შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(I ნაწილის დასასრული)


10-10-2015, 22:13
ავტორი lisebeth
ნანახია 4 053

ელენეს სიხარულის ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ელოდა კიდევაც ,რომ ჩააბარებდა ,მაგრამ როგორც ხდება ხოლმე გულში მაინც რეჩხად ჰქონდა ეჭვი. საწოლიდან გადმოხტა და მშობლების ოთახისკენ გაქანდა . შაბათი დღე იყო და ამიტომ გვიანობამდე ეძინათ. კარი შეგლიჯა და შევარდა. გია წიგნს კითხულობდა და როგორც კი შვილის ხმა გაიგო მაშინვე სმენად იქცა. თამუნა შეშინებული წამოხტა. ქალს სახეზე ფერი არ ედო. ეტყობოდა მოულოდნელმა შეკივლებამ ძალიან დააფრთხო.
-გული გამიხეთქე ელენე რა მოხდა ასეთი?
-ჩავაბარე... ჩავაბარე გესმის დედიკო? _კისერზე მოეხვია და მაგრად აკოცა ქალს
-გილოცავ ჩემო გოგონავ _ ცოლ-შვილს გიაც მოეხვია.
-მარის და ნინის მივწერე და დღეს მოვლენ. _თქვა ელენემ.
-მარიც მოვა? მართლა მოვა? _გაუხარდა გიას. იმ ამბის მერე ფაქტობრივად არც ენახა ქალიშვილი
-კი მოვა. ახლა წავალ და რატისაც ვეტყვი. მერე მოვწესრიგდები. როგორც იქნა სკოლის მოსწავლე აღარ ვარ.
-უნდა არვნიშნოთ საყვარელო. შენს მეგობრებს უთხარი მოვიდნენ. დღეს ხომ შაბათია?
-აუცილებლად მამიკო _ ისევ აკოცა კაცს ლოყაზე და ოთახისკენ წავიდა.
კარგა ხანს რატის ესაუბრებოდა. მერე საშხაპეში შევიდა. სანამ დაასრულებდა გოგონების ხმა გაიგო ოთახიდან და გამოსძახა დამელოდეთ მალე გამოვალო. ნინი ელენეს საწოლზე წამოგორდა და ინტერნეტში ბოდიალი დაიწყო. ელოდებოდა იქნებ ლევანი შემოვიდესო. ტუმბოზე ელენეს ტელეფონი აწკრიალდა და ზედ ''დაჩი'' აციმციმდა.
-ელენე დაჩის ესემესია_ გასძახა მარიმ ჯერ ისევ საშხაპეში მყოფ დაქალს.
-აუ წაიკითხე რა და უთხარი ,რომ დღეს სვიდზე ველოდები.
-პაროლი...
-რა პაროლი?
-ტელეფონის ვერ ვრთავ.
-ოთხი რვიანი, ლუკასაც მიწერეთ რა ...
მარიმ დაჩის მესიჯი გახსნა და მისაწერად მოემზადა ,მაგრამ თვალი ეკრანზე გაუშტერდა. სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული ელენე გამოვარდა. დაავიწყდა , რომ დაჩი და ის წინა რამით დიანას ორსულობაზე საუბრობდნენ.
-რა მოხდა?_ თვალი გააყოლა ჯერ მარის მერე ელენეს ნინიმ
-დაჩი გწერს დიანას ორსულობის შესახებ არავის არაფერი უთხრაო. _გაოგნებული სახით თქვა მარიმ და ისევ ეკრანს დახედა თითქოს იქ სხვა რამის ამოკითხვას ელოდა
-დიანა ორსულადაა? _ ფეხზე წამოხტა ნინი და ისიც უარყოფით პასუხს დაელოდა მეგობრისგან
-ჰო ასეა... არ გითხარით რადგან არ მინდოდა ეს დაჩის უკითხავად გამეკეთებინა. ბოლოს და ბოლოს ეს მხოლოდ მათი საქმეა. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ.
-რას ნიშნავს მხოლოდ მათი საქმეა? _ გაიკვირვა მარიმ
-იმას ,რომ მხოლოდ მათი საქმეა. გასაგებია ,რომ გიყვარს ,მაგრამ ეს ძალიან პირადულია და არ ღირს ჩენ რაიმე სახით გავერიოთ. სჯობთ თავად მოაგვარონ ეს ამბავი.
-დაუჯერებელია. აი რა მოჰყვება უპასუხისმგებლო ურთიერთობებს._ საწოლზე გადაწვა ნინი.
-მოდით ამ თემაზე საუბარი შევწყვიიტოთ. ვაცადოთ თავად გაერკვნენ ამ სიტუაციაში და თავიანთ გრძნობებში.
-მშობლებმა იციან? _ ეტყობოდა ,რომ გაოცებას ჯერ არ გაევლო მარისთვის.
-შორენამ იცის და დიანას მამამაც. შორენა რამდენჯერმე იყო მის სანახავად მისული. დედას ესაუბრებოდა გუშინ აბორტის უფლებას არ მივცემო. ამის მომხრე არც მე ვარ. შორენა კიდევ სხვა კუთხითაც უდგება. ექიმია და ხომ ხვდები.... წავალ მე თმას გავიშრობ. თქვენ ბიჭებს მისწერეთ მოვიდნენ.
გოგონები დიდხანს საუბრობდნენ დაჩის და დიანას მომავალზე სანამ თამუნა არ შემოვიდა და იდილია არ დაურღვიათ. ელენე არც უსმენდა მათ გამოთქმულ ვერსიებს. კარადიდან ტანსაცმელს ყრიდა და არჩევდა როგორმე მოერგო . არც ერთი არ მოსწონდა არა და ნახევარზე მეტი ხომ ჯერ არც ჩაუცვამს.
-რას აკეთებ საყვარელო ?_ კარს მოადგა თამუნა.
-მინდოდა რამე ამერჩია საღამოსთვის. ბავშვები მოვლენ. რამდენიმეს ვუთხარი მოსულიყვნენ.
-მე კიდევ მსახურს ვუთხარი შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოეცხო.
-ვგიჟდები შენზე დედიკო_ მოეხვია ქალს ელენე ,მაგრამ ამჯერად წელზე ხელი ვეღარ შემოაწვდინა._ ჩემს დედიკოს უკვე ისე ვეღარ ვეხვევი ,როგორც საჭიროა _ გაიხუმრა მეგობრების თანდასწრებით. მარიმ თავი უხერხულად იგრძნო
-ეს შენი და ან ძმაცაა მარი _ თქვა თამუნამ. როცა დაიბადება ელენე ამ სახლში უკვე აღარ იცხოვრებს. შეგეძლება როცა მოგინდება მოხვიდე და ნახო. მინდა იცოდე, რომ შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-მესმის და გმადლობთ.
-კარგი ახლა ადექით და ქვემოთ სუფრის გაწყობაში დამეხმარეთ.და აი ვანდაც მოვიდა _ მანქანის ხმას გამოეხმაურა ქალი

VVV
დანაღვლიანებული იწვა საწოლზე და ფიქრობდა ახლა რა უნდა მოემოქმედებინა. იქნებ როგრმე მიეცათ ამ გამოცდის თავიდან ჩაბარების უფლება. რას იფიქრებდა თუ მათემატიკას ჩააბარებდა და ინგლისურზე ასე დაემართებოდა. ზუსტად ერთი ქულით გადასცდა ბარიერს. მამამისისთვის დარეკვა უნდოდა ,მაგრამ მისი ძმა შემოვიდა და გადაიფიქრა.
-ჩაიჭერი? ასეც ვიცოდი. ნამდვილი შტერი ხარ.
-თავიდან მომწყდი.
-რა არ გჯერავს? შენი ორსულობა მთავარი მტკიცებულებაა.
რა გინდა? გადი გარეთ. შენ არავინ გეკითხება. ამ საქმეს მხოლოდ იმასთან გავარჩევ ვისაც ჩარევის უფლება აქვს. შენ არავინ ხარ რამე მიმითითოს.
-თავი ვინ გგონია?_ ხელი სტაცა ბიჭმა და მისკენ ძლიერად მიიზიდა
-გამიშვი თორემ მამას ვეტყვი.
-გგონია მამას მოსწონს ის რაც ხდება? ერთხელაც ამოასხამს და შენს ადგილს მიგიჩენს.
-ფეხებზე მკიიდია შენი აზრი. გგონია შენნაირ კახპას ის ბიჭი ცოლად მოიყვანს?
-როგორ ბედავ და ასე მელაპარაკები?
-როგორც მინდა ისე გელაპარაკები. ჩემი და ხარ.
-ჰო , შენგან განსხვავებით მაინც არ ვარ.
-რაა? თავი არ მომაკვლევინო გოგო...
-რა გეგონა შენი და დედიკოს საიდუმლო არ ვიცოდი? _ ბიჭმა ხელი უშვა დიანას ,რომელმაც ტანზე მოქანჯული ზედა გაისწორა.
- რაებს ბოდავ? რა გითხრა იმ გიჟმა?
-ჰო მარტივია დედაჩვენი გიჟად გამოაცხადო და თავი დაიძვრინო ,მაგრამ დღეისთვის უფრო ცივილური და დამაჯერებელი რამეები არსებობს ჩემი სიმართლის დასადგენად. მაგალითად როგორიცაა დეენემის ანალიზი.
-საიდან მოიტანე?
-ვიცი და ისიც ვიცი ,რომ შენც იცი. დედაჩვენმა თვითონ გითხრა. ისიც ვიცი ვინაა მამაშენი. ის კაცი დიმას დაკრძალვაზე იყო მოსული. თავხედობა ეყო და მოვიდა. დედაჩვენმა კი მის თვალწინ დასვენებული ვაჟი მიატოვა და მასთან საქმეების გასარჩევად წავიდა. საინტერესოა რამ უფრო შეშალა ჭკუიდან ვაჟის სიკვდილმა თუ მეორე ვაჟზე სიმართლის გამომჟღავნების საფრთხემ?
-საიდან გაიგე?
-მესმოდა. მამას კაბინეტში ვიყავი ,როცა შემოვიდნენ. მესმოდა ყველაფერი რაზეც ისაუბრეს. მაგიდის ქვეშ ვიჯექი და მესმოდა. მერე მამა შემოვიდა და ისე გააცნო როგორც უნივერსიტეტის ამხანაგი. მამაც ისე იყო განადგურებული დაუჯერა.
-სამაგიეროდ მე ვიყავი ერთადერთი ვინც ყველაფერი მოისმინა. ერთადერთი სიმართლე.
-რატომ არ უთხარი მამას?
-იმიტომ ,რომ შენ და იმ ძუკნას არ მინდოდა მთლად გაგენადგურებინათ. წარმოგიდგენია მისთვის რა დარტყმა იქნებოდა? ერთი ვაჟი მუკვდა. მეორე კი თურმე მისი არც არასდროს ყოფილა. შენ არ ხარ ამ ოჯახის წევრი. მატყუარა მლიქვნელი ხარ.
-შენ კი პატარა გაიძვერა.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს მე რამდენი რამ ვიცი და რამდენი სიურპრიზი შემიძლია მოგიწყო. ახლა კი გაეთრიე ჩემი ოთახიდან სანამ დუმილის სურვილი კიდევ შემრჩენია.
-არ გაბედო თქმა თორემ მოგკლავ.
-შენი არ მეშინია ვერ ხვდები? სხვა დროს თემთან სალაპარაკოდ სიტყვები უკეთ შეარჩია. შენ წარმოდგენაც არ გაქვს მე რამდენი რამ შემიძლია. შენ და დედაშენს ყოველ დღეს გაზღვევინებთ ,რომელიც ამ ოჯახიდან გაგდებით წამართვით.
ბიჭმა კარი გაიჯახუნა და გარეთ გავიდა. დიანა თვითკმაყოფილი სახით იდგა და კარს უყურებდა , მერე საწოლზე წამოწვა და მამის მოსვლას დაელოდა.

VVV


ბიჭებთან ერთად ელენესთან მოსალოცად ნინა და ლევანიც მოვიდნენ. საჩუქრებიც მოუტანეს. ნინა ახლა წუწუნებდა ნეტა მეცადა იქნებ ვაბარებდიო. მიუხედავად ამისა წუწუნი მალე დაასრულა და ტკბილეულს შეექცა. ნინი და ლევანიც თავის სტიქიაში იყვნენ. მხოლოდ დაჩი დადიოდა დაღვრემილი. ელენეს უნდოდა გამოლაპარაკებოდა ,მაგრამ დაინახა მარი მიუახლოვდა და თავი შეიკავა. დაჩიმ მხოლოდ გაუღიმა მეგობარს და გადაკოცნა.
-გავიგე დიანას ამბავი_ თქვა გოგონამ.
-საიდან. ელენეს ხომ ვთხოვე არავისთვის ეთქვა?
-არა , არა მისი ბრალი არ არის. შემთხვევით ვნახეთ მე და ნინიმ მესიჯი. რას აპირებთ?
-დიანამ დრო მთხოვა და მეც ვაცლი. არცაა გასაკვირი. ამ სიტუაციაში გვიჭირს სწორად მოქცევა. სჯობს ყველაფერი გავიაზროთ.
-გასაგებია. უცნაური სიტუაციაა არა?
-რას გულისხმობ?
-არც კი ვიცი უნდა მოგილოცო თუ პირიქით.
-რატომ პირიქით?
-რა ვიცი. თქვენ ხომ? არასოდეს მეგონა ,რომ ეს ურთიერთობა ამდენად სერიოზულ რამეში გადაიზრდებოდა.
-არც ჩვენ გვეგონა ,მაგრამ... ასე მოხდა და ამაში არ ვაპირებ ვინმე დავადანაშაულო. რაც მოხდა მოხდა.
-გასაგებია. მომხდარს ვერ შეცვლი. მესმის, მაგრამ არ გიფიქრია რომ დიანამ ეს განზრახ გააკეთა? დაორსულებას ვგულისხმობ...
-ამით რისი თქმა გინდა? _ ვერ მიუხვდა დაჩი
-იქნებ უნდოდა კიდეევაც ასე მომხდარიყო.
-გეყოფა ნინი. მესმის ,რომ დიანას ვერ იტან მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას რომ განსაჯო. რაც მოხდა ყველაფერი ორივეს ნებით მოხდა. დიანას ჩემთვის არასდროს არაფერი დაუძალებია. ერთად ვიყავით იმიტომ ,რომ ორივეს გვინდოდა. გთხოვ არ ჩაერიო ამ ამბავში.
-დაწყნარდი დაჩი. არ მინდოდა ცუდად გაგეგო. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა ,რომ .... ყველამ ვიცით დიანა რა თვალთმაქცია.
-გეყოფა _ხელით ანიშნა დაჩიმ და წასვლა დააპირა.
-ჩემი მოსმენაც არ გინდა?
-არა იმიტომ ,რომ რასაც მეუბნები ტყუილია. დიანა თვალთმაქცი არა. შესაძლოა ცუდად იქცეოდა ,მაგრამ თვალთმაქცი არასდროს ყოფილა. თავის სახეს ყოველტვის ისეთს აჩენდა როგორიც იყო. ცუდსაც და კარგსაც. მაპატიე ,მაგრამ უფლება არ გაქვს ამ ამბავში ჩაერიო. ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. მხოლოდ ჩვენი პირადი საქმეა.
-მე მხოლოდ ვერსია გამოვთქვი ნუ ცოფდები.
-არც ვერსიის გამოთქმის უფლება გაქვს. დიანა კი არა შენ მატყუებდი წლების მანძილზე. თავს მეგობრად მაჩვენებდი სინამდვილეში კი სხვაგვარად ფიქრობდი. მეგობრები ვიყავით, ერთად გვეძინა ,ერთად ვჭამდით, ერთად დავდიოდით და შენ ... შენ არ გაქვს უფლება დიანა განსაჯო. იქნებ ასე ,რომ არ მოქცეულიყავი დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ შენ ასე მოიქეცი. შენმა ტყუილმა ყველაფერი დაანგრია.
-რას ამბობ დაჩი. გგონია რადგან მიყვარხარ დიანას ცილს ამის გამო ვწამებ ?
-ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. გთხოვ არ ჩაერიო ამ ამბავში. ისედაც საკმარისზე მეტი ადამიანი ცდილობს აზრის გამოთქმას. მე თვითონ მივხედავ ამ საქმეს. აქ ელენეს ამბის აღსანიშნად ვართ მოსულები და არა ჩემი და დიანას ურთიერთობის გასარკვევად.
-მგონი სუფრა უკვე გაშლილია _ მოვარდა ნინა გაბრწყინებული სახით. აშკარა იყო მომხდარზე ჯერ არაფერი იცოდა. დაჩიმაც გაუღიმა და სასადილო ოთახისკენ წავიდა. მარიც იგივეს აპირებდა ,მაგრამ უკნიდან ვიღაცამ დაუძახა და გაჩერდა.
-თქვენ ? _ შეცბა გოგონა
-გამარჯობა მარი.
-გამარჯობა გია ბი... _უნდოდა ისევ ისე მიემართა ,როგორც ადრე ,მაგრამ რატომღაც აღარ გამოუვიდა. სიტყვები ყელში გაეჩხირა და გაჩერდა.
-ვიცი ,რომ შენთვის რთულია ამიტომ შეგიძლია ისევ ისე მომმართო ,როგორც ადრე. მესმის შენი და არ ვაპირებ რამეზე ძალა დაგატანო და დაგაჩქარო. თუ როდესმე ჩვენს ურთიერთობაში რამის შეცვლა მოგინდება ეს შენი ნებით უნდა გააკეთო. უბრალოდ მინდა გითხრა ,რომ ამ სახლში შენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ.
-გმადლობთ_ მშვიდად მიუგო გოგონამ და სასადილო ოთახში წასვლა დააპირა , მაგრამ გიამ ისევ გააჩერა.
-შეიძლება გადაგეხვიო? _შიშნარევი ხმით თქვა კაცმა
-ჰო, რათქმაუნდა _ ყოყმანის მერე თქვა მარიმ და კაცისკენ მიიწია. ერთმანეთს წამიერად გადაეხვივნენ და მაშნვე გაშორდნენ. გიამ შუბლზე აკოცა გოგონას და თვალიგააყოლა როგორ გაქრა სასადილო ოთახში.
ვახშამი არც ისე დიდხანს გაგრძელდა. ძირითადად საუბრობდნენ და შიგა და შინ ელენეს სადღეგრძელოს ამბობდნენ. უკვე აშლას აპირებდნენ რატიმ, რომ დაურეკა მაგრამ ბავშვებს აცილებდა და გაუთიშა.
-ესე იგი ქორწილისთვის მზადებას იწყებ ? _ ჰკითხა წასვლის წინ ნინამ
-ჰო ფაქტობრივად უკვე დავიწყე. ოცდახუთში რატი ჩამოვა და ყველაფერს მოვაგვარებთ. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.
-სკოლა შენს გარეშე? ძალიან წარმოუდგენელი იქნება. დიანას ამბავი გაიგე? ვერ ჩააბარა.
-ჰო გავიგე. ცოტა ხნის წინ დაჩის დედა ამბობდა ვეცდები რამე გავახერხოო. მამამისიც რამეს მოახერხებს. დარწმუნებული ვარ შვილისთვის საჭირო ხალხს შეაწუხებს.
-დაჩის დედა რატომ ?_გაიკვირვა ნინამ. მან ხომ არ იცოდა რა ხდებოდა
-ეგ და დაჩი ხომ შეყვარებულები არიან? _ თავი დაიძვრინა გოგონამ._ დაციმ სთხოვა.
-გასაგებია. წავალ ანანო უკვე ჩაჯდა მანქანაში._ გადაკოცნა ელენე
-გმადლობ ,რომ მოხვედი.
-შეგეძლო იმ აუტანლის გარეშე დაგეპატიჟე.
-კარგი რა. _ გადაკოცნა და ხელი დაუქნია.ნინი და ვანდა შიგნით შემობრუნების გარეშე წავიდნენ. თან მარიც წაიყვანეს სახლში, დაჩი და შორენაც მალევე წავიდნენ. ელენეს უკვე ეჩქარებოდა ზემოთ ასვლა და რატისთან საუბარი. საწოლში ჩახტა და სკაიპი ჩართო.
-რატომ გამითიშე?
-სტუმრებს ვაცილებდი და მე ტელეფონზე საუბარს ,ხომ არ გავაბამდი. ჩემთან იყვნენ მოსულები.
- რაო მოგილოცეს სკოლის დასრულება?
-ჰო რაღაც მაგდაგვარი. შენ როდის მოდიხარ? ოცდახუთში და მათეც მომყავს.
-ვააჰ მათეც?
-ჩემი მეჯვარეა.
-მე კიდევ ლადოს დაპატიჟებას ვაპირებ.
-მერე კიდევ ნახე ?
-მე არა გოგონებმა ნახეს ჩვენთან სკოლაში გადმოუყვანია მისი პატარა და.
-იმ დღეს ძალიან დამეხმარა. მასთან ვალში ვარ.
-ჰოდა მე ვპატიჟებ ქორწილში. სხვვათასორის მოსაწვევების დიზაინი უკვე შევარჩიე. მოიცა სურათს გამოგიგზავნი _ ლინკი მოძებნა და გადაუგზავნა. _ მოგწონს?
-შენ თუ მოგწონს. მე მასეთ რამეებში ვერ ვერკვევი.
-გთხოვ მითხარი შენი აზრიც.
-მართლა ვერ ვერკვევი მასეთ რამეებში. გეფიცები... ისე მგონია ,რომ თანამედროვე დიზაინი აქვს. მითხარი ჩემი და და ის ბიჭი როგორ არან? ხომ არ ჩხუბობენ და მისთანები?
-არა კარგად არიან. რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ ლევანი ძალიან კარგი ბიჭია. დაანებე რა თავი.
-კარგი ჰო. ჩამოვალ სამ დღეში და სხვისი მოყოლილი ამბები აღარ დამჭირდება.
-ოხ შენ ვინ ხარ რა. ჩემი არ გჯერა?
-მჯერა ,მაგრამ მაინც.
-ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ. ძალიან მომენატრე. მამსვიდებს ის აზრი ,რომ მაქეთ წასვლა გეგმაში აღარ გაქვს.
-ჯერჯერობით. ახლა უნდა გაგითიშო ბოლო გამოცდისთვის ვემზადები და სიმართლე გითხრა კატასტროფაა.
-მოკლედ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა რა. კარგი ჰო წადი. მეც მეძინება დღეს დიდი სტუმრიანობა გვქონდა.
-დედაჩემიც იყო?
-დედაშენი სტუმრებში არ ითვლება. უკვე ოჯახის წევრია _ გაიცინა ელენემ და კოცნა გაუგზავნა.

VVV
ოცდაექვსში დილით ელენე ნამდვილ ქარიშხალივით ტრიალებდა სახლში. ტანსაცმელს ეძებდა ,რომელიც დასახვედრად უნდა ჩაეცვა. რატიმ უთხრა სღამოს ხუთზე ჩამოვფრინდებიო და ელენეც საღამოსთვის ემზადებოდა აეროპორტში წასასვლელად. სამზადისი ტყუილი გამოდგა. რატი 12 საათზე უკვე საქართველოში იყო და პირდაპირ მის სანახავად მოვიდა. ტაქსი ქუჩასი გააჩერა და ძირს გადმოვიდა. არ უნდოდა ელენეს მანქანის ხმა გაეგო. კარზე დააკაკუნა. მსახურები არსად ჩანდნენ ამიტომ თამუნა თვითონ წამოვიდა გასაღებად. ბიჭმა მუცელგაბერილი სასიდედრო ,რომ დაინახა ლამის გაგიჟდა. ნამდვილად უცნაური სიტუაცია იყო. ქალს გადაეხვია და პირადად მიულოცა მომავალი შვილი.
-ზემოთაა და ტანსაცმელს არჩევს შენს დასახვედრად. _ თვალი ჩაუკრა ქალმა.
-ავალ და ჩუმად მივეპარები. _რატიმ კიბეები აირბინა და კარი ფრთხილად შეაღო. გოგონა აშკარად მის დას ელაპარაკებოდა.
-ასნაირი კაბა მაქვს და ერთს ვერ აარჩევ ადამიანი _ მიაჩივლა დაქალს.
-ნუ ხარ პანიკაში ის უბრალოდ რატია.
-მოკეტე. რომ მოსულიყავი არაფერი გიჭირდა. _ კაბა მოისროლა და ახლის გამოსაღებად მობრუნდა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რატის დანახვაზე ლამის შოკში ჩავარდა. დაიკივლა და მისკენ გაქანდა _ რატი როდის ჩამოდი? _ გაექანა, კისერზე შეახტა და მაგრად აკოცა. _ უკვე მეორედ ჩამოხვედი ასე ჩუმად.
-ელენე მოჩვენებები დაგეწყო?_ ჩასძახა ნინიმ თუმცა ტელეფონი უკვე იატაკზე ეგდო.
-მოგატყუე საღამომდე ვერ ჩამოვალ-თქო.
-მე კიდევ შეხედე. მთელი კარადა გადმოვანგრიე კაბის ძებნაში
-ამ ჯინსშიც ძალიან ლამაზი ხარ
-მიყვარხარ ....მიყვარხარ ...ღმერთო როგორ მომენატრე. აღარ მეგონა მაისი თუ დადგებოდა.
-სიმართლე გითხრა აღარც მე. საქართველოში დაბრუნება ასე არასდროს გამხარებია. წამო ქვემოთ ჩავიდეთ გიასაც ვნახავ.
მათი ჩასვლისთანავე კარზე ზარი გაისმა. მსახურმა გაარო და ლუკა იყო , რომელსაც ზუსტად ისეთივე რეაქცია ჰქონდა რატის დანახვაზე როგორც ელენეს. ყველას მიესალმა და გადაკოცნა.
-მიხარია შენი ნახვა რატი _გულწრფელად თქვა ლუკამ
-მეც , რა ხდება ახალი?
-ყველაფერი ძველებურად.
-რამ მოგიყვანა ამ შუა კვირაში?
-სკოლის ბოლო კვირაა ელე. ხომ იცი ამდ როს უფრო მარტივია იქედან გამოღწევა. ფულს ვკრიბავ ექვსკურსიიისთვის. დიანასთან ვიყავი და მტკიცე უარი მითხრ. დაიჯერებ ? ვეხეწე კიდევაც დაჩის ხათრით ,მაგრამ არაო ... ყველასთან ვიყავი ვინც ჩვენი კლასიდან დაამტავრა. ბოლოს შენთან მოვედით.
-ჰო რათქმაუნდა. დედა ექვსკურსიის ფული უნდა ლუკას. ვარძიაში მივდივართ ორი დღით.
-შენ რა ექვსკურსიაზე მიდიხარ? ორი დღით? _ სახე ეცვალა რატის.
-ჰო რათქმაუნდა ყოველ წელს დავდივართ.
-ამდენი ხანია ჩამოსვლას ველოდები და შენ მიდიხარ?
-სულ ორი დღით. ორში წავალთ და სამში ჩამოვალთ. ეს ჩემი ბოლო წელია სკოლაში. ბოლო ექვსკურსიას ვერ დავაკლდები.
-არა რატი. ექვსკურსიაზე აუცილებლად უნდა წავიდეს _ დაადასტურა თამუნამ და ლუკას ფული გაუწოდა._ასი ხომ?
-კი...
-წვენი დალიე. არ გშია? რასაც მეტყვი გაგიმზადებ საყვარელო _ მიეფერა თამუნამ მაგრამ ბიჭი აჩქარდა და მალევე წავიდა.
რატი ასკარად უკმაყოფილო ჩანდა ,მაგრამ არ გამოუხატავს.
-ახლა მითხარი რა სიურპრიზზე მელაპარაკებოდი თორემ ვეღარ ვითმენ.
-ვიცოდი ,რომ არ დაგავიწყდებოდა ამიტომ ის ჩემოდანი წამოვიღე რომელშიც მედო. დანარჩენი სახლში გავაგზავნე.
-მანახე რა გთხოვ _ აწუწუნდა ელენე და სახეზე მოუთმენლობა დაეტყო. ბიჭმა ჩემოდანი გახსნა და იქედან დიდი თეთრი ყუთი ამოიღო. ვარდისფერი ბაფთით იყო გაბანტული._ ბაფთა ლამაზია. ახლა შიგნით ვნახოთ_ ლენტი გამოსწია და ნასკვიც გაიხსნა. თავი ,რომ ააძრო შიგნით თეთრი კრიჭინა ქაღალდი ჩანდა მის ქვეშ კი აშკარად საოცრად დაქარგული თეთრი ქსოვილი. ელენემ ხელი მოჰკიდა და ყუთიდან ამოსწია.
-სადედოფლო კაბა?
-არ გეგონოს ,რომ უბრალოა. ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერის კაბაა. ვიტრინაში ვნახე მეხუთე ავენიუზე. ვიფიქრე ,რომ შენსავით არავის მოუხდებოდა.
-და დიდი ,რომ მქონდეს ან პატარა?
-თამუნამ ზომები მითხრა. მოგწონს?
-ამაზე მშვნიერი არაფერი მინახავს. თავის ,რომ მომეკლა აქ ასეთ საოცრებას ვერსად ვიყიდდი. გმადლობ საყვარელო _ მოეხვია კისერზე ელენემ და მკერდზე მაგრად მიეკრა.
-შვიდზე რას იტყვი ?
-რა შვიდი?
-შვიდში ქორწილი ...
-ასე მალე? მე ხომ ...ჯერ არაფერი მოგვიმზადებია.
-ნაკრებში გამომიძახეს და მეც დავთანხმდი.
-რომელ ნაკრებში?
-საქართველოს. ერთ წლიანი კონტრაქტი დავდე. ერთი წელი საქართველოდან ვერ წავალ. ეს წელი აქ უნდა გაგვეტარებინა და ვიფიქრე არ ღირდა უქმად დაკარგვა. აქ რამე ხომ უნდა ვაკეთო არა?
-რათქმაუნდა. ქორწილს გადავიხდით და ერთი თვით სადმე წავალთ. ივლისში უკვე ვარჯიშებს იწყებენ. არ მინდა დრო ტყუილად დავკარგო. თუ შენც თანახმა ხარ.
-რათქმაუნდა. დედა შენ რას იტყვი? _ თამუნას მიუბრუნდა ელენე
-მე უკვე ვიცი და ვისაუბრეთ მე და გიამ ამ ამბავზე. თუ შენც თანახმა ხარ? ... შენ უნდა გადაწყვიტო.
-ყველამ იცოდით? _აღშფოთდა ელენე
-გვინდოდა სიურპრიზი მოგვემზადებინა. არ გაგიხარდა?
-რათქმაუნდა გამიხარდა _ ცრემლები წამოსცვივდა გოგონას და რატისმკერდზე მიადო თავი.
-გამარჯობა. რატ ჩამოსულა _ კაბინეტიდან გია გამოვიდა და ხელი ჩამოართვა._ ბოდიში საქმეზე ვსაუბრობდი.
-არაუშავს.
-რაო პატარძალმა? მოეწონა სიურპრიზი?
-მამიკო... მითხარი ,რომ ჩემზე გბრაზებული არ ხარ.
-რატომ უნდა ვიყო ჩემო სიხარულო?_გულში ჩაიკრა ქალიშვილი
-რავიცი... იცოდეთ ექვსკურსიაზე მაინც წავალ. ეს ჩემი ბოლო დრეა კლასთან ერთდ. ვერავინ გადამათქმევინებს.

VVV
სკოლაში სასწავლო წელი დასრულდა. ყველაფერი ისე დაცარიელდა როგორც ზაფხულობით ხდებოდა ხოლმე. ყველა მხოლოდ ექვსკურსიაზე საუბრობდა, მაგრამ მთავარი თემა ელენეს ქორწილი იყო. გოგონამ მთელი კლასი დაპატიჟაა, მიუხედავად იმისა ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა.
ახლა მხოლოდ ერთი საჯავრებელი ჰქონდა. არ იცოდა მეჯვარედ ვინ აერჩია. მარი თუ ნინი. იცოდა ეერთ-ერთს აუცილებლად დასწყდებოდა გული. ბოლოს არჩევანი ვერც ერთზე შეაჩერა. მარი ისედაც ჩემი დაა და ნინი ჩემი მეჯვარე თუ გახდება უფრო მეტად დავნათესავდებითო. ასე ,რომ ბოლო დროს შემოღებული ტრადიცია არც ელენემ დაარღვია დ ორი მეჯვარე დანიშნა. ბოლოს და ბოლოს რატის მეჯვარეც ჩამობრძანდა და მისი გაცნობის პატივიც ერგოთ.

ექვსკურსიამ იმდენად კარგად ჩაიარა ,რომ მთელი ორი დღე რატისთან მარტო ამაზე საუბრობდა ელენე. გოგონები ერთნაირ კაბებს იკერავდნენ.
დაჩი მოთმინებით ელოდა დიანასგან ზარს, მოთმინება შვიდამდე გაგრძელდა, როდესაც მამამისს დაურეკა და გაიგო რომ გოგონა ქორწილში არ მოდიოდა.
-გადავწყვიტე თმა ცოტა შევიჭრა_ თქვა სალონში მყყოფმა ელენემ.
-ხომ არ გაგიჟდი? ამხელა თმა როგორ უნდა შეიჭრა? _გადაირია მარი
-ახლა არა. დღეის მერე. ეს ვარცხნილობა ძალიან ბავშვურია. მართლა სკოლის მოსწავლეს ვგავარ.
-დღეს შენი ქორწილია კი არ ბერდები? _ მხარე ხელი წამოჰკრ ნინიმ
-რა სუასია დაბერება. თან საშინლად გრძელია და უკვე ნერვებს მიშლის.
-ნეტა სმოკინგში გამოწყობილი ჩემი ძმა მაჩვენა.
-ძალიან სიმპატიური იქნება.
-ვერ იტნს სმოკინგს, ჰალსტუხს და პეპელას.
-მე და მარი თმას გავიშლით. ეფექტური იქნება. შენ ვარცხნილობა გაიკეთე.
-ყველაფერი უკვე შერჩეული მაქვს. ხომ გაჩვენეთ?
-გოგონებო მაპატიეთ დამაგვიანდა. _ შემოვარდა ნინა ,რომელსაც წითლად აბრიალებულ თმაზე კაპიუშონი წამოეხურა.
-არ მითრა ,რომ წვიმს_ ფერი დაკარგა ელენემ
-რა წვიმს გოგო იხრუკება ყველფერი. ისე მაფარია... მე ხომ ცოტა ვერ ვარ. დავივარცხნი და ეგაა. არანაირი ვარცნილობა.
ელენემ შვებით ამოისუნთქა და სავარძელში ჩაეჩვა. გოგონებიც თავიანთ სტილისტთან მოკალათდნენ. ორ საათს მოუნდნენ გამოპრანჭვას. კაბების ჩასაცმელად ,რომ გავიდნენ ელენე ისე აღელდა ლამის გონება დაკარგა. იქ მომუშავე სტილისტებმა კაბის დანახვაზე ლამის გონება დაკარგეს. ასეთი მშვენიერი არაფერი გვინახავსო. ელენემ მოუყვა ,რომ კაბა რტიმ ამერიკიდან ჩამოუტანა.
-მართლა მაგარია. ამ კაბის ხათრით მეც გავთხოვდებოდი ._ ამოთქვა ნინამ და გამოსაცვლელად წავიდა.
მალე რატის მანქანაც გამოჩნდა. ისე სიმპათიური იყო ლამის გული მკერდიდან ამოუხტა. არც მათე გამოიყურებოდა ცუდად.
-ეს სასწაული ვინ არის?_პირი დააღო ნინამ
-ჩემი რატია გოგო_წელში გასწორდა ელენე
-მე სხვა სასწაულზე გეუბნები.
-მათეა ეგ ჩემი ძმის ძმაკაცი _ დაიმანჭა ნინი და ბიჭებიც შემოვიდნენ.
-რა ლამაზი ხარ _გაუღიმა საცოლეს და მოეხვია. _მზად ხარ?
-კი _ხელი მოუწირა რატის გოგონამ. იქ ლადო , ლუკა და ლევანია. ნინა შენ იმათ წამოყევი კარგი?_ გოგონამ თავი დაუქნია თუმცა აშკარად სიძე-პატარძლის მანქანაში ერჩივნა.

VVV
დაჩი დიანას სახლში მივიდა. ქორწილისთვის საგანგებოდ იყო გამოპრანჭული. დიანას მამა გაუძალიანდა ,მაგრამ მაინც შეუშვა. გოგონა საწოლზე იყო მოკუნტული და ტელეფონზე თამაშობდა. კარზე დააკაკუნა და შევიდა. დიანა საწოლზე წამოხტა და გააცნობიერა ვინ იყო.
-დაჩი აქ რას აკეთებ? ქორწილში არ ხარ?
-მივდივარ.
-ჯვრისწერაზე დაგაგვიანდება.
- ჩაიცვი მივდივართ.
-მე ვერ წამოვალ. ალბათ უკვე ყველამ იცის რაც მოხდა. ყველა მე დამცინებს. არ მინდა აქედან გამოსვლა_ თავი გააქნია გოგონამ
-ვერავინ დაგცინებს. ჩვენ ხომ ერთად ვართ?
-სკოლაც ვერ დავამთავრე.
-მოვიფიქრებთ რამეს. ახლა ადექი და ჩაიცვი. ვიცი ,რომ წამოსვლა გინდა. სხვისი აზრი ვის აინტერესებს?
-არა _თავი გააქნია და ხელები მუხლებს შემოაჭდო.
-რას ჩაიცმევ მითხარი _გარდერობი გამოაღო დაჩიმ_ამას ? _მოისროლა ერთი საწოლზე. _თუ ამ ლურჯს? თუ შავს? თუ მწვანეს? _ნახე რამდენი ტანსაცმელი გაქვს. ადექი ფეხზე ... მე ხომ მოვედი. არ მგონია სხვა რამ იყოს მთავარი.
-არ მინდა ,რომ რამე დაგაძალო. მინდა სხვანაირად მოვიქცე. გთხოვ მითხარი ,რომ ამას ვალდებულების და სინდისის ქენჯნის გამო არ აკეთებ.
-რას ამბობ გოგო. რათქმაუნდა არა. ასეთი გგონივარ? რადგან აქ მოვედი ესე იგი ასე მსურს. მიდი ჩაიცვი და წავიდეთ. ფეხებზე ყველას აზრი
-მართლა?_ ამოიკვნესა დიანამ
-შენს გამო მარის ვეჩხუბე და ლამის გავლანძღე. მასაც არ მივეცი უფლება ჩვენზე და შენზე ცუდად ესაუბრა. სხვა რა გინდა ,რომ გავაკეთო.
-არაფერი გარდა იმისა ,რომ მინდა ჩემთან ყოფნა მართლა გინდოდეს. აღარ მინდა ყალბი ურთიერთობები. მასეთი სახლშიც მეყოფა. დავიღალე ამდენი სიყალბით
-ჰო და ადექი. გელოდები. იცოდე არ წავალ ქორწილში უშენოდ და შენს სინდისზე იქნება ჩემს საუკეთესო მეგობარს საკურთხეველთან თუ ვერ ვნახავ. _ გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე მოეფერა
-და ბავშვს რა ვუყოთ? რა დროს ჩვენი შვილია?
-ნამდვილად რა დროს ჩვენი შვილია ,მაგრამ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. დედამ დამპირდა ,რომ დამეხმარება. მისი მჯერა.
-მეც დაგეხმარებით თუ ასე გადაწყვეტთ_ კარი შემოარო დიანას მამამ ბესომ._ დედათქვენი მართალია. ის საოცარი ქალია და ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. ერთი შვილი დავკარგე და ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. მეორეს არ დავკარგავ ...და არც შვილიშვილს. უკვე ვარკვევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ დიანამ ის ერთი გამოცდა გადააბაროს. დედათქვენმა ექიმის ცნობა მომიტანა.
-ჰო მომიყვა.
-ახლა ჩაიცვით და ქორწილში წადით. ხედავ შვილო? შენი კლასელი თხოვდება. ძალიან მალე შესაშლოა შვილი მასაც ეყოლოს. ეს იმას ნიშნავს ,რომ ერთადერთი არ ხარ. თუ ღმერთი ინებებს და მერე დაქორწინებაზე იფიქრებთ ეგ თქვენი საქმეა. ახლა კი .... უბრალოდ ქორწილში წადით.
დიანამ გაიღიმა და კარადიდან კაბა ჩამოსხნა.
-ამას ჩავიცმევ
-ძალიან ლამაზია_ მოეხვია ბესო ქალიშვილს და შუბლზე აკოცა.
დაჩის და მარის ეკლესიაში დააგვიანდათ. უკვე წასულები იყვნენ. გზიდან ნინის დაურეკა და გაიგო ,რომ უკვე რატის სახლში მიდიოდნენ სადაც საქორწილო წვეულებისთვის ბარი ჰქონდათ მორთული.
რატიმ კარი გააღო და ელენეს ხელი გაუწოდა. ხელში ფანტელივით ააფრიალა და მწვანე მინდორზე მოწყობილ წვეულებაზე შეიყვანა.
-რატი მამაშენი ჩამოსულა_ გაიღიმა ელენემ. ბიჭმა ძირს ჩამოსვა და მამას მოეხვია.
-გილოცავ შვილო. მაპატიე ,რომ აქამდე ვერ ჩამოვედი.
-მთავარია ,რომ ჩამოხვედი მამა.
-ელენე გილოცავთ საყვარელო. ისედაც შვილივით იყავი ჩვენთვის.
-ახლა ჩვენი რძალია _ ხელი გამოსდო ქმარს ვანდამ და ლოყაზე აკოცა. _სხვათაშორის პირველი ცეკვა თქვენ ნდა შეასრულოთ.
-ვერ ვიტან ცეკვას_ აბუზღუნდა რატი
-ჩვენ ხომ შევთანხმდით _ ხელი გაჰკრა ვანდამ _ ელე საყვარელო შენმა კლასელებმა იმდენი საჩუქრები მოგიტანეს სად დავალაგო აღარ ვიცი.
-გილოცავ ელე _ საღაციდან გამოჩნდა ანანო და მერე დათაც.
-მადლობა ბავშვებო
-დაცი არ მოვიდა _ მოიწყინა ელენემ და რატის გახედა.
-შორენა აქაა. მოდი ვკითხოთ. _დაამშვიდა ცოლი
_ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჯვრისწერაზე უნდა მოსულიყო, მაგრამ იმდენი პრობლემა აქვს ,რომ .... ექვსკურსიაზეც არ წამოვიდა.
-რა სჭირს დაჩის? რატომ არ მეუბნები? რამდენჯერაც გკითხე იმდენჯერ ...
-მაპატიე ეს ჩემი საქმე არაა. თუ უნდა თავად გეტყვის. წამოდი ჩვენ ვიცეკვოთ.
-ქართული არ ვიცი , თუ ჩემი ცოლის ბრძანება კანონია?
-არც მე ვიცი , ვუთხარი პირველი ვალსი დაუკრან.
-ჩემი ჭკვიანი. ეგ კიდევ ჰო ...ფილმებში მაინც მაქვს ნანახი.
რატიმ ხელი გაუწოდა ცოლს და საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიყვანა. ვალსს ვერც ერთი ვერ ასრულებდა ზუსტად ,მაგრამ მათ შორის სიყვარულის და სითბოს გასაბრწყინებლად პროფესიონალური ცეკვა სულაც არ იყო საჭირო. რამდენჯერმე ფეხიც კი დაადგეს ერმანეთს.
-დაჩი მოვიდა და მარტო არა_ გადაულაპარაკა ნინიმ მარის. გოგონამ უკან მიიხედა და დაინახა ხელჩაკიდებული მოჰყავდა დიანა.
-ამისგამო არ მოვიდა ჯვრისწერაზე? გადაირევა ელენე _თქვა მარიმ. წყვილი გოგონებს მოუახლოვდა და გადაკოცნა.
-ჯვრისწერაზე როგორ არ მოხვედი? გადაირევა ელენე _ უსაყვედურა ნინიმ
-ჩემს გამო დააგვიანდა. წამოსვლა არ მინდოდა და ..._ გოგონებმა მეგობარს შეუბღვირეს და ელენეც მოუახლოვდა. მუსიკაც იმ წამსვე გაჩერდა.
-დაჩი მეგონა არ მოხვიდოდი. _გადაეხვია ბიჭს
-გილოცავ საყვარელო. ესეც შენ საჩუქარი _ შეფუთული ყუთი გაუწოდა. _ჩემგან და დიანასგან _ელენემ გაუღიმა და მადლობა გადაუხადა.
-ჩემს გამო დააგვიანდა. არ მინდოდა წამოსვლა და ძალით წამომიყვანა.
-მიხარია ,რომ მოხვედით. ვიცი ახლა მძიმე პერიოდი გაქვთ. თუ რამე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ. მესმის ...
-ელე...შენ საუკეთესო მეგობარი ხარ _ ჩაეხუტა დაჩი და ხელში დაატრიალა
-კარგი ჰო დამსვი.
-სკოლის საიტზე დღის თემა ხართ. ინტენსიურად იდება ფოტოები ._ მოვარდა ლუკა ტელეფონით ხელში
-ეგ არ დაიხურა? _თვალები დაუბრიალა მეგობრებს ელენემ
-როგორც სჩანს იმდენად მნიშვნელოვანი თემა ხარ გადაიფიქრეს_ თვალი ჩაუკრა ლუკამ და ანიშნა რატი გეძახისო.
თამუნა გიასთან ერთად მაგიდასთან იჯდა. გია ვისკს სვამდა. თამუნა ფორთოხლის წვენს. ვანდა ქმართან ერთად მოუახლოვდა და ჩამოჯდა.
-ვატყობა მალე სხვა ვინმეც გახდება დედამთილი _ მიანიშნა შორენაზე ,რომელიც დიანასთან საუბარში იყო გართული
-არ მჯერა,რომ ელენე გათხოვდა. _ცრემლნარევი ხმით ამოიკვნესა თამუნამ. გიამ მხარზე ხელი მოხვია და ცოლი დაამშვიდა.
-დაწყნარდი ჩემო ლამაზო. მალე მეორე გეყოლება და ყურადღებას გადაიტან.
-ელენემ იცის სად მიდიან? _ იკითხა ვანდამ და ქმრს გახედა.
-მარტო რატიმ იცის. მე ვაჩუქე ორი საგზური დუბაიში .
-ელენე ნამყოფია და გაგიჟდა ლამის იქაურობაზე. სახლში არ მოგვყვებოდა_ ძველი ამბები გაიხსენა გიამ
-ვიცი და ამიტომაც ვაჩუქე. ვერც წარმოიდგენთ ვანდამ ,რომ მითხრა მეორეს ელოდით როგორ გამიხარდა. ლამის გავგიჟდი.
-გვჯერა _თქვა თამუნამ და ქმარს მიეხუტა.

VVV
-სხვათაშორის თუ არ იჩქარებთ რეისზე დაგაგვიანდებათ_ გადაუჩურჩულა რატის მამამისმა.ელენე კლასელებთან ერთად ცეკვავდა მოედანზე.
-ჰო ახლა მეც მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ ისე ერთობიან არ მინდა იდილია დავურღვიო.
-მოგიწევს_გაუღიმა კაცმა. რატი ცოლს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა გვაგვიანდებაო. ვანდამ მუსიკას ანიშნა დაკვრა შეეწყვიტათ.
-უკვე თავი მისკდებოდა _ სახე გაებადრა სიჩუმეზე თამუნას და შვილისკენ წავიდა._მიდი კაბა გამოიცვალე თვითმფრინავში ამით ხომ არ ახვალ?
-სად მივდივართ მითხარი რა.
-მე არ ვიცი, მართლა ....
-ვიცი ,რომ იცი ამიტომ არ დაგაფიცებინებ.
-კაბა წამოგიღე და ზემოთაა ნინის ოთახში.
სანამ რატი სტუმრებს ემშვიდობებოდა ელენემ კაბა გამოიცვალა და თმა დაიშალა. ქვემოთ ჩასულს ნახევარი ხალხი უკვე წასული დაუხვდა. მხოლოდ ძალიან ახლობლები იყვნენ.
-წავედით?_ გაუღიმა რატის
-სად ჯანდაბაშია ჩემი მეჯვარე? _მიმოიხედა ბიჭმა. მათე სადედოფლო მაგიდასთან იჯდა ნინასთან ერთად და ტორტს შეექცეოდა. _ჩვენთვის არ სცალიათ._ მხოლოდ ხელი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. ელენემ ყველა გადაკოცნა და მეორე მხარეს დაჯდა. მანქანა თვალს მიეფარა. მთელი სახლი და ეზო თავდაყირა იყო. უფროსები სახლში შევიდნენ.
-მე უნდა წავიდე ,მაგრმ შენთან ერთად სიამოვნებით გავისეირნებდი _თქვა ლევანმა
-მეც ,მაგრამ მამა დღეს ჩამოვიდა. ერთი წელია სახლში არ ყოფილა. მომიძებნის და ... რომ არ დავხვდები პანიკაში ჩავარდება.
-მესმის . გასაგებია...
-ზეგ ბათუმში მივდივართ. ხომ შემპირდი ჩამოვალო?
-ჩვენც მივდივართ ორ დღეში და გნახავ. ჩემები დავითანხმე. _ ერთმანეთს გადაეხვია წყვილი და მალევი გასორდნენ.


VVV
-დუბაიში მივდივართ? _აღმოხდა ელენეს როცა რეისის გამოცხადებაზე რატიმ ბარგს ხელი დაავლო
-ჰო. არ გინდა?
-მიყვარხაარ. ვგიჟდები დუბაიზე _ კისერზე მოეხვია და აკოცა

მიწაზე ფეხი ,რომ დადგეს მიხვდნენ იქ იმაზე უარესად ცხელოდა ვიდრე წარმოედგინათ. ტაქსის მძღოლს დაჯავშნილი სასტუმროს მისამართი გაუწოდეს და იმანაც უპრობლემოდ მიიყვანა. გასაოცარი სასტუმრო იყო. ნომერი გასაოცარი ხედით. ყველაფერი ისე იყო ,როგორც ზღაპარში ხდება. ლიფტში,რომ შედიოდნენ რატი რეგისტრატურაში შეყოვნდა. ელენეს მარტო მოუწია ზემოთ ასვლა. მის გამოჩენამდე ელენემ შხაპის მიღებაც კი მოსწრო. ყველა ის საშინელება ჩამოირეცხა თმისგან რაც ვარცხნილობის დასაყენებლად უხვად შეაყარეს. თავი ისე იგრძნო თითქოს საუკუნის მერე პრიველად დაიბანა. აივანხე გავიდა. სველი თმა სიცხემ თითქმის ბოლომდე გაუშრო. კარის ჩხაკუნი ,რომ გაიგონა შიგნით შემობრუნდა.
-მაპატიე გამაწამეს რეგისტრატურაში. ძლივს გავაგებინე რაც უნდოდათ.
-არაუშავს._ გაუღიმა ელენემ. _საშხაპეში ვიყავი. საოცარი წყალია.
-მეც გადავივლებ თორემ ისეთი დღე იყო...
რატი საბაზანოდან,რომ გამოვიდა ელენე ჯერ ისევ ჩემოდნებში იქექებოდა. აშკარად რაღაცას ვერ პოულობდა და ჯერ ისევ აბაზანის ხალათი ეცვა.
-რა გჭირს ? _ თავზე დაადგა ბიჭი.
-ვერაფერს ვპოულობ რა უნდა მჭირდეს. ნახევარი დედამ ჩამილაგა და არ ვიცი სად რა ჩადო.
-ხელი მომეცი
-რაა? _თვალები დაქაჩა იატაკზე დამჯდარმა
-ხელი მომე აგაყენებ. _ ელენემ ხელი გაუწია და სწრაფად წამოდგა. ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და აკოცა. ელენეც აჰყვა. ფეხის წვერებზზე აიწია და კისერზე ჩაეჭიდა, მაგრამ მერე უცებ შეეშინდა და უკან დაიხია.
-მაპატიე_ დაიჩურჩულა ისე ,რომ მისთვის თვალიც არ გუსწორებია.
-რა უნდა გაპატიო? _ გაუკვირდა რატის
-მე არ შემიძლიალია. მე მართლა არ შემიძლია... მეგონა შემეძლო ,მაგრამ არ შემიძლია. გთხოვ _ უკან დაიხია ელენემ და კედელს მიეკრა.
-გეშინია?_ გოგონამ თავი დაუქნია_ ჯერ არაფერი მომხდარა რისი გეშინია.
-არ მეშინია უბრალოდ ახლა არ... გთხოვ მაპატიე... _ ლამის პანიკაში ჩავარდა ელენე
-კარგი დაწყნარდი. დამშვიდდი გთხოვ... ყველაფერი კარგად იქნება. არ არის აუცილებელი ყველაფერი დღეს მოხდეს. მძიმე დღე იყო და დაიღალე. მოდი ჩემთალ_ ხელი მოჰკიდა და მკერდზე მიიხუტა ატირებული ცოლი._ მოდი ახლა აქ დაწექი.მოდი და დაწყნარდი
ელენემ ცრემლებით სავსე სახე მკერდზე დაადო და განუზომელი დროით უსმენდა მის სუნთქვას. თითქოს ეშინოდა მისგან არასასურრველი რამ არ მოესმინა. რატის ხმა არ გაუცია. უბრალოდ მის გვერდით იჯდა და თმაზე ეფერებოდა. მანამ სანამ არ ჩაეძინა. შეეცოდა და მეორე მხარეს არ გადაუყვანია. დილამდე ასე იყო. რატიც გაოცებული იყო. მისგან ასეთ ისტერიულ რეაქციას არ ელოდა.
დილით თვალი გაახილა და თავი წამოსწია. რატის უყურებდა და თითქოს ცდილობდა წინა ღამით მომხდარი გაეხსენებინა. შერცხვა და თავი მუხლებში ჩარგო.
-შემომხედე_ მაჯაზე მოჰკიდა ხელი რატიმ ,მაგრამ გოგონამ თავი გააქნია._ შემომხედე ისეთი არაფერი მომხდარა.
-მრცხვენია იმის რაც მოხდა
-არაფერი მომხდარა შემომხედე.
-როგორ არ მოხდა.
- შემომხედე მეთქი. გეუბნები ,რომ არაფერი მომხდარა ესე იგი ასეცაა._ თმაზე ხელი გადაუსვა და აკოცა. გოგონამ თვალები გამოაპარა და როგორც იქნა ქმარს გაუსწორა.
-მაპატიე_ ისევ გაიმეორა იგივე.
-ველოდი შენგან მსგავს რეაქციას. თვრამეტის ახლა ხდები. გამოუცდელი ხარ და...
-შტერი ... _დაასრულა თვითონვე.
-მე არ მითქვამს ეგ.
-ისედაც ვიცი.
-გგონია რამეს დაგაძალებდი? ხომ არ გადაირიე? არ უნდა გრცხვენოდეს ამის. მე მესმის შენი. მიყვარხარ და იმიტომ
-მართლა? _ იმედით სავსე და ცრემლიანი თვალები მიაპყრო გოგონამ და მიეხუტა.
-მართლა... _ ისევ აკოცა რატიმ. მიხვდა ,რომ გოგონა აღარ ეწინააღმდეგებოდა. საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. ეფერებოდა ,მაგრამ ეშინოდა ისევ იგივე არ განმეორდესო. ამჯერად ასე აღარ მომხდარა. საშხაპის ხალათზე ქამარი შეხსნა და თავისკენ მიიზიდა. ტუჩები ყურთან მიუტანა და რადენჯერმე გაუმეორა რომ უყვარდა. გოგონა გრძნობდა როგორ ერთი ხელის მოსმით გაქრა მასში შისის ყველა ნასახი.

VVV
ჯერ ახალი გათენებული იყო. მარის ბალიშის ქვეშ შეერგო თავიდ ა მშვიდად ეძინა. საძინებლის კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და ზეწარი გადააძრო. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა თავი წამოსწია და დედამისი შერჩა.
-ესე იგი ჩემს მტრებთან დადიხარ? ქეიფობ მის სახლში და ყველაფერი? ფეხებზე გკიდია მე რას ვგრძნობ?
-სულ გააფრინე?_ თვალები მოიფშვნიტა გოგონამ
-წაეთრიე ამ სახლიდან. წადი და მამაშენს შეეფარე. იქ წადი ვინც გიყვარს
-ნუ ამბობ სისულელეებსდედა.
-ადექი მეთქი_ უჯრა გამოსწია ინგამ და ტანსაცმელი ჩანთაში ჩატენა.
-რას აკეთებ?
-რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა._მკლავსი ხელი ჩაავლო ქალიშვილს და მისაღებში გამოათრია.
-გამიშვი ...
-წადი მამაშენთან და მის ცოლთან. იმათზე მეტად არავინ გიყვარს. წაეთრიე_ ჩანთა გარეთ გამოაგდო, ხელი ჰკრა და კარი მოუხურა.
-დედა გამიღე...დედა გთხოვ ..._ კარზე დააბრახუნა გოგონამ ,მაგრამ ამაოდ. კართან ახლოს რაღაცის ჩრდილი დაეცა. გოგონა მობრუნდა და დაინახა ჯიპი გაჩერებულიყო შემოსასვლელთან. იცნო ,მაგრამ დაელოდა როდის გადმოვიდოდა.
-დედაშენთან სალაპარაკოდ მოვედი_ მზის სათვალე მოიხსნა გიამ
-დედამ სახლიდან გამომაგდო და არ მიღებს. მითხრა მამაშენთან წაეთრიეო.
გიამ რამდენჯერმე მიბრახუნა კარზე ,მაგრამ არავინ გამოეპასუხა.
-ახლა რა უნდა ვქნა? _ კიბეზე ჩამოჯდა მარი
-ის რაც დედაშენმა გითხრა.
-რაა? _ხელები ჩამოსწია გოგონამ
-მამაშენთან წამოხვალ. ისედაც დიდხანს იყავი ამ გიჟთან

___

ესეც პირველი ნაწილის დასასრული
მიყვარხართ.მადლობა და ველი ტქვენს სეფასებებს



№1 სტუმარი ani

Vgijdebi am istoriazee.. :* shendeg nawilshi marize daweree uppro mmetii :D

 


№2  offline წევრი mani156

ოუუუ უმაგრესიიი იყოო love

 


№3  offline წევრი Blackkats

ვაიმე ძაან მიყვარხარ ამ ისტორიის დაწერისთვის შოკში ვარ ისეთ ემოციებში ვარრრ რორავიი
როდის იქნება შემდეგი ნაწილი? ერთი სული მაქვს როდის დაწერ! იმედიმაქვს დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი! <3

 


№4 სტუმარი nini

ძალიან ძალიან კარგია შოკოლადია ძალიან თბილი.აუცილებლად გააგრძელე იცოდე და გელოდები მოუთმენლად <3

 


№5 სტუმარი kusaa

Meore nawili marizee dawere raa da vinmee kai biwii gamoachineee

 


№6  offline მოდერი sopiko

შემდეგ ნაწილში ალბათ უფრო დაჩიზე დიანაზე ელენეზე და რატიზე იქნება. ძალიან მომეწონა

 


№7  offline წევრი Mariami_MariamOo

sopiko
შემდეგ ნაწილში ალბათ უფრო დაჩიზე დიანაზე ელენეზე და რატიზე იქნება. ძალიან მომეწონა

Isedac sup magatzea :/ axla eleneda rati daasvenos da marize ilaparakos tundac dachize da dianaze.

 


№8  offline წევრი lisebeth

Yvelas did I madloba vinc kitxulobdit ❤❤❤

 


№9  offline წევრი yvavi

აუჰ :/ რატომღაც მგონია რომ დაქორწინება იჩქარეს :/
მე დიანას და დაჩის ამბავი უფრი მაინტერესწბს ვიდრე ელენეს და რატის :/ ძაან გაბანალურდა ეს წყვილი და არ მომწონს :/ ნუ რავიცი რაა.
ველოდები მეორე ნაწილს :3

 


№10  offline წევრი lisebeth

yvavi
აუჰ :/ რატომღაც მგონია რომ დაქორწინება იჩქარეს :/
მე დიანას და დაჩის ამბავი უფრი მაინტერესწბს ვიდრე ელენეს და რატის :/ ძაან გაბანალურდა ეს წყვილი და არ მომწონს :/ ნუ რავიცი რაა.
ველოდები მეორე ნაწილს :3

Ho Diana's da dachis ambavi sainteresoa da momdevno nawilshi ufro mets gavigebt...
Ichqares ... Mmmmm chemtvis am asakshi qorwineba miugebelia MIT ufro iseti ganebivrebuli gogostvis rogoric elenea da romelmac cxovrebis araferi icis.
Chemi azrit cxovreba yvelaze metad maristanaa axlos da dianastan
Nini da Elene vardisfeeri satvalit gazrdili gogonebi Arian ..amitomac mat ufro esmit ertmanetis vidre am ors da Maris ❤

 


№11  offline წევრი BUBU_2426

ძალიან მაგარი იყო <3 შემდეგი ნაწილი მალე დადე რა არ გვალოდინო love და მეორე ნაწილში მარიზე გადაიტანე რა დიდი ყურადღება დიანას და დაჩის ამბავიც ზაან მაინტერესებს მაგრამ რავი დიანას დაჩისტან მაინც ვერ შევეგუე რაღაცნაირად მარა კაია <3 თუ მარი და დაჩი ერთად იქნებიან ძააან მაგარი იქნება თუარადა ვინმე კაი ბიჭი გამოუჩინე რა მარის love love love

 


№12  offline წევრი lisebeth

BUBU_2426
ძალიან მაგარი იყო <3 შემდეგი ნაწილი მალე დადე რა არ გვალოდინო love და მეორე ნაწილში მარიზე გადაიტანე რა დიდი ყურადღება დიანას და დაჩის ამბავიც ზაან მაინტერესებს მაგრამ რავი დიანას დაჩისტან მაინც ვერ შევეგუე რაღაცნაირად მარა კაია <3 თუ მარი და დაჩი ერთად იქნებიან ძააან მაგარი იქნება თუარადა ვინმე კაი ბიჭი გამოუჩინე რა მარის love love love

love ყველაფერი იქნება
მადლობა

 


№13 სტუმარი gdkmhhrtm

ძან კარგია ველოდები შემდეგ ნაწილს შენც საოცრება ხარ ისე როგორ ეს ნაწარმოები... love რავი მე მაინც დაჩი და მარი მინდა ერთად მაგრამ ეგ შენი გადასაწყვეტია feel

 


№14  offline წევრი nini :)

ვაიმე ძაან მაგარი იყო<3 აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, როდის დადებ? love love

 


№15  offline წევრი Lesane

ოდეესმე გაგრძელებას დადებ? :/

 


№16  offline წევრი naomikhad

აუუ როდის გააგრძელებ მომენატრაა >.<

 


№17  offline წევრი pempo16

მშვენიერია. გაგრძელება იმედია მალე იქნება. ისე მარი და დათო ალბათ დაწყვილდებიან. წინა თავებიდან გამომდინარე. .. ??? ნუ ინტერესით ველოდები შემდეგ ნაწილს

 


№18 სტუმარი Ani

Meore nawili arideba? :-(

 


№19 სტუმარი vendi))))

adre vkitxulobdi am istorias mara mere vegar gavagrdzele kitxva da exlagamixarda rom vipovne isev. imedia gaagrdzeleb male . velodebii

 


№20 სტუმარი anunaa

meore nawils ardeb?

 


№21  offline წევრი naomikhad

გააგრძელე გთხოვ

 


№22  offline წევრი lisebeth

Lesane
ოდეესმე გაგრძელებას დადებ? :/

pempo16
მშვენიერია. გაგრძელება იმედია მალე იქნება. ისე მარი და დათო ალბათ დაწყვილდებიან. წინა თავებიდან გამომდინარე. .. ??? ნუ ინტერესით ველოდები შემდეგ ნაწილს

Ani
Meore nawili arideba? :-(

vendi))))
adre vkitxulobdi am istorias mara mere vegar gavagrdzele kitxva da exlagamixarda rom vipovne isev. imedia gaagrdzeleb male . velodebii

anunaa
meore nawils ardeb?

naomikhad
გააგრძელე გთხოვ

გაგრძელდა უკვე <3 მადლობა ყველას <3

 


№23 სტუმარი Guest მარიამი

მეორე ნაწილს რაქვია როგორ ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent