შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამჭკნარი იასამანი (3 თავი)


4-10-2015, 18:14
ავტორი MyLove
ნანახია 2 580

.:მაია:.
ზამთრის სუსხმა ადრიანად გამომაფხიზლა, თუმცა საწოლიდან ადგომა არ მინდოდა, იმდენად ვიყავი გამთბარი. საწოლის გვერდით მდგომ კომოდზე შემოდებულ ციფერბლატს დავხედე, რომელიც დილის 10 საათს უჩვენებდა. ვიფიქრე, ყველა წასული იქნება-მეთქი და თვალები დავხუჭე, იმ იმედით, რომ ძილი შემიბრუნდებოდა, მაგრამ გონება იმდენად მქონდა გაყინული, რომ ვერ შევძელი.
ჩემი საბნიანად წამოვდექი ფეხზე და ტანსაცმლის კარადამდე მივედი. ტერფები გამიყინა ცივმა იატაკმა. მარიამის ნაჩუქარი ნაცრისფერი სპორტულები ჩავიცვი, თბილი წინდები და საწოლის გასწორებას შევუდექი. შემდეგ თავი მოვიწესრიგე და ნახევარ საათში ჩავედი მისაღებ ოთახში, სადაც სრული სიმშვიდე სუფევდა.
ცხელი ყავა გავიკეთე და ფეხმორთხმით დავჯექი დივანზე. თითები ჭიქას შემოვხვიე და უკვე გამთბარმა მივლულე თვალები.
კარებზე უხეში ბრახუნის ხმა რომ გავიგონე, მთელი სითხე შარვალზე კინაღამ დავიღვარე. იქვე მაგიდაზე დავდე ჭიქა და შიშისგან არეული ნაბიჯებით მივედი კარამდე.
-რომელი ხარ? -ვიკითხე ხმამაღლა და პასუხის მოლოდინში გავჩუმდი. თან ხელებს ნერვიულად ვიფშვნეტდი.
-ვინა ვარ და მიქელა, შენ წასაყვანად მოვედი. გააღე დროზე! -მომესმა დევდარიანების ვაჟის უხეში ხმა და შიშმა ამიტანა.
ვერც დამალვა მოვისაზრე იმ წამს და ვერც გაქცევა (ან სად მივრბოდი?), ამიტომ ურდული კანკალით ჩამოვწიე დაბლა და რკინის კარი ფრთხილად გავაღე.
იქ ერთი აყლაყის ნაცვლად, ორი დამხვდა. ორივეს ერთნაირი სახეები ჰქონდათ. უსიტყვოდ შემოვატარე სახლში. მეორე უცნობი ღიმილით მომესალმა. მეც თავი დავუკარი და კარი ფრთხილად დავკეტე.
მისაღებში ნელ-ნელა გავედი, თან ვაკვირდებოდი ილიას მოქმედებას.
-ეს ნიკაა, ანგელოზო. -გამიღიმა ილიამ.
სიმწრის ღიმილით გავუღიმე და ვეცადე, რაც შეიძლება ჩუმად გავცლოდი იქაურობას.
-სად მიდიხარ, ანგელოზო? -ძლივს წამოსწია თავი დევდარიანმა. ეტყობა, ჯერ არაფერი მიუღია მის ორგანიზმს და მთელი სხეული სტკიოდა.
სახე დაემანჭა ილიას და საფეთქლებზე ხელისგულები მიიჭირა.
-ცივი წყალი და პირსახოცი მომიტანე.. -მომმართა ნიკამ და დევდარიანს გვერდით მიუჯდა.
მეც ყურმოჭრილი მონასავით დავემორჩილე მის ნებას და ჯამით ცივი წყალი მივუტანე, პირსახოცთან ერთად.
ნელა მოქმედებდა ნიკა. ნაჭერს წყლით ასველებდა და დანამულ საფეთქლებს უზელდა.
შემდეგ მთლიანად დაუფინა შუბლზე გადაკეცილი პირსახოცი და უბრძანა, არ განძრეულიყო.
მე ერთ ადგილას გაშეშებული ვუყურებდი ამ ორს და მათ საქციელს ახსნას ვერ ვუძებნიდი.შიშით ნამდვილად არ მეშინოდა. ილიას რომ გაეღვიძა, იმ ლარნაკს კომოდზე რომ იდო სწრაფად მოვიშველიებდი და ისევ დავაძინებდი.
-ყურადღება მიაქციე, სანამ მე მოვალ, რა. -შემომხედა ნიკამ და გამიღიმა. -რაღაცას მოვიტან და მოვალ.. და ჰო! თუ გამოფხიზლდეს, წინ არ გადაეღობო თორე თავს წაგაცლის.
„დამამშვიდა“ დევდარიანზე არანაკლებად შეშლილმა ძმაკაცმა და ბინა დატოვა.
მე დივნის წინ სავარძელში ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი ილიას სახეს. ალბათ, ახლა უნდა დავმალულიყავი და საკუთარი თავისთვის მეშველა, მაგრამ მისი აღარ მეშინოდა, ამიტომაც არ ვიცვლიდი ფეხს ერთი ადგილიდან.
ისე მშვიდად და საყვარლად ეძინა, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და იმ იმედით გახელებული, რომ ჩემს მზერას ვერავინ შენიშნავდა დაჟინებით ვუყურებდი მის ნაკვთებს.
ვარდისფერი, თხელი ტუჩები ჰქონდა, სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი და გრძელი წამწამები ამშვენებდა მის სახეს.
ამ თვალიერებაში გართულმა, ვერც კი შევნიშნე როგორ გაახილა თვალები და პირდაპირ მე შემომხედა.
იმ წამს ძალიან შემრცხვა საკუთარი საქციელის, თითქოს რამე გამოუსწორებელი დანაშაული ჩამედინოს. თვალები მოვაცილე მის სახეს და თავი ძირს დავხარე. იმედი მქონდა, სირცხვილით დამწვარი ლოყები მისთვის შეუმჩნევლად დარჩებოდა.
-მაპატიე, ხელი რომ შეგიშალე ჩემი უნაკლო ნაკვთების თვალიერებაში. -თქვა ჩახრეწილი ხმით და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ახლა კიდევ უფრო შემრცხვა და აღარ ვიცოდი, სად გავმძრალიყავი. ვინატრე, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, ვიდრე ახლა მის წინ ვმჯდარიყავი.
-უკვე კვამლი აგდის! -ჩაიხითხითა ჩუმად.
იმდენად გამაბრაზა მისმა სიტყვებმა, რომ წასასვლელად მოვემზადე და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მისმა სიტყვებმა შემაჩერეს:
-წყალი მომიტანე, შენს გაზრდას!
ერთი ღრმად ამოვისუნთქე, რათა ჩემი ნერვული სისტემა დამეწყნარებინა, შემდეგ სამზარეულოსკენ წავედი.
ბრწყინვალე აზრმა გამინათა გონება. კარადა გამოვაღე. შაქარი, მარილი და სოდა გამოვიღე, თითო-თითო კოვზი წყალში ავურიე და ეშმაკური გამომეტყველებით მივუტანე ილიას.
მადლიერი თვალებით რომ შემომხედა, წამით ვინანე ჩემი საქციელი, მაგრამ გაბრაზებამ ისევ შემახსენა თავი.
ერთი ყლუპი გემრიელად მოსვა და თვალები ისე ფართოდ გაახილა, ლამის გადმოუცვივდა. სახეზე მთლიანად გაწითლდა და ჭიქაც ხელიდან გადაუვარდა, ხველა აუტყდა სახეზე წამოწითლებულს.
ღიმილი ვერ შევიკავე მისი სახის დანახვისას. რომ დაწყნარდა ისე შემომხედა, ლამის თვალებით განმგმირა. ფეხზე წამოიმართა და წელში რომ გასწორდა, ჩემზე ერთი თავით მაღალი აღმოჩნდა. მის მკერდს ჩემი ცხვირით ვეხებოდი, უკან დავიხიე და საცოდავი თვალებით ავხედე.. თან გასაქცევად მოვემზადე.
-უპს! -წამოიძახა მან მომღიმარი სახით და უცებ ხელი ჩამავლო, რომ არ გავქცეულიყავი.
„ღმერთო შენ მიშველე!“ გავიფიქრე გულში და ავფართხალდი. მისგან თავის დაღწევას კიდევ კარგა ხანი ვერ მოვახერხებდი, თავად რომ არ შემშვებოდა.
სახეზე ფერი წაუვიდა და უღონოდ დაეცა დივანზე.
გულში გავიფიქრე, ჩემმა მოტანილმა წყალმა ხომ არ გახადა ცუდად-მეთქი და სახეზე მკვდრის ფერი დამედო.
-რა დაგემართა? -ვკითხე შეშინებულმა და მის წინ დავიჩოქე, შუბლზე ხელი მივადე. ცივი იყო. -კარგად ხარ?
-წამალი... მჭირდება.. -ამოიხრიალა ნაწილ-ნაწილ. თვალებს ძლივს ახელდა.
წეღან ხუმრობის ხასიათზე იყო-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მისმა კარგად ყოფნამ შედეგი რომ არ გამოიღო, ფაქტი სახეზეა.
-ტელეფონი სად გაქვს? -ვკითხე უცებ და პასუხს არც კი დაველოდე, ისე დავუწყე ძებნა ჯიბეებში. ჯერ გაკვირვებული მიყურებდა, შემდეგ მიხვდა, რასაც ვაპირებდი და სახე მოჭმუხნა, თავი საზურგეს მიაყრდნო და მუშტები შეკრა.
ნამდვილად არ იყო კარგად!
უცებ დავიჭირე ხელში ტელეფონი და ნიკას ნომერს დავუწყე ძებნა. სასურველი სახელის ამოკითხვისას სახე გამებადრა და სწრაფად დავურეკე მას.

ზუსტად ხუთ წუთში აქ გაჩნდა ნიკა. ილიასთან მივიდა და ჯიბიდან ნემსი ამოიღო,თან რაღაც სითხე ამოაყოლა. წამალი გაამზადა და სახელო წამოუწია, შემდეგ ვენას უსინჯავდა, როცა გავიაზრე, რის გაკეთებასაც აპირებდა და ჩემი თვალითაც დავინახე ეს, თავბრუ დამესხა და უგონოდ დავეცი იატაკზე.
......................................................
ვიცი,რომ ძალიან დიდი ხნით დავასვენე ეს ისტორია, მაგრამ სხვასაც ვწერდი, თან მუზაც არ მიწყობდა ხელს :Dდ
ხოდა ასე აღარ გაგრძელდება და მომიტევეთ <3
ვეცდები, ყოველ დღე თუ ვერა, ყოველ მეორე და მესამე დღეს მაინც დავდო ახალ-ახალი თავი..
ეს ციცქნა თავიც მომიტევეთ :დდ
ნუ მოკლედ, ყველაფერი მმომიტევეთ და მიყვარხართ!!
პ.ს პარალელურად მეორე ისტორიასაც დავდებბ <3
შეიძლება განრიგიც შევადგინო <33
მიყვარხართ



№1  offline წევრი ტასიკო

ველოდებოდი ამ ისტორიას
ძაან აღარ დააგვიანო

 


№2  offline წევრი eelleeniko

ძალიან მაგარი მალე დადე შემდეგი <3 ^_^

 


ძალიან მომცონს <3 ინია და მაია საყვარლები შემდეგ თავს ველოდები

 


№4  offline მოდერი MyLove

უღრმესი მადლობა ყველას.
ძალიან,ძალიან ვეცდები რომ მალე დავდო და არ დავაგვიანო. ახლა ვიმეცადინებ და ვეცდები მალე დავწერო!!
იმედი მაქვს, დიდ თავს არ მომთხოვთ და ამაზე ოდნავ დიდი კი იქნებაა love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Ignifex

უკვე მიყვარს ეს ისტორია! საერთოდ,რატომღაც შენი ისტორიები მაგიჟებს (კარგი გაგებით):D ველი შემდეგ თავს. და ილიას საქმე იმედია "კუზიანს სამარე გაასწორებს" მდგომარეობაში არ არის,მაგრამ რავიცი..:D ოქროა ჯერ-ჯერობით,ოქრო! <3

 


№6  offline წევრი nini :)

აუ მალე დადებ? ძაან გამიხარდა ეს ისტორია

 


№7 სტუმარი nato chubinidze

გაგრძელება რატომ არააქვს?გააგრძელე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent