატომღაც, ყველა ამ დღეს დაკავდა მაინცდამაინც. ის იყო დაკრემვას მორჩა ტორტის, ზურგს უკან რომ იგრძნო ვიღაცების ყოფნა და რომ დაიკივლეს, იმხელახე შეხტა, ტორტი გადმოუვარდა ლამის. გულგახეთქილი მიუტრიალდა ნაცნობ სხეულებს და ნერვიული ღიმილით უთხრა: –რამე რომ მოგვსვლოდა, თქვენ აუხსნიდით კოკას? ერთობ გახარებულებმა, პირი დააღეს მრავლობით ფორმაზე. და როცა გააცნობიერეს თუ რას გულისხმობდა ლიზა, არანაკლებ გახარებულებმა შეჰკივლეს და სათითაოდ ჩაიკრეს იუბილარი გულში. ყველას მოსიყვარულებას რომ მორჩა, მისაღებში გაამწესა ბავშვები და ტორტს მიუბრუნდა. ყვავილებით ჰქონდა მოსართავი დარჩენილი. იგრძნო, სიმხურვალე იგრძნო ზურგს უკან, რომელიც უფროდაუფრო უახლოვდებოდა. სიმხურვალეს გაშმაგებული სუნთქვაც ერთვოდა და ხვდებოდა ლიზა, რომ იყო ძალიან, ძალიან ბედნიერი. –რამდენი ხანია,რაც საიდუმლოდ მალავ? – მუცელზე შემოეხვა ცხელი ხელები და ცხელმა, ყელსი შეფრქვეულმა სუნთქვამ, უამრავი ჟრუანტელი წაიყო მთელს სხეულში. –ორი თვეა... – ნასიამოვნებმა ამოიხავა და თვალები დახუჭა. იმ ბედნიერებაში გადაეშვა, რომელიც წინ ელოდა თავის ტყუპ გოგონებთან ერთად, რომლებსაც ანის და ნიას დაარქმევდა და, რაც მთავარია, მამაკაცთან ერთად, რომელიც მთელს მსოფლიოს ერჩია. რა გამოსატოვებია ბავშვები, რომლებმაც ასე გააბედნიერეს და წინ კიდევ უამრავ ბედნიერებას უქადდნენ?! ^^^^^ ვიცი, რომ დავაგვიანე და ამავდროულად მალე და შესაძლოა უაზროდაც დავასრულე, მაგრამ სწავლის გადამკიდე ვერც მეტს ვახერხებ და ვერც ნაკლებს. იმედია მოგეწონათ. ძალიან მალე დაგიბრუნდებით და გამიხარდება, ვინმე თუ დამელოდება ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.