შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 5


9-10-2015, 19:31
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 672

ამ თავხედს უყურე ე.ი ვნებიანი არ ვიყავი ხო თორნიკე ჩუბნიძე მე შენ გიჩვენებ სეირს, რაც ძალი მქონდა ხელი მოვიქნიე და სახეში ვტკიცე, მაშინვე წარბები შეკრა და ხელი მიიდო ლოყაზე
-გაუბერე?
-მე თუ შენ? მოხვედი აქ და რეებს აკეთებ? ვინ გგონიივარ?
-ვინ და ერთი ჩვეულებრივი ტუტუცი გოგო
-ტუტუცს მოგცე მე შენ იდიოტი.- რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავუშინე
-ე.ი ვნებიანი არ ვარ ხო, ხო, ბებიაშენისამ ვერ მოგართმევ ჩემ თავს ლანდრით, მოიქეცი წესივრად და უკეთესიც ვიქნები, ან შენ ვის რას ეუბნევი 17წლის ბიჭიც კი უკეთესად მაკოცებდა.- გაწიწმატებული ვუყვიროდი ის კი ხარხარაებდა
-ე.ი 17 წლის ბიჭი ხო?
-ხო!.- ჯიუტად გავიმეორე და თმა გადავიწიე
-მიდი კიდე მესროლე რამე რა
-რატო?
-მკერდი კარგად მოძრაობს.- აი თურმე რაზე იცინოდა იდიოტი
-გაეთრიე ოთახიდან დროზე
-კაი ცუნცულ და მოსწავლეებს გაგაცნობ მაშინ
-იდიოტი ხარ.- ხელი ვკარი და ოთახიდან გავაგდე.- ლოგინზე წამოვწექი და გულიანად დავიწყე ხარხარი, რა სულელი ხარ მონიკა რაებს აკეთებ, თუმცა მთლად ჩემი ბრალიც არაა, იდიოტი. ცოტახანში კარი ნატამ შემოაღო
-რატო არ გაყევი? მოიცა რა მოხდა აქ?
-არაფერი, გამაბრაზა და გავაგდე
-რავი ის გაბრაზებულს არ გავდა ხარხარებდა
-ჰო ვიცი
-მერე, მომიყევი რა მოხდა?
-პატარა ხარ ჯერ მაგისთვის.- ლოგინზე წამოვჯექი და ოთახს მოვავლე თვალი, მეცოდება ჩემი თავი ამის დალაგება რო მომიწევდა.

სადღაც 8 საათი ხდებოდა მამაჩემი სახლში რო მოვიდა და მაშინვე წინ ავესვეტე, მაინტერესებდა მიშოვა თუ არა სამუშაო და სად ერთი სული მქონდა როდის მეტყოდა
-პრივეტ მა, როგორ ხარ? მიშოვე რამე?
-მაკოცე და გეტყვი.
-ოხ ჩემი მამიკო მოდი.- მოვეხვიე და ორივე ლოყაზე ხმაურით ვაკოცე
-მოკლედ, ჩვენ რესტორანში დადის ერთი კაცი დირექტორია ერთ-ერთი სკოლის, ჰოდა ასე მითხრა თუ შენი შვილიაო და თუ კარგად იცის ინგლისურიო პედაგოგად ავიყვანო, მოვიდეს ხვალ გასაუბრებაზეო
-აუ სკოლა?
-კარგია რა გინდა? სუფთა სამსახურია თან მარტო მაღალი კლასები გეყოლება
-მმ კაი, ხვალ რომელზე ალბათ 10ზე, მაგ დროს მოვდივარო
-კაი კაი მამიკო. ახლა წავალ მაღლა და მოვემზადები
-ახლა?.- გაოცებულმა მკითხა
-ნუ ეწინააღმდეგები პედაგოგ ქალს თორემ დაგსჯი.- წარბი ავუწიე და სიცილით ავუყევი კიბეს, მაშინვე გოგოებთან შევედი და ვახარე
-სკოლა?.- მოღეცილი სახით მკითხა ნატამ
-ჰოო.
-ისევ სკოლა, ფუფ.- ნინა
-რა იყოთ ხალხო, მასეთი ცუდია?
-ვითომ არ გახსოვს რა
-ჰო მაგრამ, მე მაგრად ვერთობოდი
-შენ და არა მასწვლებლები
-ოო.- ხელი ავიქნიე და ოთახიდან გამოვედი, ისე ლაპარაკობდნენ გადამაფიქრებინებდნენ. სააბაზანოში შევედი და სიმღერით და ცეკკვით მივიღე შხაპი, მერე ისევ ცეკვით გამოვედი უკან და ეზოში ჩავედი, მთვარეს შევყურებდი, ისეთი ლამაზი იყო, თუმცა ვარსკვლავები არსად ჩანდნენ, მერე კოცნა გამახსენდა და კიდე მომინდა, ტაომ ერთიანად დამაყარა და ტუჩის კუთხეზე ვიკბინე რეალობაში დასაბრუნებლად, ოხ რა მყავს ეგ, მთელი სხეულით და გონებით მიზიდავდა, ასეთი არავინ მინახავს, ჯერ რა თვალები აქვს, მერე ტუჩები, სულ კოცნა მოგინდება, ტანი უნიკალური, სიარულის მანერა დაამატყვევებელი, ერთი სიტყვით სრულყოფილებ, თავი მუხლებზე ჩამოვდე და ჩემთვის მეცინებოდა მის წარმოდგენაზე...

***
დილით 9 საათზე ავდექი, მოვწესრიგდი და ისეთი იმიჯი შევიქმენი ბავშვებს მაშინვე რომ "დავვასებოდი", შავი მუხლზე გადახეული შარვალი კეტები და შავი მაიკა, წარწერით "pink floyd" ვიცი მოეწონებოდათ, ჩანთა ავიღე თმა ავიწიე და "სკოლისაკენ ჰერი ჰერი" მანქანით მივედი და გაჩერება რო ვერსად ვნახე შესასვლელიდან 50 მეტრში გავაჩერე, ფეხით გავუყევი გზას, ეზოში ბიჭები ისხდნენ, მათთან მივედი და მივესალმე
-გამარჯობა ბიჭებო.- მათი გაოცებული მზერა ჩემტვის დამაბნეველი იყო
-გამარჯობა.- ერთი მალევე გამოფხიზლდა
-დირექტორის კაბინეტს ვერ მაჩვენებთ?
-არ მოსულა ჯერ
-კარგი აქ რო დაველოდო შეიძლება?
-კი.- ერთი ფეხზე წამოდგა და იქ დამსვა, ოჰ რა ჯელტმენია
-იცით მე შეიძლება თქვენი ახალი მასწავლებელი ვიყო.- ისევ მე გავაგრძელე ლაპარაკი, სუყველამ ერთად "ვაა მაგარიაო"
-ჰო და რამდენი წლის ხართ?
-თ მოვაშოროთ კაი? ისე 28 ვარ
-და ასე კარგად გამოიყურები, 28-ისები ისეთები დადიან ზოგი.- დანანებით ჩაილაპარაკა ერთმა
-აქ არ ვცხოვრობდი შესაბამისად მე არ მეხება.- ცოტა "წავიბლატავე"
-რა გქვია?.- ეს ბავშვი დანახვისთანავე მომეწონა, ჭკვიანი გამოხედვა ჰქონდა და შავი თვალები
-მე მონიკა ნაცვლიშვილი ვარ
-და სად ცხოვრობდი აქამდე?
-იტალიაში, არქივში ვმუშაობდი, უცხოენების განხრით დავამთავრე სწავლა, იქ ვსწავლობდი, იმედია ახლა აქ გავაგრძელებ მუშაობას
- დირექტორმა რო არ აგიყვანოთ ავუბუნტდებით.- ამ ლაპარაკში ვიყავით გართული სკოლის ფანჯარაში, თორნიკეს მოვკარი თვალი, მე მეგონა მომეჩვენა, მაგრამ რამოდენიმეჯერ განმეორდა
-ბავშვებო რაღაც უნდა გკითხოთ? თორნიკე ჩუბინიძეა ის?
-კი, მაგარი კაცია, სპორტის მასწავლებელია
-აჰ გასაგებია, აქ იყავით დირექტორი რო მოვა დამიძახეთ.- ფეხზე ავდექი და ერთიც თან გავიყოლე მასთან რო მივეყვანე, პატარა სკოლა იყო, მაგრამ მე მომეწონა თან თორნიკეო "გავუშრობდი სისხლს", თორნიკესთან ბავშვი გავუშვი. მალევე მოვიდა თორნიკე და ჩემს დანახვაზე უკან დაიხია, რამეს მესვრის კიდეო
-გამარჯობა თორნიკე.
-არ მითხრა რო?
-ჰო.- თავი დავუქნიე მე არადა რატო მკითხა არ ვიცი
-ანუ უკვე პიოვე ?
-კიი, და ძალიან მომწონს
-რაა? მართლა გაგიჟდი გოგო? 17 წლის ბიჭი მართლა მოგწონს.- ბავშვზე მანიშნა თვალით
-ჰა ? რაა? არა კაცო სამსახური ვიშოვე, ამან შენამდე მომიყვანა.- ჩემ ასეთ პასუხზე ისევ თავისი ხარხარით დამაჯილდოვა.

-მმ, იმედია მოგწონთ და სახალისოცაა, ვცდილობ კარგი იყოოოს, და მადლობა თქვენ რომ კითხულობთ, გუშინდელი გაცდენისთვის ბოდიში, საპატიე მიზეზი მქონდა ნამდვილად <3 ველოდები ტქვენ შეფასებას <3



სასაცილო თავი იყო ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი milangirl

მართლაც რომ სახალისოა. ბოლო ბევრი ვიცინე wink wink wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent