ღამის ზმანება (6 ნაწილი)
-არ მინდა შენი გაშვება - დემემ ხელი ძლიერად ჩამჭიდა, როდესაც ჩემს სახლს ასე თუ ისე მივუახლოვდით და გამიღიმა. -მოგიწევს - გავუცინე და მზერა დარჩენილი გზისკენ გავაპარე. -სახლში ჩუმად როგორ შეიპარები? - მკითხა ბოხი ხმით და ინტერესით მომაჩერდა. -ჩვეულებრივად შევალ და დაცვას ვეტყვი რომ გეძინა მაშინ წავედი სასეირნოდ-თქო - ჩამოვარაკრაკე უპრობლემოდ. -პატარა მატყუარა მყავხარ - გამიცინა და ჩამეხუტა. კინაღამ ფეხები მომეკვეთა მის ჩახუტებაზე. იცით რა გრძნობაა, როდესაც საყვარელ ადამიანს ეხუტები, თავი მის კისერში გაქვს ჩარგული და მისი სურნელით გაბრუებულს ირგვლივ არაფერი გაინტერესებს? ესაა ყველაზე მაგარი გრძნობა ამქვეყნად რაც კი ოდესმე გამომიცდია... არც კი ვიცი შეიძლება თუ არა ამაზე მაგარი გრძნობა არსებობდეს. - წამოდი გავიპაროთ... - ჩამჩურჩულა ყურში და იქვე მაკოცა. -არაა - გავუცინე და მის მკლავებში ავხვანცალდი. -ახლავე, ამწამს... ავდგეთ და გავიპაროთ სადმე... - მითხრა კიდევ და კისერში ისევ მაკოცა, შემდეგ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ... -დემეე! - ავკისკისდი მხიარულად, თუმცა ამავდროულად ვიგრძენი როგორ ამეწვა თითოეული ნაკოცნი ადგილი კისერში. -რაიყო პრინცესა - თვალებში ჩამხედა და ინტერესით მომაჩერდა. -უნდა წავიდე - გავუღიმე და მისი ხელების წელიდან მოშორება ვცადე, თუმცა ვერაფერი გავაწყვე. -მართალი ხარ, ჯერ პატარა ხარ... რომ გაიზრდები მერე გავიპაროთ - მითხრა თბილად და მეც იქვე დავდნი. - წასვლამდე არ მაკოცებ? - მკითხა ბოხი ხმით. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, ხელები კისერზე შემოვაწყვე და მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე. რამდენიმე წამში ჩემს ბაგეებზე მისი მწველი ტუჩები ვიგრძენი, რომელმაც შიგნიდან სულ ამახურა და ამაფორიაქა, გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო და სამყარო დატრიალდა. -მიყვარხარ... - მითხრა, შუბლზე მაკოცა და წავიდა... ისევ გამოშტერებული დამტოვა... სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე და სახლისკენ გზა განვაგრძე. ჭიშკართან ნაცნობი მანქანის დანახვისას გაოცებულმა პირი დავაღე, შემდეგ კი ძლივს გადავხარშე ყველაფერი და სირბილით გავიქეცი მისკენ. -მამააა!!! - დავუძახე გახარებულმა, კისერზე ჩამოვეკიდე და მთელი ძალით ჩავეხუტე. უკვე 1 თვე იყო, რაც ნანახი არ მყავდა და ძალიან მენატრებოდა. -ნიტაა... ჩემო ფერია, როგორ მომენატრე მა... - ლოყებზე მაკოცა და თავზე ხელი გადამისვა პატარა ბავშვივით. ადრეც სულ ასე მექცეოდა და ახლაც ასეა... მგონი ვერ ატყობს, რომ ვიზრდები... ამას მერე ჩავუღრმავდეთ , ახლა კი გავაგრძელოთ... -საიდან მობრძანდები ქალბატონო? - მკითხა ინტერესით - ვახო! ეს ჩემოდნები შეიტანე რა. - პარალელურად დაცვას მიუბუნდა. -დილით ადრე გამოვედი სასეირნოდ და ახლა ვბრუნდებოდი სახლში - ვიცრუე უტიფრად. -კარგი, წამოდი აბა დედაშენი ვნახოთ. ისიც მომენატრა, რამდენი ხანია არ მინახავს... - თქვა და სახლის კარისკენ გაემართა, საიდანაც დედაჩემი უკვე გამოსულიყო და ახლა ჩვენკენ მოდიოდა. ალბათ დაცვა დაინახა ჩემოდნებით ხელში... -დათო! მე უფრო გვიან გელოდი - გახარებულმა დედაჩემმა მამაჩემი თბილად გადაკოცნა და სახლისკენ გაგვიძღვა. -მოიცა, მოიცა... იცოდი რომ ჩამოვიდოდა?! - ვკითხე დაეჭვებულმა. -ხო ფერია, იცოდა, მაგრამ შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა - მითხრა მამამ. -მართლა მაგარი სიურპრიზია - გავუღიმე და ფეხისწვერებზე დავდექი, რათა ლოყაზე მეკოცნა. -ანუ როგორც ჩანს ორივესთვის მოულოდნელად გამომივიდა ჩამოსვლა - გაიცინა და მისაღებ ოთახში დივანზე მოთავსდა. -დაიღალე მგზავრობით? - ჰკითხა დედაჩემმა მზრუნველად. -არც ისე... ერთი სული მქონდა როდის გნახავდით - თქვა და ამოიოხრა. - ნიტა, შენთვის საჩუქარი მაქვს - გამოაცხადა ენთუზიაზმით. -რა საჩუქარი? - ვკითხე ინტერესით. -ჩემი ჩემოდანი გახსენი, ყველაზე დიდ განყოფილებაში ცისფერი ყუთი ნახე. ჩაიცვი და ისე ჩამოდი. - დამარიგა და მეც მოუთმენლად ავირბინე კიბეები. აღწერილი ყუთი უპრობლემოდ ვიპოვე და გავხსენი. შიგნით კი ვარდისფერი კაბა და თეთრი მაღლები დამხვდა. ცოტა მეუცნაურა ასეთი საჩუქარი. ქუსლიანი ფეხსაცმელი აქამდე არასდროს მქონია. კაბაც მოკლე მომეჩვენა იმასთან შედარებით რა სიგრძის კაბის ჩაცმის უფლებასაც მამა მაძლევდა. მიუხედავად ამ საეჭვო ფაქტებისა, კაბა უპრობლემოდ მოვირგე, სარკეში დავტრიალდი და ჩემი თავით კმაყოფილი პირველ სართულზე ჩავედი. -იქნებ ჯერ ადრეა? - გავიგე დედაჩემის დაეჭვებული ხმა და ინტერესით მივაყურადე. -დამიჯერე მარიკა, ახლა ყველაზე კარგი დროა... ბავშვები გაიცნობენ ერთანეთს, დაახლოვდებიან... საჩქარო არ ექნებათ არაფერი... - უპასუხა მამაჩემმა დარწმუნებით. -კი მაგრამ, მისთვის უცხოა ეს ყველაფერი... შენც ხომ იცი, რომ შეყვარებული არ ყოლია... - თქვა დედაჩემმა. -ვიცი მარიკა, ვიცი... არ ინერვიულო. გიორგი ისეთი ბიჭია, რომ ჩვენს გოგოს არაფერს დააძალებს. -აბაა... - საეჭვო დიალოგი შევაწყვეტინე და გამოპრანჭული შევპაკუნდი ოთახში. -ულამაზესი ხარ ჩემო ფერია - მითხრა აღტაცებულმა მამაჩემმა. -შეგიძლია მითხრა ასეთი კაბა რატომ მაჩუქე? - ვკითხე და ეჭვით შევხედე. -ჩემი ძველი მეგობარი რესტორანში წვეულებას აწყობს... 50 წლის გახდა და სერიოზულად იხდის. ჩვენც დაგვპატიჟა და ამ დღისთვის გიყიდე. -და გიო ვინაა? - თუ თვითონ არ აპირებდა თქმას, მაშინ მე უნდა მეთქმევინებინა... ზედმეტ მიკიბ-მოკიბვას არ ვაპირებდი... ამ კითხვაზე ორივე გაშრა. გაოცებულებმა შემომხედეს და ამჯერად დედაჩემმა მიპასუხა. -როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ. ახლა ადი, გამოიცვალე და ჩამოდი ვჭამოთ... -კი მაგრამ... - შევეპასუხე უკმაყოფილოდ. -დაუჯერე დედაშენს - მითხრა მამაჩემმა და მეც უკმაყოფილოდ ავპაკუნდი ჩემს ოთახში... ................... -შენი დაკარგვის მეშინია... - ვუთხარი ცრემლმორეულმა და ძლიერად ჩავეხუტე. -არ ინერვიულო... ყველაფერს გავუძლებთ. არამგონია შენმა მშობლებმა შენს გრძნობებზე წინ ფული დააყენონ - მითხრა შედარებით მშვიდად და ძლიერად ჩამიხუტა. მშვიდად არა? გული ჩიტზე სწრაფად უცემდა... ვიცოდი რომ ისიც ღელავდა. -არ ვიცი... - ამოვისლუკუნე უღონოდ. -გთხოვ, შენი ცრემლები არ დამანახო რაა... - დემემ თვალებში სევდიანად შემომხედა და ცრემლები ცერა თითით მომწმინდა. -არ შემიძლია... - თავი დავხარე და ისევ ტირილი განვაგრძე... გამეღვიძა... გამოფხიზლებულმაც ტირილი დავიწყე. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი ეს სიზმარიც ახდებოდა... არ ვიცი რა განსაცდელი გველის წინ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იმდენად სერიოზულია, რომ დემეს ტირილით ვემშვიდობები... -ღმერთო, გთხოვ... მისი თავიც არ წამართვა... - ვთქვი ჩემთვის ჩურჩულით და ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა მორიგი ცრემლი ჩემს სახეზე... ............. ესეც შემდეგი თავი... ცოტა დრო გამოვნახე და უცბად დაგიწერეთ. იმედია ისიამოვნებთ!.. ბავშვებო ძალიან ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ რა... ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია და სიხარულია... ბედნიერი ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემი ისტორია მოგწონთ და კითხულობთ. მიყვარხართ ყველაა!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.