შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (31)


30-09-2015, 22:25
ავტორი lisebeth
ნანახია 3 375

ბიჭები იმ ღამით ელენესთან დარჩნენ. მთელი ეს დრო საუბრობდნენ როგორ შემოერიგებინათ მარი და სკოლაში დაბრუნებაზე დაეყოლიებინათ. ბბევრი ვერსია განიხილეს ,მაგრამ ერთზე ვერ სეჯერდნენ. თიტქმის არ უძინიათ. ვანდა გათენებისთანავე მოვიდა და თან ნინის ებუზღუნებოდა შენს გამო წავედი სახლში და შენ აქ გამომექეციო. თამუნა ისევ იწვა ამიტომ ბავსვებისთვის სუფრის გაწყობა მან ითავა. ნამდვილად ისე გრძნობდა თავს აქ ,როგორც საკუთარ სახლში. გიაც გვიან მოსულიყო ამიტომ ჯერ არ ამდგარიყო.
- კარგად ჭამეთ ყველამ. მე თამუნას ავუტან რამე მსუბუქს _თქვა ქალმა და თან ლანგარზე საუზმის გაწყობა დაიწყო._ უი მართლა ელენე სადაა?
-თამუნასთან შევიდა და ჯერ არ გამოსულა _ თქვა ნინიმ და ყავა დაისხა.
-დაცი დედაშენმა იცის აქ ,რომ ხარ?
-არაა სახლში ვანდა დეიდა. აგარაკზეა წასული მეგობართან. ავად გამხდარა და ხომ იცით მაგას ოღონდ ავადმყოფი ადამიანი ანახე მეტი რა უნდა?
-წარმომიდგენია. მაგრამ მაინც დაურეკე _ ვანდა ზედა სართულისკენ აუყვა კიბეებს.
-მე მაქვს რაღაც იდეა_ თქვა ნინიმ_წუხელ მოვიფიქრე
-გვითხარი მერე _ ერთხმად თქვეს ბიჭებმა
-ჩვენ გვჭირდება ვიღაც ნეიტრალური., ახლა ჩვენს შორის ვინც არ უნდა მივიდეს არავის მოუსმენს. ჩვენგან არავინ ჭირდება. ჩვენზეა გაბრაზებული
-ანუ? ვინ მიგაჩნია მასეთ ადამიაად?
-ნინა...
-ეგ გიჟი? ეგ ისე გადარევს საერთოდ წავა აქედან. გადარეულია ნამდვილი _ გადაჭრით იუარა დაჩიმ.
-სამაგიეროდ პოზიტიური და ჩვენგან განსხვავებული ადამიანია. მონახავს გზას მარის ისე დაელაპარაკოს
-რა შეგვატყო ახლა ჩვენ არაპოზიტიურობის? _ ჩაიბურღუნა ლუკამ
-დავურეკავ ახლა მე ნინას და მოვა. მოვუყვეთ ყველაფერი და გავუშვათ მარისთან. დარწმუნებული ვარ დააჯერებს ,რომ უნდა დავრუნდეს და შეგვირიგდეს ყველას. იქნებ მეტი სისულელეები აღარ მოუვიდეს თავში
ნინა სახლში იიყო და რაღაც მუსიკას აღრიალებდა მთელს ხმაზე. თან უსაშველოდ იგრიხებოდა და ცეკვავდა. ანანო ცალი თვალით უყურებდა ნათესავს და დრო და დრო უყვიროდა გაჩერდიო.
-გაჩერდი ბოლოს და ბოლოს დავყრუვდი.
-რა უჟმური ხარ რა როგორ გიძლებენ შენი მეგობრები.
-შენ კიდევ ველური ხარ და აუტანელი. დამასვენე ბოლოს და ბოლოს.
-მოკეტე ნუ წიკვინებ მირეკავენ ._ ანიშნა ხელით და უპასუხა.
ნინი ურეკავდა. სთხოვა სასწრაფო საქმე მაქვს და ელენესთან გამოდიო. ნინას ისე გაუხარდა პირდაპირ გადმოხტა დივნიდან და ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავარდა. ზუსტად ხუთ წუთში წასასვლელად მზად იყო.
-სად მიდიხარ?_ დაინტერესდა ანანო
-რაც შეიზლება შორს შენგან ,რომ მაგ უჯმური სახით არ ჩამამწარო დღე
-ჰოდა მეც დავისვენებ_არ ჩამორჩა ანანო
VVV
ნინა ისე იყო გაოცებული ბავშვების მონაყოლით სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა. აღარც კი იცოდა რა უნდა ეთქვა. ვერც კი წარმოიდგენდა ,რომ მარი ელენეს და იყო და ეს ოჯახი ამხელა საიდუმლოს ინახავდა. ნინიმ დეტალურად აუხსნა რაში სჭირდებოდათ მისი დახმარება. ნინა გულდასმით უსმენდა და თან ფიქრობდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ხვდებოდა ,რომ რასაც სთხოვდნენ რთული იქნებოდა , მაგრამ ცდა ხომ შეეძლო. ის ხომ ნინა იყო. დაუმორჩილებელი გოგო. მარისთან არც ისე ახლოს იყო და საჭიროების შემთხვევაში შეეძლო გრძნობები გვერდზე გადაედო და სიმკაცრე გამოეჩინა.
ხუთეულს პირობა დაუდო რაც შემეძლება გავაკეტებო და მარისთან დასალაპარაკებლად წავიდა. გზაში ბევრი იფიქრა იმაზე რა უნდა ეთქვა და როგორ დაერწმუნებინა გოგონა სკოლაში დაბრუნებულიყო. მიუხედავად ამისა ერთ ვერსიაზე ვერ შეჯერდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე მათი საუბარი სულ სხვა კუთხით წარიმართა.
მარიმ ,როგორც კი დაინახა მაშინვე მიხვდა გოგონა გამოგზავნილი იყო. თავიდან მასთან საუბარი არც უნდოდა ,მაგრამ ნინამ დაიჟინა და გასაქანი არ მისცა. როგორც იქნა ინგას რეაქციის მიუხედავად გოგონები მარის ოთახში განმარტოვდნენ.
-მარი არ გინდა ეს სულელური სიჯიუტე. უბრალოდ მომისმინე.
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი და არც ის მომწონს ,რომ სხვებს მიგზავნიან.
-უკვე დიდი გოგო ხარ იმისათვის ,რომ ასე ბავშვივით იქცეოდე. ცივილიზებული ადამიანივით მოიქეცი.
-ჰო ზუსტად ისე, როგორც მე მომექცნენ.
-შეაგნებინე შენს თავს ,რომ ცხოვრებაში ასეც ხდება. ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ხდება ისეთი რამეები რაც გულს გვტკენს ,მაგრამ მასეთი რამეების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. დამიჯერე დალაგებული ცხოვრება მეტისმეტად მოსაწყენია.
-არაფერი არ გესმის. ეს ჩემი ცხოვრებაა. მომატყუეს და სულელივით მომექცნენ. უფლება მქონდა მცოდნოდა ვინ იყო მამაჩემი. მეტისმეტს ვითხოვდი? მით უფრო ,რომ თურმე მთელი ეს დრო აქვე იყო ჩემს გვერდით. თვალს მისწორებდა და ერთხელაც არ გასჩენია სურვილი სიმართლე ეთქვა.
-იქნებ გაუჩნდა ,მაგრამ არ შეეძლო.რატომ ცდილობ ამ ამბავს მხოლოდ შენი კუთხიდან შეხედო?
-არ ვცდილობ და არ გინდა იმის მტკიცება ,რომ დამნაშავე ვარ.
-არც გიმტკიცებ. მე სხვა რამეს გეუბნები. მას ოჯახი ჰყავდა, ცოლი და შვილი წარმოიდგინე რა მძიმე იყო მისთვის. თუნდაც ერთი წუთით დააყენე თავი მის ადგილას და მიხვდები ,რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. შეცდომებს ყველა უშვებს. განა დედაშენმა არ დაუშვა შეცდომა როცა ცოლიან კაცთან გააბა ურთიერთობა? ხომ იცოდა რომ არსებობდა თამუნა და ბავშვი ,რომელსაც ელოდებოდა...
-არც ვამართლებ დედაჩემს ...
-შენც ხომ დაუშვი სეცდომა ,როდესაც საუკეთესო მეგობარი შეგიყვარდა. რამდენ ხანს ატყუებდი და არ ეუბნებოდი ,რომ გიყვარდა? თავს საუკეთესო მეგობრად აჩვენებდი სინამდვილეში კი მასზე სხვაგვარად ფიქრობდი.
-ეს სხვა საქმეა ...
-რადგან შენ გსურს ასე? იქნებ დაჩისაც გაუცრუე იმედები შენი ამ საქციელით , მაგრამ მას შენთვის ზურგი არ შეუქცევია. მით უფრო რა შუაშია შენი მეგობრები ? მათ უყვარხარ და აღარ იციან რა გაააკეთონ. შენზე ღელავენ . სკოლაში უნდა დაბრუნდე . აუცილებლად უნდა დაბრუნდე. ეს ამბავი არ ღირს იმად ,რომ მომავალი დაინგრიო. ქვეყნის საუკეთესო სკოლაში სწავლობ და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის ,რომ გიასთვის სულერთი არ ყოფილხარ.
-არ მინდა იქ დაბრუნება.
-აზრი არ აქვს შენს გაჯიუტებას. გიას უკვე გადახდილი აქვს მთელი წლის თანხა. შესაძლოა გიამ დაუშვა შეცდომა ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენც იგივე გაიმეორო. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება სწავლას თუ მიატოვებ. მაგით რას მიღწევ? ვერც ვერაფერს იმის გარდა ,რომ მომავალს დაინგრევ .
-აღარ მინდა ,რომ მათთან რამე საერთო მქონდეს.
-გიას შვილი ხარ და რაღაც უფლებები შენც გაქვს.
-უკანონო შვილი ვარ. ეს იმას ნიშნავს ,რომ არაფრის უფლება არ მაქვს.
-ხო შეიძლება ელენეს ვერ მიედრები მაგ მხრივ ,მაგრამ რა დაშავდება იმით თუ უფლებას მისცემ მამობა ისევ გაგიწიოს? ამას აქამდეც ხომ აკეთებდა?
-არ ვიცოდი რომ მამაჩემი იყო. მეგონა ისე მეხმარებოდა ,როგორც კეთილშობილი ადამიანი.
-ჰოდა ჩათვალე ,რომ ახლაც მასე გეხმარება. ადექი და შეურიგდი შენს მეგობრებს.
-მომატყუეს.
-მეც მატყუებენ. შენ გგონია რადგან მშობლები სახლში მყავს ნორმალური ცხოვრება მაქვს? სულ წასულები არიან და ჩემთვის არ სცალიათ. ახლაც ,რომ წამოვედი არც გაუგიათ იმიტომ ,რომ შინ არ იყვნენ. აბა მითხარი ახლა შენი მდგომარეობა უკეთესია თუ ჩემი ?
-არც კი ვიცი რა ვთქვა...
-ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან მათთან შერიგება მოგიწევს. რატომ გინდა გააჭიანურო ეს პროცესი? მხოლოდ დროს კარგავ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში ,რომელიც გიყვარს. უნდა გიხაროდეს ,რომ გია მამაშენია. ის ძალიან კარგი ადამიანია.
-შეიძლება მართალიც ხარ , მაგრამ ...
-არანაირი ,მაგრამ. ადამიანს ბრალს ვერ დასდებ იმაში ,რომ შეცდა. არავინ იცის ვინ როდის და რამხელა შეცდომას დავუშვებთ.
-მიდი ქურთუკი ჩაიცვი და წამოდი.
-ვერ წამოვალ. ყველას ისე ცუდად მოვექეცი, რომ ...
-დარწმუნებული ვარ არც ახსოვთ და ყველას ესმის შენი. ყველა იქ არის ელენეს სახლში. ხომ იცი იქ ყველას უყვარხარ.
-თამუნა? არა მგონია ახლა ჩემი დანახვა ესიამოვნოს. მე ხომ სიმართლე ვიცი .
-თამუნას შენთვის არ სცალია. სიმართლე გითხრა დღეს გავიგე , რომ პრობლემა აქვთ. ელენეს დედა კარგად ვერაა.
-რა დაემართა ავად გახდა?
-არა მგონია ეს მე უნდა გითხრა. წამოდი და ყველას თვითონ დაელაპარაკე. დამიჯერე თავს უკეთ იგრძნობ.
-ბიჭებიც იქ არიან?
-ყველა იქაა

თმუნა საწოლში უკვე ვეღარ ჩერდებოდა. ვანდას სთხოვა ტანზე ჩაცმაში დამეხმარეო და ფრთხილად ჩამოჰყვა კიბეებს. ბავშვები მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. ელენემ დედამისი ,როგორც კი დაინახა მაშინვე წამოხტა და მისკენ გაქანდა.
-დედა რატომ ადექი? შენთვის სიარული არ შეიძლება.
-ვეღარ ვჩერდები დაწოლილი. ცოტა ხანს გავივლი და მერე ისევ დავწვები.
-დედა მამა ,რომ აქ იყოს მაგას არ იზამდი.
- გავაფრთხილე ,მაგრამ ესმის ჩემი? შენც არ მომიკვდე ყურიც არ მათხოვა.
-ნუ გადაამლაშებთ. ხომ არ ვკვდები არა? ცოტა ხანს თქვენთან ჩამოვჯდები და დაგელაპარაკებით.
ლუკამ და დაჩიმ თამუნა გადაკოცნეს და ბავშვი მიულოცეს. მართალია წინა დღეს მოვიდნენ ,მაგრამ ჯერ ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ის იყო ქალი დივანზე ჩამოჯდა ,რომ ვიღაც მოვიდა.
-ნინა შენ ხარ?_ ამოისუნთქა თამუნამ. რატომღაც შეეშინდა. ამ ბოლო დროს დასჩემდა მსგავსი ქმედებები.
- რა ქენი?_ მიახალეს ბავშვებმა
-ვესაუბრე და მგონი ახლა უკეთესად ფიქრობს. ვეხვეწე წამოდი-თქო ,მაგრამ ვფიქრობ მაინც მოერიდა და იმიტომ დარჩა. დრო მიეცით. მთავარია ,რომ ნასკვი გაიხსნა.
-გენიოსი ხარ. ხომ ვამბობდი არა? ვამბობდი ნინა დაგვეხმარება-მეთქი. _ მოეხვია ნინი მეგობარს და ლოყაზე აკოცა.
-ახლა უფრო მსვიდად ვგრძნობ თავს_თქვა ელენემ.
-ნინა ორშაბათს უნდა შევიკრიბოთ. მეორე ტურისთვის ჯერ არაფერი გაგვიკეთებია და დიდი ალბათობით ჩავვარდებით. _თავი გადააქნია დაჩიმ.
-მართალს ამბობ. მეორე ტურში გადასვლის მერე სულ აღარ ვაქცევთ ამ ამბავს ყურადღებას. _ დაეთანხმა ნინა. _ კარგი მე წავალ თორემ ანანო დავტოვე სახლში მარტო და დამიჯერეთ ეს არც ისე კარგი იდეაა.
ერთი კვირა გავიდა მას მერე რაც მარიმ სიმართლე გაიგო. ბავსვებს სახლში არ მიუკითხავთ. რამდენჯერაც ამას გადაწყვეტდნენ ნინა უხსნიდა ,რომ მას ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა. ყველა ჩვეულ ტემპში აგრძელებდა ცხოვრებას. უბრალოდ ელოდნენ მარი როდის იქნებოდა მზად მათთან შესახვედრად. მარტი უკვე დამდგარიყო დაჩის, დიანას და ნინას ამათთვის აღარც ეცალათ. გაკვეთილების გარეთ მხოლოდ ვარჯიშზე იყვნენ ორიენტირებულნი. ხუთშაბათ დღეს შუა გაკვეთილზე დაურეკა ელენეს სახლის მსახურმა და მისვლა სთხოვა. გოგონა ისე განერვიულდა ნებართვა არც უთხოვია ისე გავარდა გარეთ. გაიფიქრა ალბათ დედა ისევ ცუდადააო და შინ მისვლამდე ლამის გული გაუსკდა. კარი,რომ გააღო უკვე ვეღარ სუნთქავდა.
-რა მოხდა?_მიახალა მსახურ გოგოს და თან ზევით იყურებოდა.
-ნახეთ ჟურნალ-გაზეთებში რას წერენ. უკვე ყველამ გაიგო. დღეს ქალბატონმა მთხოვა ამომიტანე წავიკითხავ და დროს გავიყვანო, მაგრამ ვნახე თუ არა რას წერდნენ ნაგავში გადავყარე ყველა.
-მერე? დედამ არ უნდა გაიგოს ,რომჟურნალებში დაწერეს.
-აქ ამბობენ ,რომ მამათქვენი უკანონო შვილის აღიარებას აპირებს.
-მამამ იცის?
-ამ დილით ადრე წავიდა რაღაც კომფერენციას უნდა დავესწროო.
-მე დედას ვნახავ._ კიბისკენ გაიქცა ელენე.
თამუნა წიგნს კითხულობდა . როგორც კი შვილი დაინახა მაშინვე გაუღიმა. ისე იყო გადაღლილი იმ ოთახში ყოფნით ყველა ადამიანის სახის დანახვა აბედნიერებდა . მით უფრო ელენესი.
-შვილო აქ რას აკეთებ? სკოლიდან რატომ წამოხვედი?
-შენი მოკითხვა მინდოდა. ძალიან ვღელავ აქ მარტო ,რომ გიწევს ყოფნა.
-მარტო არ ვარ. ვანდაც მნახულობს და მამაშენიც თითქმის სულ სახლშია.
-ვნერვიულობ შენზე. სულ ვფიქობ იმაზე როგორ ხარ და ...
-ჩემს გარდა ახლა სხვა ბევრი საზრუნავი გაქვს. სამეცადინო გაქვს, რატი, გამოცდები ...
-შენ ყველაზე მთავარი ხარ. გშია? მითხარი რა მოგიტანო ...საამ აქ ვარ მე მოგხედავ.
-სკოლაში დაბრუნდი თორემ საყვედური მოგხვდება.
-ქალბატონო ქვემოთ ვიღაც ქალია და თქვენთან საუბარი სურს. _ შემოვარდა ის გოგო ელენეს ,რომ მიეგება.
-ვინ არის? _გაოცდა თამუნა და წამოდგომა სცადა.
-არ ვიცი ქალბატონო აქამდე ამ სახლში არასდროს მინახავს.
-დედა მე ჩავალ და ვნახავ. შენ არ ადგე. _ სთხოვა ელენემ და საწოლიდან ჩამოხტა თუმცა კართან მისვლა ვერც მოასწრო ნაცნობმა სახემ ოთახსი,რომ შემოაბიჯა.
თამუნამ მასინვე იცნო. მის დანახვაზე ლამის გული გაუსკდა. ის ყველაზე ნაკლებად სასურველი სტუმაარი იყო მისთვის. მიუხედავად სიბრაზისა თავი ხელში აიყვანა.
‘’-მისგან განსხვავებით მე ქალბატონი ვარ და არ შემშვენის უზრდელურად მოქცევა’’ _ ჩასძახა თავის თავს და როგორც შეეძლო გამაგრდა.
-ინგა დეიდა აქ რას აკეთებთ?
-დედაშენთან საქმე მაქვს. დაგვტოვე ..._ ისე გამოუცხადა გოგონას თითქოს ეს სახლი მას არ ეკუთვნოდა.
-უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი სახლია და ვერ მეტყვით სად ვიყო და სად არა. დედა შეუძლოდაა და ახლა ვერ მიგიღებთ. გთხოვთ წახვიდეთ და სხვა დროს მოხვიდეთ.
-ჩვიდმეტი წელი ვიცდიდი და მგონი სრულიად საკმარისია
-ახლა არა გთხოვთ.
-ჩვიდმეტი წელი არ შემიწუხებია და ახლა უბრალოდ მინდა ,რომ მომისინოს.
-დედა ცუდადაა. რატომ არ გესმით ეს?
-მეც ცუდად ვიყავი ,მაგრამ არავის მოუკითხავს.
-ელე გთხოვ საყვარელო. კარგად ვიქნები. ნუ ღელავ ... _მკლავზე ჩაებღაუჭა ქალი ,თუმცა სახეზე სულაც არ ეტყობოდა კარგად ყოფნა.
-ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ჩვიდმეტი წლისთვის რაც შენ და შენი ქმრისთვის გამოვიარე. იმ დამცირებისთვის რაც მივიღე. ახლა ჩემთვის შვილის წართმევა გინდათ? ვერ მოგართვით ...
-რაზე ლაპარაკობ? ხომ არ გაგიჟდი ?
-აი ამაზე . მე გაგაფრთხილეთ და დანარჩენი თქვენ იცით _ გაზეთი საწოლზე დაახეთქა და თამუნას თვალები დაუბრიალა.
ელენეს ლამის მუხლები მოეკეცა მის დანახვაზე და დედას გახედა. ქალს სახეზე ფერი წაერთვა და თვალებში დაუბნელდა.
-ყველამ გაიგო ...ყველამ გაიგო ..._ ძლივს ამოთქვა თამუნამ და ხელები აუკანკალდა.
-დედა დაწყნარდი გთხოვ _მოეხვია ელენე და ლოყაზე აკოცა.
-ყველამ გაიგო ..._ისევ გაიმეორა ქალმა
-მამა მალე მოვა არ ინერვიულო. შენთვის არ შეიძლება დედიკო. გადით აქედან _მთელს ხმაზე დაუყვირა ინგას ,მაგრამ ქალი არ გარყეულა. მხოლოდ ალმაცერი ღიმილი აკიაფდა სახეზე.
-რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ _კბილებში გამოსცრა ინგამ
თამუნამ მუხლებში ჩამალა სახე და ასლუკუნდა.
-გაჩუმდით ბოლოს და ბოლოს _სახეში გაარტყა ელენემ და ქალიც წაბარბაცდა. ცინიკური გამომეტყველება მალევე შეცვალა მტრულმა. ის იყო მისთვის პასუხის გაცემას აპირებდა , რომ მარი შემოვარდა.
-დედა ... _დაუძახა და ქალმაც უკან მიიხედა. _მაპატიეთ ვერ შევაჩერე. _ მოიბოდიშა გოგონამ და დედას ჩაეჭიდა წამოდიო
-დედაჩემი ცუდადაა და უფლება არ აქვს აქ ასე მოგვივარდეს. _ წამოენთო ელენე
-ვიცი, გვაპატიეთ გთხოვთ. წამოდი დედა
-სანამ ყველაფერს არ ვიტყვი არ წამოვალ.
-დედაჩემი ორსულადაა და არ შეიძლება მისთვის ნერვიულობა. წაბრძანდით ცვენი სახლიდან და არ დაბრუნდეთ. _მტკიცედ განუცხადა ელენემ და კარზე მიანიშნა.
-ორსულადაა? ისევ? _დაიბნა ქალი
-დიახ ორსულადაა. გასაგებად ვერ გეუბნებით?
-წამოდი დედა სირცხვილია როგორ იქცევი?_ მოქაჩა მარიმ და ძალით გაათრია კარში. _ ელენე მაპატიე _მიაძახა და დედა გარეთ გაიყვანა
-დედიკო დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი გთხოვ ცუდად გახდები ..._ ქალი ვერა და ვერ წყნარდებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა განუწყვეტლივ. ელენემ კარი გამოგლიკა და მსახურ გოგოს მთელს ხმაზე დაუყვირა.
-ლია ახლავე ამოდი. სწრაფად ..._ იმანაც თავქუდმოგლეჯილმა ამოირბინა კიბეები _დედას ექიმს დაურეკე ახლავე. მე ნომერი არ ვიცი .
-ახლავე. ჰო მართლა...მამათქვენს დავურეკე ცოტა ხნის წინ და ვუტხარი რაც მოხდა. ალბათ სადაცაა მოვა.
-კარგად მოქცეულხარ. გმადლობ ... დედიკო დაწექი თორემ ცუდად გახდები...
-მტკივა ...
-რა გტკივა? მითხარი ...
-მუცელი მტკივა. ძალიან მტკივა ..._ ქალმა ისე ძლიერად ჩასჭიდა ქალიშვილს ხელი გოგონას ძვლები ეტკინა. იმ წუთას წარმოიდგინა როგორ სტკიოდა დედამისს. წამიერად წამოხტა და მკერდზე მიიხუტა.
- მამა მალე მოვა და კარგად იქნები.
-სასწრაფო გამოვიძახე და ექიმთანაც დავრეკე მითხრა ,რომ კლინიკაში დავხვდებიო.

VVV

ელენე მისაღებში აქეთ-იქეთ დადიოდა. გია სახლში ,რომ მივიდა თამუნა უკვე წამოყვანილი დაუხვდა და დროც ტყუილად დაკარგა. დერეფანში ,რომ შევიდა დაინახა მისი შვილი აქეთ-იქეთ აწყდებოდა. მაშინვე ყველაზე უარესი წარმოიდგინა და ფეხს აუჩქარა.
-ელე. თამუნა როგორაა?
-ცუდად მამიკო. _კისერზე შემოეხვია გოგონა._ რომ გენახა რა დღეში ჩააგდო იმ ტუტუცმა ქალმა.
-ვინ ქალმა? _აღშფოთდა გია
-ინგა იყო მოსული. სანამ არ გაანადგურა არ მოეშვა. მერე მარი მოვიდა და ძალით წაათრია
გია სახეზე წამოენთო და ლამის ჭკუიდან შეიშალა.
-ნუ ღელავ კარგად იქნება. საუკეთესო ექიმი ჰყავს ხომ იცი ?
-მამა ბავშვი ,რომ დაკარგოს?
-ნუ ვიფიქრებთ წინასწარ ყველაზე ცუდზე. _გულში ჩაიკრა შვილი თუმცა თავადაც არ გრძნობდა თავდაჯერებას.
-ძალიან ინერვიულა . მერე ვანდასაც დავურეკე ალბათ მალე მოვა.
-გია? ელენე აქ რას აკეთებთ? _ დერეფანში ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ქალი გამოჩნდა და მამაშვილს მოუახლოვდა
-შორენა? მაპატიე სულ დამავიწყდა ,რომ შენც აქ მუშაობ __გადაკოცნა გიამ და ელენემ ქალი.
-დაჩიმ მითხრა თამუნას ამბავი. ძალიან გამიხარდა ,მაგრამ ვერ მოვიცალე მომენახულებინა. თან ამ შაბათ-კვირას მეგობრის აგარაკზე ვიყავი
-როგორც ყოველთვის მოუცლელი ხარ _დაადასტურა გიამ _ თამუნა მოვიყვანეთ აქ. ცუდად გახდა და ...
-რაა? აქამდე როგორ არ მითხარით? მოიცა მე შევალ და გავიგებ ყველაფერს. არ ინერვიულო... წამოდგა შორენა და დერეფანს სწრაფად გაუყვა.
ელენეს რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ რატის ზარი შემოვიდა და იძულებული გახდა ეპასუხა. გია უკვე ნერვიულობისგან შოკში იყო. გულში იმ დრეს წყევლიდა ინგას ,რომ შეხვდა.


___
ე.ი. ჩემო საყავრლებო
ძაან მიყვარხართ ყველანი და ველი ტქვენს შეფასებებს
ისე მგონი აღარ მოგწონთ ხომ ?



№1  offline მოდერი sopiko

მაგარიაა <3 ძალიან მომწონს მაგრამ წყვილებზე-რატი და ელენე, დიანა და დაჩი, ლევანი და ნინი- უფრო გაამახვილე ყურადღება

 


№2  offline წევრი naomikhad

ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი ყოველ ახალ თავს *^*

 


№3  offline წევრი lisebeth

sopiko
მაგარიაა <3 ძალიან მომწონს მაგრამ წყვილებზე-რატი და ელენე, დიანა და დაჩი, ლევანი და ნინი- უფრო გაამახვილე ყურადღება

აუცილებლად გამახვილდება მათზე ყურადღება მალე გაცილებით მეტად. ჯერ ბავშვები არიან და ჩემი აზრით მეტისმეტი წყვილებზე ორიენტირება არ იქნება მართებული ...
სკოლის ასაკში ასეთ ურთიერთობებზე პროპაგანდას არ გავწევ
მაგრამ იქნება მალე
naomikhad
ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი ყოველ ახალ თავს *^*

მადლობა <3

 


№4  offline წევრი cancara

Kargia kargi male dade

 


№5  offline წევრი სანი

ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

 


№6  offline წევრი lisebeth

სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

 


№7  offline წევრი სანი

lisebeth
სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

კიკი მერდერია. შენც უყურებ გრეის ანატომიას? არაფრის

 


№8  offline წევრი lisebeth

სანი
lisebeth
სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

კიკი მერდერია. შენც უყურებ გრეის ანატომიას? არაფრის

7 წელია ვუყურებ ეიბისიზე

 


№9  offline წევრი სანი

lisebeth
სანი
lisebeth
სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

კიკი მერდერია. შენც უყურებ გრეის ანატომიას? არაფრის

7 წელია ვუყურებ ეიბისიზე

7 წელი არ არის რაც ვუყურებ. დაახლოებით 5 წელია მაგრამ ჩემი საყავრელი სერიალია <3

 


№10  offline წევრი lisebeth

სანი
lisebeth
სანი
lisebeth
სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

კიკი მერდერია. შენც უყურებ გრეის ანატომიას? არაფრის

7 წელია ვუყურებ ეიბისიზე

7 წელი არ არის რაც ვუყურებ. დაახლოებით 5 წელია მაგრამ ჩემი საყავრელი სერიალია <3

ჩემიც სიგიჟემდე მიყვარს და ჩემტვისერთ ერტი ყველაზე ტრამვული სერია იყო დღეს am

 


№11  offline წევრი სანი

lisebeth
სანი
lisebeth
სანი
lisebeth
სანი
ძალიან კარგია მომეწონა. მალე დადე შემდეგი თავი love ელენეც, ნინიც და მარიც მთავარი პერსონაჟები არიან და ზოგჯერ მრჩება ისეთი შეგრძნება , რომ მარი იჩაგრება აბსოლუტურად ყველა ასპექტში . კარგი იქნება ამას თუ გამოასწორებ , დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგია არ შეწყვიტო განაგრძე და ეცადე ძალიან არ გაწელო. ისე მაგარიხარ დიდიხანია ისტორია ასე არმომწონებია

შენს ავატარზე ვინაა ? ჩემი მერდერი ?
მადლობა დიდი <3 ყველაფერი იქნება

კიკი მერდერია. შენც უყურებ გრეის ანატომიას? არაფრის

7 წელია ვუყურებ ეიბისიზე

7 წელი არ არის რაც ვუყურებ. დაახლოებით 5 წელია მაგრამ ჩემი საყავრელი სერიალია <3

ჩემიც სიგიჟემდე მიყვარს და ჩემტვისერთ ერტი ყველაზე ტრამვული სერია იყო დღეს am

9 სეზონის 1 სერიაზე საუბრობ სავარაუდოდ არა? თუ 8.24ზე? მართლა საშინელი სერიებია და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო სულ ცუდად მხდის. შემდეგ თავს მალე დადებ? :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent