შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (2)


6-10-2015, 00:02
ავტორი ერკე
ნანახია 4 049

ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე თვითონ წარმოედგინა. დადებითი ემოციების მოზღვავება იმდენად ამორალურ და გარყვნილ ფიქრებს უტრიალებდა თავში, რომ მზად იყო ყველაფრის გასაკეთებლად და მზად იყო გუგასთვის სიყვარულის საჩუქებლად. წამიერად გაიელვა აქტის დროს ქალიშვილის თვალებში სევდამ, რომ ძველი ცხოვრება უკან მოიტოვა, ახალი, სრულიად განსხვავებული კი დაიწყო, თითქოს ერთ უზარმაზარ კიბეზე შედგა ფეხი და უკან გადმოდგმისა ეშინოდა, კი არ ეშინოდა ეზიზღებოდა, სძაგდა და მის ნაცვლად მხოლოდ წინ იყურებოდა, რადგან სიყვარულს სჩვეოდა რაღაცის მსხვერპლად გაღება, მისთვის კი ეს დაკარგული ქალიშვილობა, მაგრამ გუგას სახით ყველაზე ერთგული ადამიანის შეძენა იყო.
სისხლი... სისხლი ზეწარზე მცირე ნაკადად, მაგრამ ჩანჩქერივით გადმოდინდა ნინოს და თეთრ ზეწარზე დაიღვარა. იმ წამს ეს არ ადარდება, სისხლის დენასაც კი ვერ გრძნობდა ისეთი ბედნიერი და სიყვარულით სავსე იყო. მისი გული ერთ ადამიანს ეკავა მხოლოდ და ერთი სურვილი ჰქონდა, ეს მომენტი არასდროს დამთავრებულიყო. გუგა არასდროს გაჩერებულიყო და რაც გასაკვირი იყო ის, თითქოს გამოცდილივით იქცეოდა, თუმცა მას მაინც სჯეროდა ბიჭის სიმართლის და მისი უბიწოებისაც, როგორც თვითონ იყო ჯერ კიდევ ხელუხლებელი და მისი აპკი გასარღვევი.
წვიმა ნინის ცრემლების წამოსვლისთანავე დაიწყო, შუშას ეხეთქებოდა მსხვილი წვეთები და მედოლის და საყვირის ერთდროულ და ერთმანეთით გაჯერებულ, მძიმე ემოციების მომტან კომპოზიციას წააგავდა. ფანჯრების ღრიჭოებში ქარის გამალებული ზუზუნი და წვიმის წკაპა-წკუპი, გენიალური მუსიკოსის დაბადებას აუწყებდა თითქოს და ამ საოცრად სატირულ, სევდიან გარემოში, ბუნების მიერ დაკრულ მუსიკას მელოდიურად ეხმიანებოდა ქალის განწირული კვნესისა და ტყაპუნის ხმა, რომელიც ზუსტად ისეთ ხმას გამოსცემდა, როგორსაც ტალახში ჩაბიჯება და ამ სიმფონიის ჰარმონიული ჟღერადობა იმდენად ბუნებრივი და საოცარი იყო, რომ მოცარტი და ბეთჰოვენიც კი ვერ შეკრავდა, ასეთ მელოდიურად შეკრულ და დასრულებულ ნაწარმოებს.
სიმფონია გაჩერდა, გაწყდა სიმი, რომელიც ორ სამყაროს შუა იყო გადებული და ერთმანეთს აკავშირებდა. ორ სამყაროს, რომლის ერთი წარმომადგენელი ნინო იყო, მეორესი კი გუგა და გრძნობდა რომ იმ ბიჭის გარეშე, რომელიც ზემოდან იყო და ეფერებოდა, სიცოცხლეც არ შეეძლო. მისი იდეალური ცხოვრება, თითქოს უკვე დაიწყო და რაც წარსულში ავბედითი გადახდა ყველაფერი მაშინვე მიავიწყდა, მაგრამ ბედის უკუღმართობით გამოწვეული მისი ცხოვრების დამახინჯებული მონაკვეთის დავიწყების მცდელობების მიუხედავად, მის სიყვარულით სავსე ცხოვრებას წინ რა ელოდა ნამდვილად არ იცოდა. ამაზე არც ფიქრობდა, სანამ ტკივილი გულმკერდში კვლავ არ იგრძნო, გუგას დაკარგვის გამო, სადაც მისი სრულყოფილება გაქრა, იდეალური ცხოვრება წამში დაინგრა, მომავალი გაბუნდოვანდა და სიტყვებმა, აქამდე თქმულმა, მნიშვნელობა დაკარგა.
ნინომ არარეალობის დაუშრეტელ ნაკადში, სიზმარში გადაინაცვლა.

***
-შენ მუცელში ბავშვს ატარებ. - აუწყა ნინოს მის წინ, თავშალშემოხვეულმა ქალმა, რომელსაც მისი ხელი ეჭირა და დაკვირვებით იყურებოდა. ოთახი ძველმოდური იყო, სტალინის სურათებით აჭრელებული კედლები, მუქი ყავისფერი შპალერი, იმავე ოთახში თაროებიც ეკიდა, სადაც რაღაც სიგელები და დიპლომები ჩანდა, ვარსკვლავისებური ორდენებიც და მათ უკან კი წიგნები, სადაც მთავარი სიტყვები მაინც საბჭოთა კავშირი, სტალინი, ბოლშევიკები, ლენინიზმი და სხვები იყვნენ, თუმცა ეს ყველაფერი მარტივი მისახვედრი იყო ქალის, რომ არ იყო და უფრო მამაკაცის, ნამდვილი ჯარისკაცის მიერ შეგროვებული საგანძური იქნებოდა.
-შეუძლებელია. - გაიკვირვა ატირებულმა ქალმა, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა გაეზარდა მარტო ბავშვი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა. მას ეზიზღებოდა ის ბავშვი, მის მუცელში, მაგრამ ასევე არ გამორიცხავდა იმას, რომ ქალი ცდებოდა, რადგანაც ჯერ მას შემდეგ ერთი კვირა იყო გასული, რაც გუგა მისგან წავიდა.
ქალმა ხელზე დახედა, მაგრამ თითქოს ხელს კი არ უყურებდა, არამედ პირდაპირ სულში ჩაჰყურებდა, თითქოს ორი ადამიანის გულისცემას გრძნობდა და დარწმუნებული იყო მის სიტყვებში. კვლავ მკაცრი გამომეტყველებით გახედა სტუმარს მკითხავმა ქალმა, რომლის იმედი ის იყო, რომ წარსულისგან რაიმე კვალი არ დარჩენოდა და ყველაფერი მოესპო. საშინელმა სევდამ და ტკივილმა დაუარა ტანში, ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი, რომელიც დროსთან ერთად გადის და მალე რჩება, ეს სულიერი ტკივილი იყო, მას გული სტკიოდა რომ ბედთან მარტო დატოვეს და სიტყვები, რომელიც ნელ-ნელა მქრქალდებოდა, მალე გაუჩინარდებოდა იმ კედლიდან, სადაც ჯერ კიდევ ეწერა გუგას სახელი. გაქრებოდა სახელი, მაგრამ დარჩებოდა თვითონ, კვლავ მასში, იმ პატარა ბავშვის სახით, რომელსაც ახლა მუცლით ატარებდა, დარჩებოდა ტკივილი, რომელიც მიაყენეს, სიმწარე, რომელიც გადაიტანა, სიხარული როცა კი სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ ამ სიყვარულს მტანჯველი ტკივილი გადაფარავდა და ცხოვრების გაგრძელება გაუჭირდებოდა.
-დარწმუნებული ხარ? - გაიჟღერა ახალგაზრდა ქალის ხმამ და თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა.
-კი, შვილო, დარწმუნებული ვარ. ჩემთან ისე არ მოხვიდოდი, ვიღაც აფერისტი და გამომძალველი რომ გგონებოდი. ამას შენც გრძნობ ხომ ასეა?
ნინომ თავი დაუქნია.
-გრძნობ, როგორ ფეთქავს მისი გული და როგორ ითხოვს მზრუნველობას? - თანხმობის ნიშნად კვლავ თავი დაუქნია, რადგან ხმა ვერ ამოიღო.
-უნდა წავიდე. - ჩუმად ჩაილაპარაკა.
-მაგ ბავშვს გაუფრთხილდი. შენს ბედში კიდევ ბევრი რამ წერია. - ხელი უფრო ახლოს მიიტანა თვალებთან და ხელის გულის ხაზებს დააკვირდა. - ვხედავ სიყვარულს, ნამდვილ სიყვარულს, რომელიც გეწვევა და ამას ...
-არ მჭირდება არანაირი სიყვარული. - დაიღრიალა ნინომ. - ჩემთვის სიყვარული არ არსებობს. აღარ არსებობს. - საბოლოო წერტილი დაუსვა თავის სიტყვებს და ფეხზე წამოდგა. ფიქრობდა შემდეგ ნაბიჯებზე, დარწმუნებული არ იყო მის მოვლას რომ შეძლებდა, მაგრამ იმედი ჰქონდა მარტო არ მოუწევდა და გვერდით ამოუდგებოდნენ მეგობრები, მშობლები, რომლებსაც ყური არ ათხოვა თავის დროზე და სახლიდან გაიქცა და ერთადერთი ძმა, რომელთანაც ყველაფერი კარგად ჰქონდა. –„ლიზი“. - გაიფიქრა გულში და მოხუც ქალს შეხედა მის პირდაპირ. თვალებში სითბო ჩაუდგა, იგრძნო მხარდაჭერა იმ უცხო ადამიანისგან, ვინც პირველად ნახა და უკანასკნელად, მასთან შეხვედრის სურვილი არც ჰქონდა და განგებაც არასდროს შეახვედრებდა მეტად.
-ბედისწერა ამოუცნობი და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი არსის და მნიშვნელობისაა. მას ვერ გაექცევი... - მიუახლოვდა და ხელი დაადო მუცელზე. - ერთი კვირისაა და უკვე ვგრძნობ მის გულის ფეთქვას. - ნინოს თვალები გაუფართოვდა, რა ჯანდაბა იცის რამდენი ხნისააო, მაგრამ სახეზე მხოლოდ სულელური ღიმილი ეხატა. უმალვე გაბრუნდა და კარებისკენ გასწია. ქალს დაემშვიდობა და გავიდა.
-რაო? - ჰკითხა ლიკამ ბინიდან გამოსულს. - რა მონგრეული როჟა გაქვს, რა მოხდა?
-არაფერი.
-რა არაფერი, რას მიმალავ შე მიმკვდარებულო. რას გავხარ ახლა თუ იცი? ხბოს თვალებით, რომ იყურები გგონია ვერ გატყობ? დაფქვი ახლა დროზე რა გითხრა. დიდად არ მჯერა ამ მკითხავების, მაგრამ მაინტერესებს.
-ორსულად ვარ. - სამყაროს დასასრულივით ჟღერდა მისი ტკივილნარევი სიტყვები.
-რაა? - ყბა ჩამოუვარდა ლიკას. - როდის მოასწარით ქე მარა.
-ერთი კვირის წინ და ეს მან ზუსტად იცოდა. არამგონია რაიმე ტყუილი იყოს. ტესტიც იმავეს აჩვენებდა სახლში. ორ ხაზს.
-და არ მითხარი?
-არ მინდოდა.
-კაი, რა გჭირს. ქვეყანა ჯერ არ დაქცეულა. უნდა გიხაროდეს რომ ბავშვი გეყოლება. - მხარზე ხელი დაარტყა და იმედიანი მზერით შეავლო თვალი. გაიღიმა, როგორც მან იცოდა ხოლმე, თითქოს კლოუნი ყოფილიყოს და ბავშვებს აცინებდა, ცხვირზე კი წითელი ბურთი ეკეთა. მაინც არ გაჭრა და ნინო ვერ გამხიარულდა.
-მარტო ყოფნა მინდა... ახლა მხოლოდ ეს მინდა. გამიგე გთხოვ.
-სახლში მაინც მიგიყვან.
-არა, ფეხით გავივლი. მადლობა. - გადაკოცნა მეგობარი და საპირისპირო მხარეს დაეშვა აღმაშენებლის ქუჩაზე.
„ბედნიერების მწამდა, მაგრამ ყველაფერი გზაში დაინგრა. ყველაფერი სივრცეში შთაინთქა, მთელი ცხოვრება დავკარგე... მთელი ცხოვრება..“ - ფიქრობდა და სახლისაკენ მიიწევდა. ეშინოდა მშობლებისთვის ამის თქმის, მათთან მისვლაც და პატიების თხოვნაც კი ეუცხოებოდა, თითქოს ისინი მშობლები არც იყვნენ და იმდენად გაუცხოვდნენ რომ დედ-მამას ვეღარც კი დაუძახებდა. ყურებში ქარი უზუზუნებდა, არა ეს ქარი არ იყო, რომ დაუკვირდა საკუთარი ფიქრები გაარჩია, რომელიც მისთვის აქამდე დახშული იყო.
გულის ტკივილის საშინელმა გრძნობამ დაუარა და ამან გააღვიძა. მაშინვე გვერდით გაიხედა და მშვიდად მძინარე გუგა, რომ დაინახა გულზე მოეშვა. ის ისევ იქ იყო, არსადაც არ წასულა და რეალურ სიზმარს სიფხიზლით ანთებული, მაინც გაექცა და მისი უგვანო ტკივილი მიავიწყდა. თუმცა შიში გაუჩნდა და იგრძნო, მიხვდა როგორ იქნებოდა მას მერე თუ გუგა მას მიატოვებდა. გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო გულ-მკერდში, მიხვდა თვითმკვლელობაზეც კი წავიდოდა თუ მარტო დარჩებოდა, საკუთარ ფიქრებთან და ამ სიყვარულის მარადიული ცეცხლის განელება და მისი დავიწყება მოუხდებოდა.
ყველაფერი სიზმარი იყო, მაგრამ უკვე წარმოიდგინა გუგა ბავშვით ხელში, როგორ ცდილობს მის დაძინებას.



№1  offline მოდერი nicol

მდააჰ... love
სიტყვებს ვერ ვპოულობ... და აი ზუსტად ეს მომწონს ყველაზე მეტად... დამამუნჯე...
გადასარევია... ეს ჩემი უძილობა რამეში მაინც გამომადგება და ზუსტად ვიცი, ყოველ საღამოს 12-ის მერე ახალ თავს დაველოდები love
--------------------
თინა ნიკოლ

 


ოჰო, რა მალე განვითარდა მოვლენები?! კარგია ძალიან, მომეწონა. თუმცა გუგას წასვლის მიზეზი საინტერესო იქმნებოდა... ეს თავის ზომა ნორმალურია, ამის ნახევარ რაღა გამოვიდოდა :D :D ველი შემდეგს.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
მდააჰ... love
სიტყვებს ვერ ვპოულობ... და აი ზუსტად ეს მომწონს ყველაზე მეტად... დამამუნჯე...
გადასარევია... ეს ჩემი უძილობა რამეში მაინც გამომადგება და ზუსტად ვიცი, ყოველ საღამოს 12-ის მერე ახალ თავს დაველოდები love

ყოველ დღე შეიძლება ვერ დავდო, უფრო სწორედ ყოველ ღამე 12 ის მერე, მაგრამ ამ ისტორიის წერას არ შევწყვეტ და შემდეგ თავს უფრო საინტერესოს გავხდი love შენს ისტორიასაც ვკითხულობ "სხვისი ცოდვებისთვის..." და თავიდან ისეთი რეალური მეგონა ნამდვილად შენ თავზე მეგონა :D wink და მოკლედ მიხარია ასეთი კარგი მწერლისგან რომ ასეთ შეფასებას ვიღებ ^_^
ჭორფლიანი გოგონა
ოჰო, რა მალე განვითარდა მოვლენები?! კარგია ძალიან, მომეწონა. თუმცა გუგას წასვლის მიზეზი საინტერესო იქმნებოდა... ეს თავის ზომა ნორმალურია, ამის ნახევარ რაღა გამოვიდოდა :D :D ველი შემდეგს.

მადლობააა <3 <3 შენ მესამე თავი უნდა ნახო როგორ მალე განვითარდება love wink ამას მე ჯერ არ ვთვლი მოვლენის განვითარებად :დ მაინც სიზმარი იყო :დდდ
მაგრამ უღრმესი მადლობა ორივეს, ასეთი შეფასებისთვის. <3 თქვენი შეფასებები გახდება ვფიქრობ ამ ისტორიის ბოლომდე მიყვანის მიზეზიც, რადგან ეტაპობრივად ვწერ, შემდეგს დავწერ თუ არა მაშინვე გამოვაქვეყნებ, ცოტა შესწორების შემდეგ, დიდხანს ვეცდები არ გალოდინოთ ^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 სტუმარი შეშლილი გენიოსი

ო, როგორ მომწონს და მაგიჟებს. რაღაც ძალიან გიჟურია; არანორმალური. საინტერესოდ წერ და დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელება უფრო საინტერესო იქნება... აი ისე წერ, თითქოს ეგ ყველაფერი ძალიან ადვილად და ჩვეულებრივად გამიდოგდის, მაგრამ ხომ ვიცი მარტივი არ არის.. ^_^ მეც ვცადე და არ გამომივიდა :დდდდდდ მოკლედ ერკე შენი ლექსებიც ვიცჯ და ვკითხულობ დს ძალიან არაამქვეყნიური ნიჭის პატრონი ხარ... <3 ველოდებიიი. შეშლილი გეჯიოსი ხარ

 


№5  offline წევრი ფორთოხალი

'ტყაპუნის ხმა' ისე მეუხეშა, რომ არ გითხრა, არ შემიძლია. ვაფასებ მონდომებას, მაგრამ სექსის სცენა, ზოგადად, ისეთი დელიკატური რაღაცაა, რომ ან ძალიან ფრთხილად უნდა აღწერო, ან საერთოდ არ უნდა აღწერო, თორემ რაღაცები თუ გაგეპარა, ზედმეტად უხამსი ('პახაბნი') გამოდის და ვერ იკითხება. უხამსად აღწერილი სექსი რომ იკითხებოდეს, მინიმუმ უელბეკი უნდა იყო. უელბეკობაზე რამდენად დებ თავს, არ ვიცი, მაგრამ იმედია, სწორად გამიგე, რისი თქმა მინდოდა.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ფორთოხალი
'ტყაპუნის ხმა' ისე მეუხეშა, რომ არ გითხრა, არ შემიძლია. ვაფასებ მონდომებას, მაგრამ სექსის სცენა, ზოგადად, ისეთი დელიკატური რაღაცაა, რომ ან ძალიან ფრთხილად უნდა აღწერო, ან საერთოდ არ უნდა აღწერო, თორემ რაღაცები თუ გაგეპარა, ზედმეტად უხამსი ('პახაბნი') გამოდის და ვერ იკითხება. უხამსად აღწერილი სექსი რომ იკითხებოდეს, მინიმუმ უელბეკი უნდა იყო. უელბეკობაზე რამდენად დებ თავს, არ ვიცი, მაგრამ იმედია, სწორად გამიგე, რისი თქმა მინდოდა.

სწორედ ეგეთი უხამსი არ მინდოდა გამოსულიყო და ეგ ტყაპუნიც მეც მასეთად მეჩვენებოდა, თან არც მინდოდა უბრალოდ რომ უფრო მეტად გადავრთულიყავი ამ სცენაზე, მაგრამ ისეთი სიტყვა მჭირდებოდა არც ზედმეტად ყურში მომხვედრი და არც პირიქით, თუმცა ალბათ ვერ მივაკვლიე, რადგანაც შენიშნე :დდდ
მადლობა შეფასებისთვის... უელბეკობაზე ნამდვილად არ ვდებ თავს და არც მინდა უელბეკის მსგავსად ვწერდე, ვერ წარმოიდგენ როგორ არ მინდოდა ასეთ სიტყვის გამოყენება, არც უფრო უხამსის, ეს მომენტი ასე ფარულად მინდოდა დამეწერა ცოტა, არ გადამეჭარბებინა და არც დამეკლო რაიმე და ამ ხმას უბრალოდ სხვა რამ ვერ ვუწოდე, რომელიც წვიმისა და ქარის ზუზუნის ხმას ერთვოდა და ორკესტრს ქმნიდა ერთად. ეს მიზანი მქონდა love love love მომიტევეთ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი Ignifex

ამიერიდან ტალახში ფეხი რა ნამუსით ჩავაჭყაპუნო :D :D კარგია,მომწონს და ველი შემდეგს <3 ვერ ვხვდები,რა მოხდება შემდეგ და ეს უფრო მაგიჟევს და მითრევს

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
ამიერიდან ტალახში ფეხი რა ნამუსით ჩავაჭყაპუნო :D :D კარგია,მომწონს და ველი შემდეგს <3 ვერ ვხვდები,რა მოხდება შემდეგ და ეს უფრო მაგიჟევს და მითრევს

უნდა გაგახაროთ love დღეს თორმეტის მერე შემდეგ თავს დავდებ, ეს ორი თავი ერთად რომ ავიღოთ, ამ ორივეზე დიდია, ასე რომ ვფიქრობ ბევრი განცვიფრება იმისგან რაც მოხდება კიდევ წინ გელით <3 <3 მადლობა, რომ ჩემთან ხართ და კითხულობთ..... ყველანი შემიყვარდით უკვე :D :D <3
გაბედე და ჩააჭყაპუნე :D :D :D <3 შენი რა მიდის :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი gabun1a

საოცარი ეპიზოდი იყო :დ სექსის სცენა მომეწონა ნუ რაღაც ცოტათი დამაკლდა სექსის სცენაში მაგრამ კარგი იყო ვნახოთ რა იქნება შემდეგი

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

gabun1a
საოცარი ეპიზოდი იყო :დ სექსის სცენა მომეწონა ნუ რაღაც ცოტათი დამაკლდა სექსის სცენაში მაგრამ კარგი იყო ვნახოთ რა იქნება შემდეგი

ძალიან არ მინდოდა გადამეჭარბებინა ცენზურის ფარგლებს, აქ ბავშვებიც კითხულობენ თან მაინც ვფიქრობ, რომ მაშინ ხარ მაგარი თუ ისე დაწერ ამ ყველაფერზე, რომ არ იუხეშო და უწმაწური სიტყვები არ გამოიყენო იმდენად :დდ <3 მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე გამომივიდა ჩანაფიქრი. დიდი მადლობა, რომ კითხულობ !!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent