შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #8


8-10-2015, 18:39
ავტორი tekka
ნანახია 1 782

-ყოველთვის ვიძახდი,კაცი უნდა იყოს „კუხნაში“.
-ჰოოო და ქალი საწოლში...
-ეეე გაჩერდი ახლა ნუ მაწითლებ.
-სხვათაშორის,როგორც პირველი კარგი იყავი იცი?! „კუნძი“არ ყოფილხარ.-საჭმლით პირგამოტენილმა შემომხედა და რაღაცნაირად,თბილად გამიღიმა.
-კაი,მოვრჩეთ ამაზე საუბარს.
-ეს სასირცხვილო არ არის...
-და მაინც,არ მინდა ამაზე საუბარი,რადგან მრცხვენია.განა შენი მრცხვენია სანდრო.ჩემი საქციელის მრცხვენია.ჩემს თავს ყოველთვის ვაკონტროლებდი რაც არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ გუშინ ვერ მოვთოკე თავი.ალბათ,ხდება ხოლმე ზოგჯერ რას ვიზავთ.მომაწოდე საწებელი...
-ჰო,ოცდაერთი წლის ქვა აღარ დაგორავს და ქალიშვილობაზე ხომ ზედმეტია საუბარი.მაინც ჩემი ბუგუ ხარ...
-არც გაა*რაკო.
-შენ ძალიან მეუზრდელები ბოლო დროს ხო?!გაგტყიპავ იცოდე.-წარბაწეულმა ამომხედა და ჩანგლის დაქნევით მანიშნა,რომ მემუქრებოდა.
-წარბებს ნუ მიქაჩავ,ოღონდაცა რაა-ახლა მე ავუწიე წარბი.
-მოდი აქ შე მოურჯულებელო არსებავ...-დაყარა საჭმელი და წამოვიდა ჩემკენ.მეც,ინსტიქტურად წამოვვარდი სკამიდან და გიჟებივით დავიწყეთ სირბილი ოთახიდან ოთახში.-შენთვისვე ჯობია არ დაგიჭირო,თორემ არ ვიცი რას გიზავ.
სულ ოთხი ოთახი იყო თითოეულ მათგანს ორი კარი ჰქონდა,რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა.ხოდა,დავრბოდით წრეზე პატარა ბავშვებივით.წივილით,კივილით,სიცილით. ბალიშებს ვესროდი,რომ შეეჩერებინა.ერთხანს,აღარ ისმოდა მისი ნაბიჯების ხმა.ვეძახდი,მაგრამ არ ჩანდა.ვიფიქრე გარეთ ხომ არ გავიდათქო.ის იყო კარისკენ ავიღე გეზი,ჩასაფრებული ლეოპარდივით გადმოხტა კომოდის გვერდიდან და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გამაკრა იატაკზე.
-როდემდე დამემალებოდი,მაინც ხომ დაგიჭირე.-თვალები სამი წლის ბავშვივით უციმციმებდა,ახალ სათამაშოს რომ აჩუქებ ისე.
-თავი რაღატომ გამიხეთქე ადამიანო.ცოტა ნეელა,ნაზად.ყველას ყველაფერი მე როგორ უნდა ვასწავლო.კაი გამიშვი ახლა..-ჩემს ზემოდან იყო მოქცეული და ხელები ქონდა გაკავებული-მეეტკინა შე ვირო,გამიშვი თორემ ვიყვირებ.
-კარგი,იყვირე.მაგარამ შეგახსენებთ,ქალბატონი თეკლე,რომ თითქმის ტყეში ვართ და გარშემო სახლებიც არ დგას.უახლოესი მეზობელი კოლომეტრის იქითაა,სადაც ნახევრად ყრუ მამუკა ცხოვრობს.
-კარგი,მაშინ ვიყოთ ასე მთელი დღე.-ისეთი სახე მივიღე,თითქოს მართლაც არ მაინტერესებდა.არადა ხელები მტკიოდა უკვე.
-ასე რას ქვია.შენი აზრით რისთვის დაგიჭირე?-დაიხარა და მაკოცა.ოხ, რა ტკბილი იყო.როგორ შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია და არ მეკოცნა.ისევ ავყევი,მაგრამ ამჯერად,საჭმელი გამიცივდაო მოიმიზეზა.ადგა და დამტოვა უნამუსოდ იატაკზე.
-სამაგიეროს გადაგიხდი სანდრო ნუცუბიძევ,ჩემი გამასხარავებისთვის!.-გავძახე სამზარეულოსკენ მიმავალს ისე რომ პოზიცია არ შემიცვლია.
-მემუქრები კიდეც?!
-აარა გაფრთხილებ.ხომ იცი მუქარა არაა ჩემი საქმე.
-კარგი,დაველოდები მაშინ შენს შურისძიებას.ზარი გამოუშვი რომ დააპირებ.
-დებილო....
წამით დავფიქრდი,მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე,როდის ვიყავი ბოლოს ასეთი ბედნიერი.სიტყვა „ბედნიერება“ ცოტა უცხო ხილივით იყო ჩემთვის.ერთფეროვან ცხოვრებაში ძნელია განიცადო გულწრფელი სიხარული რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.თუმცა...
ერთხელ,მე და გვანცამ რატომღაც სასწაულების ჩადენა გადავწყვიტეთ და სუპერმარკეტიდან არყები მოვიპარეთ.მაშინ,სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავით.კარებიდან გამოსვლა და დაცვის ყვირილი მაღაზიის ბოლოდან ერთი იყო.ფეხებს კისერზე ვირტყავდით ისეთი ძალით მივრბოდით და ეს არყის ბოთლებიც დიდის ამბით ჩახუტებული გვქონდა.დაცვა რათქმაუნდა ვერ დაგვეწია.არყებს სახლში ვერ მივიტანდით.ასე რომ,ორი მოზრდილი ბოთლი არაყი კორპუსის „ბირჟავიკებს“ ვუსახსოვრეთ.ჰო, ბოლოს მაშინ ვიყავი ბედნიერი.მიუხედავად იმისა,რომ ცუდი საქციელი იყო მახსოვს,როგორ თავისუფლად ვგრძობდი თავს.პირველად გავგიჟდით მაშინ.
-მგონი ძალიან კომფორტულად ხარ მანდ.-თვალები გავახილე და თავზე წამომდგარი სანდრო დავინახე.
-ცოტა გაიწიე,თორემ მგონია ფეხის დადგმას მიპირებ და თავს მიმიჭეჭყავ.
-ადექი უნდა წავიდეთ.-საკმაოდ სერიოზული ხმა ქონდა.
-სად?რატომ?
-სახლში.
-არაა გამიშვი ჯერ არ მინდა.საღამოს წავიდეთ რა.არ მინდა იქ დაბრუნება.-ხელიდან მითრევდა და ცდილობდა ავეყენებინე. -არ მინდა სანდრო!-ვუყვირე უკვე,რადგან ხელი უხეშად მოუხვდა და ამ აყენება არ აყენებაში ძირს მოვადინე ზღართანი.
-ბოდიში,არ მინდოდა.
-დამანებე თავი,ჩემით ავდგები.
-მართლა არ მინდოდა,თეკლე...
-მოეშვი ბოდიშების მოხდას.წავედით.
უხმოდ ჩავჯექით მანქანაში.ყუსასმენები მეკეთა და “Loudspeakers” ვუსმენდი.“flying girl,you loose your heart,you loose your feel...“.ზოგჯერ სიმღერას ვუსმენთ,მაგრამ თითქოს არც გვესმის.ან ვერ ვგრძნობთ.ეს ის შემთხვევა არ ყოფილა.ყველაფერი მესმოდა,ყველაფერს ვგრძნობდი.
-სანდრო!შენ იძახი რომ გიყვარვარ ხომ?რატომ?-არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი თავში,მაგრამ მართლა მაინტერესებდა.
-რას ქვია რატომ...
-ჰოოო,ყველაფერს თავისი მიზეზი ხომ აქვს.მაგალითად,ჩვენ ახლა მიწაზე იმიტომ დავდივართ,რომ დედამიწის მიზუდულობა მოქმედებს ხომ?!შენ მეუბნები,რომ გიყვარვარ.მაგასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი.რატომ გიყვარვარ სანდრო.
-მაგას მიზეზი არ ჭირდება.მიყვარხარ და მორჩა.სიყვარული ვერტიკალურია და თანაც,ბრუნვადი.ხოდა,ამ ბრუნვაში და ბზრიალში ერთმანეთს დავეჯახეთ.
-ერთაოზი არ ვარ ნუ მიხსნი მაგეებს.მშვენივრად მახსოვს რა სიტუაციაში გაგიცანი.მე კი არა ვიღაც კახპას ეჯახებოდი...
-რა გჭირს.წეღანდელზე მიხდი სამაგიეროს?
-არაფერზე არ გიხდი სამაგიეროს სანდრო.გეკითხები რაღაცას და შენ კი მეკაიფები.არადა სერიოზულად მაინტერესებს.
-იმიტომ მიყვარხარ,რომ სხვებს არ გავხარ.ვისაც შენამდე შევხვედრილვარ ყველა ერთნაირად აზროვნებდა.ინდივიდუალური არაფერი გააჩნდათ.შენ არ „იტყლარწები“,არ „სწერვობ“,არ ბაძავ სხვებს.შენ შენ ხარ.არ გჭირდება შენი თავის გამოსახატად სხვების აზრის გათვალისწინება.გაუგებარი ხარ...უცნაური,იდუმალი.მაგრამ რავიცი....მიყვარხარ ასეთი.მომწონს შენი გაუგებრობა და დაბნეულობა. მიყვარხარ როცა გიყურებ.როცა გეხუტები ძალიან მაგრად და შენ რომ წუწუნებ მერე ძვლები მტკივა გამიშვიო.მიყვარხარ როცა ზურგზე შემომახტები ხოლმე და დავრბივართ სულელებივით.იცი,პირველად როდის მივხვდი რომ შემიყვარდი?სიგარეტი რომ მოწიე გახსოვს?ხელები გიკანკალებდა.ისეთი საყვარელი იყავი მაშინ მინდოდა ცოლად მომეყვანე.მაგრამ,რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს შენთვის,რადგან მეშინოდა არ დამეფრთხე და სამუდამოდ არ დამეკარგე.ახლაც,რომ მიბრაზდები ვითომ რაღაცებზე და გინდა ნერვები მომიშალო,ჰოოო მომეშალა ნერვები რადგან ჩემი არ გჯერა,მაგრამ არ დამეზარება იმის თქმა, თუ რა ძალიან მაგრად მიყვარხარ.შენც იცი გრძნობებს ისე ვერ გამოვხატავ,როგორც საჭიროა,მაგრამ თუ შენ გინდა შემიძლია ყოველ წამს შემიძლია გითხრა მიყვარხარ,მიყვარხარ,მიიიიყვარხარ.“ვოტ ი ვსო“ მეტი მიზეზი გინდა?რამდენი მალაპარაკე გოგო.მომაწოდე სიგარეტი...
ჰომ!მეტი მიზეზი რაღა მინდოდა.გავჩუმდი და სიგარეტს მეც მოვუკიდე.
-პირველად რომ მოწიე მაშინ იყავი კარგი. კიდევ თუ მოწევ გამაბრაზებ უკვე...-გამომტაცა ხელიდან საწყლად ანთებული სიგარეტის ღერი და ფანჯრიდან მოისროლა.
-ზოგჯერ მეც მინდება მოწევა,რადგან არ ვიცი რა ვაკეთო როცა ვნერვიულობ.
-არ შეიძლება ეგრე.მიეჩვევი და ჩემი ბრალი იქნება ეგ,რადგან არ გიშლი.არ იცი რა აკეთო კი არა,მაგას რა მოფიქრება უნდა მოდი და მაკოცე.მაგას ნამდვილად არ დაგიშლი-ტუჩები სასაცილოდ გამოიშვირა და მანიშნა მაკოცეო.
ჩემი ვითომდა გაბრაზება წამიერი აღმოჩნდა.თუმცა არც ვიცი,ვიყავი კი გაბრაზებული?!
სახლში დავბრუნდი,მაგრამ ვაი მასეთ დაბრუნებას.დედა გიჟს გავდა.გვანცაც სახლში იყო ჩემთან.არადა წინასწარ მქონდა დაგეგმილი,რომ ვეტყოდი გვანცასთან ვიყავითქო.ახლა რა უნდა მომეგონებინა წარმოდგენა არ მქონდა.მამაჩემიც გაბრაზებული სახით მიყურებდა,თქმით კი არაფერს მეუბნებოდა.ამის უფლება არც ჰქონდა იცოდა.
-დედა ნუ დამყვები უკან ძალიან გთხოვ რა.უნდა დავიბანო და მერე ვისაუბროთ.მანამდე ყავა გამიკეთე.
სააბაზანოდან გამოსულს ჩემს ოთახში,ჩემს საწოლზე მოეკალათებინათ დედას,გვანცას და ჩემს დას,ერთიმეორის მიყოლებით.
-ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი შეკითხვები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხებ.-ყოველგვარი რეაქციის გარეშე ვუთხარი და ყავის სმით ჩავეშვი პუფში.
-თეკლე,დედაშენი ვარ ასე არ უნდა მექცეოდე.უნდა ვიცოდე სად მიდიხარ და ვისთან ერთად.ან რას აკეთებდი მთელი ღამე დარეკვაც რომ არ ინებე ქალბატონო....
-სანდროსთან ერთად ვიყავი ბეთანიაში.ვიცი მიწიოკებ ახლა,რადგან არ მოგწონს მაგრამ სულ არ მაინტერესებს არცერთი თქვენგანის აზრი.რაც თქვენ გინდოდათ ყოველთვის იმას ვაკეთებდი.ოდესმე გიფიქრიათ რა მინდოდა მე?მე მასთან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ეს მიზეზიც საკმარისია,რომ მთელი დღეები მასთან გავატარო.გაინტერესებს მთელი ღამე რას ვაკეთებდი?მართლა გაინტერესებს და დავიჯერო,ვერ ხვდები?ვიცი ამაზეც ჭკუიდან გადახვალთ,მაგრამ არც ეს მაინტერესებს.სექსი მქონდა გუშინ მასთან.და იცით რა?ეს ყველაზე მაგარი რამაა,რაც შეიძლება ადამიანმა მთელი თავი სიცოცხლის განმავლობაში გააკეთოს.ხვალ რომ მოვკვდე მე სანანებელი არაფერი მექნება,იმიტომ რომ,რაც სანდროსთან ყოფნის დროს განვიცადე არც დაგსიზმრებიათ დარწმუნებული ვარ.თუ გინდათ მეჩხუბეთ,ან დამარტყით ან რავიცი...რაც გინდათ ის გიქნიათ არ მაინტერესებს.-ვსაუბრობდი ძალიან მშვიდად და დროდადრო ყავას ვსვავდი.დედა გაოგნებული მიყურებდა,არანაკლები იყო ჩემი დის რეაქციაც.ორივე ადგა და გავარდა ჩემი ოთახიდან.გვანცა ჯერ ჩუმად იჯდა მერე ტუჩის კუთხე ჩაკეცა.ავდექი და გადავწექი საწოლზე,ისიც მომიწვა.
-დაიწყე უნამუსო გისმენ....
-შენ ნუღარ გამლანძღავ ძალიან გთხოვ,დაღლილი ვარ.
-არ გლანძღავ,მაგრამ რამ გადაგრია ქალო.ასე უცებ...
-ჰოო,უცებ მოხდა,მაგრამ არ ვნანობ სერიოზულად გეუბნები.
მერე როგორც ხდება ხოლმე,მინდოდა თუ არა ვინ მეკითხებოდა,მოვყევი ყველაფერი.თვალებგაფართოებული მიყურებდა.არ ელოდა ჩემგან მსგავს საქციელს.ჰო,არც მე ველოდი.თუმცა გასაკვირი რა არის, ბუნებრივია.
გვანცა გავაცილე და ოთახში შევვარდი ეგრევე.არ მინდოდა კიდევ რაიმე ეთქვა დედას.ნამდვილად არ შემეძლო ამდენის ატანა.გავიხადე და შევძვერი საწოლში.მაართლაც რომ ძალიან დაღლილი ვიყავი.სანდროს დავურეკე,მაგრამ არ ეცალა და მალევე გავუთიშე.კარზე დამიკაკუნეს.სასწრაფოდ გადავბრუნდი და თავი მოვიმძინარე.
-ასე მალე ვერ დაიძინებდი,გადმობრუნდი უნდა ვისაუბროთ.
-დედა არ გინდა რა ძალიან გთხოვ.არ მინდა ამდენი ყვირილი,კამათი,უთანხმოებები.ხომ იცი არ შემიძლია....
-არ გეჩხუბები არაა,მომისმინე მაინც.-აშკარად დაბნეული იყო,არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი-მართალი ხარ,სანდრო არ მომწონს.მიზეზი მაქვს შენც ხომ იცი.ჩემი შვილის გვერდით მსგავსი ადამიანის ყოფნა არ მომწონს,მაგრამ თუ გინდა მასთან ურთიერთობა,მოვიდეს და დავილაპარაკოთ აქ.თუ სერიოზულად გიყურებს მოვა კიდეც.არც მე და არც მამაშენს შენი ასე ყოფნა არ მოგვწონს....
-არც შენ და არც მამაჩემს არ გაქვთ უფლება რაიმეზე მიმითითოთ როგორ გავაკეთო.როცა თქვენი ყურადღება მჭირდებოდა მაშინ არ გაინტერესებდით,არ გეცალათ.ვენები რატომ გადავიჭერი გახსოვს?ჰოო,რანაირად უნდა გახსოვდეს არც გიკითხავს ეგრევე ფსიქოლოგთან გამაქანეთ.ახლა რატომ დაინტერესდით ვითომ?
- ბევრი რამ გავაკეთეთ არასწორად,მაგრამ შენი კარგად ყოფნა ორივეს გვინდა.შენს დას შეხედე,ლაშასთან რა კარგი ურთიერთობა აქვს...
-აბა,აბა!!!ისევ ჩემს დას მადრით.ის თქვენი საამაყო შვილია მესმის და მაგაზე პრეტენზია არც მაქვს უკვე დიდი ხანია,მაგრამ ჩემი აზრიც რომ გაითვალისწინოთ არ შეიძლება?მეუბნები შენი კარგად ყოფნა გვინდაო და მეორე წამს აყოლებ სანდრო არაა შენი შესაფერისიო.ჩემი კარგად ყოფნა თუ გინდათ,კეთილი ინებეთ და აიტანეთ სანდრო.თქვენსა და სანდროს შორის არჩევენის გაკეთება რომ დამჭირდეს,ეჭვიც არ შეგეპაროს,რომ მას ავირჩევ.დედა,დიდი ბოდიში,მაგრამ მართლა ძალიან მეძინება.არანაირი აზრი არ ქონდა რომ შემოხვედი ვითომდა სასაუბროთ და დამტოვე რა.
ჰომ!ვიცი დედებს ასე არ ელაპარაკებიან.მაგრამ რას ვიზავთ,ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები არ ყავს.ცივ და უხეშ მოქცევას ვარ მიჩვეული,ხოდა მეც ასე ვექცევი...რაც შეეხება ვენების გადაჭრას...
ერთი ბიჭი იყო,შოთა,ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით.მერე სხვაგან გადაცხოვრდნენ და შესაბამისად,იშვიათად ვნახულობდით ხოლმე ერთმანეთს.ჩემი სკოლოს ბანკეტზე ვიდეო გადამღები გვყავდა მოყვანილი.შოთა იყო.ისევ განვაახლეთ ურთიერთობა.მაგრამ როგორც აღმოჩნდა მას მხოლოდ მეგობრობა არ უნდოდა.მე არ შემეძლო მასთან სხვაგვარი დამოკიდებულება მქონოდა.ბევრი რომ არ გავაგრძელო,თავი მოიკლა შოთამ.იმის გამო,რომ მე უარი ვუთხარი მისი შეყვარებული გავმხდარიყავი.ვიცი უაზრო მიზეზია.კიდევ უფრო უაზრო იყო მაშინდელი ჩემი საქციელი,ვენების გადაჭრა,მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.თანაც,დედამისიც მე მაბრალებდა ერთადერთი შვილის სიკვდილს.
მართალია კლასში „რკინის ლედს“ მეძახდნენ,მაგრამ ასეთი უემოციოც არ ვყოფილვარ.პირიქით,ძალიან სუსტი ნებისყოფა მქონდა ყოველთვის.ხოდა,ამგვარად გამოვხატე ჩემი უსუსურობა.
მეორე დილით გვანცას ზარმა გამაღვიძა.
-ილაპარაკე...-არაადამიანურ ხმაზე ამოვიღნავლე.
-ზღვაზე არ წამოხვალ?-აშკარად მარტო არ იყო,სხვების ხმაც მესმოდა.
-რა ზღვაზე ქალო,სიზმარში ხომარ მელაპარაკები.
-არაა რა დროს ძილია გათენდა ადექიი.მაგარი ამბავი უნდა გითხრა.-აჟიტირებული იყო.
-მილიონი მოიგე?
-არააა რა მილიონი.რა ჯანდაბად მინდა მილიონი.(არადა,რაც თავი მახსოვს მილიონებზე და ჯეკპოტის მოგებაზე ვოცნებობდით).მისმინე...
-ნატოში მიგვიღეს აბა?
-ნუ სულელობ.ნატო ვის ადარდებს გოგო,ვთხოვდები დღეს.

___________________

მომკალით და ვგიჟდები მონროზე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent