შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(35)


8-10-2015, 14:50
ავტორი lisebeth
ნანახია 2 943

ელენეს დასახმარებლად მისვლა უნდოდა ,მაგრამ დამკვირვებელმა გამოუცხადა ადგილიდან თუ ადგები ნაწერს გაგიუქმებო და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. იქედან ადევნებდა თვალს. ნახევარი საათი კიდევ ჰქონდა ტესტის დაწერისთვის დრო, თან უკვე თითქმის დაესრულებინა.
ექიმებმა გოგონა გარეთ გაიყვანეს. ამის მერე თითქმის ყველას გაეფანტა აზრები , მაგრამ გამოცდა მაინც მითითებულ დროს დასრულდა. სანამ ტესტს ჩააბარებდა ელენემ დამკვირვებელს ჰკითხა რა ეშველება ჩემს მეგობარსო. მანაც თითქმის ცარიელი ფურცელი აჩვენა და უთხრა თუ ბარიერს გადალახავს ჩაეთვლებაო.
გარეთ გამოვიდა და მიმოიხედა. ეზოში დიანა არსად სჩანდა. მიხვდა ,რომ საავადმყოფოში წაიყვანდნენ. გზა გადაჭრა და მძროლს მანქანაში ჩაუჯდა. დაჩისთან დარეკა ,მაგრამ როგორც ყოველთვის ტელეფონი ახლაც გამორთული ჰქონდა. სკოლაში წამიყვანეო მძღოლს უთხრა და მანაც შეასრულა ბრძანება. მთელი გზა ფიქრობდა ნეტა რა უნდა დამართვნოდაო , მაგრამ აზრად არაფერი მოსვლია. პირდაპირ აუყვა კიბეებს. დააკაკუნა, მაგრამ ხმა არავინ გამოსცა. სახელურს დააწვა და შიგნით შევიდა. დაჩის საწოლზე ეძინა ყურსასმენებით.
-რას გაიგებდა ჩემს ზარს. _ხელი სტაცა და ყურებზე მოაგლიჯა. ბიჭი სწრაფად წამოხტა. აშკარად ძალიან შეეშინდა.
-რა ხდება? ხომ არ გაგიჟდი? გამოცდაზე არ ხარ?
-ვიყავი ...
-მერე აქ რას აკეთებ?
-მეგონა უკვე გეცოდინებოდა ,მაგრმ შენ საწოლში ნებივრობ და რომ გირეკავ ისიც არ გესმის.
-რა გინდა მაცადე ძილი. სხვათა შორის აქ თუ დაგინახეს საყვედური მოგხვდება. ბიჭების მხარეს ხარ.
-აქ აღარ ვსწავლობ.
-ნაადრევად ზეიმობ.
-შენი შეყვარებული გამოცდაზე შეწუხდა.
-რაა? _ფეხზე წამოხტა დაჩი
-აა...დაინტერესდი?
-სადაა?
-წარმოდგენა არ მაქვს. რომ გამოვედი უკვე იქ აღარ იყო.
-დავურეკავ.
-ალბათ უკვე მამამისს გააგებინეს. ხომ იცნობ მაგის ოჯახს? ადექი და დაურეკე.
-მაგას ვაპირებ ზუსტად.
დაჩიმ ჯერ დიანასთან დარეკა ,მაგრამ არავინ გამოეპასუხა. მერე სახლის ტელეფონზე და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ქალის ხმა გაიგო. აშკარად მსახური იყო. სახლში არავაინააო ასე მოახსენა. დაჩი ბოლომდე ჩაეძია და როგორც იქნა ათქმევინა სად იყო წასული ოჯახის უფროსი.
-სავადმყოფოში წასულა. ვიცი სადაც. ახლავე უნდა წავიდე.
-დედაშენთანაა?
-კი , მაგრამ სხვა განყოფილებაში . დედაჩემი ხომ ქირურგიაშია? დირექტორს დავალაპარაკებ და გამიშვებს.
-მიდი წადი მე გოგონებს ვნახავ.
-არავის უთხრა კარგი?
-როგორც გინდა. მეც მალე უნდა წავიდე. დაღლილი ვარ.
ელენეს გამოსვლაში ზარიც დაირეკა და მეგობრების ნახვა ვეღარ მოასწრო. ფანჯარასთან რომ ჩაიარა დაინახა ირაკლის გაკვეთილი ჰქონდათ. ისე იყო გადაღლილი დაცდა არ შეეძლო და წავიდა.
სახლში შესულს მისაღებიდან ხმაური მოესმა. ეტყობოდა სტუმრიანობა ჰქონდათ. არც შემცდარა. ვანდას და დედამისს კომპანიონად შორენაც შემატებოდათ და მეტისმეტად ხმამაღლა ჭორაობდნენ. როგორც კი დაინახეს გოგონა მიეფეთნენ.
-საყვარელო რა ქენი?
-დავწერე დედა და ძალიანაც დავიღალე. შენ როგორ ხარ? _გადაკოცნა ქალი და არც დამჯდარა ანიშნა უნდა დავისვენოო.
-ვერ ვიჯერებ ,რომ შენი რძალი უნდა გახდეს. _ თქვა შორენამ და გოგონას თვალი გააყოლა.
-შენ კი არა მეც არ მგონია _თავი გააქნია ვანდამ._ოცდახუთში მოდის რატი.
-შენი ქმარი? ხომ არ გაგცილდა ?
-მოკეტე... _შეუტია ვანდამ შორენას
-რა ვიცი წასულია ამდენი ხანია და ...
-ჩამოვა ქორწილისთვის. თუ იქნება ... რატიმ ჭკუიდან გადამიყვანა. ვეღარ ჩერდება იქ.
-უარესი ჩემი შვილი. სულ სკაიპში ლაპარაკობს.
-მე წავალ სამზე ოპერაცია მაქვს,თანაც ჩემი შვილი საავადმყოფოშია. ნეტა ვიცოდე რატომ ? _ თქვა შორენამ და წამოდგა.
-ნეტა თუ არ იღლები ოცდაოთხი საათი ,რომ მუშაობ.
-ნეტა თქვენ თუ არ იღლებით ამ ერთფეროვანი ცხორებით _არ ჩამორჩა შორენა და წავიდა. ქალებს არაფერი უთქვამთ. აშკარად მართალი იყო .

VVV
დაჩიმ მაშინვე იცნო დერეფანში მყოფი დიანას მამა. კაცი აშკარად განერვიულებული ჩანდა. უკვე კარგა ხანი იყო იცნობდნენ ერთმანეთს ამიტომ იქ მისვლა არ მორიდებია.
-გამარჯობა _ ხელი ჩამოართვა კაცს.
-დაჩი როგორ ხარ?_გაუღიმა მანაც
-კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით? გავიგე დიანას რაც დაემართა. როგორაა?
-მეც ველოდები.
-იცით? დედას დავურეკე. ამ საავადმყოფოში ქირურგია და ალბათ მოვა მალე. ყველაფერს გააკეთებენ რაც საჭიროა. საუკეთესო საავადმყოფოა.
-გმადლობ დაჩი. მიხარია ,რომ მოხვედი.
-რას ამბობთ. მეც ძალიან ვინერვიულე. მოიცადეთ იმ ქალს ვკითხავ შიგნით რა ხდება. ვიცნობ ჩვენთან სახლშიცაა ნამყოფი. _კაცმა თავი დაუქნია და ბიჭს თვალი გააყოლა. უყურებდა როგორ საუბრობდნენ და ელოდებოდა პასუხს. დაჩი მალე მობრუნდა და დაამშვიდა.
-უკვე გონს მოსულა. სინჯავენ და მალე გვეტყვიან რაც ხდება.
-გმადლობ დახმარებისთვის. დიანას გაუხარდება შენი აქ ყოფნა. ის მხოლოდ შენთან გრძნობს თავს კარგად.
-რას ამბობთ დიანას თქვენ ძალიან უყვარხართ. სულ თქვენზე ფიქრობს.
-სამწუხაროდ ჩვენმა ოჯახმა ვერ მისცა მას ის რაც სჭირდებოდა. ვიცი ყველაფერი რაც მის წინაშე დავაშავეთ.
კაცი კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ,მაგრამ ნაცნობი სახე ისევ გამოჩნდა კარში და შემოდიო ანიშნა.
-მგონი შესვლის უფლება მოგვცეს. წამოხვალთ?
-რათქმაუნდა შვილო. _ფეხს აუჩქარა კაცმა და დაჩიც უკან მიჰყვა. ოთახში შევიდნენ. გასასინჯ საწოლზე თავჩაღუნული იჯდა დიანა. არც კი გამოუხედავს მნახველების მოსვლისას. დაჩის გაუკვირდა ,მაგრამ მაინც მიუახლოვდა და ჰკითხა კარგად თუ იყო. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია.
-რა სჭირს ექიმო ჩემს შვილს?
შუახნის ქალმა სათვალე მაგიდაზე დააგდო და დაჯდომისკენ მუწოდა. კაცი უფრო მეტად განერვიულდა,მაგრამ არ შეუმჩნევია.
-თქვენს ქალიშვილს ვესაუბრე ამ თემაზე. ბევრი მეხვეწა,რომ არაფერი მეთქვა თუმცა უფლება არ მაქვს დაგიმალოთ. შევამოწმეთ და ჯერ ისევ არასრულწლოვანია.
-რამე პრობლემაა? ავადაა ჩემი შვილი ? _ სახეზე უფრო მეტად გაფითრდა კაცი
-დიანა შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა? _ არჩევანი მისცა ქალმა ,მაგრამ გოგონა არ გარყეულა. უცვლელად იჯდა ადგილზე.
-რა ხდება გვითხარით ბოლოს და ბოლოს _ მოთმინება დაკარგა დაჩიმ
-ორსულადაა და თანაც საკმაოდ დიდი. ორი თვის და მეტის .
დაჩიმ ინსტინქტურად გაუშვა ხელი მაჯაზე. დიანას არც ამჯერად გამოუხედავს მისკენ . მამამისი ფეხზე წამოხტა და თავი გააქნია.
-შეუძლებელია. დიანა მითხარი ,რომ შეუძლებელია.
-აქამდეც უნდამიმხვდარიყო, მაგრამ ჯერ გამოუცდელია და ალბათ ... ალბათ არც უფიქრია ამაზე .
-ვხვდებოდი ,მაგრამ ტესტის გაკეთებას ვერ ვბედავდი. მეშინოდა ,რომ მართალი არმოჩნდებოდა. თქვენ კი უფლება არ გაქვთ პაციენტის დიაგნოზი მის დაუკითხავად გათქვათ _ დაუყირა ექიმს დიანამ
-ჰო თუ სრულწლოვანია.
-გაჩუმდი დიანა. _ ხელი დაუქნია კაცმა და ახლა დაჩის გახედა. _ ეს როგორ გააკეთეთ? შედეგებზე როგორ არ იფიქრეთ? სკოლაც კი არ დაგიმთავრებიათ. ასეთი უპასუხისმგებლოები როგორ ხართ? იმ სკოლაში თვალყურს არავინ ადევნებს მოსწავლეები რას აკეთებენ?
-ისე არ არის ყველაფერი როგორც თქვენ გგონიათ _ თავის მართლება სცადა დაჩიმ.
-აბა ,როგორ არის? ჩემი შვილი ორსულადაა და არც კი ...
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ნებართვის მერე შორენა შემოვიდა. კოლეგას გაუღიმა და მიესალმა.
-მოგესალმებით მე დაჩის დედა ვარ_ ხელი ჩამოართვა კაცსაც._რა ხდება? ჩემმა შვილმა მითხრა ,რომ მისი შეყვარებბული აქ მოიყვანეს.
-მისი შეყვარებული. ეს შენი ვაჟია შორენა? გამიკვირდა ცოტა ხნის წინ რომ შემოსვლის უფლება მისცა ლიამ.
-ფსიქოლოგმა? ჰო ჩვენთანაცაა ნამყოფი . იცნობენ ერთმანეთს. მითხარი რა სჭირს ამ გოგონას? _ ისტორია გამოართვა და კითხვა დაიწყო. წამიერად გაუშტერდა თვალი და წყვილს გადახედა. _ დაჩი ეს რას ნიშნავს? _ სიმკაცრე გამოერია ხმაში ქალს.
-ახსნა-განმარტებას მეც ვითხვ და ველოდები.
-შენი შვილია? _ მიუბრუნდა დაჩის შორენა.
-რათქმაუნდა. ჩემი შვილი კახპა ხომ არ გგონიათ? რამდენი თვეა ერთად არიან იცით?
-მე ჩემს შვილს ვეკითხები და პასუხსაც მისგან ველი _ სიმკაცრე არც კაცთან დაუთმია შორენას
-კი _ თავი დააქნია დაჩიმ.
-და მერე?
-რა მერე დედა?
_შენი აზრით ის ფაქტი ,რომ ეს ბავშვი შენია არ საჭიროებს ყურადღებას? როგორ შეგიძლია ასეთი უყურადღებო, უპასუხისმგებლო და ...აღარ ვიცი რა გიწოდო. რაზე ფიქრობდით საერთოდ? თუ თავს ვერ იკავებდით თავის დაცვა მაინც ვერ მოიფიქრეთ? წარმოუდგენელია .... დაუჯერებელი ...
-რათქმაუნდა თავს ვიცავდით, მაგრამ რამდენჯერმე დაგვავიწყდა ან გაუთვალისწინებლად მოხდა ყველაფერი .
-ხოდა გაუთვალისწინებლად და დავიწყებულად აგეთ ორივემ პასუხი ამ ყველაფერზე.
-ბავშვის გაჩენას აპირებთ? _ ამოთქვა დიანას მამამ.
-რათქმაუნდა აპირებენ. გგონიათ უფლებას მოგცემთ ამ ორი ლაწირაკის შეცდომები ამ საბრალო ბავშვმა ზღოს?
-მას უფლება აქვს გადაწყვიტოს.
-მე ექიმი ვარ ბატონო და ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმეც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი. არავის აქვს უფლება სხვისი არსებობა ან არ არსებობა გადაწყვიტოს. თქვენ არ ხართ ღმერთი. არც მე ვარ ღმერთი მიუხედავად იმისა ,რომ ბევრისთვის მიჩუქნია სიცოცხლე. მით უფრო ეს ორი არ არის ღმერთი ...მის უფლებებში ნუ ჩაერევით... ვცდები? _ წყვილს მიუბრუნდა ქალი. დაჩის არაფერი უთქვამს. არც დიანას.
-ჩემი შვილი სახლში მიმყავს და იქ დაველაპარაკები. მერე თქვენს შვილთანაც მომიწევს ამ თემის განხილვა. ეს არ არის სახუმარო თემა. ეს შეცდომაა. ძალიან დიდი შეცდომა.
-შეცდომებს ყველა ვუშვებთ და თანაც იმაზე მეტს ვიდრე ჩვენ გვგონია. კარგად დაფიქრდით იქნებ ეს შეცდომაც თქვენგან და ჩემგან მომდინარეობს. არც ისე მარტივადაა ყველაფერი. ჩვენ ნამდვილად დავსხდებით და ვისაუბრებთ ამ თემაზე. მანამდე მათი აზრი უნდა გავიგოთ. როგორც ჩანს მომხდარით აღფრთოვანებულები სრულებითაც არ არიან.
-ჭკვიანი ქალი ჩანხართ ქალბატონო შორენა, მაგრამ ისინი ჯერ ბავშვები არიან . ამის დრო ახლა არ არის.
-ბავშვები ,რომლებიც უკვე ბავშვს ელოდებიან. ეს თქვენი და ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მხოლოდ მესამე პირი ვართ ამ საკითხში. მესამე კი ყოველთვის ზედმეტია.
-რას მთავაზობთ?
-ყველაფერს ბავშვის მოკვლის გარდა.
-დედა გეყოს _ დაუყვირა დაჩიმ.
-შენ გაჩუმდი. ხმას ნუ იღებ. უკვე ისედაც ბევრი თქვი ... ახლა მე ვილაპარაკებ. თქვენმა შვილმა სკოლა დაასრულა.?
-არ ვიცი. დღეს ჰქონდა ბოლო გამოცდა.
-ჯერჯერობით ყველაფერი ისე იყორს როგორცაა. იმის მიხედვით გადავწყვიტოთ რა შედეგებს მიიღებთ გამოცდებზე.
-გეყოფათ ყველას ჩემს მაგივრად საუბარი _ როგორც იქნა ხმა ამოიღო დიანამაც._ თქვენ ვინ ხართ ,რომ ჩემს ცხოვრებაში ერევით? ეს ბავშვი ჩემი შვილია და მე მაქვს უფლება გადავწყვიტო რა და როგორ.
-მხოლოდ შენი არა. დაჩის ბავშვიცაა.
-დამთავრდა ეს თამაშიც. შესაძლოა ეს არ უნდა მომხდარიყო ,მაგრამ მოხდა. მთავარი მხოლოდ ესაა. მე და დაცის არ დაგვიგეგმავს ეს ყველაფერი და შესაბამისად არც არავის ვავალდებულებ არაფერს. ეს ყველაფერი თამაშით დაიწყო და არც ვფიქრობ, რომ ამით ვინმე დავაშანტაჟო. მორჩა...
-დიანა გეყოფა. შეცდომა ორივემ დავუშვით და ახლაც ორივემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მართალია სხვანაირად დაიწყო ეს ყველაფერი ,მაგრამ შეგვიძლია სხვანაირად დავასრულოთ.
-ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდა დაჩი. გთხოვ დრო მომეცი და მერე გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ. ვფიქრობ დაფიქრება არც შენ გაწყენს. მე არაფერს აღარ დაგაძალებ. ეს ეტაპი უკვე გადავლახეთ. ასე აღარ მოვიქცევი. მამა გთხოვ სახლში წავიდეთ...
-ფულს გადავიხდი და წავიდეთ.
-ისევ შევხვდებით. _თქვა დიანამ და მამას უკან გაჰყვა.
შორენამ ბრაზით გადახედა ვაჟს და სახლში წადიო გააფრთხილა.
-სკოლა?
-მე დავრეკავ. დღეს უნდა ვისაუბროთ ამ ამბავზე.

VVV

ელენე რატის ესაუბრებოდა სკაიპით დაჩიმ მესიჯი ,რომ მოსწერა.
-ვინ არის?_დაინტერესდა რატი
-დაჩია. მოიცა წავიკითხო._ ელენემ გაოცებისგან პირი დააღო. ვერც წარმოიდგენდა იმას რაზეც მეგობარი სწერდა. რატიმ ეხვეწა ,მაგრამ მაინც არ უთხრა რა ხდებოდა.
-მითხარი ,თორემ გაგიბრაზდები
-არ გეტყვი. დაჩის არუნდა ვინმემ გაიგოს. ნუ ერევი ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობაში. ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება
-კარგი რა.
-გეყოფა რატი. არ მინდა ამაზე საუბარი. ოცში გამოცდების შედეგები იქნება და ძალიან ვღელავ.
-მეც ვღელავ. მაგაზეა ჩვენი მომავალი დამოკიდებული
-ჩავაბარებ...ვიცი ...
-თამუნა როგორაა?
-მშვენივრად. მალე შვიდი თვის ხდება.

VVV

დიანა იმ დღის მერე ფაქტობრივად არ შეხმიანებია დაჩის. მამამისი დრო და დრო ურეკავდა შორენას და ამბებს ატყობინებდა. ქალმა რამდენჯერმე ინახულა კიდევაც გოგონა და გასინჯა. დიანას არიგებდა დაჩის უნდა დაელაპარაკოო ,მაგრამ დრო ისევ იყო საჭირო ყველაფრის გასააზრებლად. ეს დრო დაჩისაც სჭირდებოდა და მაინც და მაინც არ აწუხებდა გოგფონას. ცდილობდა თავის გრძნობებში გარკვეულიყო.
ოცში დილიდან ელოდებოდა პასუხების საიტზე დადებას ელენე. დიანაც იგივე დღეში იყო. ახლა ისე სჭირდებოდა სკოლის დასრულება ,როგორც არასდროს. საიტი ბევრი მომხმარებლისგან გადატვირთული იყო.შესვლა ორივეს გაუჭირდა ,მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხეს.
მათგან ერთ-ერთი აშკარად უკმაყოფილო დარჩა



№1  offline მოდერი sopiko

დაჩი და დიანა ♥ მოკლედ ეს წყვილი ძალიან მომწონს თავიანთი თავგადასავლებით. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში

 


№2  offline წევრი yvavi

დიანამ ვერ ჩააბარა ხო? :/
დაჩი და დიანა :3 მდაჰ, მშვენიერია, მაგრამ ორსულობის გარდა ყველაფერს ველოდი.

 


№3  offline წევრი Mariami_MariamOo

Maris piradi titqmis ar chans :/ ninistan da ratistan titiqmis Jerjerobit igive xdeba, tan Maris personaji dzalian saintereso da ase Tu ise danarcheniagan gansxvavebulia, imedia momdevno tavebshi ufro gaaqtiurdeba...

 


№4  offline წევრი lisebeth

Ra unda moxdes sanam rato at chamova. Gpirdebit Maris da dachis shoris yvelaferi gairkveva momdevno da bolo tavshi

 


№5  offline წევრი Mariami_MariamOo

lisebeth
Ra unda moxdes sanam rato at chamova. Gpirdebit Maris da dachis shoris yvelaferi gairkveva momdevno da bolo tavshi

ხოო მაგიტო ვამბობ რო ვერაფერი ხება, მათი ურთიერტობის აღწერას ამ პერიოდში მრიზე როყოფილიყო აქცენტითქო ის ვთქვი.

 


№6  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№7 სტუმარი Ucnobi

Mari dzalian maklia,motxrobis dasawyisidance megona rom dachi da mari ertad iqnebodnen da es wyvili dzalianac momwons dzalian kargi motxrobaa da veli shemdeg tavs imedia maris da dachis wyviks vixilavt

 


№8  offline წევრი Blackkats

აუ მალე დადე რააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent