შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი {3}


4-03-2015, 09:35
ავტორი malaizia
ნანახია 2 325

დღეს დინა შედარებით ადრე ადგა, დილის პროცედურებს რომ მორჩა და საათს დახედა ლამის ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან.არასდროს, არასდროს არ ყოფილა დაშნიანი ცხრა საათზე მზად. სამსახური ათ საათზე ეწყება, ნახევარი საათი გზაში სჭირდება და ყოველთვის ათს რომ უცდახუთი აკლია მაშინ გარბის თავქუდმოგლეჯილი გარეთ, ახლა კი თავისუფლად შეუძლია მშვიდად და აუჩქარებლად მიირთვას საყვარელი რძიანი ყავა, თან ფსიქოლოგიურად მოემზადოს მთელი დღით გიგას გარემოცვაში ყოფნისთვის. ისე თვითონაც უკვირდა რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია დინაში, მართალია გიგა სიმპათიური იყო, მაგრამ დინას ნამდვილად შეხვედრია მასზე მომხიბვლელი მამაკაცებიც, იქნებ უბრალოდ მისმა თვალებმა დამაბნია? ფიქრობდა თავისთვის, თან ყავაში შაქარს იმატებდა განუსაზღვრელი დოზით, შემდეგ კი ისევ თვითონვე უარყოფდა ამ მოსაზრებას, ჩვეულებრივი შავი თვალები აქვს ბიჭს, რა მაგის ბრალია მე თუ ერთი ნახვით გადავირიე და გავგიჟდიო. მართალია თავის თავს გამოუტყდა გიგას მოწონებაში მაგრამ მოკვდება და ამას მამაკაცს არ აგრძნობინებს,
-თუ მასაც მოვეწონები თვითონ გამოიჩენს ინიციატივას, თუ არადა სულ არ მინდა მისი დაცინვის ან სიბრალულის ობიექტი გავხდეო, მტკიცედ გადაწყვიტა დაშნიანმა და ზუსტად ათის ნახევარზე გაიხურა სახლის კარი, რომელიც ეჭვი მაქვს სახლში მისულს მთელი აღარ დახვდება ისეთი ძალა ქონია ამ გოგოს ხელში.
ნინომ და მარიამმა მაგიდასთან დასკუპებული დინა რომ დაინახეს მგონი მოჩვენევას მიამსგავსეს ისეთი სახე ჰქონდათ, რაზეც დაშნიანმა ბევრი იცინა და გოგოებიც გამოფხიზლდნენ ცოტა.
- აჰა სიცხე აშკარად არ გაქვს რადგან კარგად კისკისებ, ახლა ის გვითხარი კიბო გაქვს ალბათ და არცერთი წუთის
გატარება არ გინდა ჩვენს გარეშე ხო? დაიწყო მარიამმა, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა დინას წამიერად დაბღვერილი სახის ყურებისას
- კარგი რა მარუს ისე მელაპარაკები თითქოს რამე სასწაული ჩამედინოს, ადრე გამეღვიძა და რა მექნა ძალით დამეგვიანა?
- სწორედ ეგ არის ჩემო კარგო სასწაული განა სხვა რამე, ჩაერთო ნინოც, მგონი გიგასთვის მადლობის თქმა მოგვიწევს შენ თუ დაგვიანებებს გადაგაჩვევს.
-აბა ეხლა შენი ხმა არ გავიგო ნინაჩკა იცოდე, ახლა ნინოს დაუბღვირა დინამ. შეიძლება გიგა მომეწონა მაგრამ არ ვაპირებ ფეხქვეშ გავეგო და პრანჭვა დავუწყო, თავს ისე დავიჭერ ვითომც არაფერი, და თქვენც არაფერს შეიმჩნევთ იცოდეთ თორემ გაგებუტებით ორივეს, ისე სასაცილოდ ჩაილაპარაკა ბოლო ფრაზა გოგოებს მუცელი ასტკივდათ უკვე სიცილისგან და ხუთი წუთის შემდეგ ძლივს დაწყნარდნენ. ამასობაში ბატონი გიგაც მობრძანდა სანსახურში და სამივე შეეცადა თავის ხელში აყვანას, თორე მეორე დღესვე გამოჩნდებოდნენ უფროსის თვალში არასერიოზული თანამშმრომლები, რაც არცერთს არ უნდოდა.
დილამშვიდობისათი შემოიფარგლა მხოლოდ გიგა და თავის მაგიდას მიუჯდა. მისი თვალების დანახვისას დინას წამიერად დაავიწყდა ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება და ოცნებებში გადაეშვა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და აწითლებული ლოყები საბუთებში ჩარგო, რომელიც სულაც არ სჭირდებოდა იმ დროს. მგონი გიგას არ გამოპარვია დინას რეაქცია მისი დანახვისას,
ოდვავ გააქნია თავი და ძლივსშესამჩნევი ღიმილით აათვალიერა დაშნიანი, რომელიც დღეს საოცრად კარგად გამოიყურებოდა.
ოთხივე ისე გადაეშვა საქმეში რომ შესვენებამდე ერთ ორ სიტყას თუ ეტყოდნენ მხოლოდ ერთმანეთს. შესვენების დროს თვითონ გიგამ
შესთავაზა გოგონებს ერთად ვისადილოთო, თანაც უკეთესად გავიცნობთ ერთმანრთსო. რა თქმა ისინიც დათანხმდნენ, რამაც დინას აფორიაქება გამოიწვია. ერთად დატოვეს კაბინეტი და ახლომდებარე კაფეს მიაშურეს. ბიჭებიც შეურთდნენ ოთხეულს და ერთმანეთი გაიცნეს, მგონი მოეწონათ ლაშას და ბექას ავალიანი, სხვა შემთხვევაში ასე გულღიად არ დაიწყებდნენ ლაპარაკს. ყველა ჩართული იყო საუბარში ,მხოლოდ დინა იჯდა მორიდებით, მანამ სანამ ნინომ სმს არ გაუგზავნა ასეთი შინაარსით: " ხმა ამოიღე, თორემ მუნჯი ეგონები და მიუხედავად შენი სილამაზისა არა მგონია მუნჯური ენის სწავლაზე თანახმა იყოს ასე რომ არ დაწყრებულ ურთიერთობას ნუ გაწირავ კრახისთვის, ჩაერთე ლაპარაკში ბუნებრივად"
ჯერ გაეღიმა დაშნიანს, რამაც ავალიანის მწველი მზერა დაიმსახურა, შემდეგ კი ერთი ჩაისუნთქა და ღიმილით კითხა გიგას როგორ მოგეწონა ჩვენი სააგენტოო. თავიდან გაუკვირდა ავალიანს მუდამ ჩუმად მყოფი დინას ინიციატივა, მაგრამ მანც მშვიდად და აუღელვებლად გასცა პასუხი, არა რა ეს ბიჭი ემოციებს სასწაულად აკონტროლებს.
-სიტუაცია კარგია, თანამშრომლები კიდევ უკეთესი ასე რომ ჯერჯერობით სავსებით კმაყოფილი ვარ, ლაპარაკობდა თან თვალს თვალში უყრიდა დაშნიანს და არ აძლევდა საშუალებას მშვიდად ამოესუნთქა .
-ძალიან კარგი, ძლივს უპასუხა დინამ და წვენი მოსვა ყურადღების გადასატანად, რაზეც კვლავ ძლივსშესამჩნევად გაეღიმა ავალიანს.დიდი მაიმუნი ვინმეა ეს გიგა ისე, აშკარად ხვდება რა ემართება დინას მისი თვალების ყურებისას და ესეც შანსს არ უშვებს ხელიდან რომ თვალი არ გაუსწოროს და უარესად არ დააბნიოს ისედაც დაბნეული სვანი, რომელსაც რატომღაც ჰგონია რომ კარგად ნიღბავს ემოციებს.




ესეც მესამე თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ,სიყვარულით თქვენი მალაიზია <3



№1  offline წევრი ჭირვეული

სიამოვნების მიღება ვერ მოვასწარი, გახსნილი არ მქონდა უკვე რომ ჩამთავრდა თავი ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent