შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 8


5-10-2015, 19:41
ავტორი sopiko
ნანახია 3 435

თათამ არაფერი არ მკითხა, ისე შემოიტანა სამზარეულოდან გასახსნელი და არყის ბოთლს თავსახური მოხსნა. მერე მრავლისმეტყველად გადმომხედა და თავისკენ მიხმო. ფეხზე წამოვდექი და მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.
-ერთი დამისხი და გეტყვი...-ხელი ავუქნიე თათას, თითქოს მიმტანი ყოფილიყო და ისევ ჩამიგუბდა თვალებში ცრემლები. მეგონა არყის დალევის შემდეგ, ისინიც მასავით აორთქლებოდნენ. რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდა, მეც ვიღაცასთან თუ რაღაცასთან უაზრო ჭიდილი შევწყვიტე და დავიწყე:
-ხომ იცი რაც არის სიყვარული თათიკ...-ვთქვი და კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი.
მან უბრალოდ თავი დამიქნია.
-უკვე მეც ვიცი...
-და რა არის?-ჩამეძია ის.
-სიყვარული... ეჰ, სიყვარული ისეთი რამაა, დახასიათებაც რომ რთულია. ვფიქრობ რომ ბედნიერებაა, სილაღეა, თავისუფლებაა.. მეორე წუთს კი მგონია, რომ შავ ფერებში დახატული სამყაროა.
-ასე ნუ ამბობ ბაია... ცდები...-შემეწინაამღდეგა დაქალი.
-რა შეიძლება ვუწოდო ადამიანს, რომელიც შენს სიყვარულს ვერ დაინახავს, მუცელში აფრთხიალებულ პეპლებს და თვალებში აკიაფებულ სხივს ვერ შენიშნავს... განა ის საერთოდ ადამიანია?-ხელის გულები მთელი ძალიათ დავარტი მაგიდას.
-არ არის!-მტკიცედ მიპასუხა თათამ თან ჭოჭმანით დააყოლა-...მაგრამ ადრე შენც ასეთი იყავი მეგობარო...
-ვიყავი... ვიყავი და ამის შეცვლა არც შემეძლო. ვინც არ მიყვარდა როგორ შევხვედროდი, მისთვის ყალბი სიტყვებით სისულელეები როგორ უნდა ამეხსნა...
კარადას მივუახლოვდი და იქიდან წიგნი ''სიყვარული ფილოსოფიაა'' გამოვიღე. თათას წინ დავუდე და გადავშალე.
-წაიკითხე...-ვანიშნე იმ ადგილზე რომელიც მილიონჯერ მქონდა გადაკითხული.
-ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, ეს სიყვარული არ არის... ეს სურვილია, რომელიც ასრულების შემდეგ მაშინვე გაქრება.-სიტყვა-სიტყვით ამოიკითხა ჩემმა მეგობარმა და გაკვირვებული მომაჩერდა.
-იმას გულისხმობ, რომ ერეკლე არ გიყვარს?
-არა! მიყვარს! ძალიან მიყვარს! დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ უბრალოდ ჟინი არ მამოძრავებს... ადრე ეს ფრაზა ჩემი დევიზი იყო... ყოველ მოწონებაზე ჩემს თავს ვარწმუნებდი, ეს ჯინია_მეთქი. მართლაც ასე ხდებოდა! როგორც კი მამაკაცი ჩემს მონად იქცეოდა, მე მის მიმართ ინტერესი მეკარგებოდა და ზურგს ვაქცევდი.
-ნამდვილად ასე იყო!-უმალ დამეთანხა ადამიანი, რომელმაც თითოეული ჩემი წარუმატებელი რომანი ზეპირად იცოდა.
-ერეკლეზე კი... ის სულ სხვა მეგონა... მერე რა რომ ყველა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ჩემში მხოლოდ ერთჯერად ნივთს ხედავდა... მერე რა რომ ჩემი ცხვირსახოცივით გამოყენება უნდოდათ... ერეკლე მათ არ ჰგავდა... ყოველ შემთხვევაში აქამდე... ჩემი შეყვარება შეუძლებელია თათა? მიპასუხე, შეუძლებელია?-ხმამაღალი ტირილი ამივარდა და ახლა თავად დავიწყე ცხვირსახოცის ძებნა.
-არა, საყვარელო! რას ჰქვია შეუძლებელია... შენ ყველაზე კარგი ხარ, ვინც კი აქამდე გამიცვნია.. არასოდეს! არასოდეს არ უნდა იტირო იმ იდიოტების გამო... და იქნებ... იქნებ ისიც არ გიყვარს, ჯერ ხომ არ დაგიმორჩილებია?-დაეჭვდა უცებ და ცრემლები მოიწმინდა.
-არა თათა... ეს სულ სხვა ამბავია... ის უკვე ჩემი მორჩილია... დღეს, სწორედ დღეს, ლამის დამიჩოქა, ისე მთხოვა, რომ მისი გავმხდარიყავი, ყველანაირი ძალაუფლების სანაცვლოდ. ნუთუ ამას ვითხოვდი? მხოლოდ ამაზე მეტყველებდა ჩემი ანთებული მზერა?-ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე და თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე.
რა იყო იმის მიზეზი, რომ ის ასე თავხედურად მომექცა. ხო, ვიცი როგორი ხეპრეც იყო... არც ის მავიწყდება რომ საშინელი ველურობა ახასიათებდა, მაგრამ ასეთი შეურაწყოფა... ამას მისგან არ მოველოდი და მგონია რომ არც ის მოელოდა საკუთარი თავისგან. აბა, ეს რას ნიშნავდა? მისი დაუფიქრებელი საქციელის საბაბი რა იყო?
-ეს მან გითხრა?-როგორც იქნა ლაპარაკი შეძლო თათამ.
-მან მითხრა...-ჩავიჩურჩულე გულგატეხილმა და გავიღიმე. რა მაღიმებდა არც მე ვიცოდი, მაგრამ ბაია ახვლედიანი ხომ ყოველთვის არაპროგნოზინებადი ქცევით ხასიათდებოდა.
-და შენ?
-მაშინ კი გავბრაზდი, მაგრამ სახლში დაბრუნებულს მასთან დაბრუნება და იმ ამაზრზენ წინადადადებაზე დათანხმება მომინდა.-ისევ შეშლილივით გავიცინე დ საფეთქელზე საჩვენებელი თითი დავიტრიალე. ბაია და სევდა მართლაც არ უხდებოდნენ ერთმანეთს.
იმ ღამით მიუხედავად იმისა, რომ თათა ჩემთან დარჩა, დაძინება გამიჭირა. ასე პირველი საათი იქნებოდა, რაღაც ხმა რომ შემომესმა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სახლში ჩვენ გარდა კიდევ ვინმე იყო. ყველა ოთახი გულდასმით დავათვალიერე, თუმცა საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე.

ერეკლე დადიანზე ფიქრი საკუთარ თავს ავუკრძელე და თეთრი მაისური, შავი შარვალი და ასევე შავი პიჯაკი ტანზე მოვირგე.
-იდეალური ხარ ბაია!-ღიმილით შემაფასა თათამ და მანტო მოიცვა.
-ესე იგი შენ და ლევანიკოს გამარტოება მოგინდათო...-ღრმად ამოვიხვნეშე და მეგობარს აღაჟღაჟებული ლოყები დავუკოცნე. არა! მისი კი არ მშურდა... შური და ბოღმა ჩემგან შორს იყო, აი, ტკივილი კი ძალზედ დამიახლოვდა ამ ბოლო დროს.
-ბაია! ნუ დამცინი!-შემომიტია მან.
-კარგი რა თათიკ, ასე როგორ შეიძლება. შენ და ლევანიკო მიყვარხართ, თორემ დათას კი არ ვეტყოდი მამიდამისი ავად გახდა და სამწუხაროდ ხვალ ვერ მოვა_მეთქი.-გავიბუსხე მე და კარი გადავკეტე.
-ზოგჯერ რა ბუტია ხარ გოგნი...-სიცილით ჩაილაპარაკა თათამ და კიბეებს ერთად ჩავუყევით.
-ხვალამდე!-დამემშვიდობა ''მეორე'' გოგნი და მეც უჩვეულოდ შეწუხებული გავემართე ჩემი გაჩერებისკენ. მოულოდნელად ვიღაცამ სახელოში ხელი მტაცა და მანქანაში შემტენა.
-ერეკლე!-მხოლოდ წამოყვირება მოვასწარი და ცხვირზე რაღაც ვიგრძენი. სასიამოვნო, გამაბრუებელი სურნელი... ირონიული ჩაცინება და მერე... მერე უკუნი სიბნელე...

ქუთუთუები დამძიმებოდა... თვალის ოდნავ გახელამაც კი ძალა გამომაცალა, თუმცა მაინც არ დავნებდი და დაბინდული თვალები გარემოს მოვავლე.
უცნობ ოთახში ვიყავი. კედლებს საშინელი შმორის სუნი ასდიოდა. ხო, კედლებს... გონება იმაზე კარგად გამინათდა, ვიდრე ველოდი. არავინ ჩანდა... თუმცა როგორ არა... იქ, კუთხეში, ვიღაც იჯდა და სიგარას აბოლებდა. ჩემი დაჟინებული მზერა შენიშნა და ადგილიდან დაიძრა. შემეშინდა... პანიკურად შემეშინდა. მსგავს სიტუაციაში ხომ არასდროს ვყოფილვარ. მომიახლოვდი და ნიკაპი თავისი ჭუჭყისაგან გაშავებული ხელით ამაწევინა.
-ოჰოო... დათა არ შემცდარა. საქმე ისე მოაკვარიხჭინა არც მწვადი დაწვა, არც შამფური.-შემიქო გარეგნობა და ჩემდა გასაკვირად სრულიად არ მესიამოვნა კომპლიმენტი. ეს პირველად!
საძიებო სისტემამ პიროვნება, სახელად დათა, მხოლოდ ჩემი პატივცემული დირექტორი ''ამოაგდო''.
''არა! ეს შეუძლებელია!''-გავიფიქრე შემკრთალმა და თავი გადავაქნიე იმ ამაზრზენის თითების მოსაცილებლად.
-რა მამაცი და უკარება ყოფილა... არა უშავს, ნამდვილად არ მომწონს ისეთი გოგოები ყველაფერზე თანახმანი რომ არიან. ცნობისთვის, ჩვენ კარგად გავერთობით...-ბოლო ხმაზე გადაიხარხარა და იქაურობა მთლიანად შეაზანზარა.
მისმა სიტყვებმა ჩემს გულში საშინელი ზიზღი გამოიწვია, ზიზღთან ერთად შიშის გრძნობაც გამიმძაფრდა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ სკამზე მიბმული ვიყავი. პირზე კი ლენტი მქონდა დაკრული.
-მე ახლა ამ ჭუჭყიან რაღაცას აგაძრობ-გამაფრთილებლად ჩაიბუტბუტა მან და ლენტი უხეშად ამახია ბაგეებიდან.
-ააა-ვიკივლე განწირულად და ხელის გამოძრავება ვცადე, ნატკენი ადგილი რომ დამეზილა.
-ნუ ღელავ, მე დაგეხმარები.-მიმიხვდა მამაკაცი და გულისამრევი ხელები ისევ ჩემკენ წამოიღო. თითის ბალიშები ტუჩებზე შემახო და ძლიერად მომიჭირა. მაინც შევძელი ქვედა კიდურის გამოძრავება და კოჭში დავარტყი. დაიღრიალა და ხელი მკრა. სკამი გადაყირავდა, თავი კედელს მივარტყი და თმებზე სისველე ვიგრძენი. თვალები უღონოდ გადავატრიალე და ისევ წყვდიადში ჩავიძირე.

.........................................................
დაიძაბა... დაიძაბა სიტუაცია =d
ორ-სამ თავში დავასრულებ...
მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო კარგებო.
ისევ და ისევ ველოდები თქვენს შეფასებებს...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline მოდერი ლილიანა

ოოოოოოო ეს რაღაც კრიმინალურია :) კარგი ხარ სოფ

კომედიაო და დაძაბე უკვე
მომწონს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
ოოოოოოო ეს რაღაც კრიმინალურია :) კარგი ხარ სოფ

კომედიაო და დაძაბე უკვე
მომწონს

მაინც კომედიაა :-D ჩემ ბაიას სულ ეღიმება :-D დიდი მადლობა ♥

 


№3  offline წევრი teddy))

უმააგრესიი გოგო ხაარ! ძალიან მომწონს შენი სტილი და ეს ბაია ხო ძალიან სააყვარელიააა ^_^ ერეეეეკლეე ხო ძაან :დდდდდდდდ ძააან მომწონს შენი მოთხრობები ყველა წაკითხული მაქვს და ვერცერთზე ვერ ვიტყვი რომ ცუდია ყველა ერთმანეთძე კარგიაა <3 აბა წარმატებებიი love

 


№4  offline მოდერი sopiko

კომენტარი
teddy))
უმააგრესიი გოგო ხაარ! ძალიან მომწონს შენი სტილი და ეს ბაია ხო ძალიან სააყვარელიააა ^_^ ერეეეეკლეე ხო ძაან :დდდდდდდდ ძააან მომწონს შენი მოთხრობები ყველა წაკითხული მაქვს და ვერცერთზე ვერ ვიტყვი რომ ცუდია ყველა ერთმანეთძე კარგიაა <3 აბა წარმატებებიი love

დიდი მადლობა teddy ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent