პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 6)
ორშაბათ დილით მაღვიძარამ ისევ შვიდის ნახევარზე გამაღვიძა. ლუკას სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა, მისი შეშლილი სახე, მისი მუქარა ყურთასმენას მიქვეითებდა. დილით არაფერი მიჭამია, შიმშილის გრძნობა დაქვეითებული მქონდა, ამდენი სტრესისგან მხოლოდ ყავის იმედად ვიყავი. ზუსტად რვა საათი იყო როცა ერეკლესთან მივედი, ფეხსაცმელი შემოსასვლელთან დავაწყვე და სამზარეულოში ფეხშიშველი შევედი -გამარჯობა დეიდა ნანი -შაი, მოდი შვილო - თბილად გამიღიმა და მაგიდასტან მიმიწვია, რომელიც უკვე გამზადებული იყო ორ ადამიანზე. უცებ მუცელი საშინლად მეტკინა და შევხედე ოთახი ერთიანად როგორ დატრიალდა, ვგრძნობდი მალე დავეცემოდი მაგრამ უცებ ვიღაცამ დამიჭირა, ზემოთ ავიხედე და ერეკლე შეშინებული მიყურებდა -შაი შვილო - შორიდან გავიგონე ნანის შეშინებული ხმა, შემდეგ კი როცა გავიღვიძე მისაღებში ვიწექი ტყავის დივანზე ერეკლე კი წინ ჩამუხლულიყო და ჩემი ხელი ეჭირა -მარიამ როგორ ხარ? - წამსვე მკითხა როგორც კი თვალები გავახილე -ახლა კარგად - გულწრფელად ვუპასუხე და წამოვჯექი -მგონი ჯობია ცოტახანს არ წამოდგე. რატომ წაგივიდა გული? შენ ხომ არ - თვალები ფართოდ გავახილე, დაახლოებით წარმოვიდგინე რისი კითხვაც უნდოდა და მთელ სხეულში ბრაზის ტალღამ დამიარა -მე ხომ არ რა? -არა გული შეგიწუხდა და ვიფიქრე -მე გათხოვილი არ ვარ ბატონო ერეკლე და შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ ძალიან გთხოვთ - ფეხზე წამოვდექი და ისევ თავბრუ დამეხვა, ერეკლე რომ არა ძირს დავეცემოდი მაგრამ ხელი გავაშვებინე და სამზარეულოში გავედი -მარიამ, მაპატიე, უტაქტოდ გამომივიდა, შეურაცხყოფის მოყენება არც მიფიქრია -კარგი, დავივიწყოთ. უბრალოდ გუშინ არაფერი მიჭამია და ძალიან მშია -ნანი ეხლა გემრიელ საუზმეს გაგვიკეთებს - თვალისმომჭრელად გამიღიმა და ის სკამი გამომიწია რომელზეც უნდა დავმჯდარიყავი. ნანის მომზადებული საუზმე იმდენად გემრიელი იყო თეფში წამებში მოვაპრიალე, ერეკლე კი მშვიდად ჭამდა და თან თვალს არ მაცილებდა. -ცოტა უნდა გაგასუქო მე შენ - ხუმრობით მითხრა ნანიმ და წინ მარწყვის ტორტის დიდი ნაჭერი დამიდო -თუ გინდათ ამ სახლში მეორედ არ მოვიდე ეგ კიდევ მითხარით. - ერეკლეს გულიანად გაეცინა და ტორტის ჭამას შეუდგა -არა მართლა არ გაწყენდა ერთი ხუთი კილოს მომატება, ძალიან გამხდარი ხარ - შემათვალიერა ერეკლემ, მე კიდეც ვიგრძენი ლოყები როგორ ამიხურდა და როგორ გავწითლდი. ნანი მაგიდასთან დაჯდა და საუზმობა დაიწყო -მე მომწონს ჩემი წონა, თუმცა კი ბებიაც სულ იმას მეუბნება უნდა მოიმატოო, სიმაღლეში ისედაც პატარა ვარ და მე რომ მოვიმატო დიდ კალათას დავემსგავსები - ერეკლეს წყალი გადაცდა და ხმამაღლა სიცილი დაიყო. საუზმეს რომ მოვრჩით ორივე ოფისში წავედით. -ხომ გახსოვს დღეს ესპანეთიდან იუველირი გვყავს სტუმრად, ოფისის პირდაპირ რომ რესტორანია იქ დარეკე და მაგიდა შეუკვეთე ოთხ კაცზე, მხოლოდ მე შენ ლუკა და ბენი ვიქნებით რვა საათზე დაჯავშნე -ანუ მას ბენი ქვია? მე ესპანელი მეგონა -ბენი ქვია, ბენ ენდრიუსი. არ არის ესპანელი უბრალოდ იქ ცხოვრობს. ლუკა უკვე აეროპორტში იქნება, ხუთ წუთში ჩემს კაბინეტში გელოდები - კაბინეტის კარი მიიხურა, მეც ჩემს ოთახში შევედი და რბილ სავარძელში ჩავესვენე. გონებიდან საერთოდ ამომივარდა ის ფაქტი რომ ჩემსა და ერეკლეს კაბინეტს შორის კედლის მაგივრად მინა იყო და თავისუფლად დავიწყე კაბის სწორება, ჯერ ფეხსაცმელი გავიხადე და დაღლილი ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, შემდეგ თმები ზემოთ ავიწიე და ფანქრით დავიმაგრე, რაც კი შეიძლებოდა ყველანაირი სასაცილო პოზა მივიღე, ბოლოს კი გვერდით გავიხედე და მომღიმარი ერეკლე შევამჩნიე, სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ფეხები სასწრაფოდ ჩამოვაწყვე ძირს, ფეხსაცმელები ჩავიცვი და ფეხზე წამოვდექი, პლანშეტ მომარჯვებული შევედი ერეკლესთან, მის ოთახში დიდი სარკე რომ არ ყოფილიყო ვერ დავინახავდი რომ ფანქარი ისეთ თმებში მქონდა და შეიძლება ასე ვყოფილიყავი მთელი დღის განმავლობაში. ამაზე ერეკლე უფრო გახალისდა, მეც გამეცინა. მთელი დღე კონტრაქტის პუნქტებს ვაზუსტებდით, კიდევ კარგი იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და მსგავს რამეებში კარგად ვერკვევი. უკვე ოთხი საათი იყო როცა ლუკამ კარზე დააკაკუნა, ოთახში ის მაღალ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად შემოვიდა, თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, დაბალზე მოზრდილი წვერი კარგად მოვლილი, შავი თვალებით კი პირდაპირ მე მიყურებდა. -გამარჯობათ - მოგვესალმა ინგლისურად -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ვუთხარი ესპანურად და სამივე მე მომაშტერდა გაკვირვებული -გამარჯობა - მიპასუხა ესპანურად და ხელი ჩამომართვა - ესპანური იცით? -ცოტა, ყოველთვის მიყვარდა ესპანეთი და შარშან ვისწავლე ინტერნეტით -ძალიან კარგი აქცენტი გაქვთ - უცებ მივხვდი რომ ჩემი და ჩემი მოსაუბრის გარდა არავის ესმოდა რას ვლაპარაკობდით ამიტომ ინგლისურად გავაგრძელე საუბარი -არ ვიცოდი ესპანური თუ იცოდი მარიამ - ერეკლემ მწველი მზერით გამომხედა. მოლაპარაკების მაგიდაზე კარგა ხანს ვიჯექით, უმეტესად მე და ბატონი ბენი ვსაუბრობდით, და ისიც ესპანურად, ერეკლეს ვატყობდი ეს საშინლად აღიზიანებდა და არც ლუკას ეხატებოდა გულზე ჩემი სხვა კაცთან ფლირტი, შევატყვე როგორ გაბრაზდა ერეკლეს შებმას რომ არ ვცდილობდი. -მოდი სავახშმოდ წავიდეთ, მარიამმა მაგიდა შეუკვეთა - ერეკლე გვერდით დამიდგა და ბენს ნიშნისმოგებით შეხედა -წავედით - თქვა ლუკამ. მთელი საღამოს მანძილზე დაძაბული ვიყავი, მეგონა ეხლა რომელიმე ადგება და მეორეს დაარტყამს თქო. ერეკლეს გაბრაზებული მზერა ხან ჩემსკენ იყო მომართული ხანაც ბენისკენ, კიდევ კარგი ხვალ ეს უკანასკნელი ესპანეთში ბრუნდებოდა და ყველანაირი პრობლემა გადაიჭრებოდა. ლუკა კი გამუდმებით მე მაშტერდებოდა და მისი მზერით მანიშნებდა ერეკლესთან მქონოდა ხშირი კონტაქტი. როგორც იქნა დესერტს ყველა მორჩა, ყელში არაფერი გადამდიოდა და თითქმის არაფერი მიჭამია, ერეკლემ ანგარიში გაასწორა და უკვე რესტორნიდან გამოვდიოდით -დღევანდელი საღამო ხომ არ გაგვეგრძელებინა? - პირდაპირ მე შემომხედა ბენმა -არ არის ცუდი იდეა - დაეთანხმა ლუკა -რას იტყვით მარიამ - ისევ მე მომმართა -მე სახლში უნდა წავიდე, თქვენ გაერთეთ - სამივეს მივმართე და ტაქსების გაჩერებისკენ წავედი -მარიამ - ერეკლემ ხელი ჩამავლო და გამაჩერა - ძია სანო სახლში გავუშვი, მე წაგიყვან -იყოს ტაქსით წავალ -მარიამ - მკაცრად მითხრა და გაბრაზებული სახით შემომხედა, გვედით გავიხედე და ლუკა დავინახე რომელიც გაფაციცებული მოგვშტერებოდა, მეც ჩანთის სახელური მაჯაზე დავიხვიე და დიდი შავი მანქანისკენ ავიღე გეზი. ჩემს სახლამდე ხმა არ ამომიღია, როცა კორპუსთან მანქანა გაჩერდა კარი გავაღე გადასვლას ვაპირებდი როცა ერეკლესკენ მივბრუნდი -ყავა ხომ არ გინდა? - შევთავაზე, გონება ისევ მტუქსავდა, ჯერ ამ თამაშის წამოწყებისთვის და მერე იმისთვის რომ ასე შორს შეტოპვას ვაპირებდი, გული კი სიხარულისგან სადაც იყო საგულედან ამოვარდებოდა. ძალიან შევეჩვიე ერეკლეს, სადაცარ უნდა ვყოფილიყავით თუ ის ჩემს გვერდით იყო არაფერი მაღელვებდა. ცნობისმოყვარეობა მჭამდა ისე მინდოდა გამეგო თუ რა მოხდა მასა და ლუკას შორის მაგრამ ერეკლესთვის რაიმეს კითხვას ვერ ვბედავდი. ახლა კი საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ამ საიდუმლოს ერთი წუთითად ვეღარ შევინახავდი, დღეს საღამოს გადაწყვეტილი მქონდა ერეკლესთვის ყველაფერი მეთქვა. -რატომაც არა - გამიღიმა და ძრავა გამორთო -წავედით გუშინ ბებომ გემრიელი ნამცხვარი გააკეთა. - სადარბაზოში შესვლისას ჩემმა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიმტყუნა და ისევ ერეკლეს მკლავებში აღმოვჩნდი -მარიამ -გისმენ -რაღაც მაქვს სათქმელი - სუნთქვა მეკვროდა დაძაბულობისგან, ერეკლეს მკლავზე ხელს ისე მაგრად ვუჭერდი მთელი მაჯა გაუწითლდა ის კი ხმას არ იღებდა -ყავა დავლიოთ და თან ვილაპარაკოთ -კარგი, რომელ სართულზე ცხოვრობ? -მეშვიდეზე - მშვიდად ვუთხარი და კიბეზე ფეხი შევდგი -იმედია მეშვიდე სართულზე ფეხით ასვლას არ მაიძულებ - გაოცებულმა შემომხედა და ლიფტისკენ მანიშნა თვალით -ხომ იცით მეშინია -მე აქ ვარ - ხელი ჩამკიდა და ლიფტში შემიყვანა, ჩემი სადარბაზოს ძველი და ჭრიჭინა ლიფტი ძლივს მიბობღავდა, ერეკლემ ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და მხარზე ხელი მომხვია, სახე თავთან მომიტანა და ჩუმად ჩაიჩურჩულა - მე აქ ვარ - ერეკლეს მივეხუტე და წამებს ვითვლიდი სანამ ლიფტის კარი გაიღებოდა. როცა ჩემი სახლის კარი დავინახე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, გასაღები ჩანთიდან ამოვიღე და კარი გავაღე. -შემოდი - გავუცინე ერეკლეს და მანაც მარჯვენა ფეხი შემოაბიჯა სახლში -კეთილი იყოს ჩემი ფეხი -ბებო მოვედი - მისაღებიდან ჩემი საყვარელი ბებო გამოვიდა -მოდი ბებო გენაცვალოს - ღიმილიანი სახით შემომეგება და სახე უცებ ერეკლეზე გაუშტერდა -ეს ჩემი უფროსია ბებო, ბატონი ერეკლე, ეს კი ჩემი ბებოა მარიამი -სასიამოვნოა - სახე გაუბრწყინდა ბებოს. -ჩემთვისაც ქალბატონო მარიამ - ბებოს ყოველთვის სიამოვნებდა ქალბატონოთი მისი მოხსენიება, სახეზე ეტყობოდა ერეკლე ძალიან მოეწონა, გონებაში კი სავარაუდოდ უკვე დაგვაქორწინა და ერთო ორი შვილიც გამაჩენინა. -ჩვენ ყავას დავლევთ ბებო, შენ მიდი დაისვენე - ბებო ჩუმად შევიდა თავის ოთახში, მე და ერეკლე კი სამზარეულოში გავედით -თუ გნებავთ მისაღებში დამელოდეთ მე ყავას გავამზადებ -იყოს აქ მირჩევნია - მითხრა და ხის პატარა მაგიდას მიუჯდა, პიჯაკი სკამის საზურგეზე გადაკიდა, ჰალსტუხიც იქვე მიაკია და პერანგის ზემოთა სამი ღილი შეიხსნა - ციხეში მგონია თავი როცა ესენი მიკეთია -მე ეხლავე მოვალ კარგით? - თავი დამიქნია, მე ჩემს ოთახში გავვარდი და გული გამისკდა როცა იქ მომღიმარი ბებო დავინახე -ბებო რას აკეთებ კინაღამ გული გამიხეთქე -რა კარგი ბიჭია შვილო, ისე მომეწონა, რა ზრდილობიანი, და რა სიმპათიურია -ბებო, ის ჩემი უფროსია - კაბა გავიხადე და სპორტული შარვალი ჩავიცვი, თეთრი მაისური უცებ გადავიცვი და თმები ცხების კუდივით ავიწიე. თბილი ნასკები ჩავიცვი ჩუსტების ნაცვლად და სამზარეულოში გავედი. ყავისთვის წყალი უკვე ადუღებული იყო -შაქარი რამდენი გნებავთ? -ორი - ნამცხვრები და სხვა ტკბბილეული მაგიდაზე დავაწყვე, მე ყავა ჩემს საყვარელ დიდ ჭიქაში გავიკეთე, ერეკლეს კი თეთრი ფინჯანი წინ დავუდგი. -მარიამ - ყავა მოსვა და თვალებში შემომხედა, აზრები მებნეოდა როცა მის ლურჯ თვალებს ვუყურებდი, ყოველთვის იმის მეშინოდა დიდხანს თუ შევხედავდი მათ სადღად სხვა გალაქტიკაში გადავიდოდი. -დიახ ბატონო ერეკლე -ძალიან გთხოვ ბატონოს ნუ მეძახი და მოდი შენობით ვილაპარაკოთ კარგი? -კარგი ბა... კარგი ერეკლე -აი ასე ჯობს -მაში თქვენ შაი დამიძახეთ -კარგი, შაი. -ნაყინი ხომ გიყვართ? მარწყვის ნაყინი მაქვს - რამდენიმე წუთიანი დუმილი დავარღვიე და ფეხზე წამოვდექი და საყინულედან ნაყინის ყუთი გამოვიღე, ვიგრძენი ერეკლე უკან როგორ დამიდგა, ხელი მიკანკალებდა და რამდენიმე წუთი ვეწვალებოდი რომ ერთი კოვზი ნაყინი მაინც ამომეღო ყუთიდან. სუნთქვა მიხშირდებოდა, ვგრძნობდი მის ხელებს რომელიც ჩემს მკლავებზე დაცურავდნენ, ვიგრძენი როგორ მიმიკრო გულზე და მეც თავი მის კისერზე დავდე, მისკენ შემომაბრუნდა და მთელი ძალით ჩამეხუტა, მეკი არც კი ვცდილობდი ის ძალა მომეძებნა რომლიდათ მისი თბილი მკლავებიდან თავს დავიძვრენდი. -ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიყავი აღარც კი მახსოვს - თავი ზემოთ ავწიე და ერეკლეს თვალებში ჩავხედე -შაი - შეკრული თმიდან ჩამოვარდნილი რამდენიმე კულული უკან გადამიწია და ისე გამიღიმა როგორც მხოლოდ მას შეეძლო, სახე უბრწყინავდა როცა იცინოდა, გეგონებოდა თვალებიდან კი ნაპერწკლებს ყრიდა სიხარულისგანო, ძლიერ ხელებს მაგრად მიწერდა და ჩემი თმის სურნელს ხარბად ხვრეპდა, ჩემს დამშვიდებულ გულში სინდისმა ისევ გამოყო სამალავიდან თავი, ისევ გამახსენა ჩემი შეცდომები, ისევ დამაყარა ეკლებმა ტანში და ისევ შემძულდა ჩემი თავი იმის გამო რასაც ვაკეთებდი. ერეკლეს ვუყურებდი და ვხვდებოდი, ვხვდებოდი რომ თუ ის არ იქნებოდა ჩემს გვერდით ჩემი გული ფეთქვას შეწყვეტდა, ჰაერი გადამეკეტებოდა და სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, ვერასდროს გადავიტანდი იმას რომ ეხლა ეს მოსიყვარულე თვალები სიძულვილით ავსებულიყო. დარწმუნებული ვიყავი ერეკლე არასდროს მაპატიებდა ჩემს საქციელს, ერეკლე იყო მოღალატე რომელსაც თავად უღალატეს, მაგრამ მიტოვებული და წაგებული ბოლოს მაინც მე ვრჩებოდი. სიყვარული ბრმააო რომ ამბობენ ხომ გაგიგიათ? მართლაც ასეა, ბრმად შემიყვარდა ადამიანი რომელმაც მეგობარს უღალატა და არ მაღელვებდა ის ფაქტი რომ მისმა საქციელმა ლუკას ცხოვრება დაუნგრია. სინდისი მქენჯნიდა მხოლოდ იმის გამო რომ ვატყუებდი იმ ერეკლეს რომელსაც მე ვიცნობდი, გულწრფელ, კეთილ და გულისხმიერ ერეკლეს ვატყუებდი. -შაი - ისევ გამიმეორა და ღრმად ჩაისუნთქა - რაღაც მაქვს შენთვის - ძლიერი ხელები ნელა შემოაცალა ჩემს წელს და პიჯაკს დასწვდა - ეს გუშინ გავაკეთე და მინდა მუდამ გეკეთოს - მუჭი გამისხნა და ზედ თეთრი ოქროსგან გაკეთებული პატარა კულონი დამიდო, კუნონს დავხატე და ცრემლები ვერ შევიკავე, ფრთებგაშლილი მერცხლის დანახვისას -შენ საიდან იცი? -შენი აზრით შენს მხარზე სვირინგს ვერ შევამჩნევდი? ან იმას რომ გასაღებზე მერცხლების შესაბმელები გაქვს - ცრემლები მოვიწმინდე მან კი კულონი გამიკეთა -არასდროს მოვიხსნი - ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე, ვიცოდი ეს ზღაპარი მალე დამთავრდებოდა ამიტომ მინდოდა ყველა წამი ბოლომდე შემეგრძნო. იმ ღამეს სიმართლის თქმა აღარ გადავწყვიტე, ისევ ჩემი ეგოისტობის გამო. -შაი - დიდი ხნის საუბრის მერე უცებ სერიოზული სახე მიიღო და ხელი ჩამჭიდა - შეიძლება რაღაც გკითხო? -შეიძლება აბა რა - გამეცინა მის ოფიციალურ ტონზე -შენი მშობლები სად არიან? - ამ კითხვამ დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილი დამაყარა და კვლავ ამტკივდა მთელი სხეული, თვალებზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი და ყელში გაჩრილ ბურთს კი ვეწინააღმდეგებოდი რომ არ დავეხრჩვე პ.ს. დასასრულამდე ორი თავიღა დარჩა. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.