ისევ შემიყვარე (4)
ვოცოდი დათო სიმართლეს მეუბნებოდა,მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა,არც ნიკას დაკარგვა მინდოდა სამუდამოდ და არც ალეკოსი,ნიკაზე რომ გავბრაზდებოდი ალეკოს ვწერდი და იმედებს ვაძლევდი,ალეკოს არასოდეს მოუცია იმის მიზეზი რომ რამე მწყენოდა მისგან,პირიქით,სულ ცდილობდა კარგ განწყობაზე დავეყენებინე,ისევ სულ მე ვცდილობდი შარი მომედო მისთვის და ჩხუბის საბაბი მქონოდა. -გამოხვალ?-საღამოს დამირეკა ალეკომ -არა -მომენატრე,რა გჭირს? -არაფერი -აბა რატო მეუხეშები? -აუ აკო! შემეშვი რა! -კაი ბაზარი არაა ტელეფონი გავუთიშე და ლოგინზე გულაღმა დავეხეთქე.ვიცოდი როგორ ვამწარებდი ალეკოს,მაგრამ რა მექნა ნიკასაც ვერ ველეოდი,არცერთის დათმობა არ მინდოდა,მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.ალეკოს გვერდით,რომ ვიყავი მაშინვე ნიკა წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ და ხასიათი მეცვლებოდა,სულ მეითხებოდა რა გჭირსო,მაგრამ არაფერს ვპასუხობდი.ნიკა სულ მწერდა,მაგრამ მასაც ცივად ვპასუხობდი.მოკლედ,ურთიერთობა ორივესთან მქონდა მაგრამ ძალიან ცივი.ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ,სულ ავირიე არვიცოდი ნიკა მინდოდა თუ ალეკო,ასეთი რამ სხვას რომ დამართვნოდა გავლანძღავდი და ჩამოუყალიბებელ გოგოდ ჩავთვლიდი,თუმცა საკუთარ თავსაც ვლანძღვადი.ლიკა და თაკო სულ მეჩიჩინებოდნენ მიიღე გადაწყვეტილება ორი კურდღლის მადევარი ერთაც ვერ დაიჭერსო,მაგრამ ასეთი ადვილიც არ იყო,ნიკა,რომელთანაც მთელი 5 წელი მაკავშირებდა,იმდენი ტანჯვა წამება გამოვიარე მის გამო ყველას დავუპირისპირდი,მალე ქორწილსაც ვგეგმავდით სანამ გაცივდებოდა ჩემ სმიმართ,მეორე მხარეს კი ალეკო იდგაბიჭი,რომელმაც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა,მასთან ურთიერთობა საოცრად მაბედნიერება,თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მიყვარდა. დილით ჩვეულებრივ წავედი უნივერსიტეტში,შესასვლელში ალეკო და თავისი ძმაკაცები იდგნენ,რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა -უნდა დაგელაპარაკო -რაზე? -წამოდი ხელი მომკიდა და ცარიელ აუდიტორიაში შემიყვანა -მოკლედ ასე გაგარძელება აღარ შემიძლია ნია,იცი რო სასწაულად მიყვარხარ, უნდა გადაწყვიტო რამე, ასე როდემდე ვიაროთ? -შემეშვი,არაფერი გამოგვივა,სხვა მიყვარს -ისევ ის ბიჭი?-სიმწრისგან გაეცინა -ხო -პონტი არაა,ძლივს გოგო შემივარდა და გგონია ასე ერთ უარზე დაგთმობ? ჩემი ცხოვრება უშენოდ ცარიელი იყო,ახლა როცა შენ გამოჩნდი მომავალზე დავიწყე ფიქრი,მინდა სადმე ვიმუშაო და უკეთესი გავხდე შენ სგამო,იქნებ ვცადოთ ნია,ვხვდები რომ შენც არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი. -ალექს,არ გესმის?რა ჩემი ბრალია თუ ვერ შეგიყვარე? მიყვარხარ ისე როგორც მეგობარი,ძალიან გაფასებ და არ მინდა უარესად გატკინო გული და იმედები მოგცე,ამიტომ ჯობს საერთოდ ნუღარ შემეხმიანები. -არა ნია არა! უშენოდ არ შემიძლია არ გესმის? -და მე რა ვქნა ალექს? მოგატყუო? -ვცადოთ ნია,იქნებ შენც შეგიყვარდე -არა ალექს,ეგ ამბავი არ გამოვა,ჯობს დაივიწყო ვერც კი წარმოიდგენთ რად დამიჯდა ამ სიტყვების თქმა,მას ხომ სტკიოდა მე ორმაგად მტკიოდა,ჯობდა დამესრულებინა თორემ ნიკა არ მომცემდა უფლებას სხვასთან ვყოფილიყავი,ალეკოს რომ ეს გაეგო ვიცი გადაირეოდა არც ეს დაუთმობდა და რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა,მე კიდევ მათი შეტაკების მიზეზი არ მინდოდა გავმხდარიყავი და გაჩუმება ვარჩიე.ზუსტად ვიცოდი ალექსისთვის შანსი,რომ მიმეცა შემიყვარდებოდა,მაგრამ ნიკას ვერ ველეოდი. არავის დავლოდებივარ სახლში გულგახეთქილი დავბრუნდი,ვიცოდი აკო რა ტიპიც იყო,წავიდოდა და გაილეშებოდა თავის არაფრისმაქნის ძმაკაცებთან ერთად,ლადო და გაგა სხვა ტიპები იყვნენ,მის კიდევ 2 სხვა ძამაკცს ვიცნობდი,რომლებიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები.მთელი დღე არ შემხმიანებია,არც სოციალურ ქსელში შემოსულა,საღამოს 9 საათი იყო ნერვიულობამ პიკს რომ იაღწია და ლადოს მივწერე -ლადო,აკო ხომ არიცი სადაა? -რა ხდება? -ვიკამათეთ და მთელი დღეა არ ჩანს -აუ თქვნ კიდე რა რა გაჩხუბებთ სულ,დაიცა დავურეკავ -მიდი გელოდები 5 წუთში მომწერა -მთვრალია,სახლში მიუყვანია თავის მამიდაშვილს,რა მოხდა, ამჯერად რაზე ეჩხუბე? -ისეთი არაფერი აღარ მიმიწერია მეტად,ასე იცოდა სულ ვიჩხუბებდით და წავიდოდა დალევდა,გაილეშებოდა და მეორე დღეს ფეხზე ვეღარ დგებოდა,ჩემს გამოჩენამდე სულ მთვრალი ყოფილა თითქმის,ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობდა,ლადომ და გაგამ მითხრეს შენს მერე სულ შეიცვალაო,ბოლოს როდის დალია აღარც გვახსოვსო.მე ვიყავი მისი სტიმული,როგორც კი უარს ვეტყოდი მაშინვე სმას იწყებდა და სულ აგრესიული დადიოდა ხოლმე. მომდევნო 3 დღე აღარ გამოჩენილა უნივერსიტეტში. ვნერვიულობდი მოკითხასაც ვერ ვბედავდი. -გაგა,აკო სადაა?-გულამოვადნილი მივედი -სოფელში ვარო წეღან ველაპარაკე -როდის ჩამოვა?ხომ კარგადაა? -კი კარგადაა,რა ხდება ნია? -მოკლედ რა! გიჟია ეგ ბიჭი -მთლად დალაებული ვერ არის, გეთანხმები-გაეცინა და ლოყაზე მიჩქმიტა ელენემ გოგონები დაგვპატიჟა თავისთან შაბათს,უარი არ გამაგონოო,რამდენჯერაც დამპატიჟა არასოდეს მეცალა და გადავწყვიტე წავსულიყავი.სახლში დაბრუნებულს დათო და ლიკა დამხვდნენ,მათმა დანახვამ გამახარა და მოვეხვიე ჩემს ბავშვებს -გოგო აქამდე სად გდიხარ?-მკითხა ლიკამ -საგულაოდ ვიყავი-ენა გამოვუყავი -მორჩით ახლა! მიდი ნია ჩანთა დააგდე და გავიდეთ -სად? -ჩემთან ავდივართ დაჩაზე, თაკო და თემოც ამოვლენ -აუ,მეზარება -ეგდე მაშინ სახლში,პარასკევია დღეს,ვერ მოიმიზეზებ სამეცადინო მაქვსო -აუ რა ენა გაქვს ლიკა გამოვიცვალე და დათოს დაჩაზე ავედით,იმდენი დავლიე სულ არ მახსოვდა არც ნიკა და არც აკო,ძალიან ბევრი ვიცეკვე,ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი ბოლოს. ტელეფონს დავხედე აკო მირეკავდა -გისმენ-ძლივს მოვაბრუნე ენა პირში -რას შვები -არაფერს -მთვრალი ხარ? -კიი -სადხარ? -დათოს დაჩაზე -სახლში მალე მიხვალ? -არვიცი -კარგი მიდი და მეტი აღარ დალიო დილით თავის ტკივილმა გამომაღვიძა,საათს რომ დავხედე 12 სრულებოდა,ელენემაც არ დააყოვნა და დამირეკა -ჰე,ნია რას შვები აბა? -აუ,ახლა გავიღვიძე -მიდი მოემზადე და გამოდი,გოგონებიც მოდიან უკვე -კაი ისევ ბალიშზე დავემხე,წუხელ მართლა ძალიან ბევრი მომივიდა.მოვემზადე და ელენესთან გავედი. -გოგო შენ და აკო რას შვებით? -არაფერს -ნია,მაგ ბიჭს რომ უყურებ სახე გიბრყინდება,იქნებ სცადოთ? -აუ არა რა ელენე,აზრი არაქვს -ნიკას გამო ხო? -ხო სალომე კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ ბიჭებზე.როგორც აღმოჩნდა სალომეც ჩემს დღეში იყო ლადოსთან.კიდევ ცოტახანს დავრჩით ელენესთან,მერე კი სახლში წამოვედი.მაშინვე ჩავრთე ლეპტოპი და ქსელში შევედი,აკო ონლაინში იყო. -აქ ხარ?-არც მოწერა დაუყოვნებია -კი -ისევ იმ აზრზე ხარ? -კი აკო -ნია პონტი არაა,არ შეგეშვები მიყვარხარ გესმის? -ვაიმე აკო! უკვე დამღალე რა,რა ჩემი ბრალია რომ არ მიყვარხარ? -კაი ნია კაი! მეტად აღარც მოუწერია,ნიკა ისევ აგრძელებდა ტვინის ბურღვას და მუქარას,ხან გამოჩნდებოდა ხან კიდევ ქრებოდა,როგორც სჩვევია ისე. ალეკოს ხასიათი მაშინებდა,რომ დათვრებოდა თავზე კონტროლს კარგავდა.საშინელი ხასიათი ჰქონდა,სულ შარში იყო,მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ეცალა,ყურადღება არასოდეს მოუკლია,მინდა ყველა ჩემი ძმაკაცი გაგაცნოო,ყველამიცის როგორ მიყვარხარ და შენი გაცნობა უნდათო,მე არ მინდამეთქი და სულ უარზე ვიყავი.ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი რასაც მეუბნებოდა,სულ სახლამდე მაცილებდა და ცდილობდა გვერდით ყოფილიყო.გაგა და ლადო ეკაიფებოდნენ ნიას გვერდით რომ დადიხიარ დებილის სიფათი გაქო.ურთიერთობას ჩვეულებრივად ვაგრძელებდი,ისევ ერთად დავდიოდით ყველგან,ისევ ისეთი ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა,მაგრამ შეყვარებულობაზე არაფერს ვამბობდით,სულ მეუბნებოდა მიყვარხარო,მარა თავს ვარიდებდი და სხვა თემაზე გადამქონდა ლაპარაკი,მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვცდილობდი,თუმცა ვიცოდი ეს შეუძლებელი იყო. _________________ ისტორია დიდი,დაახლოებით მეორე წელია უკვე გრძელდება,რამდენჯერმე მეორდებოდა ერთიდაიგივე სიტუაცია,მაგრამ შევეცდები ლაკონურად გადმოგცეთ <3 :* :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.