შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ექვსი თვე : ისევ ერთად (სრულად)


5-10-2015, 13:05
ავტორი cinderella12
ნანახია 11 949

სიცივე...
წყვდიადი , რომელმაც შეიძლება ყოველ წუთს გშთანთქას...
და შიში...
შიში იმისა , რომ ერთ დღეს ბინძური მორევი ჩაგითრევს და ვეღარ ამოყვინთავ,უბრალოდ დაიხრჩობი...
მიუხედავად იმისა , რომ ასეთ სიტუაციაში ხარ, მაინც წინ მიდიხარ, არ ჩერდები...
ვიღაცას ეძებ და თავს უფლებას არ აძლევ დანებდე , რადგან გჯერა, რომ მას ადრე თუ გვიან მაინც იპოვი...
გადის დრო და ბოლომდე იცლები, ცარიელდები...
იმედიც ქრება და მარტო რჩები სიბნელეში..
თავიდან სიჩუმეა, შემდეგ ყურთასმენას ვიღაცის კივილი წვდება...
გეშინია და ცახცახებ, მაგრამ დაუკვირდები და ხვდები , რომ ეს ხმა შენიდან მოდის. საკუთარი სულის კივილი გეჩვენება ასე ამაზრზენად...
ისტერიკაში ვარდები და გაჩერება აღარ შეგიძლია...
„ისედაც საკმარისზე მეტი დრო მოგვცეს,მიყვარხარ კატო“....- გახსენდება მისი უკანასკნელი სიტყვები და თვალწინ იშლება კადრები , სადაც სუსტი , უძლური სხეული ცისფერ პატარა ნაწილაკებად იშლება , ბოლოს კი ჰაერში იფანტება...
გულს თითქოს ხანჯლებით გისერავენ...
სუნთქვა გიჭირს , გგონია კისერში ხელებს გიჭერენ და გახრჩობენ....
შემდეგ ერთიანად ამოისუნთქავ და თვალებს ახელ...

ეს ყველაფერი... ამაზრზენი შეგრძნებაა ალბათ , ჰო? აი ჩემი ყოველღამეული კოშმარის შინაარსი.დღესაც იგივე გამეორდა და ასეა უკვე დიდი ხანია.ახლაც უჰაერობამ გამაღვიძა, რადგან რასაც ძილში ვგრძნობ, ყველაფერი სინამდვილეში მემართება ხოლმე . უცნაურია ....
თვალები გავახილე თუ არა , საწოლიდან წამოვვარდი და ფანჯარა გავაღე.ცივი ჰაერი რომ მომხვდა სახეზე, მოვეშვი და ღრმად ჩავისუნთქე.დღეს ბოლო დღე იყო სამსახურში.უბრალოდ იმიტომ მივდიოდი, რომ ჩემი ნივთები წამომეღო.
კისერზე ხელი მოვისვი.ჩვევად მქონდა უკვე ქცეული.როცა კოშმარი პირველად დამესიზმრა და შეშინებულმა გამოვიღვიძე, მეგონა მართლა მახრჩობდნენ , რადგან მძაფრი შეგრძნებები სიზმრიდან სინამდვილეშიც გადმომყვა.ამიტომ ყოველი გაღვიძებისას ყელს ვამოწმებდი და ღრმად ვსუნთქავდი.
უსიამოვნოდ მოხვდა ყურს ტელეფონის ზუზუნი.ფანჯარას მოვცილდი და ტუმბოზე დადებულ მობილურს ვსტაცე ხელი.
-სად ეგდე ამდენ ხანს?-გაბრაზებული ხმა გავიგონე თუ არა, სახე გამებადრა.
-რომელზე გამომივლი სალო?-ჩავძახე გახარებულმა .
-უტვინო ხარ ხო? არა , უბრალოდ აღიარე რო იდიოტკა ხარ და სახელსაც აღარ დაგიძახებ!!-თვითონაც გაკვირვებული ვრჩებოდი ხოლმე. როგორ შეიძლება ადამიანი სულ ასეთ ხასიათზე იყოს?! ბოლო რამოდენიმე დღეა სალომე შეიცვალა და მიუხედავად იმისა , რომ მიზეზი სასტიკად მაინტერესებდა , ვერაფერი ვათქმევინე.ალბათ როცა მოუნდება თვითონ მეტყვის ...მეც დავნებდი და შესაფერის დროს და სიტუაციას ველოდები.თუმცა, როგორც ჩანს ჯერ არაფრის თქმას არ აპირებს.
-დამშვიდდი და ადამიანურად ამიხსენი ახლა მაინც რა გჭირს?
-თუ გამიღებ კარებს გეტყვი-ჩაიწიკვინა ბოლო სიტყვები და ყურმილი გათიშა.
სწრაფად წამოვვარდი საწოლიდანნ და კარებთან ავისვეტე.
-მაპატიე, მაპატიე. დამავიწყდა ,რომ გასაღები ჩემთან დაგრჩა-დამნაშავე სახით გავხედე , როცა დავინახე ხელში ორი დიდი პარკი ეჭირა და მძიმედ სუნთქავდა.
-გეუბნებოდი, არ გინდა მეშვიდე სართულზე ბინათქო, მითუმეტეს როცა ლიფტს დაემართა კაცმა არ იცის რა და ამ საუკუნეში გაკეთებას არც აღირსებენ.
-შემოდი ბუზღუნა-გაკრეჭილი გავდექი გვერდზე.
-გირჩევნია ამათ შემოტანაში მომეხმარო.
-და ეგ რა არის?-თვალებმოჭუტულმა შევათვალიერე ორივე ცელოფანი.
-საზრდოა შენი ცარიელი მაცივრისათვის.-ცხვირაბზუებულმა მიპასუხა და საწოლზე გაგორდა.
-კიდევ დედამ გამოგატანა?-მძიმედ ამოვისუნთქე მაკა რომ გამახსენდა.თვეებია უკვე არ მენახა და მენატრებოდა.
-სახლში დაბრუნებას არ აპირებ?-მკითხა დანაღვლიანებულმა.
-არაა და მორჩი ამ თემაზე ლაპარაკს.წამო შემარჩევიე რამე ტანსაცმელი და წავიდეთ ჩემთან ოფისში, ნივთები მაქვს წამოსაღები.
-გაიყიდა უკვე კომპანია ?-წამოდგა და კარადაში დაიწყო ქექვა.
-კი გაიყიდა და რამოდენიმე დღეში დახურავენ. მანქანით უნდა წამიყვანო ხომ იცი, იმდენ რამეს მარტო ვერ წამოვიღებ.
-ჰო ვიცი , მანქანით ვარ მოსული-გასაღები ააფრიალა ხელში და მესროლა.
მომდევნო ნახევარი საათი რაღაც სისულელეებზე ვილაპარაკეთ , შემდეგ კი ჩავიცვი და ბინის კარები გამოვკეტე.
ალბათ გაინტერესებთ რა ხდება, ჰო? ახლავე აგიხსნით.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა...შეიცვალა იმ დღიდან, რაც გავიგე , რომ საბა ცოცხალი იყო.
„ საბას საფლავი არ არსებობს.საავადმყოფოში,სადაც ხეცურიანი იწვა მითხრეს , რომ პაციენტი არ მომკვდარა , უბრალოდ კომაში ჩავარდა, რის გამოც ოჯახმა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა.ამის შემდეგ კი საბაზე იმ საავადმყოფოში არავის არაფერი სმენია.“...- როცა დედამ ეს სიტყვები მითხრა, გამოვფხიზლდი. .. ..
მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ხმა არ ამომიღია. უბრალოდ ვიჯექი და გაღიმებული ვტიროდი. ჰო, თან ვიცინოდი და თან ვტიროდი. სიხარულის ცრემლები მდიოდა და ღმერთს მისი გადარჩენისთვის მადლობას ვწირავდი. მიუხედავად იმისა , რომ არ ვიცოდი როგორ იყო იმ დროს, ან სად იყო საბა, გულის სიღრმეში იმედი მქონდა დარჩენილი... იმედი იმისა ,რომ კომიდან გამოვიდა, კარგადაა და მშვიდად ცხოვრობს.
როცა დავწყნარდი, დედამ მკითხა მინდა თუ არა მისი მოძებნა.ამაზე ბევრი ვიფიქრე ,მაგრამ უარი ვუთხარი ,რადგან თუ ის კარგად იყო ,მაშინ ჩემი მოძებნა თვითონაც შეეძლო. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემზე ნაწყენი იქნებოდა . შეიძლება მართალიც ვიყავი ,რადგან იმ დღის მერე დაახლოებით ხუთი წელი გავიდა და მე საბაზე დღემდე არაფერი მსმენია.
როგორ გავაგრძელე ცხოვრება? ჩვეულებრივად.რადგან ვიცოდი ,რომ საბა ცოცხალი იყო, ესე იგი ჩემს სიცოცხლეს აზრი დაუბრუნდა. მერე რა, რომ ჩემთან არ იყო? მერე რა, რომ ყოველდღე ვერ ვხედავდი?სამაგიეროდ ვიცოდი , ის სადღაც არსებობდა და ცხოვრობდა, უკვე ეს აზრიც კი საშინლად მაბედნიერებდა.
მართალია ცოტა გვიან, მაგრამ სწავლა მაინც გავაგრძელე. სანამ ჩემს პირად ცხოვრებას ვალაგებდი, დედასი აირია. მთლად არევაც არა, სწორი იქნება ვთქვა შეიცვალათქო. მამა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო ,ამიტომ არ ვკიცხავ რომ „ახალი სიყვარული“ იპოვა, მაგრამ მე სხვანაირი ვიყავი.მაკასი არ მესმოდა. ადამიანს ნამდვილად ცხოვრებაში ერთხელ უყვარდება და ეს სამუდამოა. არ ვიცი, ალბათ გიჟი ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობდი. დედა კი საპირისპიროს მიმტკიცეცბდა ... რომ ცხოვრება გრძელდება და წარსულის გაშვება უნდა შეგეძლოს. „ახალ მამიკოს“ დათო ერქვა. მაკამ მასთან საცხოვრებალდ გადასვლა დააპირა და რა თქმა უნდა მეც უნდა გავყოლოდი , მაგრამ უარი ვთქვი. რადგან უკვე სწავლას ვამთავრებდი, სამუშაოს დაწყება შემეძლო და ბინასაც თვითონ ვიშოვიდი. ბევრი კამათის შემდეგ დამთანხმდა იმ პირობით, რომ სამსახურს დათო „გამიჩალიჩებდა“. ვაღიარებ ამ სფეროში ბევრი ნაცნობები ყავდა, რადგან თვითონაც ბიზნესმენია. ბინა სალომემ მაპოვნინა და ქირით ვცხოვრობდი.ის ხელფასი ,რასაც სამსახურში მაძლევდნენ ,თავისუფლად მყოფნიდა ქირაზეც, საჭმელზეც და ტანსაცმელებზეც. პლიუს ფულს ვაგროვებდი ,რომ საკკუთარი სახლი მეყიდა.სულ ქირაში ხომ ვერ ვიცხოვრებდი. ..ალბათ გაინტერესებთ რა პროფესიაზე ვიყავი ამდენ ხელფასს რომ მიხდიდნენ ჰო? ხომ ვთქვი დათოს კარგი ნაცნბები ყავსთქო? მისი მეგობრის კომპანიაში მენეჯერობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს იშვიათია ,რომ ადამიანმა ასე მალე იპოვოს თავისივე პროფესიის სასახური, ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ გაიშვებოდა.
არ იყო დათო ცუდი ადამიანი ,მაგრამ იმდენად ახლოსაც არ ვიცნობდი, რომ მისთვის კარგი მეწოდებინა.მიუხედავად იმისა, რომ ბვრი რამ არ მესმოდა, მაკა ბედნიერი იყო . ეს ჩემთვის საკმარისზე მეტიც კი გახლდათ.
სამსახური .... სულ რაღაც ერთი წელია ეს სამუშაო მქონდა და უკვე ახალი უნდა მეძებნა. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა , მაგრამ ერთ დღესაც გამოგვიცხადეს ,რომ დირექტორი საავადმყოფოში დააწვინეს მძიმე დაავადების გამო და ამიტომ კომპანიის გაყიდვა გადაწყდაა.ხოლო ადამიანი ვისაც მიყიდა ამხელა შენობა, სავაჭრო ცენტრის გახსნას აპირებდა.ას ე რომ კომპანიას ხურავდნენ.ნივთების წამოსაღებად რამოდენიმე დღე მოგვგცეს და მეც ახლა სალომესთან ერთად მივდიოდი , რომ საბოლოოდ გამოვმშვიდობებოდი ჩემს იდეალურ სამსახურს...

გამოვზიდეთ თუ არა ბოლო ყუთები ოთახიდან, სალომემ განმგმირავი მზერა დამასო.
-მოხდა რამე?
-შენ ჩემი სიკვდილი გინდა? კიდევ ბევრი დაგვრჩა გამოსატანი? მანქანაში ამდენი არც ჩაეტევა.
-ბოლო იყო ეს, დაწყნარდი-ფრთხილად ვუპასუხე.- წამო კაფეში გავიდეთ,მე გეპატიჟბი.-იდიოტივით გავეკრიჭე და გაეღიმა თუ არა, გულზე მომეშვა.
-კატო, სამუშაო დაკარგე და ფული ბევრი გაქვს კაფეებში სახარჯავად?-ეჭვნარევ მზერას არ მაშორებდა უკან ისე მომყვებოდა.
-ამ ერთხელ არაფერი უჭირს, თან ვიზამ რამეს არ იჯავრო-მანქანის კარები გამოვაღე და სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი.
-არ გაინტერესებს მაკა როგორ არის?-შეპარვით უნდოდა ეკითხა, მაგრამ ზედმეტად პირდაპირ გამოუვიდა.
-ხომ იცი, რომ დედაზე ნაწყენი არ ვარ?-ამოვიხვნეშე-უბრალოდ ზოგიერთ საკითხში სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს.ეს არის და ეს.
-მაშინ ამდენი ხანი რატომ არ ნახე? ან როდის აპირებ ნახო?-გამკიცხავად მიყურებდა.
-საჭეს მიხედე და წინ იყურე თუ შეიძლება, არ მინდა ისე მოვკვდე ,საბა ერთხელ მაინც რომ არ ვნახო-გამეცინა და ვიგრძენი, რომ გულ-მკერდის არეში მჩხვლეტავმა ტკივილმა დამიარა.
-აჰა, გეკითხები ერთ რამეს და ისე მპასუხობ, რომ თემა სხვა რამეზე გადაგაქვს-უკმაყოფიოდ ჩაიფრუტუნა.
-დედა მომენატრა, მაგრამ დათოსთან რომ ცხოვრობს მეუხერხულება მის სანახავად მისვლა.დავურეკავდი და სადმე სხვაგან შევხვდებოდი ,მაგრამ ასე მგონია შევაწუხებთქო. ახალი დაწყებული აქვთ თანაცხოვრება და უკვე ბერდებიან... არ ჯობია თავის ჭკუაზე გაერთონ სანამ შეუძლიათ?-სევდიანად დაწყებული საუბარი ბოროტად დავასრულე.
-აჰა მოვედით-გააჩერა მანქანა და მანიშნა გადმოვსულიყავი.
-სად ვართ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ეს ჩემი საყვარელი ადგილია-წარბები ათამაშა სალომემ და ხელი მკრა ,რომ შენობაში შევსულიყავი.
-მეგობარი ხარ ჩემი და არ ვიცი ეს ადგილი როდიდან არსებობს ,ან რატომ გიყვარს?-ბუზღუნით გავაღე კარი და შიგნით რომ შევედი, რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშებული ვიდექი.
ფაქტიურად ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი ჩემიდან 4-5 ნაბიჯში მდგარ ახალგაზრდა სიმპატიურ ბიჭს ,რომელიც როგორც ჩანს ახალი მოსული იყო და დასაჯდომად შესაფერის ადგილს ეძებდა.
-სალო, იმედი მაქვს ეს ბიჭი ჩემს შესახვედრად აქ არ მოგიყვანია, ჰო?კარგი კია ,მაგრამ....-კოპებშეყრილი შევბრუნდი მისკენ .
-კატო ,ხომ იცი როგორ მიყვარხარ? მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, ძალიანაც რომ მთხოვო ,ამ ბიჭს მაინც არ დაგითმობ.-ცხვირაბზუებულმა ქედმაღლურად მომახსენა და ისეთი ადგილი შეარჩია დასაჯდომად, რომ მისი სატრფო კარგად დაენახა.
-ამოღერღავ რა ხდება?-ინტერესისგან ვკვდებოდი ისე მინდოდა გამეგო ვინ იყო ასეთი ეს ადამიანი, რომ სალომეს ჭკუა დააკარგვინა.
-ეს პიროვნება არის ჩემი გაღიზიანების და საერთოდ ცუდი ხასიათის მიზეზი ბოლო დღეებში.-ისე მიპასუხა, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია.
-რატომ გაღიზიანებს? იჩხუბეთ?. ან მასთან რატომ არ დავჯექით?-ეჭვნარევი მზერა შევავლე მისი სახის გამომეტყველებას.
-ამ კაფეში ერთი კვირის წინ შემთხვევით მოვხვდი. როცა შემოვდიოდი ,აი ამ საოცრებას შევეჯახე.არაფერი მომსვლია, მაგრამ იმდენი ბოდიში მომიხადა, თავი მე ვიგრძენი დამნაშავედ. მართლა ზრდილობიანი და კარგად აღზრდილი აღმოჩნდა. ყავაზე დამპატიჟა დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და კარგად გავუგეთ ერთმანეთს ,მაგრამ წარმოიდგინე იმდენად დებილია ,რომ ვერ მოიფიქრა ჩემი ნომერი მოეთხოვა-აცრემლიანებული ბავშვურად წმიდნა თვალები რომ მომაპყრო,სიცილი ვეღარ შევიკავე .
-გეფიცები მეტს აღარ ვიზამ , გააგრძელე.-ვუთხარი როცა მისი გამწარებული გამომეტყველება შევნიშნე და შევეცადე დავწყნარებულიყავი.
-მერე გავიგე, რომ აქ სულ ერთი და იგივე დროს მოდის ხოლმე და მისი მეორედ ნახვა მოვინდომე.მაგრამ...-შეჩერდა და ისევ უცნობს გახედა.-ეს დამპალი კაცი ვიღაც გოგოსთან ერთად იყო აქ და ბედნიერად იცინოდა.
-და ამის გამო იყავი გაღიზიანებული? -თვალებდაქაჩული მივაჩერდი და ხელზე მაგრად ვუჩქმიტე.
-ოო რა გინდა, მომეწონა და მერე გოგოსთან ერთად რო ვნახულობ როგორია ვა-დაიწყო თუ არა ბუზღუნი, ხელის აწევით გავაჩერე.
-ჯერ ერთი ,ხომ იცი, რომ ნორმალური არ ხარ? შენ ხარ ჩემზე უფროსი ,თუ მე ვეღარ გავიგე უკკვე. მერე მეორე, ერთხელ დაინახე ადამიანი და გადაწყვიტე, რომ შენი ბედია? და ბრაზდები სხვასთან რომ ნახულობ? და ბოლოს, გაარკვიე მაინც ვინ არის ის გოგო? იქნებ ნათესავია, ან დაა მისი , .... ბოდიში და გამოთაყვანებულო?-მივაყარე გაბრაზებულმა და მრისხანე თვალებით მივაჩერდი.
-და შეყვარებული რომ იყოს? ან ცოლი?-წამოოიძახა შეშინებულმა.
-სულელო, მის ხელს შეხედე. არ უკეთია ბეჭედი, არააა !!!
-უი ხო-წამში გახალისდა მოღუშული პრინცესა.
-და რის გაკეთებას აპირებ?
-რა უნდა გავაკეთო? ხომ არ მივალ და ვეტყვი ძალიან მომწონხართ და თუ შეიძლება უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთითქო?
-ნახე მაინც პირისპირ იმ დღის მერე?
-არა, არც ვემახსოვრები ალბათ-ჩაიცინა ნაღვლიანმა და თავი ჩახარა.
-ეჰ ვერ გცნობ მე შენ - ამოვიხვნეშე.-საპირფარეშოში გავალ და ეცადე დებილივით არ მიაშტერდე შენს სატრფოს, თორემ თუ შეგნიშნა ,იფიქრებს არ არის ნორმალურიო, კარგი?-ნაგლად გავუცინე და წამოვდექი.
-დამპალო-მომაძახა სალომემ.
სიცილით ჩავუარე გვერდი იმ ბიჭის მააგიდას და ოფიციანტს ვკითხე, რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი.მანიშნა თუ არა მიმართულება , უნდა შევტრიალებულიყავი ,როცა ვიღაცის სილუეტს მოვკარი თვალი კაფის წინ. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ფაქტია ,რომ სულ სხვა მხარეს წავედი.კაფის შემოსასვლელს მივუახლოვდი და გამჭირვალე მინიდან უცნობზე დაკირვება დავიწყე. ალბათ იმით მიიქცია ჩემი ყურადღება ,რომ საკმაოდ აღელვებული საუბრობდა ტელეფონზე.პროფილში ჩანდა მხოლოდ მისი სახე. გვერდულად იდგა, თუმცა ადვილი შესამჩნევი იყო ნერვიულობის კვალი მიმიკებზე და მოძრაობაზე. კიდევ გადავდგი წინ რამოდენიმე ნაბიჯი და ლამის მინას ავეკარი. კი ვიფიქრე ,გავალ გარეთ იქნებ მისი ხმაც გავიგონოთქო, მაგრამ რომ შევემჩნიე იდიოტივით ვუყრუებდი , ნადმვილად არანორმლალურად ჩამთვლიდა. დაახლოებით ათი წუთი ისე მივჩერებოდი , მზერა ვერ მოვაშორე და მაშინ მივხვდი რაშიც იყო საქმე.ბიჭს გრძელი შავი ქურთუკი ეცვა და ნაცრისფერი კაშნე ეკეთა. წაბლისფერი თმა კულულებად დაყროდა მხრებზე.სუსტი იყო და მაღალი.მისმა ჩაცმის სტილმა საბა გამახსენა და ყურები ჩამოვყარე.აი რამ მიიქცია სინამდვილეში ჩემი ყურადღება.ამოვიხვნეშე და შეტრიალებას ვაპირებდი ,რომ ვიღაცას მწარედ დავეჯახე.სიცილი ძლივს შევიკავე ,როცა წინ მდგარ პიროვნებაში სალომეს სატრფო ამოვიცანი.
-უკაცრავად, მეჩქარებოდა და ვერ შეგამჩნიეთ-თავაზიანი ღიმილით ბოდიში მომიხადა და ისე რომ ჩემი პასუხი არც გაუგონია , კაფის კარი გააღო და ჩქარი ნაბიჯით გავიდა გარეთ.ჯანდაბასმეთქი გავიფიქრე და სალომეს მოსაძებნად შევბრუნდი ,როცა ყურთასმენას ერთი ფრაზა ჩაწვდა: „ მე და გიორგი ახლავე გამოვალთ“.- არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ხმა... ხმა საბასი იყო. იმდენად გავდა ეს ხმა ჩემი საბას ხმას, რომ წამიერად მომადგა თვალებზე ცრემლები და ავცახცახდი. ჩემი დაკვირვების ობიექტი საკმაოდ ახლოს იდგა კაფესთან ტელეფონზე საუბრის დროს, ამიტომ კარების გაღების შემთხვევაში თავისუფლად გავიგონებდი რაზე ლაპარაკობდა. არც შევმცდარვარ, გარეთ რომ გავიხედე დავრწმუნდი ,რომ ეს ხმა ნადმვილად მას ეკუთვნოდა. როგორ მინდოდა გარეთ გავსულიყავი და პირადად დავრწმუნებულიყავი ჩემს ეჭვებში. მაგრამ ერთ ადგილას ვიდექი, რადგან ფეხები არ მემორჩლებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ იმედგაცრუების მეშინოდა...
თუ სწორად მივხვდი, გიორგი სალომეს ბიჭის სახელი იქნებოდა, რადგან როცა ის გარეთ გავიდა ,ტელეფონზე მოლაპარაკეს მეგობრულად გადაეხვია და ორივე სწრაფად მანქანაში ჩაჯდნენ.ეტყობა ეჩქარებოდათ, რადგან მანქანა საშინელი სისწრაფით მოწყდა დგილს.მანამ მივშტერებოდი იმ ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ ნაცნობხმიანი ბიჭი იდგა,სანამ სალომემ არ დამიძახა და გამომაფხიზლა.
-მოხდა რამე? რა გჭირს?-გავიგე თუ არა მისი ხმა, ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე და დამშვიდებული შევბრუნდი.
-არაფერი სალო, რა უნდა ხდებოდეს?-იმ მაგიდისკენ წავიყვანე , სადაც ვიჯექით.
-ტიროდი?-ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებთქვა, გემრიელად გავლანძღე გულში და შევეცადე თემა შემეცვალა.
-შენი სატრფოს სახელი ვიცი-ისე უცებ და უდარდელად ვთქვი, თავიდან სალომემ ვერ მოტვინა რაზე ველაპარაკებოდი,მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიყვირა .
-რაა? როგორ? სად? ა?-გამოშტერებული მომჩერებოდა. ისეთი სახე ქონდა, სიცილი ვერ შევიკავე ,რაზეც გამიბრაზდა კიდეც.
-კარგი, კარგი. საპირფარეშოში რომ მივდიოდი ,გარეთ ვიღაც ნაცნობი დავინახე და გასარკვევად წავედი. რომ ვბრუნდებოდი უკან, შემთხვევით დამეჯახა და ბოდიში მომიხადა. ის სავარაუდოდ ნაცნობი კიდე ამ შენი სატრფოს მეგობარი ყოფილა და დაუძახა „გიორგი“-ო.-კმაყოფილმა მოვახსენე ,მაგრამ სალომეს სახეს რომ შევხედე, დაღვრემილი მეჩვენა გახარებულის ნაცვლად.
-ხომ ვთქვი შეყვარებული ეყოლებათქო-ამოიხვნეშა და თავი ჩახარა.
- ბიჭი უცდიდა გარეთ, გოგო კი არა. ბიჭს მიესალმა მერე გიორგი გარეთ რომ გავიდა და იმ ვიღაცის მანქანით წავიდნენ სადღაც.-მობეზრებულმა დავამთავრე მოყოლა.
-ბიჭი იყო? ანუ გოგო არ ყოფილა? და ერთად წავიდნენ? და სად წავიდნენ?-შემეკითხა იდიოტის გამომეტყველებით.
-მე საიდან უდნა ვიცოდე გაფიცებ ყველაფერს-თავის ქნევით წამოვდექი ადგილიდან.-წავედით, ხომ იცი სამუშაოდან რაც წამოვიღეთ ბინაში გვაქვს ასატანი ყველაფერი-ბევრი ილანძღა გზაში სალომემ ულიფტოდ რა გაჩერებსო და მანქანაშიც არ შეუწყვეტია უკმაყოფილების გამოთქმა.
მე კი... მე საერთოდ არ ვუსმენდი სალომეს და იმაზე ვფიქრობდი რაც კაფეში მოხდა. სრულიად დასაშვებია არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც საბას მსგავსი ხმა ან ჩაცმის სტილი ექნება. ეს კარგად ვიცოდი ,მაგრამ იმდენად მენატრებოდა და იმდენად ვიწვვოდი მისი ნახვის სურვილით ,რომ ყველაში მას ვხედავდი.ასე მოხდა ახლაც. უბრალოდ საბას ვეძებდი თვალებით და ამიტომ იოლად აღმოვაჩინე იმ უცნობსა და ხეცურიანს შორის მსგავსება.
მთელი გზა ბინამდე გონებაგაფანტული ვიყავი. მე და სალომემ ყუთები სახლში ისე ავიტანეთ, რომ ვერაფერი გავიგე და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცამან ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა.
-ამოიღებ ხმას? მოხდა რამე?-ანერვიულებული მიყურებდა და ამიტომ თავი დამნაშავედ ვიგრშძენი. ახლა რომ საბაზე დამცდენოდა რამე, ალბათ უფრო ავაღელვებდი .მითუმეტეს მაშინ, როცა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ენას კბილი დავაჭირე...ასე აჯობებდა. თუ რამე საეჭვოს კიდე შევნიშნავდი, ან სიტუაცისს გამოსწორების იმედი მომეცემოდა ,სალომეს აუცილებალდ ვეტყოდი... მაგრამ არა ახლა, როცა უაზრო დასკვნების გარდა, არაფერი გამაჩნდა.
გავუცინე და როგორღაც დავამშვიდე. არა მგონია ჩემგან მსახიობი კარგი გამოვიდეს ,რადგან ბოლო წუთამდე ეჭვიანი თვალებით მიყურებდა. სახლში წავიდა თუ არა ,შვებით ამოვისუნთქე.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და პიჟამოები ჩავიცვი. დაწოლის წინ ფარდა ისე გადავწიე ,რომ პირდაპირ ვარსკვლავებისთვის მეყურებინა.არ მინდოდა კიდევ ფიქრებში წავსულიყავი, თუმცა არ გამომივიდა. ჩემი ცხოვრება ლაბირინთს გავდა. ყველა გზა არეული იყო. არ ვიცოდი რომელი ბილიკი სად მიდიოდა და გასაღწევი გზაც არ ჩანდა.იმდენი პასუხგაუცემელი კითხვები მქონდა დაგროვებული, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი.
სად იყო საბა, როგორ იყო და რას აკეთებდა.დაწმუნებული ვიყავი, რომ კარგად იყო.... მაშინ რატომ არ მომძებნა? რამე ხომ არ დაემართა? და ასე შემდეგ...
უცნაურია ისიც, რომ იმ დღის შემდეგ აღარ დამსიზმრებია. ბოლოს მაშინ მესიზმრა ,როცა დამემშვიდობა და ჩემს თვალწინ გაქრა. მოგონებებიც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალებას იწყებდნენ. იყო მომენტები, როცა საბა და საერთოდ ყველაფერი ,რაც 9-10 წლის წინ მოხდა ფანტაზიის ნაყოფად მეჩვენებოდა. ასეთ დროს ისტერიკაში ვვარდებოდი და გამწარებული ვეძებდი ხეცურიანის არსებობის დმამტკიცებელ საბუთებს. ასეთი რამ სულ ორი მქონდა: საბას დღიური და სურათები. მაშინ ისეთი პატარა იყო, ნეტავ ახლა დიდი საბა როგორი იქნებოდა?!...
იმდენი ვიფიქრე, რომ ჩემივე ფიქრებში ავიხლართე. აი თავი რომ ამტკივდა, მაგ დროს დინამიკებს გადავწვდი და მუსიკები ჩავრთე. ჩვევად მექცა ეს ყველაფერი. როცა ბევრს ვფიქრობდი , სიმღერებს ვრთავდი და მათ ხმაზე თავისით მეძინებოდა ხოლმე.
რამოდენიმე წუთში თავის ტკივილი გაძლიერდა და ახლა ყურებიც ამტკივდა. ეტყობა ზემდეტად ხმამაღლა მქონდა მუსიკა ჩართული, მაგრამ ხმის დაწევა შემეზარა, ამიტომ არც გავნძრეულვარ. ნელ-ნელა ქუთუთოები დამიმძიმდა და ერთიანად მოვეშვი.

მციოდა...უსიამოვნო შეგრძნებები მივლიდა სხეულში.. თვალები გავახილე და თავი სრულ სიბნელეში ამოვყავი. გონებაში ირონიულად ჩავიცინე, რადგან ეს სიტუაცია აღარ მაკვირვებდა. ვიცოდი ჩემს ყოველღამეულ კოშმარში ვიყავი.ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა . მე ვიღაცას ვეძებდი....
უცებ წინ ჩრდილი გაკრთა. დამაინტერესა და მიმართულება შევცვალე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სასურველ ადგილს, მით უფრო კარგად ვარჩევდი ,რომ ეს ჩრდილი ადამიანის სილუეტი იყო. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ უცნობს ზუსტად ისე ეცვა, როგორც კაფეში ნანახ ბიჭს . ეჭვებმა ისე შემიპყრო, რომ წინ მდგომის სახის დანახვა მოვინდომე.იმდენად მივუახლოვდი, რომ ხელის გაწვდენაზე თავისუფლად ვეხებოდი.ყოყმანით შევეხე მის მკლავს, რომ შემომებრუნებინა .... სწორედ იმ მომენტში, როცა სახე უნდა დამენახა , სუნთქვა გამიჭირდა. იმ წუთასვე ვიტაცე კისერზე ხელები, რადგან მეგონა ,რომ ვიღაც მახრჩობდა.ვცდილობდი უხილავი მარწუხები მომეშორებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა სადაცაა გასკდებოდა...მუხლები ამიკანკალდა და ჩავიკეცე. ის კი უბრალოდ იდგა ჩემს წინ და მიყურებდა.სახე არ ჩანდა, მაგრამ მისგან მხოლოდ სიცივე და გულგრიოლობა მოდიოდა.მე კი ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი.ბურუსში ვეხვეოდი და წყვდიადში ვიძირებოდი.ჩემს ამოსუნთქვას ვითვლიდი და ბოლოს,როცა უკვე ფილტვებს ჰაერი აღარ ყოფნიდათ,დავნებდი და სიკვდილს მივენდე.....

-ჰეი, კატო გაიღვიძე. კატო!!!-სალომეს ხმა რომ გავიგონე დაჭიმული სხეული უნებურად მოდუნდა.ქუთუთოები ერთმანეთს გაჭირვებით დავაშორე და ვცადე ღრმად ამომესუნთქა. თთქოს ყელში ბურთი გაეჩხირაო ,რამდენიც არ უნდა მეცადა, ჰაერი ფილტვებამდე არ აღწევდა. გულმკერდის არე სასტიკად მეწვოდა და კისერი მტკიოდა. კარგად რომ გამოვფხიზლდი შევამჩნიე ,რომ თურმე მე თვითონვე ვიჭერდი ყელზე ხელებს.
გამოდის, რომ თავს ვიხრჩობდი. ზემოდან სალომე აცრემლიანებული სახით აღელვებული მიყურებდა და ცდილობდა გავეთავისუფლებინე.რამდენად ძლიერად ცდილობდა ჩემს დახმარებას, იმდენად ძლიერად ვეჭიდებოდი ჩემს ყელს.სადაცაა მართლა დავიხრჩობოდი.საუბარი არ შემეძლო.
-გაუშვი ხელი კატო. რას აკეთებ, გამოფხიზლდი!-მიყვიროდა ,მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თთქოს ჩემს სხეულს სხვა მართავდა.რომ ვიგრძენი მალე გავითიშებითქო ,ცრემლი გადმომივარდა თვალიდან და სალომეს მუდარით შევხედე.ტუჩების მოძრაობით ვანიშნე „ ხელი“-მეთქი და როგორც ჩანს მიხვდა. ნელ-ნელა წაიღო უკან ხელები და საწოლიდან წამოდგა.
გამიშვა თუ არა, როგორღაც კისერი გავითავისუფლე და შეშინებული საწოლიდან წამოვვარდი.
-გააღე, ჰაერი მჭირდება-დაბოხებული ხმით ვანიშნე ფანჯარაზე ,როცა მე თვითონ ვერაფერი მოვუხერხე აკანკალებული ხელების გამო.
-ახლავე-წამოიძახა აღელვებულმა და მომიახლოვდა.
როგორც კი ფანჯარა გაიღო და ცივი ჰაერი სახეზე მომხვდა , ამოვისუნთქე.

-ამიხსნი რა გჭირს? თუ ჩემი ხელით დაგახრჩო ამჯერად ?-სალომე იმდენად იყო შეშინებული ,რომ ხმას ვეღარ იმორჩილებდა.აცახცახებული მომიახოვდა და თალებში დაჟინებით მიყურებდა.
-კარგად ვარ სალო ახლა, დაწყნარდი-ჩუმად ვუთხარი და ჩავვეხუტე.
-მე უნდა გამშვიდებდე და იქეთ გავხდი დასაწყნარებელი-დაიწყო ბუზღუნი .
-წამო დავჯდეთ-მისაღებ ოთახში გავიყვანე, შუქი ავანთე და მდივანზე ჩამოვაჯინე.-რომელი საათია ისე? ამ დროს აქ რა გინდა ?
-რომელია და დილის ოთხი საათია-დაიწყო შედარებით დაწყნარებულმა.-ხო იცი ღამე რო მეღვიძება ხოლმე, დღესაც გამეღვიძა და შენთან ლაპარაკი მომინდა. რომ დავრეკე, ყურმილს არ იღებდი. არა და ვიცი ტელეფონის ზუზუნს იმდენად ვერ იტან, რომ სრაზუ გეღვიძება. შემეშინდა რამე ხომ არ დაემარათქო და ეგრევე მანქანა გამოვიყვანე და შენთან წამოვედი.ბინაში რომ შემოვედი, ხმა მომესმა შენი ოთახიდან.დავინახე ხელებს ყელზე ისე იჭერდი, რომ ვეღარ სუნთქავდი.ვცადე გამეღვიძებინე, მაგრამ რომ არაფერი გამომივიდა, შენს ხელებს ჩავებღაუჭე.-ტირილით ლაპარაკობდა და თან მეხუტებოდა.
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? არ დაიღალე?. ან ჩემი ნერვიულობა მაინც არ გყოფნის თავს რომ იტანჯავ? დაივიწყე გეხვეწები ეგ ბიჭი. გაუშვი რა, წარსულია ბოლოს და ბოლოს. არ აპირებ ცხოვრება შეცვალო?
ჩემი თავი შემზიზღდა სალომე რომ ამ დონემდე მივიყვანე.ვიცოდი ,რასაც ამბობდა სიმართლე იყო, მაგრამ მე რა გამეკეთებინა? არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი...
-გუშინ რაღაც მოხდა, რაც შენთვის არ მითქვამს-შეპარვით დავიწყე და დაინტერესებული მზერა რომ შევნიშნე ,დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი იმ უცნაურად ჩაცმულ ტელეფონზე მოლაპარაკე ბიჭზე, რომელიც გიორგისთან ერთად წავიდა.
მისი რეაქცია მოსალოდნელი იყო. თავიდან ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა, მერე ლანძღვა დამიწყო რატომ დამიმალეო, შემდეგ დებილი მიწოდა საბას რომ დავამსგავსე მხოლოდ ჩაცმის სტილის გამო და ბოლოს გახარებული კიოდა ,იქნებ ეგ ბიჭი გაიცნო ,შეგიყვარდეს და საბას შეეშვაო.
მშვიდად ვუმსენდი,მაგრამ საბას დავიწყება რომ ახსენა, ბოროტულად გავხედე და უსიტყვოდ გავაღე ბინის კარები.
-კიდევ ერთხელ თუ აპირებ მსგავსი რამის თქმას, ახლავე წახვიდე ჯობია-მოკლედ მოვუჭერი და მის პასუხს დაველოდე.
-კარგი, კარგი. მაგრამ მე რომ ჩემი ბიჭის სანახავად წავალ ხოლმე იმ კაფეში, შეიძლება მაგ შენს ინტერესის ობიექტსაც შევხვდეთ , ამიტომ შენებური გაჭედვები არ დაიწყო. ოქეი ?- მხიარულად შემომცინა და ლეკვივით მოკალათდა მდივანზე.
-შენ აქ დარჩენას აპირებ?-გავხედე თვალებმოჭუტულმა.
-არა , წავალ სახლში და უფლებას მოგცემ შენმა მეორე მემ დაგახრჩოს!-სარკასტულად მიპასუხა და ზურგი მაქცია.
ჩემს ოთახში შევედი თუ არა ,ფანჯარასსთან დავდექი. გათენებამდე ამ ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია.დაახლოებით შვიდი საათისთვის დავწექი და ამჯერად მშვიდად დავიძინე..


-დღეს რას ვაკეთებთ?-ძალინ კარგ ხასიათზე ვიყავი და სალომეს გასართობად წაყვანა მინდოდა.
-ოო არა, დღეს შენს ჭკუაზე ნამდვილად არ ვივლი. გიორგის ნახვა მინდა, ამიტომ კაფეში წავალთ-კატეგორიული უარი განმიცხადა .
-და რომ არ დაგხვდეს რას იზამ?-ჩავეკითხე ირონიულაად. მისი გაბრაზება მინდოდა ,მაგრამ ისეთი მკვლელი თვალებით გამომხედა, უსიტყვოდ ჩავიცვი და ჩავჯექი მანქანაში.
-კატო რომ იცოდე რა საყვარელი ხარ როცა მიჯერებ ხოლმე-ისე გამიცინა თითქოს არაფერი მომხდარაო.-თუმცა ვიცი გიორგის ძმაკაცის ნახვა გინდა და ამიტომ მომყვები.-მაინც იდამპლა ბოლოს.
-ნუ იგონებ რაღაცეებს-მინდოდა უდარდელი სახით მეპასუხა ,მაგრამ როგორც ვატყობ არ გამომივიდა.
- ეგ ბიჭი იქ ან დაგხვდება ,ან არაა....-წაიმღერა და ისე დამპლურად მიყურებდა ,მისი ცემა მომინდა.
მთელი გზა უაზრო საკითხებზე ვკამათობდით და სულელებივით ვიცინოდით. დანიშნულების ადგილას რომ მივედით,მეგონა გული საგულედან ამომიხტებოდა .სალომეს გიორგის გრაფიკი ისე ქონდა დაზეპირებული, ერთი პროცენტითაც არ უშვებდა იმას, რომ შეიძლება აქ არ დახვედროდა.რა თქმა უნდა მე ვცდებოდი. ჩემი მეგობრის სატრფო ისევ იმ მაგიდასთან იჯდა , ამჯერად ვიღაც გოგოსთან ერთად და რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდა.სალომეს სახეს რომ გავხედე, ჩავიფხუკუნე. სიბრაზისგან აწითლებული იყო და რა სიტყვებით არ ამკობდა საწყალ ბიჭს.
-მოისვენე ეხლა და შეუკვეთე რამე ნორმალურად- სიცილით გადავულაპარაკე და როგორც იქნა ოფიციანტს ყურადღება მიაქცია.
ბევრი ვაწვალე სალომე იმ გოგოს თვალებით რომ ჭამდა.თავს თავისუფლად ვგრძნობდი.ისე გავერთეთ, რომ გიორგიც გადაგვავიწყდა ბოლოს და ნამცხვარიც.
-მგონი გირეკავენ-მანიშნა.მე იმხელაზე ვიცინოდი , რომ ტლეფონის ხმა ვერც გავიგე.
ნომერს რომ დავხედე ,დედა იყო. მაკა ყოველდღე მირეკავდა თითქმის, თუმცა იშვიათად ვნახულობდი.
-დედა მირეკავს, გავალ და გარეთ დაველაპარაკები, თორემ აქ ხმაურია - კარგიო, თავი დამიქნია და მეც ორ წუთში კაფის ეზოში ვიდექი.
-ჰო დე, გისმენ-მხიარულად ჩავძახე ტელეფონშმი, მაგრამ მეორე მხრიდან არაფერი მესმოდა.
-კატო...-რამოდენიმე წამის შემდეგ დათოს ხმა გავიგე და გული უსიამოვნოდ შემიტოკდა.
-დათო, დედას ნომრიდან შენ რატომ მირეკავ , მოხდა რამე ? -პასუხს აგვიანებდა.ნელ-ნელა პანიკაში ვვარდებოდი. თავიდან ერთ ადგილას ვიდექი, შემდეგ ნერვიულად დავიწყე სიარული.
-სერიოზული არაფერია, არ ინერვიულო. მაკა არის ცოტა ავად და საავადმყოფოში მიმყავს. მისამართს ტელეფონზე მოგწერ და მოდი.-მითხრა არ ინრვიულოო, მაგრამ მე პირიქით დამემართა.
კაფესთან ახლოს ვიდექი და ხმაური მაწუხებდა.მოშორებით დადგომა მინდოდა, ამიტომ გზის გადაჭრა ვცადე.თვალები ამიცრემლიანდა დედას ამბავი რომ გავიგე. საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულს მუხლები ამიცახცახდა და ყველაზე უარესი წარმოვიდგინე გონებაში.რამე რომ დაემართოს რა ვქნა? რადენიმე თვეა ნანახი არ მყავდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
თან დათოს ვეუბნებოდი დაწვრილებით მოეყოლა დედას მდგომარეობა და თან კაფეს ნელ-ნელა ვშორდებოდი უცებ მანქანის ხმა რომ გავიგე.
ღამე იყო. ჩემს წინ მსუბუქი ავტომობილი ანთებული ფარებით მაღალი სიჩქარით მოდიოდა.ხელი ,რომლითაც ტელეფონი მეჭირა, ძირს ჩამომივარდა, მე კი ერთ ადგილას გავშეშდი.იმდენად შემეშინდა, რომ გაქცევაც ან უკან დახევაც ვერ მოვიფიქრე.ჩემს წინ მხოლოდ სინათლეს ვხედავდი ,რომელიც მანქანის ფარებიდან მოდიოდა.შუქი თანდათან ძლიერდებოდა ,რაც კარგს ნამდვილად არ მოასწავებდა.
„როგორ მინდოდა დედა მენახა“- ეს სიტყვები ამოვილაპარაკე და თვალები მაგრად დავხუჭე.
რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი.თითქოს ტრანსში ვიყავი. მანამ ვერ გამოვფხიზლდი ,სანამ ვიღაცის შეხება არ ვიგრძენი.ჯერ ერთი თვალი გავახილე ,შემდეგ მეორე და ჩემს წინ მდგომ პიროვნებაში გიორგის ძმაკაცი ამოვიცანი. აი ის, საბას რომ მივამსგავსე.მისი სახე მაშინ კარგად ვერ დავინახე ,თუმცა მივხვდი იმით, რომ დღესაც ისეთივე ქურთუკი ეცვა და ისეთივე კაშნე ეკეთა.კარგად რომ გამოვფხიზლდი, თვალი მანქანისკენ გავაპარე, რომელიც პირდაპირ ჩემს წინ იყო გაჩერებული და ფეხებზე ოდნავ მეხებოდა.
-ვერ გაიგონე რომ გისიგნალებდი? რატომ არ გადადი გზიდან,სიკვდილი გინდოდა?-იმდენად მრისხანედ ჟღერდა ეს სიტყვები ,რომ სლუკუნი დავიწყე.
ჯერ კიდევ ვცახცახებდი და სხეულს ვერ ვიმორჩლებდი.უცნობს ხელები ჩემს ბეჭებში ქონდა ჩავლებული და ძლიერად მანჯღრევდა.შემდეგ გაჩერდა და გაჩუმდა.ეტყობა ჩემმა ცრემლებმა იმოქმედეს ასე.
-მაპატიე, არ მინდოდა.უბრალოდ ავნერვიულდი . რომ დაგჯახებოდი ,ან შენ რა უნდა გექნა და ან მე?-ერთ წამში შეიცვალა მისი ხმის ტონი.ასე მეგონა სამოთხეში ვიყავი.საბას ხმის ანალოგი იყო ,ოღონდ ოდნავ დაბოხებული. მისი ხმიდან იმდენი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი უნებურად გაძლიერდა.ვინატრე ჩემს წინ საბა ყოფილიყო, ერთი წუთით მაინც დამენახა . შემდეგ დედა გამახსენდა და ამაზე უფრო ავნერვიულდი.
-კარგად ხარ?-დაიჩურჩულა ჩემს წინ ასვეტილმა პიროვნებამ, მაგრამ პასუხი ნორმალურად ვერ გავეცი. ნიკაპი მიკანკალებდა .. ალბათ ჯერ კიდევ შოკში ვიყავი.
-მოდი ჩემთან-ისევ ჩურჩლით მითხრა და ხელები ჩემი ბეჭებიდან წელზე გადაანაცვლა.მისკენ მიმწია და თვითონაც უფრო მომიახლოვდა.ვერც კი გავაანალიზე მის მკლავებში ისე აღმოვჩნდი.დამბურძგლა...ასე მეგონა დეჟავიუ მაქვსთქო.ყველაფერს და ყველას საბასთან რატომ ვაიგივებდი არ ვიცი, თუმცა ფაქტია რომ მისი მკლავების სითბო ნაცნობი იყო ჩემთვის, რაღაცნაირად ნაცნობი...
მისი ამ ჟესტის შემდეგ ცახცახი უნებურად შევწყვიტე.ცრემლებიც გაქრა სახიდან.ახლა უკვე დაწყნარებული ვიდექი და უცნობის სურნელს ღრმად ვსუნთქავდი.
-აჰა ,იმოქმედა-საყვარლად გაიცინა ბიჭმა და ხელები შემიშვა.მინდოდა მეთქვა კიდევ ჩამეხუტეთქო, მაგრამ....-კარგად ხარ?
-არა...კი...ბოდიში...-მეც არ ვიცი რა ამოვიბლუკუნე.თავი ჩავხარე ,რადგან მის სახეს მაინც ვერ ვხედავდი. ჯერ ერთი საკმაოდ მაღალი იყო, მერე მეორე მანქანის ფარების შუქი თვალებს მჭრიდა.
ტელეფონი აწრიპინდა და ვნახე შეტყობინება იყო მოსული.დათოს მისამართი გამოეგზავნა.უცნობი ისევ ჩემს წინ იდგა, ამიტომ ძალიან აღელდა როცა დაინახა ისევ კანკალს ვიწყებდი.
-რამე მოხდა?-მკითხა სწრაფად.ეტყობა თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-დედა...დედა....უდნა წავიდე...-ამოვილუღლუღე და ადგილზე წავბორძიკდი.
-ასეთ მდგომარეობაში მარტო სად აპირებ წასვლას მითხარი რა-გამკიცხავად ჩაილაპარაკა, ხელი მომკიდა და თავისი მანქანის წინა კარი გამიღო.
-ჰა?-გაკვირვებულმა ვიკითხე როცა აზრზე მოვედი.
-შენს წინაშე დამნაშავე ვარ, კინაღამ სიცოცხლეს გამოგასალმე ,ამიტომ ასე მაინც გადაგიხდი ვალს. მითხარი სად უნდა წახვიდე და წაგიყვან.თან შეიძლება ჩემი დახმარება სხვა რამეშიც დაგჭრდეს-მისმა ხმამ დამაჰიპნოზა მგონი.
მადლობათქო ხმადაბლა ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.მისამართი რომ ვუკარნახე ,აღელვებულმა შემომხედა.მივხვდი რაც აინტერესებდა .მოკლედ მოვუყევი ვისთან და რატომ მივდიოდით.თავი სავარძელს მივადე და თვალები დავხუჭე.შუქი მანქანაში არ ენთო ,ამიტომ მის სახეს კარგად ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი..უცებ სალომე გამახსენდა და მკვეთრად წამოვიწიე.
-რა ხდება?-ჩემმა ქცევამ დააბნია.
-მეგობრის გაფრთხილება დამავიწყდა.... არც გამხსენებია, თორემ შენთან ერთად არ წამოვიდოდი-დამნაშავეს ხმით ჩავილაპარაკე და ვიგრძენი ლოყები როგორ ამიწითლდა.ერთიანად ვხურდი.
-ხომ გითხარი დანაშაული უნდა გამოვისყიდოთქო, ამიტომ მსგავს საკითხებზე არც იფიქრო. უბრალოდ გააფრთხილე, რომ არ ინერვიულოს.-მოკლედ და კონკრეტულად მომახსენა პრობლემის გადაჭრის ხერხი და მეც სალომეს შეტყობინება გავუგზავნე.არ დამიწერია დედას თუ ჭირდა რამე, უბალოდ ვუთხარი შეუძლოდ ვიყავი და სახლში წავედითქო.არ გააკვირვებდა ჩემი საქციელი, რადგან ასე ხშრად ვიქცეოდი.
-რატომ ხარ ჩუმად? უფრო ინერვიულებ.ჯობია რამეზე მელაპარაკო სანამ მივალთ-მეგობრული ტონით ნათქვამმა გული რაღანცარად გამითბო.
-ბუნებით ჩაკეტილი ადამიანი ვარ,ჩემგან საუბრის დაწყების ინიციატივას ნამდვილად ნუ ელოდები - ჩავიცინე და დასაწყნარებლად ხელში მობილური ავათამაშე.
-მაშინ კითხვებს მე დავსვამ-ჩაილაპარაკა ცნობისმოყვარედ-ჰო მართლა, მე მიჩვეული ვარ ,მაგრამ შენ თუ გინდა შუქს ჩაგირთავ.
-არა იყოს, ასე მირჩევნია-ვუპასუხე ღიმილით.ყურადღებიანი იყო და ეს მომეწონა.
-კარგი, მაშინ პირველი კითხვა : რა გქვია და რამდენი წლის ხარ?
-ეგ ორი კითხვაა - გამეცინა-კატო, 25 წლის.
-რა მაგარია, მეც 25 ის ვარ - ჩაილაპარაკა გახარებულმა.
-შენ რა გქვია?-დამაინტერესა და მისკენ შევბრუნდი.
-არ გეტყვი, კითხვებს ახლა მე ვსვამ.შენი ჯერი რომ მოვა ,გიპასუხებ-მოკლედ მომიჭრა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-კარგი, კარგი-მივხვდი კამათს აზრი არ ქონდა.
-სწავლობ თუ მუშაობ?
-არცერთი-პასუხის გავეცი თუ არა , დადუმდა. ალბათ რას აღარ ფიქრობდა ჩემზე-ვმუშაობდი, მენეჯერად . მაგრამ კომპანია დაიხურა რაომდენიმე დღის წინ ,ასე რომ დროებით უმუშევარი ვარ-გამეცინა.
-არ გინდა ჩემთან იმუშავო? -იმდენად სერიოზულად გაიჟღერეს მისმა სიტყვებმა, რომ თვალებგაფართოებული მივაჩერდი.
-მოვედით-წამოვიყვირე მანქანა რომ გაჩერდა.
-მეც მოგყვები-ეს გავიგე მხოლოდ . მისკენ აღარ შევტრიალებულვარ, რადგან გონებაში მხოლოდ დედა მიტრიალებდა.
დიდი ხანი ვეძებე პალატა .მივუახლოვდი თუ არა, ნერვიულობამ იმატა. კარის წინნ გავჩერდი და ვერ ვბედავდი ოთახში შევსულიყავი.ყველაზე უარესის მეშინოდა..
გიორგის მეგობრის არსებობა აღარც მახსოვდა და სიმართლე გითხრათ არც მეგონა თუ აქამდე გამომყვებოდა, თუმცა მისი სხეული ჩემს გვერდით რომ ვიგრძენი, გულმა აჩქარებით დაიწყო ცემა.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში , კარი ჩემს მაგივრად შეაღო და მიბიძგა პალატაში შევსულიყავი.უკან რომ მივიხედე ,კარი დაკეტილი იყო. როგორც ჩანს ან გარეთ იცდიდა , ან წავიდა...
მზერა რომ დავიწმინდე და ოთახს თვალი მოვავლე, მგონი ადგილზე მოვკვდი.დედა თვალებდახუჭული იწვა, თავი შეხვეული ქონდა, მარჯვენა ხელი კი თაბაშირში ჩასმული. აკანკლაებული მივუახლოვდი და სხეულზე დაჟეჟილობები გავარჩიე.დათო საწოლის წინ სკამზე იჯდა და მისი ხელი ეჭირა.
-მოხვედი კატო?-კეთილი ღიმილით მომესალმა და მანიშნა უფრო ახლოს მივსულიყავი.
-რა დაემართა? როგორ არის?-ხმადაბლა ვიკითხე, რადგან მივხვდი მაკას ძინავდა.
-ავარიაში მოხვდა.ვიღაც მთვრალი იჯდა საჭესთან და მაკას მანქანას შეეჯახა.ხელი აქვს მოტეხილი , მეტი სერიოზული არაფერი . არ ინერვიულო.-მამშვიდებდა და თან სკამიდან წამოდგა-დაჯექი, რომ გაიღვიძებს დაგინახავს და გაუხარდება. მე გავალ ცოტა ხნით და მოვალ მალე.
თვალი გავაყოლე და კარები რომ გაიხურა, დედას მივუბრუნდი.გული ამეწვა ასეთ მდოგმარეობაში რომ დავინახე. როგორ მენატრებოდა და მინდოდა მისი ნახვა.ამას აუცილებლად გამოვასწორებდი და დღეიდან მაკას გვერდიდან არ მოვშრდებოდი.მშვიდად ეძინა, ესე იგი არაფერი აწუხებდა.ახლოს მივიწიე და მის ხელთან ჩამოვდევი თავი.ალბათ დამეძინებოდა კიდეც, დათო რომ არ შემოსულიყო.
-კატო, გამოდი ერთი წუთით საქმე მაქვს.
დედას ვაკოცე და პალატიდან გავედი.დათოსთან ერთად გიროგის მეგობარი რომ დავინახე, გავოცდი.მეგონა წასული იქნებოდა, ის კიდევ მე მიცდიდა და ამასთანავე დათოს ისე ელაპარაკებოდა, თითქოს დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთსო.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ?-ვიკითხე თვალებგაფართოებულმა.ორივე ჩემსკენ შემობრუნდა.ჯერ დათოს შევხედე, შემდეგ კი უცნობს...
ახლა მისი სახე გარკვევით ჩანდა შუქზე.შოკში ჩავვარდი...ნამდვილად არ მეგონა ვინმე ისეთს თუ შევხვდებოდი , ვინც საბას ტყუპისცალივით გამოიყურებოდა.მისი ღიმილი, ცხვირი, თმები...ყველაფერი საბასი იყო...გარდა თვალებისა.მას შავი თვალები ქოდა, საბას კი ცისფერი...
-მოხდა რამე?-დათო აღელვებული მიყურებდა, რადგან ჩემი გამომეტყველების ცვლილება შეამჩნია ალბათ.
-აჰ არაფერი, ცოტა დავიღალე და...
-ჰო მართლა, ეს ჩემი ახლო მეგობარია-ხელით უცნობზე მანიშნა.-მომიყვა როგორ შეხვდით ერთმანეთს.მას ბოლომდე ვენდობი.-ისეთი სიამაყით ლაპარაკობდა გვერდით მდგომზე, რომ იფიქრებდით უცოდველიაო.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს?-კითხვა დათოს დავუსვი , მაგრამ მოჭუტული თვალებით უცნობს მივჩერებოდი.
-გერმანიაში გავიცანი, ორივე ერთ პროექტზე ვმუშაობოდით და.. ნუ დეტალები ალბათ არ დაგაინტერესებს.ჰო, რა მინდა გთხოვო კატო.დღეს ჩემთან დარჩი სახლში.რომ გავიგე რაც მოხდა ,ისე წამოვედი ,რომ არავინ დამიტოვებია.მე აქ დავრჩები დღეს , ასე რომ აჰა გასაღები და ჩემს მოსვლამდე ყურადღება მიაქციე ყველაფერს კარგი?-გასაღები ხელში ჩამიდო და გამიცინა.
-ჰო მაგრამ, მე არ ვიცი თქვენი სახლი სად არის, ნამყოფიც არ ვარ-უხერხულად ჩავილაპარაკე.
-ეგ არ არის პრობლემა,აი რატომ გამიხარდა ჩემს მეგობარს რომ შეხვდი.ის რამდენჯერმე სტუმრად იყო ჩემთან, ასე რომ სახლამდეც მიგიყვანს და დღეს იქ დარჩება-რაო?დარჩებაოოოო? უცნობთან ერთად , მარტო? არ არსებობს !!!
-მე არც დღეს და არც ხვალ დაკავებული არ ვარ, ასე რომ რაც გინდათ მთხოვეთ-ეს ბიჭი აშკარად ვერაა თავის ჭკუაზე.
-ხვალ დაგირეკავ კატო და მაკას ტანსაცმელიც წამოიღე და საერთოდ, რაც დაჭირდება ეგ შენ უკეთესად იცი.არაფერზე იდარდო, მას ასი პროცენტით ვენდობი.ხვალაც ის მოგიყვანს საავადმყოფოში თავიდანვე რომ იცოდე.
-სალომეს შემიძლია ვთხოვო-გაჯიუტება ვცადე.
-კარგი წადით ახლა, მე დედაშენთან შევალ, რომ გაიღვიძოს ხომ უნდა დავხვდე იქ-ჩემი სიტყვები დააიგნორა და პალატაში შევიდა.
გვერდით მდგოს მტრული მზერა ვსტყორცნე და წინ წავედი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია.არც მას უთქვამს რამე.ერთი სული მქონდა დროზე მივსულიყავი სახლში და გემრიელად დამეძინა.საშინელი დღე მქონდა და როგორმე ხომ უნდა დავმშვიდებულიყავი.
-მოვედით-მისმა ხმამ გამომაფხიზლა და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი.
ნუ სახლი იყო....სამსართულიანი სასახლე იყო უფრო სწორად. ვიცოდი რომ დათოს ბევრი ფული ქონდა ,მაგრამ ამდენი? ამას ვერც კი წარმოვიდგენდი.
-მაგარია-ჩავილაპარაკე გაოცებულმა.
კარი მარტივად გავაღე და მისაღები ოთახი მოვათვალიერე.
-შენ ალბათ იცი სად უნდა დაიძინო, მე დედას ოთახში შევალ.-ისე ჩავილაპარაკე ,რომ მისკენ არც მიმიხედავს.
-არ გშია? გეჭამა ჯერ რამე-მომაძახა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ,რადგან ჭამის ხასიათზე ახლა ნამდვილად არ ვიყავი.
მეორე სართულზე მივაგენი თუ არა დედას ოთახს , შვებით ამოვისუნთქე.ხმაური მომესმა და უკან მივიხედე.ისე ჩამიარა, რომ არც კი მოუქცევია ყურადღება.გვერდით ოთახთან შეჩერდა და გამიცინა.
-თუ რამე დაგჭრდეს, მე აქ ვიქნები.
-კარგი-თავი დავუქნიე და ოთახში შევედი.ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გადავიძრე და ფანჯარასთან დავდექი. ნამდვილად არ მინდოდა ვინმესთან ერთად დარჩენა. კიდევ რომ ის კოშმარი დამესიზმროს რა ვქნა ? გადავრევ ამ ადამიანს ალბათ...
ფარდა გადავწიე ვარსსვ;ავები რომ დამენახა.დავწექი და ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი.მეგონა კარგა ხანი ვერ მოვისვენებდი , თუმცა იოლად დამეძინა.
რამდენჯერმე გამოვფხიზლდი და ვგრძნოდი როგორ ვცახცახებდი.ტანი დაჭიმული მქონდა და თვითონაც დაძაბული ვიყავი. არც წყვდიადი დამსიზმრებია და არც სუნთქა გამჭირვებია, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი. მეძინა ,თუმცა პარალელურად ვგრძნობდი ოფლში ვიწურებოდი.ხელებს ვმუშტავდი და თავს ისე ვაქნევდი , თითქოს რაღაცისგან გათავისუფლება მინდოდა.
„ისედაც საკმარისზე მეტი დრო მოგვცეს,მიყვარხარ კატო“-ისევ ეს სიტყვები გამახსენდა და გული შემეკუმშა.
-არ წახვიდე რა, არ გრცხვენია? მერამდენედ უნდა მიმატოვო-არ ვიცი ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობდი, არ ვიცი უბრალოდ გონებაში ჟღერდნენ... კანკლამა ისე ამიტანა ,რომ რეალობის და სიზმრის გარჩევა არ შემეძლო.
-საბააა...საბა....სა..ბაააა....-თანდათან ხმას ვუწევდი და ბოლოს კივილზე გადავედი.ქუთუთოებს მაგრად ვაჭერდი ერთმანეთზე და თავიც ამტკივდა.
-საბააა, არ წახვიდე...-კიდევ ერთხელ განწირულივით დავიკივლე და ვიღაცის შეხება ვიგრძენი.
სხეული წამში მოდუნდა, დამუშტული ხელები გაჭირვებით გავშალე.ცახცახი შევწყვიტე და თვალები გავახილე. ვიფიქრე მძინავსთქო ,რადგან საბას სახეს ვხედავდი,.ისეთი აღელვებული და შეშფოთებული მიყურებდა...
-მოხვედი?ჩემთანდ დარჩები ჰო?-მხოლოდ ახლა შევაჩნიე ,რომ თურმე ვტიროდი კიდეც.მარჯვენა ხელი მძიმედ წამოვწიე და სახეზე შევეხე.იმდენად რელური იყო ყველაფერი ,რომ გაღვიძება არ მინდოდა.თავიდან ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ მზერა რომ დამეწმინდა ,კარგად გავარჩიე ,თუ როგორი ინტერესით მიყურებდნენ შავი თვალები....
ასე...არ მეძინა....უბრალოდ ეს ბიჭი საბაში ამერია ,რადგან ძლიან გავდნენ ერთმანეთს.ხელი ისევ მის ლოყაზე მედო. ჩამოღება ვერ მოვიფიქრე.ოთახში შუქი ენთო, ამიტომ მისი სახის ნაკვთები კარგად ჩანდა.
-კატო კარგად ხარ?-მზრუნველად მკითხა და ხელზე შემეხო. ამ სიტყვებმა დენის დარტყმასავით იმოქმედეს.უცებ გავსწორდი და ჩემი საბნიანად უკან დავიხიე.
-შენ აქ რა გინდა?-წამოვიყვირე ჯერ კიდევ აცრემლიანებულმა და როცა ხელი თმის გასასწორებლად თავზე გადავისვი, ტკივილისგან წამოვიყვირე.
-რა გჭირს?
-ჯერ მითხარი აქ რა გინდა-გავჯიუტდი და ხელები ზურგს უკან ჩავმალე.
-როგორ თუ რა მინდა, მეძახდი და მოვედი.-ჩვეულებრივი პასუხი იმდენად არაჩვეულბრივად მეჩვენა, რომ გამოვშტერდი კიდეც..
-ჰა?-ვიკითხე დებილივით.
-ღამით შენმა ყვირილმა გამომაფხიზლა.გვერდით ოთახში რადგან ვიყავი, ყველაფერი გარკვევით მესმოდა.საბაო იძახდი, უფრო სწორად კი არ იძახდი, კიოდი.შემეშინდა რამე ხო არ დაემართათქო და კარზე დავაკაკუნე, მაგრამ არ აღებდი .ამიტომ მე თვითონ შემოვედი....-აქ პაუზა გააკეთა და ფრთხილად გამომხედა.
-და?
-და დავინახე, რომ ძილში ლაპარაკობდი.ორივე ხელი დამუშტული გქონდა , დაძაბული იყავი და ოფლით სახე გქონდა დაცვარული. შენი გაღვიძება ვცადე და ფრთხილად შეგარხიე. არ ჩერდებოდი და მაინც გაიძახდი საბა არ დამტოვოო.სიმართლე გითხრა გამიკვირდა ჩემი სახელი რომ ახსენე, თუმცა მივხვდი , რომ სხვას გულისხმობდი.შუბლი გაგისინჯე და სიცხე გქონდა, ალბათ ამიტომ ბოდავდი.ქვედა სართულიდან წამლები ამოვიტანე და კიდევ ერთხელ ვცადე გამეღვიძებინე.მხრებში ჩაგავლე ხელი, რადგან კანკალებდი, მე კიდევ უნდა დამემშვიდებინე.მოულოდნელად თვალები გაახილე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ტიროდი..როცა მითხარი ჩემთან დარჩიო, მივხვდი რომ მართლა სხვად მიმიღე, ამიტომ ხმა არ ამოვიღე. არ მინდოდა შეგშინებოდა.ვიფიქრე ჯერ ბოლომდე არ გამოფხიზლებულათქო.დაველოდე როდის გააცნობიერებდი სიტუაციას..და აჰა-დეტალურად აღწერა მომხდარი და ბოლოს თხრობა მხიარულ ნოტზე დაასრულა...
მე კი გონებაში მხოლოდ მისი სახელი მიტრიალებდა...რატომ მაინც და მაინც საბა? რატომ მექცევა ცხოვრებ აასე ? კიდევ ერთი მსგავსება აღმოვაჩინე და ეჭვები უფრო გამიძლიერდა.
-ბოდიში - ამოვილუღლუღე და დამნაშავის სახით მივაჩერდი.
-რატომ მიხდი ბოდიშს?ნუ სულელობ.ხელი მომეცი , ორივე-მკლავზე ფრთხილად შემეხო და ორივე ხელი წინ გამაწევინა.
-რა მოხდა?-ვკითხე როცა გამომეტყველება შეეცვალა.
-ძილში იმდენად ძლიერად გქონდა დამუშტული ხელები, რომ ფრჩხილებმა დაგისერეს.-მის სიტყვებს ბოლომდე ვერ მივხვდი ,სანამ თვითონ არ შევამოწმე.ეტყობა ფრჩხილები ხორცში ღრმად შევიდა ,რადგან ხელისგულები დასისხლიანებული მქონდა.
-სისხლის ხომ არ გეშინია?-მკითხა , როცა ჩემი რეაქცია დაინახა.
-არა, უბრალოდ ამას არ ველოდი-გამეცინა.
ჭრილობები დამიმუშავა და ხელები შემიხვია.ისე ფრთხილად და ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს, რომ ტკივილი არ მიგრძვნია.სიცხე რომ გავიზომე , 38-ზე მაღალი მქონდა, ამიტომ წამლები დავლიე და საბანში გავეხვიე...
-არ გინდა მომიყვე?-ჩუმად მკითხა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-მკითხე, რა გაინტერესებს-არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა.ვენდობოდი, მაგნიტივით მიზიდავდა...
-ცუდი სიზმარი გესიზმრა?
-არაფერი დამსიზმრებია, უბრალოდ რაღაც გამახსენდა წარსულიდან, თან სიცხე მქონდა და ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ბოდვა დავიწყე.-ნაღვლიანად გამეცინა .
-რატომ ტიროდი?ან რატომ ცახცახებდი? რამის შეგეშინდა?
-იმიტომ ვტიროდი ,რომ ეს ადამიანი ძალიან მენატრება.იმიტომ ვცახცახებდი, რომ მისი კიდევ ერთხელ დაკარგვის შემეშინდა.
-მე იმ ადამიანად რატომ მიმიღე?-ახლა სერიოზულად მიყურებდა.ეტყობოდა, რომ ძალიან აინტერესებდა. არ ვიცოდი ღირდა თუ არა მისთვის ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე გამერისკა.
-იმიტომ ,რომ შენ მას ძალიან გავხარ...-თვალები გავსუწორე თუ არა ,მის გამჭოლ მზერას შევხვდი.
-სახელით?-სანამ კითხვებს მისვამდა,ვერც კი შევამჩინე მისკენ ისე გადავიხარე...
-არა მარტო...შენ მისი ღიმილი გაქვს...-გაუცნობიერებლად ვუახლოვდებოდი საბას სახეს-ცხვირი, ტუჩები .. თმებიც კი...ძალიან გავხარ...-მისი თმისკენ წავიღე ხელი. მინდოდა ერთხელ მაინც შევხებოდი.
-მაგრამ მე ის არ ვარ-მკაცრად ჩაილაპარაკა.ხელი ჩამავლო და უკან წამაღებინა.
-ვიცი , მაპატიე...-წამში მოვეგე გონს ,როცა ბრაზიან შავ თვალებს წავაწყდი და უკან დავიხიე.
-ესე იგი ყველაფრით ვგავარ?-ხმის ტონი შეცვალა და ისევ მხიარული გახდა.
-არა, თვალები გაქვს სხვანაირი-გამეცინა როცა მის გაკვირვებულ სახეს შევხედე.-მას ცისფერი თვალები ქონდა, შენ კიდევ შავი-მოკლედ ავუხსენი ,მაგრამ შევამჩნიე, რომ ამ პასუხმა უფრო დააბნია.
-ცისფერი?- გაიმეორა და საწოლიდან წამოდგა.
-ჰო, ცისფერი..მოხდა რამე?-ფანჯარასთან დადგა. მის სახეს ვერ ვხედავდი..
-საბა... ძალიან გიყვარდა?-ხმა შეცვლილი ქონდა.
-კი, ძალიან მიყვარდა, ახლაც მიყვარს და მომავალშიც მეყვარება.-ნაღვლიაად ჩავილაპარაკე.
-შენი არ მესმის, თუ სწორად მვივხვდი, ახლა ერთად არ ხართ , მიგატოვა.მაშინ ისევ მასზე რატომ ფიქრობ?-მიგატოვაო რომ თქვა, ძალიან გავბრაზდი.
-ეს სხვა საკითხია.გრძელი ამბავია. როგორმე სხვა დროს მოგიყვები-უხეშად ვუპასუხე და გვერდი შევიცვალე.ახლა მისკენ ზურგით ვიწეექი.
-ძალიან კარგი, ესე იგი ჩვენი გაცნობა ამ დღით არ დამთავრდება და სხვა დროსაც შევხვდებით ერთმანეთს-ჩემს წინ დადგა.დაჟინებით მიყურებდა.
-მეძინება , შეგიძლია გახვიდე.-არაფერი უპასუხია ისე შებრუნდა.
-მოიცადე,მადლობა.-ხმადაბლა ამოვილაპარაკე .
-რომ დაგჭირდე, გვერდით ოთახში ვარ-მომაძახა და კარები გაიხურა.
სრულ გაურკვევლობაში ვიყავი.მისი ხასიათის მკვეთრი ცვლილებები მაფიქრებდა.ერთნაირი სახელები ეჭვს მიმძაფრებდა.სასწრაფოდ სალომე უნდა მენახა და სერიოზულად დავლაპარაკებოდი, რადგან ის მაინც იაზროვნედბა საღად მსგავს ჩახლარათულ სიტუაციაში.

მეორე დღეს საბამ გამაღვიძა და მითხრა საავადმყოფოში წასვლის დროაო.დედას რაც დაჭირდებოდა, ყველაფერი ჩანთაში ჩავაწყვე და ათ წუთში უკვე ვაჟბატონის მანქანაში ვიჯექი.ჯიუტად ვიყურებოდი წინ, თუმცა კარგად ვამჩნევდი მწველ მზერას, რომელიც რატომღაც არ მშორდებოდა.ბოლოს ნერვებმოშლილმა ბრაზით გავხედე და სწორედ იმ მომენტში ამარიდა თვალები.
-გაიტერესებს რამე?-დანებებით ვიკითხე და გავყუჩდი მისი პასუის მოლოდინში.
-ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ საკმარისად არ გიცნობ ,რომ მსგავსი კითხვები დაგისვა , ამიტომ თავს შევიკავებ.
-მაშინ ასე დაჟინებით რატომ მიყურებდი?-მაინც მეგონა , რომ რაღაც უნდოდა.
-ერთ ღამეში შენზე ამდენი რამ გავიგე და დავიჯერო ჩემზე არაფერი გაინანტერესებს?-ისეთი მეამიტი სახით მკითხა , გამეცინა.
-არ ვიცი-დავფიქრდი და ისე ვუპასუხე.-შეიძლება რაღაცაში მართალიც ხარ, მაგრამ...
-გეშინია?-ხმის ტონი შეცვლოდა.ახლა უფრო ცინიკურად ჟღერდა მისი ნათქვამი.
-რას გულისხმობ?
-ისედაც შენს წარსულს გაგონებ და გეშინია კიდევ რამე საერთო არ აღმოაჩინო ჩემსა და შენს საბას შორის?-ათიანში გაარტყა!
მთელი ცხოვრება ყველა იმას მეუბნებოდა , რომ ჩემს ნამდვილ სახეს ნიღბის ქვეშ ვმალავდი,არავის ვანახებდი და ამიტომ ჩემი ფიქრების გამოცნობა უჭირდათ. ერთი დღის გაცნობილმა ბიჭმა კი, რომლის სახელი ვიცოდი მხოლოდ, ზუსტად წაიკითხა ჩემი აზრები.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჭრილობაზე მაჭერდნენ ფეხს.
მისი არ მესმოდა.ხასიათი იმდენჯერ და იმდენად ხშირად ეცვლებოდა, შესაფერისი პასუხის გაცემას ვერ ვასწრებდი.ერთი შეხედვით კეთილი ბიჭი ცინიკოსი და თავშიავარდნილი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა,თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თავისებური შარმი მაინც ქონდა.
-შენ არაფერი იცი-ჩავიბუზღუნე და ფანჯარაში გავიხედე მისკენ თვალები რომ არ გამქცეოდა.
-და კარგა ხანი ვერც გავიგებ ჰო?-ახლა დანაღვლიანდა...
-დამაინტერესე , იცი ?!-ვეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა მაგრამ არ ვტყუოდი ,სიმართლეს ვეუბნებოდი.
-რა? მე? - არ ვიცი გაოცებული იმით იყო, რომ პირდაპირ ვუთხარი სათქმელი თუ იმით, რომ საუბრის დაწყების ინიციატივა მე გამოვიჩინე, მაგრამ შევნიშნე თვალები როგორ გაუბრწყინდა.მომენტში გავიფიქრე რა ბავშვურიათქო, მაგრამ მისი ხასიათის რამოდენიმე წუთის წინანდელი ცვლილებები რომ გავიხსენე ეს აზრი სასტიკად უარვყავი.
-რამდენი ნიღაბი გაქვს?-მისკენ შევბრუნდი და მზერა გავუსწორე..რამოდენიმე წუთი პასუხი არ გამცა, შემდეგ ამოიხვნეშა და მანქანა გააჩერა.-მოვედით კატო-ისე გაიცინა, რომ ცოტა ხნის წინანდელი მღელვარება სახიდან საერთოდ გაუქრა.
-მოხდა რამე?-გაკვირვებული მომიბრუნდა, როცა ადგილიდან არ დავიძარი.
-შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა-თვალებმოჭუტულმა საზეიმოდ განვუცხადე .
დათო პალატასთან იცდიდა.გადავკოცნე და პირაპირ დედასთან შევედი.გაღვიძებული იყო და სახეზე ფერი დაბრუნებოდა. გულზე მომეშვა უკეთესობა რომ შევნიშნე.ნელა მივუახლოვდი და მაგრად ჩავეხხუტე.როგორ მინდოდა არ ამტირებოდა ,მაგრამ თავს ვერ მოვერიე და ერთი ცრემლი მაინც გადმომივარდა.
-კარგად ვარ დე, ხომ მიყურებ? არ იტირო გენაცვალე-ხელები მაგრად მომხვია და თმაზე მომეფერა.
-მაკა დეიდა, ეს რა მტირალა გყოლიათ?-ადგილზე გავიყინე საბას ხმა რომ გავიგე.მთელი სხეული დამეჭიმა და მისკენ თვალებდაქაჩული შევბრუნდი.
-შენ აქ რას აკეთებ?-ამოვისისინე და თვალებით ვანიშნე გაეთრიე ,თორემ მოგკლავთქო.
ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო , ვაჟბატონმა ჰაერში რომ ამწია და გვრედით რასაც ქვია გადამდგა.თვითონ კი დედაჩემს ისე მაგრად ჩაეხუტა , დავეჭვდი ნამდვილად დედისერთა ვიყავი თუ არა.
-დედა, ეს შენი უკანონო შვილია, თუ იშვილე?-ისეთი სერიოზული ტონით ვიკითხე, ორივეს სიცილი აუტყდა.
-დედი გაიგებდი ალბათ რომ დათო და საბა მეგობრობდნენ.ჩვენთან რამდენჯერმე იყო სტუმრად და მეც გავიცანი.ოქრო ბიჭია-თმა აუჩეჩა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-მოიცა ანუ შენ იცოდი ვინ ვიაყავი როცა პირველად დამინახე?-საბამ დაკვირვებით შემათვალიერა და თავი გააქნია.
-არა, ნამდვილად არა.მაკამ კი მაჩვენა შენი სურათი და თქვა ჩემი შვილიაო , მაგრამ იმ ფოტოზე პამპერსი გაცვია.როგორ უნდა მეცნე?-ცინიკოსი,დამპალი,იდიოტი!!!
-დე... გავალ, მოვკლავ და მოვალ-თბილად გავუცინე და საბას მაისურის საყელოში ხელი ჩავავლე.
-კარგად გაგიგიათ ერთმანეთისთვის-გაეცინა დათოს.საბასთან კამათში იმდენად ვიყავი გართული, რომ ვერც შევამჩნიე ,ისე შემოვიდა.სირრცხვილისგან ლამის დავიწვი,მაგრამ არაფერი მითქვამს.
-მინდოდა უფრო ადრე გაგეცნოთ ერთმანეთი , მაგრამ სახლში ვერაფრით მოგიყვანე კატო-გამკიცხავი ტონით გადააქნია თავი.-რაც საჭიროა დამიტოვე დედი და წადი, საქმეები გექნება შენი კიდე.
-მარტო როგორ დაგტოვო?-გავჯიუტდი.
-მე ვიქნები მაკასთან. სახლში მანამ არ დავბრუნდები, სანამ არ გამოწერენ...დაახლოებით ორი კვირა მინიმუმ.-დათო ჩაერთო ლაპარაკში.
-სად დარჩებით მერე?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-საავადმყოფოსთან ახლოს სასტუმროა და იქ გავჩერდები.რამე რომ მოხდეს იქედან უფრო მალე მოვალ , ვიდრე სახლიდან ასე მირჩევია.თან რაც უფრო ახლოს ვიქნები , მით უფრო დავმშვიდდები და ნაკლები სანერვიულო მექნება.დედას ისეთი სითბოთი უყურებდა ,შემშურდა..მეც მინდოდა გვერდით ასეთი ადამიანი.
-ჩვენ წავალთ მაშინ-ხელი ჩამკიდა საბამ და პალატიდან გამომათრია.
-დედას დავმშვიდობებოდი მაინც, რას აკეთებ?-დავუღრინე და ჩემი მტევანი ხელიდან გამოვგლიჯე.
-არ გსიამოვნებს სხვისი შეხება?-ისევ დამპალ ცინიკოსად გადაიქცა .
-გააჩნია ეს სხვა ვინ არის-ნაგლი მზერა ვესროლე და გავტრიალდი.
ის თუ იყო დემონი, არც მე ვიყავი ანგელოზი!!!
უკან არ მიმიხედია წინ ისე მივიწევდი, ამიტომ არ ვიცი მომყვებოდა თუ არა.ტელეფონი აზუზუნდა ჯიბეში და ეკრანს სალომე დაეწერა.მთლად გადამავიწყდა მისთვის ბოლო სიახლეები შემეტყობინებინა.ამ ვირის გადამკიდე თავიდან ყვეალფერი გამომიცვივდა.
-გოგო მკვდარი ხარ თუ ცოცხალი არ უნდა გამაგებინო?- გავიგე თუ არა მისი ანერვიულებული ხმა , თავი დამნაშავედ ვიგრძენი.დღეს არა მგონია შევძლო შენი ნახვა, მაგრამ ხვალ შეტყობინებით მისამართს გამოგიგზავნი და იქ მოდი,თან ჩემი ბინიდან 2 კვირა რომ მეყოს, გამოსაცვლელი ტანსაცმელები წამომიღე.თუ რამე დამჭირდა სიას მოგწერ კიდე.
-რომ შეგეკითხო რაშია საქმეთქო , ხვალამდე არ მიპასუხებ ხო?-ამოილაპარაკა დაღონებულმა.
-ჩემი გოგო ხარ შენ.ხვალამდე-ხმაურიანი კოცნა გავუგზავნე.რა კარგად მიცნობდა მაინც ეს ქაჯი.
-ვისი მანქანითაც უნდა იმგზავრო , იმის პატრონს არ ელოდები?-შუბლშეკრული დამაჩერდა საბა თავზე.
-შენ რაღატო მოდიხარ?-გულწრფელად გამიკვირდა.სახლი არ ქონდა თავისი ჩემთან რომ მოძვრებოდა?
-შენი მიყვანა დამავალეს,თორემ დიდად არც მე მომწონს ის აზზრი , რომ ნახევარი საათი შენთან ერთად უნდა გავატარო მანქანაში-სწერვა გოგოსავით ჩაილაპარაკა.გემრიელად ვიცინე.ჩემი ახარხარებული სახე რომ დაინახა , საბასაც გაეცინა.ჯენტლმენობაც კი გამოიჩინა და მანქანის კარი გამიღო.
-არა, მართლა მაინტერესებს რამდენი ნიღაბი გაქვს-ჩავილაპარაკე ფიქრებში წასულმა.მივხვდი გაიგონა, მაგრამ ჩემი ნათქვამი უბრალოდ დააიგნორა.ამ თემაზე საუბარი როგორც ჩანს არ სიამოვნებდა.მეც აღარ ჩავაჯინდი და შევეცადე დადებითი ხასიათი შემენარჩუნებინა.მაკას მივწერე თუ რამე დაგჭირდეს გამაგებინე და შენთან გავჩნდებითქო.მან კი პასუხად აი რა გამომიგზავნა. :“სანამ მე თვითონ არ მოგწერ საავადმყოფოში მოსული არ დაგინახო.“ აი ხასიათიც ამას ქვია.ალბათ არ უნდა ვინერვიულო, თუმცა საჯავრებელი მართლა არაფერია.ასეთ შეტყობინებებს თუ მიგზავნის, მართლა გამოკეთებული ყოფილა.
ამდენი ხანი არ დავკვირვებივარ, მაგრამ საბას თვალების ფერი შეცვლილი მეჩვენა.მისი ტანსაცმელიც კი განსხვავებული სტილის იყო.ტანზე მომდგარი ჯინსები,ცისფერი ამოღებული მაისური და შავი კეპი.ერთი შეხედვით ერთმანეთს არ ეხამებოდნენ ,მაგრამ ამ სასიკვდილეს ძალიან უხდებოდა.თვალები კი...თაფლისფერი იყო, მუქი თაფლისფერი.ალბათ ათი წუთი იდიოტივით მივშტერებოდი , მზერის მოწყვეტა უბრალოდ არ შემეძლო.
-რა იყო კატო, ხომ არ შეგიყვარდი?--ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.მე კი ეს სიტყვები გულზე ეკალივით მომხვდა.ჩემი ხეცურიანი გამახსენდა და ნაღვლიანად გამეღიმა.
-და რომც შემიყვარდე რა?-მისი რეაქცია მაინტერესებდა, ამიტომ ზუსტად ის სიტყვები წარმოვთქვი, რაც თითქმის ათი წლის წინ ჩემს ბიჭს ვუთხარი.
-ჰმ, მაგაზე არ მიფიქრია-სერიოზული ტონით მიპასუხა და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
-ვიხუმრე საბა, ვიხუმრე და შენ ირჩევნია გზას უყურო, მინდა სახლში უვნებელი მივიდე.-მისი პასუხით იმედგაცრუებულმა გველივით ჩავისისინე ბოლო სიტყვები და სახლამდე ხმა არ ამომიღია.
მანქანიდან გადმოვედი თუ არა, პირდაპირ ჩემს ოთახში ავვარდი.არადა მშიოდა...იმ იდიოტმა რაღაც მომაძახა, მაგრამ არ გამიგონია.კარები მივიჯხუნე და საწოლზე დავებერტყე.იმდენი უარყოფითი ემოცია მქონდა დაგროვებული , რომ გული სადაცააა გამისკდებოდა.როგორ მენატრებოდა ჩემი ბიჭი..კი ვთქვი , რომ ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ერთახელ მაინც მინდოდა დამენახა როგორი იყო გაზრდილი საბა.მისი ზღვისფერი თვალები მომენატრა.ვიბოღმებოდი, როცა ვფიქრობდი ,რომ ცისფერ, ზღვასავით გამჭირვალე თვალებში სხვებს თავისუფლად შეეძლოთ ჩაძირვა , მე კი ცხოვრების ბოლომდე მათი მზრუნველი მზერის გარეშე დავვრჩებოდი.რომ შემეძლოს საბას ავუკრძალავდი თვალების გამოჩენას და მარტო მე დავისაკუთრებდი....
რომ შემეძლოს....
მაგრამ არ შემიძლია....
საშინელმა მონატრებამ შემომიტია.ისე მომიჭირა ხელი წარსულმა, რომ სუნთქვა გამიჭირდა.პირი მაგრად მოვკუმე, რომ კივილი შემეკავებინა ,მაგრამ როცა მოთმინების ფიალა ამოიწურა ,უბრალოდ ბალიში ავიფარე სახეზე.არაადამიანური ხმით გადმოვეცი და გამოვუშვი ყველაფერი ,რაც სულს მიხუთავდა.სახეზე სისველე ვიგრძენი და გამეცინა.სწორი თქვა ვაჟბატონმა, ბევრს ვტიროდი რაღაც ამ ბოლო დროს.
ტუმბოს მიმართულებით გადავცოცი და პირველი უჯრა გამოვაღე.საბას დღიური მედო შიგნით.სადაც არ უნდა წავსულიყავი , მას სულ თან დავატარებდი.სალომესთან ერთად კაფეში რომ ვიყავი ,რვეული ჩანთაში მედო.კიდევ კარგი წამოღებული მქონდა .აქ რომ დღიურის გარეშე დავრჩენილიყავი, ალბათ გავაფრენდი.ჩემი მოგონებების წიგნივით იყო.კითხვასთან ერთად ყველა ბედნიერი კადრი მიდგებოდა თვალწინ და ასე ცოტა ხნით მაინც ვივსებდი სულში დასადგურებულ სიცარიელეს.არ მინდოდა მალე დამემთავრებინა, ამიტომ რამდნეიმე ნაწილად გავყავი და მალევე დავხურე.გარეთ რომ გავიხედე, უკვე დაღამებული იყო.საშინელი ქარი ქროდა.კიდევ კარგი ამხელა სახლში მარტო არ ვიყავი, თორემ სასტიკად შემეშინდებოდა. მშიშარა ვიყავი ამ მხრივ,ასე რომ ამჯერად გამიმართლა გვერდით ოთახში სულიერი მაინც რომ იყო.
კუჭმა რომ ძალიან შემაწუხა, ზოზინით ჩავედი პირველ სართულზე.მისაღებ ოთახში საათი ეკიდა.რვა საათი იყო, წესით საბა ჯერ არ უნდა დაწოლილიყო.ეჭვნარევი მზერა მოვავლე მისაღებს , მაგრამ ბევრი ვერაფერი შევნიშნე, რადგან შუქი არ ამინთია.ვიფიქრე სამზარეულოში რომ გავალ იქ ავანთებთქო, მაგრამ ბედი მაქვს ისეთი არც მიკვირს, რომ იქამდე უვნებელმა ვერ გავაღწიე...
პატარა მაგიდის ფეხს წამოვედე და პირდაპირ მდივანზე დავებერტყე....რაღაცას,უფრო სწორად ვიღაცას.....
-პოლიციაში დავრეკავ და ძალადობისთვის გიჩივლებ-ყურში ჩამესმა საბას დაბალი ბოხი ხმა და მთელს სხულში ელექტროდენმა დამიარა.
-ბოდიში, არ ვიცოდი აქ თუ იწექი.ბნელა და ვერ შეგამჩნიე.-ავლუღლუღდი.ვგრძნობდი ვაშლივით წითელი ვიყავი.წამოდგომა მინდოდა და ხელებს მაგრად დავაწექი.
-კატო წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რა ვიცი ,რამოდენიმე დღის გაცნობილი გყავარ და...-ყოყმანით შენიშნა და დაამატა-ისე შენი კანის სიმხურვალეს ვგრძნობ-ჩაიხითხითა.
-რა წინააღმდეგი არ ხარ?რაზე ამბობ?-მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.გადავწყვიტე უბრალოდ დამეიგნორებინა და წამოდგომა კიდევ ერთხელ ვცადე.
-ჯერ შეხედე მარცხენა ხელი სად გიდევს და მერე იტლიკინე თუ შეიძლება.სხვათა შორის მეც ადამიანი ვარ და იმით თუ ვიმსჯელებთ, რომ რკინისგან არ ვარ აგებული, ამ წუთას სხეული....სხეულის გარკვეული ნაწილი ძალიან მტკივა.-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ინტონაციით რომ წარმოთქვა, დენდარტყმულივით წამოვვარდი ფეხზე.
-ეგრე რა, მე ვიფიქრე ჩემს მოკვლას აპირებსთქო.-ფეხის ხმა გაავიგე და მივხდი, რომ ისიც ადგა.შემდეგ კი შუქი აანთო.ბრაზისგან აპილპილებული კბილების ღრჭიალით წავედი მისკენ და მუშტები შევკარი.
-ჰა, რა მოხდა?-შეშინებულმა მზერა ჯერ ჩემს დამუშტულ ხელებზე შეაჩერა, შემდეგ კი მრისხანებით სავსე თვალებზე.
-გარყვნილო იდიოტო-დავიწივლე და გავეკიდე.-ვერ მითხარი დროზე ავმდგარიყავი? ან ცუდად თუ დავეცი? ჩემი წვალებით ტკბებოდი?-აფექტში ჩავვარდი მგონი.ასე ჯერ არავის გამოვუყვანივარ წყობიდან.
-კატო მშიერზე არა მგონია რამე მიქნა და არ ჯობია ჭამო?მაგისთვის არ ჩამოდი ოთახიდან ? თუ ჩემი ნახვა გინდოდა?-ფრთხილი ინტონაციით დაწყებული ლაპარაკი, მაინც თავის სტილში დაასრულა. მაგიდაზე ვაზაში ვაშლები ეწყო.დავავლე ერთს ხელი და პირდაპირ შუბლში გავუქანე...
რა ვიცოდი თუ მოხვდებოდა...
-აღიარე, რომ დებილი ხარ-სიცილით ვუმუშავებდი ნატკენ ადგილს და მისი დამანჭული სახის დანახვაზე ვერთობოდი...
საქმე იმაშია, რომ ვაშლი გავუქანე თუ არა , აცილება ცადა, ფეხი აუცდა და დაცემის დროს თავი კარადას მიარტყა.
-შენ ჩემი მოკვლა გინდოდა, ეს სასაცილოა?-შემომიღრინა და ნატკენი ადგილი დაიზილა.
-მორჩა, დავამთავრე-პატარა ნაკაწრზე პლასტირი გადავაკარი და წამლების ყუთი თავის ადგილას დავაბრუნე.-აუ მართლა მშია ისე ხომ იცი.
ადგილიდან წამოვიზლაზნე და სამზარეულოში გავედი.
მაცივარი რომ გამოვაღე ,შიგნით სალათების კოლექცია დამხვდა....
-ესენი ვინ გააკეთა?-გაკვირვებულმა მივიხედე უკან. საბა ამაყად მიცქერდა.-შენ?
-რომ მოვედით მოგაძახე საჭმლის გაკეთებას ვაპირებ და თუ გინდა ჩამოთქო, მაგრამ ვიღაცა ბუტია ახალგაზრდამ ყურადღება არ მომაქცია, კარები მიიჯახუნა და აღარც მოვუკითხივარ.
-შენ მზარეულიც ხარ ?-სასიამოვნოდ გაოცებულმა საყვარელი სალათი გამოვიღე და ცოტა გავსინჯე.-შეუდარებელია.
შევაქე თვალებგაბრწყინებულმა.არ მჯეროდა,რომ მაკაზე უკეთესადაც კი გამოუვიდა.
-რა თქვი ? ბიზნესმენი ვარო?-ვკითხე ყბებგამოტენილმა.
-ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება -კოვზი აიღო და ტუჩებზე მომადო.-რომ მორჩები მერე რაც გინდა მკითხე.-თბილად გამიღიმა და მისაღებ ოთახში გავიდა.
ალბთ ისევ მდივანზე დაწვა.მე კი ის თეფში მთლიანად გამოვცალე და კმაყოფილი საბას წინ პუფში მოვკალათდი.მანამ ვიხვანცალე, სანამ მოხერხებულად არ დავჯექი.ხელი თავის ქვეშ კომფორტულად მოვათავსე და თვალები დავხუჭე.
-კატოოო-დაბალი ხმით მეძახდა საბა.
-ჰო-ასეთივე ტონით ვუპასუხე და თვალები გავახილე.
-კატები გიყვარს?-იმდენად უადგილო კითხვა იყო, ჯერ კარგად დავფიქრდი რის მიღწევას ცდილობდა. უეჭველი ჩემი გაბრაზება უნდოდა, აბა ეს საიდან გაახსენდამეთქი.
-კი-ბოლოს მაინც სიმართლე ვუთხარი და მოჭუტული თვალებით ვაკვირდებოდი სახეზე ემოციების ცვლილებას.
-მეც-ჩაილაპარაკა მხიარულად.
-რატომ მკითხე?-მართლა ძალიან მაინტერესებდა საიდან მოფიქრა ასეთი რამე ჭკვიანმა ბიჭმა.
-შენნმა ქცევამ კატები გამახსენა და იმიტომ-ჩვეულებრივად მიპასუხა-ივახშმე,პირის წკლაპუნით გამოდი მისაღებში და პუფში საყვარლად მოკალათდი.-დაწვრილებით ამიხსნა რასაც გულისმობდა კითხვისნიშნიანი სახით რომ მივაჩერდი.
-ფანტაზია დიდი გაქვს ხო?-გამეცინა.
ტელეფონის ზუზუნი გავიგე და დაფეთებულმა ვსტაცე ხელი, როცა დედას ნომერი შევნიშე.ვიფიქრე ალბათ რამე მოხდათქო და ნახევრად ისტერიკაში ჩავარდნილმა ძლივს ავიღე ყურმილი.
-დე? მოხდა რამე? რატო მირეკავ? ხო ხარ კარგად?-ერთიანად მივაყარე კითხვები და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე.
-დამშვიდდი კატო, რა დაგემართა-გაეცინა მაკას.საბას მობილური გათიშულია და შენ იმიტომ დაგირეკე , გადაეცი, რომ მის ბარგს ხვალ მოიტანენ სახლში.გიორგი მოგიტანსთქო უთხარი.მიხვდება თვითონ.-მოვლენების უკან გადახვევა ვცადე და მივხვდი, რომ არალოგიკური იყო საბას ასე გვიანობამდე სახლში გაჩერება.ახლა გასაგებია რატომაც არ იცვლიდა ფეხს ამ დაწყევლილი მდივანიდან.
-შენ რა , გინდა თქვა , რომ საბა დღესაც აქ რჩება?-წამოვიკივლე თავზარდაცემულმა.ფხუკუნი მომესმა და იმ ცხოველს გამწარებულმა გადავხედე.
-რა თქმა უნდა, არა კატო. ნუ სულელობ რაღაცეებს-იმწუთასვე უარყო დედამ და მეც ცოტა დავმშვიდდი-დღესაც მან დარჩება საბა და ხვალაც...ზეგაც და მაზეგაც...სანამ მე არ გამომწერენ შენ სახლში მარტო იქნები და ამიტომ ვთხოვე დარჩენილიყო.კარგად დაემთხვა სამუშაოზე ერთი თვე გასვლას არ აპირებს, შვებულება აქვს ასე ვთქვათ.ხვალ კი მის ტანსაცმელებს მოიტანენ, მეგობარი მოაკითხავს წინასწარ რომ იცოდე დედი.
ვსიო,დამთავრდა ჩემი მშვიდობიანი და თავისუფალი ცხოვრება.
-დედა, მე მიკეთებ ამას?-საცოდავად ამოვიკნავლე.-არც კი ვიცნობ ამ ადამიანს და მარტო მტოვებ მასთან? ორი კვირით თან?
-ორი კვირით არა კატო, ექიმმა თქვა რომ ჩემს გამოწერას დააგვიანდება,საბა კიდევ უცნობი არ არის, ვიცნობ და ვენდობი.ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს.
-კი მაგრამ ამ არსებას თავისი სახლი არ აქვს?-ჩავისისინე თუ არა „არსებათქო“ , სიცილი შეწყვიტა და ბრაზით სავსე მზერა მომანათა.
-ჯერ არ უყიდია სახლი საქართველოში, საზღვარგარეთ ცხოვრობდა ამდენ ხანს.ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს მოაგვარებს და გადავა ალბათ. ნუ თავისი საქმე თვითონ უფრო უკეთესად იცის.აქ როცა ჩამოდიოდა , სულ ჩვენთან რჩებოდა ხოლმე , ამიტომ არც დაჭირვებია მუდმივი საცხოვრებელი შეეძინა.კიდევ გაინტერესებს რამე?-რაღაცნაირად ეშმაკური ხმით დაამატა და რომ ვუთხარი არათქო ტკბილი ძილი მისურვა და ყურმილი დაკიდა.

რომ თქვა საზღვარგარეთ იყოო , გონებაში საბას საზღვარგარეთ მკურნალობამ გამიელვა და მერე დედამ რაც მითხრა თითქმის არაფერი გამიგონია.
-მოხდა რამე? კატო, სახეზე ფერი არ გადევს-აღელვებული წამოიმართა და მომიახლოვდა.
-თავბრუ დამეხვა უცებ -ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხე და მზერა ავარიდე.-ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული?-ვცადე სხვა თემაზე გამეკეთებინა მობილიზება და გამომივიდა კკიდეც.გუნება გამომიკეთდა და თავისუფლად ამოვისუნთქე.
-დაჯდა და გამოირთო. რაო მაკა დეიდამ?-ისევ მდივანზე გაწვა და პლედში გაეხვია.
-ბარგს ხვალ მოგიტანს გიორგიო-ავტომატურად გავიმეორე დედას ნათქვამი და რომ გავაანალიზე გიორგი ვინც იყობ სალომე ამომიტივტივდა გონებაში.
ისიც ხვალ უნდა მოსულიყო ჩემთან და ძალიან კარგი ერთმანეთს ასე თუ მაინც გაიცნობდნენ.
-რატომ არ მითხარი აქ თუ ამდენი ხნით რჩებოდი?-ჩემი გაბრაზების ჯერიც დადგა.
-იმიტომ, რომ შენი რეაქციის შემეშინდა-პლედში ჩამალა თავი და ისე ამომძახა.
ხანდახან ისეთი საყვარელი ქცევები ქონდა, მისი შეჭმა მოგინდებოდა.ხანდახან კი 40 წლის კაცივით აზროვნებდა...
აზრზე არ ვიყავი რა უტრიალებდა გონებაში სინამდვილეში,არა და მაინტერესებდა მისი ნამდვილი სახე.მაინტერესებდა მისი ფიქრები, შეხედულებები...
უბრალო ცნობისმოყვარეობა , მეტი არაფერი...
უბრალო ცობისმოყვარება...
ჰმ...

აღარაფერი მითქვამს , ძილინებისა ვუსურვე და ჩემს ოთახში ავედი დასაძინებლად.რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ,იმ ღამით მშვიდად მეძინა.არავითარი კოშმარი, არავითარი ნერვიულობა...აღარც მახსოვდა ბოლოს ასე გემრიელად როდის გამოვიძინე.9 საათზე დავჭყიტე თვალები.ხელი მოვაფათურე ჩემი ბალიშის ქვეშ და დღიური გამოვიღე.ყდას ტუჩები ოდნავ შევახე და ტუმბოში შევინახე.ხანდახან ასეთი რამეც მახასიათებდა...
პირველ სართულზე ფრთაშესხმული ჩავვარდი სალომეს შეტყობინება რომ გავუგზავნე მისამართით.
-საბა,საბა,საბა,საბა,საბა-გადაბმულად ვყვიროდი და რომ ვერსად ვიპოვე , სამზარეულოში შევედი.
-თავი მატკინე დილიდან რა-ღიმილით გადააქნია თავი და საუზმე დამიდო წინ.-დიდი ხანი ნამდვილად არ არის რაც ერთმანეთს ვინცობთ და რა მალე ავაწყვეთ ურთიერთობა არა?-ტუჩის კუთხე საყვარლად ჩატეხა და წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
-აჰა...-უძლურად დავუქნიე თავი ლოყებშეფაკლულმა და თეფშს დავაშტერდი.-ეგ კი არა... მისმინე ადამიანო რაღაცის თქმა მინდა.
-ჰო რა იყო-ჩემს წი დაჯდა და მანაც ჭამა დაიწყო.
-გიორგი როგორი ბიჭია?-კითხვა დავსვი თუ არა , საყვარელი ტუჩის ჩატეხვები და თბილი ღიმილები ჯოჯოხეთის ცეცხლის აგიზგიზებად გადაიქცა მის თვალებში.
-შენ რაში გაინტერესებს?-დაიღრინა .
-ეგ შენი საქმე არაა, თუ მეუბნები, მითხარი-საბას ასეთმა ქცევამ მეც მომიშალა ნერვები.
-გადასარევი ბიჭია, შესანიშნავი ხასიათით და იდეალური აღნაგობით.არც ცოლიანია, არც შეყვარებული ყავს, შეგიძლია ინადირო-ცინიკური ღიმილით მომიგდო პასუხი.
-ნადირობას ჩემი მეგობარი აპირებს-მაინც გავარკვიე სიტუიაციაში თავიდანვე.-ესე იგი შეყვარებული არ ყავს? აბა ის გოგო ვინ იყო კაფეში რო აკითხავდა ხოლმე?
-შენ ეგეც იცი?საიდან?-გაოცებისგან ლამის პირი დააღო.
-ვინ არის?-ჯიუტად გავიმეორე შეკითხვა.
-დეიდაშვილია მისი, საქმე აქვთ რაღაც და კაფეში განსახილველად დადიან ხოლმე, მეტი არაფერი.-ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამწუთას.ნუ, სალომეს რომ გაეგონა ეს ყველაფერი თავისი ყურით, ალბათ ის უფრო გაბედნიერდებოდა.
-შესანიშნავიააა.
-ამიხსნი რა ხდება ბოლოს და ბოლოს?-მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა, კატეგორიულად მომთხოვა ყველა კითხვაზე პასუხი და მეც სხვა გზა არ მქონდა.
დეტალურად გადმოვულაგე ყველაფერი სალომეს და გიორგის პირველი შეხვედრიდან დაწყებული ბოლო დღემდე და შოკში ჩავვარდი, როცა საბამ მითხრა გიორგის მაგ გოგოს ნომერი უნდოდა და კითხვა მოერიდაო.
-რა? კითხვა მოერიდა? შტერია ?-სრული სერიოზულობით ვიკითხე.
-ენას მოუკელი-დაიგრგვინა დემონმა-შტერი არა, მორცხვია-დასკვნასავით გაიჟღერა მისმა ნათქვამმა.
რამოდენიმე წამი ერთმანეთს უხმოდ ვუყურებდით და ბოლოს ორივეს სიცილი აგვიტყდა.
ერთი საათი ვისხედით ასე უბრალოდ და რაზე აღარ ვილაპარაკეთ.თავისუფალი მოსაუბრე იყო და მასთან თავს ალბათ ნებისმიერი იგრძნობდა კომფორტულად.ისეთი შეგრძნება მქონდა ,თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდი...
ეს კი სიმართლე გითხრათ არ მომწონდა...
მალე გიორგიც მოვიდა.საბამ ერთმანეთი გაგვაცნო . მართლა კარგი ადამიანი იყო გიორგი. თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა,საკუთარი თავის კონტროლი იცოდა... მოკლედ, როგორიც იყო შუბლზე ეწერა,არაფერს მალავდა.
გამიკვირდა კიდეც , ასეთი კეთილი ბიჭი ამ ავადმყოფს როგორ დაუმეგობრდა.ერთმანეთის საპირისპირო ხასიათი ქონდათ, სრულიად განსხვავებულები იყვნენ ...
სალომემ დამირეკა და მითხრა ათ წუთში მანდ ვიქნებიო.გარეთ გავედი და რომ დავინახე , ვანიშნე გაჩერებულიყო.
-ჩემი გოგო როგორ მომენატრე-ჩავჯექი თუ არა მანქანაში ,წურბელასავით მომეკრო.
-გიყვარვარ სალუშ?-წარბებაწკიპული მივაჩერდი.
-დებილი ჭამე თუ ასეთ უაზრო კითხვებს რატო სვამ?
-გოგო 27 წლის ხარ უკვე ამხელა ქალი და ნორმალური სიტყვები ვერ ისწავლე?-გამკიცხავად გადავაქნიე თავი-ჰე მიპასუხე.
-კიი,და რა ხდება?-ეჭვიანი მზერა შემავლო.
-ამდენი ხანი თუ გიყვარდი, ახლა გამაღმერთებ-კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე სიტყვებით :
„ჩემთან სახლში ამ წუთას გიორგია და ასპროცენტიანი მას არც შეყვარებული ყავს და მითუმეტეს არც ცოლი!!!“
ნახევარი საათი ამ სიტყვების შემდეგ გაუნძრევლად იდჯა და ისმენდა ბოლო დღეებში მომხდარ ახალ ამბებს.ჯერ ის გაუკვირდა, თუ როგორ გავდნენ ორივე საბა ერთმაენთს და თავიდანვე დაასკვნა ეჭვი მეპარება სხვადასხვა ადამიანები იყვნენო.შემდეგ გამოშტერდა, რომ ვუთხარი საბა დათოს მეგობარია და დედა მეორე შვილად თვლისთქო.ბოლოს კი მსუბუქი შოკი მიიღო გიორგის ხასიათი და თვისებები რომ აღვუწერე, რასაც დაემატა ფრაზა „შენი ნომრის გაგება უნდოდა“....
ამ სიტყვების შემდეგ ბოლომდე გავარკვიე სიტუაციაში და სახლისკენ მომზადებულები წავედით.
საბა წინასწარვე მყავდა გაფრთხილებული , ასე რომ როგორც კი სალომეს და გიორგის ოფიციალურად გავაცნობდით ერთმანეთს, მარტო უდნა დაგვეტოვებინა.
ასეც მოხდა. 15 წუთის შემდეგ ჩვენ ეზოში ვსეირნობდით.გვრიტები კი ალბათ სასტუმრო ოთახში ჭუკჭუკებდნენ.
-ისე იღიმი, თითქოს საკუთარ ცხოვრებას აწესრიგებდე-ჩაიხითხითა.
-სალომე ჩემი ცხოვრების ნაწილია,არც მახსოვს უკვე იმდენი ხანია ერთად ვართ.სულ გვერდით მედგა და ასეა ახლაც-ჩემი რაჭაში ცხოვრების წლები გამახსენდა.როგორ ცდილობდა ჩემს დახმარებას, მე კი ამის საშუალებას არ ვაძლევდი.თუმცა, დრო რომ უკან დავაბრუნო ,გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლიდი და ისევ ისე მოვიქცეოდი.ეს მნიშნველოვანი პერიოდი იყო და სიმართლე რომ ვთქვა , აუცილბელიც კი ჩემი ცხოვრებისთვის.
-ნახე, რა ლამაზი ცაა-ხელი ზემოთ აწია.-მოწმენდილი, არცერთი ღრუბელი არ ჩანს.
-ჰო,ღია ცისფერი-ჩავილაპარაკე ჩუმად და მინდორში ჩრდილი ვიპოვე თუ არა, კომფორტულად მოვკალათდი.
-არ მოგწონს ეს ფერი?-ჩაფიქრდა და ალბათ გაახსენდა ჩემი ბიჭის თვალების ფერი რომ ვახსენე მასთან.-გასაგებია...
-საბა კითხვა მინდოდა და დამავიწყდა,პირველად რომ გნახე შავი თვალები გქონდა,შემდეგ შევამჩნიე, რომ მუქი თაფლისფერი იყო, ახლა კი თითქოს შავია, მაგრამ რომ დააკვირდები მუქ წაბლისფერს უფრო გაქვს-ჩახლართული ნათქვამი გამომივიდა.
-იცის ხოლმე ასე-გულგრილად მიპასუხა,თითქმის დამაიგნორა.-მოდიან-სახლისკენ მანიშნა.
სალომეც და გიორგიც ბედნიერად იცინოდნენ.გული სიამაყით ამევსო, რომ მივხვდი ამაში წვლილი მეც მიმიძღვოდა . ორივეს დავემშვიდობეთ თუ არა ,დაღლილები ჩვენ-ჩვენს ოთახებში საწოლებს მივსვენეთ.ოთახიდან აღარ გავსულვარ , სავახშმოდაც კი.რომ დაღამდა, მარტივად ჩამეძინა,ის ღამეც ყოველგვარი გართულებების გარეშე ამოიწურა...

ერთი კვირა სრულდებოდა თითქმის რაც ერთ სახლში ვცხოვრობდით მე და საბა.გიორგი და სალომე ჩვენთან იშვიათად მოდიოდნენ.ერთმანეთთან უფრო ბევრ დროს ატარებდნენ, რის გამოც საქმე სანანებლად გამიხდა.ხშირად ვლანძღავდი სალომეს, რომ ამ ავადმყოფთან მტოვებდა მთელი დღით მარტოს.
ამ ხნის განმავლობაში მნიშნველოვანი არაფერი მომხდარა.დედა ნელ-ნელა უკეთ ხდებოდა და ყოველდღე მელაპარაკებოდა.პირველად სულ იმას მეკითხებოდა ,როგორ შევეწყვეთ მე და საბა ერთმანეთს.თავიდან ეს უცნაურად მომეჩვენა , მაგრამ რომ დავფიქრდი გასაკვირი არაფერი იყო, ბოლოს და ბოლოს მეორე შვილივით უყვარდა , ამიტომ ყურადღება აღარ მივაქციე.
ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ძლიერი ქარი არ შეწყვეტილა.შეიძლებოდა ტკბილად დამძინებოდა, მაგრამ ხმაური მაინც მაღვიძებდა ხოლმე შუაღამით.
კოშმარები...კოშმარები შეწყდა.ყოველ შემთხვევაში ერთი კვირის განმავლობაში არაფერი დამსიზმრებია,რამე კარგიც კი.

********************
ეს დღეც ჩვეულებრივად დაიწყო.არაჩვეულებრივი მხოლოდ ის იყო, რომ საბას თვალები ახლა ისევ შავი გახდა.ეს ყველაფერი მაეჭვებდა , მაგრამ ადრე რომ ამ შეკკითხვას თავი აარიდა , ახლა აღარ ჩავძიებულვარ.
-ასე იდელაურად კერძების მზადება ვინ გასწავლა? სპეციალური კურსები გაიარე?-დღითი დღე მაოცებდა მისი შესაძლებლობები ამ სფეროში..
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-თმები ამიჩეჩა და ჩემს წინ ჩამოჯდა.-დედამ მასწავლა . ერთი პერიოდი ცუდად ვიყავი და საავადმყოფოში დიდხანს მომიწია ყოფნა . რომ გამომწერეს , ისე მიფრთხილდებოდა, რომ არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა.მე კი მოწყენილობისგან უკან დავყვებოდი და ვაკვირდებოდი რომელ კერძს და როგორ ამზადებდა ხოლმე.სამუშაოდ რომ მიდოდა , ,თვითონ ვიმეორებდი ყველაფერს.როცა რამეს ვამზადებ , გუნება მიკეთდება და ვხალისდები, ამიტომ დედას გამოჯანმრთელების მერე თვითონ ვთხოვდი რამე ახალი ესწავლებინა.
მის პირველ სიტყვებს მივაქციე ყურადღება...
-საავადმყოფოში რატომ იწექი?
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ჩემზე ყველაფერი გაიგო? არა მგონია ამისთვის მზად იყო.-ცივად ჩაილაპარაკა და შემფასებლურად შემათვალიერა.
მართალი იყო. რომ გამეგო მასსა და ჩემს საბას შორის კიდევ რამე მსგავსება იყო, ბოლომდე შევიშლებოდი ჭკუიდან...
-ფორთოხალი მომინდა უცებ, შენც მოგიტანო?-ანერვიულებულმა სხვა თემაზე ვცადე საუბრის გადატანა და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი დამთანხმდა თუ არა.
-ერთი არ მეყოფა, ორი მინდა-ცელქი ბავშვივით აფართხალდა მდივანზე.
-კარგი, კარგი. დაწყნარდი ოღონდ, თორემ გადმოვ......ვაი...
- კატო, რა გჭირს?-შეშინებული წამოვარდა ფეხზე და ერთ წამში ჩემთან გაჩნდა.საბას ცუღლუტობის ყურებით იმდენად გავერთე, რომ თითი გავიჭერი...
უფრო სწორად კანი ავითალე...
ძალიან ბასრი იყო დანა ალბათ, თორემ ასე მწარედ როგორ გავიჭრიდი ხელს..
სისხლი შეუჩერებლად მოდიოდა..
- წამლების ყუთი კარადაშია და მოიტანე რა-თითზე თვალისმოუშორებლად ვუთხარი და ტკივილი ვიგრძენი თუ არა, აცრემლიანებულმა თვალები მაგრად დავხუჭე..
საბა რატომღაც აგვიანებდა. რომ გავხედე,ადგილიდან არც დაძრულა..
-ჰეი, ჩემი სიკვდილი გინდა? -ბრაზიანად მივმართე, მაგრამ სახეზე რომ დავაკვირდი,სიტყვები გამეყინა.
ხმას ვერ იღებდა, უბრალოდ უყურებდა ჩემს გაჭრილ თითს და ცრემლები სდიოდა...
საბა ტიროდა...
სახის არცერთი ნაკვთი არ შერხევია.გაყინული გამომეტყველებით იდგა...
ქანდაკებას გავდა...
-რა მოხდა? სისხლის გეშინია?-ვკითხე დაფრთხალმა...
-კატო...მგონი ბოლო დროს კარგად ვერ ვარ...რომ შეგხედე როგორ გტკიოდა ჭრილობა და თვალები აგიცრემლიანდა...აი, აქ ძალიან მეტკინა-და ხელი გულზე დაიდო...
ვდუმდი..მის სიტყვებს დაკვირვებით ვუსმენდი და ვცდილობდი ერთი დეტალიც არ გამომრჩენოდა...
დროებით შეჩერდა და ჭრილობის დასამუშავებლად რაც ჭირდებოდა, ყველაფერი ჩემს გვერდით დააწყო.
-მომე ხელი-არც შემოუხედია, ისე მომმართა.
-წეღან რაზე ლაპარაკობდი?-ვკითხე შეპარვით.
- ვერც მე გამიგია რაზე ვლაპარაკობდი კატო..-დაამთავრა თუ არა შეხვევა , სევდიანი ღიმილით ამომხედა.ცრემლები კიდევ ედგა თვალებში...-ნორმალურია ეს ყველაფერი საერთოდ ? ასე ხდება ხოლმე?-კითხვებს შეუჩერებლად სვამდა...
-პირდაპირ თუ არ მეტყვი სათქმელს, ვერაფერს გიპასუხებ...
-შენ თუ გტკიოდა, მე რატომ ავტირდი?..
მისი სიტყვები ჰაერში უძრავად დაეკიდა.გულმა გაასმაგებულად დაიწყო ცემა და ვგრძნობდი სახეზე როგორ ვწითლდებოდი.
-ყურადღებას ნუ მომაქცევ, თავი მტკივა მთელი დღეა და ალბათ ამის ბრალია.-როგორც ჩვევია ისე გამიცინა და თავის ოთახში შეიკეტა.
ამ კითხვაზე პასუხი მეც არ მქონდა.მომენტში გავიფიქრე ხომ არ მოვწონვართქო, მაგრამ ეს აზრი სრულ სისულელედ ჩავთვალე და დამშვიდება ვცადე.ბოლომდე დაწყნარება მაინც არ გამომივიდა.თან ყველაფერს ქარის ხმა ართულებდა.წვალებით ჩავიცვი გრძელი პიჟამოები და ლოგინში შევწექი.არ ვიცი თითის ტკივილის ბრალი იყო, არ ვიცი ჩემი ნერვიულობის , მაგრამ ვერაფრით დავიძინე...
ორი საათი საწოლში ვწრიალებდი...
პირველ საათს რომ გადაცდა, ვეღარ მოვისვენე და ვიფიქრე ძირს მაინც ჩავალ, წვენს დავლევთქო.საწოლიდან რომ წამოვდექი, თავს კარგად ვგრძნობდი ,მაგრამ ოთახის კარი რომ გამოვაღე , უცებ ყველაფერი დატრიალდა.თავიდან ვიფიქრე რომ თავბრუ მეხვეოდა, თუმცა დერეფანს მომავლე თვალი და დავასკვენი : მიწისძვრა.
იმის მაგივრად ,რომ გარეთ გავვარდნილიყავი და თავისთვის მეშველა, საბას ოთახთან მივედი და კარზე მუჭების რტყმევა დავიწყე.
-გამიღე...-ვყვიროდი.თვალები დახუჭული მქონდა , თავი ამტკივდა.ალბათ მიწისძვრა უკვე დამთავრებულიც იყო, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე წამი გრძელდება მხოლოდ, მაგრამ იმდენად ვიყავი შეშინებული, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-რა მოხდა კატო, ვერ იძინებ? თუ კოშმარი გესიზმრა?-ნელა გამოაღო კარი.სინათლე ოთახში არ ენთო.მხოლოდ გარედან შემოდიოდა ლამპიონების შუქი .
კარი ბოლომდე გააღო თუ არა,თითქოს რაღაცამ მიბიძგაო, გაუცნობიერებლად მისკენ გავიწიე და მაგრად ჩავეხუტე.
-მაშინებ უკვე, რა მოხდამეთქი?-აღელვება ხმაზეც დაეტყო.როცა საპასუხოდ თვითონაც ხელები მომხვია , მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე , რომ წელს ზევით შიშველი იყო.ამის და მიუხედავად ,ხელს მაინც ვერ ვუშვებდი.იმდენად მქონდა იმის შიში, რომ მიწისძვრა კიდევ შეიძლებოდა გამეორებულიყო,საბას ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ ვშორებოდი.
-არ გაგიგია ?- ამოვიბლუკუნე აცრემლიანებულმა.
-მიწისძვრაზე ამბობ? მაგის შეგეშინდა?-გაკვირვებულმა ხელები მის წელზე შემაშვებინა და თავით ჩემსკენ გადმოიხარა.ცდილობდა ჩემი სახე დაენახა და რომ მიხვდა ვტიროდი, ისევ ჩამიხუტა და ოთახის კარები დაკეტა.
-ჰო, შემეშინდა-თვალები ისევ დავხუჭე.
-კარგი ,დამშვიდდი.ყველაფერი კარგად იქნება-თბილად მეჩურჩულებოდა და თმებზე მეფერებოდა.ის ისეთი თბილი იყო...
-რომელი საათია არ იცი? მალე გათენდება ?-ხმადაბლა მკითხა და საწოლისკენ მიჩოჩდა.
-ორი საათი არ იქნება ჯერ...რა იყო?
-კატო , შენ გინდა ასე ჩემზე მოწებებული დილამდე იჯდე აქ?-როგორღაც მიწვდა საბანს და მომახურა.
-რომ გამეორდეს რა ვქნა ?-ამოვიკნავლე და უფრო მივეკარი.
-ჯერ ერთი , შენ თუ ეგრე გააგრძელე, მალე სუნთქვას ვეღარ შევძლებ, და მერე მეორე ,ელემენტარული ფეხები გეტკინება დილამდე რომ მაგ მდგომარეობაში დარჩე.
ხელები ოდნავ შევუშვი და ღრმად ამოისუნთქა. როგორც ჩანს მართლა ზედმეტად მქონდა მოჭერილი.აი ადგილიდან დაძვრას, მითუმეტეს ჩემს ოთახში დაბრუნებას კი ვერავინ მაიძულებდა.
-მოიცა შუქს ავანთებ და მოვალ-მოშორებას რომ შეეცადა, კიდევ მაგრად მოვხვიე ხელები.
-არავითარ შემთხვევაში, მეშინია...-ჯიუტი ბავშვივით ერთი და იგივეს ვიმეორებდი.
-კი მაგრამ ასე ძალიან რატომ გეშინია?-ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მკითხავდა....
-ხვალ მოგიყვები-ამოვიბუზღუნე.
-წამო, დაწექი-საწოლისკენ უნდა წასულიყო, ხელი რომ შემიშვა.ისევ ჩავებღაუჭე და მისკენ გავიწიე.
-არ გამიშვა ხელი რა, გეხვეწები-ცრემლები წამომივიდა...
ჩემი რეაქციის ძალიან შეეშინდა.შუბლზე ხელი დამადო და მითხრა ცივდები და ალბათ სიცხეს გაძლევსო.წამლის მოტანა რომ დააპირა, არც მაშინ გავუშვი.უბრალოდ ვიდექი მასზე მიწეპებული და გათენებამდე ალბათ არც მოვშორდებოდი.
-მოდი მაშინ ერთად დავწვეთ კარგი?ახლა არა, მაგრამ მალე დამეძინება, ასე ფეხზე დამდგარი კი ძილს ნამდვილად ვერ მოვახერხებ-რომ დავფიქრდი ცუდი აზრი არ იყო,ამიტომ იოლად დავთანხმდი.
-ხელის გაშვებას არ ვაპირებ-ბუზღუნით გავაფრთხილე და თვალები დავხუჭე.
-და ასე იოლად თანხმდები ჩემთან ერთად ძილს? - ხმაზე ეტყობოდა როგორი გაკვირვებულიც იყო.-გადამრევ რა.ბიჭთან ერთად, ერთ საწოლში,მთელი ღამით...არ გეშინია რამე ცუდი გავაკეთო?-მის სიტყვებს ბრაზი დაეტყო.
-ძალიანაც რომ გინდოდეს, მაინც ვერაფერს გააკეთებ-კმაყოფილმა ვუპასუხე და გავიყუჩე.
-და შენ საიდან იცი?-ალბათ ჩემმა პასუხმა გააოცა.
-იქედან, რომ შენ ასეთი არ ხარ.არასოდეს გააკეთებ განზრახ იმას, რამაც შეიძლება სხვა ადამიანს გული ატკინოს...-მეც არ ვიცოდი რას ვროშავდი,თუმცა ჩემივე სიტყვებს რომ დავუკვირდი ,მივხვდი მართალი ვიყავი.ამდენი ხანი მარტო ვცხოვრობდით ამხელა სახლში და საბა ცუდი რომ ყოფილიყო , აქამდე დამიშავებდა რამეს..თან მას დედა ენდობა...-მოკლედ, კარგი ადამიანი ხარ რა.დაგაკმაყოფილა ჩემმა ახსნა -განმარტებამ ?
-ხანდახან იცი როგორ მოქმედებ ჩემს ნევებზე??-დაძაბულმა ჩაილაპარაკა და უკან დაიხია.
ბუზღუნი რომ დავიწყე ხელს ნუ მიშვებთქო , დამიღრინა მაცადეო და ხელში ამიტაცა.
-ჰეი რას აკეთებ?-წამოვიყვირე გაწითლებულმა.
-არაფერს განსაკუთრებულს. პირველ ღამეს ქმრებს ცოლები ასე ხომ მიყავთ საწოლამდე? -ჩვეულებრივი გულგრილი ტონით მიპასუხა და ატატებული გულზე მაგრად მიმიკრო.შემდეგ კი ხელი უცებ შემიშვა და მეც გემრიელად დავებერტყე რბილ ბალიშებზე.
-სამაგიეროდ, ასე უმოწყალოდ არ აგდებენ და უფრთხილდებიან-ნიშნისმოგებით ვუპასუხე.ჩემს გვერდით დაწვა თუ არა, მის მხარეს გადავტრიალდი და ხელი ჩავკიდე.
-და მთელი ღამე ასე ხელჩაკიდებულებმა უნდა ვიძინოთ ?-დამიღრინა საბამ.
-ბოდიში, რომ არ მოგწონვარ.შეგიძლია ხვალ შეყვარებულს მიაკითხო. დეზინფექციას ჩაგიტარებს და სულსაც მოითქვამ -კბენა მინდოდა, მაგრამ ინტერესი უფრო გამოვხატე.არ ვიცოდი ვინმე ყავდა თუ არა, მე კი ამის გაგება ძალიან მინდოდა.
-რომ მყავდეს შეყვარებული, დიდი სიამოვნებით-ჩაისისინა და მეორე ხელი წელზე გადამადო.-ჩემთან ერთად ძილს თუ დათანხმდი, კეთილი ინებე და დამემორჩილე.ჩემს ოთახში და ჩემს საწოლში ხარ, ხომ არ დაგავიწყდა?
-რა გინდა?
-რა და მოიწი აქეთ ,თორემ ისე შორს წევხარ, გადავარდები-მზრუნველი ხმით ჩაილაპარაკა და მისკენ მიმწია.-რომ გაგეშვი ცოტა ხნით მაინც , რამე ზედას ჩავიცვამდი.
-არაფერი გიჭირს ეგრე რომ იწვე,მთავარია ხელი არ გამიშვა-მიწისძვრა არ ვიცოდი გამეორდებოდა თუ არა, მაგრამ ქარი რომ გაძლიერდა ეგ ფაქტი იყო.
საშინელი ხმაური იყო გარეთ.მაინც შემეშინდა...ვერაფრით ვიძინებდი..მთელი ძალით ვცდილობდი თავის შეკავებას , მაგრამ არ გამომივიდა.
ავკანკალდი... მეგონა საბას უკვე ეძინა, მაგრამ შევცდი.იგრძნო თუ არა ხელი მიკანკალებდა ,ახლა თვითონ მოიწია ჩემსკენ და ჩემი მეორე ხელი მის წელზე გადაიდო.
დავემორჩილე, იქნებ ასე მაინც დავწყნარებულიყავი.ვიფიქრე მადლობას ვეტყვითქო , მაგრამ ნიკაპიც მიკანკალებდა, ამიტომ ბლუკუნს დუმილი ვამჯობინე.
-კატო რა გჭირს? ძლიერი ქარიც გაშინებს? -კიდევ უფრო მოიწია ჩემსკენ და ახლა უკვე შუბლი მის გულ-მკერდზე მქონდა მიდებული,უფრო სწორად მთელი სახით მის მკერდზე ვიყავი აკრული.
-ჰო...-როგორღაც მოვახერხე ამ ერთი სიტყვის თქმა.
-გინდა რამე ჩავრთო? ასე ქარის ხმა ნაკლებად შეგაწუხებს- ცალი ხელი ტუმბოსკენ გადაწია და მალე ოთახში კლასიკური მუსიკის ხმა გაისმა..
ნელ-ნელა დავმშვიდდი.სხეულმა ცახცახი შეწყვიტა და მეც ღრმად ამოვისსუნთქე.ალბათ ნახევარი საათი მაინც გავიდა და რადგან საბა ჩუმად იყო, ვიფიქრე ძინავსთქო ამიტომ ხმადაბლა ჩავილაპარაკე :
-მადლობა საბა, ყველაფრისთვის... და ბოდიში...
-არაფრის-შევკრთი. არ მეგონა ფხიზლად თუ იქნებოდა.
-მეგონა გეძინა-სახე ამიხურდა , ალბათ პომიდორივით წითელი ვიყავი.
-კარგად დაფიქრდი,ნახევრად შიშველ ბიჭს პიჟამოებიანი გოგო ყავს ჩახუტებული, ღამით...ასეთ სიტუაციაში მშვიდად ვის დაეძინება? -შემომიღრინა.რომ გავაცნობიერე დაწყნარებულ გონებაზე რა მდგომარეობაშიც ვიწექი, ავფართხალდი და თავის დაღწევას შევეცადე.
-ახლა გვიანია, კომფორტულად ვწევარ და უფლებას არ მოგცემ გუნება გამიფუჭო.-კიდევ შემომიღრინა და ორივე ხელი მაგრად შემომხვია.
-ისე...ზედმეტი ხო არ მოგდის?-შეპარვით ვიკითხე და თავის დაღწევა ვცადე.
-თავიდანნვე გაგაფრთხილე ,რომ მავნებლობას დავიწყებდი. ჯობია დამჯერე გოგოს როლი ითამაშო, დღეს მაინც-არა, როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ასეთი დამპალი და თან ასეთი კეთილი იყოს?...
-აწი არაფერს აღარ გთხოვ-ჩავიბუზღუნე გაბრაზებულმა
-იცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ 25 ის კი არა 15 წლის პატარა გოგო ხარ.სულ ტირი და ყველაფრის გეშინია-ხუმრობით უნდოდა ეთქვა , მაგრამ შიში რომ ახსენა , მოვიბუზე .
-უმიზეზოდ არაფერზე ვტირი და უმიზეზოდ არაფრის მეშინია-გაბუტული ბავშვს ვგავდი.
-და არ გინდა მომიყვე? თუ გეძინება?
-არ მეძინება.-რა დამაძინებდა, როცა მის გულისცემას ვგრძობდი...
-რატომ გეშინია ქარის და მიწისძვრის? თუ კიდევ რამის გეშინია და მე არ ვიცი?-ცნობისმოყვარეობა აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში.გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა და არაფერი დამემალა.
-16 დან 20 წლამდე სოფელში მარტო ვცხოვრობდი . დედა და სალომე თვეში რადენჯერმე მაკითხავდნენ, მაგრამ დარჩენის უფლებას მათ იშვიათად ვაძლევდი.მე კი მთელი ეს დრო მარტო ვიყავი.თავიდან ყველაფერი კარგად იყო.შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა.ძალიან ძლიერი...თან რაჭისთვის ეს დამახასიათებელია.მაგ დროს მისაღებ ოთახს ვალაგებდი.თავბრუ დამეხვა უცებ და წონასწორობა დავკარგე.დავეცი და თავი კარადას მივარტყი...ერთი სიტყვით, გავითიშე.რა თქმა უნდა, მაკამ საავადმყოფოში წამიყვანა და მეუბნებოდა სალხში დავბრუნებულიყავი, მაგრამ დავპირდი,რომ ფრთხილად ვიქნებოდი და ისევ რაჭაში დავბრუნდი.მეგონა იმ დღიდან მარტო მიწისძვრის შემეშინდებოდა , მაგრამ ახლა არა მარტო ქარის, თუ მარტო ვარ ჭექა-ქუხილის, და ძლიერი წვიმასიც კი მეშინია....
სასაცილოა, არა? გავიზარდე, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ შეცვლა ვერფრით შევძელი...
-ახლა გასაგებია...ნუ გეშინია, მე ვარ შენთან, ყველაფერი კარგად იქნება-თმებზე მეფერებოდა და თან ამ სიტყვებს მეუბნებოდა.მეც ეს მჭირდებოდა.ამდენი ხანი ველოდებოდი ადამიანს ,რომელიც ამ სიტყვებს მეტყოდა, ჩემს გვერდით დარჩებოდა.ყელში ამომივიდა სიმარტოვე,დავიღალე და გამოვცარიელდი.ძალა აღარ მქონდა...
-კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს-შეპარვით დაიწყო და გაჩერდა.
-გისმენ.
-მარტო რატომ ცხოვრობდი? საერთოდ სახლიდან რატომ წადი?-ისევ აკრძალული კითხვა დასვა.ამას ნამდვილად არ ვეტყოდი...
-იმიტომ, რომ იქ უფრო ბევრი სასიამოვნო მოგონება მქონდა, ვიდრე სახლში.დღეისთვის კითხვები მორჩა.-მოკლედ ვუპასუხე და თვალები დავხუჭე.
-ესე იგი მოგონებები...-უცნაური ტონით ჩაილაპარაკა და გაჩუმდა...
მერე უკვე ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია.საბას ალბათ დაეძინა, მე კი თანდათან ქუთუთოები დამიმძიმდა და ბოლოს ძილის სამყაროში გადაეშვი...
იმ ღამით საბა მესიზმრა... ჩემი ხეცურიანი ....
ისევ 17 წლის ბიჭი იყო, მინდორში ვიდექით.არაფერს ამბობდა, უბრალოდ მიღიმოდა.მე აღარ ვიყავი პატარა გოგო, მის წინ 25 წლის კატო ავალიანი იდგა...
ჩამოყალიბებული ადამიანი...
საბამ თვალები დახუჭა და რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე რა.ისეთი შეგრძნება მქონდა ,რომ მე ის აღარ მეკუთვნოდა. თითქოს საბა სხვის მოგონებად იქცა და ჩემი მეხსიერებიდან იშლებოდა.თვალები გაახილა, ისევ გამიღიმა და უკან ერთი ნაბიჯი გადაგა.
შემდეგ მეორე...
მესამე...
მეოთხე...
მემშვიდობებოდა,უხმოდ ნათქვამი სიტყვა ახლა გავარჩიე. მითხრა „ ჩემი წასვლის დროა’’-ო და გაუჩინარება დაიწყო.
-დასამშვიდობებლად მოხვედი?-დავიკივლე და მისკენ გავიქეცი.
არ ჩერდებოდა....ისევ უკან იხევდა და თვალებში მიყურებდა.
ასე უნდოდა წასულიყო?...
-მე წარსული ვარ, შენ კი წინ მომავალი გაქვს..-ტუჩებს არ არხევდა, უბრალოდ მისი ხმა მესმოდა,საიდან არ ვიცი...
-ჰო, მაგრამ შენ ცოცხალი ხარ , არ მომკვდარხარ.შენ ცოცხალი ხარ და მაინც გინდა წახვიდე?-ვყვიროდი...ცრემლები შეუჩერებლად წყდებოდნენ თვალებს.
ხეცურიანის სხეული ნისლში უჩინარდებოდა.სანამ ბოლომდე ბურუსი შთანთქავდა, დავინახე ხელი როგორ დამიქნია და ბოლოჯერ გამიღიმა....
მიწაზე მუხლებით დავარდნილი ვიცდიდი...ველოდებოდი, რომ კიდევ გამოჩნდებოდა და რამეს მეტყოდა, მაგრამ ამაოდ.
მის სახელს გადაბმულად ვიმეორებდი,ვეძახდი,ვევედრებოდი..
მაგრამ არაფერი...
ბოლოს ისევ ჩვულ კოშმარს დავუბრუნდი ...
წყვდიადი , სიცივე და დაკარგულის ძიება...
მალე ყელზე ხელები ვიგრძენი და სუნთქვა გამიჭირდა.
მივხვდი, რომ რეალობაშიც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი.
სახე ამეწვა... ჯერ ერთი ლოყა, შემდეგ მეორე და უცებ თვალები გავახილე.
თავზე გამწარებული,ანერვიულებული საბა მედგა და მიყვიროდა გამოვღვიძებულიყავი.მისი სახეს კარგად ვერ ვხედავდი.ჩემი ხელები ისევ საკუთარ ყელზე მქონდა მოჭერილი.ის კი მთელი ძალით ებღაუჭებოდა მათ, რომ გავეთავისუფლებინე და ბოლოს როგორც იქნა გამოუვიდა.
ფილტვებს მიწვდა თუ არა ჰაერი , ხელი ვკარი და საწოლზე წავაქციე.თვითონ წამოვვარდი და ფანჯარა გავაღე.
-დავიღალე...მეტი აღარ შემიძლია...-წამოვიყვირე დავარეგულირე თუ არა სუნთქვა და ჩავიკეცე.
-ჯანდაბა , კატო, შენ ყოველ ღამე ასე გემართება ხოოლმე?-ხმა უკანკალებდა საბას. მომიახლოვდა და პლედი მომახურა, რომ არ გავციებულიყავი.
-ყოველ შემთხვევაში ეს პირველად არ ხდება - ირონიულად ჩავიცინე და წამოვდექი.
-ახლა როგორ ხარ?
-კარგად, მაგრამ სახე მტკივა-ჩავიბუზღუნე.
-მაპატიე, რომ ძალის გამოყენება დამჭირდა,მაგრამ სხვანაირად ვერ გაგაღვიძებდი. შენ კი ს აპირებდი.-ჩაიხითხითა და ჩემს გვერდით დადგა.ორივე ფანჯარაში ვიყურებოდით და ვდუმდით.
-მადლობა გუშინდელისთვის... და დღევანდელითვის-დავამატე ღიმილით და მისკენ შევბრუნდი.
-როცა დაგჭირდე აქ ვარ-გამომხედა და გამიღიმა.
დრო გაჩერდა ...
გული ამიჩქარდა...
თავი კიდევ სიზმარში მეგონა..
ეჭვი შემეპარა ნამდვილად გაღვიძებული ვიყავი თუ არა....
საბას თვალებს ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
ცისფერი თვალები...მისი თვალები ცისფერი იყო...
ეჭვიც არ მეპარებოდა უკვე , რომ ჩემს წინ ჩემი საბა იდგა, საბა ხეცურიანი.
მის თვალებს ყველგან და ყოველთვის ვიცნობდი ...
იმიტომ, რომ საბას გაყინულ თვალებს სითბო და ღიმილი მე ვასწავლე....
სიცარიელე მის თვალებში მე შევავსე...
და სიცოცხლის ფერი მის გახუნებულ თვალებს მე დავუბრუნე....
უკან დავიხიე და ცრემლები წამომივიდა.
-ახლა რაღა მოხდა?-შეეშინდა და ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
-არ მომიახლოვდე.-დავიკივლე და ოთახიდან გავვარდი.
ჩემს ოთახში შევიკეტე და საწოლზე მოვიბუზე.
ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა მოხდარიყო? ვერაფერი გავიგე. მხოლოდ მტკიცებულებები არ მქონდა,თორემ უკვე ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეს საბა და ჩემი საბა ხეცურიანი ერთი და იგივე პიროვნება იყო.
თუმცა არც სიხარულს ვგრძნობდი, არც გაოცებას და მითუმეტეს არც სიძულვილს.
თავი მოტყუებულად ვიგრძენი.როგორ შეიძლებოდა მას არ ცოდნოდა ვინ ვიყავი?მე თუ არა ბოლოს და ბოლოს დედაჩემს ხომ იცნობდა?და თუ იცის ვინც ვარ ესე იგი მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ თვალთმაქცობდა?
-კატო კარგად ხარ?-კარზე მომიკაკუნა და გაჩერდა.-გამიღე რა.
-არ მინდა შენი დანახვა-გავძახე და თავი მუხლებში ჩავმალე.
-კარგი, ვერ დამინახავ ,მაგრამ უბრალოდ მომისმინე.-ეს რომ თქვა, ყურები დავცქვიტე.-ჩემი თვალების ნამდვილი ფერი ცისფერია.სწორად შეამჩნიე , რომ თქვი თავიდან შავი გქონდაო.ლინზებს ვიკეთებ.სხვადასხვა ფერის ლინზები მაქვს.შავი , თაფლისფერი და წაბლისფერი შენ უკვე ნახე.სხვებიც მაქვს , მაგრამ თან არ ჩამომიტანია საქაართველოში რომ ჩამოვედი.შენ რომ ახსენე ადამიანს, რომელიც მიყვარდა ცისფერი თვალები ქონდაო, აღარაფერი გითხარი.არ მინდოდა კიდევ ერთი მსგავსებით ჩემსა და მას შორის შემეშინებინე და ვდუმდი.გეტყოდი, მაგრამ შენს რეაქციას ვუფრთხოდი.
ლინზებს რაც შეეხება, ჩვვევად მაქვს.რაც საავადყოფოდან გამომწერეს, სულ მიკეთია ხოლმე.ძილის წინ ვიხსნი მხოლოდ.დღეს კი ისეთი სიტუაციაში გავიღვიძეთ, გაკეთება დამავიწყდა..-ალბათ ჩემს პაუხს ელოდა, მაგრამ მე ვდუმდი.ვდუმდი და ვტიროდი.
-კარგი, მე ძირს ჩავალ.რომ დამშვიდდები ჩამოდი და ისაუზმე.მაპატიე....-და წავიდა.
სასწრაფოდ მობილური ავიღე და სალომეს დავურეკე.მითხრა მოვალ და ისე მომიყევი რა ხდებაო , მაგრამ ვერ მოვითმინე და ყველაფერი მანამდე ვუთხარი....
ხუთი წუთი ხმა არ ამოუღია.უბრალოდ ჩუმად იყო, შემდეგ კი მკითხა:
-და შენ როგრო ხარ?
- არ ვიცი,მართლა არ ვიცი. უნდა მიხაროდეს, მაგრამ შოკირებული უფრო ვარ.ვერ ვიფიქრებდი, ვერ წარმოვიდგენდი.რც ის ვიცი რატომ ვერ მცნობს...ისე იქცევა , თითქოს არ ახსოვს ვინ ვარ-არეულად ვლაპარაკობდი, აზრს ვერ ვაწყობდი.
-მაკა დეიდას ეცოდინება რაღაც უეჭველი, ახლავე დაურეკე და მიაკითხე.მანამდე კი კეთილი ინებე და იმ ბიჭს ბოდიში მოუხადე რომ გამოლანძღე შენი დანახვა არ მინდაო.
მართალი იყო სალომე.დედას მივწერე შენი ნახვა მინდათქო და ნახევარ საათში თავისთან დამიბარა.
რა ჩავიცვი თვითონაც არ ვიცი.უბრალოდ რაც ხელში მომყვა ის გადავიცვი და ფეხისწვერებზე გავედი ოთახიდან.მეშინოდა საბას სადმე არ გადავყრილიყავი, ამიტომ ფრთხილად მივდიოდი.პირველ სართულზე რომ ჩავედი , დავინახე მდივანზე იყო წამოწოლილი და ეძინა.
ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო ადამიანი რომლის გამოც თითქმის ათი წელი ვიტანჯებოდი.
ადამიანი,რომელიც ათი წელი მენატრებოდა და ათი წელი მიყვარდა.
ადამიანი რომელიც ათი წელი მძულდა იმის გამო, რომ მიმატოვა და ჩემს გვერდით არ იყო...
ათი წელი....
ალბათ კარგი გამოძინებული არ იყო, ამიტომ სამზარეულოში ფრთხილად შევედი, არ მინდოდა გაღვიძებოდა.ვისაუზმე თუ არა, ფეხაკრეფით დავბრუნდი მისაღებ ოთახშ და საბას წინ ჩავიმუხლე.ამდენი ხანიც მომწონდა, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებდი მის ვინაობას, მთელი მონატრება და სიყვარული ერთიანად მიტევდა.როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი,შევხებოდი...ჩემად დამეგულა და მეტჯერ აღარ დამეკარგა.
თავი მაინც ვერ შევიკავე და თითები მის თმებში ავხლართე.
-საბა,მაპატიე კარგი? შენი ბრალი არ ყოფილა. ხომ იცი მე ვარ უკონტროლო.ფეთქებადი ხასიათი მაქვს და არც ვუკვირდები ხოლმე ისე ვლაპარაკობ...ბოდიში.-თითები მის წამწამებზე გადავატარე და წამოდგომა ვცადე.
უცებ ხელზე სიმძიმე ვიგრძენი და წონასწორობა დავკარგე.
-მეგონა გეძინა-გაბრაზებულმა და გაწითლებულმა ჩავისისინე , როცა საბას მომღიმარ სახეს შევხედე.საქმე იმაშია, რომ ადგომა როცა დავაპირე ,ხელი ჩამავლო და მისკენ დამქაჩა. მეც წავიქეცი და ახლა ....
საბა მდივანზე იწვა...
მე კი საბაზე....
-კი არ მეძინა, თავს ვიმძინარებდი.მეგონა გაბრაზებული იყავი და ამიტომ არ მინდოდა თვალში მოგხვედრილიყავი.მართალია არ ვიცი ბოდიში რატომ მომიხადე, მაგრამ ჩავთვალე , რომ აღარ მიბრაზდებოდი ...
-და ამიტომ აღმოვჩნდი ახლა შენზე გაწოლილი ხო?-გამწარებული მივჩერებოდი.
-ზუსტად!-ბავშვივით ლაღად გაიცინა და ხელი მომხვია.-არ მითხრა შენი მრცხვენიაო, გუშინ ბოლოს და ბოლოს ერთ საწოლში გვეძინა-საქმიანი ტონით შემახსენა ჩემი სამარცხვინო საქციელი.
ეს რომ გავიგონე, ხელზე ვუჩქმიტე და სანამ ნატკენ ადგილს იზელდა, მდივნიდან დენდარტყმულივით წამოვვარდი.
-ისევ შავი თვალები რატომ გაქვს?-ახლა შევამჩნიე , რომ კვლავ ლინზები ეკეთა.
-ხომ გითხარი, ჩვევა მაქვს ასეთი.
-რატომ?-ეს კი ძალიან მაინტერესებდა.
-მიზეზი რომ გითხრა, დამცინებ-მიპასუხა გაბრაზებულმა.
-გპირდები არაფერს ვიტყვი-თვითონ მდივანზე იჯდა, მე კი მის წინ დავჯექი და მოსასმენად მოვემზადე.
თავიდან თითქოს ყოყმანობდა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა,შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და მზერა გამისწორა
-იცი საავადმყოოში რატომ ვიწექი?-გული მეტკინა...ახლა მოვისმენდი საბას ისტორიის იმ ნაწილს, როცა მე მის გვერდით არ ვიყავი.
-არ გითქვამს..
-ბავშვობიდანვე გული მაწუხებდა.მკურნალობა გვიან დავიწყე. თავიდან მეგონა იმედი იყო, მაგრამ ბოლოს მითხრეს , რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი და ეს მოხდა...
ძლიერი შეტევა მქონდა და საავადმყოფოში დამაწვინეს.მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავი.ჩემი გადარჩენის იმედი თანდათან ამოიწურა და მეც მოვკვდი-შევკრთი ეს სიტყვები რომ გავიგონე.კარგად მახსოვდა ის დღე, როცა მეგონა რომ საბა დავკარგე.მის აცახცახებულ მხრებს რომ შევხედე , ავნერვიულდი.შევამნჩნიე ცრემლებს როგორ იკავებდა და ამაზე თვითონ ავტირდი....
-კატო, ამას იმიტომ არ გიყვები, რომ შეგეცოდო-მკაცრად მითხრა და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
-გახსოვს თით რომ გავიჭერი როგორ მოიქეცი? მე მტკიოდა და შენ ტიროდი.ახლა მე ვხედავ, რომ შენ გტკივა, ამიტომ უფლება მომეცი მცირედი მაინც გავაკეთო.შენ მოყევი, მე კი შენს მაგივრად ვიტირებ-თბილად გავუღიმე და მისი ხელი ჩემს მტევნებში მოვიქციე.
-ჩემს გაოცებას არ წყვეტ კატო-ნაღვლიანად გამიღიმა და განაგრძო-გული გამიჩერდა... თუმცა ექიმებმა სასწაული შეძლეს და სიცოცხლე დამიბრუნეს,მაგრამ არა ბოლომდე.კომაში ჩავვარდი.დედას უთხრეს, რომ არ იცოდნენ ოდესმე მაინც თუ გამოვხიზლდებოდი. რა თქმა უნდა, მას ამასთან შეგუება არ უნდოდა და გადაწყვიტა გერმანიაში გადავეყვანე.ორი წელი ისე გავიდა , ჩემი სხეული არაფერზე ახდენდა რეაგირებას.მესამე წლის დასაწყისში კი გამოკეთება დავიწყე.სწორედ ამ დროიდან დაიწყო უცნაური სიზმრები...
თავიდან სიბნელეში ვიყავი,შემდეგ კი ჩემს წინ უცნობი გოგონას სილუეტი ჩნდებოდა.გრძელი თმა ქონდა და თეთრი კააბა ეცვა ,მაგრამ სახეს ვერ ვხედავდი.ყოველდღე ერთი და იგივე მესიზმრებოდა. უბრალოდ მის წინ ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ როცა სახეზე უნდა შემეხედა , ის ისევ წყვდიადში უჩინარდებოდა.თანდათან ყველაფერი გაუმჯობესდა,ჩემი ჯანმრთელობაც და ჩემი სიზმრებიც. გოგონა მელაპარაკებოდა.მეუბნებოდა, თუ როგორ ვენატრებოდი,როგორ ვუყვარდი და როგორ მელოდებოდა.აღწერდა, რატომ მოწონდა ჩემი სახის თითოეული ნაკვთი.თვალებზე კი ყველაზე ბევრს საუბრობდა ხოლმე.ამბობდა , რომ ჩემი თვალები მისი საკუთრება იყო.სიმართლე გითხრა, თავიდან ეს კოშმარი მეგონა და შემეშინდა კიდეც.მაგრამ დროთა განმავლობაში კოშმარი ფანტაზიის ლამაზ ნაწილში გადაიზარდა. მიხაროდა, როცა ის ჩნდებოდა და ჩემთან ლაპარაკს იწყებდა,რადგან სულ მარტო დავეხეტებოდი სიბნელეში და ვერ ვხვდებოდი საით წავსულიყავი. ჩემი ორიენტირი იყო.მითხრა , რომ ფერებში ყველაზე მეტად ცისფერი უყვარდა იმიტომ, რომ ჩემი თვალები იყო ცისფერი.ისინი თავის საკუთრებად მიაჩნდა . მარწმუნებდა, რომ სანამ მე არ შეგხვდი, შენ ღიმილი არ იცოდიო.მიხსნიდა , რომ თითქოს მან გაყინული მზერა მომილბო და ჩემს თვალებს სიცოცხლის ფერი დაბურუნა, ამიტომაც მასთან ვალში ვიყავი.სწორედ ამის გამო თვლიდა თვალებს თავის საკუთრებად.როცა საუბარს ამთავრებდა და წასასვლელად ემზადებოდა, მაფრთხილებდა, რომ თვალები შემენიღბა, რადგან არავის ქონდა უფლება მათში საკუთარი ანარეკლი დაეახა, თუ ეს თვითონ არ იქნებოდა.უცნაურია, მაგრამ რასაც მეუბნებოდა ყველაფრის მჯეროდა.ბოლოს ჩემთან ხშირად აღარ მოდიოდა, მერე უბრლოდ ჩნდებოდა და ქრებოდა.ყველაზე მეტად დამშვიდობება გამიჭირდა.მისი სახე არ ვიცოდი , მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მივჩვეულიყავი.დამპირდა, რომ აუცილებალდ მიპოვიდა რეალობაში და შეამოწმებდა პირობას ვასრულებდი თუ არა, ამიტომ დავიწყე ლინზების ტარება და გიორგიმაც კი არ იცის როგორია ჩემი თვალების ნამდვილი ფერი.ბევრჯერ ვთხოვე სახე ეჩვენებინა , მაგრამ უარს ამბობდა.ბოლოს კი მითხრა, რომ უნდა წაასულიყო და აღარასოდეს მოვიდოდა ჩემთან.მე კი თუ მისი ნახვა მინდოდა, უნდა გამეღწია ამ წყვდიადიდან და გავთავისუფლებულიყავი.დავპირდი, რომ როცა გავიღვიძებდი თვითონ მოვძებნიდი და სწორედ იმ დროს , როცა ეს პირობა მივეცი, გამომეღვიძა.ეს იყო გერმანიაში ყოფნის მესამე წლის დასასრული.....-ვდუმდი და თვალებიდან ცრემლები მდიოდა.მისი კომიდან გამოსვლის დრო ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს,როცა საბა ბოლოჯერ დამესიზმრა და დამპირდა გიპოვი და შენთან დავრჩებიო....
-თვალები რომ გავახილე, პირველი დედა დავინახე.გამიხარდა მის გარდა პალატაში სხვა რომ არავინ იყო და სასწრაფოდ ლინზების მოტანა ვთხოვე.მიზეზი მისთვისაც არ მითქვამს, მაგრამ გამიგო და არც უკითხია.
ნამდვილად არ ვიცი ჩემი სიზმრების სტუმარი არსებობს თუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა პირობას მაინც ვასრულებ და არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება.ალბათ მანამ,სანამ ყველაფერს არ გავიხსენებ....
-რას ქვია ყველაფერს გაიხსენებ?-თვალებგაფართოებული მოუთმენლად ველოდი პასუხს.
-დამავიწყდა მეთქვა, ექიმმა თქვა, რომ ცხოვვრების გარკვეული პერიოდი არ მახსოვდა. რამოდენიმე კვირა, ან შეიძლება რამოდენიმე თვეც . ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ როგორც პიროვნებას, რაღაც მაკლია. აი როგორ აგიხსნა, თითქოს გარკვეული დოზით დაცარიელებული ვარ....-მაშინ გასაგებია საბა რატომ ვერ მიხსენებდა,რატომ ვერ მიცნო....
-გავიგე ლინზებს რატომ ატარებ, მაგრამ შემდეგ რა მოხდა?-მისკენ უფრო ახლოს მივიწიე, რომ ყველაფერი კარგად გამეგო.
-რამოდენიმე დღს წინ ჩემზე არაფრის გაგონება არ გინდოდა და ახლა რა მოხდა?-ეჭვის თვალით მიყურებდა,მართალიც იყო.
-უბრალოდ ჩათვალე , რომ აღარ მეშინია და ყველაფერი მომიყევი.ახლა ჩემი ჯერია კითხვები დავსვა-გავუცინე და ცნობისმოყვარე თვალებით მივაჩერდი.
-მოკლედ გეტყვი მაშინ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი არაფერია. მეხსიერების დაკარგვასთან დაკავშირებით ექიმმა თქვა, რომ დროებითია და მალე დამიბრუნდება , მაგრამ უკვე 5 წელი გავიდა ,მე კი ისევ ველოდები.დედას რომ ვთხოვე დავიწყებული დღეების აღწერა, უარი მითხრა.ასე თქვა რომ თვითონ უნდა გამეხსენებინა და სიმართლე გითხრა მასზე ამიტომ დღემდე ვბრაზობ-ბუზღუნით დააბოლოვა და გაბუტული ბავშვივით თვალები ძირს დახარა.
-და დედა სად არის ახლა ?
-გერმანიაში, საქართველოში არ გამომყოლია.მე კი როგორც კი საქმეები მოვაგვარე იმწუთასვე დავბრუდი.უცნაურად ვგრძნობ თავს საქართველოს რომ ვშორდები.-დააბოლოვა ჩაფიქრებულმა.
-პატრიოტი ხარ ?- გამეცინა მისი ხის ტონზე.
-არა, უბრალოდ ... ხანდახან მგონია, რომ ვიღაც ან რაღაც მაჯაჭვებს ამ ქვეყნაზე , თუმცა არ ვიცი რა....
-გასაგებია...
-კიდევ გაინტერესებს რამე?
-დარჩა კი რამე რაც არ გკითხე? ცნობისსმოყვარე ვყოფილვარ-ცრემლები შევიმშრალე და წამოვდექი.-დედამ დამირეკა , მის სანახავად მივდივარ. ერთ საათში მოვალ ალბათ.რამე ხომ არ გინდა ?
-სანამ შენ მოხვალ , მე დავძინებ მაშინ-ლეკვივით დაამთქნარა და მდივანზე პირვანდელ პოზაში გაწვა.
-ბოდიში, ჩემი ბრალია-ჩავილუღლლუღე აწთლებულმა გუშინდელი დღე რომ გამახსენდა.ტელეფონი აზუზუნდა.რომ დავხედე დედა მწერდა რატომ ვაგვიანებდი.მეც კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი და გასვლას ვაპირებდი საბას ხმა რომ გავიგე.
-კატო...
-ჰო-უცებ შევბრუნდი.ვიფიქრე რამე უნდა დამაბაროს და წეღან რომ ეთქვა დაავიწყდათქო.
-ახლა ჩემზე ბევრი რამ იცი.... მითხარი , შენ რომ გიყვარს იმ ადამიანს მართლა ასე ძალიან ვგავარ ?-მისი ხმა.... სევდიანად ლაპარაკობდა.როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მეთქვა მისთვის ყველაფერი თავიდან ბოლომდე,მაგრამ რა აზრი ქონდა? მაინც ვერაფერს გაიხსენებდა.
-ძალიან...-ამ პასუხის გარდა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.ამოვიხვნეშე და მისკენ შევტრიალდი, რადგან მივხვდი მხოლოდ ამ კითხვით არ შემოიფარგლებოდა.
-შენ კი ძალიან გავხარ მას-ხმის ტონი უფრო მშვიდი და დაბალი გახდა, ალბათ ძილი ერეოდა .
-ვის?
-მფარველ ანგელოზს ჩემი სიზმრებიდან. მისი საუბრის და სიარულის მანერა, წაბლისფერი გრძელი დატალღული თმა...ხანდახან ვფიქრობ, რომ ხმაც ერთნაირი გაქვთ.ხომ შეიძლებოდა შენ ის ყოფილიყავი, მაგრამ ეს აზრი უარვყავი , რადგან ასე რომ ყოფილიყო, მინიმუმ მიცნობდი მაინც როცა პირველად მნახე.იქნებ მე შენ დამავიწყდი და ადრე სინამდვილეში გიცნობდი? შენ კიდევ მე დამივიწყე....ეს ფიქრები სულ მაწუხებდნენ როცა გიყურებდი.რა ჩახლართულია არა ? ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ მათ პასუხებს ყველას შენ გიკავშირებდი რატომღაც.ალბათ თავიდანვე ამიტომ დამაინტერესე, თუმცა შემდეგ ...
-შემდეგ რა? -ჩუმად ვკითხე და მივუახლოვდი, რომ მისი ხმადაბლა ნათქვამი კარგად გამეგო.
-თუმცა შემდეგ კარგად გაგიცანი და აღარ მაინტერესებდა ვინ იყავი სინამდვილეში და მიმალავდი თუ არა რამეს....
-რატომ?
-იმიტომ რომ გვიანია...უკვე შემიყვარდი -თვალები დახუჭული ქონდა და მხოლოდ ოდნავ ამოძრავებდა ტუჩებს.პირზე ხელი ავიფარე , რომ რაიმე ცუდად არ მეთქვა, ან უბრალოდ ტკივილისგან არ მეყვირა.
-აჰა...
-როგორ ფიქრობ კატო , ეს კარგია თუ ცუდი?-ამ კითხვას მეც ვუსვამდი საკუთარ თავს...
კარგი იყო, თუ ცუდი მე რომ საბას შევხვდი პირველად?...
კარგი იყო, თუ ცუდი მას რომ პირველმა გამოველაპარაკე?...
კარგი იყო, თუ ცუდი საბა რომ შემიყვარდა?....
და ბოლოს....
ის ჩემი საჩუქარი იყო , თუ სასჯელი?....
ამ კითხვებს ვერასდროს ვცემდი პასუხს, რომელშიც მთლიანად ასი პროცენტით ვიქნებოდი დარწმუნებული.ყველაფერს ქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე...
თუმცა რამდენიც არ უნდა მეტირა, ან მეფიქრა, სულ ერთსა და იმავეს ვასკვნიდი:დრო რომ უკან დამებრუნებინა, არაფერს შევცვლიდი....
ისევ გავიცნობდი საბას , ისევ დავუახლოვდებოდი და ისევ შევიყვარებდი, რადგან სიყვარული მისდამი ეს იყო ერთადერთი რამ, რამაც ჩემი სამყარო ერთდროულად გააფერადა და გააუფერულა.მან მე გამომაცდევინა ემოციები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში თვითონ ვერ აღმოვაჩინე.
ამ სიყარულმა დაცემა და წამოდგომა მასწავლა,დაბრკოლებები გადამალახინა,სიცოცხლე შემინარჩუნა.
ბოლოს და ბოლოს ამ სიყვარულთან ერთად ათი წელი ვიცხოვრე....
რა პასუხი გამეცა საბასთვის, როცა თვითონ ვერაფერში გავრკვეულიყავი ბოლომდე?
-არ ვიცი...-ჩავილაპარაკე გონებაარეულმა. მშვიდად სუნთქავდა, ვიფიქრე უკვე ეძინა...
-არც მე ვიცი, კატო-გასვლას რომ ვაპირებდი, მისი ხმა გავიგე და შეშინებული შევბრუნდი უკან.ეს ლაპარაკი არ იყო, ეს ძილში ბოდვას გავდა, რადგან მას უკვე მართლა ეძინა.თითქოს ეს პასუხი თავიდანვე გამზადებული ქონდა, მაგრამ ბაგეებს მოწყდა გვიანო...
უკვე ვხვდებოდი, რომ მაკამ ყველაფერი იცოდა.
რა მოხდა სინამდვილეში ? როდის გაიგო მისი ვინაობა და საერთოდ დამთხვევა იყო თუ არა ის , რომ საბა დაათოს ოჯახს დაუმეგობრდა?ძალიან ბევრი კითხვა მქონდა და ვიცოდი სულ მალე ინტერესს დავიკმაყოფილებდი.
ტაქსის მძღოლს მისამართი ვუკარნახე და ნახევარ საათში საავადმყოფოს წინ ვიდექი.გამბედაობა საკმარისზე მეტიც კი მქონდა , როცა შენობაში შევდიოდი,მაგრამ პალატასთან შევჩერდი თუ არა, ყველაფერი ერთ წამში გამეფანტა.ყოყმანით შევაღე კარი და ფეხაკრეფით შევედი ოთახში.
-ჩვენს მეტი აქ არავინაა კატო, შეგიძლია შემოხვიდე-თბილად მიმიხმო თავისთან მაკამ და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ? ბოლოს და ბოლოს როდის გამოგწერენ?-მის საწოლზე ჩამოვჯექი და მოსასმენად მოვემზადე.
-5 დღეში გამომწერენ , ალბათ-ივარაუდა დედამ-ახლა კი გისმენ.
-პასუხები მჭირდება-დავიწყე ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
-გაიგე უკვე , არა?-მაკას გაეღიმა და ხელი მომკიდა-მოდი მე მოგიყვები ჯერ რაც თვითონ ვიცი და რაც გამომრჩება და დაგაინტერესებს, ის შენ მკითხე.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანაც დაიწყო.
-ის დღე ხომ გახსოვს , როცა გაიგე, რომ საბა ცოცხალი იყო? მაშინ ერთდროულად ყველაზე მხიარული და ყველაზე სევდინი იყავი.იმ დღიდან თითქოს გამოცოცხლდი , მაგრამ უფრო შენს თავში შეიკეტე და ნამდვილი გრძნობების მიჩქმალვას ცდილობდი.ვიცოდი საბა გენატრებოდა, მაგრამ არ იმჩნევდი.იმით კმაყოფილდებოდი, რომ მისი თავი უფალმა არ წაგართვა თუმცა სამაგიეროდ შენს გვერდით მაინც არ იყო.შენს ასეთ მდგომარეობას რომ შევხედე , ძალიან შემეშინდა კატო.ვიფიქრე ისევ იმ ჩვეულ წესსს დაუბრუნდებოდი და რაჭაში წაყვანას მოითხოვდი.იქ სამი საშინელი წლი გაატარე და ამით მეც დამტანჯე.მაშინ მოჩვენებას გავდი.წარსულის აჩრდილს, რომელსაც მხოლოდ არსებობაღა ქონდა დარჩენილი.მე კი ნამდვილად არ მინდოდა ჩემი შვილი ძველ მდგომარეობას დაბრუნებოდა.შენთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ საბას ძებნა დავიწყე.არ მკითხო როგორ,ეგ გრძელი ამბავია,თუმცა საბა დათომ მაპოვნინა.დათო შემთხვევით გავიცანი, დავახლოვდით და ყველაფერი ვუამბე.მან თავისი კავშირები გამოიყენა და მალე ხეცურიანზე ყველაფერი ვიცოდი.რომ გავიგე მეხსიერება ქონდა დაკარგული , მივხვდი ამით ყველაფერი გართულდა.დათოს ბიზნესთან დაკავშირებით გერმანიაში მოუწია წასვლა და შემთხვევით შეხვდა საბას პროექტზე მუშაობისას.რა თქმა უნდა ,ფოტოები იცოდა მისი, ამიტომ იოლად მიხვდა ვინც იყო.დაუახლოვდა და მოეწონა, როგორც პირროვნება, ამიტომ დამეგობრდნენ.არ ვიცოდი ეს ყველაფერი შენთვის როგორ მეთქვა , საბას ხომ არ ახსოვდი.ასე უბრალოდ რომ მისულიყავი მასთან , მხოლოდ დააფრთხობდი, მეტი არაფერი.მერე კი ხეცურიანის დედას, ნინოს ვველაპარაკე.ხომ გითხარი , რომ საბა ჩვენთან რამოდენიმეჯერ დასარჩენად იყო მოსული.შესაბამისად მშობელი დაინტერესდა რა ვითარებაში და სად რჩებოდა მისი შვილი, ამიტომ საბამ ერთმანეთი ინტერნეტით გაგვაცნო.თავიდან რომ დამინახა, გაფითრდა.მივხვდი შეეშინდა, რომ საბას რამეს ვეტყოდი და თავგზას ავუბნევდი . მან ხომ არ იცოდა ვინ ვიყავი.როცა ხეცურიანი ოთახიდან გავიდა , ქალბატონმა ნინომ ყველაფერი მომიყვა.რადგან აქ მოხვედი , ესე იგი იცი რა გადახდა საბას თავს გერმანიაში მაგრამ არ გეცოდინება ის , თუ რატომ დაკარგა მეხსიერება , რადგან ეს ნინოსაც არ უთქვამს მისთვის.-ასე მეგონა მალე გული გამისკდებოდა.რაც უფრო მივიწევდი თავსატეხის ამოხსნისკენ, მით უფრო ჩახლართული ხდებოდა ყველაფერი.რაც უფრო მეტს ვიგებდი საბაზე, მით უფრო მტკიოდა გული.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , რომ შვება ოდნავ მაინც მეგრძნო.თუმცა რამდენად მტკივნეული არ უდნა ყოფილიყო რეალობა, ყველაფერს გავიგებდი და მოვისმენდი მანამ, სანამ ერთი კითხვაც კი პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა.
-როცა საბამ კომიდან გამოსვლა დაიწყო , გათიშულ მდომარეობაში გამუდმებით შენს სახელს იმეორებდა.ხშირად ქონდა მაღალი სიცხეები და ბოდვა.ითხოვდა, რომ მასთან დარჩენილიყავი და არ მიგეტოვებინა.გონზე კი ვერაფით მოყავდათ.ისევ რომ დამშვიდებულიყო, დამაწყნარებლებს და ძილის წამლებს უკეთებდნენ. სიცხის დაგდება ზოგჯერ რამოდენიმე დღით ვერ ხერხდებოდა და თუ მოახხერხებდნენ, რამოდენიმე საათში ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდებოდა და ყველაფერი მეორდებოდა.
მდგომარეობა გაუსაძლისი მაშინ გახდა, როცა ამდენი დაღლა და დატვირთვა საბას სხეულმა ვეღარ აიტანა და გული ორჯერ ისევ გაუჩერდა.პირველად მარტივად, თუმცა მეორედ ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს მისი თავი.მეორე შემთხვევის შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა.გავიდა რამოდენიმე თვე ისე, რომ აღარც ტემპერატურას შეუწუხებია და საერთოდ, სხეული აღარ რეაგირებდა.ერთ დღეს კი მოულოდნელად თვალები გაახილა და წამოდგა თუ არა , პირველი სიტყვები რაც თქვა ეს იყო : დედა, ლინზები მომიტანე,სასწრაფოდ.
უცნაურია,არა? ეს ნინომაც არ იცის რატომ მოხდა.დღემდე ვერ გაუგია, რატომ ატარებს საბა ლინზებს და მალავს მისი თვალების ნამდვილ ფერს.ნინო იმდენად გახარებული იყო, რომ ცუდი უკან მოიტოვა საბამ და ყველაზე საშინელი დაბრკოლება გადალახა , უსიტყვოდ შეუსრულა თხოვნა და აღარც არაფერი უკითხია.
იფიქრა , რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა , მაგრამ მორიგი პრობლემა გამოჩნდა.ექიმმა მოინახუალა თუ არა, ხუმრობით კითხა საბას ვინ იყო ის გოგო გაუჩერებლად რომ ეძახდიო...რა თქმა უნდა , მან არ იცოდა რაზე იყო ლაპაარაკი.
გამოკვლევებმა აჩვენეს , რომ ამნეზია ქონდა.წესით ყველაფერი მალე უნდა აღედგინა , მაგრამ გადიოდა წლები ისე, რომ არაფერი იცვლებოდა.როდესაც ნინომ ექიმს ამის მიეზი კითხა, ასეთი პასუი მიიღო.ალბათ ეს მოგონებები მისთვის იმდენად ემოციური და მძიმეა , რომ ტვინმა დაბლოკა და უარს ამბობს გახსენებაზეო.ამიტომ ვერცერთი წამალი ვერ უშველიდა ხეცურიანის მახსოვრობას, ეს მას თვითონ უნდა გაეკეთებინა.ნინომ ამიხსნა, რომ შენზე არაფერი მოუყვა ,რადგან შეეშინდა ისევ ცუდად გახდებოდა საბა და მერე უკვე ვეღარაფრით დაეხმარებოდა ისედაც ნატანჯ შვილს. მმისთვის კი არ უთქვამს რატომ დაკარგა მახსოვრობა, ან რა ხდებოდა იმ დროის განმავლობაში რაც ხეცურიანმა დაივიწყა.
მგონი აქედან უკვე ყველაფერი იცი....-დაამთავრა და ამოისუნთქა.
ჩუმად ვიჯექი.პირზე ხელი მქონდა აფარებული და მთელი ძლით ვიკავებდი თავს, რომ ბოლო ხმაზე არ ავღრიალებულიყავი.ახლა ყველაფერი ვიცოდი,ახლა კითხვები აღარ დამრჩა , მაგრამ სიმსუბუქეს და შვებას მაინც ვერ ვგრძნობდი.
მაკამ ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-იტირე დე, ნუ ითმენ, თორემ ვერ გათავისუფლდები.
თანდათან საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე.რაც სხეულში მქონდა, იმის შეკავება აღარ შემეძლო.ჩემი ნება რომ ყოფილიყო,გულს საერთოდ ამოვიგლეჯდი ,რადგან ვიცოდი სხვანაირად ვერ მოვისვენებდი.ავქვითინდი ისე, თითქოს ვიღაცას დასტირისო და ეს ასეც იყო.
დაკარგულ დროს და ბედნიერებას დავტიროდი...
ერთადერთი რასაც ვნანობდი, ის იყო რომ თავის დროზე საბასთან უფრო მეტი დრო არ გავატარე.
დროს უფრო მეტი მოგონება ვერ წავართვი.
ახლა რა უნდა მექნა? ასე თამაში და თვალთმაქცობა რამდენი ხანი გაგრძელდებოდა?საბა თუ ვერასოდეს გამიხსენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? კარგი, ვთქვათ დავუმალავდი ჩემს წარსულს და მასთან ისე დავრჩებოდი, მაგრამ მერე რომ გაიხსენოს და ვიკამათოთ? მის ასე დაკარგვას კიდევ ერთხელ ნამდვილად ვერ გადავიტანდი.დილემის წინაშე ვიყავი დამდგარი და მე თუ მკითხავთ , საუკეთესო გამოსავალი უფსკრულში გადაჩეხვა იყო, მაგრამ ამის გაკეთებაც შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის...
-როგორ მოვიქცე?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილაპარაკე ტირილით და დედას უფრო მაგრად ჩავეხუტე.-იმდენი რამ დამატყდა თავს, აღარ ვიცი როგორი გადაწყვეტილება მივიღო.მასთან მინდა დე ყოფნა, მაგრამ გამოდის, რომ არ შემიძლია?-სასოწარკვეთილება ბრაზში გადადიოდა.
-ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი? ან ვიყავი კი საერთოდ მის გვერდით ბედნიერი?ღირდა ეს სიყვარული ამდენ ტანჯვად?-ვბოდავდი.ჩემივე სიტყვებში შემქონდა ეჭვი.თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა,თვალებზე ბინდი გადამეკრა.
-რომ ვერ გამიხსენოს რა ვქნა, მის წარსულად დავრჩე? ჩემი მასთან ყოფნა რომ საშიში აღმოჩნდეს , მისი მომდევნო სიკვდილის მიზეზი მე ვიქნები?-ეს კი სინამდვილე იყო..ასე მართლა ვფიქრობდი.იმ დროს მე არ მაინტერესებდა როგორი პასუხები ექნებოდა ჩემს კითხვებს, ან საერთოდ თუ შეიძლებოდა, რომ ლოგიკური პასუხები გამოძებნილიყო.დამშვიდება მიდოდა და მეტი არაფერი....
-ყველაფერი კარგად იქნება, შენ ძლიერი ხარ კატო-თბილად ჩამჩურჩულა დედამ და თმებზე მოფერებას განაგრძობდა.
დამავიწყდა , რომ სახლში ერთ საათში უნდა დავბრუნებულიყავი.იმდენი ხანი ვტიროდი, რომ მოვითენთე,დავიცალე და ძალა გამომელია.არაფრის თავი აღარ მქონდა და ასე დედაზე ჩახუტებულს დამეძინა.
აღარც კოშმარებს შევუწუხებივარ,არც საბა დამსიზმრებია და არც ცუდად გავმხდარვარ ძილის დროს.მშვიდად ვგრძნობდი თავს მიუხედვად იმისა , რომ ძალიან აფორიაქებული ვიყავი.რატომ? ალბათ იმიტომ , რომ რაც მაწუხებდა ყველაფერი მოვისმინე და გავიგე.პასუხგაუცემელი კითხვები ... უბრალოდ აღარ დარჩა.
დედამ ლაპარაკის დროს მითხრა , რომ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ ხუთი დღე მქონდა , რადგან ხუთ დღეში მას გამოწერდნენ , მე კი ამის შემდეგ საბასთან მთელი დღეები ვერ დავრჩებოდი , მიზეზი არ მექნებოდა.
ხუთი წელია მეხსიერება აქვს დაკარგული და ჯერ არ დაბრუნებია, მე კი სულ რაღაც ხუთ დღეში რამე უნდა მომეხერხებინა.არა, ნამდვილად აფსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
თავის ტკივილი რომ ვიგრძენი, მივხვდი ნელ-ნელა ვფხიზლდებოდი.თვალების გახელა ვცადე ,მაგრამ არ გამომდიოდა.ეტყობა ნამტირალევს დასიებული მქონდა.უცებ სახეზე შეხება ვიგრძენი და სმენა რომ დავძაბე , დაბალი ლაპარაკიც გავიგე.
-რატომ მანერვიულე?აკი ერთ საათში დავბრუნდებიო?როგორ მინდა ახლა ჭკუა გაწავლო !! თუმცა გაბრაზებას რომ თავი დავანებო ისიც მაინტერესებს რა გჭირს.ერთი შეხედვით რა ძლიერი ხარ კატო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე.ადვილია შენი წყენინება ისევე , როგორც შენი გამხიარულება.რა გავაკეთო ? ვინ ხარ შენ ჩემთვის?შენ რომ გიყურებ ,ჩემი დაკარგული და დაცარიელებული გულის ნაწილი ივსება.შენ რომ გიყურებ, მინდა ეს ლინზები ჯანდაბაში მოვისროლო და პირდაპირ სულში ჩაგახედო.ის მაინც ვიცოდე , მუდმივად რაზე ნერვიულობ,დაგეხმარებოდი მაინც.თითქოს შენზე ყველაფერი ვიცი რაც საჭიროა,მაგრამ ამავე დროს ვერაფერს ვერ ვხვდები.ძალიან დიდი გამოცანა ხარ,ჩემი თავსატეხი.არ ვიცი რა მოგიხერხო....
დაბალი ნაღვლიანი ხმით ლაპარაკობდა საბა და ნამტირალევ თვალებზე თითებით კონტურებს ხაზავდა.მისი სიტყვები ჭრილობაზე მარილს მაყრიდნენ.როგორ მენატრებოდა საბა.როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და არსად გამეშვა...
შუბლზე რაღაც თბილის შეხება რომ ვიგრძენი, ვერ მოვითმინე და თვალები გავახილე.სწორად მივხვდი,შუბლზე მაკოცა.ერთ ხელში ჩემი მარჯვენა მტევანი ქონდა მოქცეული,მეორეთი კი მეფერებოდა.შუბლს რომ ტუჩები მოაშორა და წელში გაიმართა გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
-მაპატიე , გაგაღვიძე-დამნაშავეს ხმით ჩაილაპარაკა და წამოდგა.-გავალ რამეს ამოგიტან, არ გივახშმია ალბათ.
-რატომ გარბიხარ ?-ბაგეს თავისით მოწყდა სიტყვები.მასთან ყოფნა მინდოდა კიდევ, ის კი ასე უბრალოდ მიდიოდა.
-რა ვქნა კატო, ბოდიში მოგიხადო შუბლზე რომ გაკოცე თუ საერთოდ ხმა რომ გაგეცი ?
-კარგად იცი რაც ვიგულისხმე.ბოლომდე არასდროს ამბობ სათქმელს,ან თემას ცვლი,ან უბრლოდ კითხვებს აიგნორებ.
ჩემსკენ ზურგით იდგა, მაგრამ მივხვდი, რომ დაიძაბა.ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,მითუმეტეს რომ ახლა მე კი არა , ის უნდა ბრაზდებოდეს რომ ვანერვიულე და სახლში დროზე არ მივედი.
-რა გინდა? არ გეყო რაც დღეს მოგიყევი?კიდე რა გაინტერესებს?სანამ შენ წასული იყავი და არ ბრუნდებოდი ვიფიქრე, რომ რაღაც დაგემართა.რა აღარ წარმოვიდგინე იცი? საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.ალბათ ზედმეტი ვილაპარაკე და რაღაც არასწორად გაიგოთქო.შენ....-და აქ ხმა გაუწყდა.საწოლიდან სწრაფად წამოვდექი,ჩემსკენ შემოვატრიალე და თვალებში ჩავხედე.
-ჰო, გისმენ-თბილად გავუღიმე და ლოყაზე თითები ფრთხილად შევახე.
-კონტროლს მაკარგვინებ კატო.როცა შენთან ვარ , აღარაფერი მახსოვს.მითხარი, ეს ნორმალურია?სულ მაინტერესებს რაზე ფიქრობ და რას აკეთებ, ეს დანაშაულია?-მზერა აემღვრა.
-ასე ძალიან რატომ ინერვიულე?ხომ გითხარი დედასთან რომ უნდა წავსულიყავი?
-არ ვიცი...საქმე შენ რომ გეხება, სულ უცნაურად ვიქცევი .მომენტალურად გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ვეღარასდროს მენახე , ამან კიდევ ჭკუიდან გადამიყვანა.ისეთი გრძნობა მქონდა, რომ უკვე ერთხელ დაგკარგე,მეორედ კი იგივეს აღარ დავუშვებდი.მითხარი,ადრე შეგხვედრილვარ სადმე? გიცნობდი? იქნებ შენ დამავიწყდი?იქნებ ვის გახსენებას და პოვნასაც ვცდილობ ეს შენ ხარ ?-სასოწარკვეთილი კითხვას კითხვაზე სვამდა.მივხვდი , ამაზე უკეთესი შანსი აღიარებისთვის არ მომეცემოდა, მაგრამ სიმხდალე გამოვიჩინე და გავჩუმდი.ვიცოდი რაღაც უნდა გამეკეთებინა, თუმცა ესეც არ შემეძლო.საბა ტკივილიანი თვალებით მიყურებდა . მე მას ტკივილს ვაყენებდი,ჩემს გამო აფორიაქებული იყო,ჩემს გამმო ნერვიულობდა...
ასე არ უნდა ყოფილიყო...
ჩვენი შეხვედრა....თუ ეს ოდესმე მოხდებოდა, სხვანაირად წარმომედგინა....
ასე რატომ აეწყო ყველაფერი?...
სად დავუშვი შეცდომა ? ....
-დღეს არა, ხვალ რაც გინდა მკითხე.ოღონდ დღეს არა...
-სიკვდილმა ვერ დამაკლო ვერაფერი კატო,თან არა ერთხელ შეეცადა ჩემს წაყვანას,შენ კი უბრალო გამოხედვით ბოლოს მიღებ-ამოიოხრა დანაღვლიანებულმა და თვალი ამარიდა-გამიშვი , გეყოს ! ..
-კიდევ არ გინდა მითხრა რამე ?სულ ეს იყო?
-ამჯერად საკმარისია....
-მაშინ ახლა მითხარი რა გინდა.ნებისმიერი რამ მთხოვე და შეგისრულებ-გავუღიმე და მისი თხოვნის მოლოდინში გავირინდე.
-ახლა რა ჩაიფიქრე?-ოდნავ მასაც ჩაეღიმა და ქვემოდან ამომხედა.
-რაც წეღან თქვი , ლინზებზე.ჩემთან თვალთმაქცობა არ გჭირდება.იყავი ისეთი, როგორიც ხარ. მეც მინდა შენი თვალებიდან შენი სული დავინახო,ასე რომ ისინი აღარაფერში გჭირდება.-ფეხისწვერებზე ავიწიე და გაშეშებულს ლინზები საკუთარი ხელით მოვხსენი.
-ასე აჯობებს?-იკითხა ყოყმანით.
-ასე უკეთესია-მის თვალებს შუქზე ვაკვირდებოდი.ისინი არ იცვლებოდნენ.გაჭირვალე და სუფთა თვალები.მის მზერაში ვიძირებოდი და ეს საოცარ ბედნიერებას მანიჭებდა.
-კატო , მომავალში რა იქნება ? მომავალში „ჩვენ“ ვიარსებებთ?-მკითხა ჩაფიქრებულმა.
-არ ვიცი, ეს ალბათ ჩვენზეა დამოკიდებული , თუმცა სანამ არ გამოკეთდები ბოლომდე,ალბათ არა-ნაღვლიანი ღიმილით ვუპასუხე და მასთან ერთად საწოლზე ჩამოვჯექი.
-ეს იმიტომ, რომ შენ იმას გავხარ, ვისაც მე ვეძებ, მე კი იმას, ვინც შენ გიყვარს?-სწორად თქვა,მაგრამ იმდენად ბავშვურად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა , რომ თვალები ამიცრელიანდა.
-მითქვამს შენთვის, რომ ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ ?-სერიოზული ტონით ვკითხე და მის თვალებგაფართოებულ სახეს რომ შევხედე, გულიანად გამეცინა.
-არა,შენი უეცარი ცვლილებები ძალიან მაშინებს-დამფრთხალმა ჩაილაპარაკა და მანაც გამიღიმა.
-მოიფიქრე რა გინდა ?ნებისმიერი ერთი სურვილი.
-ეს ანაზღაურებაა იმისი, რომ ხვალ არაფერი გკითხო?
-გააჩნია რა საკითხზე-უცებ ვუთხარი და გავჩუმდი.ყველაფერზე ნამდვილად ვერ გავცემდი პასუხს.
-დღეს მაკა დეიდასთან რომ შემოვედი პალატაში , დაძინებული დამხვდი.არ გამიღვიძებიხარ და ხელში აყვანილი წამოგიყვანე.შევამჩნიე , რომ ნატირალევი იყავი.მაკა დეიდამ თქვა კითხე და თუ საჭიროდ ჩათვლის გეტყვისო.მეტყვი რა მოხდა?-ზუსტად ის მკითხა , რაზეც ვერ გავცემ პასუხს,ჯანდაბა !!!
-რამე სხვა მოიფიქრე-მზერა ავარიდე და ისე ვუთხარი.
-....ესე იგი არ იცი მომავალში რა გველოდება ?
-ჰო.
-და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ მეხსიერებას არ დავიბრუნებ?
-ჰო
-ანუ , ფაქტიურად წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავთ?
-ჰო
-ჩემთან ისე არ დარჩები ?
-არ შემიძლია.
-მოვიფიქრე რაც უნდა გთხოვო, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხე.ბიჭი შენი წარსულიდან, ჯერ კიდევ გიყვარს?
-ჰო.
-მაშინ ჩემი თხოვნა ეგოისტურია . დარწმუნებული ხარ , რომ ყველაფერს შემისრულებ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სახეზე შევხედე.მზერა გაქვავებოდა.
-მინდა , რომ დღეს ჩემთან,ჩემს ოთახში დარჩე.-მისმა სიტყვებმა განაჩენივით გაიჟღერეს ჰაერში და ზუსტად იმ წამს გადაწყვეტილება მივიღე.
არჩევანი გავაკეთე და როგორც იქნა მივხვდი რომელი გზით უნდა წავსულიყავი.უაზრობა იყო, არასწორად მოვიქცეოდი,მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა.მე მხოლოდ ლოდინი შემეძლო, რომ ყველაფერი თავის კალაპოტს დაბრუნებოდა.ლოდინი მის გვერდით და ამასთანავე დისტანციის დაცვა კი ზედმეტად რთული იყო ჩემთვის.
ჰო და გადავწყვიტე დავთანხმებოდი და მისი სურვილი შემესრულებინა.
-მხოლოდ დღეს , მხოლოდ ამ ღამით...
„ რადგან ხვალ უკვე ვეღარ მნახავ ‘’ - დავამატე გონებაში.
-მიხვდი მაინც რას გთხოვ? ასე მარტივად როგორ დათანხმდი , შენ ხომ არ გიყვარვარ ?
-მე ეგ არასოდეს მითქვამს-ნიშნისმოგებით ვუპასუხე.
-მოიცა...ანუ...-გაკვირვებულმა წმაოიძახა, მაგრამ სიტყვის დამთავრება აღარ ვაცადე.მისკენ გადავიხარე და ტუჩებზე ფრთხილად და ნაზად შევეხე.
-მხოლოდ დღეს....შემიძლია გითხრა, რომ მე შენ მიყვარხარ--ამოვილაპარაკე მის ბაგეებს ოდნავ მოშორებულმა.ამჯერად თვითონ მომხვია ხელი და ტუჩებზე ვნებამორეული დამეძგერა.
მე ის მიყვარდა.თავდავიწყებით და გაგიჟებით მიყვარდა...
მე ის მენატრებოდა..
თავდავიწყებით და გაგიჯებით მენატრებოდა...
იმ ღამით მე ჩემს თავს უფლება მივეცი გულს დამორჩილებოდა...
არ მახსოვდა არც ის რა მოყვებოდა მომავალში ჩემს მიერ გაკეთებულ არჩევანს,არც ის თუ რამდენი რამ მოხდა წარსულში.ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ ქონდა.იმ წუთას მე მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი მომდევნო დღე არ დამდგარიყო,მაგრამ ამაოდ...
გამთენიისას გამეღვიძა.დილის ექვსი საათი იყო.ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და ჩემს ოთახში ფეხაკრეფით გავედი.ბევრი არაფერი მქონდა წასაღები.ვჩქარობდი საბას რომ არ გაღვიძებოდა, ამიტომ შეიძლებოდა რაღაცეები დამვიწყებოდა კიდეც.ტანსაცმელები ჩანთაში ერთი ხელის მოსმით ჩავყარე და სალომეს შეტყობინება გავუგზავნე ოც წუთში სახლთან ყოფილიყო.რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, პასუხი ეგრევე მომწერა და მითხრა დამელოდეო.
ყველაფერი რომ წესრიგში მოვიყვანე , ისევ საბას ოთახში შევედი და მძინარეს წინ ჩავიმუხლე.
-მადლობა ყველაფრისთვის საბუ.ალბათ რომ გაიღვიძებ დ არ დაგხვდები ძალიან გამიბრაზდები , ჩემი დანახვა აღარც მოგინდება, ჰო და ძალიან კარგი.თვითონაც არ ვიცი ნორმალურად რას ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ ახლა ასე აჯობებს.შენ მე ცხოვრება გამიფერადე და იმედი დამიბრუნე , ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ხომ იცი, რომ სულ შენ მიყვარდი და ბოლომდე ასე იქნება?მაპატიე...-მისკენ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
რომ გავსწორდი და მის სახეს ბოლოჯერ დავხედე, შევამჩნიე წამწამები დასვეელებოდა.შევკრთი...არ მეგონა გაღვიძებული თუ იქნებოდა.მივხვდი სადაცაა ცრემლებს ვერ შეიკავებდა , ამიტომ არაფერი მითქვამს უბრალოდ წამოვდექი და წასასვლელად შევბრუნდი.
ხელი ჩამკიდა და შემაჩერა.
-რას ნიშნავს სულ გიყვარდი და ბოლომდე ასე იქნება ? სულ ისეთ რაღაცეებს რატომ მეუბნები , რასაც ვერ ვხვდები?
-იმიტომ, რომ ყველაფერს თვითონ უნდა მიხვდე.-გამტყდარი ხმით ჩუმად ვუპასუხე.
-უნდა წახვიდე? ეს აუცილებელია ?-მისი ხმა შეცვლილი იყო . არ ვიცი იმიტომ რომ ნამძინარევი იყო, არ ვიცი იმიტომ,რომ უბრალოდ ღელავდა.
-ჰო-ხელი გავაშვებინე და კარისკენ წავედი.
-ხომ იცი, რომ მაინც გიპოვი და მერე უკვე აღარ გაგიშვებ?როცა მივხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა . როცა დავრწმუნდები, რომ ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს,მაშინ აუცილებლად მოგძებნი.-მისი ხმა მტკიცე და შეურყევი იყო.
-დაგელოდები...-მის გასაგონად ჩავილაპარაკე აცრემლიანებულმა და ოთახიდან საბოლოოდ გამოვედი.

-საით?ყოველგვარი შესავლის გარეშე მკითხა სალომემ.
-შორს, იქ სადაც აღარ მეტკინება და ვერავინ მიპოვის-ნაღვლიანი ღიმილით ვუპასუხე და სავარძელზე თვალებდახუჭული გადავწექი.
*************

ექვსი თვე გავიდა...ნახევარი წელი რაც საბა არ მინახავს.არ ვიცი როგორაა, ან რას აკეთებს , მაგრამ მშვიდად ვარ.ის დამპირდა, რომ მომძებნიდა მაშინ, როცა ყველაფერი დამთავრდებოდა და მეც ვიცდიდი.
რაც შეეხება იმ დღეს...
სალომემ თავის სოფელში,მთაში წამიყვანა.ეს იყო ყველაზე მშვიდი ერთი თვე ჩემს ცხოვრებაში.მხოლოდ მე და ჩემი გოგო გარესამყაროს მოწყვეტილები, პატარა მყუდრო სახლში ერთად.არაფერზე ვფიქრობდი.უბრალოდ მთელი დღე ვსეირნობდით და ვსაუბრობდით.არც ერთი წამით მომშორებია გვერდიდან და ამისთვის მადლობელი ვარ მისი.ბოლოს და ბოლოს ერთი თვე გიორგი არ ენახა, არა და იმ დროს უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს.რომ ვკითხე მიზეზი რატომ არაფრით ინტრესდებოდა, ასეთი პასუხი გამცა : „ასე ადვილი რომ ყოფილიყო შენთვის მომხდარის მოყოლა, დასაწყისშივე მეტყოდი,ამიტომ მე დავიცდი.დაგელოდები , თუ როდის მოხვალ თვითონ ჩემთან ’’ .
ღმერთს მადლობას ვუხდიდი ყოველდღე , რომ მისი თავი მაჩუქა.
ამ ერთი თვის შემდეგ კი ჩემს ძველ ბინაში დავბრუნდი.დედას მოკლედ ავუხსენი საქმის ვითარება , სალომეს კი ყველაფერი ვრცლად მოვუყევი და ამასთანავე გავაფრთხილე , ჩემზე არაფერი ელაპარაკა გიორგისთან.
დათომ თავისი გაიტანა და ახალი სამსახური მიშოვა.წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ მეუხერხულებოდა.
თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა , მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა შემექმნა.ძველ ბინაში რომ დავბრუნდი, გამახსენდა საბას დღიური დათოს სახლიდან არ წამომიღია.დედას ვთხოვე ჩემს ოთახში მოეძებნა, მაგრამ მითხრა , რომ ვერსად იპოვა.თვითონაც გავბედე იქ მისვლა და ყველაფერი გადავატრიალე, მაგრამ რვეული ვერსად ვიპოვე.საბასი აღარაფერი დამრჩა უკვე...გარდა მოგონებებისა.
გაზაფხული ძალიან მიყვარს.ამ დროს ყველაზე მშვიდად რაჭაში ვგრძნობ თავს.სამსახურიდან სამ კვირიანი შვებულება ავიღე და წაასვლელად მოვემზადე.
დედაც უნდოდა გამომყოლოდა, მაგრამ ვუთხარი მარტო მინდა წასვლათქო და როგორც იქნა დავითანხმე.თუმცა აქაც არ გამიმართლა....
ტაქსი გამოვიძახე და ჩანთები ჩემი სავარძლის გვერდით დავაწყვე.მძღოლმა მანქანა დაძრა თუ არა , სიგნალის ხმა გავიგე ახლოდან და დაფეთებული შევტრიალდი.ტაქსი გაჩერდა , მე კი უკან დაყენებული მანქანის მძღოლის გასალანძღად გადმოვედი.
სწორად მიხვდით,გიორგი და სალომე.მათ გასაჩეჩად დავიძარი გაბრაზებული და ფანჯარაზე დავაკაკუნე.მინა ჩამოიწია თუ არა, სალომეს იდიოტი სიცილი გავიგონე და დავუყვირე.
-თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? ჯერ ტაქსის კინაღამ დაეჯახეთ და თან სიგნალებით, მერე მაგვიანებთ.რაზე ფიქრობთ საერთოდ?-თვალები ჯოჯოხეთის ცეცხლით მქონდა ანთებული.
ამ დროის განმავლობაში გიორგი კარგად გავიცანი , ასე რომ ვიცოდი ცუდი ადამიანი არ იყო,მაგრამ ნერვები ისე მქონდა მოშლილი, არც მას ვერიდებოდი და არც ყბაჩამოვარდნილ ტაქსის მძღოლს.
ვითომ არაფერი გაუგონიაო, ღიღინით გადმოვიდა სალომე მანქანიდან , ჩემი ჩანთები გიორგის მანქანის უკანა სავარძელზე დააწყო , მძღოლს ფული მისცა და ბოდიში მოუხადა , შემდეგ კი ჩემს წინ გამარჯვებული სახით დადგა.
-რის გაკეთებას აპირებ?-შეშინებულმა უან დავიხიე.მისი თვალები ეშმაკურად ელავდნენ.ვერც გავიაზრე ისე შემაგდო მანქანაში,თვითონ წინ კომფორტულად მოთავსდა და დაიყვირა:
-როგორ თუ რას, რაჭაში მივდივართ სამი კვირით დასასვენებლად.ყველაფერი,რაც დაგვჭირდება მანქანაში აწყვია, თუ რამე დანარჩენს ვიყიდით.-გიორგის საწყალი თვალებით გავხედე, მაგრამ არ იმოქმედა.მან უბრალოდ მხრები აიჩემა რითაც მანიშნა : „ეს ხომ სალომეა, რას გააკეთებს წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ“.
-მარტო მინდოდა წასვლა-ამოვიბუზღუნე ათი წუთის შემდეგ.
-მე კიდევ შენთან ერთად მინდოდა-თავი გაისაწ..ლა სალომემ.
-თქვენი წინააღმდეგი არ ვარ , მაგრამ მე ზედმეტი ვიქნები, წყვილი ხართ ბოლოს და ბოლოს-თავი ჩავმალე, რომ აწითლებული არ გამოვჩენილილყავი.სწორედ ამ მიზეზის გამო არ შევთავაზე მათ ჩემთან ერრთად წამოსვლა, თორემ წინააღმდეგი სულაც არ ვყოფილვარ .
-მაგ სიტყვების თქმის შემედეგ აქედან გადაგდების ღირსი ხარ, მაგრამ ამ ერთხელ გაპატიებ, კარგ ხასიათზე ვარ.შეგიძლია მადლობა მერე გადამიხადო-ჩაისისინა სალომემ.რამოდენიმეწამიანი სიჩუმე და უკვე ყველა ერთად ვხარხარებდით მანქაანაში.
მთელი გზა უაზროებზე ვლაპარაკობდით და დებილობებზე ვიცინოდით.სოფელში რომ ჩავედით , გიორგი ჩანთების გადმოტნაში მოგვეხმარა , მერე კი სახლის მოწესრიგებას შევუდექით.
როგორ მაკლდა საბა.ყველაფერს მივცემდი ალბათ, ოღონდ ახლა ჩემსს გვერდით ყოფილიყო.
ამასობაში შებინდდა კიდეც.გიორგიმ კოცონი დაანთო და გართობა უკვე ეზოში გავაგრძელეთ.
მთელი დღე თავისუფლად ვგრძნობდი თავს.გაანვიტვირთე და ახლა უკვე მართლა მიხაროდა, რომ მათთან ერთად წამოვედი.
ოთახი გავამზადე თუ არა, პირველ სართულზე ჩავედი და გვრიტებს ჩავძახე.
-შეგიძლიათ დასაძინებლად წახვიდეთ,მაგრამ დაიმახსოვრეთ,ღამე ჯობია მხოლოდ დაიძინოთ...ვიმეორებ,მხოოოოოოოოოოოლოდ დაიძინოთ და მეტი არაფერი აკეთოთ,რადგან საკმაოდ ფიზელი ძილი მაქვს. - გიორგის მოერიდა და მზერა ამარიდა . სალომე კი გონებაში უკვე ადგილზე მკლავდა ალბათ.
ძილინებისა ვუსურვე მათ და ოთახში შევიკეტე.იმ ოთახში გადავწყვიტე დაძინება, სადაც სამი წელი მქოდა გატარებული.მართალია ეს წლები დიდად სასიამოვნო მოგონებებს ჩემში არ იწვევდნენ, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს.
ფარდა გადაწეული მქონდა და ვარსკვლავებს პირდაპირ ვუყურებდი.ბევრი ვიწრიალე, თუმცა დაძინება ვერა და ვერ მოვახერხე.ბოლოს დანებებით წამოვდექი და პლედს დავავლე ხელი.
ჩავთბი თუ არა , ფეხაკრეფით გამოვედი სახლიდან და აღმართის გზას დავადექი.მიხვდით ალბათ სად მივდიოდი.აი იქ,სადაც მე და საბა ერთად ვუყურებდით ვარსკვლავებს.
ძალიან არ ციოდა , ამიტომ მინდორში თავისუფლად გავწექი და ცას მივაშტერდი.
-მეგონა აქ მაინც მოვისვენედბი , მაგრამ უშენოდ ყველგან სიცარიელეა-ჩემთვის ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.
ათი წელი იყო გასული, მაგრამ მე ყველაფერი კარგად მახსოვდა.განსაკუთრებით კი ის დღე, როცა მეგონა ცოცხალს ბოლოჯერ ვხედავდი.
-„არასოდე დავივიწყებ იმ ადამიანს, რომელსაც ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე’’...აი რა გითხარი მაშინ და მე პირობა შევასრულე,არ დამვიწყებიხარ. შენ კიდევ ისე მომიშორე გონებიდან, თითქოს არც არასდროს ვარსებობდი.მესმის შენი , მაგრამ ამავდროულად განაწყენებული ვარ.ყველაფრის მიუხედავად ჩემი ვარსკვალვი იყავი და დღემდე ვარსკვლავად დარჩი.შენი შუქი ანათებს ჩემ ცხოვრებას...-ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ასე უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს.
-მოიცა ,როგორ იყო?-გონება დავძაბე და იმ სიტყვების გახსენება ვცადე, რომელსაც ყველაზე ხშირად ვკითხულობდი-.„...თუ იმქვეყნად არსებობა შესაძლებელია .....
-გახსოვდეს, რომ იქაც კი ყოველი დღე შენით დაიწყება და შენით დამთავრდება.არ დამივიწყო, კატო.....’’
და ჩემი სიტყვები არსაიდან გამოჩენილმა საბამ დააბოლოვა.თავიდან ვიფიქრე მომეჩვენათქო, მაგრამ ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, შეშინებული წამოვხტი და მის წინ გაფართოებული თვალებით ავისვეტე.
-შენ საიდან? ესე იგი ყველაფერი გაგახსენდა?-დაძაბული ველოდებოდი პასუხს, ხეცურიანი კი ჯინსებში და უბრალო მაისურში გამოწყობილი ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა.
ერთი ხელი აწია და თვალწინ მისი დღიური ამიფრიალა.
-შენ გქონდა? ეს ჩემი საკუთრებაა !! აი თურმე საიდან იცი ეგ სიტყვები.არა და მეგონა დაკარგული მოგონებები დაიბრუნე-დანაღვლიანებულმა ჩავილაპარაკე და ისევ მინდორზე დავჯექი.
საბა ჩემს წინ კომფორტულად მოთავსდა და ხმას არ იღებდა.თვალებმოჭუტულმა ავხედე და შევნიშნე მის თვალებში ბრაზი როგორ ტრიალებდა.ამას დამატებული ლინზები აღარ ეკეთა.მისი ცისფერი ნათელი თვალები მთვარის შუქთან და ღამესთან საუცხოო კონტრასტს ქმნიდა.
-მოხდა რამე?-უხეშად ვიკითხე, როცა მის გაბრაზებულ მზერას წავაწყდი.
-ეგ არის დღიური, ჩემი დღიური , რომელიც ერთმა ქაჯმა შანტაჟის იარაღად გამოიყენა და არაკანონიერი გზით დამიმეგობრდა.თუმცა მისი ბინძური ხრიკები ამით არ დამთავრდა.ერთ მშვნიერ დღეს გამომიცხადა, რომ ვუყვარდი და ესეც არ იკმარა,იმდენი გააკეთა, რომ თავი შემაყვარა.ბოლოს პირობა ჩამომართვა, რომ არასოდეს მივატოვებდი და იმდენად მომაჯადოვა, რომ დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ვერ შევასრულებდი.ეს ცელქი გოგონა იმდენად განსაკუთრებული იყო , რომ სიკვდილმაც კი მოიხარა ქედი მის წინაშე და ჯერ დამატებითი დრო მომცა, შემდეგ კი მომაპოვებინა სიცოცხლის გაგრძელების უფლება.-შეჩერდა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
მე უკვე ყველაფერს მივხვდი.მომღიმარი საბა თბილად მიყურებდა და მის თვალებში მხოლოდ ერთი ფრაზა იკითხებოდა: „ ამჯერად ვეღარსად გამექცევი, კატო“ .
-თუმცა მეც ვიყავი მოუსვენარი ქალბატონის წინაშე დამნაშავე.იმის მაგივრად, რომ მისთვის მადლობა გადამეხადა რომ სიცოცხლეს დამაბრუნა, მე ის დავივიწყე.არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.დავივიწყე და არ ვიცოდი ვინ იყო, რას აკეთებდა, ან ოდესმე საერთოდ თუ არსებობდა იგი.ის დრო, რაც მე მის გარეშე გავატარე, ყველაზე საშინელი და მარტოობით სავსე ნაწილია ჩემი ცხოვრებისა.
მას მე მეორედ შევხვდი და მე ცელქი ქალბატონი მეორედ შემიყვარდა.სიმართლე გითხრა , არ ვიცი რა არის მასში ისეთი, რომ ასე ძალიან მიზიდავს და მაიძულებს მის გარდა სხვაზე არაფერზე ვიფიქრო.თუმცა კატო ავალიანის გარეშე რომ ცხოვრება უაზრო და უფერულია, ეს უკვე გამოვცადე და ნამდვილად არ მინდა შეცდომა გავიმეორო.
ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.
-როგორ ფიქრობ კატო, ახლა რომ ცოლობა გთხოვო ძალიან ბანალური იქნება ?-ყოყმანით გამომხედა-ჰა რას იზამ, ცოლად გამომყვები , თუ არა ?
-....არა-მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე.
-რა გინდა ეხლა, დაგიჩოქო და ისე გეხვეწო?-ბრაზიანად დაისისინა და ჩემსკენ გადმოიხარა.
-რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ,ისეთივე მავნებელი და ბავშვი დაჩები როგორიც სულ იყავი. -ამოვიხვნეშე და მობეზრებული სახით გავხედე.
-ესე იგი მართლა არა? რატო?-ისეთი სახე მიიღო, თითქოს მალე ატირდებოდა.
-ამხელა შესავლის მერე, მგონი თანხმობა დაიმსახურე.-ჩვეულებრივი ტონით ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.საბა გამოშტერებული მიყურებდა და რაღაცის თქმა უნდოდა.
-ანუ...ისა..ანუ ...
-დაგთანხმდა. კიო ,კიო, ჩერჩეტო შენ!-საიდანღაც სალომე და გიორგი გამოჩდნენ.მინდოდა მეკითხა თქვენ რაღა გინდათ აქთთქო , მაგრამ ვინ გაცადა?
საბამ გააცნობიერა თუ არა, რომ ახლა უკვე მისი საცოლე ვიყავი , გახარებული ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა.
-არა და ჩვენ უფრო მეტის ნახვას ველოდით-ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკა სალომემ. ტუჩების მოძრაობით ვანიშნე მოგკლავთქო და ჩაიხითხითა.
-მიყვარხარ კატო-თბილად მიჩურჩულა საბამ.
-მეც მიყვარხარ საბა-ბედნიერმა ვუპასუხე და ჩავეხუტე.
გიორგი დ სალომე ჩვენს გვერდით დაჯდნენ,მე საბაც ჩემს პლედში გავხვიე სიცივისგან რომ აცახცახდა და მერე მთელი ღამე შეუჩერებლად ვიცინოდით.
მოგვიანებით ხეცურიანმა ამიხსნა რაც მოხდა.ჩემი წასვლის შემდეგ რამოდნიმე დღე ისევ იქ გაჩერებულა .მაკა გამოწერეს და ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში ჩადგა.დედას ჩემი დღიურის პოვნა რომ ვთხოვე , უპოვნია და ტუმბოში შეუნახია იმ იმედით, რომ მერე გამომიგზავნიდა.საბა მანქანის გასაღებს ეძებდა , როცა რვეულს შემთხვევით მიაგნო და რა თქმა უნდა დაინტერესდა.გადაშალა და პირველი სიტყვების კითხვა რომ დაიწყო, გონება დაკარგა.საავადმყოფოში მოათავსეს და დაახლოებით ერთი კვირა იქ გაატარა.გონზე რომ მოვიდა, წარსულის ფრაგმენტებმა იწყეს გონებაში გამოჩენა.სრული შემოწმების გავლა ურჩია ნინო დეიდამ და საბა თავის ექიმთან გერმანიაში წავიდა.იქ კი უთხრეს , რომ მეხსიერება თანდათან უბრუნდებოდა, რაც ეტყობა დღიურით იყო გამოწვეული, რადგან ეს ნივთი იმ დროს ეკუთვნოდა, რაც არ ახსოვდა.
ამის შემდეგ საბა ყოველდღე ერთ გვერდს კითხულობდა, ნელ-ნელა,კიდევ რაიმე გართულება რომ არ შექმნოდა.მალე წამლების კურსიც დაამთავრა და მეხსიერებაც ბოლომდე აუღდგა.
-იცი რა ვიგრძენი , როცა მივხვდი ჩემს გამო რამდენი რამის გადატანა მოგიწია?-უკვე დაწოლილები ვიყავით. თითქმის გათენებული იყო , ჩვენ კი მთელი ღამე ვერთობოდით სალომესთან და გიორგისთან ერთად, ამიტომ ახლა უნდა დაგვეძინა.
-სალომემ მოგიყვა ?-ვიკითხე ჩუმად.
-ჰო,სალომემ და მაკა დეიდამ.ოდესმე შეძლებ მაპატიო?ჩემს გამო ამდენი წელი თურმე სრულ ჯოჯოხეთში ცხოვრობდი , მე კი აღარც მახსოვდი.
-მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, ეგ უვკე წარსულია.თვითონ არ მეუბნებოდი , წარსული უნდა გაუშვა და მომავალს შეხედოო?-გამეცინა და ხელები მაგრად მოვხვიე.
-ალბათ ბევრს დამცინოდი ჰო საკუთარ თავზე რომ ვეჭვიანობდი? რამდენჯერ გითხარი ეგ შენი ბიჭი დაივიწყე და ჩემთან დარჩითქო?-დაღვრემილმა ამოიხვნეშა.ეტყობა რცხვენოდა.
-ზუსტად ჩამოგითვალო რამდენჯერ?-სერიოზულად ვკითხე.
-კატო გეყოს, ჩემი გაჭირვება მაქვს მე რა-ამოიბუზღუნა.
-რა ხდება?
-რა მიხვედრილი ხარ-მწარედ ჩაიცინა.-ნორმალურია ამ დროს და ასეთ ვითარებაში ეგრე რო მომეწეპე? მიიწი ცოტა იქეთ...
-ოჰ მაგაზე არ იჯავრო.ისეთი დაღლილი ხარ , ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც ვერაფერს გააკეთებ-ჩავიხითხითე და ყელში ვაკოცე.
-არავის ემორჩილები-ჩაიცინა საბამ.
-მერე რა , ამიტომ გიყვარვარ-ნიშნისმოგებით ვუპასუხე და მის სურნელში ჩავიძირე.
ბევრს არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მელოდებოდა ხვალ , ან როგორ უნდა მოვქცეულიყავი ზეგ.მთავარი საბა იყო, ის კი ჩემ გვერდით საიმედოდ მივაჯაჭვე და ვეღარსად გამექცეოდა.სხვა რა მინდოდა? არაფერი.
ამდენი ხანი ბედნიერებას ვეძებდი და აი ვიპოვე.ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია გავცე პასუხი კითხვას - ვინ არის საბა ჩემთვის: საჩუქარი თუ სასჯელი?
საბა საჩუქარია...სასწაულია, რომელმაც ჩემი ცხოვრება გააფერადა...
სასწაული, რომელმაც სიცოცხლე მაგრძნობინა....

დასასრული............................



№1  offline წევრი cinderella12

ზემოთ დაწერა დამავიწყდა, ასე რომ ა ქ მოგმართავთ...
დამთავრდა.... თქვენც დაისვენეთ და მეც. აქედანვე გეტყვით რომ მთლიანობაში ამ თავით მე პირადად კმაყოფილი არ ვარ , მაგრამ შეფასება უკვე თქვენზე მომინდია.
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან დიდი ბოდიში ამდენი დაგვიანებისთვის, ბევრი მწერდა როდის ავტვირთავდი და სულ ვპირდებოდი რომ მალე და როგორც იქნა ეს მალეც დადგა.
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ვისაც გახსოვთ ეს მოთხრობა და კითხულობთ მას.
და ბოლოს, ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომენატრებით , რადგან არ ვიცი ახალი მოთხრობით როდის დავბრუნდები....
მიყვარხართ :****

 


№2 სტუმარი დუდა

მგონი რამდენი დროც მოვანდომე კითხვას ამ ხნის განმავლობჰაში სუნთქვა დამავიწყდა..

უძლიერესი ისტორიაა,აი ისეთი დასასრული რომ არ გინდა მისი...

ძალიან მომინდა მეც სიყვარულობანა,მაგრამ....

ნუ მოკლეთ უმაგრესი გოგო ხარ,წარმატებებს გისურვებ...

მიყვარხარ

 


№3  offline წევრი kora

აი არ ვიცი რა ვთქვა, ვერც ვპოულობ შესაფერის სიტყვებს რომ გამოვხატო ყველა ის ემოცია, რაც ამ ისტორიის წაკითხვისას ვიგრძენი. ეს იყო რაღაც საოცრება. მოუთმენლად ვუცდიდი დასკვნით ნაწილს, სულ ვამოწმებდი ხომ არ გამომრჩა და იქნებ დაიდო თქო, ზუსტად ორი დღის წინ გადავქექე იქნებ დაიდო და ვერ შევნიშნე თქო დღეს კი როცა დავინახე სათაური თვალებს ვერ დაუჯერე, და აი წაკითხვის მერე კი გონს მოსასვლლელად და წაკითხულის გასააზრებლად დრო დამჭირდა, რადგან იმდენად ემოციური იყო ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამხელა სასწაულს.
გამორჩეულად მიყვარს ეს ისტორია, იმდენად გულში ჩამწვდომადაა გადმოცემული ყველა ემოცია, ყველა გრძნობა, ტკივილი, მონატრება, სიყვარული...
მახსოვს პირველი ნაწილი როცა წავიკითხე კარგახანი ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მერე უცებ ტრანსპორტში, სამსახურში, სახლში როცა გამახსენდებოდა ისევ მეტირებოდა, აი დღეს კი ისევ მომადგა ცრემლები, ოღონდაც ამჯერად სიხარულის, შეიძლება ეს ისტორიაა, შეთხზულია, მოგონილია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იმდენად გვაკლია სასწაულები რომ გამოგონილში მაინც მახარებს როცა ბედნიერ დასასრულს ვხედავ.
ამიტომაც ავტორო, მადლობა შენ ამ ემოციებისსთვის <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი cinderella12

kora
აი არ ვიცი რა ვთქვა, ვერც ვპოულობ შესაფერის სიტყვებს რომ გამოვხატო ყველა ის ემოცია, რაც ამ ისტორიის წაკითხვისას ვიგრძენი. ეს იყო რაღაც საოცრება. მოუთმენლად ვუცდიდი დასკვნით ნაწილს, სულ ვამოწმებდი ხომ არ გამომრჩა და იქნებ დაიდო თქო, ზუსტად ორი დღის წინ გადავქექე იქნებ დაიდო და ვერ შევნიშნე თქო დღეს კი როცა დავინახე სათაური თვალებს ვერ დაუჯერე, და აი წაკითხვის მერე კი გონს მოსასვლლელად და წაკითხულის გასააზრებლად დრო დამჭირდა, რადგან იმდენად ემოციური იყო ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამხელა სასწაულს.
გამორჩეულად მიყვარს ეს ისტორია, იმდენად გულში ჩამწვდომადაა გადმოცემული ყველა ემოცია, ყველა გრძნობა, ტკივილი, მონატრება, სიყვარული...
მახსოვს პირველი ნაწილი როცა წავიკითხე კარგახანი ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მერე უცებ ტრანსპორტში, სამსახურში, სახლში როცა გამახსენდებოდა ისევ მეტირებოდა, აი დღეს კი ისევ მომადგა ცრემლები, ოღონდაც ამჯერად სიხარულის, შეიძლება ეს ისტორიაა, შეთხზულია, მოგონილია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იმდენად გვაკლია სასწაულები რომ გამოგონილში მაინც მახარებს როცა ბედნიერ დასასრულს ვხედავ.
ამიტომაც ავტორო, მადლობა შენ ამ ემოციებისსთვის <3



მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი გამომივიდა თუ არა მკითხველამდე იმ ემოციების მიტანა რისი გადმოცემაც მინდოდა.შენი კომენტარი რომ წავიკითხე მივხვდი რომ ბოლომდე თუ არა ეს ნახევრად მაინც შევძელი და ამან ძალიან გამახარა.ვერც კი წარმოიდგენ რამდენად დიდი სტიმულია ეს ჩემთვის love
მადლობა აბსოლუტურად ყველას რომ ეს ისტორია ასე შეიყვარეთ love
მიყვარხართ <3

 


№5 სტუმარი Anie )

Vitire (( chavkvdi.

 


№6 სტუმარი salo

Au arvici ra saswavli iyo jer aseti istoria am saitze arwamikitxavs

 


№7 სტუმარი nana

Ukacravart da komentarebshi wavikitxe ro amas pirveli tavi qonda da rogor sheileba vnaxooo ???? Dzalian momewona aseti istoriajer ar wamikitxavs mteli smena amas vkitxulobdi arc ki mimushavia dges

 


№8  offline წევრი gijka13

ubralod zedmeti sityvebis gareshee "daglija"

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magari iyoo ❤️

 


№10  offline წევრი cinderella12

nana
Ukacravart da komentarebshi wavikitxe ro amas pirveli tavi qonda da rogor sheileba vnaxooo ???? Dzalian momewona aseti istoriajer ar wamikitxavs mteli smena amas vkitxulobdi arc ki mimushavia dges


ჩემს სიახლეებში შედი და იქ ნახავ მეორე ტავსაც და პირველსაც, ადრე მაქვს ანატვირთი.



მადლობა ბავშვებო <3

 


№11  offline წევრი სესილია

უმაგრესია, აი ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე აი ის ისტორიაა :) წარმარებებიიიი love

 


№12  offline წევრი coco girl

ვაიმეე ^^ ძალიან გთხოვ სულ ასეთი ისტორიები წერე ! <3 იმდენად კარგად გამოგდის რო რავი <3 ძალიან ვისიამოვნე <3 ვაღიარებ : ეს ისტორია ჩემთვის N1-ა ! ! ! არავითარი ბანალურობა არ იგრძნობოდა ! ( რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან ) :3
ღამის 5 საათზე დავიწყე კითხვა და 8 - ზე მოვრჩი . გავწელე კიდეც , რომ დიდხანს მესიამოვნა. ამათ კამათზე ისე მეცინებოდა 32 კბილი მიჩანდა :D
ძალიან შემიყვარდი და ჩათვალე , რომ ჩემი სახით ახალი მკითხველი შეიძინე ^^
არ მესმის უკმაყოფილო რატომ ხარ !
ვფიქრობ , ამაში მთელი გული ჩადე , რამე რომ გამოგსვლოდა ! და ჩათვალე , რომ ეს გამოგივიდა ! <3
დიდის დიდის პატივით და მოწიწებით coco girl . :D ^^ <3

 


№13 სტუმარი მადონა

ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ ეგრე გააგრძელე. მაგრად მომეწონა

 


№14  offline წევრი lokokina

sul vamowmeb xolme shen siaxleebs rom agmovachino axali istoria magram ar wer. ar apireb rom rame istoriis wera daiwko?

 


№15  offline წევრი Laliashvili009

Saxe damisivda tirilisgan ???? umagresiiyo ❤

 


№16  offline წევრი mariam m.k

Saswaulze saswaulia ramdeni uamravi istoria maqvs aq wanakitxi mar es sul sxva es sityva aq vabshe ar mitqvams chemi favoriti xar?!?!

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე დავიწვი ამათი საცოდაობით ეყოთ ამდენი ტანჯვა და ეღირსათ ერთად დარჩენა მაგარია ერთმანეთი ისევ უყვართ საოცარია სალომესნაირი მეგობარი...ძალიან მომეწონა მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent