შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ თქვა ოცნებას ახდენა არ უწერიაო? (3)


7-10-2015, 15:30
ავტორი daydreamer^^
ნანახია 2 229

რამოდენიმე დღემ განვლო, ნიაკოს აღარ უნახავს გეგა. არსად არ შეხვედრია. არც აივანზე სიგარეტით ხელში და არც სამზარეულოში. რამოდენიმეჯერ ცადა კიდეც ღამის სამ საათზე ვითომ და საჭმლის გამო ჩასვლა, მაგრამ ურიგოდ არსად ჩანდა ვაჟბატონი. უნდოდა, ძალიან უნდოდა ვინმესთვის ეკითხა სად დაკარგაო, მაგრამ რცხვენოდა. პასუხი მხოლოდ მარია ბებიას ეცოდინებოდა, თუმცა ვერ კითხავდა. ემი რაღაცას ატყობდა თუმცა ცდილობდა თავად გამოტეხილიყო ნია, ამიტომ არაფერს ეუბნებოდა. გოგოები ყოველ დღე დადიოდნენ გასარუჯად, შემდეგ კლუბებში აგრძელებდნენ გართობას. მიუხედავად ყველაფრისა გოგონას არ ეტყობოდა ბედნიერების კვალი სახეზე, რარაც აკლდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რა. თავს არ უტყდებოდა სიმართლეში.
- ნიი ასე რამდენ ხანს უნდა იყო ? გამოჩნდება რა იყო.
- ემი გაჩუმდი, მის გამო სულაც არა ვარ ესე, ან საერთოდ რას ქვია ესე. მე ძალიან კარგად ვარ და არაა საჭირო ესეთი ლაპარაკი.დაებგვირა დაქალს.
- გარგი, როგორც გინდა, მაგრამ ხომ იცი რომ კარგად გიცნობ და ვერაფერს გამომაპარებ. ვიცი, რას გრძნობ, რას ფიქრობ. უკვედაგავიწყდა?
- ვიცი ემ, ვიცი. მაგრამ გამიგე გთხოვ.
- დარწმუნებული ვარ მასაც. გადაიხარხარა ემილიმ.
- საზიზღარო ეგ არ მიგულისხმია.
- კარგად ვიცი რაც იგულისხმე.
- საზიზღარი ხარ. სიცილში აყვა ნიაც.
- აქ რა ამბავია? ოთხაში მარიამმა შემოყო თავი.
- ვცდილობ სიმართლე ვათქმევინო, მაგრამ ურიგოდ.
- რა სიმართლე? რაღაც ხდება და მე არ ვიცი??
- არაფერი მარ ხო იცი რა გიჟია ეს ალბატონი რაღაცეებს იგონებს. თვალი ჩაუკრა ნიაკომ დას და ოთახი დატოვა, თორემ ცოტაც და დააცდევინებდნენ ყველაფერს.

* * *
ეზოში მანქანა შემოაყენა და თვალი ნიას ოთახისკენ გააპარა. ნეტავ რას აკეთებს, ან როგორაა. ათასი კითხვა აწუხებდა ჯაჭვლიან. საუკუნედ ეჩვენებოდა 5 დღე, რომელიც მის გარეშე გაატარა.
- გადმოხვალ თუ პატრულს გამოვუძახო შე ჩემა? დაუბღვირა დათომ ძმაკაცს.
- რას გაშტერდი, რა დაგემართა ტო. არ ჩამორჩა მას გიო.
- როგორც იქნა გამოერკვა ფიქრებიდან და მეგობრებს დაბღვერილმა გახედა. როგორც იქნდა დატოვა მანქანა და მათ შეუერთდა.
- მგონი ძალიან გამოაშტერა შენ იმ გოგომ, ვინ არის ერთი შორიდან მაინც დაგვანახე. ჩაიცინა გუგამ.
- ჩუმად ბიჭო, ხო შეიძლება სადმე აქვეა და ესმის შენი ხმა. დაუგრინა გეგამ და გზა განაგრძო სახლისკენ.
ბიჭებს მარია გამოეგებათ. - შვილო ამდენი ხანი სად დაიკარგე? სულ დაივიწყე შენი მოხუცი ხო?
- კარგი რა ბებია, აი აქ ვარ და გპირდები დიდი ხანი ვეღარ მომიშორებ თავიდან.
- შვილო არა გშიათ? წამოდით გემრიელი ლობიანები მაქვს დაცხობილი.
- არა ბებო, ცივ ყავას თუ მოგვტან უმაგრესი იქნები. ყელგამოწეულმა სთხოვა საყვარელ მოხუცს და ძმაკაცებს გადახედა ხო მეთანხმებითო. გუგა სასაცილოდ შეიშმუშნა და ერთი ხელი თავზე მოისვა. მერე "პადრუშკი" გამოსდო მარია ბებოს, სასაცილოდ დაიკრიჭა და თქვა: ჩვენ ლობიანიც გვინდა. ბიჭებს მის საქციელძე სიცილი აუტყდა.
- კარგი ხო. ზემოთ ამოგვიტანე რა, გთხოვ ბებო.
- კარგი ბავშვებო ადით, სულ მალე მოგაწვდით გემრიელობებს.
გუგამ საცასილოდ დაუკრა თავი მარიას, მადლობის ნიშნად და ოთხივე აუყვა გრძელ კიბეებს.
გოგოებიც აივანზე იყვნენ. ნია და ლიკა დივანზე ისხდნენ და ცივ ყავას წრუპავდნენ. ემილი იქვე მდგარ საქანელაზე იჯდა და ბავშვივით კატაობას არ წყვეტდა. სიცილით კვდებოდნენ ემის საქცილეზე და სულაც არ შეუმჩნევიათ ახალმოსულები.
- როგორ ხართ?
უცებ შეწყდა ხმაური და გაკვირვებული თვალებით მიაშტერდნენ ბიჭებს. ნიას გულში თითქოს ატომური ბომბი ამოიფრქვა. ყველაფერი დაავიწყდა რისი თქმაც შეიძლებოდა ამ წუთას. მთელი მონატრება ერთად შემოაწვა. მისი დანახვისას გულმა ასმაგად დაიწყო ფეთქვა, თითქოს მკვდარი გაცოცხლდა და ნამდვილ სიცოცხლეს დაუბრუნდა.
- კარგად ვართ. როგორც იქნა მოახერხა ორი სიტყვის თქმა.
გეგამ თავისი ძმაკაცები გააცნო. ეს დათოა, ეს გიო და ესეც ჩვენი პოზიტივი გუგა. ჩაიცინა გეგამ. მალე თქვენც მიხვდებით რა გიჟია.
- აუუ, ძლივს არ გაგიცანი ნიაკო. აღარ შემეძლო უკვე, სულ შენს სახელს გაიძახოდა ეს დღეები. პირდაპირ აჯახა ყველაფერი. დაბღვერილმა გახედა გეგამ. გუგამ კი ხელები ასწია, უკან ორი ნაბიჯით გადახტა და ემილის საქანელისკენ წავიდა უკან სვლით. საქანელას ამოეფარა და ემის უთხრა: დამმალე, ვირაც არასწორი ტიპი მომდევს ჩემი შეჭმა უნდა. სიცილს ვერცერთი იკავებდა გუაგას საქციელზე. ეს უკანასკნელი კი აგრძელებდა მხვერპლის როლის თამაშს.
- ეხლა უკვე გასაგებია შენ ვინ ყოფილხარ. თქვა ნიაკომ.
- კარგი რა. ეგ ამუქებს თორე სულაც არა ვარ მე მასხარა.
- ხო არა? თავიანთი თვალით დაინახეს ვინც ხარ ვაჟბატონო, ტუჩი ჩატეხა გეგამ.
- არა ვარ მეთქმი მასხარა, კლოუნი ვარ მე, კლოუნი. უფრო კარგად ჟღერს. არა? კითხა ემის. კი კი აბა რაა, დაეთანხმა ისიც. თან სიცილს ვერ იკავებდა ემილიც, გიჟივით იცონოდა. შუა დღე მშვენივრად გაატარეს. მარია ბებიამ უგემრიელესი ლობიანებით, ხაჭაპურებითა და ყავით გაუმასპინძლდა ახალგაზრდებს. გუგას ხუმრობებზე კი ნამდვილად არ იწყენდნენ. ათასნაირი ისტორია მოყვა გეგაზე, რაზეგ გეგა წარბს წევდა და დაბღვერილი გადმოხედავდა ხოლმე. არ არის მართალიო კი ამბობდა, მაგრამ აბა ვინ დაუჯერებდა. მის საქცილეზე გუგა კიდევ ატას კუდს გამოაბავდა ისტორიას და კიდევ უფრო მეტად ამწარებდა ვაჟბატონს.
- არა რაა, არ უნდა წამომეყვანა, დამეტოვებინა იმ თბილიში, ნერვებს ხომ აღარ მომიშლიდა.
- კარგი რა ძმაო ვინ არ ყოფილა წარსულში პიდარსატი. მეც მიყვარდა ერთი ბიჭი, აუუფ რა იყოო.
- გუგა მოკეტე ტო, რეებს ბოდიალობ. გეგას მხარში დაუდგა გიოც.
- კარგი ხარ გუგა. კარგად გვახალისე. ემილი გუგას მხარს იჭერდა. და თან კისკისს არ წყვეტდა.
- ეხლა ჯობია ზღვაზე გავიდეთ, თორემ შემომაკვდება ეს ტიპი.
- წავალ ჩავიცმევ. აზრი გამოთქვა ნიამ. აივანი დატოვა და ოთახისკენ დაიძრა, როცა ვიღაცის მხურვალე ხელი იგრძნო მკლავზე. შემოტრიალდა.
- გეგა? რა ხდება?
- იმაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს რომ მომენატრე.
- მართლა?
- ვგავარ მატყუარას.
ნია მის სიახლოვეს მთელი არსებით გრძნობდა. თითქოს ზებუნებრივი ძალით ამუნჯებდა გოგონას და ვეღარ ახერხებდა აზროვნებას. ფიქრებს ურევდა. ხელი წელზე შუცურა. მეორე ნიკაპზე მოკიდა და თავისკენ მიიზიდა. ნიას თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა. ბიჭმა ტუჩები იმდენად ახლოს მიუტანა რომ მის სუნთქვას გრძნობდა ნია. ეგონა გული წაუვიდოდა ემოციებისგან. გეგამ ნაზად შეახო ტუჩები ქვედა ტუჩზე. გრძნობით კოცნიდა ხან ერთ ხან მოერე ტუჩს. გოგონაც აყვა კოცნაში. აღარ ახსოვდა რომ ოდესღაც წინააღმდენი იყო გეგას საქცილების. ახლა აღარაფერი ანაღვლებდა. ამდენი ხნის სურვილი აისრულა. ახლა უკვე იცის რა უნდა. გონს მოეგო ნია, ხელებით ოდნავ გასწია, როგორც იქნა მოსწყდა მის ტუჩებს. გეგა ოცნავ უკან დაიწია და კოცნისგან გაწითლებულ ტუჩებს მიაშტერდა. მარცხენა ტუჩი ჩატეხა. მერე ხელები წელზე შემოხვია და გულზე მიიხუტა.
- ულამაზესი ხარ ნია.
გოგონა დუმდა. ხელებს მაგრად ხვევდა კისერზე, თუთქოს ეშინოდა არავინ წამართვასო სანატრელი.
- აღარ წახვალ? მითხარი რომ აღარსად აპირებ წასვლას.
- შენ არ გინდა რომ წავიდე?
- უბრალოდ მითხარი, გთხოვ.
- რატომ არ გინდა აღიარება რომ არც შენ ხარ გულგრილი. მე ვგრძნობ ამას.
- მითხარი. ხმა კატეგორიული გაუხდა გოგოს.
- სულ შენთან ვიქნები, გპირდები. ჩაიცინა გეგამ.
აივნიდან ხმა მოესმა, როგორც ჩანს სახლში აპირებდნენ შემოსვლას. სასწრაფდ მოშორდა ნიაკო ძლიერ მკლავებს და უცებ გაუჩინარდა დერეფნის ბოლოში. გეგა გაღიმებული იყურებოდა, თითქოს ვიღაცამ დააჰიპნოზაო. კვლავ გრძნობდა მის სხეულს ხელებში და უკვე ენატრებოდა გოგონა.



№1 სტუმარი darina

Gega dzalian momwons, kargi iyo.

 


№2 სტუმარი LoNdA DM

ra magari tipebi arian gega magaria. guga ra sayvarelia da emi. velodebi shemdeg tavs.

 


№3 სტუმარი Diana

Kჰკჰკკუგვჰვჰვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent