შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (7 ნაწილი - დასასრული)


4-10-2015, 17:43
ავტორი ანკა
ნანახია 5 861

არ მინდა მოხდეს ის რაც დამესიზმრა! არა და მორჩა! ჩემი სიზმრები ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ „ცხოვრების დინებას“ მივყვები. ამჯერად ეს აღარ მინდა.
-მამა, დედა... რესტორანში არ მოვდივარ - გამოვეცხადე ორივეს წინა საღამოს.
-რატომ?! - მკითხა გაკვირვებულმა დედაჩემმა.
-არ მინდა - ვუპასუხე უდარდელად.
-რას ქვია არ გინდა! გეუბნებით და უნდა წამოხვიდე! - გამიბრაზდა მაშინვე. ჩემთვის მისი ასეთი რეაქცია უცხო იყო, ამიტომ გამიკვირდა.
-უბრალოდ არ მინდა და მორჩა - ვუპასუხე და ხმის გამაგრება ვცადე.
-შენ არავინ არ გეკითხება, 16 წლის ბავშვს სად გინდა წამოსვლა და სად არა! ან დაგვიჯერებ, ან ოჯახს დაივიწყებ! - მიყვირა დედაჩემმა და ოთახიდან გავარდა. სახტად დარჩენილმა გავაყოლე თვალი და შემდეგ მზერა მამაჩემზე გადავიტანე იმ იმედით, რომ ის მაინც დამიჭერდა მხარს.
-ახლა ადი შენს ოთახში და ხვალამდე იქიდან ჩამოსული არ დაგინახო! - გამაფრთხილა მკაცრად. მეც მაშინვე ოთახში ავედი და ტირილით დავეშვი საწოლზე. ნუთუ ეს სიზმარიც ახდებოდა?
„დემე, სად ხარ...“ - ამოვიჩურჩულე ჩემთვის და მუჭით ცრემლები მოვიწმინდე. ნახევარი საათი ვტიროდი იმის გამო, რომ მშობლები ასე მკაცრად მომექცნენ. უბრალოდ გული მეტკინა! შემდეგ ტელეფონი ავიღე, დემეს ნომერი ავკრიფე და მონატრებული ხმის მოლოდინში გავირინდე.
-ასე გვიან კიდევ გღვიძავს პრინცესა? - ჩამესმა მისი თბილი ხმა.
-დემე... - ვუპასუხე ენერგიაგამოლეულმა.
-ნიტა, ტირი?! რა ხდება? - მაშინვე შემატყო ცვლილება და ანერვიულდა.
-უნდა გნახო რა... - ვუთხარი სლუკუნით.
-ის მაინც მითხარი რატომ ტირი - მიპასუხა ნერვიულად.
-რომ გნახავ მერე რა...
-კარგი, ახლავე? - მკითხა საქმიანად.
-კი... - ვუპასუხე და თან მორიგი ცრემლი მოვიშორე სახიდან.
-კარგი, შენს სახლთან შეგხვდები ხო?
-ხო
-კარგი, 5 წუთში მანდ ვარ... - გამითიშა და მეც ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. რატომ ვტიროდი ასე მოთქმით? იმიტომ, რომ ოჯახის დატოვება გადავწყვიტე... თუ იმ გიოს გავიცნობდი, მერე ყველაფერი აირეოდა. ეს ყველაფერი მასთან შეხვედრამდე უნდა მომეგვარებინა... ჩვეული ხერხით გამოვიპარე სახლიდან და დემეს ძებნა დავიწყე. დავინახე თუ არა, სირბილით წავედი მისკენ და ჩავეხუტე. მანაც ძლიერად მომხვია თავისი მკლავები და თავზე მაკოცა.
-გამაგებინე რა გჭირს ნიტა. ასე ნუ მანერვიულებ... რა ხდება მითხარი... - მონოტონურად იმეორებდა ერთიდაიმავეს.
-დემე... - ცოტა მოვშორდი... ისე, რომ თვალებში შემეხედა.
-გისმენ...
-მიყვარხარ - ეს ვუთხარი თუ არა მაშინვე გაოცებულმა შემომხედა. აშკარად არ ელოდა ამ სიტყვის გაგებას. გამიღიმა და ტუჩებზე მაკოცა. ახლა უფრო სხვანაირად მკოცნიდა... უფრო ნაზად და თბილად...
-მერე ეგ გატირებდა? - მკითხა გამოშტერებულმა. აშკარად ვერ მიხვდა, რომ ამის გამო არ ვტიროდი, მაგრამ რას ვერჩი, ძლივს გაიგო ჩემგან სანატრელი სიტყვები და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი აერია...
-არა... ერთ თხოვნას შემისრულებ? - ვკითხე და გულში იმედის ნაპერწკალს ჩავებღაუჭე.
-ნებისმიერს... - მიპასუხა დარწმუნებით.
-გავიპაროთ რა... - ვუთხარი და თითქოს ერთბაშად დავიცალეო.
-ნიტა, კარგად ხარ? რა ხდება ამიხსენი... - მითხრა დაეჭვებულმა.
ჩვენს ტყეში წავედით და იქ დავსხედით, სადაც პირველად ჩამეხუტა. ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, რომ ის გიო არავითარ შემთხვევაში არ უნდა მენახა.
-ნიტა, ახლა განერვიულებული ხარ. ხვდები მაინც რას მთხოვ ან რას აკეთებ? მამაშენი ყველგან გიპოვის... - მიპასუხა დარწმუნებით.
-არა, გთხოვ... შეიძლება არასწორი საქციელია და უაზროც კი, მაგრამ ახლა ასე მიმაჩნია სწორად. გავიპაროთ რა...
-კი, მაგრამ...
-თუ გიყვარვარ... - გავაწყვეტინე სათქმელი. მაშინვე გაჩუმდა და თვალებში შემომხედა.
-ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა მომავალი გაიფუჭო ჩემ გამო - მიპასუხა დასევდიანებულმა.
-ეს არ მოხდება. მიხვდებიან, რომ ძალით ვერავის შემაყვარებენ და მერე მოგვარდება ყველაფერი - ვუპასუხე მშვიდად.
-კარგი... - ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. - წამოდი... - ხელი გამომიწოდა. მე გაკვირვებულმა შევაგებე ჩემი ხელი მისას და ფეხზე წამოვდექი.
-სად მივდივართ? - ვკითხე ცოტა დაბნეულმა და მას გავყევი.
-ჯერ ჩემს სახლში, იქ გამოვლენ ჩემი ძმაკაცები. ერთს სახლი აქვს რაჭაში და სავარაუდოდ იქ წავალთ - მითხრა დარწმუნებით. მის სახლამდე ტაქსით მივედით. გზაში ვიღაცეებს დაურეკა და უთხრა ჩემთან გამოდითო. ხმა აღარ ამომიღია. ჩუმად ვიჯექი და არ ვიცოდი უნდა მენანა ეს გადაწყვეტილება თუ არა.
ორი ძმაკაცი მოვიდა: ვახო და თოკო... თოკო ნანახი მყავდა. აი ის, თათიას შეყვარებული რომ იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ახლა ისევ ერთად იყვნენ თუ არა. ვახო კი მგონი არ მყავდა ნანახი, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიცანი...
-პატარა, ჩემს ოთახში შედი კარგი? აქ რაღაც სალაპარაკო გვაქვს... - თბილად გამიღიმა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. თავი დავუქნიე და მას გავყევი. ერთი ოთახისკენ გამიძღვა, იქ დამტოვა და თვითონ გავიდა... პატარა ოთახი იყო, ცოტა არეული... „ალბათ დალაგება ეზარება...“ - გავიფიქრე და საწოლზე ჩამოვჯექი. ირგვლივ ყველაფერს მისი სუნი ჰქონდა. სასიამოვნო ნეტარებაში ვიყავი, თუმცა ამავდროულად გული მქონდა აჩქარებული ნერვიულობისგან. ადვილი ხომ არაა 16 წლის გოგო სახლიდან გაიპარო. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა იმის იმედი, რომ მამისგან დამალვას შევძლებდი... ყველაფერს ამოატრიალებდა და მაინც მიპოვნიდა.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ?! - ოთახში თათია შემოვარდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
-სხვა გზა არ მაქვს - ვუპასუხე სევდიანად.
-დემეს გამო ამდენი რამე უნდა გაწირო? - მკითხა და ხელები დიდზე გაშალა რომ ეჩვენებინა რამდენს ვკარგავდი...
-მარტო დემეს გამო არა თათია. ჩემ გამოც... მის გარეშე არ შემიძლია, უბრალოდ კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან გაიგე? მიყვარს და არ დავთმობ! - ვუპასუხე ხმამაღლა.
-შეცდომას უშვებ... - ხელი აიქნია დანებების ნიშნად და ოთახიდან გავიდა, მე კიდევ აღელვებული დამტოვა და ისევ ტირილი დავიწყე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ოთახში. საწოლში შევწექი და დავიძინე...
როდესაც გამოვფხიზლდი, წელზე მძიმე ხელები ვიგრძენი, შემდეგ ვიღაცის შიშველი სხეული და სულ ამაკანკალა. დაფეთებული მივტრიალდი მისკენ და დემეს დანახვისას ცოტა დავმშვიდდი.
-დემე, გული გამიხეთქე! - ვუთხარი უკმაყოფილოდ.
-მმმმ... - ამოიზმუვლა და ისევ ჩამეხუტა. მოიცა, მოიცა... საცვლებისამარა რატომ ვიწექი? კარგად მახსოვს, რომ ტანზე არ გამიხდია... ოხხ დემეე... დენდარტყმულივით მოვშორდი მის შიშველ სხეულს და თვალებგაფართოებულმა ავათვალიერე. ჩემს ასეთ საქციელზე მანაც იკადრა თვალების გახელა და მოჭუტული თვალებით შემომხედა.
-რა ხდება? - მკითხა ძილისგან დაბოხებული ხმით.
-რატომ არ მაცვია ტანზე ის რაც მეცვა? ან შენ რატომ ხარ ნახევრად შიშველი?!
-იმიტომ რომ ეგრე იძინებენ - მიპასუხა უდარდელად, თან ხარბად ამათვალიერა. ძალიან შემრცხვა და მაშინვე საბანში ჩავძვერი.
-მე ისეც კარგად მეძინა - ვუპასუხე და წარბი ავზიდე.
-არც ასე გრძნობდი თავს არაკომფორტულად - ჩაიცინა და ჩემკენ მოიწია. - კაი, რაგჭირს რა... არაფერი ცუდი არ მოხდება იმით, თუ შეყვარებულთან საცვლებით დაიძინებ - ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა, შემდეგ კი კისერში და სულ მთლიანად ამახურა. გული ჩიტივით ამიჩქარდა და განძრევის უნარი დავკარგე.
-ეს ძილი არაა - ვუპასუხე ვნებისაგან შეცვლილი ხმით.
-ვიცი... - მიპასუხა ბოხი ხმით, შემდეგ კი კისერში მაკოცა და ორივე ხელი წელზე მომხვია. უეცრად კარის ჯახუნის ხმა გავიგეთ.
-დემეე! - ოთახიდან ვახოს ხმა გაისმა.
-უნდა წავიდეთ. ჩაიცვი და გამო - ცხვირზე მაკოცა და ფეხზე წამოხტა. მისი ასეთ ფორმაში დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჩემკენ უეცრად შემოტრიალდა და ჩემი ასეთი მზერის დაჭერისას ეშმაკურად ჩაიცინა. - არაუშავს პატარა, მეც მასე მემართება შენ როცა გხედავ - ტუჩის კუთხე ჩატეხა, საწოლთან ჩაიკუზა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა. სულ დარცხვენილი უფრო მეტად ამაწითლა.
-გძინავს შე*ემა? - გაისმა ახლა თოკოს ხმა. დემე უკმაყოფილოდ მომშორდა.
-ვიცვამ და გამოვალ! - გასძახა, შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა. თვალი მისი დაკუნთული პრესისკენ გამექცა და უეცრად მარცხენა მხარეს, მკერდზე შრამი დავინახე. ზუსტად ისეთი, როგორც სიზმარში ვნახე... გაოცებულმა ავათვალიერე ნაცნობი შრამი, თუმცა ემოციების დამალვა მალევე მოვახერხე ისე, რომ დემეს არაფერი შეემჩნია.
-მიყვარხარ, ჩემო პრინცესა... - მითხრა და ხელით ჩემს კულულებს წაეთამაშა.
-მეც მიყვარხარ... ახლა გადი, მეც უნდა ჩავიცვა - გავუცინე და ვუბიძგე, რომ მომშორებოდა.
-მე ჯერ არ ჩამიცვამს - მიპასუხა წარბაზიდვით.
-ხოდა მალე ქენი - ვუპასუხე მაშინვე.
-სანამ შენ არ ჩაიცვამ, მე მანამდე ვერ მოვასწრებ - მიპასუხა და მსახიობურად გაიზმორა.
-აუ დემეე... - გამეცინა და მხარზე დავეჯაჯგურე.
-ჩემთან არ უნდა გრცხვენოდეს პატარა... თან გახსოვდეს, რომ გუშინ მეთვითონ გაგხადე - მიპასუხა თვალებში ჭინკაათამაშებულმა, სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა...
კვლავ აწითლებული წამოვდექი ფეხზე, ის რაც გუშინ მეცვა სწრაფად ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი.
-ესეიგი... ჩემი სახლის გასაღებს მოგცემთ, მაგრამ რამდენი ხანი აპირებთ იქ დარჩენას... სულ ხომ ვერ დაიმალებით?! - იკითხა ვახომ.
-არ ვიცი... ვნახოთ რა იქნება - უპასუხა დემემ და მანიშნა მოდიო. მივედი თუ არა, ხელზე ისე დამექაჩა, რომ კალთაში ჩამისვა და ორი ძმაკაცის წინაშე შემარცხვინა.
-უხდებით ერთმანეთს ეე - თქვა სახეგაბადრულმა თოკომ. დემემ საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა და მე შემომხედა.
-რამე საჭმელი გავაკეთო? - ვიკითხე და სამივეს გადავხედე.
-არა, გზისთვის ვიყიდეთ ჩვენ უკვე ყველაფერი და თუ მზად ხართ წავიდეთ - ფეხზე ვახო წამოდგა და ორივეს გამოგვხედა. როგორც აღმოჩნდა, თათიას თოკოსთვის ტანსაცმელი მიუცია ჩემთვის. არ ვიცი საიდან იცოდა რომ დამჭირდებოდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ტანსაცმელიც მქონდა...
ყველა მანქანაში ჩავსხედით და გავუდექით რაჭის გზას...

..............
ესეც დასასრული...
სავარაუდოდ მეორე ნაწილსაც დავწერ, ჯერ არ ვიცი...
შემიფასეთ საყვარლებო, ველი კომენტარებს...



№1  offline წევრი kora

კარგი იქნება მეორე ნაწილს თუ დაწერ. ამ დასუსრულით ბუნდოვანია მათი მომავალი.
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ანკა

kora
კარგი იქნება მეორე ნაწილს თუ დაწერ. ამ დასუსრულით ბუნდოვანია მათი მომავალი.

ალბათ დავწერ love მადლობა რომ კითხულობდი love

 


№3 სტუმარი Giji gogona

Iuhuu meore nawili sto pracenti unda damido torem gabrazdeba giji gogona vot tak wink

 


№4  offline მოდერი ანკა

Giji gogona
Iuhuu meore nawili sto pracenti unda damido torem gabrazdeba giji gogona vot tak wink

ააჰაჰჰ wink მადლობა საყვარელო დაკომენტარებისთვის love

 


№5 სტუმარი Tako maniadze

Magariaaa me dade danarcheni tavebic love

 


№6  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მაგარიააააააააააააააააააააააააააააა

 


№7  offline მოდერი sopiko

ეს ისტორია ძალიან მომწონდა მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასასრული... ეტყობა ვეღარ ასწრებ და ასე იმიტომ მიაფუჩეჩე... ნუ, მეორე ნაწილის გარეშე არაფერი გამოვა... ისე ძალიან კარგია, თან ფანტასტიკაც :-D

თან გიორგიზეც რომ ყოფილიყო რამე-რუმეები კარგი იქნებოდა :-D

 


№8  offline წევრი ROLIKA

Kaargii iiyoo ann <3 <3 magaria ^_^ momewonaa <3 sayvarlobaa :-D <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

აუცილებლად დაწერეე... ასე შუაგზაში ნუ მიგვატოვებ :D კარგი გოგო ხარ <3

 


ძალიან მომწონს დაამის მეორე ნაწილი როარიყოს გავგიჟდები :დდდ <3 <3

 


მეთქი ეს რა გამიკეთათქო ეგეთი ვიყავი.. რა დროს დასასრული და გაწყვეტა იყო.. მოკლედ მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება ! იგიჟეთ, იგიჟეთ! სიყვარულს უხდება ! <3 გელოდები ! :* :*

 


№12  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო! უზომოდ გამახარეეთ <3
ახალი ნაწილით მალე დაგიბრუნდებით love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent