შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 7


4-10-2015, 13:12
ავტორი sopiko
ნანახია 3 258

კარი ოდნავ იყო შეღებული და ისევ და ისევ შინაგანმა ხმამ მაგრძნობინა, რომ შიგნით მყოფი ''ბარბები'' ჩემთვის საინტერესო თემაზე საუბრობდნენ. ადგილზე მივეყინე, როცა ნაცნობი სახელი მომესმმა.
-გოგო, ერეკლე დადიანი გუშინ ჩემთან იყო...-აღფრთოვანებული ნატუკა ხელებით ლაპარაკობდა და ლენკასთან ერთად ხმამაღლა კისკისებდა.
-ღადაობ? არ მჯერა...-გაოგნებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ლენკას და უფრო ახლოს მიუცუცქდა მეგობარს.
რა ბევრი ფიქრი უნდოდა იმას, თუ რატომ ესტუმრა ერეკლე ამ ცარიელ მაკიაჟს და ვინ მიპასუხა გუშინ. მეგონა ეს შემთხვევა უკვე დავივიწყე... სინამდვილეში კი ისევ ეგოისტურად მეტკინა გული, მართალია დიდი სისულელე იყო, როგორ უნდა მომეთხოვა რამდენიმე დღის გაცნობილი მექალთანისთვის ერთგულება, ანდაც რა მიზეზით, მაგრამ მე ხომ ასეთი ვიყავი... ამოუცნობი, ჯიუტი და ამბიციური. სრულიად განსხვავებული დიკაპრიოსგან.
-მხოლოდ შენთან მინდაო... ვერ ვიტან საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალებს, ვითომ პატიოსანი გოგოს როლს რომ თამაშობენო და რა ვიცი, კიდევ რა არ მებოდიალა...-დაიწყო ნატუკამ და თითოეული დეტალის აღნიშვნა დაიწყო. კანაღამ გული ამერია ზიზღისგან. ბარბაცით გავბრუნდი მისაღებში და ქურთუკი ტანზე შემოვიცვი.
-სად მიდიხარ?-დამაწია თათამ.
-არსად!
-ნუ ჯიუტობ ბაია! შენ არ ამბობდი რომ ერეკლეს გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია?
-არ შემიძლია...-თავი ჩავხარე ცრემლიანი თვალების დასამალად.
-შენ არ ამბობდი რომ შეგიყვარდა?
-შემიყვარდა-დავეთანხმე მაშინვე.
-შენ არ ამბობდი რომ ჩემი დახმარება გჭირდება?-თვალებში ჩამაჩერდა თათა.
-დაამეხმარები?-გავიღიმე ბედნიერმა.
-აი, ეს არის ჩემი ბაია. არასოდეს დანებდე! შენ დაუმორჩილებელი ახვლედიანის ასული ხარ! კმარა! დღეს წახვალ ერეკლესთან და სიმართლეს უამბობ!
-არ შემიძლია... მთლად ასეთი გიჟიც არ ვარ...-ვუარვყავი მაშინვე.
-ხარ! შენ ათასი სიგიჟის ჩადენა შეგიძლია, თუ მოინდომებ!-დამარწმუნა ამ ქვეყნად მართლაც ყველაზე ძლიერმა ქალმა, ჩემი მეგობარს ვერავინ აჯობებდა.... ჩემს თათას, რომელიც ისეთი მორჩილი და წყნარი სულაც არ იყო, როგორც გარედან ჩანდა.
-მართალი ხარ!-უხილავ წერტილს გავუსწორე თვალი და წელში გავიმართე-შეუძლებელი არაფერია!
-ასეა...-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა თათამ და თან დაამატა-წადი... იჩქარე!
სირბილით გავიქევი გასასვლელისკენ და ქუჩაში გავვარდი. თვალებზე თითქოს ბინდი მეკრო... გარესამყაროს გამოთიშული ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი.
-დადიანი...-აღმომხდა გაოცებულს.
-ახვლედიანი?-ირონიით გაჟღენთილი ხმით შეიცხადა და გამიღიმა-მგონი ჩემთან ლაპარაკი გინდა ხომ?
სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი გვერდითა მოსახვევში რომ შემათრია, მერე პირზე ხელი ამაფარა და ჩიხსი მიმიმწყვდია.
-რას აკეთებ?-გავფართალდი მე. არა! განა შემეშინდა... უბრალოდ... უბრალოდ მე... ხო, კარგი, შემეშინდა...
-მხოლოდ ერთი ღამე... მხოლოდ ერთი... მერე კი იმას მიიღებ, რაც გინდა. ფულს, ძალაუფლებას, არც კაზინოში მოგიწევს მუშაობა. გაყიდე შენი ვითომ და პატიოსნება.-უტეხად შემომთავაზა ერეკლემ.
ნამდვილი იმედგაცრუება ეს იყო!
მეგონა მან ჩემში ის დაინახა, რაც ვიყავი. რეალობაში კი... რეალობაში მისი სიტყვები, ჩემთვის საშინლად მტკივნეული იყო... თუნდაც მე ვყოფილიყავი უსინდისო და უღირსი.... როგორ შეეძლო ასე შეებღალა ჩემი სახელი.
-არაკაცი ხარ!-ამოვღერღე როგორც იქნა და მისი მკლავებისგან განვთავისუფლდი-ვინ მოგცა უფლება ფეხქვეშ გათელო ჩემი ღირსება, ასეთი უხამსი წინადადება შემომთავაზო და წარბიც არ შეხარო. განა შენ ის ერეკლე არ ხარ, მე რომ...
შევჩერდი... შევჩერდი მაგრამ რაღა დროს... არაფრის დამალვა არ შემეძლო და მით უმეტეს ამ ერთი, მაგიური სიტყვის...
-რომელი?-მომეჩვენა რომ ნანობდა... ნანობდა თავის საქციელს, მაგრამ გვიანი იყო... ძალიან გვიანი.
უბრალოდ თავი გადავაქნიე და უსიტყვოდ დავტოვე თავის ფიქრებთან.

სახლში მისვლისთანავე სარკეში ჩავიხედე და ჩემს დაწითლებულ თვალებზე უიმედობა ამოვიკითხე. როგორ მინდოდა გავთიშულიყავი... გონება დამეკარგა და რომ გავიღვიძებდი, ახალი ცხოვრება დამეწყო. ყველასთვის ქარაფშუტა, უდარდელი გოგონა ვიყავი, რომელიც არავიზე და არაფერზე არ ღელავდა. მხოლოდ თათამ, ნიამ და თეკლამ იცოდნენ, რას ვგრძნობდი შინაგანად.
რატომ გავხდი ასეთი? ჯერ მხოლოდ 11 წლის ვიყავი, დედა რომ საზღვარგარეთ წავიდა, უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ჩვენ არ გვიჭირდა, საჭმელიც გვქონდა ბლომად და ჩასაცმელიც, არც ნაქირავებში ვცხოვრობდით, ოთხოთახიან ბინაში ცხენიც კი გაჭენდებოდა. ფულზე დახარბებულ მშობელს ბრენდები რომ არ სცმოდა, არ შეიძლებოდა? მაგრამ დედა ასეთი იყო... როცა მასწავლებელი კრებას მართავდა, ჩემს განუწყვეტლივ ვედრებაზე, რომ ისიც წასულიყო სხვა მშობლებთან ერთად, უარს ამბობდა. ამ ყველაფერს კი იმას აბრალებდა, რომ სხვები გამოპრანჭულები დადიოდნენ, მას კი გამოსასვლელი ქურქიც არ ჰქონდა. ეს კი წმინდა წყლის სიცრუე იყო.
გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. ჩემი დაც არ ცდილობდა მოზარდი დედმამიშვილის მდგომარეობიდან გამოყვანას. დედის გამოგზავნილი ფულით, რომელიც ორივეს გვეკუთვნოდა ძვირადღირებულ პარფიუმერიას და ''ზმანებს'' ყიდულობდა. მე არც არაფერი მინდოდა მისი სითბოს გარდა, მაგრამ ესეც დამამადლა. სწორედ ამიტომ გავცივდი ადამიანების მიმართ. ცალკე გადავედი საცხოვრებლად და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე.
ახალ პრობლემასთან შეჭიდება ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა სიყვარული პრობლემა არ არის... რაც არ უნდა იყოს, ამ გრძნობას ბედნიერებაც მოაქვს, მიუხედავად აუარებელი ტკივილისა.
მაინც ვერ გავუძელი... ტელეფონზე თათას ნომერი ავკრიფე და თან საათს შევხედე. უკვე ცხრა იყო...
-თათას არ სცალია...-ეტყობა არც იცოდა, მე რომ ვურეკავდი. ისევ ოფიციალურად მიპასუხა, გათიშვას აპირებდა, მე რომ დავასწარი.
-მისმინე...-ნამტირალევი ხმით დავიწყე და ცრემლების შეკავებას შევეცადე.
-არაფრის თქმა არ გინდა, ვიცი...-შემაწყვეტინა თათამ და თვითონაც გაჩუმდა.
-ვიცი რომ იცი...-გამეცინა მე.
-არაყი გინდა?
-სწრაფად მოდი!-ჩავძახე ტელეფონში და მაშინვე დავაჭირე გათიშვის ღილაკს.
-მეზიზღები ერეკლე, მძულხარ!-ამოვიხრიალე გულის სიღრმიდან და ავქვითინდი.

.........................................................
გუშინ დადება ვერ შევძელი, სამაგიეროდ ვეცადე ამ თავში ბაიას ემოციები ნათლად გადმომეცა.
თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა და დღესაც ველოდები შეფასებებს.
ძალიან დაძაბული და ასაღელვებელი ნაწილი გელოდებათ წინ.
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი blue jeans

ზალიან კარგია ძალიან მომწონს აბა შენ იცი.ეს ერეკლე დადიანი თავის თავში დარწმუნებული იდიოტია რა ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. გააგრძელე <3 <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

აჰა ამ გოგოს ცანცარობის გარდა თბილი და ღრმა გრძნობების გამოხატვაც შეუძკია,ყოჩაღი ხარ სოფო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი sopiko

blue jeans
ზალიან კარგია ძალიან მომწონს აბა შენ იცი.ეს ერეკლე დადიანი თავის თავში დარწმუნებული იდიოტია რა ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. გააგრძელე <3 <3

დიდი მადლობა საყვარელო <3 აუცილებლად გავაგრძელებ
ლილიანა
აჰა ამ გოგოს ცანცარობის გარდა თბილი და ღრმა გრძნობების გამოხატვაც შეუძკია,ყოჩაღი ხარ სოფო

ნამდვილად! ყველას გვაქვს სუსტი წერტილი. დიდი მადლობა ლილიანა...

 


№4 სტუმარი Nana

Dzalian momewona <3 baia dzalian shemecoda , magram imedi maqvs erekle da baia ertad iqnebian :D :D :D

 


№5  offline მოდერი sopiko

Nana
Dzalian momewona <3 baia dzalian shemecoda , magram imedi maqvs erekle da baia ertad iqnebian :D :D :D

დიდი მადლობა <3 იმედია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent