შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო (თავი 3)


8-10-2015, 03:36
ავტორი loveblee
ნანახია 1 777

მეორე დილით სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან. ვისაუზმე. შემდეგ სამსახურისთვის გავემზადე. როგორც სჩანს დედას მანქანა დაუტოვებია დღეს ამიტომ გასაღები ავიღე და კომპანიისკენ გავეშურე. სიმართლე რომ ვთქვა საერთოდ არ ვნერვიულობდი. შენობაში რომ შევედი ყველა მე მიყურებდა. ისტიქტურად ტანსაცმეზე დავიხედე, შემდეგ თმაზე მოვისვი ხელი მაგრამ ყველაფერი წესრიგში იყო. როვორც იქნა ავედი ბატონი თაბაგრის ოთახში. უკვე იქ იყო. ვაიმე მგონი დავაგვიანე.
-ადრეც შეგძლებიათ მოსვლა. -გამიღიმა და ფურცლებში ქექვა დაიწყო.
-დიახ. -მეც დავეთანხმე.
უხმოდ ადგა ხელით მანიშნა გადიო. მეც გავედი. მისი კაბინეტის წინ იყო რამდენიმე მაგიდა სადაც მომუშავე პერსოაჟები მუშაობდნენ. ალბათ მეწილეების მოადგილეები იყვნენ. მე ზუსტად ბატონი თაბაგრის კაბინეტის მოპირდაპირე მაგიდაზე მომიწია მუშაობა. ყველაფერი ამიხსნა. არაფერი არ იყო ჩემთვს ძნელი. ამ დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა. სახლში წასვლის დრო რომ მოვიდა გარეთ გავედი და ჩემი ანქანის გვერდზე ზუსტად ისეთი მანქანა იყო, როგორი BMW მეც მყავს. ნუ მეც დედას. ისიც ისეთივე შავი იყო როგორიც ჩემი. სიმართლე გითხრათ დავიბენი რომელი იყო ჩემი ა ორივე მანქანას წინ დავუდექი. ნომრებითაც ვერ გავარჩევდი რო ამე ყოფილიყო. ასე ვიდექი და ვუყურებდი. უეცრად კომანიიდან ერთ მამაკაცი გამოვიდა. გავხედე. ჩვეულებრივად ეცვა. ეტყობოდა რომ აქ არ მუშაობდა. შემდეგ თავი შევბრუნე და ორი ნაბიჯი წინ გადავდგი. ვიგრძენი რომ ის მამაკაცი მომიახლოვდა და გვერდზე დამიდგა.
-არ იცი რომელია შენი. -თან იცინოდა. სულაც არ გავბრაზებულვარ. სასაცილო იყო.
-არა. -მეც გავიცინე.
-ნომრითაც ვერ არჩევ? -სიცილს არ წყვეტდა.
-ჩემი არის, დედაჩემის მანქანაა.
მამაკცი მარჯვნივ მდგომ BMW-სკენ წავიდა. აი მაშინ დავაღე პირი. თურმე მისი ყოფილა. მეც ჩავჯექი ჩემს მანქანაშითან ფანჯრებს ჩავუწიე. ააც ჩაუწია.
-კარგდ ატარებ? -გადმომძახა ფანჯრიდან.
-კი, სტერეოტიპებს ვამსხვრევ. -გამეცინა ჩემს ნათქვამზე. მან უბრალოდ გაიღიმა. ნაცობი ღიმილი იყო მაგრამ ისეთი კარგი ნუღა იტყვი. ამ 5 წლის განმავლობაში პირბელად მომეწონა მამაკაცში რაღაც.
-გინდა შევეჯიროდ? -მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრიდან.
-აუ არაა. -და თავი გვაქნიე.
-აბა სტერეოტიებს ვამსხვრევო. -სიცილი დაიწყო.
-სტერეოტიპებს განა შეჯიბრით ვამსხვრევ. აი ვითომ წითელზე რომ დავდივართ ქალები მაგით. -მეც ვიცინოდი.
-მოდი რა? რომლის უფრო აჯობებს.
-კარგი ხო. -გავუღიმე.
-ჯერ გამომყეი.
მეც ასე მოვიქეცი. გავყევი. მივდიოდით სადღაც. ეს ჩემთვის უსასრულობა იყო. თითქმის ერთი საათი ვიარეთ. რატომ ვენდობოდი? ჩემთავს ვუსვამდი ამ კითხვას. მაგრამ თითქოს არ იყო ცუდი ადამიანი. ალბათ შევატყე. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას. არ იყო ეს უბრალო ადგილი. ალბათ ეჯიბრებოდნენ ამ ადგილას მანქანები. მამაკაცმა მანქანა ხაზთან გააჩერა. მეც მას მივბაძე. უეცრად იქვე მდგომი შენობიდან უცხო მამაკაცი გამოვიდა. ერთმანეთს მიესალმნენ. ალბათ იცნობდნენ კიდეც. მე კი ხელი დამიქნია და მეც იგივე ხელის მოძრაობით ვუპასუხე. მამაკაცი მანქანებს შუა დადგა. ასე მეგონა ნამდვილი შეჯიბრი იყო. უეცრად დათვლის ხმა გავიგონე და მუხრუჭზე ფეხი მსუბუქად დავდე რომ მაშინვე დაძრულიყო მანქანა. სამ რომ გავიგე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ორივე გიჟივთ მოვწდით ხაზს. აქ უკვე ჩემი თავის მიკვირდა. ისე სწრაფად მივდიოდი არაფერი ჩანდა. დღე იყო მაგრამ მაინც ვერფერს ვხედავდი. მხოლოდ მოსახვევშ მომიურდა ოდნავ მანქანა. როგორც იქნა ფინშის ხაზი და.... წავაგე. ამას ვინ უჩიოდა მთავარია ცოცხალი ვარ. მამაკაცი გადმოვიდა მანქანიდან და ხელი ჩამომართვა.
-სიმართლე რომ გითხრა, მართლაც ამსხვრევ სტერეოტიპს.
-ხომ გითხარი -თან ვიცინოდი.
-რა რაგქვია? -აი აქ გამახსენდა რომ ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცოდით.
-ბეატრისა, მაგრამ ბეა დამიძახე. შენ რა გქვია?
-დემეტრე, მაგრამ დემე დამიძახე.
-დამცინი თუ? -ქვემოდან ავხედე.
-არა რატო. სანა დემეტრეს იტყვი მე ჩემი დამემართება.
ბევრი ვილაპარაკეთ. დიდ არაფერზე. შემდეგ როგორც იქნა სახლში მივედი. სამზარეულოში შევედი და ჩაის კეთება დავიწყე. დედაჩემი ცოტახანში შემოვიდა.რაღაც ხასიათზე ვერ იყო. რომ ვკითხე რა ჭირდა უბრალოდ ხელი აიქნია. მეც აღარ ჩავაცივდი. შემდეგ დასაძინებლად წავედი. ერთი საათი ჭერს მივშტერებოდი და დღევანდელზე ვფიქრობი.

მეორე დღეს დედას მანქანა დავატოვებინე. მეზარებოდა ტაქსით წასვლა. სამსახურში რომ მივედი ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი.ბატონი თაბაგარი ფურცლით ხელში გამოვიდა და მითხრა რამდენიმე კოპია გამეკეთებინა. მეც შევასრულე და მისი კაბინეტისკენ გავეშურე. ნუგავეშურე რა ორი ნაბიჯი და უკვე იქ ვიყავი.
-შევასრულე ბატონო....
-უბრალოდ ლაზარე. -წინადადება შემაწყვეტინა.
-ლაზარე, დიახ. აი გამომართვით. -გადავეცი და ჩემი მაგიდისკენ წავედი.
რომ ვმუშაობდი ვგრძნობდი რომ ლაზარე შუშებიდან მიყურებდა. მაგრამ თავს არ ვაბრნებდი. არ მინდოდა შეემჩნია რომ ყურადღებას ვაქცევდი მის ასეთ ქცევას.



კაიაკაიიიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent