შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის ყვავილები (ნაწილი 1)


6-10-2015, 19:53
ავტორი Ignifex
ნანახია 2 904

საათის ისარი თერთმეტს რომ გასაცდა,მობილური ხელში ნერვიულად შევათამაშე.
რათქმაუნდა,ადრეც დაუგვიანია,როდესაც მეგობრებთან ერთად დასალევად მიდიოდა,ან სამსახურში საქმეები თავზე საყრელად ჰქონდა და სურდა,იმ დღესვე მოეშორებინა თავიდან. ერთხელ მანქანაც გაუფუჭდა და მთელი საღამო მას დაახარჯა,თუმცა მაშინ,როგორც ყოველი დაგვიანებისას,დამირეკა და წინასწარ გამაფრთხილა,რომ არ მენერვიულა.
ნეტავ,ახლა რატომ არ რეკავდა?
რვა საათიდან მოყოლებული გულისფანცქალით ველოდებოდი,როდის გაისმებოდა კარზე კაკუნის ხმა,როდის შემოვიდოდა სახლში ჩვეული,დინჯი ნაბიჯებით,ფეხსაცმელს გაიხდიდა,გამიღიმებდა,მხარზე ხელს გადამხვევდა და სავარძელში ჩემთან ერთად ისე მოწყვეტით ჩაეშვებოდა,გეგონებოდათ სამყაროს ტვირთი მთელი დღის განმავლობაში მხრებით ატარაო.
ცხრა საათზე უკვე მივხვდი,რომ ჩემი მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ ოცნებისგან შედგებოდა.
კი,სახლში შემოვიდოდა და ფეხსაცმელსაც გაიხდიდა,მაგრამ არ გამიღიმებდა,ხელს არ გადამხვევდა და არც ჩემთან ერთად დაენარცხებოდა რბილ სავარძელზე.
ათ საათზე უკვე არ ვიცოდი,რა მინდოდა. მის სახლში მოსვლას და ჩემთვის გვერდის კვლავ ისე ავლას,თითქოს უჩინარი ვყოფილიყავი,რაღაცმხრივ მერჩივნა საერთოდ არ დაბრუნებულიყო და ღამე თავისიანების,დათოს ან ირაკლის სახლში გაეთია.
მერე საიდანღაც თავში ჭიასავით შემიძვრა ის აზრი,რომ სხვა ქალთან იყო და ბრაზი მომერია. ოღონდ იმან კი არ გამაცოფა,რომ სრულებით შესაძლებელი იყო ჩემთვის ეღალატა,არამედ იმან,რომ ამის გაფიქრებისას ბრაზის ნაცვლად აუტანელი ტკივილი ვიგრძენი და შეკავებული ცრემლებისაგან თვალები ამეწვა.
მერე საკუთარი თავი შემზიზღდა,მასზე - ყველაზე ერთგულ და პატიოსან ადამიანზე,ვინც კი ოდესმე შემხვედრია - ასეთი რამის გაფიქრების გამო.
არ ვიცი,გული მიგრძნობდა ამას თუ უბრალოდ ამდენი წლის განმავლობაში დაგროვებული ნდობა,მაგრამ ვიცოდი და მთელი არსებით მჯეროდა,რომ არავის გაუღიმებდა ჩემი საყვარელი,თბილი ღიმილით,არავის შეხედავდა იმ ღრმა, სიყვარულჩამდგარი მზერით,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა და არც კოცნას დაუტოვებდა შუბლზე,საფეთქელზე ან ცხვირზე.
საკუთარ თავზე იმიტომაც ვბრაზობდი,რომ არსად ვრეკავდი.
იქნებ რაიმე უბედურება შეემთხვა? გზაში საწვავი გაუთავდა,საფულე კი სამსახურში დარჩა? დააყაჩაღეს? ავარიაში მოყვა?
ამაზე ფიქრიც კი მზარავდა,მაგრამ მეტისმეტად ამაყი ვიყავი იმისათვის,რომ ჩვენი გუშინდელი კამათის შემდეგ პირველს მე დამერეკა.
თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ რაიმე უბედური შემთხვევა თუ მოხდებოდა,აუცილებლად შემატყობინებდნენ.
არადა,ორგანულად მეშინოდა. შიგ გულში ვგრძნობდი შიშს და ხელები მიკანკალებდა.
საათი კი უკვე თორმეტის ნახევარს აჩვენებდა.
ის იყო,საკუთარ სიამაყეს ქვები დავუშინე და მობილურს ბლოკი მოვხსენი,რომ ვიღაცის ზარი შემოვიდა. ირაკლი იყო.
-გისმენ,ირაკლი.
-მირა,მე ვარ,ხომ არ გეძინა?- ნიკა აღმოჩნდა. რბილი ქსოვილივით მომელამუნა გულზე სიმშვიდე და ჩამეღიმა. კარგად იყო. ყოველშემთხვევაში,ხმაზე არაფერი ეტყობოდა,გარდა მოუთმენლობის და ცოტა სასმლისა.
-არა,არა,შენ გელოდებოდი.-როგორც ჩანს,ჩემ სიამაყეს ქვა ძლიერად მოხვდა,თორემ ამ სიტყვებს არ ვიტყოდი. ზუსტად ვიცოდი,იმ ქვეშქვეშა ღიმილით ჩაეღიმა,თან საშინლად რომ მიყვარდა და თან დასანახად მძულდა.-სად ხარ?-ცოტა მკაცრად დავამატე ბოლოს,თითქოს ამით ზემოთ წარმოთქმულის გაქარწ....ბა მინდოდა.
-სხვა ქალში,-ჩაიქირქლა.
ცალი წარბის აწევა რომ შემძლებოდა,ავწევდი. ამიტომ,მხოლოდ თვალების გადატრიალებას და ყალბ სიცილს დავჯერდი.
-მართლა გეუბნები,-ცოტა დასერიოზულდა,მაგრამ ვიცოდი,სახეზე ისევ ღიმილი ჰქონდა აკრული,-მისამართს გეტყვი და მოდი,ირაკლი უნდა წავიდეს ჩემი მანქანით,ნინო გაექცა.-ჩაიცინა.
-მართლა? რატომ?-მეც გამეცინა. თუმცა,დიდად არ გამკვირვებია. ნინო ბერიძე 'დრამის დედოფლის' სახელით იყო ჩვენში ცნობილი.
-რატომ და,ირაკლიც სხვა ქალში რომ გულაობს,იმიტომ,-გაეცინა. მასთან ერთად ირაკლის ხმამაღალი სიცილიც მომესმა.-კაი,მოგწერ მისამართს და მოდი,წამიყვანე აქედან.
-კარგი,მიდი.-ამოვიოხრე.
მანქანის მართვის ყოველთვის მეშინოდა. ვფიქრობდი,რომ ეს ძალინ დიდი პასუხისმგებლობა იყო,თითქოს სხვისი სიცოცხლე ხელით გეჭირა. ამიტომ არასდროს მაინტერესებდა მართვა და არც მართვის მოწმობის აღების სურვილი გამაჩნდა. ჩვენი ქორწილიდან სამი წლის შემდეგ,ზაფხულში,მე და ნიკა მის სოფელში ვისვენებდით,მოსიყვარულე ქეთო ბებოსთან. სწორედ მაშინ,არ ვიცი საიდან,მაგრამ მოულოდნელად მომინდა მანქანა მეტარებინა და ჩემი სურვილი ნიკას გავანდე. მასაც,მეტი რა უნდოდა,მთელი საღამო ლიანდაგებთან,მიტოვებულ გზაზე მატარებინებდა თავის მანქანას. ყველაზე გასაკვირი ის იყო,რომ მართვის მოწმობა პირველივე გამოცდაზე ავიღე,მიუხედავად საშინელი ნერვიულობისა. ახლა უკვე საკუთარი მანქანაც მყავდა,რომელიც ნიკამ ორი წლის წინ,უბრალოდ და მოულოდნელად მაჩუქა,არც დაბადების დღე მქონდა და არც ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავი იყო.
რასაკვირველია,მანქანის ტარების ახლაც მეშინოდა,მაგრამ ნიკამ მასწავლა,რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ,თუ საკუთარ სისუსტეებს თვალებში არ შეხედავ.
ძველი მეგობრების ადგილსამყოფელის მიგნება არ გამჭირვებია. მხოლოდ ცოტა ხნით შევყოვნდი,როდესაც ბარის შესასვლელში დიდი ასოებით დაწერილი,წითლად მოციმციმე "სხვა ქალი" ამოვიკითხე.
გამეცინა.
-ყინულის დედოფალიც მოსულა!-ჩემს დანახვაზე ხმამაღლა შესძახა ბატონმა მეუღლემ.
ქოჩორი ასჩეჩვოდა,ეტყობა, ჩვევას არ უღალატა და ხელი მრავალჯერ შეისრიალა თმაში. ჰალსტუხი მოეხსნა და იქვე,მის გვერდით მდებარე ცარელ სკამზე გადაეკიდა. ცალი ხელი ბარზე ჩამოედო,მეორეთი კი ყინულებჩაყრილი სასმლის ჭიქა ეჭირა. თუმცა,უფრო ზუსტი იქნებოდა სასმელჩასხმული ყინულის ჭიქა რომ მეთქვა,რადგან თითქმის ბოლომდე ჰქონდა ჩაცლილი.
"ყინულის დედოფალი" ჯერ კიდევ მაშინ შემარქვა,როდესაც პირველად მნახა,რესტორან "ტყის სულის" მზარეული რომ ვიყავი და კერძი დამიწუნა. მოხარშვა აკლდა,სუნელები კი ზედმეტი ჰქონდა,თურმე. სამზარეულოში ამბავი რომ შემომიტანეს,ვიღაც ბატონი გიხმობს,შენი კულინარიული ნიჭი დაიწუნაო,რატომღაც ფულით გატენილ,ჩასუქებულ,ღაბაბჩამოკიდებულ მელოტს ველოდი,თუმცა, მაგიდასთან სამი შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მომხიბვლელი მამაკაცი დამხვდა.
ნიკა მოგვიანებით გამომიტყდა,შენი კერძი სამივეს მოგვეწონა,მე და დათომ უბრალოდ სანაძლეო დავდეთ მისი გამკეთებელი ლამაზი იქნებოდა თუ არაო. მე მოვიგეო,დაამატა ბოლოს თავმომწონედ,წვნიანმა მითხრა,რომ ლამაზი იყავიო.
-გამარჯობა,-მისი წამოძახილი არ შევიმჩნიე და ისე მივესალმე,თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ყოფილიყოს. შევეცადე,იმ ხალხის ცნობისმოყვარე მზერა არ შემემჩნია,"ყინულის დედოფლის" ვინაობით ვინც დაინტერესდა.
-გაგიმარჯოს,-ჩემნაირი ტონით გამცა პასუხი. შემდეგ ხელი ჰალსტუხგადაკიდებულ სკამზე დაატყაპუნა,დაჯექიო. არ შევწინააღმდეგებივარ.
-ირაკლი წავიდა უკვე?-ვკითხე,როცა გარემო მოვათვალიერე და ბლიაძე ვერსად შევნიშნე.
-როგორც ხედავ.-იყო პასუხი. მერე ჩაეცინა,-ნინო მაგარია,რა!
-რა მოუვიდა მართლა?-დაახლოებით ვიცოდი,მაგრამ მაინც ვკითხე.
-რაც მოსდის ხოლმე. ირაკლის დაურეკა სად ხარო,ამან სხვა ქალთანო და ასე. ისე,აღიარე,მაგარი სახელი აქვს ამ ბარს.
-ვაღიარებ,-ჩავიფხუკუნე.-მოფიქრება არ უნდოდა? ან როგორ აღმოაჩინეთ?
-"კაციჭამია" ხომ რას ამბობ,ადვილი მოსაფიქრებელია!-ჩაიქირქლა.-როგორ და ახალმა თანამშრომელმა მითხრა,აქ მუშაობდა ადრე.
სანამ ნიკას გავიცნობდი,ერთი პერიოდი ატეხილი ვიყავი,კაფე "კაციჭამია" უნდა გავხსნა-მეთქი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,ამის სურვილი მალევე გამიქრა. მერე ნიკას მოვუყევი და პასუხად კარგი დაცინვაც მივიღე. არადა,ხომ ვიცი,თან მოეწონა კიდეც.
-დალევ რამეს?-მკითხა,მიუხედავად იმისა რომ პასუხი უკვე იცოდა.
-არა. არ წავიდეთ? ისე,ირაკლის ჯერ შენ მოეყვანე სახლში და მერე წასულიყო ნინოსთან. ან ტაქსი გამოგეძახებინა.
-წავიდეთ და ჯერ არ მინდოდა სახლში,თან სხვანაირად გარეთ ვერ გამოგიყვანდი.-თვალი ჩამიკრა.
-დაგერეკა და გეთქვა მაინც,რომ დაგაგვიანდებოდა.-თავი გავაქნიე.
-გაბრაზებული ვიყავი შენზე,თან ტელეფონიც დამიჯდა.
-ჰო,არა? და სასმელმა სიყვარულის ბუშტი გაგიხეთქა?
-სიყვარულის არა,მაგრამ შარდისას გამიხეთქავს დროზე თუ არ წავალთ.
არ მინდოდა,მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი გამიკრთა.
-მერედა,შედი საპირფარეშოში,აქვე არაა?!
-მოიცა რა,-დაიჯღანა,-ხომ იცი,აქ რაებიც ხდება ხოლმე.
ახლა უკვე ხმამაღლა გამეცინა.
-შენზე მაინც და ისევ გაბრაზებული ვარ,-ვუთხარი, როცა ფეხზე წამოდგა.
-მეც.-ხელი მხრებზე გადამხვია და გასასვლელისაკენ მიბიძგა.
-მოიცა,ფული არ უნდა გადაიხადო?
-გადახდილია უკვე.
❀ ❀ ❀
-"ბორჯომი" ან "ნაბეღლავი" გვაქვს სახლში?-მკითხა მანქანის დაქოქვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
-ნწ,-თავი გავაქნიე,-დილით შემომელია.
-სადმე მაღაზიასთან გააჩერე მაშინ,ხვალ დამჭირდება.
-როგორც ბრძანებთ,სერ.-ვუთხარი თუ არა,თვალი მოვკარი "ნატახტარის" ყვითლად მანათობელ ლოგოს და მანქანა გავაჩერე.
ნიკამ გადასვლა რომ დააპირა,მეც წამოვალ მეთქი,ჩავილაპარაკე და უკან გავყევი.
გამყიდველი ორმოცდაათიოდე წლის გამხდარი ქალბატონი იყო ლამაზი,ცისფერი თვალებით. ხელჩაკიდებულ ჩემსა და ნიკას დანახვაზე ისე თბილად გაიღიმა,მომეჩვენა,თითქოს ჩემს გარშემო აღმართული ყინულის კედლები გაადნო და პირდაპირ გულზე შემეხო. თმა შავად ჰქონდა შეღებილი,თუმცა ძირებში მაინც მოუჩანდა ჭაღარა ღეროები. ნიკას თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია,როცა ამ უკანასკნელმა "ბორჯომზე" კითხვა დაუსვა.
-ახლავე მოგართმევთ,რამდენი ბოთლი?-ხმაც სასიამოვნო ჰქონდა.
-სამი.-იყო პასუხი.
-შენც ხომ არ გინდა რამე?-მკითხა ნიკამ,როდესაც გამყიდველი მინერალური წყლის ბოთლებით ხელში დაბრუნდა და მათ ჩასაწყობად დიდი,თეთრ-ყვითელი პარკი გაშალა.
თავი უარყოფის ნიშნად გავიქნიე. გამყიდველს ხურდა გამოვართვით,დავემშვიდობეთ და ის იყო,ნიკოლოზმა კარის სახელურს ხელი ჩაავლო,რომ უკაცრავადო,მოგვაძახა.
-ბედნიერი წელი გექნებათ!-გვითხრა,როცა შევხდეთ. სახეზე კვლავ თბილი ღიმილი ჰქონდა გამოსახული.
ერთხმად მოვუხადეთ მადლობა და იქაურობა დავტოვეთ.
-რა უცნაური ქალი იყო.-ჩავიბუტბუტე.
-ძალიან!-სარკასტულად მიპასუხა. თვალებმოჭუტულმა გავხედე.
-კიდევ კარგი,ცალი წარბის აწევა არ შეგიძლია. მაგ დაწვრილებულ თვალებს ვუძლებ,მაგრამ მაგხელა წარბს...
-გინდა თქვა,რომ გრძელი წარბები მაქვს?-გავჩერდი და სიტყვა გავაწყვეტინე.
-ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,-გაეცინა,თავისუფალი ხელით თმა ყურს უკან გადამიწია და ზუსტად ხსენებულ წარბზე თბილი,ნაზი კოცნა დამიტოვა.
-იცი რას გეტყვი?!-მესიამოვნა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-არა.
-არც მე!
გაეცინა.
სიცილის დროს თვალებზე ნაოჭები უჩნდებოდა,ლოყებზე კი წვრილი,გრძელი ორმოები. მთელი სახე უბრწყინდებოდა.
ტყუილად კი არ შევარქვი მზეკაცი!
ვერც კი შევნიშნე,როდის ავიწიე თითის წვერებზე,ცალი ხელით მისი სახე ჩემკენ მოვიზიდე და ტუჩები ლოყაზე მივადე.
-შენ რა,მაკოცე?-ვითომდა გაკვირვებისაგან პირი დააღო,-ამ ლოყას ჩარჩოში ჩავსვამ!
-ნუ სულელობ!-იდაყვი სიცილით გავკარი,-და წავედით,ვიღაცას ტუალეტში უნდოდა.-შევახსენე.
-ხო,თუ არ გამივიდა.
-დებილო!
-აუ!-ხუთი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული,რომ ისევ გაჩერდა.
-რა?
-ჰალსტუხი დამრჩა მგონი.
თავი გავაქნიე.
-60 ლარი იმიტომ კი არ მივეცი,”სხვა ქალთან” რომ დაგეტოვებინა!-ვუთხარი და ჯიბიდან ხსენებული,მუქი ლურჯი ყლინჯი ამოვაძვრინე.
***
-რა რიცხვია დღეს?
-ჩვიდმეტი.-ვუპასუხე თუ არა,ღიმილი ისე უცებ წაეშალა სახიდან,თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ჩამოგლიჯაო.
ვიცოდი,რატომაც.
-ხვალ ია დაიბადა.-ცოტა არ იყოს დაუწყობელი წინადადება გამომივიდა.
-უკვე დღეს.-საათზე დაიხედა.
-დილის 6 საათზე დაიბადა,ანუ ჯერ არა.
-რა მნიშვნელობა აქვს,17 დეკემბერია უკვე. ადამიანები დაბადების საათს კი არა,დღეს აღნიშნავენ.
-ხო,მაგრამ...-გავჩუმდი და განზე გავიხედე.
სასაცილოც კია,როგორ ვცდილობდით იაზე ცრემლების გარეშე გველაპარაკა.
ხმა აღარც ნიკას ამოუღია. ამ საკითხში ერთმანეთის საჭიროზე უკეთ გვესმოდა.
ამასობაში მანქანას მივუახლოვდით.
ნიკამ "ბორჯომის" ბოთლები უკანა სავარძელზე შეაგდო,თვითონ კი ისევ მგზავრის სავარძელზე მოკალათდა. ნასვამი რომ არ ყოფილიყო,საჭესთან დაჯდომის უფლებას არ მომცემდა,მიუხედავად იმისა,რომ მანქანა ჩემი იყო. ირაკლისგან განსხვავებით,მთვრალს ტარება არ უყვარდა.
-ჩავიფსი,მირანდა!-მძღოლის ფანჯარაზე მომიკაკუნა. მაშინ-ღა გამახსენდა,რომ ჯერ კიდევ ფეხზე ვიდექი. უხმოდ გამოვაღე კარი და ის იყო წელში უნდა მოვხრილიყავი,რომ მოულოდნელმა ხმამ ადგილზე გამაშეშა.
ბავშვის ტირილის მეშინოდა.
სიზმარში მესმოდა ხოლმე და მეშინოდა.
მეშინოდა იმიტომ,რომ ია ტიროდა,სტკიოდა და ტიროდა,მე კი უხილავ ჯაჭვებშემოხვეული ვიდექი და ვერ ვამშვიდებდი. ხმასაც ვერ ვიღებდი: ყელში ცეცხლი მეკიდა და მეწვოდა. მეც ტირილი მინდოდა,მაგრამ თითქოს ცეცხლმა დააშროო,ცრემლები არ მომდიოდა.
ტიროდა ია და ზემოდან დავყურებდი მე,დედამისი.
დედა,რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა ისე,თითქოს მართლა ყვავილი ყოფილიყოს: ზემოდან დაეცა და გათელა.
-მირანდა!-გაღიზიანდა ნიკოლოზი. მგზავრის სავარძლიდან გადმოწეულიყო და გონზე მოსასვლელად ფეხზე მეჯაჯგურებოდა.-რა ჯანდაბა დაგემართა?!
-არაფერი,რაღაც მომესმა.-გამოსაფხიზლებლად თავი ოდნავ გავიქნიე და ღრმად ჩავისუნთქე.
-რა მოგესმა?
-არაფერი ისეთი,მომაკითხეს!-როგორც იქნა,დავჯექი.
-მირანდა!
-რა?-უემოციოდ შევხედე.-არაფერი–მეთქი,ხომ გითხ...
-ჩშშ,მოიცა!-ხელი ჰაერში ასწია.
-რა იყო?
-გაჩუმდი ერთი წუთით!
დავმორჩილდი.
სიჩუმეში უფრო მკაფიოდ გაისმა ხმა ჩემი სიზმრებიდან.
მეც უფრო მკაფიოდ ვიგრძენი,ვიღაცამ გულზე ყინულის ხელი რომ მომიჭირა.
-წავიდეთ,რა!-მანქანის კარი მოვაჯახუნე.
-მოიცადე,არ გესმის?-ნიკოლოზმა პირიქით,თავისი კარი გააღო.
-რა,ბღავილი?-გავბრაზდი.
გავბრაზდი იმიტომ,რომ ბავშვი ტიროდა.
იმიტომ რომ ის ცოცხალი იყო,ჩემი ყვავილი კი მკვდარი,დამჭკნარი და მიწაში ჩამარხული.
მის პატარა სხეულზე ახლა ხორცის ნაგლეჯიც აღარ იქნებოდა შემორჩენილი–ჩემი გოგონა ემბრიონის ფორმაში დაწყობილი ძვლები-ღა იყო.
ძვლები,რომლებმაც ჩემს მუცელში მხოლოდ შვიდი თვე და სამი კვირა გაატარეს.
რომელთაც ცივსისხლიანი,საზიზღარი დედა შეხვდათ და მის მსხვერპლად იქცნენ კიდეც.
თვალები რაც შემეძლო სწრაფად დავახამხამე,დაგუბებული ცრემლები რომ მომეშორებინა.
ტირილს არ ვაპირებდი,რადგან რომ დამეწყო,ვეღარ გავჩერდებოდი. უცნაური შეგრძნება დამეუფლა,თითქოს წებოვანი ლენტი მქონდა თვალებზე აკრული,ცრემლები რომ არ გამოქცეულიყვნენ.
ნიკა მანქანიდან გადავიდა,მეც გადავყევი.
-რა მოგივიდა? ბავშვის ტირილი აქამდე არ მოგისმენია?!-ისეთი საზიზღარი ხმა მქონდა,საკუთარი თავისთვის სილის გარტყმა მომინდა.
-საიდან ისმის?-შუბლი შეკრა ნიკოლოზმა.
-სახლიდან,საიდან უნდა ისმოდეს?!
-კორპუსები შორს არაა,მაგრამ არც იმდენად ახლოს,რომ ასე კარგად ისმოდეს იქ რა ხდება.
-ო,აბა,ციდან გვესმის მაშინ!-მინდოდა სარკაზმად დავღვრილიყავი,მაგრამ ჩემი სიტყვები უკანასკნელი იდიოტისას ჰგავდა.
წამით შეყოვნდა ჩემი მეუღლე და დაღლილი,ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მზერა მომაპყრო,რომელმაც,როგორც ყოველთვის,საშინელი დანაშაულის გრძნობა გამოიწვია ჩემში.
თავი დავხარე.
ის იყო ადამიანი,რომელსაც ცხოვრება დავუმახინჯე და რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრის შეცვლა,არაფერი გამოუვიდოდა,იმიტომ რომ ეს სიმართლე იყო.
***
პატარა ტირილს არ წყვეტდა.
იქნებ ვიღაც ახალგაზრდა დედას უჭირდა მისი დაწყნარება და დახმარება სჭირდებოდა? თუმცა,მე ვის უნდა დავხმარებოდი,როცა საკუთარი შვილი მუცელში მომიკვდა?
თავი გავაქნიე,ახლა ამის დრო არ იყო.
სახლში წასვლისა და თბილ საბანში გახვევაზე მეტად იმ მომენტში არაფერი მინდოდა. არ ვიცი,შეიძლება ბალიში ერთი-ორი კურცხლითაც დამესველებინა,ნიკოლოზის შეუმჩნევლად. თუმცა,მამაკაცი ყოველთვის ხვდება,როცა მის სარეცელზე ქალი ქვითინებს.
როგორც არ უნდა ყოფილიყო,სახლში მინდოდა და ვიცოდი,ნიკა მანამ არ გამომყვებოდა,სანამ არ დარწმუნდებოდა,რომ პატარას ხმა კორპუსებიდან მოდიოდა და მას პატრონი ჰყავდა,რომელიც თბილად ექცეოდა და მის დაწყნარებას ცდილობდა.
ასეთია ნიკოლოზ ჭავჭავაძე. უფრო სწორად,მე ვაქციე ასეთად. მართალია,ხალხის დახმარება ადრეც უყვარდა,მაგრამ მიზეზი სხვა იყო - მაშინ ეს სიამოვნებას ანიჭებდა. ახლა კი ყველას პრობლემა მხოლოდ იმიტომ მიაქვს გულთან,რომ თავისი დაივიწყოს,რის გამოც არაერთხელ გვიკამათია. სახლში წასვლას და ჩემთან ერთად იმ კედლების ცქერას,რომელიც წესით იას ნახატებით უნდა ყოფილიყო დამშვენებული,ურჩევნია ამ ბავშვის ძებნით გაიყვანოს დრო.
აჯობებს,დავეხმარო,თორემ სახლს დილამდე ვერ ვეღირსები - მეთქი,გავიფიქრე და გარემო მოვათვალიერე.
ნიკა მართალი იყო - კორპუსებთან,სკოლასთან და ავტოსადგომებთან იმდენად ახლოს არ ვიყავით,რომ იქიდან გამოსული ხმა ასე ცხადად გაგვეგო. ჩვენს გარშემო მხოლოდ ორი ნაგვის ურნა და რამოდენიმე მანქანა იდგა. შუქი არცერთი მანქანის სალონში არ ენთო და მათი მხრიდან ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა.
ე.ი. პატარა ერთ-ერთ კორპუსში ტიროდა იმდენად მაღალ ხმაზე,რომ ჩვენც კი გვესმოდა. აბა,სხვანაირად როგორ? ალბათ პირველ სართულზე ცხოვ…
-ჯანდაბა,მირანდა!-აზრი ნიკოლოზის შეცვლილმა ხმამ გამიწყვიტა.
-რა იყო?-ხმის მიმართულებით გავიხედე და ადგილზევე გავიყინე.
ყოველთვის მეცინებოდა,როცა ვინმე იტყოდა,”მგონი,თვალები მატყუებსო”,მაგრამ ჩემ წინ გადაშლილი სანახაობის შემყურეს გონებაში პირველად სწორედ ამ აზრმა გამირბინა. მომეჩვენა,თითქოს მიწიდან ვიღაცის უჩინარი ხელები ამოძვრა და ფეხებზე შემომეხვია.
-სასწრაფოში დარეკე,დროზე!-ამომძახა ნაგვის ურნაში თავჩარგულმა. რამოდენიმე წამში წელში გასწორდა და ამოუცნობი,უცნაური გამომეტყველებით შემომხედა,მაგრამ მზერა მალევე გაუმკაცრდა,როცა დაინახა,რომ მობილური ხელში არ მეჭირა.
-დარეკე-მეთქი,არ გესმის?!-მის ხელებში ატირებული მწვანე ქსოვილი დაარწია. დაჯერება მიჭირდა,ამ ქსოვილში,რომელიც ვინ იცის,რამდენი ხანი ეგდო ნაგვის ურნაში,პატარა არსება რომ იყო გახვეული და გულამოსკვნილად ტირილის პარალელურად ფეხებს აქნევდა. მუცელი აწუხებდა. ალბათ,შიოდა კიდეც.
ჩემი დისშვილების ხელში ვისწავლე,ფეხების ქნევა მუცლის ტკივილს რომ ნიშნავს.
თუმცა,რა დროს ეს იყო?!
პატარას დახმარება სჭირდებოდა.
აკანკალებული ხელებით მოვძებნე მობილური კურტკის ჯიბეში და სამი ციფრი ავკრიფე.
-ზარი არ გადის,ნიკა!-ხმაც გამბზარვოდა.
-რას ქვია,არ გადის?!-ხმამაღლა შეიგინა.-ხელახლა სცადე,ან ჩემიდან დარეკე! მაგრამ მოიცადე,მოდი,გამომართვი ბავშვი,ჩემ კურტკაში გავახვიოთ და ჩვენ თვითონ წავიყვანოთ საავადმყოფოში.-დაამატა.
ფეხებზე შემოხვეულ უხილავ ხელებს ვაიძულე,ჩემთვის თავი დაენებებინათ და ქმრის ნებას დავყევი.
*****
ხო,პირველ რიგში,კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა სამეულში მოხვედრისთვის! შევეცდები,იმედი არ გაგიცრუოთ :D
და იმედია,ზემოთ ნაწერმა უკვე არ გაგიცრუათ :D
ველი შეფასებებს,ვნერვიულობ ცოტა არ იყოს :D რაც არის,არის!

***



№1  offline მოდერი ლილიანა

როგორ დამაინტერესე და დამაინტრიგძალიან მომეწონა და მოუთმენლად დაცელოდები გაგრძელებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი Ignifex

ლილიანა
როგორ დამაინტერესე და დამაინტრიგძალიან მომეწონა და მოუთმენლად დაცელოდები გაგრძელებას

გამიხარდა ^_^ მადლობა დიდი <3

 


№3 სტუმარი LoNdA DM

magaria dzalian sainteresoa. gaagrdzele aucileblad. nika magari tipia

 


№4 სტუმარი darina

dzalian kargi iyo visiamovne, ai ukve nikolozzec sheyvarebuli var velodebi shemdegs.

 


№5  offline წევრი Ignifex

LoNdA DM
magaria dzalian sainteresoa. gaagrdzele aucileblad. nika magari tipia

darina
dzalian kargi iyo visiamovne, ai ukve nikolozzec sheyvarebuli var velodebi shemdegs.

უჰ,ძალიან დიდი მადლობა ^_^ ნიკალა მეც მიყვარს :D:D გაიხარეთ <3 დღეს არა,მაგრამ ხვალ შევეცდები დავდო <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

შენი ჩანახატებით როცა მომხიბლე, დამაინტერესა, როგორი გამოგივიდოდა ისტორია და აი...
დასაწყისი კარგია. საინტერესო ჩანს.
პერსონაჟები და მათი ამბავი აქაურობის კვალობაზე უცხოა დამომწონს.
წარმატებები
გკითხულობ ;)

 


№7  offline წევრი Ignifex

lullaby
შენი ჩანახატებით როცა მომხიბლე, დამაინტერესა, როგორი გამოგივიდოდა ისტორია და აი...
დასაწყისი კარგია. საინტერესო ჩანს.
პერსონაჟები და მათი ამბავი აქაურობის კვალობაზე უცხოა დამომწონს.
წარმატებები
გკითხულობ ;)

მოხარული ვარ,რომ მკითხულობ და არ დაიზარე დაკომენტარება. მადლობა დიდი!<3<3 შენი ისტორიები წაკითხული მაქვს და მინდა გითხრა,რომ გულგრილი არცერთს არ დავუტოვებივარ,ამიტომ ალბათ ადვილი წარმოსადგენია როგორ მეუცნაურება და მიხარია შენი ჩემი მკითხველის ამპლუაში ხილვა:D:D

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მართლა ძალიან მაგარია, მომხიბლა და როგორც ეს გოგო იტანჯება ისე უნდა დავიტანჯო და დამტანჯო მე? wink მათმა პრობლემებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ისტორია და წავიკითხე. ისე, შენ რომ არ დაგეწყო ჩემი ისტორიის კითხვა ალბათ ვერც მე აღმოვაჩენდი და წავიკითხავდი ამას, რისთვისაც მადლობა შენ.
ძალიან მაგარი იყო
საოცრება
ემოციური
ოხ ბავშვი...
:დ
მეც ველი შენგან შეფასებებს იცოდე!! love
ამ ისტორიას კი ბოლომდე მივყვებიი <3
ისე მეგობრებში რატომ ვერ გამატებ? :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი Ignifex

ErckeMydass25
მართლა ძალიან მაგარია, მომხიბლა და როგორც ეს გოგო იტანჯება ისე უნდა დავიტანჯო და დამტანჯო მე? wink მათმა პრობლემებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ისტორია და წავიკითხე. ისე, შენ რომ არ დაგეწყო ჩემი ისტორიის კითხვა ალბათ ვერც მე აღმოვაჩენდი და წავიკითხავდი ამას, რისთვისაც მადლობა შენ.
ძალიან მაგარი იყო
საოცრება
ემოციური
ოხ ბავშვი...
:დ
მეც ველი შენგან შეფასებებს იცოდე!! love
ამ ისტორიას კი ბოლომდე მივყვებიი <3
ისე მეგობრებში რატომ ვერ გამატებ? :დ

მე შევეცდები დაგტანჯოთ და გაგაბედნიეროთ ამ გოგოსთან და ბიჭთან (თუმცა,რაღა გოგო და ბიჭი,დამიბერდნენ ლამის!) ერთად :დდ იმედია გამომივა :დდდ ისე,შენ რა ნამუსით მელაპარაკები ტანჯვაზე,ნინო რა დღეშია! wink მადლობა შენ,რომ აღმოაჩინე ეს ისტორია და გამახარე კომენტარით:დ მაშინ ბედისწერას მოვუხადოთ მადლობა,რომ შენი ისტორიის კითხვა დავიწყე:დდდ მართლა ძალიან გახარებული ვარ და დარწმუნებული ვარ გესმის ჩემი. როგორ არ უნდა გესმოდეს,შენც წერ! :დ ჩემ შეფასებებს ელოდე,ისეთი გემრიელი ისტორია გაქვს,როგორ არ უნდა შეგიფასო? :დ ერთი თავი გამომეპარა,თუმცა მაშინვე ავანაზღაურე და მერე წავიკითხე ახალი :დ love და არ ვიცი,ახლა მეც ვცდი შენს დამატებას აბა:დ

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
ErckeMydass25
მართლა ძალიან მაგარია, მომხიბლა და როგორც ეს გოგო იტანჯება ისე უნდა დავიტანჯო და დამტანჯო მე? wink მათმა პრობლემებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ისტორია და წავიკითხე. ისე, შენ რომ არ დაგეწყო ჩემი ისტორიის კითხვა ალბათ ვერც მე აღმოვაჩენდი და წავიკითხავდი ამას, რისთვისაც მადლობა შენ.
ძალიან მაგარი იყო
საოცრება
ემოციური
ოხ ბავშვი...
:დ
მეც ველი შენგან შეფასებებს იცოდე!! love
ამ ისტორიას კი ბოლომდე მივყვებიი <3
ისე მეგობრებში რატომ ვერ გამატებ? :დ

მე შევეცდები დაგტანჯოთ და გაგაბედნიეროთ ამ გოგოსთან და ბიჭთან (თუმცა,რაღა გოგო და ბიჭი,დამიბერდნენ ლამის!) ერთად :დდ იმედია გამომივა :დდდ ისე,შენ რა ნამუსით მელაპარაკები ტანჯვაზე,ნინო რა დღეშია! wink მადლობა შენ,რომ აღმოაჩინე ეს ისტორია და გამახარე კომენტარით:დ მაშინ ბედისწერას მოვუხადოთ მადლობა,რომ შენი ისტორიის კითხვა დავიწყე:დდდ მართლა ძალიან გახარებული ვარ და დარწმუნებული ვარ გესმის ჩემი. როგორ არ უნდა გესმოდეს,შენც წერ! :დ ჩემ შეფასებებს ელოდე,ისეთი გემრიელი ისტორია გაქვს,როგორ არ უნდა შეგიფასო? :დ ერთი თავი გამომეპარა,თუმცა მაშინვე ავანაზღაურე და მერე წავიკითხე ახალი :დ love და არ ვიცი,ახლა მეც ვცდი შენს დამატებას აბა:დ

ბედისწერას გადავუხადოთ :დ <3 ხო ნამდვილად. ბედისწერა იყო ჩვენი გაცნობა, განგებამ ასე ინება უფრო და ძალიან მიხარია მეც შენსავით საყვარელი გოგო, რომ გავიცანი და ეს ისტორია ხომ საერთოდ მაინც შოკია და არ ველოდი... მიხარია, რომ ასე თუ ისე გიცნობ და დანარჩენი ისევ ბედისწერას მივანდოთ :D ჩემი სურვილი ნამდვილად იქნება უფრო კარგადაც გაგიცნო და მეტად დაგიახლოვდე wink wink love love love ბავშვიანი ხარ? am
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი Ignifex

ErckeMydass25
Ignifex
ErckeMydass25
მართლა ძალიან მაგარია, მომხიბლა და როგორც ეს გოგო იტანჯება ისე უნდა დავიტანჯო და დამტანჯო მე? wink მათმა პრობლემებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ისტორია და წავიკითხე. ისე, შენ რომ არ დაგეწყო ჩემი ისტორიის კითხვა ალბათ ვერც მე აღმოვაჩენდი და წავიკითხავდი ამას, რისთვისაც მადლობა შენ.
ძალიან მაგარი იყო
საოცრება
ემოციური
ოხ ბავშვი...
:დ
მეც ველი შენგან შეფასებებს იცოდე!! love
ამ ისტორიას კი ბოლომდე მივყვებიი <3
ისე მეგობრებში რატომ ვერ გამატებ? :დ

მე შევეცდები დაგტანჯოთ და გაგაბედნიეროთ ამ გოგოსთან და ბიჭთან (თუმცა,რაღა გოგო და ბიჭი,დამიბერდნენ ლამის!) ერთად :დდ იმედია გამომივა :დდდ ისე,შენ რა ნამუსით მელაპარაკები ტანჯვაზე,ნინო რა დღეშია! wink მადლობა შენ,რომ აღმოაჩინე ეს ისტორია და გამახარე კომენტარით:დ მაშინ ბედისწერას მოვუხადოთ მადლობა,რომ შენი ისტორიის კითხვა დავიწყე:დდდ მართლა ძალიან გახარებული ვარ და დარწმუნებული ვარ გესმის ჩემი. როგორ არ უნდა გესმოდეს,შენც წერ! :დ ჩემ შეფასებებს ელოდე,ისეთი გემრიელი ისტორია გაქვს,როგორ არ უნდა შეგიფასო? :დ ერთი თავი გამომეპარა,თუმცა მაშინვე ავანაზღაურე და მერე წავიკითხე ახალი :დ love და არ ვიცი,ახლა მეც ვცდი შენს დამატებას აბა:დ

ბედისწერას გადავუხადოთ :დ <3 ხო ნამდვილად. ბედისწერა იყო ჩვენი გაცნობა, განგებამ ასე ინება უფრო და ძალიან მიხარია მეც შენსავით საყვარელი გოგო, რომ გავიცანი და ეს ისტორია ხომ საერთოდ მაინც შოკია და არ ველოდი... მიხარია, რომ ასე თუ ისე გიცნობ და დანარჩენი ისევ ბედისწერას მივანდოთ :D ჩემი სურვილი ნამდვილად იქნება უფრო კარგადაც გაგიცნო და მეტად დაგიახლოვდე wink wink love love love ბავშვიანი ხარ? am

მეც მიხარია ^_^ მივენდოთ ბედისწერას:დდ მადლობა დიდი <3 <3 <3 და არა,რა ბავშვიანი,მე თვითონ ვარ ბავშვი:DDD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent