ცოლი და დედა კანონის გარეშე (6)
მოულოდნელობისაგან საკუთარმა ნერწყვმა ლამის დაახრჩო ქალი.ცივმა ოფლმა დამასხვა,ხელის მტევნები ერთმანეთზე ნერვიულად გადავისრისე,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და უჩას გავხედე,მის სახეზე იკითხებოდა,რომ მისი შემოთავაზება აბსოლუტურად სერიოზული იყო,მსშვიდად იჯდა და ჩემს პასუხს მოთმინებით ელოდებოდა. -ალბათ დამცინი-იმ მომენტში საშინლად მინდოდა გადამეხარხარა,რატომ?არ ვიცი... არ ვიცი ვის დავცინოდი-საკუთარ თავს თუ ამ შემოთავაზებას -როგორ ფიქრობ ასეთი ვარ?-უჩა ისევ ისეთი სახით მიყურებდა -არა,შენ არა ......მე ვარ ასეთი.....ან ისეთი.....არ ვიცი....უბრალოდ...აკანკალებული ხელები სახეზე ავიფარე და უფრო ვუმატე ტირილს,მცხვენოდა მისი მზერის მისი გულკეთილობის მისი მზრუნველობის,მისი თვალების და გამოხედვის-მე არ ვარ ამის ღირსი,მე....არ მინდა პრობლემად ვიქცე .... -ასე ნუ ფიქრობ-წამიერად დაუტკბა და შეეცვალა ხმა ,ფრთხილად შემახო თავზე ხელი და ნაზად ჩამომისვა,შევკრთი ,უკან დავიხიე,თავადაც დაიბნა,უცებ წაიღო ხელი უკან-მაპატიე -არა,არა მე მაპატიე,არ ვარ მიჩვეული ასეთ მოპყრობას-ცრემლები უხეიროდ მოვიწმინდე ლოყებიდან-ვერ დაგთანხმდები ამ წინადადებაზე,იმიტომ კი არა,რომ შენი დახმარება არაფრად მიმაჩნია ან შენ გაკნინებ,უბრალოდ ......გამიგე არ შემიძლია,მე...... არ ვარ ასეთი მზრუნველობის და ყურადრების ღირსი არაფერი მიპასუხა,ღრმად ამოისუნთქა,ჯერ წვერზე მერე კი თმაზე გადაისვა მისი განიერი ხელის მტევანი,ფანჯარაში ,სადღაც უსასრულო სივრცეში გაიხედა,რაღაც დრო ასე იყო გარინდული,მხოლოდ მისი სუნთქვით და სხვეულის დაჭიმულობით ვხვდებოდი,რომ დაძაბული და ანერვიულებული იყო.საკუთარ თავსა და ემოციებს თოკავდა.მერე ჩემკენ მობრუნდა,მაგიდაზე მძიმედ დააწყო ხელები და თვალებში ჩამაცქერდა.ისე მიყურებდა თითქოს ჩემში სურდა შეძრომა,სული ამიფორიაქა ამ გამოხედვამ,თავი დავხარე. -ახლა კარგად მისმინე,სრულწლოვანი ხარ ,შეგიძლია სახლში დაბრუნდე ან სადაც გსურს იქ წახვიდე და იცხოვრო.თუმცა მე როგორც კანონის დამცველს მევალება განვაცხადო,რომ გიპოვე და ეს ოჯახს შევატყობინო.მერე რა მოხდება შენ უკეთ იცი,ნათესავი არ გყავს,არც განათლება გაქვს,არც წასასვლელი,იძულებული იქნები უკან დაბრუნდე,რაც ვფიქრობ ნაკლებად გინდა.დაგტოვო ჩემს სახლში ან ძიძად ან დამლაგებლად რათქმაუნდა შემიძლია,თუმცა ეს არ მაძლევს უფლებას კანონით დაგიცვა,იმიტომ რომ მე და შენ დამსაქმებელი და დასაქმებული ვიქნებით და მაინც შენს ოჯახს უფრო მეტი უფლება ექნება ასეთ შემთხვევაშიც.მეორე ვარიანტი-თუ ჩემს წინადადებას მიიღებ,გპირდები აბსოლუტურ მფარველობას,უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.თუ თანახმა იქნები შენი ოჯახი მე ვიქნები,ასე,რომ როცა განვაცხადებთ ცოცხალი ხარ და ჩემი მეუღლე, ვერც მამაშენი და ვერც შენი ძმები ვერაფერს დაგიშავბენ და გაიძულებენ,რადგან კანონი ჩვენს მხარეზე იქნება,იმიტომ რომ შენ ჩემი მეუღლე იქნები.ასე,რომ თავად გადაწყვიტე რა და როგორ გირჩევნია.და იცოდე ცოლობას ყველას არ ვთხოვ ხოლმე,ამას შენთვის ვაკეთებ-თითოეული სიტყვა მკაფიოდ და გარკვევით დამიმარცვლა. -მე არ მინდა....უფრო სწორად მინდა,რომ მფარველობდე და მიცავდე მაგრამ არ მინდა..... არა ეს ცუდად ჟღერს ....მე არ შემიძლია ვიყო შენი მეუღლე-ვთქვი და სირცხვილისაგან ლოყები ამეფაკლა,მინდოდა მაგიდის ქვეშ ჩამძვრალიყავი.ჩემმა სიტყვებმა უჩა გაამხიარულეს,ჯერ გაეღიმა ,მერე კი გულიანად გაიცინა -რა გულუბრყვილო და მიამიტი ხარ მაიკო-სიცილს არ წყვეტდა,მე კი მისმა ერთმა წარმოთქმულმა სიტყვამ რეტი დამასხა.რა მიწოდა?მაიკო?მოფერებით მომმართა,ღმერთო ჩამტვის მაიაც კი არ დაუძახებია ვინმეს,მთელი 23 წელი მხოლოდ გომბიო ვიყავი,ეს ადამიანი კი .....მაიკო,რაღაც სასიამოვნოდ მომედო გულზე და ტბილმა ტალღებმა დამიარა -რატომ?-მორიდებით ვკითხე -ჩვენ მხოლოდ ფურცელზე ვიქნებით ცოლ-ქმარი,ფიქტიური ცოლ-ქმარი-ღიმილით მითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა -მართლა?-გულზე ლოდი მომეხსნა -დამშვიდდი?-ისევ იღიმოდა -ვერ წარმოიდგენ როგორ-გულწრფელად ვუპასუხე -აბა რას იტყვი ახლა,თანახმა ხარ თუ არა? -სანამ გიპასუხებ ,რაღაც კითხვა მაქვს -გისმენ-ისევ მაგიდისკენ გადმოიწია და იდაყვები მაგიდაზე შემოაწყო -პირველი ცოლი..... რითი გარდაიცვალა? -ცოლი?ვისი პირველი ცოლი?-გააკვირვა ჩემმა კითხვამ -შენი...ბავშვების დედა -ის არ იყო ჩემი ცოლი-უცებ გაერკვა ,რასაც ვეკითხებოდი -ჰოოო?ვიფიქრე რომ....ბავშვები მამას გეძახიან და..... -ისინი არ არიან ჩემი შვილები -რაა?-გაოგნებისაგან პირი დავაღე-ეს როგორ? -ჩვეულებრივად,რადგან მამას მეძახიან მე კი მათ შვილებს ამან დაგაბნია ეტყობა -ჰო.კი ასეა ნამდვილად.აბა ვინ არიან? -ჩემი და და ძმა -რაა?-ეს მეორე შოკი მივიღე -ჰო-რაღაცნაირად გაეღიმა-დედაჩემი 8 წლის უკან გარდაიცვალა მკერდის კიბო ჰქონდა,გარკვეული დროის მერე მამამ სხვადასხვა ქალთან დაიწყო სიარული,თუმცა ერთი მუდმივი ყოველთვის ყავდა.მამამ,რომ გაიგო,რომ მისგან ორსულად იყო მიატოვა.არც ეს ქალი გამოკიდებია.თუმცა ერთი წლის მერე ეს ქალი ავარიაში მოყვა.საავადმყოფოში სიცოცხლის ბოლო საათებს,რომ ითვლიდა მე დამირეკა და მისვლა მთხოვა.იმ დღემდე არც იმ ქალზე და არც მის შვილებზე არაფერი ვიცოდი.მითხრა რომ მერაბისაგან ტყუპები ჰყავდა და მთხოვა მამაჩემისთვის მათი პატრონობა მეთხოვა.თუმცა მამამ უარი თქვა.ბავშვები არ აღიარა,ის ქალი მესამე დღეს მოკვდა,ერთი წლის სოფო და დაჩი კი უდედოდ დარჩნენ და თავშესაფარში უპირებდნენ ჩაბარებას.მე ეს არ შემეძლო,ჩემი სისხლიდა ხორცი იყვნენ,ჰოდა ვიშვილე ორივე,მეურვეობა ჩემს თავზე ავიღე,დნმ ანალიზებიც ჩავიტარე,ნამდვილად ჩემი და-ძმანი არიან.მას შემდეგ მხოლოდ ისინი მყავს,მამაჩემთან არ ვურთიერთობს.მიუხედავად ამ ყველაფრისა ის მაინც არ აღიარებს მათ,ჩემთვის კი ისინი უფრო ძვირფასები არიან ვიდრე ჯიუტი და ამაყი მამაჩემი. ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი თუ რამდენად დიდსულოვანი და კეთილი იყო ეს ადამიანი.ვიგრძენი,რომ მე ღმერთმა მაკურთხა ასეთ ადამიანს,რომ შემახვედრა,ალბათ მთელი ცხოვრება მასზე ვილოცებ. -იმისათვის რაც მე გამიკეთე ხომ უდიდეს პატივს გცემ,მაგრამ ახლა არ ვიცი რა ვთქვა,როგორ შეგაფასო,უფალს ყოველდღე შენს სოციცხლეს და ჯამრთელობას შევავედრებ-მართლა აღფრთოვანებული ვიყავი მისით და ვერ ვფარავდი -ამდენ პატივსაც არ ვიმსახურებ-ალალად გამიღიმა და საათზე დაიხედა-უკვე ბინდდება,ბავშვები უკვე სახლში იქნებიან,მგონი ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ,თმცა პასუხი ჯერ არ გითქვამს. -თანახმა ვარ-ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი ამ სიტყვების წარმოთქმისას.რაღაც ამოუცნობი-სიხარული,შიში,გაურკვევლობა,სიმშვიდე-ყველაფერი ერთად. -ძალიან კარგი,ხვალ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ეს დავადასტუროთ-უჩვეულოდ ლაღი და ბედნიერი მომეჩვენა იმ მომენტსი უჩა,თვალები საოცრად უბრწყინავდა -კარგი -და ჩემი ცოლი და ტყუპების დედა გახდები-ტქვა და მის სიტყვებზე თავად გაეღიმა -ჰო ცოლი და დედა კანონის გარეშე -დროებით -როგორ?-ვერ გავარჩიე თუ რა ჩაიჩურჩულა -არაფერი სახლში წავიდეთ დროა უკვე ისევ უკანა სავარძელზე მოვკალათდი.კაფეში ჩვენი საუბრის მერე მისთვის თვალებში შეხედვის და დალაპარაკების მერიდებოდა.თავადაც არ შევუწუხებივარ,მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ,მხოლოდ ეზოში შესვლისას მომიბრუნდა და მითხრა -ხვალიდან ჩემს გვერდით დაჯდები-და თვალით მის გვერდზე სავარძელი მანიშნა.ხმა არ ამომიღია ისე დავუქნიე თავი. ყველაზე უხერხული მომენტი წინ მელოდებოდა.რა რეაქცია ექნებოდათ ამ სიახლეზე ნელისა და პატარებს. ........................... ყველანი მისაღებ ოთახში იყვნენ და მაიას ნაყიდ ტანსაცმელს ათვალიერებდნენ. -ძალიან გიხდება საყვარელო-გაცისკროვნებული თვალებით შესციცინებდა გოგონას ნელი და კმაყოფილმა თავი გააქნია -მადლობა-მორიდებულად გაიღიმა და დივანზე ჩამოჯდა.დაძაბული იყო,მორცხვად გააპარა თვალი უჩასკენ,მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჩაახველა -რაღაც მინდა გითხრათ ყველას-მხრებში გაიშალა და ხელები მუხლებზე დაიდო-მაია ცოლად მომყავს ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა,მოულოდნელი იყო ეს ამბავი ყველასათვის.მხოლოდ მაია იჯდა დაჭიმული ზამბარასავით,გული გამალებით ბაგიბუგობდა,სირცხვილით თავს ზემოთ ვერ სწევდა.უჩა?მის სახეზე კმაყოფილება და ბედნიერება იკითხებოდა. ისეთი ბუნების და ავტორიტეტის მქონე კაცისათვის ,როგორიც უჩა იყო ალბათ საკმაოდ სპონტანური და ნაჩქარევი შეიძლება მოსჩვენებოდა ვინმეს ეს ნაბიჟი,მაგრამ მხოლოდ უფალმა იცოდა თუ რა კმაყოფილი და უზომოდ გახარებული იყო მისი არჩევნით ის.გადაწყვეტილებაში 100% დარწმუნებული იყო და შინაგანად ბორგავდა.შეუძლებებლი იყო ამ განცდისათვის სახელი დაგერქმია და ვერც უჩა არქმევდა,მხოლოდ ერთ რამეში იყო დარწმუნებული-რასაც ახლა აკეთებდა ამას არასოდეს ინანებდა. -ამას მის საკეთილდღეოდ ვაკეთებ,რომ დავიცვა,თუ რისგან მოგვიანებით აგიხსნით-საუბარი კვლავ მან განაგრძო,მერე კი იქვე სავარზელში მოკალატებულ ცნობისმოყვარე თვალებით მომზირალ ტყუპებს გახედა-მამას სიხარულებო თქვენ რას იტყვით წინააღმდეგი ხომ არ ხართ დედიკო გყავდეთ? პატარებმა ერთ ხანს მამას მიაქცერდნენ,მერე მაიას,სახე კმაყოფილებს გაებადრათ და თანხმობის ნიშნათ თავი დააქნიეს. შვებით ამოისუნთქვა ქალმა.პატარების აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.არანაკლებ ბედნიერი იყო უჩა,რომ მის შვილებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ.მერე მაიასკენ შებრუნდა -ასე მოვიქცეთ,დილით იუსტიციის სახლში მივიდეთ ხელი მოვაწეროთ,მერე კი განყოფილებაში,თანახმა ხარ? -კარგი-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ......................... პ.ს. გუშინდელივით დიდი თავი ვერ გამოვიდა მაგრამ იმედია არ გამიბრაზდებით <3 <3 ძველებურად ველი თქვენს კომენტარებს,არ დამწყვიტოთ გული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.