შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 5)


2-10-2015, 23:59
ავტორი Mina
ნანახია 4 453

„შაი გაიღვიძე“ - მიყვირა შინაგანმა ხმამ და გამომაფხიზლა, ისევ გავიბრძოლე და ერეკლე ჩამოვიშორე, ჩემს წინ დამნაშავე ბავშვივით იდგა და თვალებში შემოხედვას ვერ ბედავდა, მე კი აღელვება და ბრაზი ერთიანად მემატებოდა, თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ძალით გავარტყი. ამ დროს კი ლიფტიც დაიძრა, რამდენიმე წამში კარიც გაიღო და ტყვიასავით გამოვვარდი ლიფტიდან
-მარიამ - უკან გამომეკიდა ერეკლე და მალევე დამიჭირა - მაპატიე, უბრალოდ ვერაფრით გაგაჩერე, ბოდიში - უცებ გონებაში ლუკას სახე ამომიტივტივდა და ვცადე გამეღიმა.
-გასაგებია - გაღიმება არ გამომივიდა, ჩემი პირველი კოცნა მან როგორ წამართვა? თანაც ასეთ არარომანტიკულ გარემოში, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა, ვინ იქნებოდა ჩემი რჩეული, მან კი ყველაფერი წყალში ჩამიყარა
-ასეთი საქციელი არ მჩვევია - ისევ გამიმეორა, პიჯაკი გაისწორა და წინ წავიდა, მე როგორც ერთგული ლეკვი უკან სირბილით გავყევი - ეს ჩემი კაბინეტია - დიდი ყავისფერი კარისკენ მიმითითა - ეს კი შენი - მის გვერდით იმავე ფერის კარი დავინახე, ორივე კაბინეტს კედლის მაგივრად მინები ჰქონდა ჩასმული და გარედან ყველაფერი ჩანდა, ჩემი კაბინეტი პატარა მაგრამ ძალიან ლამაზი იყო, მინის მაგიდა მოსახერხებელი სკამი და ყველა საკანცელარიო ნივთი რაც შეიძლებოდა დამჭირდებოდა, ასევე თხელი ნოუთბუქი მაგიდის შუაში. ერეკლეს კაბინეტში არაფერი იდო რაც შეიძლებოდა ზედმეტად მოგხვედროდა თვალში, ყველაფერს თავისი ფუნქცია ჰქონდა, კედლები თეთრად იყო შეღებილი, ერთი ტანსაცმლის საკიდი, მაღალი კარადა, პატარა დივანი კარის გვერდით, მინის მაგიდა რომელზეც შესაშური წესრიგი იყო, მის წინ ორი ასევე მინის სკამი და ერეკლეს ადგილას თეთრი ტყავის სავარძელი
-შენი ნივთები დააწყვე და კაბინეტში გელოდები
-როცა ჩემს ოთახში შევედი იქ კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა, ჩემსა და ერეკლეს კაბინეტს შორის არაფერი იყო დაფარული, აქაც მინის კედელი დამხვდა, კიდევ კარგი ჟალუზის ჩამოფარემა მაინც შემეძლო, მთელი დღე მისი სახის ყურება არ მსიამოვნებდა. სიბრაზემ ჯერ კიდევ არ გადამიარა, ისე მინდოდა ერთხელ ან ორჯერ კიდევ გამერტყა მთელი ძალით. გარეთ დავინახე როგორ უახლოვდებოდა ჩემს კარს მომღიმარი ლუკა. შემოვიდა თუ არა კაბინეტში ის კარი გამოაღო რომელიც ერეკლეს და ჩემს კაბინეტს ერთმანეთისგან ყოფდა
-შაი, გამარჯობა - მოვიდა და გადამკოცნა, მეკი ცივი ოფლი მასხამდა, ყოველ წამს მეგონა ერეკლე ყველაფერს მიხვდებოდა და აქედან ორივეს გაგვყრიდა
-ლუკა შემოდი, მარიამ შენც - არცერთისთვის არ შემოუხედავს ისე დაგვიძახა კაბინეტიდან
-ქედმაღალი იდიოტი - ჩუმად ჩავილაპარაკე და შევხედე ლუკას როგორ გაეცინა
-როგორც წეღან გითხარი ლუკა ორ კვირაში სტამბოლიდან ძალიან ცნობილი იუველირი ჩამოდის, მასთან კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ რომ ჩემი სამკაულები თურქეთში გავიტანოთ და მის მაღაზიაში გავყიდოთ. კონტრაქტი მზად არის? - ლუკამ ფაილი ერეკლეს მიაწოდა - ძალიან კარგი, მარიამ ეს დოკუმენტები სეიფში შეინახე - ფაილი გამოვართვი და გრძელი კარადის გვერდით სეიფთან მივედი, კოდი არ ვიცოდი ამიტომ ერეკლეს მივუბრუნდი
-მე კოდი არ ვიცი - მან კი ლუკას შეხედა და მისი მზერა ამბობდა „შეგიძლია წახვიდე აღარ მჭირდები“
-0709 - სეიფი გამოვაღე იქ არაფერი იყო რაღაც ფურცლების გარდა, მეც კონტრაქტი თაროზე დავდე და კარი ჩავკეტე. დღემ მშვიდად ჩაიარა, ოფისიდან რომ გამოვედით უკვე აღი საათი სრულდებოდა, სანო ძია გარეთ გველოდებოდა თან მანქანის გასაღებს ათამაშებდა ხელში. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი მაშინვე ერეკლეს მივმართე
-შეიძლება ფეხსაცმელი გავიხადო? სუნი არ შეგაწუხებთ ღია ფეხსაცმელია თანაც ტყავია, ფეხები მეტკინა ძალაინ მთელი დღეა ესენი მაცვია
-არ არის პრობლემა - სარკეში გამიღიმა და ფანჯარაში გაიხედა. მისი ღიმილი ნებისმიერ ქალს დაუბნელებდა გონებას, მიუხედავად ლუკას მონაყოლისა როცა ერეკლეს ვუყურებდი ვერ წარმომედგინა მის მსგავს ადამიანს როგორ შეიძლებოდა ვინმესთვის ცუდი გაეკეთებინა. როცა ერეკლეს სახლში მივედით მანქანიდან ფეხშიშველი გადმოვედი, ცივ ქვაფენილზე ფეხის დადგმა ძალიან მესიამოვნა, ჩანთა ხელში დავიკავე და ჩემი ყვითელი მანქანისკენ წავედი
-არ ვივახშმოთ? დრეს არცერთს არ გვისადილია და არ გშია? - შემეკითხა ერეკლე რომელიც სახლში შესვლას აპირებდა
-სახლში ვივახშმებ
-ერთად ვივახშმოდ, არ მიყვარს მარტო ჭამა - საწყალი სახით შემომხედა მეც ბევრი აღარ გავჯიუტებულვარ და სახლში შევედი. ისიც კარგად ამხსოვდა დილით ქუსლების ხმაზე შენიშვნა რომ მომცა, სახლის ჩუსტები არ მიყვარდა ამიტომ სახლში ფეხშიშველი შევაბიჯე. სამზარეულოში შევედი იქ კი არავინ დამხვდა, პირი გამშრალი მქონდა მაცივრის კარი გამოვაღე და იქედან ფორთოხლის წვენი პირდაპირ მე მიყურებდა და მთხოვდა დამელია. მეც გრძელ ჭიქაში ჩავასხი და გემრიელად დავლიე. ცივი წვენი საოცრად მესიამოვნა. ოთახში ჯერ სავარაუდოდ არავინ შემოვიდოდა ამიტომ თავისუფლად შევხტი მაცივრის გვერდით გაყოლებულ დიდ დახლზე. ცოტახანში კი ოთახში უკვე მაისურსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი ფეხშიშველი ერეკლე შემოვიდა, სასწრაფოდ ძირს ჩამოვხტიდა ჭიქა მაგიდაზე დავდე
-ნანი სად არის?
-ნანი სახლში წავიდოდა, ვახშამს კი ყოველთვის ჩემით ვიკეთებ - მითხრა და ცალყბად გამიღიმა. ამ დროს ჩემი ტელეფონი ამღერდა ეკრანს დავხედე და ბებო მირეკავდა. მეც ფანჯარასთან მივედი და იქ ვუპასუხე ტელეფონს
-ჰო ბებო
-სად ხარ შვილო გამისკდა გული - ანერვიულებულმა მითხრა ბებომ
-ნუ გეშინია, ეხლა ჩემს უფროსთან ერთად ვარ, სახლში მალე მოვალ, არ ინერვიულო კარგი? მე კარგად ვარ
-უკვე ღამე რომაა იმიტომ მეშინია შაი
-კარგი რა ბე, შენ არ ხარ ის რომ მეუბნები ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ ვიცი ცუდს არაფერს იზამო, ხოდა ეხლა წადი და შენ თბილ ლოგინში დაწექი, მეკიდე სახლში მალე მოვალ. ოღონდ ჯერ ელაჩკა დამალაპარაკე
-შაი სად ხარ საღამოს კარტები ხომ უნდა გვეთამაშა - უცებ გამახსენდა გუშინ წინ შევპირდი საღამოს კარტებს გეთამაშები თქო, სახე დამემანჭა და თავში ხელი შემოვირტყი, ფანჯარას ზურგი ვაქციე და დავინახე ერეკლეს უკვე პროდუქტები მაგიდაზე დაელაგებინა
-ბოდიში რა პრინცესა, ხვალ რადაც არ უნდა დამიჯდეს აუცილებლად გეთამაშები კარტებს კარგი?
-კარგი - იმედგაცრუებულმა მითხრა ელამ
-ბოდიში რა, იცი რას ვიზამ? ეხლა სახლში რომ წამოვალ შენ საყვარელ მარმელადებს და შოკოლადებს წამოგიღებ გინდა?
-კიი - გახარებულმა ჩამკივლა ტელეფონში, მეც გამეცინა
-კარგი პრინცესა, ეხლა კიდე კბილები გაიწმინდე და დაწექი.
-დაგელოდები სანამ შოკოლადებს მომიტან
-ხომ იცი ამ დროს შოკოლადებს არ გაჭმევ, ხვალ დილით კი შენი იყოს
-კარგი ჰო - მხიარულად მითხრა
-კარგი წავედი, მიყვარხარ
-მეც - მითხრა და ყურმილი გამითიშა. ერეკლე გაღიმებული მიყურებდა, მინდა ღიმილიანმა სახემ დამაბნია, ნაბიჯი გადავდგი ფეხი დამიცდა და იატაკზე აღმოვჩნდი გაწოლილი
-მარიამ - ჩემი სახელი დაიძახა ერეკლემ და წამსვე ჩემთან გაჩნდა, იატაკი იმდენად სრიალებდა ადგომა ვერ შევძელი ამ დროს ვიგრძნი რომ ფეხქვეშ იატაკი გამომეცალა და უცებ გავიაზრე რომ ერეკლეს მკლავებში ვიყავი - იტკინე რამე?
-აააარა - პირში ენა ძლივს მოვატრიალე ერთი სიტყვა რომ მეთქვა, მთელი სხეული მიხურდა, პირი სულ გამიშრა, ამწამს საშინლად მომინდა მას ჩავხუტებოდი და ყველაფერი მომეყოლა მისთვის. გონებას სჯეროდა ლუკას მონაყოლი გული კი გაუჩერებლად იძახდა რომ ერეკლე ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა. ადამიანს გარეგნულადვე ეტყობა ის ცუდის ჩამდენი არის თუ არა. კიდევ ერთი წამით რომ გავჩერებულიყავი მის მკლავებში ალბათ მეტს ვეღარ გავძლებდი და საკუთარ თავს გავცემდი
-დდდამსვი - ამოვღერღე როგორღაც და ერეკლემაც წამსვე დამსვა
-მოდი ბლინები გავაკეთოთ - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა - ჯერ წინსაფრებს მოვიტან ნანის ექნება საკუჭნაოში შენახული - მითხრა და ოთახიდან გავიდა
-რას ვაკეთებ აქ, ღმერთო ჩემო რას გავს ჩემი საქციელი, არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ ამას, ვერა ვერ შევძლებ ეს მე არ ვარ - ჩემს თავს ველაპარაკებოდი და თან მტელ ოთახში ბოლთას ვცემდი
-რას ვერ შეძლებ მარიამ? - მეგონა ცივი წყალი გადამასხეს როცა ერეკლე ჩემს წინ აისვეტა. კიდევ ერთი ტყუილი უნდა მომეფიქრებინა რომ ეხლა სიმართლე არ გაეგო
-მე, მე სახლში უნდა წავიდე, ახლავე - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და გასასვლელი კარისკენ გავვარდი, სახელურს ხელი მოვკიდე როცა ერეკლემ მისკენ შემაბრუნა და კარი გასაღებით გადაკეტა
-რას ვერ შეძლებ მარიამ? - თავი ახლოს მოწია და თითქმის ჩამეხუტა „ცოტაც გაიწიე რა“ ცფიქრობდი გულში
-მე, ასე ახლოს, იცით, - სიტვყვებს ვერ ვალაგებდი - მე თქვენთან მუშაობას ვერ შევძლებ - მოკლედ მოვუჭერი ფეხსაცმელები ხელში ავიღე კარი გავაღე და გარეთ გავარდი, ცივმა ჰაერმა ცოტა გონზე მომიყვანა, ჩემი მანქანის ძებნა დავიწყე, ყვითელი ფერი მაშინვე თვალში მომხვდა და იქეთკენ ფეხშიშველი გავიქეცი, მანქანაში ჩავჯექი და ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე
-არვიცი ახლა რა გჭირს, ხვალ კი დილით გელოდები 8 საათზე - აშკარად არ ესიამოვნა ჩემი სცენები, გაბრაზებული შებრუნდა და სახლში შევიდა. მე სასწრაფოდ მანქანა დავქოქე და გაზს ბოლომდე მივაჭირე ფეხი, მინდოდა სასწრაფოდ მოვშორებულიყავი ამ უბანს და ერეკლეს სახლს. სანამ სახლში მივიდოდი იქვე მაღაზიასთან გავაჩერე და ელას საყვარელი ტკბილეული ვიყიდე, შემდეგ სახლში ჩუმად შევიპარე, არავინ გამომხმაურებია ანუ ყველას ეძინა. მეც მშვიდად გადავივლე შხაპი და ოთახში შევედი, საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა, დროსთვის ყურადღება არ მიმიქცევია წამსვე ლუკას დავურეკე
-გისმენ შაი
-ლუკა იცი, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, შეგიძლია ფული წაიღო, ასევე ტანსაცმელიც, რაც აქამდე დავხარჯე იმასაც აგინაზღაურებ როგორმე, ოღონდ ამის გაკეთბას ნუ მთხოვ, არვიცი შეიძლება ბევრი ცუდი გაუკეთებია ერეკლეს შენთვის მაგრამ მე რატომღაც კარგი ადამიანი დავინახე მასში და ვერ შევძლებ მისთვის ამის გაკეთებას
-ძალიან გთხოვ შაი, ეგ აღარ გამიმეორო, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, შენს იქეთ გზა არ მაქვს, სხვას ვეღარ ვთხოვ ამის გაკეთებას, ძალიან გთხოვ, ვიცი ეგ ფული გჭირდება, შენი და სკოლაში დადის, ბევრი რამ სჭირდება, ბებიაშენსაც ვიცი რომ უამრავი წამალი სჭირდება დიაბეტთას საბრძოლველად
-შენ საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი. ამ სამსახურზე თუ უარს იტყვი და იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები სამსახურს ვერსად დაიწყებ, გახსოვს რამდენ რესტორანში გინდოდა მუშაობის დაწყება? რატომ ვერ დაიწყე იცი? ჩემი ერთი ზარი საკმარისია იმისთვის რომ უბრალო მაღაზიაშიც ვერ დაიწყო მუშაობა. უკვე ამ საქმეში ხარ გაბმული და უკან დასახევი გზა არ გაქვს, მსგავსი რამ მეორედ აღარ მითხრა, ხვალ კი სამსახურში დავილაპარაკოთ. - პასუხის თქმა არ მაცადა ისე გამითიშა ყურმილი. ღმერთო ჩემო რა დავაშავე, რა მინდოდა ამაში თავი რომ გავყავი, რა ცოდვა მაქვს ასეთი რომ ასე დამსაჯა ღმერთმა. სულ სხვანაირი მეგონე ლუკა, ამდენი ბოროტება ერთ ადამიანში როგორ არის თავმოყრილი. ერეკლეს რაც არ უნდა გაეკეთებინა სამაგიეროს გადახდა ეს ხომ სულმდაბალი საქციელია. რა გავაკეთო ღმერთო გამინათე გონება. ტირილსა და ცრემლებში ჩამეძინა.
ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაიარა, დღითი დღე უფრო მეტად ვენდობოდი ერეკლეს და ეჭვი მეპარებოდა ლუკაში, ორად ვიყავი გახლეჩილი და არ ვიცოდი რა მექნა, ყოველ წამს როცა კი მარტო ვრჩებოდი ერეკლესთან მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევძელი. მეშინოდა მაგრამ თვითონაც არ ვიცი რისი, ან ვისი?! თუმცა კი ბოლოს მივხვდი, ლუკასი მეშინოდა, რამდენიმეჯერ ისე მეჩხუბა შემეშინდა ჩემთვის რაიმე არ დაემართა, ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი რადგან ელას და ბებოს გამო მეშინოდა, მეშინოდა რადგან ვხვდებოდი არ მოერიდებოდა მათთვის რამის დაშავება.



№1 სტუმარი darina

Ramdeni xania velodebi da rom vnaxe dadebuli ise gamixarda, erekle momwons sigijemde, velodebi shemdegs.

 


№2 სტუმარი mariami

ძალიან მომწონს ძალიაან მაგარიხარრ <3 უთხრას სიმართლე ერეკლესს რაა:დდ ველოდები შემდეგ თავს <333

 


№3 სტუმარი LoNdA DM

erekle momwons.

 


№4 სტუმარი lana

vaime megirsa ramagaria dzvlivs icii ramdenii xanii velodebodii amm istorias uff kaii gagardzele magramm erts gtxov ra nuu gamwareb am gogos

 


№5  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ნანატრი ისტორია:)).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent