ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 7 )
დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორივესთვის,ცხოვრებაში ერთერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამდნენ.თუმცა საქორწინო სამზადისი არაფრით არ ეტყობოდა ამ სახლს. უჩა ადრიანად ადგა,ჯერ კიდევ დილის 6 საათი იყო,ვერ ისვენებდა,აბაზანის დილის პროცედურების მერე ხან ლეპტოპს მიუჟდებოდა,ხან ფანჯარაში უმისნოდ იცქირებოდა.მის ჩვეულებას ახლაც არ ღალატობდა.გაშლილ ხელის მტევანს ხან წვერზე ჩამოისმევდა ხან კი თმაზე .შინაგანად აჟიტირებული უჩვეულო ღიმილს ვერ იშორებდა ბაგიდან.უკვირდა საკუთარი სილაღის,კაცი 30 წლის იყო და გრძნობებს და ემოციებს ვერც თოკავდა და ვერც აკონტროლებდა. არანაკლებ ღელავდა მაია.უკვე ჩაცმული სავარძელში მოკალატებული,მხრებში გამართული, მუხლებზე ხელებდაწყობილი გარინდული იჯდა და ელოდა.რამდენჯერ უოცნებია მის სიმწრით მოკოწიწებულ და მოპარულ ფიქრებში თუ როგორი იქნებოდა მისი ქორწილი-ლამაზი ,ზღაპრული თეთრი კაბითა და ფატით-მიუხედავად იმისა,რომ დრეს მისი ოცნებიდან არცერთი არ სრულდებოდა მაინც კმაყოფილი იყო და თავს მშვიდად გრძნობდა.საათს გახედა ცხრის ნახევარი იყო უკვე,ცხრისათვის იუსტიციის სახლში უნდა ყოფილიყვნენ.ფეხზე წამოდგა და ღრმად ჩაისუნთქა,კარი გამოაღო და კიბეებს პირველი სართულისაკენ დაუყვა.მისაღებში ნელი და ბავშვები გამოპრანჭულები ელოდნენ. -რა ლამაზები ხართ ბარტყებო-მათ წინ ჩაიმუხლა და ორივეს მონაცვეობით დაუკოცნა ლოყები.დაჩის კლასიკურად შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო,სოფო კი ვარდისფერ ფუშფუშა კაბაში ფერიას გავდა -შენ უფრო ლამაზი ხარ დედოფალო-საყვარლად გაიკრიჭა სოფო -დედოფალო-გაიმეორა და გულიანად გაეცინა მის სიტყვაზე-არა დრეს შენ მჯობნი-ორივე გულში ჩაიკრა და ფეხზე წამოდგა. -მართლა ლამაზი ხარ მაია-ღიმილით კმაყოფილი მზერა შეავლო ნელიმ,თან ხელით ანიშნა დატრიალდიო,ქალიც არ დაზარდა და დატრიალდა,მისი რძისფერი ჰაეროვანი კაბა ქოლგასავით გაიშალა.თმა ლამაზად ჩამოშლოდა მხრებზე,მსუბუქი მაკიაჟი ძალიან უხდებოდა მის ზღვასავით ლურჯ თვალებს. -მანქანა გამოვიყვანეთ წასვლის....-სიტყვა შუა გზაში გაუწყდა კარში შემოსულ უჩას მაიას შემხედვარე,ქალი ისეთი ლაღი იყო,რომ იღიმოდა და თან ტრიალებდა,კაცი მონუსხული იდგა,სუნთქვაც კი დაავიწყდა,მთელ სხეულში წამიერად აუგიზგისდა ცეცხლი და მისი ალი სუნთქვას უკრავდა,მეტყველებას ართმევდა,თვალებს უბრმავებდა.მაშინ დაუბრუნდა რეალობაც,როცა მის შარვლის ტოტს მომღიმარმა დაჩიმ ჩამოქაჩა და უთხრა -ხომ ლამაზია მა? -ძალიან-ისე თქვა ქალისათვის თვალი არ მოუცილებია,არც კი დაუხამხამებია,არ სურდა ამ სილამაზის ტკბობას წამიერ სიბნელეს ხელი შეეშალა. ასეთმა დაჟინებულმა მზერამ ქალს გული აუფორიაქა,უცებ შეწყვიტა ტრიალი და აფრიალებულ კაბაზე ჩქარი მოძრაობით ჩამოისვა ხელები -მე მზად ვარ-სიმორცხისაგან ლოყები ვაშლებივით აბრაწვოდა. თენგო სამწუხაროდ ვერ მოდიოდა,სახლს ვერ დატოვებდა სულ ცარიელს.თუმცა წყვილის შეთვალიერება და კომპლიმენტის თქმა მაინც არ დავიწყნია,ამან კიდე უფრო დააკომპლექსა მაია.მიუჩვეველი იყო ამდენ ქებას.ნელიმ მანქანის უკანა კარი გამოაღო და ჯერ პატარები შეატარა,მერე ტანად მიუჯდა მათ გვერდით -მეც დავჯდები-თქვა და ანიშნა ჩაწეულიყო,თუმცა უცებ შედგა,როცა მამაკაცის მკაცრი ბარიტონი გაიგონა -მაია-გამოსძახა და თვალით წინა სავარძელი ანიშნა,უცებ გაახსენდა მათი წინანდღელი საუბარი,უცებ შეუშვა კარის სახელურს ხელი და მითითებას დაემორჩილა.სწრაფად მოკალათდა მისთვის მიჩენილ ადგილზე და ღვედი გადაიჭირა.საშინლად აინტერესებდა უჩას სახე ამ წუთებში,მორიდებით გააპარა მისკენ მზერა,მას არ უყურებდა,მაგრამ აშკარად შეამჩნია ღიმილი მის სახეზე,ასე საგულდაგულოდ,რომ მალავდა.მაიასაც გაეღიმა ჩუმად,მისთვის. საქორწილო რიტუალებმა ყოველგვარი ოვაციებისა და აჟიტირების გარეშე ჩაიარა,მშვიდად,მოკრძალებულად.მხოლოდ მაშინა აუფრთხიალდა გული უცნაურად,როცა უჩამ მარჯვენა არათითზე ქორწინების ბეჭედი წამოაცვა.ნერვიულობისაგან ხელები აუკანკალდა.უცებ მიუხვდა მეტრეველი და ქალის ორივე ხელის მტევანი მუჭში მოიქცია,ნაზად მოუჭირა თითები ,მერე თვალებში ჩახედა და თბილად გაუღიმა,თანხმობის ნიშნად ფრთხილად დაუქნია თავი,ისევ გაანთავისუფლა მისი ხელები და მეორე ბეჭები ჩაუდო ხელისგულზე,რომ ახლა მისთვის გაეკეთებინა ის.ეს არ იყო იოლი მისთვის,მაგრამ გააკეთა. -გილოცავთ,გილოცავთ-ნელი და პატარები ხან მაიას ხან კი უჩას ეხვეოდნენ.რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაირეს.ნელის დაჟინებული თხოვნით სიძე-პატარძალმაც გადაიღო საერთო ფოტო,თუმცა ისეთი კადრი გამოვიდა ცოლ-ქმარს კი არა მომდურავ მეზობლებს უფრო ჰგავდნენ. -ნელი ტაქსს გამოვიძახებ და სახლში გაგშვებთ შენ და ბავშვებს ,მე და მაიას კი საქმე გვაქვს ,განყოფილებაში უნდა მივიდეთ-სულსწრაფი იყო,ყველაფრის დროზე მოგვარება და სახლში მშვიდობით დაბრუნება სურდა,იმის რწმენით და იმედით,რომ მაიას არავითარი სსაფრთე აღარ ემუქრებოდა და მის მფარველობაში ჰყოლოდა ასეც მოიქცენ,სამივენი სახლში გაამგზავრეს თავად კი უჩას განყოფილებისაკენ აიღეს გეზი. -უჩა რას იტყვიან შენი თანამშრომლები?-მორიდებით შეაპარა მისი ნერვიულობის მიზეზი -რაზე?-გაოცებულმა გამოხედა,თან გზისკენაც ეჭირა თვალი -ამ ქორწინებაზე -და რა უნდა თქვან? -რომ..... კოჭლი ვარ....უატრონო.....გაუნათლებელი -ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის,იმიტომ,რომ ამის უფლებას არავის მივცემ და თუ გაბედავს და იტყვიან საკადრისსაც მიიღებენ.ეს მე და შენ ვიცით რატომ და რისთვის მოხდა ასე,და საერთოდ ეს ჩემი არჩევანია,სწორედ ისეა ყველაფერი რაც მინდოდა,როგორც მინდოდა და ვინც მინდოდა.დაიმახსოვრე,დრეიდან ჩემი ცოლი ხარ,შენ დგახარ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა,არავის აზრი არ მაინტერესებს,ასე,რომ ყოფილიყო დრეს მხოლოდ სამი ადამიანი არ იქნებოდა ჩვენს გვერდით.დღეიდან მხოლოდ პატარები და შენ ხარ მნიშვნელოვანი ჩემთვის.-მთელი ეს დრო,რაც ამ სიტყვებს ამბობდა თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა,თავს ვერ ერეოდა,მძიმედ სუნთქავდა. -არ ვიცი.....მე ამას არ ვიმსახურებ-ცრემლები მოადგა თვალებზე -გევედრები,აღარასოდეს,გესმის?აღარასოდეს არ თქვა,რომ რამეს არ იმსახურებ,შენ ყველაფერს იმსახურებ,სამწუხაროდ ამის ნახევრის მოცემაც კი არ შემიძლია,თუმცა ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ,გთხოვ აღარასოდეს თქვა-მუდარით სავსე თვალებით შესციცინებდა. -აღარასოდეს-მაიამ ოდნავ გაუღიმა,ცრემლიანი ლოყები თითებით შეიმშრალა და ფანჯარას მიადო თავი მალე განყოფილებაშიც მივიდნენ.უჩა დაწინაურდა,საფეხურებს დინჯი ნაბიჟებით აუყვა,მაია,მორიდებით მისდევდა უკან.შენობის კარს,რომ მიუახლოვდნენ,მეტრეველი შედგა,ქალს მოუბრუნდა,სახეზე ეტყობა რაღაცას ორჭოფობდა,რაღაც ვერ გადაეწყვიტა,მერე მკვეთრი მოძრაობით მოძებნა მაიას თითები და მის მარჯვენაში საიმედოდ ჩაბღუჯა,ისევ კარისაკენ შებრუნდა და მეორე ხელით გასარებად მიაწვა.ქალი ამას არ ელოდა,წამიერად შედრკა,რომ იგრძნო მის ნაზ თხელ თითებზე ძლიერი ფართხე ხელი როგორ ებღაუჭებოდა,გაუძალიანდა,ხელის უკან წაღება სურდა,კიდევ ერთელ გამოქაჩა უკან მაგრამ ვერაფერს გახდა,უჩას მთელი მონდომებით ჰქონდა მომწყვდეული მისი თითები მუჭში და მის გაშვებას არაფრის დიდებით აპირებდა,არც ქალის გაძალიანებისათვის მიუქც3ევია ყურადრება და ჯიქურ მიაბიჯებდა დერეფანში.მაიაც დაყვა,გვერდით ამოუდგა. მათი ეს გადაჯაჭვულობა არ გამორჩენიათ იმ თვალთა წყვილებს,რომლებთაც გზადაგზა უჩა ესალმებოდა.ერტერთი კაბინეტის კარი შეაღო და ფართე მაგიდის წინ სკამზე მოკალათდა,მაიასაც ანიშნა,რომ მასაც იგივე გაეკეთებინა.მაგიდის მეორე მხარეს შუახნის სანდომიანი გარეგნობის ჭაღარა მამაკაცი იჯდა. -სალამი თამაზ -ოოო,სალამი უჩა,როგორ ხარ,ჯერ არ გელოდი,დაგიმთავრდა შვებულება?-ეტყობოდა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ -ჯერ არა ორ დღეში გამოვალ -ძალიან კარგი-თქვა და მაიას გახედა ინტერესით,მერე ისევ უჩას მიუბრუნდა-რამ შეგაწუხა,ეს ქალბატონი ვინაა? -ეს ჩემი მეუღლეა-წარუდგინა მისი თავი,ქალს კი ამ სიტყვის გაგონებაზე ელეთმელეთი მოუვიდა,გული ლამის ყელში ამოებჯინა. -რას ამბობ?-აშკარად გაოცებული დარჩა -როდის დაქორწინდი? -ამ დილით-უჩა სერიოზული სახით იჯდა მის წინ და მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა -რა უცნაური კაცი ხარ უჩა რა-გაიღიმა და წინ გადმოიწია ,მეტრეველს ბეჭზე მეგობრულად ხელი შემოჰკრა-გილოცავ ,ჰოდა გამაცანი შენი მეუღე-ახლა ქალისაკენ შებრუნდა და ინტერესით მიაცქერდა-ღმერთო რა ლამაზია,ცას მოწყვეტილ ვარსკვლავს ჰგავს -ჩემს მეუღლეს მაია ჰქვია,მაია ნოზაძე -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და მეგობრულად გაუღიმა,ქალმაც შეაგება მისი მარჯვენა,საპასუხო ღიმილით-ბიჭო დღეს თუ დაქორწინდით აქ რა მოგარბენინებდათ?-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი "სიძეს" და ახარხარდა -გვინდა განცხადებას გამოვეხმაუროთ,მაიას მისი ოჯახი დაკარგულად მიიჩნევს და ეძებს,ორი დღის უკან ჭიათურის განყოფილებში მისულან,ჰოდა გვინდა შევატყობინოთ,რომ ცოცხალია ჯამრთელია და უსაფრთოდაა-უჩა ისევ სერიოზული სახით აგრძელებდა საუბარს -ჰოო?გასაგებია მაგრამ შეგეძლოთ თვ ვენ დაგერეკათ მათთვის ,არ იყო საჭირო განცხადებაზე განცხადებითვე პასუხის გაცემა -იცი თამაზ საქმე ცოტა სხვაგვარადაა-თქვა და მაის გადახედა,ქალი მიხვდა,რომ თამაზსათვის ყველაფრის ახსნას აპირებდა და მისი გამოხედვა იმას ნიშნავდა,რომ მისგან თანხმობის ღება სურდა. -მე ცოტა ხნით გავალ,საპირფარეშო სად არის?-იკითა და ფეხზე წამოდგა,ეს თანხმობის ნიშანი იყო -დერეფანს ბოლომდე ჩაუყევი და მარჯვენა კარია,მეც მალე გამოვალ-უპასუხა უჩამ და ოთახის კარი გაუღო. ..................... როგორც კი შევედი ტუალეტში,კაბინის კარი შევაღე უნიტაზზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში შავმალე,მთელი დღის ნაგროვები ემოცია ერთიანად ამოვცალე,ვტიროდი ჩუმად და ყრუდ,ბედნერებისაგან და უბედურებისაგან,სიხარულისა და მწუხარებისაგან.მალევე გავიგე კარის ხმა ,საპირფარეშოში კიდევ შემოვიდნენ სხვები. -დაინახე გოგო უჩას გოგო,რომ ახლდა?-თქვა ერთმა,ცოტა წიკვინა ხმა ჰქონდა -კი დავინახე,ბორძიკით რომ მოდიოდა-სიცილი ატეხა -იცი ვინ იყო?გაგიჟდები,რომ გაიგებ-სიტუაცია დაძაბა -ვინ?-მანაც არ დაკლო ცნობისმოყვარეობა -ცოლი,...გესმის ცოლი მოუყვანია... -რაა?ის ცოლი იყო? -არადა შეხედავ თვალი მასზე დაგრჩება,რა კაცია,მგონი მთელი განყოფილების გოგოები მაგაზე ოცნებობნენ,ამაგნ კი ვინ მოიყვანა?დაინახე მგონი კოჭლია -ჰო დავინახე,ფუ უგემოვნო და ხეპრე,ეგ რამ მოაყვანინა-და აღარ დასრულდა ჩემი სალანძღავი სიტყვები,ბოღმა მახრჩობდა,სიმწრისაგან პირზე მოვიჭირემთელი ძალით ხელი და ყრუდ ავბღავლდი,ჩემტვის გულში,უხმოდ ვკიოდი,ვტიროდი ქვეყანას ვაქცევდი.მალე გავიდნენ ,მეც სასწრაფოდ გამოვედი კაბინიდან,სახეზე ცივი წყალი შევისხი,სალფეთქით შევიმშრალე,ღრმად ჩავისუნთქე და ოთახი დავტოვე.უჩა დერეფანში მელოდა.ვეცადე გამეღიმა და მისთვის არაფერი მეთქვა.უხმოდ დავტოვეთ იქაურობა,ისევ ძლიერად მუჭში ჰქონდა მოქცეული ჩემი თითები და ისევ არ გვცილდებოდა ცნობისმოყვარე წყვილწყვილი თვალები.ჩავჯექით თუ არა მანქანაში მაშინვე მომიბრუნდა -თვალებზე რა დაგემართა? -არაფერი-ნაძალადევად გავიღიმე -იტირე? -არა -რატომ იტირე?-არ მეშვებოდა -გთხოვ.... -რატომ იტირე მაია?-კაცი შეუვალი იყო -მე არ ვარ შენი შასაფერისი.....დამცინეს....მე კოჭლი ვარ....შენ....-ავზლუქუნდი -რა მე? -შენ კარგი ხარ,ძალიან კარგი,ამას ყველა ხედავს და ფიქრობენ,რომ შეცდი, -მე რა გითხარი სანამ აქ მოვიდოდით? -რომ...არავის სიტყვებზე მიმექცია ყურადღება -და ახლა რას აკეთებ?მე ხომ გითხარი ვინაა ჩემთვის მნიშვნელოვანი?ბოლოჯერ გაფრთილებ და დამიჯერე,არავის აზრი მაინტერესებს,მხოლოდ შენ და ბაშვვები ხართ ჩემთვის მნიშვნელოვანი.აქ მოკვდეს ამაზე ლაპარაკი კარგი? -კარგი-მორჩილად დავუქნიე თავი მანქანა დაქოქა და სახლისკენ ავირეთ გეზი -ყველაფერი მოუყევი?-თავად არ დაიწყო ამაზე ლაპარაკი და ამიტომ მე ჩავეძიე -კი,ყველაფერი,დაგვეხმარება,ასე რომ აწი არც ამაზე ინერვიულო კარგი?-მუდარით მთხოვა და გამიღიმა -აღარაფერზე აღარ ვინერვიულებ-ამ წუთას უჩვეულოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს,თითქოს ფრთები გამომესხა,თავს სასწაულად მშვიდად ვგრძნოდი -მე შენთვის საჩუქარი მაქვს-მითხრა და პატარა კოლოფი გამომიწოდა,გაოცებული გავხედე,ის კი გზისკენ იცქირებოდა და იღიმოდა -რა არის?-ცნობისმოყვარეობისაგან თვალებში ჭიკები ამიცეკვდნენ -ნახე უცებ შემოვაცალე ბანტი და კრიჭინა ქაღალდი,კოლოფს თავი გადავუხსენი და ხელსი ტელეფონი შემრჩა -დღეიდან ყოველთვის გეცოდინება სად ვიქნები და მე შენ სად იქნები -და მე რომ მისი გამოყენება არ ვიცი?-უხერხულად შევიშმუშნე,არასოდეს მქონია ტელეფონი -არაუშავს მე გასწავლი-სვლა შეანელა და გზის პირას გააჩერა მანქანა-აი ნახე აქ ნომრებს ჩაიწერ,ახლობლების,ოჯახის წევრების,ნაცნობების,ვისაც გსურს დაურეკო ხოლმე,აბა დააჭირე ხელი,ერთი ნომერი ჩაგიწერე უკვე მეც დავაჭირე ხელი და უცებ გაიხსნა ფანჯარა ,რომელსაც ეწერა კონტაქტები,შიგნით კი მხოლოდ ერთი ნომერი ეწერა - ჩ ე მ ი ქ მ ა რ ი პ.ს.მგონი პატარა თავი არააა, აჰა ქორწილის შედგა ისევ და ისევ ველი ტქვენს კომენტარებს ჩემო კარგებო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.