შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული 10


7-10-2015, 18:33
ავტორი sopiko
ნანახია 3 428

ბავშვობიდან ძალიან ფხიზელი ძილი მქონდა, ამიტომ პატარა გაფაჩუნებაც არ გამომრჩენია. ჯერ ვერ მივხვდი სად და რატომ ვიყავი, მერე ყველაფერი გამახსენდა და ერთი ღრმად ამოვიხვნეშე. უეცრად ხელზე რაღაც ფუმფულა ვიგრძენი და უმალ უკან გავჩოჩდი.
-წრრ... წრრ...-მომესმა თაგვების უცნაური ხმა და ჩემს თითებს ზიზღით შევხედე.
''ვინ იცის მოისაქმეს კიდეც''-გავიფიქრე გულში და თვალები ნაცრისოდენა გამიხდა.
-არა უშავს ბაია... ყველაფერი მალე დამთავრდება... შენი უფლისწული მოვა და წაგიყვანს... წაგიყვანს...-აბურდულ თმებზე ხელი გადავისვი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი დავიბერტყე.
გამახსენდა რატომაც გამეღვიძა და მაშინვე კარს მივუახლოვდი. ეს მე მეგონა რომ კარს... სინამდვილეში მთელი ძალით შევასკდი ''რაღაცას''.
-ღმერთო ჩემო... სად არის კარი?-საჩვენებელი თითი კბილებისკენ გავიქანე და ალბათ უკვე ხვდებით რატომაც. როგორც იქნა მივაგენი გასასვლელს და ყური მივადე რკინის კარებს. გუგას და დევის ხმა კარგად ისმოდა. მეც კომფორტულად მოვთავსდი და გავყუჩდი.
-იმედია რამეს არ ხლართავს...-ნერვიულად ჩაილაპარაკა გუგამ.
-არა მგონია ასეთი სულელი იყოს. კაზინოს დედოფალი აქ გვყავს, ხომ არ გავიწყდება...-სიცილით შეახსენა დევიმ.
თავდაპირველად ვერ კი მივხვდი, მე რომ მიგულისხმეს. კაზინოს დედოფალი? ჯერ მხოლოდ სამი დღე ვიმუშავე იქ და როდის აქეთ მივაღწიე ასეთ მაღალ თანამდებობას? მხრები ავიჩეჩე და ფიქრი შევწყვიტე.
-ხო მაგრამ... სამართალდამცავ ორგანოს მიეკუთვნება... ხომ იცი ეგ ძაღლები ყველაფერზე მიდიან, ოღონდ საკუთარ საქმეს არ უღალატონ.-ისევ თავისას ამტკიცებდა .
სანამ წინადადება გავაანალიზე გაუნძრევლად ვიჯექი, თუმცა როცა მივხვდი, ვის უწოდეს ძაღლი, ფეხზე წამოვხტი და მუშტები შევკარი.
-რაო? რაო? ძაღლი არ ვიცი, მაგრამ თქვენ ნამდვილად შხამიანი გველები ხართ.-თავი ძვლივს მოვთოკე, გარეთ რომ არ გავვარდნოდი იმ მხდალ იდიოტებს.
-შეხედე, როგორ დიდ გულზეა!-უკნიდან მომესმა იმ ''რაღაცის'' თუ ''ვიღაცის'' ხმა, წუთის წინ რომ წინ გადამეღობა და პირზე ხელი ავიფარე, რომ არ დამეკივლა.
-ვინ ხარ?-ჩავილუღლუღე და კედელს ავეკარი.
-მიშა ჟღენტი, მიცანი?-სარკასტულად მომიგო და ჩაიცინა.
მიშა ჟღენტი... მიშა ჟღენტი... ეს სახელი და გვარი ადრე სადღაც გამეგონა, მაგრამ სად, ვერ ვიხსენებდი. ერეკლე დადიანი. მიშა ჟღენტი. საბა ცირეკიძე. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. მაგიდა. ბანქო. კომპიუტერის ეკრანი. ის იყო... ადამიანი, რომელიც ერეკლემ თამაშში დაამარცხა. აქ რა უნდოდა? ნუთუ ისიც ჩემსავით მსხვერპლი იყო.
-აქ რა გინდა?-ვკითხე გაოცებულმა და იქითკენ გავეშურე, საიდანაც ხმა მესმოდა.
-რაც შენ!-მოკლედ მომიჭრა მან.
-გაგიტაცეს?
-არა! აქ ჩემი ფეხით მოვედი მაგრამ ამ ********** ხომ ხედავ რა დღეში ჩამაგდეს. ნასვამი ვიყავი, თორემ ვერ მომერეოდნენ.-კბილებში გამოცრა მიშამ.
-როგორც ვხვდები შენც სამართალდამცავი ხარ, ცენზურას რატომ არღვევ?-შევეპასუხე მე-ახლა ერთი რამ მაინტერესებს, შენი ფეხით, თან ნასვამს, ამ ბინძურ ადგილას რა გინდოდა?
-ბაია ხომ?
-ბაია ახვლედიანი, 19 წლის...-დავიწყე ჩემებურად, მაგრამ ჟღენტმა არ მაცადა.
-გეხვეწები ახლა გაჩუმდი. უბრალოდ გეთქვა რომ ბაია იყავი, თუმცა მე ხომ ვიცი შენი ამბავი...
-რა იცი?-ახლა მე ჩავეჭერი სიტყვაში. მისმა ნათქვამმა ჩემი ეჭვი დაადასტურა, იმის შესახებ რომ კაზნინოში ერეკლეს დამსახურებით მომაწყვეს.
-მოკლედ ბარში ვიყავი-ისევ თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო მიშამ, როგორც ჩანს ჩემს კითხვას თავი აარიდა-ვისკი დავლიე და სწორედ ამ დროს დამირეკეს, მომატყუეს და მითხრეს რომ ჩემი და, მათ ხელთ იყო და მოკლავდნენ, თუ იმ საბუთებს არ მივუტანდი, მათ რომ სჭირდებოდათ. მაშინვე მივხვდი რაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. საბუთები მე კი არა, ერეკლეს ჰქონდა. მე და ერეკლე საიდუმლო აგენტები ვართ, კაზინოში იმისთვის შეგვგზავნეს, რომ გაგვეგო, რაიმე კანონდარღვევა ხომ არ იყო. ასეც აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ყველაფერი მზად გვქონდა და უფროსისთვის უნდა გადაგვეცა, მაგრამ ამათმა გაგვიგეს. ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა და მაშინვე აღნიშნულ მისამართზე მოვედი, ოღონდ რა თქმა უნდა იმის გარეშე, რაც მათ სჭირდებოდათ. ეშმაკურად მომიდგნენ და მანქანიდან გადმოსული არ ვიყავი, ოსტატურად რომ დამიჭირეს. როცა ნახეს, რომ ხელცარიელი ვიყავი, დამემუქრნენ იცოდე შენს დას მოვკლავთო. მე მათკენ ვიწევდი და ერთი-ორს კარგადაც მოვცხე...
-არ არის საჭირო შენი გმირობების მოყოლა, სწრაფად გააგრძელე!-ვუბრძანე მე.
-მერე ყველანაირი იმედი ამოეწურათ და მიუხედავად იმისა რომ ქვის გული აქვთ, სიმართლე გამიმხილეს. ცოტა კი დავმშვიდდი მაგრამ გადავირიე, აქ რომ გამომამწყვდიეს. გუშინდელ ამბავს გიყვები. არ ვიცოდი შენ ვინ იყავი, თუმცა ვეჭვობდი... ხმაზე გიცანი... მალე ერეკლეც მოვა...
-განგებ არ ვკითხულობ იმას, თუ რატომ მაინც და მაინც მე, ერეკლეს არც დედმამიშვილი ვარ და არც...-ბოლომდე მაინც ვერ დავასრულე წინადადება, მიშას ისევ გაეცინა და მთხოვა;
-შენს გაზრდას, ერთი ეს თოკები მომხსენი რა...
თავზე ხელი შემოვირტყი. აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რატომ ვერ ინძრეოდა. მაშინვე დავჯიჯგნე ჩემი ფრჩხილებით კვანძები და როგორც იქნა აგენტი გავათავისუფლე.
-უფალს მადლობა უთხარი, რომ ერეკლეს მეგობარი ხარ, თორემ ხელსაც არ გახლებდი!-წამომცდა მაინც.
-ვითომ რატომ?-აშკარად ვერ მიმიხვდა, მეც გახარებულმა ურცხვად ვიცრუე.
-იმიტომ რომ ვერ გენდობოდი.
მიშამ ხელები დიდხანს ატრიალა, როგორც ჩანს საშინლად ტკიოდა, მერე კი ისიც ჩემს გვერდიტ ჩამოჯდა მიწაზე.
-შენც ხომ გიყვარს ერეკლე?-მკითხა მოულოდნელად.
-მიყვარს! მაგრამ მას არ ვუყვარვარ.-არც კი ვიცი როგორ გამოვტყდი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გასაჭირი ყველას აერთიანებს.
აღარაფერი უთქვამს და ეს მე თანხმობად ჩავთვალე. მოწყენილმა ჩავქინდრე თავი და თვალიდან გადმოვარდნილი ობოლი ცრემლი უკან მივაბრუნე.

ვთვლემდი. მოულოდნელად ვიღაცის გინებამ და მტვრევის ხმამ გონს მომიყვანა. მიშა უკვე ფეხზე იდგა და შეშლილი სახით იყურებოდა.
-რა ხდება?-აკანკალებული ხმის დამორჩილებას შევეცადე და უკან ავესვეტე. მმმ, აშკარად მასზე მაღალი ვიყავი.
'რაზე ფიქრობ ბაია''-შევუძახე საკუთარ თავს და მხარზე ხელი დავადე ჟღენტს.
-ერეკლე მოვიდა?
მან უბრალოდ თავი დამიქნია და კარისკენ გაექანა. ერთხელ დაეჯახა... ორჯერ... სამჯერ... და მეოთხე ცდაზე კარი გაიღო.
-ერეკლე!-შევკივლე ბოლო ხმაზე როცა დაბლა დაგდებულ, მტვერში გახვეულ მამაკაცში ერეკლე შევიცანი. მასთან ჩავიჩოქე და გუგასგან მოქნეული მუშტი ახლა მე მომხვდა ყბაში. დადიანს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. თითქოს ძალა მოემატაო, ზემოდან მოექცა მოძალადეს და არც ერთი ძვალი არ დაუტოვა მთელი.
-კარგი ერეკლე, შეჩერდი! საკმარისია! მორჩა!-ვტიროდი და თან მკლავზე ჩავჭიდებოდი. უძლური ვიყავი მის ნავარჯიშებ სხეულთან. ამდენი ჯაჯგურისგან დაქანცულს ხელი მისი საკინძისთვის გამეშვა და უკან გადავვარდი.
ერეკლემ გუგას მაშინვე თავი გაანება და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო.
დაღლილობამ, ტკივილმა და სხვა ფაქტორებმა იმოქმედა და თვალები დამეხუჭა.
-ბაია! კარგად ხარ? მიყვარხარ ბაია!-დადიანის შემზარავმა ყვირილმაც ვერ გამოიღო შედეგი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდოდა მისთვის ხმა გამეცა, ვერაფერს გავხდი. სიმსუბუქე ვიგრძენი და სამყაროს დროებით გამოვეთიშე.

.........................................................
ჩემო მკითხველებო!
ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და თუ ახლაც ასე გამახარებთ, მომავალ თავში ერეკლე და ბაია... ნუ ამას მერე გაიგებთ...
ველოდები თქვენს შეფასებებს... თუ უმრავლესობა დამიკომენტარებთ გულწრფელად, ხვალ აუცილებლად იქნება!
სიყვარულით სოფიკო



№1 სტუმარი darina

uf ra largi iyo, chemi erekle ravqna rom dzalian sheyvarebuli var.

 


№2  offline მოდერი ლილიანა

გვაშანტაჟებ სოფ? wink აუცილებლად დადე,უყურე ერეკლეს რა ბიჭი ყოფილა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი sopiko

darina
uf ra largi iyo, chemi erekle ravqna rom dzalian sheyvarebuli var.

დიდი მადლობა შენ! ♥
ლილიანა
გვაშანტაჟებ სოფ? wink აუცილებლად დადე,უყურე ერეკლეს რა ბიჭი ყოფილა love

ნუ ახლა ეს შანტაჟი თქვენთვის არაა საჭირო. უბრალოდ როცა ისტორია 500-600 ნახვა აქვს კომენტარის დაწერა, თუნდაც უარყოფითის არ უნდა დაეზაროთ. მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent