შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -19-


9-10-2015, 04:36
ავტორი ჯია
ნანახია 4 600

-მაპატიეთ, ხელი შეგიშალეთ. -ირონიულად გვითხრა სესილიამ და ცინიკური თვალებით ხან მე შემომხედავდა, ხან მაქსიმეს. საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი, თავი 15 წლის ბავშვი მეგონა, დედამ პირველი კოცნის დროს რომ შეუსწრო.
-დედა, ისტერიკის გარეშე. ყველაფერს აგიხსნი. -უთხრა მაქსიმემ და მისკენ წაიწია.
-ისტერიკას არც ვაპირებ, ახსნა-განმარტებას კი ხვალ მოვისმენ. - დამნაშავედ კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეს სიტყვები ისეთი ტონით გვითხრა, სიამოვნებით ვეტყოდი ერტ-ორ ლამაზ სიტყვას, მაგრამ სიტუაციას უარესად გავამწვავებდი, ამიტომ თავი შევიკავე. ისევ ცინიკური მზერა გვესროლა და სამზარეულოდან გავიდა.
-აი, ხომ ხედავ.. ისეთი კატასტროფა რეაქცია არ ჰქონია, როგორსაც ელოდი. ხვალ დაველაპარაკებით და ეგ იქნება. -ამოისუნთქა მაქსიმემ და გაღიმებულმა მომხვია წელზე ხელები.
-ხო. -დავეთანხმე და ძალით გავუღიმე ბიჭს. სიმართლე გითხრათ, სესილიას ეს რეაქცია არ მომეწონა, მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა წინ.
სამზარეულოდან გაღიმებულები გავედით და მეგობრებს შევუერთდით. ვგრძნობდი როგორ მტრულად დამიწყო სესილიამ ყურება, მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, დღეს მაინც. გვიან დავიშალეთ, ამჯერად მაქსიმე აღარ მოერიდა სესილიას და ჩემთან ერთად წამოვიდა.
-რამეზე ნერვიულობ? -მკითხა მაქსიმემ ფეხსაცმელების გახდის დროს.
-არა, რატო მეკითხები? -დივანზე დავჯექი, ფეხები ავიკეცე და სიგარეტს მოვუკიდე.
-ვგრძნობ. -მითხრა და გვერდით მომიჯდა. - ისევ სესილიაზე ფიქრობ ხომ? -საწყალი თვალებით ავხედე და არაფერი მითქვამს. -კარგი რა, ტაისია, შენც ხომ შეხედე დღეს ვითომ წაგვესწერვა, ხვალ კი დაველაპარაკებით და გაგვიგებს.
-ამ ამბავმა ასე მარტივად არამგონია, რომ ჩაიაროს.
-მენდე რა.
-ხო, მაგრამ.. -მინდოდა მეთქვა, რომ სესილიას ვერ ვენდობი მეთქი, მაგრამ არ დამაცადა.
-არავითარი მაგრამ! წამოდი ახლა საჩუქარი გავუკეთოთ სესილიას. -ხელი ჩამკიდა და ოთახისკენ წამიყვანა.
-რა საჩუქარი? -ვკითხე გაოცებულმა.
-შვილიშვილი. -წარბები ამითამაშა და მის სხეულზე ამაკრა.
-არ ხარ დალაგებული. -გამეცინა და კისერზე ხელები შემოვხვიე.
-შენ გამაგიჟე. -მითხრა და ჩემი ტუჩების დაგემოვნებას შეუდგა.

-მაშინებს მისი ასეთი სიმშვიდე. -სამსახურის შესვენებაზე ანეტას გავუარე სამსახურში და მის კაბინეტში ნერვიულად აქეთ-იქეთ დავდიოდი.
-დაწყნარდი და დაჯექი, თავბრუ დამეხვა. -მშვიდად მითხრა ანეტამ.
-რა დამაწყნარებს, არ იცოდე მაინც ვიზე ვლაპარაკობთ.
-კარგი რა, არამგონია ძველ ხრიკებს მიმართოს.
-კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო არ გაგიგია? ზუსტად ვიცი ისევ რამე საოცრებას შეთხზავს.. -სავარძელში ჩავესვენე და ნერვიულად დავიწყე თითების გრეხვა. -აუ, მომაწევინე რა გთხოვ.
-არავითარ შემთხვევაში! ჩემს კაბინეტს მაინც შეეშვი.. წამოდი ეზოში ჩავიდეთ. - წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა, მეც მას მივყევი და მალევე ლამაზ ეზოში გავედით. -არაფერს არ შეთხზავს, ბავშვი ხომ აღარ არ არის არა? -ისევ ჩემი დამშვიდება სცადა ანეტამ.
-მაშინ იმ ჭორს ნამდვილად ვერ დავარქმევდი ბავშვურს. -ირონიულად გავხედე დაქალს.
-ნუღარ ფიქრობ მაგაზე, 25 წელზე მეტი გავიდა.. დაივიწყე და ნუ ხარ პესიმისტი. კარგზე იფიქრწ, იქნებ მართლა მშვიდად მიიღოს ეს ამბავი?
-ვაიმე, ღმერთო.. -ამოვიქვნეშე და ანეტას გავხედე. -ასე მგონია, კიდევ არ გაქვს გააზრებული ვიზე ვსაუბრობთ!
-გააზრებული მაქვს ყველაფერი, მაგრამ მაინც კარგის იმედი მაქვს. -ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. -აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!
-იმედი მაქვს. -გავუღიმე დაქალს და ფეხზე წამოვდექი. -წავედი, დღეს სერიოზული შეხვედრა გვაქვს მე და შენს სიძეს.
-აბა თქვენ იცით, წარმატებები.

ჩვენს კომპანიაში მივედი და ჩემს კაბინეტში შევიარე საჭირო დოკუმენტების ასაღებად, შემდეგ კი კონფერენციის დარბაზისკენ დავიძარი. დღეს სერიოზული ხელშეკრულება დაიდება, თუ შევთანხმდით ყველაფერზე კაზინოების და რამოდენიმე სასტუმროს ქსელის მფლობელთან გავაფორმებთ კონტრაქტს.
დარბაზის წინ ამიკოს მდივანი დამხვდა.
- ბატონი ლევანი უკვე გელოდებათ მის ადვოკატთან ერთად. -გამიღიმა მარიმ და დარბაზისკენ გზა დამითმო.
-ამიკო და ლაშა ჯერ არ მოსულან?
-წუთი წუთზე მოვლენ. -ღიმილით მიპასუხა და მისი ადგილისკენ დაიძრა.
კარები შევაღე და დარბაზში შევედი თუ არა, ადგილზევე გავქვავდი, თუმცა ბატონ ლევანთან მაინც არაფერი შევიმჩნიე. ძალით გავიღიმე და მივესალმე. ამ დროს კი ბიჭებიც მოვიდნენ.
-შენ აქ რა გინდა? -შეუღრინა ამიკომ კოტეს. მე ჩავახველე და ბატონ ლევანზე ვანიშნე. უცებ დასერიოზულდნენ ბიჭები და კაზინოების მფლობელს მიესალმნენ.
-ბატონო ლევან, სანამ კონტრაქტის დეტალებზე გადავალთ მინდა თხოვნით მოგმართოთ. -გავუღიმე და ვცადე დიპლომატიურად მივდგომოდი საკითხს.
-აბა გისმენ. -გამიღიმა მამაკაცმა, აშკარად ეტყობოდა სიმპატიები ჩემ მიმართ, რასაც უდაოდ ამ წამსვე გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ.
-იქნებ მოახერხოთ და სხვა იურისტი მოიყვანოთ, რადგან პირადი მიზეზების გამო არანაირი სურვილი მაქვს რაიმე სახის შეხება მქონდეს ბატონ კოტესთან. -ასე ლაკონურად ჩამოვუყალიბე და თვალების საყვარლად დახამხაბეაც არ დამვიწყებია, მეტი ეფექტისთვის.
-კი, მაგრამ ის ხომ საუკეთესო იურისტია? რა ხდება კოტე? -გაოცებულმა გახედა ბატონმა ლევანმა კოტეს, ის კი თავჩახრილი იჯდა დასჯილი ბავშვივით და ხმას არ იღებდა.
-შემიძლია, უკეთეს იურისტს გავუწიო რეკომენდაცია. თუ თანახმა იქნებით, ჩემი მდივანი მეილზე გადმოგიგზავნით მის რეზიუმეს.
-დათანხმდით, ბატონო ლევან. -ჩახლეჩილი ხმით ამოღერღა კოტემ, ისე რომ არც ერთი წამით არ გამოუხედავს ჩემკენ.
-კარგით, გაგაგებინებთ რას გადავწყვეტ. დღევანდელი შეხვედრა, როგორც ჩანს გადაიდო. მომავალ შეხვედრამდე. - ფეხზე წამოდგა ბატონი ლევანი და დაგვემშვიდობა, მას უსიტყვოდ მიჰყვა კოტეც.

-ნაგავი! -მუჭი დაარტყა მაგიდას ამიკომ.
-კარგი, დაწყნარდით.
-როგორ დავწყნარდეთ? აქ მოსვლა როგორ გაბედა? - ცოფებს ყრიდა ლაშა.
-მეც არ მესიამოვნა, მაგრამ ძალიან გთხოვთ არაფერი მოიმოქმედოთ რა.. თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, პასუხი აგო უკვე და აღარ არის საჭირო.
-ტაისია..
-ამიკო, გთხოვ.
-კარგი ხო..
-და კიდევ, მაქსიმეს არაფერი უთხრათ გემუდარებით.
-კი მაგრამ რომ გაიგოს, ხომ იცი რომ გაგიჟდება. ჩვენგანაც ცუდად გამოვა.
-ვერ გაიგებს.


საღამოს მაქსიმემ გამომიარა და სესილიასთან წავედით. მაინცდამაინც დღეს მიეწყო ყველაფერი ცუდი ერთმანეთს. სახლის კართან რომ დავდექით, მუხლები ამიკანკალდა.
-ნუ ნერვიულობ..
-შევეცდები.
სახლში შევედით, სესილია მისაღებში დაგვხვდა. ისეთი მკაცრი სახით იჯდა, მეგონა ყინულის დედოფალს მივაკითხეთ გერდას წამოსაყვანად. მის წინ დავსხედით და როგორც სჩანს, დუმილის დარღვევას არც ერთი ვაპირებდით.
-მე და ტაისიას ერთმანეთი გვიყვარს. - დედამისს თვალებში უყურებდა მაქსიმე და მტკიცე ხმით უთხრა.
-ჩემს 25 წლის შვილს შეუყვარდა 37 წლის ქალი, რომელიც როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს ჩემი დაქალია. -ირონიულად დახატა სიტუაცია სესილიამ.
-მე.. მე არ ვიცოდი შენი შვილი, რომ იყო.. -ამოვილუღლუღე, თუმცა თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი.
-მე კი პირიქით მგონია.
-რაა? -გაკვირვებულმა კითხა მაქსიმემ.
-ყველაფერი ძალიან კარგად იცოდი, ჩემი გამწარება გინდოდა. -აქ უკვე წამოვენთე და ვეღარ მოვუთმინე.
-მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ყველაფრის ღირსი ხარ, მსგავსს რაღაცას არასოდეს ვიკადრებდი! -ფეხზე წამოვხტი და თვალი გავუსწორე.
-შენ ყველაფრის მკადრებელი ხარ. -სესილიამაც არ დამაკლო და ისიც გაცხარებული წამოხტა. -არასოდეს შევეგუები თქვენს ერთად ყოფნას, არასოდეს!
-გეყოთ! -იყვირა მაქსიმემ და ორივე გაგვაჩუმა. -მე და ტაისია ერთად ვიქნებით და მეტის, მალე დავქორწინდებით და საერთოდ არ მაინტერესებს, მოგწონს თუ არა ეს შენ. -გაბრაზებულმა უთხრა დედამისს, შემდეგ კი ხელი ჩამავლო და სახლიდან გამათრია.

მანქანაში ჩავსხედით, მე ეგრევე სიგარეტს მოვუკიდე. მაქსიმეს ძალიან სწრაფად მიყავდა, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. სახლშიც უხმოდ ავედით, ემოციები ვეღარ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდნენ.
-ნუ ტირი, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. -მითხრა და ჩამეხუტა.
-არ მინდა, ჩემ გამო სესილიასთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს.
-მე კი ის არ მინდა, ვინც ჩვენი წინააღმდეგია. მორჩა ეს თემა დაიხურა. კვირის ბოლოს მამაჩემს დაველაპარაკები და შემდეგ დავნიშნოთ ქორწილის თარიღი.
-ქორწილის? -გაკვირვებულმა ვკითხე, მეგონა უბრალოდ ხელს მოვაწერდით და მორჩა.
-არ გინდა?
-არ მიყვარს დიდი ქორწილები.
-მხოლოდ ჩვენებს ვუთხრათ და ეგ არის, ოღონდ თეთრი კაბა მინდა გეცვეს. -გამიღიმა და ცრემლები მომწმინდა, მეც უსიტყვოდ გავუღიმე და გულზე მივეხუტე.

ამ კვირამ მშვიდად ჩაიარა, მაქსიმე მამამისს დაელაპარაკა, მანაც მშვიდად მიიღო ეს ამბავი. ცოტახანში ალბათ მეც ვნახავ, სიმართლე გითხრათ ამდენი წლის შემდეგ შეხვედრაზე ცოტას ვღელავ, თან რძლის ამპლუაში.
კვირას ანეტასთან გასვლა გადავწყვიტე. კიბეები ჩავირბინე და მანქანისკენ ავიძარი. იქ კი...
-რას გადამეკიდე? -გაბრაზებულმა ვკითხე.
-მინდა აგიხსნა, რომ სპესიუალურად არ მოვსულვარ იმ დღეს შეხვედრაზე. უბრალოდ ვერაფერი მოვიფიქრე თავის ასარიდებლად.
-გასაგებია, ახლა შეგიძლია წახვიდე. -ვუთხარი და მანქანის კარისკენ დავიძარი.
-ერთი წამით მოიცადე. -მითხრა, მაჯაში ხელი ჩამკიდა და მისკენ მიმატრიალა.
-შემეშვი.. -ხელი ვკარი, სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე.

მეორე დღეს სამსახურიდან რომ დავბრუნდი, მაქსიმეს მანქანა დავინახე სახლთან, როგორც წესი ასე ადრე არ ბრუნდება ხოლმე. სახლში შევედი და მაქსიმე მისაღებში დამხვდა, ძალიან გაბრაზებული იჯდა, მაგიდაზე რაღაც ფოტოებს მოვკარი თვალი.
-გელოდებოდი. -მითხრა მკაცრი ხმით და ამომხედა.


-----------
ესეც მეცხრამეტე თავი :))
ველი შეფასებას, ჩიტებო :***



№1  offline წევრი milangirl

ვაიმე ესენი კიდევ არ დააშორო რა. მართალია სინამდვილეში ასეთი ურთიერთობის მომრ არ ვარ, მაგრამ მე ისტორიებში ბედნიერი დასასრული მიყვარს და...

 


№2  offline წევრი Ignifex

გავგიჟდები ახლა,რა ფოტოებია?:( კოტესთან ერთად? ველი შემდეგს,მომწონს <3 სესილიას რეაქცია არ გამკვირვებია,ეს ფოტოებიც ალბათ სესილიას ნამაიმუნებია:D

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

male dade magaria ... dzliva aewyo amati urtiertoba da imedia ar dashordebian

 


№4 სტუმარი Anna

Dzalian magari istoriaaa, iset adgilas gawyvite ver gadavitan axla didxans lodins, male dade raaaa

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

სულ სიუპრიზებით ხარ სავსე..ძალიან უხდება ისტორიას ამდენი ინტრიგა.სესილიას კარგად მოაკეტვინეს.მასე უნდოდა.საინტერესოა რა მოხდა სესილიასა და ტაისიას შორის.ეს უკვე დასაწყისიდანვე საიდუმლოდ გავქს დატოვებული და,იმედია,მომდევნო თავში ფარდას ახდი.. love

 


№6  offline მოდერი ჯია

eremar
amis wakitxvisas wuxandeli restornis situacia amomitovtivda uneburad gonebashi, saitac ar unda gagexeda, yvelgan wyvilebi isxdnen, axalgazrda mamakacebi dedis tola qalebtan ertad, romlebic sigarets sigaretze abolebdnen... iseti amazrzeni sabaxavi iyo, gamoqceva momida iqidan :(( avtoro, bodishs gixdi aseti shedarebistvis, ar mqonia azrad sheuracyofis moyeneba, me ar vicnob tqvens istorias, pirvelad wavikitxe da gushindeli shtabechdilebebis gamo shemeqmna aseti azri. zogadad ar var momxre aseti urtiertobis:((


ძალიან ცუდი შედარება გააკეთე :))))

ბავშვებო, მადლობა რომ კითხულობთ, მიხარია რომ მოგწონთ love
მიყვარხართ ძალიან love

 


№7  offline წევრი buubbuuu)))

Jiasitooooo rogor momenatreeee ♥♥♥♥ dzlivs wavikitxe ♡♥♡ ox es abiturientoba sachmlis chamis droc agar mrcheba xolme ♥♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№8  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Jiasitooooo rogor momenatreeee ♥♥♥♥ dzlivs wavikitxe ♡♥♡ ox es abiturientoba sachmlis chamis droc agar mrcheba xolme ♥♥♥


ეეე, ბუბუუ love ჩემი გოგო დაბრუნდა love
გამეხარდა :)))
ეგ არაფერი, როცა მოახერხებ მაშინ წაიკითხე ხოლმე, მეც ვერ ვდებ ხშირად.
წარმატებები შენ love

 


№9  offline წევრი lamazi gogona

როგორ მიყვარს ეს წყვილი love

 


№10  offline მოდერი ჯია

lamazi gogona
როგორ მიყვარს ეს წყვილი love


love love

 


№11  offline წევრი buubbuuu)))

ჯია
buubbuuu)))
Jiasitooooo rogor momenatreeee ♥♥♥♥ dzlivs wavikitxe ♡♥♡ ox es abiturientoba sachmlis chamis droc agar mrcheba xolme ♥♥♥


ეეე, ბუბუუ love ჩემი გოგო დაბრუნდა love
გამეხარდა :)))
ეგ არაფერი, როცა მოახერხებ მაშინ წაიკითხე ხოლმე, მეც ვერ ვდებ ხშირად.
წარმატებები შენ love


მადლობა ძალიან ძალიან დიდი ♥♥♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent