შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -7-


26-08-2015, 22:34
ავტორი ჯია
ნანახია 4 335

დილით საგურამოს საქმეები მოვილიე და ისევ სახლში დავბრუნდი, მაქსიმეს მაისური გადავიცვი და ყავა მოვადუღე. ძალიან მენატრება, მაისურზე დარჩენილი მისი სურნელი კი საერთოდ ჭკუიდან მჭრის.. უკვე ვბრაზდები დედამისზე, სულ წამართვა. საკუთარი თავი ეგოისტობაში და ეჭვიანობაში გამოვიჭირე და ჩემს თავზე გამეცინა. სავარძელში გემრიელად მოვკალათდი ჭიქით ხელში, სიგარეტს მოვუკიდე და გონებაში მაქსიმეს და მისი ოჯახის სახვა დავიწყე. ისე, რა უცნაურია არაფერი ვიცი მასზე, არც მის ოჯახზე, არც მის მეგორებზე. არასოდეს ეხება ამ თემას. ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს, რაც ძალიან მომწონს. საერთოდ არ არის საჭირო გარეშე პირები, საწყისს ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთით ტკბობაც საკმარისია, მაგრამ ანეტას, დემეტრეს და ლენუკას აუცილებლად გავაცნობ, თან მალე. ფიქრებიდან კარის ხმამ გამომარკვია.
კარის ზღურბლზე ჩემი შეყვარებული იდგა, მისი მომხიბვლელი ღიმილით მიღიმოდა და თვალებში მიყურებდა.
-შემოდი. -გავუღიმე მეც და შემოვიპატიჟე. როგორ მინდოდა პატარა გოგოსავით შემოვხვეოდი, ჩამეკოცნა და მეთქვა როგორ მენატრებოდა, მაგრამ თავი შევიკავე. რადგან თვითონაც არ აკეთებს მსგავს რაღაცეებს, ე.ი. არ მოწონს.
-როგორ ხარ? -დინჯად შემოაბიჯა და გამიღიმა.
-ნორმალურად, შენ როგორ ხარ? -გულის ფანცქალით ვუპასუხე, მისი სურნელის ასე მძაფრად შეგრძნებისას მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და ცოტა მაკლდა გულის წასვლამდე. ახლა თუ არ ჩამეხუტება, ნამდვილად ვერ გადავრჩები.
-მოდი რა ჩემთან. -ხელები გაშალა და დამელოდა, მეც არ დავაყოვნე და სასწრაფოდ მოვეხვიე. გულში ძალიან მაგრად ჩამიკრა, ერთმანეთის სურნელი ღრმად შევისუნთქეთ და გულისცემას დავუგდეთ ყური. ასე ხდებოდა სულ, რამეს გავიფიქრებდი და ბიჭი იმ წამსვე თუ არა მალევე იმავეს მეუბნებოდა, ხანდახან მართლა მეგონა, რომ ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლო.
ასე ვიდექით უსასრულოდ, სულ არ იყო საჭირო სიტყვები, სულ არ იყო საჭირო იმის თქმა როგორ მოგვენატრა ერთმანეთი.. მეც ვგრძნობდი და დარწმუნებული ვარ ისიც გრძნობა ამ მონატრებას და ამ უსაზღბრო სიყვარულს, რასაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით.
-მომიყევი აბა, რას შვებოდი უჩემოდ/ -ბოლოს ოდნავ მომიშორა და გაღიმებული დაჯდა დივანზე ჩემთან ერთად. ბიჭის კალთაში გემრიელად მოვკალათდი და თხრობა დავიწყე.
-საინტერესოს არაფერს. ყოველდღიურად ავდიოდი საგურამოში, ისე ერთხელ შენც თუ წამოხვალ კარგი იქნება, შეხედე სიტუაციას იქნებ რამე არ მოგწონს და შესწორება გინდა. -თვალებში ჩავხედე და ხელები კისერის ირგვლივ შემოვაწყვე. -საღამოობით კი ანეტასთან და დემეტრესთან ვატარებდი დროს.
-ხვალ ავიდეთ ერთად საგურამოში.
-დარჩები დღეს? -თვალები ამიციმციმდა, რომ წარმოვიდგინე რომ ბიჭის მკლავებში დავიძინებდი დღეს.
-რა თქმა უნდა. -მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-ანეტა და დემე მინდა გაგაცნო. -უცებ წამოვჭერი თემა, იქნებ მის მეგობრებზეც დაცდეს რამე. არ მინდა გაცნობა, უბრალოდ მაინტერესებს როგორი მეგობრები ყავს.
-როცა გინდა. -დღეს რაღაც ძალიან სიტყვა ძუნწია თუ მე მეჩვენება? არა, ბევრი ლაპარაკით არც არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად ჩუმია.
-რა გჭირს? -ვკითხე ინტერესით.
-არაფერი, უბრალოდ შენთან მინდა. -მითხრა და ჩემი თავი ხელებში მოიქცია , მეგონა მაკოცებდა, მაგრამ არა. ჩემი სახის ნაკვთების შესწავლა დაიწყო, უცნაურად იქცეოდა, თვალებში რაღაც სევდას ვამჩნევდი, თითქოს დღეს ან ხვალ აღარ ვეყოლებოდი. - ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ. -ასეთი კომპლიმენტები ნამდვილად არ სჩვევია, საერთოდ კომპლიმენტის თქმის დიდი ოსტატობით არასდროს გამოირჩეოდა. -გამორჩეული ქალი ხარ, ჩემი ქალი. -ბოლო ორი სიტყვა ისეთი გამოთქმით მითხრა, თითქოს ვინმეს უმტკიცებდა რომ მისი ვარ, მხოლოდ მისი. მერე წამოიწია და ნაზად მაკოცა. გულს საგულეში ვეღარ ვაკავებდი, მიყვარს, ძალიან მიყვარს და ვერ ვხვდები აქამდე მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი? ან მერე შევძლებ კი მის გარეშე ცხოვრებას? მაგრამ ამაზე რატომ ვფიქრობ, მის გარეშე ცხოვრება არ მომიწევს, არა!


დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ისე გემრიელად ვიყავი მაქსიმეს მკლავებში მოკალათებული, არ მინდოდა იქედან გამოძვრომა, მაგრამ ტელეფონი არადა არ გაჩერდა.
-გაგაღვიძე? -ჩამესმა ანეტას ხმა.
-ხო. -ვუთხარი უკმაყოფილოდ.
-დღეს საღამოსთვის მოემზადე, სესილია უნდა ვნახოთ.
-აუცილებელია დღეს? -წავეწუწუნე დაქალს.
-ტაისია, რა აზრი აქვს გადადებას? ნუ წუწუნებ. 8 საათზე მზად დამხვდი, გამოგივლი.
-კარგი ხო. -ვუთხარი და ტელეფონი გადავდე.
-მშვიდობაა? -მაქსიმეს უკვე გაეღვიძა.
-კი, უბრალოდ ბავშვობის დაქალი უნდა ვნახოთ და..-ამოვთქვი უკმაყოფილოდ.
-მერე რა მოხდა? -გაუკვირდა ბიჭს.
-24 წელია არ მინახავს, ბოლოს ერთმანეთს ცუდად დავშორდით. -ავუხსენი შეყვარებულს და შევეცადე გამეღიმა.
-გასაგებია. -მანაც გამიღიმა და ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა. -წავიდეთ საგურამოში?
-ჯერ დილის თერაპია მჭირდება. -ეშმაკურად ავათამაშე წარბები და ბიჭს კისერზე შემოვხვიე ხელები. მაქსიმეს ჩაეღიმა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.


-მგონი ვნერვიულობ. -ამოვსთქვი, როდესაც ანეტამ რესტორნის წინ მანქანა გააჩერა.
-მეც ძალიან. -გამომიტყდა დაქალის და სივრცეს გახედა.
-იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. -გავუღიმე და ღვედი შევიხსენი.
რესტორანში შევედით და ჩვენი კუთვნილი მაგიდა დავიკავეთ, სესილიაც მალევე შემოვიდა. როგორ დაქალებულა, ქერა, ლამაზი, ეშხიანი და სექსუალური ქალია, მოკლედ მე და ანეტას არ ჩამოგვივარდება რა. ფეხზე ავდექით და ერთმანეთი მორიდებულად გადავკოცნეთ. სამივეს გვეტყობოდა მღელვარება და სულაც არ ვცდილობდით ამის დაფარვას. მის დანახვაზე მთელი ბავშვობა თავში ამომიტივტივდა. ერთად გატარებული ყოველი წამი გამახსენდა და ჩემდაუნებურად გამეღიმა.
-როგორ ხართ? -სიჩუმე დაარღვია სესილიამ.
-ჩვენ კარგად, შენ? -უპასუხა ანეტამ.
-მეც. -გაგვიღიმა ყოფილმა დაქალმა. ისევ ეს უხერხული სიჩუმე..
-ხომ დალევ? -ბოლოს ამოვღერღე მე.
-სიამოვნებით. - რამოდენიმე ჭიქის შემდეგ დაძაბულობაც მოგვეხსნა და ავქაქანდით. ანეტამ თავის ცხოვრებაზე მოუყვა, მე ჩემსაზე, ოღონდ მაქსიმეს გამოკლებით. მაინც არ მინდოდა პირად ცხოვრებას შევხებოდი.
-შენზე რას გვეტყვი? -ჰკითხა ბოლოს ანეტამ.
-ამდენი წელი იტალიაში ვცხოვრობდი, ახლა კი გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი. თან ჩემი ყოფილი ქმარი და შვილიც აქეთ გადმოვიდნენ და მირჩევნია შვილთან ახლოს ვიყო. -გვითხრა და ამოიხვნეშა.
-ერთი შვილი გყავს? -დავინტერესდი მე.
-კი, 24 წლის ბიჭი. მაქსიმე. - მომესმა? უცებ ანეტას გავხედე და შევამჩნიე მასაც დაკარგვოდა ფერი სახეზე. გავშრი.. გონებაში ფრაზები ამომიტივტივდნენ „დედა და მამა გაშორებულები არიან“ „მომდევნო კვირას დედა ბრუნდება“ .. ამდენი დამთხვევა? შეუძლებელია.. მაგრამ ასაკი? ჩემი მაქსიმე ხომ 30 წლის არის. რაღაც გაუგებრობაა, არა ნამდვილად უბრალო დამთხვევაა. ღვინის ჭიქა მივიყუდე და ამოუსუნთქავად ჩავცალე. -რამე მოხდა? -შეამჩნია ჩემი აღელვება სესილიამ.
-არა, არაფერი. ცოტა შეუძლოდ გავხდი.. მე წავალ კარგი? -ძალით გავუღიმე გოგოებს და ფეხზე წამოვდექი.
-კიდევ ხომ შევხვდებით? - იმედიანად ამომხედა სესილიამ.
-აუცილებლად. -გავუღიმე და წამოსვლა დავაპირე, როცა ყოფილმა დაქალმა ისევ მიმაბრუნა.
-ტაისია, მინდა იცოდე, რომ ყველაფერს ვნანობ. -შემომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-ვიცი.. -ვუთხარი დარწმუნებით და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.

მივაბიჯებდი ქუჩებში, სად მე თვითონაც არ ვიცოდი.. ცრემლები თავისით მოდიოდნენ, გული აღარ ფეთქავდა, სუნთქვა მიჭირდა. ვერაფერზე ვფიქრობდი, გონებაც გადამეკეტა, საღად აზროვნებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. უცებ ტაქსი გავაჩერე და მთაწმინდაზე ავედი.. ერთ უკაცრიელ ადგილას დავატოვებინე თავი და მანქანა, როგორც კი მიეფარა თვალთა ხედვას, გიჟივით მთელს ხმაზე ვიკივლე, ეს კივილი ისტერიკულ ტირილში გადამეზარდა და ძირს მოწყვეტით ჩავიკეცე. მტკიოდა.. რა მტკიოდა? მაქსიმეს ტყუილი მტკიოდა.. ვერ ვხვდებოდი რაში დაჭირდა. 6 წელს ვდარდობდი და 12 წლით უფროსი აღმოვჩნდი, აი ესეც მტკიოდა. და მთავარი.. ის ჩემი ყოფილი დაქალის შვილი აღმოჩნდა. ამ რეალობას ჭკუიდან გადავყავდი..


ბოლოს ყველა ემოციისგან დაცლილი წამოვდექი და თბილისისკენ დავუყევი, გზად ტაქსიც წამომეწია, გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე. სახლში სულ მტვრიანი ავედი,ვგრზნობდი, რომ სახე სულ დასიებული მქონდა. კარები მაქსიმემ გამიღო, მისთვის არც შემიხედავს, უემოციოდ შევაბიჯე და ფეხსაცმელი შესასვლელშივე გავიხადე.
-რა მოხდა? -შეშფოთებულმა მკითხა ბიჭმა. პასუხი არ გავეცი, სამზარეულოში გავედი სასმლის მოსაძებნად.. როგორც იქნა, ღვინოს მივაგენი, გავხსენი, ჭიქა ავიღე და მისაღებში გამოვბრუნდი. ვგრძნობდი, როგორ აკვირდებოდა მაქსიმე ყველა ჩემს მოქმედებას. დივანში ჩავესვენე, ჭიქა გავივსე ღვინით, სულმოუთმქმელად ჩავცალე და ისევ გავივსე. ჭიქას მივაშტერდი, ფეხები დივანზე ავკეცე, ხელები მუხლებზე შემოვიხვიე და შემდეგ კედელს მივაშტერდი. ამ ყველაფერს ისე უემოციოდ ვაკეთებდი, თავი რობოტი მეგონა. ერთ ადგილას გახევებულ მაქსიმეს, კი აშკარად ვერ გაეგო რა მჭირდა. ბოლოს როგორც იქნა, ამოვღერღე.
-მაქსიმე, რამდენი წლის ხარ?

-------------------------
ოპააა :))) დედა, ეს რანაირი მუზა მეწვია რა. მეც კი დავიძაბე..
აბა ნახეთ, ველი შეფასებას.



№1  offline წევრი BigBang

Kaia kaia kaia dzalian momwons *_* 12is mere dade ra kide tu shedzleb

 


№2  offline მოდერი ჯია

დღესაც რომ არ დავიძინო, ხვალ სამსახურში ვეღარ გავქაჩავ sad

 


№3  offline წევრი BigBang

ჯია
დღესაც რომ არ დავიძინო, ხვალ სამსახურში ვეღარ გავქაჩავ sad


kargi *_* davelodebi axali tavis dadebas *_*

 


№4  offline წევრი Ignifex

საწყალი ტაისია :( კარგი იყო <3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორი ინტრიგანი ყოფილხარ.
არადა,ქალი რა იმედებს ამყარებდა...თურმე,რა პატარა ბიჭზე ყოფილა შეყვარებული..თუმცა,რა გინდა ორმოცი წლის კაცებმა ვერ გააბედნიერეს და "ბავშვმა" ქალად აგრძობინა თავი..საინტერესო ისე..
არ ველოდი მსგავს რამეს.მაქსიმეს არ უნდა ეკადრებინა ეს არც საკუთარი თავისთვის და არც ტაისიათვის.რაც არ უნდა იყო,ურთერთობაში მთავარი ნდობაა.ახლა რას იზამ ტაისია საინტერესოა...ან სესილიას რას ეტყვის,შენი შვილი ჩემი შეყვარებულაი?!
შემდეგ თავში გაგვაგებინე,რატომ ჰქონდათ უსიამოვნება სესილიასა და ტაისიას(12 ლის იქნებოდა მაშინ ტაისია და საინტერესოა უფროსს სესილიას ასე როგორ დაშორდა).

მაქსიმეს რეაქცია მაინტერესებს..ბოლოს ინტრიგით დაასრულე და კარგი იყო!
ველოდები შემდეგს.

 


№6  offline მოდერი ჯია

მარიამ, როდესაც პირველად ვახსენე სესილია, მეწერა რომ გათხოვების შემდეგ შეიცვალა და ტაისიას და ანეტას დაშორებას ცდილობდა მეთქი. მეტად აღარ ჩავუღრმავდი ამ თემას, ვთვლი რომ ამ ისტორიაში ეგეთი მნიშვნელოვანი ეგ არ არის. no

ყველას მადლობა, რომ კითხულობთ და შეფასებებსაც არ იშურებთ love

 


№7  offline წევრი იასამანი

ბედის ირონია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent